გამარჯობა.
აქ განვიხილავთ ავტომობილის ინტერიერის და ექსტერიერის მოვლის საშვალებებს როგორც იაფიანს ასევე ძვირადღირებულს
ვუზიარებთ ერთმანეთს გამოცდილებას .
როგორც ბრენდულ პროდუქციაზე ასევე ხალხურ საყოფაცხოვრებო ქიმისს გამოყენებაზე
დანარჩენი განვავრცოთ თემაში.
მოვლის საშვალებები შეძენა შესაძლებელია:
.სამშენებლო ჰიპერმარკეტი დომინო ( სხვადასხვა ბრენდების ასორტიმენტი)
.თურსა თურქული ბრენდის ქიმია , დიდუბე პლაზა წერეთლის № 116
.SONAX გერმანუი თეგეტა მოტორსი დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ ( ასევე მთელი საქართველოს ფილიალებში)
.GRASS რუსეთი ოფიციალური წარმომადგენლობა ქლინ პარკი (ყოფილი კერხერის მაღაზია ) უზნაძის №2
.WURTH გრმანული თბილისი, დიღმის მასივი, 1 კვ, კორპ. 2ა. თბილისი, ბუდაპეშტის 8. თბილისი, ელიავას ბაზრობა, მე-3 პავილიონი, მაღაზია № 70
.BERNER გერმანული დიღმის მასივი, კვ. 1, კორპ. 2ა
.KARCHER ოფიციალური წარმომადგენლობა ბელიაშვილის ქ № 167
ასევე გარკვეული ასორტიმენტი იყიდება კარფური , გუდვილი, სმარტის ჰიპერმარკეტებში
მაღალი წნევის აპარატები ( კერხერად ცნობილი)
ბაზარზე არსებული ბრენდებიდან სერვისის მქონე დატესტილი და გამომდგარი ბრენდებია
karcher საოჯახო აპარატების ფასები 215 ლარიდან 1500 ლარამდე
bosch საოჯახო აპარატების ფასები 180 ლარიდან 850 ლარამდე
მაღალი წნევის შლანგის ახდენა დაგრძელება
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
598 87 88 78
წყლის გამტარიანობაზეა დამოკიდებული ფასები და 8 და 9 ლარი ღირს მეტრი.
ჟიტკოსტით დეფექტების მოცილება
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ძრავის გარეცხვა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
დღეს როგორც იქნა გამომიჩნდა თავისუფალი დრო და გავრეცხე საკუთარი ავტომობილის ძრავი
გამოვიყენე Grass Motor Cleaner კონცენტრატი რომელიც გავაზავე 1:4 შეფარდებით წყალთან
უკვე მესამე ძრავს ვრეცხავ ამ ხსნარით რასაც დავაკვირდი
. ფასი ძან მაგარი აქვს ამ ფასში არც ბაზარზე და არც კუსტარულად არაფერი არ იშოვება მიახლოებული შედეგი მაინც რო მიიღო
.თუ ძრავს არის მსუფუქად დასვრილი ზეთით ყოფნის 0.500 გაზავებული ხსნარი და ირეცხება იდიალურად სხვა ნებისმიერ ჭუჭყს ხსნის ეგრევე
.თუ ძრავი დასვრილია ძალიან ზეთით აი ისე რო სქელი ფენაა არის + მტვერი და ტაოტივით არი ქცეული საჭიროებს პროცესის განმეორებას თუ ჩოთქს დაახმართ შეიძლება არც დასჭირდეს განმეორება
ახლა ვისაც აინტერესებს როგორ ირეცხება
. რეკომენდირებულია + კლემის ჩახსნა
. თუ სადენები და კონტაქტის რეზინები ნორმალურ მდგომარეობაში არაფერს შეფუთვა არ სჭირდება.
. ესხმევა ოდნავ შემთბარ ძრავზე და ჩერდება 2-3 წუთი ოღონს არ უნდა მოხდეს მისი შეშრობა ,
ხსნარი შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ფირმის რომელიც გაგეხარდებათ , ამ კონკრეტულ შემთხვევაში ზევით მაქ მიტთითებული რომელი ფირმის ხსნარია .
. შემდეგ უნდა ჩამოირეცხოს, უკეთესია კერხერით თუ არა და ჩვეულებრივი შლანგითაც შეიძლება უბრალოდ ძან ზეთიანის შემთხვევაში შედეგი ოდნავ ცუდი იქნება.
. მერე სასურველია კომპრესორით დაჰაერდეს დაქოქვამდე მე არ მაქ კომპრესორი და ჩვეულებრივ სველს ვქოქავ 4 სხვადასხვა ძრავი გავრეცხეთ არცერთზე პრობლემა არ შემქმნია .
Ps: ძრავის გარეცხვა რეკომენდირებულია მინიმუმ წელიწადში ორჯერ და როცა ძრავი გაირეცხება სისტემატიურად თუნდაც წელიწადში 2_ჯერ
ძრავზე თავისთავად ვერ მოასწრებს იმდენი ჭუჭყის და თუნდაც ზეთის დაგროვებას რომ ერთი პროცედურით არ გაირეცხოს.
ესეც სურათები,
გარეცხილი სურათები უკვე ავტოფარეხში მაქვს გადაგებული გარეთ წამოჟინჟლა და ოდნავ მუქია მაგრამ განსხვავება შესამჩნევია:
ამ ძრავის გარეცხვა დაჯდა:
.0.80 თეთი კონცენტრატი
.წყალი უფასოო
.კერხერის დენი დაახლოებით 5-10წუთი 0.04 თეთრი
.ჯამში : 0.84თეთრი
უკონტაქტო რეცხვა მარალი წნევის აპარატის გარეშე
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ვისაც მაღალი წნევის სარეცხი აპარატი არ ააქვს და ხელით რეცხვაც ეზარება და არც ქაფის მისხმის მუღამი არ ააქვს
ესე უბრალოდ შეგიძლიადთ გარეცხოთ კერხერთან შედარებით შედეგი ნაკლები ექნება მაგრამ საკაიფოდ ირეცხება დატესტილია
ეს შხაპუნა არსებოს 1 / 1.5 / 2 / 2.5 / 3 და ასე .... ლიტრიანი, მე 2 ლიტრიანზე დიდს არ გირჩევთ სახმარად არაკოფორტულია.
ფასები 3დამ 8 ლარამდე
ხო წყალი და შლანგი უნდა ქქონდეთ
და უკონტაქტოს შამპუნი
ეს როგორ კეთდება ხელის ქაფის წარმომქმნელები
ხელით რეცხვა + პოლირება
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
დაივიწყე ჩოთქი მაგით აღარასდროს გარეცხო
მართალია ზამთარში მაგრად ტეხავს გუპკით რეცხვა სხვა გზა არ არის . იყიდე ღრუბელი (გუბკა) სპეციალურად ავტომობილისთვის რათა ნაკლებად დააზიანოს ზედაპირი დიდი ნაჩვრეტებიანი.
გარეცხვისას წესით ყოველი ნაჭრის მერე გავლება უნდა ნუ თუ მასე ვერ მოახერხებ მაქსიმალურად ხშირად გაავლე
რახან ხელით რეცხავ გარეცხვა დაიწყე აუცილებლად ზემოდან და თანდათანობით ჩამოყევი ქვემოთ ხო შამპუნის წასმისას ღრუბელი აუცილებლად ჰორიზონტალური მოძრაობით ამოძრავე წრიული მოძრაობა არ შეიძლება
შემდეგ გადაავლე წყალი გაამშრალე.
არასდროს არ გარეცხოთ ავტომობილი სარეცხი ფხვნილით ან ჭურჭლის სარეცხი ჟელეთი, ფეირით ( ლაკს უკარგავს სიპრიალეს საღებავზე მოქმედებს უარყოფითად და იწვევს მეტალის კოროზიას )
ასევე რჩევა იქნება ნუ შეიზენთ უსახელო კუსტარულად ჩამოსხმულ ავტოშამპუნებს რომელსაც არ აწერია მწარმოებლის მისამართი შემადგენლობა და ასე შემდეგ
მნიშვნელოვანია რომ მანქანის ზედაპირი წელიწადში მინიმუმ ორჯერ დამუშავდეს ე.წ. ვაქსით, სასურველია გაზაფხულზე და შემოდგომაზე; ვაქსი არის დამცავი ფენა, რომელიც იცავს მანქანის საღებავს მზის სხივების უარყოფითი ეფექტისგან, სხვადასხვა გარემო ზემოქმედებისგან, აძლიერებს ვიზუალურ მხარეს, იცავს ყველაზე დიდი პრობლემისგან, რასაც ჩიტის სკლინტი ქვია და ა.შ
რომელიც არსებობს რამოდენიმე სახის
. ექსპრეს პოლიროლი უბრუნებს სიპირალეს და აქვს წყლის ამრიდი ეფექტი გამოყენება ადვილია და დიდ ენერგიას არ მოითხოვს : მიაშხურებ კუზაოს და იმავდროულათ მიკროფიბრის ნაჭრით გაწმინდავ ამის ეფექტი შედარებიტ მალე გადადის
. მყარი ცვილი სქელი მასაა დაახლოებიტ მაზის სტილში არის ოდნავ თხევადებიც შემადგენლობა და გამოყენება ერთიდაიგივე აქვს ამის გამოყენება ხდება შემდეგნაირად :
გარეცხილ მშრალ კუზაოზე უსცვამ ან ღრბლით ან ნაჭრით წრიული მოძრაობით ძალიან თხელ ფენას აცლი 2-3 წუთი რომ შეშრეს და შემდგომ ასევე მიკრო ფიბრის ნაჭრით ან ბამბის მაქსიმალურად რბილი ნაჭრიტ იწყებ გაწმენდას გულმოდგინედ სანამ სულ არ მოშორდება და არ გახდება იდიალურად პრიალა ამის ეფექტი საკმაოდ დიდხანს ძლებს
მნიშვნელოვანია არ წაუსვა მზის გულზე და ასევე სასურველია ნაჭერ ნაჭერ დაამუშავო მაგ : კაპოტი შემდგომ კრილოები და ასე შემდეგ . ამ ტიპის ცვილი მოითხოვ ცოტა მეტ დროს და საკმაოდ ძალისხმევას მაგრამ შედეგად ღირს .
რაც შეეხება ხელის შამპუნებს მე პირადათ ბევრი ცნობილი თუ არაცნობილი შამპუნი გამომიყენებია და ყველაზე მეტად მომეწონა გრასის ფირმის ამ ტემაში ერთმა დაწერა რომ არ მოეწონა ას ჩემი პირადი მოსასრებაა ყოველ შემთხვევაში რაც მიხმარია და საკმაოდ ბევრი სხვადასხვა ყველაზე მეტად ეს მომეწონა
ცვილებს რაც შეეხება
მე რაც მიხმარია ცუდია თქო ვერ ვიტყვი ვერცერთზე ვინაიდან ასე თუ ისე ყველას აქვს თვალსაჩინო ეფექტი
ექსპრეს პორილორი მიხმარია ტურელ ვაქსი რომელშიც საკაოდ სოლიდური თანხა გადავიხადე ერტადერთი - ქონდა რო არც იმდენად ექსპრესი იყო ვინაიდან საკმაოდ ძალისხმევას საჭიროებდა მისი დამუშავება
ახლა ვხმარობ გრასის პოლიროლს მაქსიმუმ 5 წუტში მთელ მანაქანს ვრჩეი ძან ადვილი გასაპრიელებელია ეს 6 თუ 7 ლარი ღირს
მყარი ცვილით დამუშავება ცოტა დიდ ძალისხმევას მოითხოვს სამაგიეროდ ეფექტიც დიდხანს ძლებს
ღრუბელი შეიძინე ასეტი 5-7 ლარი რირს
გრასის ხელის შამპუნი გამოიყურება ასე მე დიდი ხანია ხელით აღარ ვრეცხავ და თუ უკეტესი იცის ვინმემ იმედია გირჩევენ
ექსპრეს პოლიროლი ყველა შხაპუნაშია მაგალითად ესე გამოიყურება
არის შედარებით თხელი ვაქსი ანუ თხევადი ცვილია ასე გამოიყურება
ხო სონაქს აქვს მანქანის ფერის მიხედვით ცვილები და ასევე უნივერსალი
ესენი კიდე პასტა ცვილები
უკონტაქტო რეცხვა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
რა უნდა ვიცოდეთ მანქანის რეცხვის შესახებ?
ნებისმიერ ავტომფლობელს, სურს ლამაზი მანქანა ჰყავდეს. დიზაინის გარდა მნიშვნელოვანია, რომ თქვენი მანქანა ყოველთვის სუფთა იყოს. სუფთა ავტომობილი ლამაზიცაა და არც თქვენს სამოსს სვრის. აღსანიშნავია, რომ ჭუჭყი მანქანის ძარაზე იკავებს წყალს, რომელიც თავისმხვრივ ლითონის ძარის კოროზიას იწვევს, ამრიგად მანქანის სისუფთავის შენარჩუნება აუცილებელიც კი არის, მისი ექსპლუატაციის ვადის გასაზრდელად.
თუმცა, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ხშირი რეცხვა შეიძლება საზიანოც კი იყოს! სამწუხაროდ არ არსებობს უნივერსალური მაჩვენებელი მანქანის რეცხვის სიხშირისა. ეს დამოკიდებული თქვენს პირად შეხედულებებზე, იმაზე, თუ რამდენს გადაადგილდებით ავტომობილით, რა პირობეში გიწევთ მგზავრობა და ასე შემდეგ. თუმცა, საბოლოო ჯამში, უმჯობესია მანქანა ხშირად გაირეცხოს ვიდრე იშვითად, ან საერთოდ არ გაირეცხოს.
რა ამინდიც არ უნდა იყოს გარეთ, უნდა გვახსოვდეს რომ მტვერი და ტალახი, ყოველთვის ედება მანქანას, შესაბამისად მანქანის რეცხვა ნებისმიერ ამინდშია საჭიროა. ნაცვეთი – სამუხრუჭე ხუნდების ნაწილაკები ყოველთვის რჩება ავტომობილის დისკებზე. ისევე, როგორც მწერებისა და ფრინველების ნაკვალევი საქარე მინაზე. ასე რომ, მანქანის პერიოდული რეცხვა დაიცავს თქვენი ავტომობილის ძარას კოროზიისგან, საღებავს გაუფერულებისა და ბზინვარების დაკარგვისაგან.
ბევრს სჯერა, რომ მანქანის ხშირი რეცხვა კოროზიას იწვევს. თუმცა ეს მოსაზრება საბოლოო ჯამში, ლოგიკურ საფუძველს მოკლებულია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ავტომობილი მაქსიმალურად უნალექო ამინდში უნდა გაირეცხოს თუ რა თქმა უნდა არის ამის შესაძლებლობა. ნებისმიერ შემთხვევაში, მანქანა უნდა გაირეცხოს ხარისხიანად და ჯეროვნად, მხოლოდ “წყლის გადავლება”, საბოლოო ჯამში არაფერს ცვლის.
ასევე დაუშვებელი ავტომობილის სარეცხად საყოფაცხოვრებო დანიშნულების სარეცხი საშუალებების, მაგალითად სარეცხი ფხვნილების ან “ჭურჭლის ჟელეების” გამოყენება, ვინაიდან ასეთმა საშუელებებმა შეიძლება სისუფთავის ნაცვლად კოროზია მოუტანოს კიდეც თქვენს მანქანას. ვინაიდან საყოფაცხოვრებო სარეცხი საშუალებები, ხშირად აბრაზიულ ელემენტებს შეიცავს.
დაუშვებელია, ავტომობილის შამპუნი ან უკონტაქტო რეცხვის ხსნარი, შეიცავდეს კაუსტიკურ სოდას, ვინაიდან ეს ნაერთი გარდა იმისა, რომ აზიანებს მანქანის ქრომირებულ და რეზინის ნაწილებს, ასევე საკმაოდ საზიანოა თქვენი ჯანმრთელობისათვის და ბუნებისთვის.
გაითვალისწინეთ ჩვენი სასარგებლო რჩვები და გაახანგრძლივეთ თქვენი ავტომობილის ექსპუატაციის ვადა.
1. რას გულისხმობს უკონტაქტო რეცხვის ტექნოლოგია?
უკონტაქტო რეცხვის ტექნოლოგია უმარტივესია. იგი გულისხმობს: ავტომანქანის ძარაზე, უკონტაქტო ქაფის, ქაფის კომპრესორის ან ქაფის ბალონის საშუალებით დატანებას; მანქანის ძარაზე რამოდენიმე ხნის (1-3 წთ) ქაფის შეყოვნებას; მაღალი წნევის ჭავლით ქაფისა და ტალახის ჩამორეცხვას, შემდგომ კი გამშრალებას. ქაფის მისხურება, როგორც უკვე ავღნიშნეთ ხდება ქაფის ბალონის ან კომპრესორის საშუალებით. ბალონი, უშუალოდ მაღალი წნევით რეცხვის აპარატის (“კერხერის”) დანართ-აქსესუარს წარმოადგენს, რომელიც ყენდება გამფრქვევი ლულის ნაცვლად. კომპრესორი კი, ცალკე მდგომ მოწყობილობას. აღსანიშნავია, რომ კომპრესორის გამოყენება, გარკვეულწილად ზოგავს უკონტაქტო რეცხვის ხსნარს ბალონთან შედარებით, ვინაიდან შესაძლებელია უფრო დაბალი კონცენტრაციით გაზავება.
2. რას წარმოადგენს ქაფის კომპრესორი და რას წარმოადგენს ქაფის ბალონი?
ქაფის ბალონი, ერთი შეხედვით მარტივი მოწყობილობაა, იგი შედგება: პლასტმასის რეზერვუარისაგან (სადაც ისხმევა გაზავებული ხსნარი) და ქაფწარმომქმნელი-გამფრქვევი მემბრანისაგან. თუმცა ეს უკანასკნელი საკმაოდ რთულ მოწყობილობას წარმოადგენს. იგი მოიცავს რამოდენიმე ჟიკლიორს, რომელიც წყლის ჭავლის საშუალებით წარმოქმნის ქაფს და ახდენს მის გაფრქვევას.
კომპრესორი კი, შედგება: ავზისგან (სადაც ისხმევა გაზავებული ხსნარი), გამფრქვევი ლულისგან და ჰაერის კომპრესორისგან, რომლიც ტუმბავს ავზს და ახდენს ქაფის გაფრქვევას.
3. აზიანებს თუ არა საღებავს უკონტაქტო ქაფი?
ეს საკითხი, ჩვენ რამოდენიმე ხნის წინ დაწვრილებით განვიხილეთ. თუმცა, ურიგო არ იქნება კვლავ იმის შეხსენება, რომ საღებავს აზიანებს კუსტარულად მომზადებული ხსნარი, რომელიც შეიცავს ქლორს ან კაუსტიკურ სოდას. თანამედროვე და სერტიფიცირებული საავტომობილო ქიმია, შეიცავს სპეციალურ დანამატებს, რომელიც იცავს ავტომობილის ძარას და ანიჭებს მას დამატებით ბზინვარებას.
4. როგორ გავრეცხოთ ძალიან დაბინძურებული ავტომობილი ზამთარში?
გარდა იმისა, რომ ზამთარში მანქანა უფრო მეტად ისვრება, ის ზაფხულთან შედარებით გაცილებით იშვიათად ირეცხება. დამატებით სირთულეს, წარმოადგენს ცივი წყალი, რომელიც ამცირებს უკონტაქტო ხსნარის ეფექტს. ამიტომ, ზამტრის პირობებში აუცილებელია ან ცხელი წყლით რეცხვის აპარატის გამოყენება ან სპეციაალური, ზამთრის პირობებისათვის მორგებული უკონტაქტო ხსნარის გამოყენება.
.უხერხული კითხვები მანქანის რეცხვის შესახებ
ზოგადად, ქართულ საზოგადოებაში გავრცელებულია მრვალი ცრურწმენა. ბევრი მათგანი ავტომობილის რეცხვას უკავშირდება. ჩვენ, შევაგროვეთ რამოდენიმე კითხვა, რომელიც ყველას აინტერესებს, მაგრამ ამავდროულად კითხვის დასმაც ერიდება.
1) “კერხერს” შეუძლია ავტომობილის ძარის დაზიანება.
რეცხვასთან დაკავშირებული მითებიდან, ეს მოსაზრება რეალობასთან ყველაზე ახლოსაა. თუმცა, იგიც საჭიროებს განმარტებას: მაღალი წნევით რევხვის უკონტაქტო მეთოდი, იძლევა შედეგის და დანახარჯების ოპტიმიზაციის საშუალებას ყველაზე უკეთ, ამიტომაცაა ის პოპულარული მთელს საქართველოში. საქართველოში გავრცელებული მაღალი წნევით რეცხვის დანადგარების 80% ნომინალური წნევა, არ აღემატება 210 ბარს, დიაპაზონი კი 160-210 ბარს უდრის. ეს წნევა, იდეალურია ნებისმიერი ტიპის მსუბუქი ავტომობილის ძარის რეცხვისათვის, როგორც სედანის, ისე ჯიპის ტიპის. მსუბუქი ავტომობილის ძარის ქარხნული წესით დაფერვა ხდება ისეთ ნაირად, რომ რომ საღებავმა გაუძლოს სულ მინიმუმ 250 ბარს წყლის წნევას დაზიანებების გარეშე. ამ და მასზე ნაკლებ წნევას შეუძლია დააზიანოს ძარა, თუ ის შეღებილია წესების დარღვევით ავარიის შემდგომ. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები როდესაც ავტომობილის ხელოსნებს არ გააჩნიათ შესაბამისი ცოდნა-გამოცდილება და ტექნიკა მანქანის შესაღებად სტანდარტების დაცვით. შესაბამისად, თუ მანქანა არ არის სწორედ შეღებილი, არსებობს საკმაოდ მაღალი თეორიული შანსი შერემონტებილი საფარის დაზიანების. თუმცა, საბოლოო ჯამში, ნებისმიერი ავტომობილის ძარას, უფრო მეტად აზიანებს არა სერტიფიცირებული და კუსტარული ხსნარები და უკონტაქტო შამპუნები ვიდრე მაღალი წნევა. ვინაიდან კუსტარული ხსნარები ხშირ შემთხვევაში შეიცავენ კაუსტიკურ სოდას და ქლოროვან მათეთრებელ ნივთიერებებს. კოუსტიკური სოდა, საკამოდ აგრესიული ნივთიერებაა იგი მყისიერად შედის რეაქციაში მსუბუქ ლითობენთან და იწვევს მათ კოროზიას და ოქსიდის წარმოქმნას, რომელიც გამოიხატება მონიკილებული დეტალების გამუქებაში. ამის გარდა, თუ საღებავი არ არის სათანადოდ გამშრალებული და ამის შემდგომ გაპრიალებული, იგი აღწევს კორპუსის ლითონამდე და დროთა განმავლობაში იწვევს, როგორც საღებავის აქერცვლას ისე მანქანის ძარის კოროზიას. რაც შეეხება ქლორს, იგი უკვე მეორე გამოყენებაზე, ხოლო უხარისხო საღებავის შემთხვევაში, პირველიზევე ავტომობილის ძარა კარგავს ბზინვარებას.
2) პორტალური (ავტომატური) სამრეცხაო “ხაზავს” ავტომობილის ძარას.
არც ეს მოსაზრება მოკლებულია საფუძველს! პორტალურ სამრეცხაოს, რომელსაც საქართველოში ხშირად “ავტომატურ ჩოთქებსაც” უწოდებენ, და რომელიც ხშირად გხვდება ბენზინ გასამართ სადგურებზე, მართლაც შეუძლია ავტომანქანის ძარის როგორც დაკაწრვა ისე, ტალახის ანდა ხსნარის ზოლების დატოვება. საქმე იმაშია, რომ წმენდასთან ერთად, პორტალის ჯაგრისები აცლის ავტომობილის ძარას, წარმოადგენს ცვეთად ნაწილს, რომელიც საჭიროებს დროულ ცვლას. იმ შემთხვევაში, თუ ჯაგრისები მოცვეთილია ან გამომხმარია, რა თქმა უნდა, არაა გამორიცხული მაქანის ძარის დაზიანება. იმ შემთხვევაში, თუ ჯაგრისები იცვლება დროულად და ასევე გამოიყენება შესაბამისი ქიმიური საშუალებები, პორტალი წარმოადგენს მანქანის რეცხვის ყველაზე სწრაფ და იაფ საშუალებას.
3) ხელით რეცხვა, უკეთესია ვიდრე მაღალი წნევით უკონტაქტო რეცხვა.
აღნიშნული მოსაზრება, სრულ აბსურდს წარმოადგენს! პირიქით, ეს აზიანებს მანქანას! მანქანის ხელით რეცხვა, გულისხმობს ღრუბელის გამოყენებას, რომელიც დასველებულია შესაბამის სარეცხ საშუალებაში. რეცხვისას, ხდება ღრუბელის მოსმა მანქანის ძარაზე, ამ დროს კი მანქანის ძარაზე დარჩენილი ქვიშის ნაწილაკების ეხახუნება მანქანის ძრას და იწვევს ნაკაწრებისა და მიკრობზარების წარმოქმნას მანქანის ძარის შეღებილ ნაწილებზე. რაც, შემდგომ იწვევს ძარის კოროზიას.
4) მანქანის ხშირი რეცხვა საზიანოა.
ეს, აზრიც საკმაოდ მოკლებულია საფუძველს. თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ არ არსებობს რაიმე კონკრეტული საზომი იმისა, თუ რა არის ხშირად და რა არის იშვიათად. ყოველ შემთხვევაში, უმჯობესია მანქანა იყოს სუფთა ვიდრე ტალახიანი. ვინაიდან ტალახი და მტვერი იწვევს ნესტის აბსორბაციას, რაც ასევე თავის მხვრივ იწვევს ძარის კოროზიას. იმ მიზნით, რომ მანქანამ უფრო დიდ ხანს შეინარჩუნოს სისუფთავე, სასურველი სპეციალური დამცავი ცვილის გამოყენება, აღნიშნული ცვილი აფერხებს მანქანის ძარაზე როგორც წყლის ისე მტვერის შეყოვნებას.
5) სუფთა მანქანა უკეთ დადის.
ეს აზრი, ყველა წარმოდგენილს შორის ყველაზე მართებულია. უპირველეს ყოვლისა, მტვერი და ტალახი ზრდის ხახუნის ძალას, შესაბამისად იზრდება საწვავის ხარჯი. იდეაში სხვაობა მინიმალურია, თუმცა ეს თეორიული მოსაზრება დამტკიცებულია პრაქტიკული ცდებით. მაგალითად, აბსოლუტურად სუფთა და ძალიან ტალახიან მანქანას შორის სწვავის დანახარჯის სხვაობა შეიძლება 10,1% კი უდრიდეს. თუმცა, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური მომენტი: სუფთა მანქანაში ჩასხდომა, მგზავრსაც და მძღოლსაც სიამოვნებს.
მთავარია გახსოვდეთ, რომ სწორი საავტომობილო ქიმიის და მოვლის საშუალებების გამოყენება არა მხოლოდ უფრო მიმზიდველ შესახედაობას მისცემს თქვენს მანქანას, არამედ მის უქსპლუატაციის ვადასაც გაზრდის.
ნაჭრის სალონის გაწმენდა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ნაჭის სალონი არასდროს გამიწმენდია რაც მყოლია ტყავის სალონები ქონდათ
შეიძლება ხალიჩების ვანიშით გაწმენდა ძან ადვილია და ეფექტური
ხალიჩების ვანიშს ეგ მაქ გამოყენებული სალონის ნოხზე რომელიც ნაცრისფერია და მაგარი ლაქიანი იყო შედეგი მივიღე იდიალური
და მერე სახლში მაქ მაგით განაწმენდი ეგრედ წოდებული "უგალოკი" რომელიც ნაჭრის არის და თეთრი უზორები აქვს სადაც ორი ბავშვი ყოველდღიურად ფეხებით დადის
აქ დამჭირდა პროცესის გამეორება რმ ყოფილიყო იდიალური პიველივეწე იყო საკმაო ეფექტი .
ახლა როგორ ვხმარობ მე
1. მტვერსასრუტით კარგათ ვასუფთავებ ზედაპირს.
2. ვიღებთ ღრმა ჭურჭელს მაგალითად ვედროს ვასხამ 1 ლიტრ წყალს და 100 გრამ ვანიშს ნებისმიერი საგანიტ ან თუნდაც ხელით ვურევთ მაქსიმალურ აქაფეფამდე მერე ამ ქაფს ღრუბელით (გუბკით) ვუსმევ ზედაპირზე
საშვალოდ მხოლოდ ზედაპირი რო დასველდეს
სადაც განსაკუთრებულად დასვრილია ვახმარ ჩოთქს სასურველია ჩოთქი იყოს რბილი, ქაფი რო დაიცლება ისევ ვურევტ აქაფებამდე და ასე სანამ არ მოვრჩები.
3.ვაცდი გაშრობას 1-2 საათი და მერე კვლავ კარგად ვწმენდ მტვერსასრუტით.
და ბოლოს შეგიძლია გარგად გაწურულინაჭრი გადაუსვა მე არ ვუსმევ
აი ეს არის ხალიჩების
ეს მაქ გამოყენებული E46 ტყავის სალონი თავისი აბივკებით გავწმინდე ამ ერთი ბალონიტ ორჯერ.
გაწმენდით გაწმინდა იდიალურად ძან კმაყოფილი ვარ
სუნი აქვს მწვანე ვაშლი ან ატმის ჩემი მწვანე ვაშლის იყო და კარგა ხანი გაყვა უბრალოდ წმენდის დროს პირ ბადე არ გამომიყენებია და საღამოს ცოტა შეუზლოდ ვიყავი თავბრუსხვევები მქონდა
ესეც გამოიყენება ნებისმიერ ზედაპირზე პლასმასი ,ტყავი,ნაჭერი, შუშა.
ძან ჭუჭყიანი იყო სალონი და პირველ გაწმენდაზე ზოგან ჭოთქი მივახმარე ოღონდ ძალდატანების გარეშე უბრალოდ გადავუსვი რბილად
ps: ტყავისთვის თუ გამოიყენებთ ეს არის გამწმენდი და არა მომვლელი რომ არ აგერიოთ
მომვლელი მსუბუქად ასუფთავებს არბილებს და კვებავს ტყავს რათა არ მოხდეს მისი გამოშრობა და ბზარების წარმოქმნა
წინა თემის ტოპ ათეული
წინა თემა :
№1.
ავტომობილის მოვლა №2.
ავტომობილის მოვლა. ნაწილი II ჩემი
This post has been edited by kakhakakhiani on 25 Aug 2017, 00:45