Ezekia შავი ცირკის ელიტარულ არტისტებად ითვლებიან ვამპირების მომთვინიერებლები. ისინი ვამპირებს ცეცხლოვან რგოლებში ახტუნავებენ და აიძულებენ ცალბორბლიან ველოსიპედებზე სიარულისას ფანდური აჩხაკუნონ ან დაირა შემოჰკრან.
მომთვინიერებლები ცვლადი დენის დარტყმებით აიძულებენ ვამპირებს რაღაც ფინტების კეთებას.
პირამიდაში გამოსვლის დროს მომთვინიერებლები მეისტერკლოუნის შემდეგ მესამე რიგს იკავებენ.
პირამიდის თავს მოკალათებული ტოპკლოუნი აზრების მკითხველია. ის არამარტო პუბლიკას ახალისებს აზრების კითხვით. ის მის ქვედამჯდომი კლოუნების აზრებსაც კითხულობს. 2--3 რიგით ქვემოთ , თუ დაჭირდა უფრო ქვემოთაც ჩაწვდება.
ქვედამჯდომი კლოუნები მათ ქვემჯდომი კლოუნების აზრებს კითხულობენ მეტნაკლებად. ამიტომ პირამიდის ტოპში ყველაზე გაიძვერა შავი კლოუნია.
* * *
მეორე რიგს იკავებენ დოქტორები.
ისინი წარმოდგენის დროს ადამიანებს სარკომის გადანერგვას უკეთებენ პუბლიკის პირღიობამდე გამაოგნებლად.
სხვა უსარგებლი ოპერაციებიც იციან. მარჯვენა და მარცხენა ფეხების ადგილების შეცვლა.
ღია ტვინიდან მარგალიტის ამოყვანა და სხვანი
დოქტორებიც როგორც გითხარით კისერზე აზიან ვამპირების მომთვინიერებლებს.
ეს ჯერ კიდევ დიდი ელიტაა შავი კლოუნების.
* * *
არის ერთი ავტორიტეტი ქირურგი კლოუნი ჯონ ჯოვანჯოლი მან მკვდარი ძროხა გააცოცხლა დენის დარტყმებით. ხროხა გატყავებული და გამოშიგნული ინახებოდა გასტრონომ ავრორას ძველ მაცივარში. . ვაკუუმურ პაკეტში შეკუჭული. ჯოვანჯოლიმ ძველი ფრანკენშტეინული მეთოდით ძროხა გააცოცხლა და შემდეგ კინტაურიც აცეკვა. ძალიან მოეწონა პუბლიკას. .
* * *
ჯადობაზი კლოუნები საფულეს და თირკმელს აქრობენ მაყურებლის ჯიბიდან და სხეულიდან.
აკრობატები ალესილ ხანჯლებს ზემოოთ გადაჭიმულ ბაგირრბზე დადიან და მალაყებსაც აკეთებენ .
სიმბოლურად ბაგირებზე სარეცხი კიდია.
აკრობატებს ახალგაზრდა სარეცხის ქურდებს შორის აგროვებენ.
* * *
შავ ცირკში თეატრალური ნომერიც არის.
იციან ცნობილი მკვლელობების ცოცხლად გათამაშება.
"ლინკოლნის მკვლელობა" სამი კვირა შემორჩა რეპერტუარში და ნახვების რეკორდი კინაღამ მოხსნა. რეკორდი კი "კეისრის მკვლელობას ეკუთვნის". თითქმის თვენახევარი იზიდავდა მაყურებელს.
კარგი იყო "მარატის მკვლელობაც" მაგრამ კეისარს ვერ აჯობა, მიუხედავად პირნოგრაფიული შემადგენლისა.
"კეისრის მკვლელობის " მკვლელობის მხატვრული ღირებულება მეტი აღმოჩნდა სადაც იულიუსი ოცდაათამდე განსხვავებული დანით აჩეხეს. სამზარეულოს დანით, საოფისე დანით, ოპინელით, ყველის დანით, გამოსაშიგნი დანით, ლისიჩკით, სამართებლით, პურის დანით. მელქიორის კარაქის დანით.
"კენედის მკვლელობას" წარმატება არ ქონია. ამბობდნენ ბევრი ლაპარაკებიაო
* * *
პირამიდაში მსახიობი კლოუნები ქვედა რიგებს იკავენებ და თან მათ ხშირ ხშირად კლავენ სცენაზე. უფრო ხშირად კი თვითონ კლავენ სხვას
* * *
სულ ქვემოთ უბრალოდ კლოუნი კლოუნები არიან. რომლებიც წარმოდგენის ძირითად ბირთვს შეადგენენ. კლოუნადები ერთმანეთს ენაცვლება და ძირითადა იმპროვიზაციებია.
მაგალითად ასეთი ხუმრობები. ერთი კლოუნი უმტკიცებს მეორეს:
- არ ხარ შენ ნამდვილი შავი კლოუნი.
- დაამტკიცე ,- პასუხობს მეორე
ამ დროს ეცემა პირველი შავი კლოუნი და ცხვირს მოაჭამს მეორეს.
მოჭმული ცხვირიდან თქრიალით მოდის წითელი სისხლი.
* * *
ცხვირმოსაჭმელ კლოუნი წარმოდგენამდე ორ ფილა შოკოლადს ჭამს. რომ სისხლი კარგად მოაგროვოს და ერთ ლიმონს აყოლებს რომ სისხლმა ადვილად ითქრიალოს.
პუბლიკა ფილტვებიდან ქაფის წამოსვლამდე იცინის ამ ნომერზე.
ერთ მაყურებელს ფილრვებიდან ბაყაყიც ამოუვარდა სიცილისგან.
* * *
,----------------------------------- .
* * *
შავი ცირკის ქვესარდაფში. შავი ყომარის დაწესებულებაა. წარმოდგენის შემდეგ ზოგიერთი მაყურებელიც შეივლის ყომარდომში. ზარის ასაგდებად ან/და მხეცის ნომერზე ბედის დასადებად.
შავი ცირკის ბიუჯეტის ნახევარი ამ საყომაროდაან ამოდის.
ოც ოცი პროცენტი ყომარბაზ შავ კლოუნებს რჩებათ .
რომელიც მარცხენა ხელით არიგებს 30 იც შეიძლება დაიტოვონ. და შავი კლოუნის კოდექსი ვერ შეედავება.
დანარჩენი თანხა. საქმეებს ხმარდება. ხოლო რა საქმეებს ხმარდება ეს დამოკიდებულია თუ რა რანგის კლოუნს აქვს მოსაგვარებელი საქმე.
ხოლი ვისთან აქვთ შავი ცირკის შავ კლოუნებს საქმეები მოსაგვარებელი ალბათ თავადაც ხვდებით.
შავი ცირკი წითელ ცირკთან გულღია ზიზღის ურთიერთობაშია.
წითელ ცირკში ძირითადად შტანგის ამწევები. ჯაჭვის მწყვეტელები, რელსის მკვნეტელები, წყალში სელაპები, მოჭიდავეები, ჯალათები, გილიოტინის ოპერატორები, კუბოს მხერხავები ,
არიან.
სევილიელი ყასაბების შოუ. კარგი გამოდგა . ყასაბები წითელ კლოუნებში პირამიდის ქვედა რგოლია. წარმოდგენის დროს ხვდებით ალბათ რას შვებიან.
ცოცხალ ცხოველებს კაფავენ და ასო ასო ქნიან , პუბლიკის საკვირად.
ძველ ველურ დროებში ამას ციხიდან გამოსყიდულ პატიმრებზე აკეთებდნენ.
თერთმეტი სართულით ქვრმოთ, წითელი ცირკის ქვეწარსულში უნახავთ არენები სადაც კაფვის შოუ ადამიანებზე შესრულებულა.
(თუმცა ნუ შევაღებთ ტაბუს კარებს)
This post has been edited by PANTALONE on 10 Feb 2024, 22:38