მოგესალმებით ფორუმელებო
ლისტერატურა როგორც ასეთი მე აღვიქვამ როგორც სამყაროს შეცნობის ამა თუ ავტორის მიერ დანახული თვალით
ნამდვილად საამაყო მემკვიდრეობა დაგვიტოვეს და ეს დიდი ხელოვნებაა,
ეს ყოველივე არ მეყო, გავეცანი ამ ყოველივეს და დაუკობელმა ძებნამ მიმიყვანა ერთ უნიშვნელოდ პოპულარულ აუდიო წიგნამდე
ვლადიმ ზელანდის რეალობის ტრანსერფინგი
ჩემთვის ამ წიგნმა ამიხილა თვალები თუ რა ხდება რეალურად და 100 გრადუსით მომცა შესაძლებლობა სამყარო დამენახა საკუთარი თვალით და რეალობას შევხვედრილიყავი პირდაპირ
ამ წიგნა ყველა კითხვაზე მომცა პასუხი და ვფიქრობ რომ უნიკალურია
მხოლოდ და მხოლოდ ცოტა ფიზიკა უნდა გესმოდეს რადგან უკეთ აღიქვა გადმოცემული ინფორმაცია
ერთ ერთი ფორუმიდან მინდა ამონარიდი გავაკეთო ამ წიგნზე
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მოკლედ, იდეა ასეთია:
არსებობს შეუზღუდავი "სივრცე" ვარიანტებისა, აქ და ამჟამად.
და თითოეულის ნებაზეა დამოკიდებული რომელ ვარიანტს აირჩევს.
სამყარო - ესაა შესაძლებლობების განუსაზღვრელი სივრცე, სადაც არსებობს ნებისმიერი შესაძლებლობა."უბრალოდ", მოქმედებენ გარკვეული კანონები
დანარჩენი უკვე წასაკითხია.
საინტერესოა სხვათშორის ციკლიტ.
ვარიანტების სივრცე. უსასრულო. ყველაფერი არსებობს აქ და ამჟამად.
და რა განაპირობებს კონკრეტულ სცენარს ამ ვარიანტებში?
შენ განაპირობებ
ყველა თეორია იდეაში სწორია, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს
რატომ? უბრალოდ იმიტომ რომ ვარიანტების უსასრულო სივრცეში ამ თეორიისთვისაც არსებობს ადგილი
იდეა რაშია? იდეა იმაშია რომ შენ შეგიძლია აირჩიო რომელ სცენარს მიყვე.თუ ერთ სცენარში მოხვდი, ვეღარ შეცვლი. მაგრამ, თუ შენ იცი რომ შეგიძლია შეცვალო სცენარი, შენ შეცვლი და არ არსებობს ალაჰი და ბუდა, ხელი რომ შეგიშალოს ამაში
"ქანქარები"
რა არის ქანქარა? (ქართულად მართლა უხერხულად ჟღერს)
ქანქარა - ესაა მაგალითად საქართვლოს ფეხბურთის ფედერაცია. ესაა შენი სამეგობრო. ესაა სამხრეთამერიკული სერიალების ფან დიასახლისთა არაოფიციალური საზოგადოება, ესაა მერსედეს-ბენცის ცე კლასის ფანების ზბორი.
რა არის ქანქარა? ის რაც შენი ენერგიით იკვებება. იქნება ეს პარტია, ერთნაირი ჰობის იდეით გაერთიანებულთა საზოგადოება თუ სერიალების მოყვარული დიასახლისების მარად ურყევი კავშირი - არსი იგივეა
ყველა ქანქარა არის ვამპირი
წარმონაქმნია მაგრამ არსი ასეთი აქვს
ყველა ქანქარა ცდილობს გაძლიერდეს, მიიღოს მეტი ენერგია და თუ რომელიმე წევრი განიზრახავს გამოყოფას - შეუშლის ხელს ყველანაირად.
თუ რუსული კარგად იცი სჯობს წაიკითხო რუსულად არარის ძნელად მოსაძებნი წიგნი
გმირებად არ იბადებიან, გმირებად იზრდებიან.
ქალი ბუნებით ეჭვიანი არსებაა, აბა ევას რა ქონდა საეჭვიანო, მაგრამ ადამს ყოველ დღე თურმე ნეკნებს უთვლიდა © poet4ik
ადამიანი რომელიც ფიქრობს რომ შეძლებს და ადამიანი რომელიც ფიქრობს რომ ვერ შეძლებს ორივე მართალია