Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > თბილისი > თბილისის ახალი გენგეგმა


Posted by: kotcio 12 Jun 2018, 23:18
როდის მტკიცდება და რა ცვლილებები შევიდა ხომ არ იცის ვინმემ

Posted by: kataxxl 13 Jun 2018, 14:35
kotcio

არავინ არაფერი არ იცის

მე არ გამიგია ჯერ არაფერი

რაღაც ეპიკური რეგვენობები იქნება პოპულიზმის და პიარის შტრიხებით

ორი თვის წინ იბჟუტურა რაღაცა კალაძემ და კიდევ ისევ იმ ფირმას აკეთებინებენ ვინც ვერ გაუკეთა ვერაფერი

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: kotcio 13 Jun 2018, 23:17
ეხლა გენგემისთვის ვიღა მოიცლის, ვინ იცის რა იქნება

Posted by: nodara95 13 Jun 2018, 23:56
ჩემი ძმა მუშაობს მაგ სითი ინსტიტუტში. მერიას ყველა გზა მოჭრილი აქვს. ივლისში აპირებენ მიღებას.

ვინც არ იცის სითი უნსტიტუტთან ერთად მუშაობდნენ იტალიელი, ფრანგი და გერმანელი სპეციალისტები. ანუ ეგ დოკუმენტი მარტო სითი ინსტიტუტს არ გაუკეთებია. არის ტონა რეკომენდაციები, რომელსაც ჩვენს რეალობაში განხორცილება დიდი ხანი არ უწერია.

სასაცილო ის არის, რომ ვითომ ხომ აგინებდნენ მაგ სითი ინსტიტუტს და მაგის მერე გორის, ფოთის და კიდევ რამოდენიმე დასახლების გენ გეგმაზე დააწყებინეს მუშაობა.

Posted by: kotcio 19 Jun 2018, 21:00
სასოფლო სამეურნეო ზონა, და კიდე უფრო უარესი, სარეკრეაციო ზონა რომ გადააფარეს თბილისის შემოგარენს ათასობით ჰექტარს და ხალხს აგარაკების და ინდივიდუალური სახლების აშენების უფლება წაართვეს, ვინ გაამწვანებს ამ ტერიტორიას? ხალხი სახლის ეზოს თვითონ უფრო არ გაამწვანებს? ყველაფერთან ერთად ეკოლოგიური თვალსაზრისითაც არაგონივრული გათვლაა

Posted by: kataxxl 19 Jun 2018, 21:33
kotcio

რაღაც გაუგებრობები დაწერე smile.gif)))

თბილისში და მის გარშემო უაზრო მშენებლობებით დედა #####ნეს ყველაფერს

შენ კი იძახი ნება ჩამოართვესო

smile.gif

Posted by: Novis 19 Jun 2018, 22:47
nodara95
ფოთის გენგეგმა 4 წლის წინ შემუშავდა, რა შეუკვეთეს?
გარდა ამისა, შეკვეთა რანაირად ხდება? ტენდერში უნდა მიეღოთ მონქწილეობა და მოეგოთ...

Posted by: nodara95 20 Jun 2018, 00:00
QUOTE (Novis @ 19 Jun 2018, 22:47 )
nodara95
ფოთის გენგეგმა 4 წლის წინ შემუშავდა, რა შეუკვეთეს?
გარდა ამისა, შეკვეთა რანაირად ხდება? ტენდერში უნდა მიეღოთ მონქწილეობა და მოეგოთ...

ძალიან მარტივად. მაგათზე კარგად დღეს ვერავინ შეძლებს ასეთი დიდი დოკუმენტის გაკეთებას. უთხრეს ტრაკი ხო გექნებათო გაკეთების. ამათი კიო. ახლა ჩაატარებენ ფორმალურ ტენდერს სადაც ესენი იქნებიან მარტო და მოიგებენ.

Posted by: Novis 20 Jun 2018, 00:03
nodara95
მდა.... ის რომ კომპრომატს დებ ფირმაზე არაფერი? გარდა ამისა გეუბნები რომ ფოთი გაკეთებულია თქო, და ან ინფორმაციას არ ფლობ და ძალიან ჭორების დონეზე საუბრობ, ან ძალიან გინდა რეპუტაცია ბოლომდე შეულახო. ან smile.gif)) სულელი მეგობარი მტერზე უარესიაო მოგდის cry.gif

Posted by: nodara95 20 Jun 2018, 00:08
QUOTE (kotcio @ 19 Jun 2018, 21:00 )
სასოფლო სამეურნეო ზონა, და კიდე უფრო უარესი, სარეკრეაციო ზონა რომ გადააფარეს თბილისის შემოგარენს ათასობით ჰექტარს და ხალხს აგარაკების და ინდივიდუალური სახლების აშენების უფლება წაართვეს, ვინ გაამწვანებს ამ ტერიტორიას? ხალხი სახლის ეზოს თვითონ უფრო არ გაამწვანებს? ყველაფერთან ერთად ეკოლოგიური თვალსაზრისითაც არაგონივრული გათვლაა

სხვა ბერკეტი არ არსებობს. კერძო დასახლებებიც გენ. გეგმის მიხედვით უნდა ვითარდებოდეს. დიღმის საქათმეებს სახლებს ეძახი შენ? მანდ ვინც ცხოვრობს არაფერზე არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია. ან არქიტექტურა ვარგა? ან მშენებლობის ხარისხი თუ რომელი ერთი?






* * *
QUOTE (Novis @ 20 Jun 2018, 00:03 )
nodara95
მდა.... ის რომ კომპრომატს დებ ფირმაზე არაფერი? გარდა ამისა გეუბნები რომ ფოთი გაკეთებულია თქო, და ან ინფორმაციას არ ფლობ და ძალიან ჭორების დონეზე საუბრობ, ან ძალიან გინდა რეპუტაცია ბოლომდე შეულახო. ან smile.gif)) სულელი მეგობარი მტერზე უარესიაო მოგდის cry.gif

იმ საკითხე ნამდვილად ვერ ვისაუბრებ რაშიც არ ვარ ჩახედული. რა ინფორმაციაც მოვიდა ჩემამდე ის დავწერე. პირველწყაროც იმავე ჯგუფთან მუშაობს. ვიცი, რომ გორს, ფოთს და ბათუმს უმიზნებენ. გორზე წინასწარი კვლევებიც არის ჩატარებული. ანუ წინასწარ ექნებათ გაკეთებული გარკვეული ტიპის სამუშაოები და ტენდერში ისე მიიღებენ მონაწილეობას.


Posted by: kotcio 20 Jun 2018, 16:13
kataxxl
nodara95
მაგას ვამბობ ზუსტად რომ ქალაქის შემოგარენის განვითარების გეგმა უნდა გაეკეთებინათ რეალური, ცივილური, და არა უკვე გაყიდული და დაკანონებული ტერიტორიების ფუნქციური ზონების მექანიკური შეცვლა, რაც სახელმწიფო სახსრებსაც დაზოგავდა (გამწვანებაზე გასაღები თანხა და კომპენსაციებზე გასაღები უზარმაზარი თანხა-თუ იჩივლა მოსახლეობამ....) და ხალხის ჩართულობასაც გაზრდიდა გამწვანების საკითხში. ამათ თავი არ აიტკიეს, რეალურ გენგეგმას ფიქრი, ტვინი და მუშაობა სჭირდება!!! და ნაღმი შემოუგდეს მერიას.

Posted by: nodara95 21 Jun 2018, 00:02
მოდი ეს საკითხი ჩვენზე კარგად იციან მანდ და იმის თმქა რომ თავი არ აიტკიეს და მიახლაფორთეს არ გვინდა. ყველაზე დიდი დამნაშავე აქ მერიაა. ფულის საჭრელი მანქანა გამოეცლება ხელიდან და ეგ არ უნდათ.

გენ. გეგმა არსებული სახით აუცილებლად დამტკიცდება. მერიაშიც რაღაცნაირად შეთანხმდნენ ამაზე. ივლისში იქნება ბოლო შეხვედრა სითი ინსტიტუტთან რამდენადაც ვიცი.

Posted by: kukaracha777 27 Jun 2018, 10:47
user posted image
რა გენ გეგმა, აი ამ ადგილზე უნდა მერიას რესტორნების ჩადგმა!!!!!!!!!!!!!!!!! ერთ-ერთი ქართული ოცნების წევრი არის დაინტერესებული თურმე

Posted by: ივანიჩ 27 Jun 2018, 11:01
QUOTE
აი ამ ადგილზე უნდა მერიას რესტორნების ჩადგმა!!!!!!!!!!!!!!!!!

მეიდანს აკლია რესტორნები?

Posted by: kukaracha777 27 Jun 2018, 14:31
ივანიჩ
არ აკლია! მაგრამ აქ რაღაცა ცუდი სუნი უდის

Posted by: ივანიჩ 4 Jul 2018, 15:38
დამტკიცდა!
http://www.newposts.ge/?l=G&id=177940-%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98,%20%E1%83%92%E1%83%94%E1%83%92%E1%83%9B%E1%83%90,%20%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90

Posted by: kataxxl 5 Jul 2018, 01:23
და დოკუმენტი სადაა

და არ დამტკიცებულა

ეხლა გააქვთ განხილვაზე


Posted by: Geotrg025001 5 Jul 2018, 02:00
ძალიან ბანძი მერია კალაძე, ძალიან.
არანაირი კრეატივი, არანაირი აზროვნება, არაფერი აბსოლუტურად.
რომ ცდილობს, მაშინაც არაფერი გამოსდის.
უნიჭოა ტიპი.



Posted by: kataxxl 5 Jul 2018, 08:13
ნიჭი ნიჭად და მენეჯერადაც არ ვარგა


Posted by: Delvaux 5 Jul 2018, 17:55
QUOTE (kukaracha777 @ 27 Jun 2018, 10:47 )
user posted image
რა გენ გეგმა, აი ამ ადგილზე უნდა მერიას რესტორნების ჩადგმა!!!!!!!!!!!!!!!!! ერთ-ერთი ქართული ოცნების წევრი არის დაინტერესებული თურმე

მანდ დეპუტატს უნდა რესტორნიზაცია smile.gif)) facepalm.gif

Posted by: Carver 6 Jul 2018, 00:35
QUOTE (Delvaux @ 5 Jul 2018, 17:55 )
QUOTE (kukaracha777 @ 27 Jun 2018, 10:47 )
user posted image
რა გენ გეგმა, აი ამ ადგილზე უნდა მერიას რესტორნების ჩადგმა!!!!!!!!!!!!!!!!! ერთ-ერთი ქართული ოცნების წევრი არის დაინტერესებული თურმე

მანდ დეპუტატს უნდა რესტორნიზაცია smile.gif)) facepalm.gif

მანდ პარკინგიც კი ზედმეტია.......

Posted by: Beka_g 6 Jul 2018, 09:21
QUOTE (Delvaux @ 5 Jul 2018, 16:55 )
QUOTE (kukaracha777 @ 27 Jun 2018, 10:47 )
user posted image
რა გენ გეგმა, აი ამ ადგილზე უნდა მერიას რესტორნების ჩადგმა!!!!!!!!!!!!!!!!! ერთ-ერთი ქართული ოცნების წევრი არის დაინტერესებული თურმე

მანდ დეპუტატს უნდა რესტორნიზაცია smile.gif)) facepalm.gif

ახალი გენგეგმით მანდ სატრანსპორტო ზონაა

Posted by: nikala2010 6 Jul 2018, 10:32
რა დადეს რა გააკეთეს კონკრეტული ვერავინ ვერაფერი გაიგო
მიდის ზოგადი მსჯელობა ჩარჩო გეგმებზე
რასაც ესენი აკეთებენ ამით თვითონ იქმნიან პრობლემებს იმიტომ რომ არააქვთ შესაბამისი მენეჯმენტი და ვერ გაუწევენ კოორდინაციას შესრულებას
და მოხდება ის რომ თბილისი გაჩერდება მინიმუმ 1 წლით
უკვე გაჩერდა ფაქტიურად

Posted by: sergo_bero 6 Jul 2018, 13:29
სადმე არ დევს დეტალურად ეს გენგეგმა?

Posted by: nikala2010 6 Jul 2018, 13:46
sergo_bero
QUOTE
სადმე არ დევს დეტალურად ეს გენგეგმა?

ტას.გე

Posted by: kotcio 6 Jul 2018, 23:45
გუშინ ძალიან შეხმატკბილებულად ჟღურტულებდბენ ვიცემერი და გენგეგმის ავტორი სალუQვაძე პირველ არხზე, დაალაგეს ალბათ და ხალხი ფეხებზე კიდია\თ

Posted by: kotcio 20 Jul 2018, 19:31
არავინ დაზუსტებით არაფერს ამბობს, ნაწყვეტ ნაწყვეტ ინფორმაციას ამბობენ aba.gif aba.gif

Posted by: Delvaux 23 Jul 2018, 16:48
QUOTE (Carver @ 6 Jul 2018, 00:35 )
QUOTE (Delvaux @ 5 Jul 2018, 17:55 )
QUOTE (kukaracha777 @ 27 Jun 2018, 10:47 )
user posted image
რა გენ გეგმა, აი ამ ადგილზე უნდა მერიას რესტორნების ჩადგმა!!!!!!!!!!!!!!!!! ერთ-ერთი ქართული ოცნების წევრი არის დაინტერესებული თურმე

მანდ დეპუტატს უნდა რესტორნიზაცია smile.gif)) facepalm.gif

მანდ პარკინგიც კი ზედმეტია.......

მანდ პარკინგი არც ეხლა არ არის... არის ვალეტ ზონა... მიდიხარ მანქანით 5 ლარს იხდი... გასაღებს უტოვებ.. მანქანა გადაყავთ რიყის პარკის ქვეშ მიწისქვეშა პარკინგში... თუ გინდა ეტყვი გაგირეცხონ მანქანა... მერე როცა დაგჭირდება დაურეკავ ნომერზე და გადმოგიყვანენ... მისარგებლია და ძალიან კომფორტული სერვისია... პარკინგის ძებნა აღარ გიწევს შარდენზე როცა მიდიხარ... თუ მაინცდამაინც მუქთა გაჩერება არ გინდა... მაგრამ შარდენზე თუ მიდიხარ საგულაოდ 5 ლარი კი უნდა გეგდოს ჯიბეში...

Posted by: Niku7a 23 Jul 2018, 16:51
Delvaux
და რიყის პარკინგი რა ღირს მეთვითონ რო ჩავიყვანო?

Posted by: gobisha 29 Jul 2018, 15:20
შეზღუდვის ზონა ქვია კატეგორიაა ასეთი და მთელ უბნებში მარტო გზის გაყოლებებზეა

მაგიტოა აბა ამდენი მშენებლობები ყველგან

და მასეთ გზის ნაპირებზეც არაერთ კორპუსს აშენებენ

ანუ დასახლებული მიკროები კი არ არის შეზღუდვის ზონაში შესული ხოდა კორპუსის წინ ეზო რო გაქ შეიძლება ახალი კორპუსი აგიშენონ 4 მეტრში

რასაც აკეთებენ და რაც ხდება

ჩემი ადგილიც შეზღუდვის ზონაშია რახან ალბათ ჩიხია მარა კი ამიშენეს კორპუსი

Posted by: max-14 3 Aug 2018, 19:28
user posted image
QUOTE
გენგეგმა

გენგეგმა კიარა, ამ საღლევეთს რა ეშველება,მე ამათი გენგეგმა რომ მოვდღან

Posted by: GEORGIA007 9 Aug 2018, 01:41
QUOTE
გენგეგმა კიარა, ამ საღლევეთს რა ეშველება,მე ამათი გენგეგმა რომ მოვდღან

ეს სადაა? ახმეტელის მეტროა?

Posted by: Snow93 9 Aug 2018, 20:02

GEORGIA007
ელიავას გავს, საბურთალოს კორპუსებიც ჩანს, შეიძლება ვაგზალიცაა

Posted by: Snow93 13 Aug 2018, 13:41
ნარჩენების სეპარაციის სისტემის დანერგვისა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით მერიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის მერიას, „თბილსერვის ჯგუფს“, „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელსა“ (CENN) და საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი ითვალისწინებს საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორის ურთიერთთანამშრომლობას მერიის პროექტის ფარგლებში, რომელიც 2018 წლის სექტემბრიდან დაიწყება და მიზნად ისახავს საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ შესაბამისად, დედაქალაქში ნარჩენების სეპარაციის სისტემის ეტაპობრივი დანერგვის, ასევე, ნარჩენების ხელახალი გამოყენებისა და რეციკლირების ხელშეწყობას, თბილისში ათ ადგილზე სეპარაციის სტენდების განთავსებისა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების გზით.

თბილისის მერიის მხრიდან მემორანდუმს ხელი თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ მოაწერა. მისი თქმით, დოკუმენტზე ხელმოწერა თბილისში ნარჩენების სეპარირების დაწყებისთვის პირველი წინ გადადგმული ნაბიჯია. მაია ბითაძის განცხადებით, თბილისში სეპარირებული ურნები მიმდინარე წლის ბოლოდან გამოჩნდება.

„დღევანდელი მემორანდუმი წინ გადადგმული ნაბიჯია იმისთვის, რომ თბილისში სეპარირება, ნარჩენების დახარისხება დაიწყოს. უკვე წლის ბოლოდან თბილისში გამოჩნდება სეპარირებული ურნები. ჩვენ თბილისელების მხარდაჭერის იმედი გვაქვს იმაში, რომ სეპარირების იმ თანამედროვე მოდელს, რომელმაც საბოლოო ჯამში ნარჩენი პროდუქტად უნდა აქციოს, საფუძველს ჩავუყრით და ძალიან აქტიური იქნება თბილისი ამ პროექტის განხორციელებაში“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

მემორანდუმი ეფუძნება ნარჩენების მართვის კოდექსსა და ნარჩენების მართვის ეროვნულ სტრატეგიას.

Posted by: max-14 13 Aug 2018, 18:41
QUOTE
ეს სადაა? ახმეტელის მეტროა?

ელიავას ბაზარია
user posted image

Posted by: kotcio 14 Aug 2018, 23:28
რა ხდება ამ ახალ გენგეგმაზე ვინ იტყვის? არქიტექტორებო არაფერი იცით?

Posted by: Snow93 15 Aug 2018, 12:05
ჭყონდიდელის ქუჩაზე მცხოვრებლები გამგეობისგან დახმარებას ითხოვენ. მათი თქმით, ოთხსართულიანი სახლის ერთ-ერთი სადარბაზოს სარდაფი პერიოდულად იტბორება.

უკვე ხუთი დღეა, შენობის საძირკველში წყალი დგას და ანტისანიტარიაა. ადგილობრივების თქმით კი, პრობლემას კი ის ართულებს, რომ კორპუსს არ ჰყავს თავმჯდომარე არჩეული, რაც გამგეობისთვის ოფიციალურად მიმართვის შესაძლებლობას უზღუდავს.

Posted by: max-14 15 Aug 2018, 16:07
QUOTE
პრობლემას კი ის ართულებს, რომ კორპუსს არ ჰყავს თავმჯდომარე არჩეული

ეს თავჯდომარე კიდევ რა ოხრობაა,ეგ თუ არაა ესეიგი სახლი უნდა დაინგრეს თუ რა ხდება?
რავიცი უმეტეს კორპუსებში რაც გამიგია ყველა თავჯდომარეს აგინებს

Posted by: Snow93 15 Aug 2018, 16:25
QUOTE (max-14 @ 15 Aug 2018, 16:07 )

რავიცი უმეტეს კორპუსებში რაც გამიგია ყველა თავჯდომარეს აგინებს

რაც დრო გადის ვრწმუნდები რომ მაგაში მაგრად გამიმართლა, ისეთი მაგარი თავმჯდომარე გვყავს კორპუსში საერთოდ რამე რომ მუშაობს მაგისი დამსახურებაა yes.gif

Posted by: max-14 15 Aug 2018, 16:27
QUOTE
ისეთი მაგარი თავმჯდომარე გვყავს კორპუსში საერთოდ რამე რომ მუშაობს მაგისი დამსახურებაა

კარგია
ჩვენი საშინელებააsmile.gif)))))))

Posted by: Snow93 15 Aug 2018, 16:37
max-14
მესმის, უბრალოდ ვინმე ნორმალური თუ გამოჩნდება სამეზობლომ უნდა შეაგროვოთ ხელმოწერები და შეგიცვლიან

Posted by: max-14 17 Aug 2018, 15:40
QUOTE
რა ხდება ამ ახალ გენგეგმაზე ვინ იტყვის? არქიტექტორებო არაფერი იცით?

ბიძომ თავისი ვიღაცა დანიშნა და მთელი ძალით შეუტევენ სადმე თუ რამე ადგილი დარჩა,დაითრევენ,ჩადგავენ კორპუსებს

Posted by: Snow93 18 Aug 2018, 01:14
facepalm.gif ნეტა სხვა პრობლემა ქალაქს არ ქონდეს...
თბილისის მერია კომპანია “ჩირინას” დამფუძნებელ ბიზნესმენ რევაზ ვაშაკიძის პრეტენზიას პასუხობს.

საქმე იმაშია, რომ bm.ge-თან ინტერვიუში რევაზ ვაშაკიძემ თქვა, რომ ის მერიას თბილისში „ბიუ-ბიუს“ ჯიხურების ლოკაციის შენარჩუნებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ბიზნესმენმა “ბიუ-ბიუს” წარმოების პროცესი გააჩეროს.

დედაქალაქის მერიის განცხადებით, კომპანია „ბიუ-ბიუს“ ხუთწლიანი იჯარის ვადა რამდენიმე თვის წინ ამოეწურა და ვადის გასვლის მიუხედავად, იმ ტერიტორიების დაცლა, სადაც მათი ჯიხურებია განთავსებული, მერიას ჯერ კიდევ არ მოუთხოვია.

“კომპანიას მიეცა დამატებითი ვადა, რომ საწარმოო პროცესი არ შეეჩერებინა”, -აცხადებენ მერიაში.

მათივე ინფორმაციით, კომპანიამ დედაქალაქის მერიაში იჯარის გაგრძელება იმავე ადგილებში მოითხოვა, რაც ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურმა, სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე, მიზანშეზონილად არ მიიჩნია.

„ამიტომ, კომპანიას მიეცა წინადადება ისეთი ალტერნატიული ადგილების მოძიების შესახებ, რომელზეც მუნიციპალიტეტს პრობლემა არ ექნება. ახალი ადგილების შერჩევამდე, მათ არსებულ ლოკაციებზე დარჩენის უფლება აქვთ. მერიის შეთაზების მიუხედავად, კომპანიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ იმავე ადგილებში უნდა დარჩნენ, რაზეც ურბანული განვითარების სამსახურს საკმაოდ ობიექტური შენიშვნა აქვს - აღნიშნული ჯიხურები ქალაქის იერსახეს არ შეესაბამება, ზოგ შემთხვევაში კი, ქვეითების გადაადგილებას აფერხებს და ტროტუარებს ავიწროვებს”- აცხადებენ მერიაში.

ცნობისთვის: კომპანია „ბიუ-ბიუ“ 1000 ადამიანს ასაქმებს.

Posted by: geo570ge1997 22 Aug 2018, 10:55
: /

Posted by: kotcio 15 Sep 2018, 21:57
აუუუუ, გენ გეგმაზე რა ისმის?????????????????????????????

Posted by: kataxxl 16 Sep 2018, 10:49
kotcio

არაფერი რა უნდა ისმოდეს როოო smile.gif)))))))))))))))))))))))))))))))))))))))

Posted by: kotcio 16 Sep 2018, 17:05
კერძო საკუთრებას რო გადააფარეს რეკრეაციული რა იქნება შემდგომ???

Posted by: Snow93 28 Sep 2018, 16:28
საკრებულოში დედაქალაქის გენერალური გეგმის პროექტის შესწორებული ვერსია თბილისის მერიის, პროექტში მონაწილე სამინისტროებისა და სიპების წარმომადგენლებს წარუდგინეს.

თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის თქმით, ახალი ვერსიით, გათვალისწინებულია იმ შენიშვნების უმრავლესობა, რომელიც სამინისტროებმა გასცეს.

„განსაკუთრებთ მნიშვნელოვანია გარემოს და სოფლის მეურნეობის დაცვის სამინისტროს შენიშვნები, რომელიც დოკუმენტში სრულად იქნა ასახული დოკუმენტში, მათ შორის მეწყერსაშიში ზონების რეგულირებასთან, მათ შორის იმ ზონების რეგულაციასთან, როგორიც არის ჭალა-კალაპოტები. დოკუმენტის პროექტის მათთვის წარდგება იქნება ბოლო ეტაპი, რის შემდეგაც საკრებულოს სხდომები დასკვნით ეტაპზე გადავა,“- განაცხადა მაია ბითაძემ.

Posted by: Snow93 5 Oct 2018, 14:05
თბილისის მერიამ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცება ჯერ კიდევ აგვისტოში დაანონსა, თუმცა მნიშვნელოვანი დოკუმენტი - როგორ უნდა განვითარდეს ქალაქი, ისევ არ არის მიღებული. ოპოზიცია ვარაუდობს, რომ საბოლოო პოზიციების შეჯერება აზრთა სხვადასხვაობის გამო ურბანისტებსა და მერიის მაღალჩინოსნებს შორის ვერ მოხდა და ამიტომ გაჭიანურდა პროცესი. მათი ინფორმაციით, დოკუმენტი საკრებულოში დასამტკიცებლად უახლოეს ორ კვირაში შევა, უმრავლესობა კი ზუსტ პროგნოზს ვერ აკეთებს.

"ეს იქნება გენერალური გეგმა, რომელიც მორგებული იქნება დეველოპერებზე და არა თბილისელების ინტერესებზე,"-აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ევროპული საქართველო - თბილისის” თავმჯდომარის მოადგილე დავით ჟღენტი მერიას საკუთარი ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს.

"ჩნდება კონკრეტული ეჭვები, რომ მერია ახორციელებდა თავისი ინტერესების ჩადებას და ცდილობდა რომ მოერგო კონკრეტული გეგმა,"- თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ევროპული საქართველო - თბილისის” თავმჯდომარის მოადგილე დავით ჟღენტი.

ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობენ თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების სამსახურში და კონკრეტული მტკიცებულებების დადებას ითხოვენ.

"ვერ დაასახელებთ ვერცერთ მაგალითს როდესაც ახალი მერიის პირობებში გაცემული იქნა რეკრეაციულ ზონაში მშენებლობის ნებართვა," - აცხადებს თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე.

Posted by: Snow93 10 Oct 2018, 14:28
თბილისის საკრებულოში სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლები გენერალური გეგმის პროექტში განხორციელებულ ცვლილებებს გაეცნენ.
„სითი ინსტიტუტის“ ხელმძღვანელის მერაბ ბოლქვაძის განცხადებით, სამინისტროების წარმომადგენლებთან კონსტრუქციული საუბარი შედგა და მათ არსებითი შენიშვნები არ ჰქონიათ. ბოლქვაძის განმარტებით, განხილვის ძირითადი თემა სამართლებრივ და ქონებრივ საკითხებს უკავშირდებოდა.
„მწვანე ლანდშაფტური არეალების ერთიანი სისტემის შექმნა, 7 საქალაქო და რაიონული მნიშვნელობის პარკების მშენებლობა, საგზაო მობილობის თვალსაზრისით სატრანსპორტო კორიდორების განვითარება და საჯარო ტრანსპორტის უპირატესად განვითარება, პარკირების რანჟირება – ეს საკითხები უკვე ასახულია საბოლოო დოკუმენტში. განხილვის ძირითადი თემა სამართლებრივ და ქონებრივ საკითხებს უკავშირდებოდა. კერძო ტერიტორიის ადგილმონაცვლეობასა და გამოსყიდვას. ასევე, რა ტერიტორიებია, სადაც განვითარება დაუშვებელია. ასეთი გეოდინამიკური საფრთხეების მქონე არიალებია: წყალდაცვითი ზონები, მდინარეების კალაპოტები. ახლანდელი გენგეგმის პროექტით თბილისს ძალიან დიდი რაოდენობის სატყეო მიწები აქვს, ამიტომ ამ ტერიტორიებზე განვითარება დაუშვებელია”,- განაცხადა ბოლქვაძემ.

Posted by: Snow93 23 Oct 2018, 10:32
დღეს ცენტრალური ხელისუფლებისგან და დედაქალაქის ხელმძღვანელობისგანაც მივიღეთ პასუხი ერთ-ერთ აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხზე – მიწისზედა მეტროს მშენებლობა (სამგორი-ლილო, ლილო-აეროპორტის მიმართულებით) მალე დაიწყება და 2022 წელს დასრულდება. გარდა ამისა, მერია უკვეთავს კვლევას პროექტის მეორე ნაწილზე, რომლის მეშვეობითაც, ლილო, მიწისზედა მეტროთი, რუსთავს უნდა დაუკავშირდეს.
აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიაც და საქართველოს მთავრობაც ამ ნაბიჯით იზიარებს იმ რეკომენდაციას, რომელსაც “სითი ინსტიტუტი საქართველოს” მიერ შემუშავებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ითვალისწინებს. მიუხედავად იმისა, რომ საკრებულომ მერიის მიერ უკვე მიღებული გენგეგმა ნოემბერში უნდა დაამტკიცოს, ქალაქის მთავარი დოკუმენტის ხორცშესხმის პროცესი, ფაქტობრივად, დაწყებულია. თანაც, ეს არ გახლავთ გენგეგმაში არსებული ერთადერთი საკითხი, რომელიც მერიამ დოკუმენტის საბოლოო დამტკიცებამდე დაძრა. ქალაქის ხელმძღვანელობა აქტიურად საუბრობს ველობილიკებზე, ბასლაინებზე, ახალ სატრანსპორტო სქემაზე, ტრამვაიზე, საბაგიროებზე, აგლომერაციის შემაერთებელ ელექტროტრანსპორტზე, განივ კავშირებზე, დიღმის ჭალებში საპარკო ზონების მოწყობაზე და სხვა ისეთ თემებზე, რომლებიც ზუსტად გენგეგმის შემადგენელი ნაწილებია. ეს იმას ნიშნავს, რომ საკითხები, რომლებზეც 2015 წლამდე, რეალური ხელჩასაჭიდის არსებობის გარეშე, რამდენიმე ადამიანი საუბრობდა, დღეს განხორციელებადია. საბოლოოდ კი, ეს სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ გენგეგმა რეალურია.

რაც შეეხება კონკრეტულად მეტროს საკითხს, “სითი ინსტიტუტი საქართველოს” დირექტორის, მამუკა სალუქვაძის განამრტებით, იდეა განხორციელებადია და ახლა შესაბამისი კვლევების მეშვეობით, დეტალების განსაზღვრის ჯერია, თუმცა მოვლენებს წინ მაინც არ უნდა გავუსწროთ. საბოლოო სიტყვა კვლევების შედეგზე იქნება დამოკიდებული.
“მთავარია, შეცდომით არ ვიფიქროთ, თითქოს ეს ყველაფერი უკვე დამტკიცებულია. გენგეგმაში სწორედ იმაზეა საუბარი, რომ შესაძლებლობის არსებობა კვლევებმა უნდა დაადასტურონ. ასე რომ, დღევანდელი განცხადება, როგორც შემდგარი ფაქტი, არ უნდა მივიღოთ. ქალაქგეგმარებითი, ურბანული და სატრანსპორტო კუთხით, ფუნდამენტური კვლევები ჩატარდება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ის, რაზეც ვსაუბრობთ, მერიის დღის წესრიგშია და მათი განხორციელების აუცილებლობაც გაცხადებულია. კვლევები დეტალურად დაადგენს, თუ როგორი იქნება საკითხის ტექნიკური მხარე.”- აღნიშნავს სალუქვაძე და დასძენს, რომ გენგეგმამ თბილისს ამბიციური პროექტები დაუბრუნა.

Posted by: Snow93 29 Oct 2018, 12:33
კრწანისის რაიონის გამგეობამ 9 თვის განმავლობაში შემდეგი პროექტები განახორციელა:

• საგზაო ინფრასტრუქტურა 34 270,52 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა;

• სკვერების მოწყობა-რეაბილიტაცია 9 მისამართზე განხორციელდა;

• სპორტული მოედნების აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოები 14 მისამართზე ჩატარდა;

• ფიტნეს ტრენაჟორები 3 მისამართზე დამონტაჟდა;

• მოეწყო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 7 საბავშვო გასართობ მოედანს;

• გრუნტის დამჭერი კედელი მოეწყო 5 მისამართზე;

• შენობა-ნაგებობების წინმსწრებ-დამზღვევი ღონისძიებები ჩატარდა 50 ისამართზე;

• მოაჯირები მოეწყო 5 მისამართზე;

• მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა 7 მისამართზე;

• გამწვანების სამუშაოები განხორციელდა 650 მისამართზე;

• კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების ორგანიზებით, ჩატარდა 7 სპორტული, საგანმანათლებლო და კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიება;

• ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, განხორციელდა 24 პროექტი;

• განხორციელდა 4 ავტოფარეხის დემონტაჟი;

• კრწანისის რაიონის გამგეობა სოციალური კუთხით, ჯამში 8804 ბენეფიციარს დაეხმარა;

• სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა 65 მისამართზე;

• 9 თვის განმავლობაში განხორციელებული პროექტებისთვის, ჯამში, 7 542 898 ლარი დაიხარჯა.

Posted by: Snow93 7 Nov 2018, 10:25
თბილისის განვიარების ფონდმა მშრალი ხიდის, ზაარბრიუკენის ხიდის, დედა ენისა და 9 მარტის ბაღების რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა.
პროექტის თანახმად ორივე ხიდზე განათების სისტემები შეიცვლება, გაკეთდება დეკორატიული მინათებები, განახლდება საგზაო ინფრასტრუქტურა, ხიდის ტროტუარები გრანიტის ფილით მოპირკეთდება. ზაარბრიუკენის ხიდზე მზის ენერგიაზე მომუშავე შუქნიშანი მოწყობა.
9 მარტისა და დედაენის ბაღებს შორის გვირაბი გაიჭრება, რომელიც დააკავშირებს ბაღებს, როგორც ფიზიკურად, ასევე ვიზუალურად. ბაღებში მოეწყობა წყალსადენი მილები და სენსორული ონკანი.
წინადადების მიღება 21 ნოემბერს დაიწყება და 26-ში დამთავრდება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 9 899 520 ლარია.

Posted by: Snow93 12 Nov 2018, 17:01
საინტერესოა რას გულისხმობს...
დედაქალაქის მერიის ორგანიზებით, თბილისის მედეგობის თემაზე, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა გაიმართა, სადაც დედაქალაქში არსებული გამოწვევების წინასწარი ყოვლისმომცველი შეფასება და სამომავლო გეგმები წარადგინეს.
დედაქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, მიმდინარეობს თბილისის მედეგობის სტრატეგიაზე მუშაობა, რომლის განხორციელებაც მომავალი წლიდან უნდა დაიწყოს.
“ჩვენ გვსურს ეს ქალაქი დავიცვათ მეოთხედი საუკუნის ქაოსის შედეგებისგან, რომელმაც თანდათან გამოფიტა თბილისი, გააქრო ის ურბანული ფასეულობები, რომელიც ადამიანის ჯანსაღი განვითარებისა და არსებობისთვისაა აუცილებელი. ამ ქალაქს აქვს დიდი პოტენციალი, თანამშრომლობისა და ინვესტირების კარგი შესაძლებლობები, რაც მთავარია, არსებობს პოლიტიკური ნება, განვავითაროთ თბილისი, როგორც მედეგი, უსაფრთხო ქალაქი და ის მოქალაქეებს, მის მცხოვრებლებს დავუბრუნოთ”, – განაცხადა კახა კალაძემ.
ღონისძიებაზე მოწვეული სტუმრები, ასევე, გაეცნენ სხვადასხვა ინიციატივებს, რომლებიც მიმართულია როგორც რისკების პრევენციისაკენ, ისე, დედაქალაქის შესაძლებლობების რეალიზებისკენ.
ღონისძიება მიზნად ისახავდა იმ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წრის გაფართოებას, რომლებიც დაინტერესებულნი არიან თბილისის მხარდაჭერით და დედაქალაქთან თანამშრომლობით.
შეხვედრას ესწრებოდა ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, 100 მედეგი ქალაქის ევროპის და შუა აზიის რეგიონის უფროსი ლინა ლიაკუ და მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის დირექტორი მერსი ტემბონი.
თბილისი 100 მედეგი ქალაქის ქსელს 2016 წელს შეუერთდა.

Posted by: Snow93 16 Nov 2018, 17:42
თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ ბრიფინგი გამართა, რომელზეც დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ პირველადი ინფორმაცია გააცნო საზოგადოებას. როგორც ირაკლი ზარქუამ აღნიშნა, ბიუჯეტის პროექტი თბილისის საკრებულოში 15 ნოემბერს შევიდა განსახილველად.
წარმოდგენილი პროექტით, ბიუჯეტის მოცულობა 871 631 510 ლარია. 2019 წლის ბიუჯეტი მიმდინარე წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 10 მილიონი ლარით იზრდება.
რაც შეეხება პრიორიტეტებს, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს რამდენიმე ძირითადი პრიორიტეტების დაფინანსებას:
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და აღდგენაზე 105 860 მილიონი ლარია გათვალისწინებული, ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობაზე, ექსპლუატაციასა და ავარიული შენობების გამაგრებაზე 174 მილიონი ლარი.
ამასთან, აღნიშნულია, რომ თბილისში განხორციელდება მოცულობითი ინფრასტრუქტურული პროექტები: კახეთის გზატკეცილზე აეროპორტის კვანძიდან ლოჭინის ხიდამდე გზის რეკონსტრუქცია, სარაჯიშვილის გამზირზე არსებული ხიდის რეკონსტრუქცია, უნივერსიტეტის ქუჩის და წყნეთის გზატკეცილის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა, ასევე 10-მდე ხიდის და სხვა ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაცია.
კვლავ პრიორიტეტულია ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება, რისთვისაც 2019 წლის ბიუჯეტში 93 მილიონი ლარია გამოყოფილი.
კვლავ შენარჩუნებულია ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის ყველა პრიორიტეტული პროგრამა.

Posted by: Snow93 20 Nov 2018, 13:24
თბილისის საკრებულოში დღეს 2019 წლის ბიუჯეტი უნდა განიხილონ.
პროექტის პირვანდელი ვარიანტით დედაქალაქის ბიუჯეტი 871 მილიონი ლარია, რაც წინა წელთან შედარებით 10 მილიონით მეტია.
2019 წლის ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს რამდენიმე ძირითადი პრიორიტეტების დაფინანსებას:სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და აღდგენაზე 105 860 მილიონი ლარია გათვალისწინებული, ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობაზე, ექსპლუატაციასა და ავარიული შენობების გამაგრებაზე 174 მილიონი ლარი.
ამასთან, აღნიშნულია, რომ თბილისში განხორციელდება მოცულობითი ინფრასტრუქტურული პროექტები: კახეთის გზატკეცილზე აეროპორტის კვანძიდან ლოჭინის ხიდამდე გზის რეკონსტრუქცია, სარაჯიშვილის გამზირზე არსებული ხიდის რეკონსტრუქცია, უნივერსიტეტის ქუჩის და წყნეთის გზატკეცილის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა, ასევე 10-მდე ხიდის და სხვა ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაცია.
კვლავ პრიორიტეტულია ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება, რისთვისაც 2019 წლის ბიუჯეტში 93 მილიონი ლარია გამოყოფილი.
კვლავ შენარჩუნებულია ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის ყველა პრიორიტეტული პროგრამა.
განათლების დაფინანსებას მომავალ წელს 159 მილიონი ლარი მოხმარდება, რომლითაც იზრდება საბავშვო ბაღების დაფინანსება 36 მილიონით, ასევე თბილისს 10 ახალი ბაღი შეემატება.
გარდა ამისა, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით, გარკვეული ზრდა ფიქსირდება წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ხარჯების მიმართულებით.
2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა საკრებულოში მომავალი კვირიდან დაიწყება. მისივე ინფორმაციით, გადამუშავების პროცესში გარკვეული კორექტირებები იქნება შეტანილი პროექტში და საკრებულოს რეკომენდაციები მერიას ეცნობება.

Posted by: kotcio 28 Nov 2018, 23:56
რამდენიმე დღეა ახალი გენგეგმის ცვლილებებია ატვირთული საიტზე, მაგრამ ინფორმაცია არ იხსნება, ნეტა რა დააზუსტეს?

Posted by: Snow93 22 Jan 2019, 14:18
თბილისის მერის განცხადებით, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმას საკრებულო უახლოეს მომავალში დაამტკიცებას. კალაძის განმარტებით, ამ ეტაპზე საკრებულოში დოკუმენტის საბოლოო ვერსიის განხილვა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
„გენერალური გეგმა უახლოეს მომავალში იქნება დამტკიცებული. მიმდინარეობს რეგულაციებზე მუშაობა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, არის ის რეგულაციები, რითაც უნდა მოხდეს გენგეგმის აღსრულება, რომელიც არის წარდგენილი თბილისის საკრებულოში“, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ საკრებულოში გენგეგმის განხილვა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტი ძალაში 1-ელ იანვარს უნდა შესულიყო, ჯერ დამტკიცებული არ არის.

Posted by: MANMUS 26 Jan 2019, 19:06
QUOTE
უახლოეს მომავალში

lol.gif lol.gif lol.gif აღარ დაილია ამათი ახლო მომავალი

Posted by: max-14 19 Feb 2019, 01:20
ელიავას სიმახინჯეზე არაფერი წერია მაგ გენგეგმაში? თუ მორიგდნენ მერია და ელიავას ''მამები''?

Posted by: Hieronymus 13 Mar 2019, 16:48
ჩემს მიწას რეკრეაცია დაადეს და რა შეილძლება გავაკეთო?

კომპენსაციას არ იხდის სახელმწიფო?

ან გადაცვლა თუ არის შესაძლებელი?


Posted by: Snow93 14 Mar 2019, 10:46
Hieronymus
წესით და კანონით გეკუთვნის კომპენსაცია, მაგრამ მოგიწევს მერიის და სხვა სტრუქტურების შეწუხება.
ზუსტად არ ვიცი ეგ კანონში როგორაა მაგრამ ნებისმიერ რამეზე წილი გეკუთვნის უეჭველი

Posted by: MANMUS 15 Mar 2019, 11:46
მიიღეს როგორც იქნა
დღეს თბილისის საკრებულომ გენგეგმა უნდა დაამტკიცოს. დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ამ საკითხთან დაკავშირებით, ბრიფიგნგი გამართა და მოსახლეობას ეს მნიშვნელოვანი დღე მიულოცა. მისი თქმით, წლობით დაგროვილი ყველა შეცდომა ერთი ხელის მოსმით ვერ გამოსწორდება, თუმცა გენგეგმა არის ის ათვლის წერტილი, საიდანაც თბილისის განვითარების ახალი გზა იწყება.
“დღეს ისტორიული და მნიშვნელოვანი დღეა. ამიერიდან თბილისს აქვს ახალი გენგეგმა – ქალაქის განვითარების კონსტიტუცია. დღეს, საკრებულო ამ დოკუმენტის მიღებით უზრუნველყოფს დედაქალაქის სწორ და გრძელვადიან განვითარებას.
თბილისის მიწათმოწყობის გენერალურ გეგმაზე ჩვენ ყველა ერთად ვმუშაობდით – უშუალოდ ავტორები, დარგის სპეციალისტები, მუნიციპალური სამსახურები, საკრებულოს წევრები, რისთვისაც თითოეულ მათგანს მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო.
20-25 წლის განმავლობაში, ქალაქში უამრავი პრობლემა დაგროვდა: ქაოსური განაშენიანება, რთული ეკოლოგიური ვითარება, საცობები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმართავი ინფრასტრუქტურა და ა.შ. თუმცა, ყველაზე მთავარი, რაც ამ პრობლემების სათავეა, ქალაქის განვითარების სისტემური ხედვისა და ერთიანი გეგმის არარსებობა იყო. ჩვენმა გუნდმა მართვის პოლიტიკის ცვლილებებით და სწორი ორგანიზაციული რეფორმებით დაიწყო მუშაობა. გენგეგმის დამტკიცება კი პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქალაქის სწორად სამართავად.
რა თქმა უნდა, წლობით დაგროვილ ყველა შეცდომას ერთი ხელის მოსმით ვერ გამოვასწორებთ, თუმცა ეს არის ის ათვლის წერტილი, საიდანაც იწყება თბილისის განვითარების ახალი გზა. ჩვენ ამ გზას გავივლით ყველა საარჩევნო პირობის კომპლექსურად შესრულებით და მყარ საძირკველს ჩავუყრით დედაქალაქის ახალი ურბანული სახის შექმნას.
გავა დრო და თბილისი აუცილებლად იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი, რომელშიც მოგვარებული იქნება განაშენიანების, ეკოლოგიის, ტრანსპორტის საკითხები, იქნება მაღალი ეკონომიკური აქტივობა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანებისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნას.
ყველა ამ ქალაქში ვცხოვრობთ, ყველას გვსურს, რომ თბილისი იყოს უკეთესი. ამისთვის ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ და არ დავიშურებთ მომავალშიც. ჩვენ თბილისელებთან ერთად დავძლევთ ქალაქის წინაშე მდგარ გამოწვევებს და ჩვენი შვილები, მომავალი თაობები სიცოცხლით და სილამაზით სავსე ქალაქში იცხოვრებენ.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას თბილისისთვის, თბილისელებისთვის და ზოგადად, ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ, ერთად ყველაფერს შევცვლით და ჩვენი ქალაქისთვის უკეთეს მომავალს შევქმნით.”

Posted by: beka331 15 Mar 2019, 13:04
სადმე დევს ეს გენგემა ?

Posted by: max-14 15 Mar 2019, 16:35
ამ ჩამყაყებულ ელიავას ბაზარზე რა წერია მაგ გენ გეგმაში, არავინ იცით?

Posted by: Snow93 16 Mar 2019, 22:32
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დამტკიცებულია. გადაწყვეტილება დედაქალაქის საკრებულომ 37 ხმით 4-ის წინააღმდეგ მიიღო.
დოკუმენტზე ერთწლიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად:
გენგეგმის დოკუმენტი გახდა აღსრულებადი;
ზონირების ბალანსის ფარგლებში დაზუსტდა სამშენებლო და არასამშენებლო ტერიტორიები;
დაზუსტდა გეგმარებითი შეზღუდვები მეწყერსაშიში ზონებისთვის, ხევების, სასაფლაოების, კოლექტორების და შეტბორვის არეალებისთვის, ასევე, იდენტიფიცირდა გეოდინამიკური საფრთხეების არეალები;
მკაფიოდ განისაზღვრა ლანდშაფტური ზონის არეალები და ზონირებას დაემატა სატყეო ზონა. ასევე, აღდგა ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონა;
დაზუსტდა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხორციელებისათვის პროექტების და კვლევების სამოქმედო გეგმა, ქალაქგეგმარების, ეკონომიკის, ლანდშაფტის და ტრანსპორტის მიმართულებით;
გარდა ამისა, ადრე წარმოდგენილ განახლებულ გენგეგმაში საკამათო იყო ტრანსპორტის საკითხები, გამომდინარე იქიდან, რომ შემოთავაზებული წინადადებები ატარებდა ზედაპირულ ხასიათს და არ ეფუძნებოდა ძირეულ კვლევებს. ვინაიდან მცირე დროში შეუძლებელი იქნებოდა მაშტაბური კვლების ჩატარება, მუნიციპალიტეტმა მიმართა აზიის განვითარების ბანკს დახმარებისთვის, რომელთან მჭიდრო თანამშრომლობით გამოცხადდება კონკურსი და დაიწყება მდგრადი სატრანსპორტო მობილობის გეგმაზე მუშაობა, რომელიც თავისი შინაარსით კომპლექსური დოკუმენტი იქნება;
გაიწერა შემდეგი ეტაპის ქალაქმშენებლობითი დოკუმენტების პროგრამა და შეიქმნა შესაბამისი რუკა, სადაც მონიშნულია ის ტერიტორიები, რომლებზეც უნდა დამუშავდეს გარემოს დაცვითი კვლევები და განაშენიანების რეგულირების გეგმები;
გენგეგმის ფარგლებში მსხვილი საქალაქო პარკის მოსაწყობად შეირჩა 4 ტერიტორია, (ზღვის უბნის პარკი, დიღმის ჭალები, ვაზისუბნის პარკი და დირსი ჭალის პარკი) აქედან ორზე (დიღმის ჭალები და ზღვის უბნის პარკი) მუნიციპალიტეტმა უკვე დაიწყო მუშაობა;
ქალაქის მასშტაბით დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმებიდან შვიდს განესაზღვრა სარევიზიოს, ხოლო ოთხს ქალაქის განაშენიანებისთვის შეუსაბამოს სტატუსი;
ტექნიკური თუ სხვაგვარი უზუსტობების თვალსაზრისით, განხორციელდა 7 თემატური რუკის რევიზია და ძირითადი ზონირების რუკის კორექტირება. მოგეხსენებათ გენგეგმის ახალ დოკუმენტში რიგ არეალებში გამქრალი იყო ქალაქის შიდა გამწვანებული სივრცეები, ამ მიმართულებით დამუშავდა და შეიქმნა თბილისის გამწვანებული ტერიტორიების რუკა.
ასევე, გადამუშავდა განაშენიანების რეგულირების წესები. რომლის მიხედვითაც ქალაქში იკრძალება განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის კ2-ის მატება. კ2 კოეფიციენტებს ადგენს გენგეგმის უფლებრივი ზონირების რუკა, რომელიც საზღვრავს შენობა-ნაგებობების მაქსიმალურ ინტენსიობას (შენობა-ნაგებობების სართულების ჯამურ ფართობს). ამ აკრძალვით მესაკუთრეებს არ შეეძლებათ მიმართონ მუნიციპალიტეტს გენგეგმით დადგენილი მაქსიმალური კოეფიციენტის მომატების თაობაზე.

Posted by: kotcio 9 Jul 2019, 11:34
რა ხდება ამ გენგეგმაზე, ის რეგულაციები ამოქმედდა? ახალი ზონები რომ დაადეს და შეზღუდვები როდის გაირკვევა?

Posted by: TramwayMan 9 Jul 2019, 21:16
https://urbanreactor.blogspot.com/2019/07/blog-post_8.html?fbclid=IwAR19l8JkCACe7rfWB1BONKV40WiwOU-uefUcJvXWFnHVpfSiGYFsK8RLmV4

ქ. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა: ძირითადი გეგმარებითი პოზიციების შეფასება (წერილი პირველი)
გთავაზობთ არქიტექტორ პავლე ძინიძიბაძის და თბილისის ქალაქგანვითარების ოპერატიულ გეგმაზე მომუშავე სპეციალისტთა საინტერესო მოსაზრებებს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში მოცემული ძირითადი გეგმარებითი პოზიციების შესახებ.

წერილები გამოქვეყნდება სამ ნაწილად.

თბილისის ქალაქგანვითარების ოპერატიულ გეგმაზე მომუშავე სპეციალისტთა სახელით,

არქიტექტორი პავლე ძინძიბაძე

ქ. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა.

სამუშაოთა დაწყების ხელშეკრულებით დადგენილი თარიღი: 15.10.2015;
ქალაქ თბილისის მერიაში წარდგენის თარიღი: 13.11.2017;
დოკუმენტის საკრებულოს მიერ დამტკიცების თარიღი: 15.03.2019;
დადგენილების N 39-18.

ძირითადი გეგმარებითი პოზიციების შეფასება. წერილი პირველი

***
დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის რუკაზე (დანართი N1) დატანილი ტექსტი - თბილისი კომპაქტური ქალაქი - გვამცნობს:

„კომპაქტური ქალაქის “ კონცეფცია არის მიწათსარგებლობის მრავალგანზომილებიანი მიდგომა.ის წარმოადგენს განვითარების ისეთ პოლიტიკას, რომელიც ერთის მხრივ, იცავს ბუნებრივ გარემოს და, მეორეს მხრივ ხელს უწყობს ეკონომიკურ კეთილდღეობას.
კონცეფცია ძირითადად გამოხატულია სამი ქალაქგეგმარებითი მიდგომით: ქალაქის ურბანული კონტურის დაცვა, პოლიცენტრული განვითარება და შიდასაქალაქო დეგრადირებული სივრცეების კონვერსია.

მიდგომის მიზანია შექმნას ადამიანზე მორგებული, მრავალფუნქციური, მაღალი სიმჭიდროვის და სოციალური ინტერაქციების წამახალისებელი სივრცეები, ე.წ. მოკლე გადარბენების მეთოდის დანერგვით.

გენგეგმის ძირითადი მიდგომები ითვალისწინებს კომპაქტური ქალაქის მოდელის მიხედვით განვითარებას 2030 წლის თბილისისთვის. ის განსაზღვრავს იმ ძირითად მიმართულებებს, რომლებიც თბილისმა უნდა განახორციელოს მომავალი 15 წლის მანძილზე (ამონარიდების დასასრული).

***
შესაბამისად, მგგ-ს დამუშავებას დასახლებათა დაგეგმვა-დაგეგმარების პრაქტიკაში აპრობირებული, „კომპაქტური ქალაქის კონცეფცია“ (მოდელი) უდევს საფუძვლად. ჩვენს რეალობაში, მიუხედავად მოდელის ძირითადი მახასიათებლების მგგ-ში ერთობ ზედაპირული მოწოდებისა, ეს ორიენტირი (ჯერჯერობით) მისაღებად ჩავთვალოთ.
მთავარით დავიწყოთ:

„კომპაქტური ქალაქი“ - ურბანული დაგეგმვის და ურბანული დაგეგმარების კონცეფცია (…is an urban planning and urban design concept).

ჯეინ ჯეკობსის წიგნი „ამერიკის დიდი ქალაქების სიკვდილი და სიცოცხლე“ (The Death and Life of Great American Cities by Jane Jacobs,1961) კომპაქტური ქალაქის იდეის ერთ-ერთ პირველწყაროდაა მიჩნეული. მისი კრიტიკის ობიექტი იმ დროისთვის პოპულარული, ქალაქი-ბაღების ურბანული კონცეფცია გახლდათ. ამ ტიპის დასახლებებისთვის დამახასიათებელი, მოსახლეობის დაბალი კონცენტრაციის საპირისპიროდ ჯეკობსი საცხოვრებელი უბნების მაღალ სიმჭიდროვეს მათი სიცოცხლისუნარიანობის, „ქალაქურობის“ აუცილებელ პირობად მიიჩნევს. ამ მოსაზრების გასამყარებლად წიგნის ერთ-ერთ (11) თავში - „კონცენტრაციის საჭიროება“, იგი მანჰატანის რაიონის - გრინვიჩ ვილიჯის (Greenwich Village) სიმჭიდროვეზე (აკრზე 125 - 200 ბინა) საუბრობს, რაც ჰექტარზე მინიმუმ 310 ბინას, ანუ დაახლოებით 600 მცხოვრებს შეესაბამება. ჯეკობსის აზრით, ბინების აღნიშნული რაოდენობა აუცილებელია ქალაქის განახლებისთვის საჭირო მრავალფეროვნების უზრუნველსაყოფად. კონცეფციას ურბანისტთა დიდი მხარდაჭერა მოჰყვა. 1973 წელს, მათემატიკოსების ჯორჯ დანცინგის და თომას საათის (Georg Dantzing, Thomas L. Saaty) მიერ შემოღებულმა ტერმინმა - „კომპაქტური ქალაქი ან მოკლე მანძილების ქალაქი“ (Compact city or city of short distances), პროფესიულ საზოგადოებაში (და არა მხოლოდ) და პუბლიკაციებში მყარად მოიკიდა ფეხი...

***
მაღალი საცხოვრებელი სტანდარტების მქონე დიდი ქალაქებიდან სამი - ბარსელონა, პარიზი და ნიუ-იორკი - მოსახლეობის ინტენსივობის მახასიათებლებით კომპაქტური ქალაქების კატეგორიას განეკუთვნებიან. თუ ნიუ-იორკს (1898 წლამდე სტატუსით) მანჰატანით წარმოვადგენთ, პარიზს კი ბულონისა და ვენსენის ტყეების გარეშე (1929), განხილვას ქალაქების ურბანული, განაშენიანებული ტერიტორიები დაექვემდებარებიან. თბილისის ურბანულ ნაწილთან მათი შედარება მსგავსი სიდიდეებით მოხდება. ამგვარი მოდელირება დაგვეხმარება იმის გაგებაში, თუ რა სირთულეების, მასშტაბების, გეგმარებითი და სხვა ტიპის ამოცანების გადაწყვეტაა აუცილებელი დასახული მიზნის (თბილისის კომპაქტურ ქალაქად გადაქცევის) თუნდაც ნაწილობრივ მისაღწევად. მაშ ასე:

1. ბარსელონა - 101,4 კმ2, 1 621 000 მცხოვრები, 160 მცხ./ჰა
30 ცენტრალური რაიონი, ქალაქის ტერიტორიის 22,7% 403 მცხ./ჰა
ეიშამპლე - 7,48 კმ2, 270 000 მცხოვრები, 360 მცხ./ჰა
საგრადა ფამილიას უბანი - 4 რაიონი, 500 მცხ./ჰა

2. პარიზი - 86, 9 კმ2,(105,4 კმ2), 2 141 000 მცხოვრები, 246 მცხ./ჰა (203 მცხ/ჰა)
მე-10 რაიონი - 2,89 კმ2, 88 800 მცხოვრები, 307 მცხ./ჰა
მე-11 რაიონი - 3,67კმ2, 152 500 მცხოვრები, 416 მცხ./ჰა
მე-18 რაიონი - 6,01კმ2, 188 700 მცხოვრები, 314 მცხ./ჰა

3. მანჰატანი - 59,1 კმ2, 1 665 000 მცხოვრები, 281 მცხ./ჰა
ზემო ვესტ საიდი - 5,47 კმ2, 207 699 მცხოვრები, 379 მცხ./ჰა
ზემო ისთ საიდი (59-96 ქუჩები) - 5,13 კმ2, 217 063 მცხოვრები, 423 მცხ./ჰა
იორკვილი (მე-3 ავ.,ისთ-რივერი) - 1,29 კმ2, 77 942 მცხოვრები, 603 მცხ./ჰა
სთიუვესანთ თაუნ + პიტერ კუპერ ვილიჯ - 0,4 კმ2, 25 661 მცხ. 641 მცხ./ჰა

4. თბილისი - 175,0 კმ2,(506,14 კმ2), 1 108 717 მცხოვრები, 63 მცხ./ჰა
გლდანი - 19,43 კმ2, 177 214 მცხოვრები, 91 მცხ./ჰა
ვაკე - 12,31 კმ2, 111 903 მცხოვრები, 91 მცხ./ჰა
მთაწმინდა - 3,67კმ2, 49 052 მცხოვრები, 133 მცხ./ჰა
კრწანისი - 8,69 კმ2, 39 286 მცხოვრები, 45 მცხ./ჰა
სამგორი - 33,58 კმ2, 177 844 მცხოვრები, 33 მცხ./ჰა

როგორც ცხრილებიდან ჩანს, თბილისის ურბანული ნაწილის სიმჭიდროვე ბარსელონას ანალოგიურ მაჩვენებელს 2,5-ჯერ, პარიზისას 3,9-ჯერ, მანჰატანისას კი 4,5-ჯერ ჩამორჩება (გაერო-ჰაბიტატის სტრატეგიის 5 პრინციპის თანახმად, იმისთვის, რომ თავი დავაღწიოთ ქალაქების „განფენას“, მათი სიმჭიდროვე მინიმუმ 150 მცხ./ჰა-ზე უნდა იყოს). ცალკეული რაიონების მიხედვით ეს სხვაობა უფრო თვალსაჩინოა. პარიზის სიმჭიდროვე თბილისის ტოლი რომ ყოფილიყო, მას 338,9 კმ2 ტერიტორია დაჭირდებოდა და ის სხვა პარიზი იქნებოდა. მაგრამ ამ აბზაცში მთავარი ეს არ გახლავთ. მთავარი ის ხილული თუ უხილავი პრობლემებია, რომლებიც სერიოზულ დაბრკოლებებს შეუქმნიან თბილისს, გახდეს კომპაქტური ქალაქი (?). ზემოთ მოყვანილი სიმჭიდროვის მონაცემები არაა მხოლოდ სტატისტიკა. ეს ფაქტია, ჯიუტი ფაქტი. მიზანი კი თამასას ჰგავს, მეტად მაღალ ნიშნულზე გაჭიმულ თამასას, რომელიც გვინდა რომ დავძლიოთ. ეს ისე, რომ გავაცნობიეროთ, რასთან გვაქვს საქმე...

მსოფლიო მასშტაბით კომპაქტური ქალაქების კვლევები გვაჩვენებენ, რომ კონცეფციის რეალიზაციით მიღებული რეზულტატები რიგ შემთხვებში არ არის დამაკმაყოფილებელი. რისკის შესამცირებლად დაგეგმვის პროცესში მოდელის როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეების გათვალისწინებაა აუცილებელი:

”კომპაქტური ქალაქების უპირატესობა მათ მდგრად განვითარებაში უნდა იყოს. მაგრამ თანამედროვე კვლევები გვიჩვენებენ, რომ რეალურად ეს ყველაფერი (ამგვარი განვითარებები) არც თუ ისე მწვანეა, როგორც გვპირდებოდნენ“ (...that these developments are not as green as promised). პატრიკ რერატის (Patrick Rerat, University of Neuchatel, Switzerland) კვლევაში კრიტიკა კომპაქტური ქალაქის მოდელის სამ პოზიციას ეხება:

1. რიგ შემთხვევებში მოთხოვნების და შეთავაზებების გათანაბრება შეუძლებელია. ეს ნიშნავს, რომ შეზღუდული რესურსების გამო ყველა ვერ მოხვდება სასურველ კომფორტულ სივრცეში. ასევე, მაღალი (დადგენილი) სიმჭიდროვის პირობებში მოსახლეობის მოთხოვნა და მოლოდინი კონფიდენციალობის, მეტი პირადი სივრცის მიმართ რთულად მისაღწევი ხდება.

2. ცხოვრების სასურველი, მაღალი ხარისხის დამკვიდრებასთან ერთად მისი ღირებულებაც იზრდება. შედეგად ხდება დაბალშემოსავლიანი ოჯახების გადაადგილება პერიფერიებისკენ. ეს თავის მხრივ იწვევს ქალაქების ტერიტორიების, და შესაბამისად სამუშაო ადგილზე მისასვლელი დროის ზრდას. ყოველივე უარყოფითად აისახება ოჯახების კეთილდღეობასა თუ ცხოვრების ხარისხზე.

3. მნიშვნელოვანია მისი (კომპაქტური ქალაქის მოდელის) გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება. მოსახლეობის მაღალი სიმჭიდროვე ზრდის ნარჩენებს და ჰაერის დაბინძურებას. ყოველივეს საზოგადოების (ყურადღების) დიდი კონცენტრაცია და კონტროლის ძვირადღირებული მექანიზმი ესაჭიროება.

ჯუდით ვესტერინკ (Judith Westerink,Wageningen University) თავის პუბლიკაციებში ასკვნის, რომ კომპაქტური ქალაქები უფრო წარმატებულად, ეფექტურად მოიხმარენ მიწას (ტერიტორიას), აქვთ მიწათსარგებლობის უფრო მოქნილი სქემები. კომპაქტურობის ნაკლოვანებებს კი განეკუთვნება სტიქიური მოვლენების მიმართ გაზრდილი მოწყვლადობა, პირადი სივრცის ნაკლებობა, საცხოვრებელ ტერიტორიებზე ნაკლები მწვანე ნარგავები და გარემოზე მეტი ზეგავლენა სიმჭიდროვის გამო. ეს სისუსტეები კომპაქტურ ქალაქებს ნაკლებად მდგრადებად აქცევენ და საჭიროებენ პროექტირების (პროექტების) გაუმჯობესების აუცილებლობას...

საქალაქო რაიონებში მოსახლეობის სიმჭიდროვის ზრდას მოჰყვება ავტომობილების გამოყენების ერთ მცხოვრებზე შემცირების ტენდენცია, მაგრამ ამ მოვლენას სუსტი ეფექტი ახლავს - მოსახლეობის სიმჭიდროვის ორჯერ გაზრდა ავტომობილის მოხმარების სიხშირეს ორჯერ არ შეამცირებს (სამაგიეროდ გაზრდის მათ კონცენტრაციას). დასტურად, პორტლენდმა სიმჭიდროვე 1990-2000 წლებში მნიშვნელოვნად გაზარდა, მაგრამ ამან გადაზიდვების და საცობების ზრდას ვერ უშველა. სკოთ ბეიერ (Skott Beyer, Portland’s urban grouth boundary).

ამ და სხვა დასკვნების გავლენით ჩამოყალიბდა ე.წ. ინტენსიფიკაციის პარადოქსი, რომელიც ამბობს: “სხვა, თანაბარ პირობებში, ქალაქი, რომელიც გაზრდის მოსახლეობის სიმჭიდროვეს, ერთ მოსახლეზე ავტომობილების მოხმარების შემცირებამდე მიგვიყვანს, და ამას ექნება უპირატესობა გლობალურ გარემოზე… მაგრამ ეს გააუარესებს ადგილობრივ გარემოს (სადაც ეს ხდება).” სტივ მელია (Steve Melia, university of the West of England).

გაერო-ჰაბიტატის სტრატეგიული პრინციპების შესაბამისად: მცხოვრებთა მაღალი კონცენტრაცია გულისხმობს განაშენიანების მაღალ სიმჭიდროვეს. შედეგად ჩვენ საცხოვრებლის, კომერციული ინფრასტრუქტურის, სხვა ობიექტების ქალაქის ტერიტორიებზე ეფექტურ განთავსებასთან გვაქვს საქმე. მეტი გამჭიდროვება საშუალებას იძლევა მკაფიოდ გავმიჯნოთ ბუნებრივი და ურბანიზებული ტერიტორიები. ამავდროულად თანაბარი სიმჭიდროვის მქონე განაშენიანების ზონებს შესაძლოა სრულიად განსხვავებული (რიგ შემთხვევებში არც თუ სახარბიელო. - ავტ. შენიშვნა) სივრცით-მოცულობითი მახასიათებლები ჰქონდეთ. სწორედ ეს უკანასკნელნი განსაზღვრავენ მომხმარებელთათვის საქალაქო გარემოს კომფორტულობას... ჩამოთვლილი სუსტი მხარეები კომპაქტურ ქალაქებს ნაკლებად მდგრადებად აქცევენ. გამოსავალი პროექტირების (პროექტების) გაუმჯობესებაშია.

ყოველივედან ირკვევა, რომ კომპაქტური ქალაქის მოდელისკენ გადადგმული ნებისმიერი, დიდი თუ მცირე ნაბიჯი პირველ რიგში გეგმარებით გადაწყვეტებს უნდა ეფუძნებოდეს. და როცა საქმე საცხოვრებლის, კომერციული ინფრასტრუქტურის, სხვა ობიექტების ქალაქის ტერიტორიებზე ეფექტური დისლოკაციის განსაზღვრას ეხება, ეს ყველაფერი სწორი დაგეგმვით და რაციონალური დაგეგმარებით, ანუ პროექტირებით მიიღწევა. მსგავსი ქმედების შესრულება მიწათსარგებლობის, ქალაქგანვითარების, მასტერპლანის (რაც სიტყვასიტყვით გენერალურ გეგმას ნიშნავს) თუ რომელიმე სხვა დასახელების, მაგრამ იდენტური შინაარსის და ფორმის ყველა ქალაქთმშენებლობით დოკუმენტს მოეთხოება. სამწუხაროდ, წინამდებარე მგგ-ს ფორმატში მსგავსი (გეგმარებითი) გადაწყვეტების მოძიება შეუძლებელია.
...მოგვიანებით, „კომპაქტური ქალაქების“ კონცეფციის მრავალ პრინციპულ შემადგენელს 1987 წელს დამკვიდრებული ტერმინი და თითქმის ყოვლისმომცველი თეორია „ქალაქების მდგრადი განვითარება“ შეავსებს.


***
13.11.2017 წელს ქალაქის მერიაში შესათანხმებლად წარდგენილ გენგეგმას დავუბრუნდეთ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ორხევის დასახლებას, კახეთის გზატკეცილს, სოფლების დიდ ლილოსა და ნასაგურს შორის მოქცეული, სარწყავი არხის სიახლოვეს მდებარე ტერიტორია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა. ფართობი - 875 ჰექტარი, მთლიანად ქალაქის სასოფლო-სამეურნეო ზონის 30%. სწორედ ასეთი ნაყოფიერი მიწების მისაღებად აშენდა სამგორის საირიგაციო სისტემა და შეიქმნა თბილისის წყალსაცავი. ტერიტორია, რომელიც 2,5-ჯერ აღემატება გლდანის, და 2,6-ჯერ ვარკეთილის საცხოვრებელი რაიონების განაშენიანებულ ტერიტორიებს, მგგ-ს ძირითად რუკაზე მონიშნული იყო როგორც: „შემდეგი დონის ქალაქგეგმარებითი პროექტის არეალი /დასამუშავებელი განაშენიანების რეგულირების გეგმა“. კომპაქტურობის და ჯეკობსისებური „კონცენტრაციის საჭიროების“ პრინციპების შესაბამისად აქ დაახლოებით 400 ათასი ადამიანი დასახლდებოდა, გვექნებოდა ერთი დიდი, კომპაქტური რაიონი და ერთიც ასევე დიდი, ყველა პარამეტრით არაკომპაქტური, ათეული წლების პერსპექტივით რაიმე მოსალოდნელ კომპაქტურობას აცდენილი ქალაქი.

გადაწყვეტა ეწინაამღდეგებოდა როგორც წარმოდგენილი მგგ-ს ძირითად პრიორიტეტს - კომპაქტური ქალაქის კონცეფციას და „ქალაქის ურბანული კონტურის დაცვას“ (მგგ-ს განმარტებითი ბარათი), ასევე საქართველოს კანონს „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ (შემდგომ კანონი), სადაც მ.5 / პ.ბ გვამცნობს: ...დაუსახლებელი ტერიტორიების ათვისებასთან შედარებით უპირატესობა მიენიჭოს დასახლებათა ტერიტორიების განახლებასა და ინტენსიფიკაციას;


დანართიN1, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა - ძირითადი ნახაზის ფრაგმენტი. მარჯვენა ზედა მხარეს, ყვითელ ფონზე კვადრატულად დაშტრიხული ტერიტორია: შემდეგი დონის ქალაქგეგმარებითი პროექტის არეალი / დასამუშავებელი განაშენიანების რეგულირების გეგმა.

დანართი N2, აეროფოტო. ვარკეთილი 331 ჰა. გრგ-სთვის მონიშნული ტერიტორია - 875 ჰა.

ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, თუ მომავალში რა შედეგის მოტანა შეეძლო ამ ქმედებას დედაქალაქისთვის. უნდა ითქვას, რომ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების და არქიტექტურის სამსახურის ახალგაზრდა სპეციალისტების პრინციპულობამ ქალაქს ეს „ღვთის რისხვა“ თავს აღარ დაატეხა. ქალაქის სწორ განვითარებასთან არათავსებადი ეს წინადადება მერიის მიერ მგგ-დან ამოღებულ იქნა.

***
თბილისის თანამედროვე ურბანული რეალობა მისი სიმჭიდროვის მაჩვენებელთან ერთად იმის დადასტურებაა, თუ რაოდენ უყაირათოდაა ათვისებული დედაქალაქის ტერიტორიები. თეორიულად კონცეფციის შესაბამის, კომპაქტური ქალაქის სიმჭიდროვის განსაზღვრულ, მინიმალურ ნორმასთან მიახლოება ქალაქის მოსახლეობის 2,5-ჯერ მატებას გულისხმობს. თბილისის მოსახლეობის რაოდენობის პროგნოზირებული სტაგნაციის ფონზე 2030 წლამდე ასეთი ზრდა არარეალური, და რაც მთავრია, არასასურველია.

კანონის განმარტებით:

მუხლი 2, პუნქტი მ. - მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა - ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების (მიწათსარგებლობის) ძირითად პარამეტრებს, კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სივრცით - ტერიტორიულ პირობებს, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ ასპექტებს.

იგივე მუხლი 2, პ. ნ გვამცნობს: ...განაშენიანების რეგულირების გეგმა (გრგ) აზუსტებს მგგ-თ განსაზღვრულ ძირითად პარამეტრებს და ა.შ. ანუ, გენგეგმით გათვალისწინებული, გეგმარებითი სამუშაოების შესრულების შედეგად განსაზღვრული პარამეტრების დაზუსტება-დასრულება განაშენიანების რეგულირების გეგმის პირდაპირი ფუნქციაა. თუ სამუშაოები ამ თანმიმდევრობით არ წარიმართა, გრგ ვერ „იმუშავებს“. დასაზუსტებელი არაფერი ექნება.

ამ დადგენილი თანმიმდევრობის დაცვა მგგ-ში წარმოდგენილი მასალით ვერ ხერხდება.

მუხლი 2, პ.მ-ში ჩამოთვლილი: „განსაზღვრული პარამეტრებიდან, პირობებიდან, განვითარების სივრცითი თუ განსახლების ტერიტორიული ასპექტებიდან“ არცერთი (ან თითქმის არცერთი) პოზიციის გრაფიკული (გეგმარებითი) ასახვა არ გვხვდება განხილულ დოკუმენტში. ამის თქმის საფუძველს წერილის თავში ხსენებული, „დედაქალაქის მგგ-ს გრაფიკული ნაწილი - რუკა (დანართი N1)“ , ანუ გენგეგმის ძირითადი ნახაზი გვაძლევს. რუკაზე არ არის ნაჩვენები თბილისისთვის მგგ-თ განსაზღვრული, თუნდაც ისეთი ძირეული ურბანული მეტამორფოზის გეგმარებითი გადაწყვეტის გზები, როგორიცაა მისი კომპაქტურ ქალაქად გარდაქმნის მცდელობა.

აქვე უნდა ითქვას, რომ კომპაქტური ქალაქის კონცეფციის ძირითადი პოსტულატების თბილისზე მექანიკურად გადმოტანა, ისევე როგორც მხოლოდ დეკლარირება, რაიმე რეალურ შედეგს ვერ მოგვიტანს. ცხადია, როგორც ნებისმიერ, განსხვავებული ტიპის ურბანული განვითარების მოდელს, მასაც მრავალი წინაამღდეგობრივი მომენტი გააჩნია. თბილისზე მისი მორგების მთავარ, დიდი ალბათობით გადაულახავ დაბრკოლებას კი (გარდა ამ წინაამღდეგობებისა) თავად თბილისი წარმოადგენს.

ყოველივეს ლოგიკური ფინალი არც თუ სახარბიელოდ გამოიყურება: კომპაქტური ქალაქის კონცეფციის სიღრმისეული შესწავლა-ანალიზის, დაგეგმვა-დაგეგმარების განხორციელების გაცხადებული მეთოდის გარეშე, მისი მგგ-ში ასე ხაზგასმულად წინა პლანზე წამოწევა დედაქალაქის ურბანულ სტრუქტურაზე ამ მოდელის რაიმე სასიკეთო ზემოქმედებას გამორიცხავს. გენგეგმის ტექსტში არდაფიქსირებულ, მაგრამ წერილის გენგეგმისეული პროლოგის შინაარსის და პათოსის შესატყვის ფრაზას: „გადავაქციოთ თბილისი კომპაქტურ ქალაქად“, რეალურობას მოკლებულ, სურვილების სფეროში გადავყავართ...

***
რაც შეეხება „პოლიცენტრულ არეალებს“.

მგგ-ში რამდენიმე ადგილას დატანილი „პოლიცენტრული არეალის საზღვარი / ქალაქის პრიორიტეტული განვითარების არეალი“, გასული საუკუნის 70-ანი წლების „ქალაქის ახალი საცხოვრებელი რაიონების ქვეცენტრების“ ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის პრაქტიკის თუ იდეოლოგიის (გნებავთ დისლოკაციის) ნაწილობრივი გამეორებაა. ქ.თბილისის მგგ-ს საპროექტო მომახურეობა (ტომი 4, მიწათსარგებლობა და საპროექტო გადაწყვეტები გვ.105,) ხსენებულ “პოლიცენტრებზე“ შემდეგ ინფორმაციას გვაწვდის:

…ასეთი ცენტრები ჩვენს მიერ განისაზღვრა 5 ქალაქგეგმარებით სივრცეში (იხ.სქემა) და ისინი განთავსებული არიან 18-დან 60 ჰა-მდე ტერიტორიებზე. ამ სიბრტყეებზე უნდა დაგეგმარდეს: რეკრეაციული, სპორტული, კულტურის, საოფისე, აგრარული, სავაჭრო, სასტუმრო, სამედიცინო და სხვა სახის ობიექტები. დადგენილია პოლიცენტრული არეალების საპროექტო კონტურები და მათზე უნდა დაგეგმარდეს გრგ (იხ. მგგ განხორციელების ეტაპები - ტომი 6 ). ეს ტერიტორიები ფუნქციური ზონების რუკაზე მონიშნულია სსზ სახით (ოქროსფერი კონტურით).“ ...ამონარიდის დასასრული. სტილი დაცულია.

ხსენებულ კონტექსტში ტერმინი „პოლიცენტრული არეალი“ მთლად ზუსტად ვერ არის გამოყენებული. რამდენიმე ცენტრის მომცველ ურბანულ სისტემაში თითოეულ ასეთ გეგმარებით ელემენტს ქვეცენტრის სტატუსი უფრო შეეფერება. მათი კონფიგურაციაც არადამაჯერებელია - ვერ ჯდება თბილისის, როგორც ქალაქის, ასევე მისი ცენტრის, როგორც ასეთის, განვითარების გენეზისში. მგგ-ში არ არის ახსნილი (ნაჩვენები), თუ რით განსხვავდება ჰიპოთეტური „პოლიცენტრული არეალი“ მაგალითად, გლდანის საცხოვრებელი რაიონის ქვეცენტრისგან, რომლის სიმძლავრე, მრავალფეროვნება, ტრანსპორტით უზრუნველყოფა მის სიცოცხლისუნარიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველს ნამდვილად არ გვაძლევს. ან რა პრინციპული სხვაობაა დღემდე ჩამოუყალიბებელ „დიდი დიღმის გეგმარებითი რაიონის ცენტრს“ და ახალ, „ქალაქის პრიორიტეტული განვითარების არეალს“ შორის. დაინტერესებულთ კიდევ ერთხელ გეტყვით, ძირითად რუკაზე ვერანაირ გეგმარებით გადაწყვეტებს ვერ შეამჩნევთ. ვერ შეამჩნევთ იმ მიზეზით, რომ მგგ-ს ეს მთავარი შემადგენელი დიდწილად უფლებრივი ზონირების რუკას წარმოადგენს. სხვა გრაფიკული ინფორმაცია იქ ნაკლებად მოიპოვება.

აქ კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ შემდეგ გარემოებას: ქალაქის გენერალური გეგმა მრავალმხრივი, კომპლექსური დოკუმენტია და მისი ერთ-ერთი, თუნდაც უმნიშვნელოვანესი კომპონენტი დამოუკიდებლად ვერ უზრუნველყოფს მის (ქალაქის) მდგრად განვითარებას. კანონით (თავი IV. მუხლი 23, პ.3.): „დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული მართვა ხორციელდება ... მიწათსარგებლობის დაგეგმვის დოკუმენტაციის ორსაფეხურიანი სისტემით: ა) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომლის ნაწილია დასახლების მთელი ტერიტორიისათვის მიწათსარგებლობის უფლებრივი ზონირების ზოგადი რუკა; ბ) განაშენიანების რეგულირების გეგმა“... და ა.შ...ასევე კანონის განმარტებით (მ.2, პ.ო): „უფლებრივი ზონირება - საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დასახლებათა ტერიტორიების ცალკეული ზონებისთვის სივრცით-ტერიტორიული განვითარების პირობების დადგენა“ გახლავთ. აღნიშნული პირობების დადგენასა და მგგ-თ გადასაწყვეტ, ძირითადი გეგმარებითი პარამეტრების, სივრცით-ტერიტორიული პირობების, სატრანსპორტო, საინჟინრო, სოციალური ინფრასტრუქტურის, განსახლების ტერიტორიალური საკითხების განსაზღვრას შორის ტოლობის ნიშანი არ და ვერ დაისმება. უფლებრივი ზონირების „უფლებამოსილება“ კი მხოლოდ კანონით განმარტებული კომპეტენციის ფარგლებში ვრცელდება.

...და მხოლოდ „იმ შემთხვევაში, თუ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა არ მოქმედებს ან შემუშავების სტადიაზეა, ქალაქთმშენებლობითი პროცესი შეიძლება დარეგულირდეს უფლებრივი ზონირების რუკებით (უფლებრივი ზონირების დამოუკიდებელი რუკები)“ (საქართველოს კანონი სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ, მ.28, პ.6.). ეს შემთხვევა აქ არ განიხილება.
„პოლიცენტრულ არეალებზე“ საუბარს შემდეგ წერილში გავაგრძელებთ.

***
ზემოთ ხსენებული ავტორი ჯეინ ჯეკობსი, მის მომდევნო წინგში „ქალაქების ეკონომიკა“ (The Economy of Cities, by Jane Jacobs,1969.), იმპორტის ჩანაცვლების პრინციპს განიხილავს, როგორც ეკონომიკური პოლიტიკის გატარების პირველ ეტაპს. იგი ამბობს, რომ განსახორციელებელია:

კერძო და სახელმწიფო სექტორების ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილება, შედეგად ადგილობრივი საწარმოების ამუშავება, განვითარება, ახალი უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების დანერგვა, საწარმოების, სასაწყობო მეურნეობების მიერ დაკავებული ვრცელი ტერიტორიების (ზონების) გადაგეგმარება მდგრადი, კომპაქტური ქალაქების გეგმარებითი სტანდარტების შესაბამისად.

ფინანსური განვითარების ადრეულ სტადიაზე მყოფ ქვეყნებისთვის, რომელთაც ძვირი უჯდებათ ყველა სახის იმპორტული პროდუქციის შეძენა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმპორტის ჩანაცვლების აქტიური პოლიტიკის გატარება.

ტერმინი „თვითკმარი“ გულისხმობს, რომ ქალაქში არის ყველაფერი, რაც ადამიანს ესაჭიროება ყოველდღიურობაში. ამაში შედის: მაღაზიები, დამსაქმებლები, ფოსტა, მომსახურეობის სერვისი, მრეწველობა, ნარჩენების მოცილება და გადამუშავება, ასევე სასოფლო-სამეურნეო წარმოება.

ტერმინი „სიახლოვე“ გულისხმობს, თუ რამდენად ახლოსაა ადამიანთა საცხოვრებელთან ყველა ჩამოთვლილი სიკეთე. ეს პოზიცია კი შესაბამის საპროექტო გადაწყვეტებს მოითხოვს.

ჯეკობსის დღესაც სრულიად აქტუალური ამ ნაშრომის შემდგომი ანალიზი გვიჩვენებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეკონომიკის როლი ქალაქგეგმარებით პროექტირებაში. გავიხსენოთ, რომ მთავარ ქალაქთწარმომქნელ ფაქტორებს ცივილიზაციის დასაბამიდან თავდაცვა და ვაჭრობა წარმოადგენდნენ. დროთა განმავლობაში მეორე შემადგენელმა პოზიციები მნიშვნელოვნად „გაიმყარა და გაიფართოვა“. სახელიც შეიცვალა და დღეს ქალაქის ეკონომიკად იწოდება. აქედან გამომდინარე, ყველა მის სეგმენტთან შეხება დიდი სიფრთხილით, მათი სამომავლო გამოყენების არგუმენტირებული დასაბუთებით უნდა მოხდეს. მხედველობაში გვაქვს როგორც ფუნქციაშეჩერებული საწარმოების თუ სასაწყობო მეურნეობების, მათი ტერიტორიების, ასევე ფუნქციაშეუჩერებელი რკინიგზის ბრაუნფილდების კატეგორიაში გადაყვანა-კონსერვაციის მგგ-თ გაცხადებული პროცესი.

***
უნდა აღინიშნოს ნაშრომის როგორც საწყისი ინფორმაციის, ასევე მოწოდებული საკვლევ-ანალიტიკური მასალის კარგი ხარისხი. ცხადია, პროექტში (ძირითად ჯგუფში) მაღალი რანგის სპეციალისტების, ბატონების: იოსებ სალუქვაძის (საზოგადოებრივი გეოგრაფია, ეკონომიკა), გია შაიშმელაშვილის (ქალაქთმშენებლობის ისტორია, ევროპული გამოცდილების ანალიზი), გია ჭანიშვილის (ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა), ჭიჭიკო ჯანელიძის (გარემოს დაცვა), მამუკა სალუქვაძის (ურბანეკოლოგია), ნოდარ ელიზბარაშვილის (ლანდშაფტის დიზაინი), სხვა, მათ შორის მოწვეული ურბანისტების მონაწილეობამ დიდწილად განაპირობეს მთლიანად პროექტის პირველი ნაწილის (საძიებო-საინფორმაციო და საკვლევ - ანალიტიკური) მოწოდებული მასალის მაღალი სტანდარტი.

ისეთი თავები, როგორებიცაა: ბუნებრივი კომპლექსის აღწერა; სოციალურ-დემოგრაფიული ვითარება და პროგნოზი; მომავალი განვითარების პროგნოზი: ეკონომიკა, ქალაქის ისტორიული განვითარება, ქალაქთმშენებლობის განვითარების ეტაპები, საქართველოს განსახლების სქემისა და რაიონული დაგეგმარების პროექტების ანალიზი, (ტომი I, ზოგადი დებულებები); ასევე: ტომი IV, ნაწილი 1 - ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენების შეზღუდვები, ყველა 12 თავი; ნაწილი 2, თავი 4 - თბილისის ეკონომიკური განვითარების პროგნოზი; ნაწილი 3 -თბილისის ისტორიული ზონები: თავი 1 - კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონები, მათი საზღვრები და რეჟიმები; ნაწილი 4, ურბანული ეკოლოგია და ლანდშაფტის გეგმარება, ყველა 8 თავი; ნაწილი 6, სოციალური მომსახურების ობიექტების განვითარება; თავი 6 - თბილისი - არსებული მდგომარეობა - სკოლები; დანართი 3 - თბილისის მტკვრის მარცხენა ნაპირის განაშენიანების მორფოლოგიური კვლევა; ... სამომავლოდ კარგ სამსახურს გაუწევენ თბილისთან დაკავშირებულ სამეცნიერო თუ გეგმარებითი პროფილის თემატიკაზე მომუშავე სპეციალისტებს.

სამწუხაროდ, მგგ-ს მეორე, შედეგზე ორიენტირებულ, ანუ შედეგის მომტან - გეგმარებითი ნაწილის დამუშავების პროცესში ხსენებული საკვლევ-საინფორმაციო მასალა დიდწილად ვერ იქნა გამოყენებული.

დედაქალაქის, როგორც ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ურბანული წარმონაქმნის უმთავრესი გეგმარებით-პოლიტიკური დოკუმენტი გენერალური გეგმაა. სწორედ გენერალური გეგმა ქმნის ქალაქის ეფექტური, მდგრადი განვითარებისთვის იმ უალტერნატივო და აბსოლუტურად აუცილებელ კარკასს, რომელზეც უნდა აეწყოს მისი სისტემური საქალაქო სტრუქტურა. ამგვარი დოკუმენტის გარეშე სასურველ შედეგს ვერ მივაღწევთ, ანუ გავაგრძელებთ იმ გზით სიარულს, რომელმაც ამ მდგომარეობამდე მიგვიყვანა.

თემაზე მსჯელობა მეორე წერილში გაგრძელდება.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)