Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სილამაზე და მოდა > სილამაზის სალონები და სტილისტები


Posted by: Coffee_and_Cigarettes 26 Jul 2011, 00:33
ეს თემა იყო და დიდი ხანია არსად ჩანს, ამიტომ ახალს გავხსნი


გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება

რეკლამებით თავს ნუ შეიწუხებთ, მაინც მივხვდებით yes.gif

ნომრები და ა.შ. PM-ით გავცვალოთ....

სალონი კარგი მომსახურებით და სტილისტებით მგონი ყველას აინტერესებს



Posted by: BloodElf 26 Jul 2011, 09:12
აი მე მინდა კაი სალონი .. ისეთი ისე რომ შემჭრან ზუსტად როგორც ვეტყვი და ნუ ტუ დზაან ძვირიც არ იქნება მთლად უკეთესი biggrin.gif

Posted by: EllE_88 27 Jul 2011, 18:07
აუუ კაი თემაა, მე მინდა ახლა თმის შეღებვა და მირჩიეთ რამე კარგი სალონი პირველად ვაპირებ შეღებვას

Posted by: brasi 31 Jul 2011, 10:27
BloodElf
[b]EllE_88[ დიღმის მასივი, სალონი 'პრესტიჟი". ძაან მაგარია. კარენა იკითხეთ. დანარჩენი -პმ-ში yes.gif

Posted by: საკურა. 31 Jul 2011, 10:32
მეც მირჩიეთ კარგი სტილისტი. რამდენსაც ვეტყვი ზუსტად იმდენს რო მოაკლებს თმას სიგრძეს და ზედმეტი იმპროვიზაციისგან თავს შეიკავებს mad.gif მარტო თმის შეჭრა არა,დავარცხნის დროს ვის ანდობთ თავს. მე დავაკვირდი რომ 95 % ვინც კარგად ჭრის, ის ისე კარგად ვარცხნილობებს ვერ აკეთებს და პირიქით. 5 % მგონი მარტო ორივე რო კარგად გამოსდის yes.gif

Posted by: okulone 31 Jul 2011, 18:49
ნატალის რომ აქვს პრაქტიკანტები რომ ჭრიან და ვარცხნიან ეგ რა ადგილას არის?

Posted by: brasi 31 Jul 2011, 20:28
სტილისტი მჭირდება კარგი, მოქმედ სალონში, 1000 ლარს აიღებს, ოღონდ მართლა მაგარი უნდა იყოს.

Posted by: meme1234 1 Aug 2011, 12:16
ძაან მეშმინია თმის შეღებვის და ამიტომ ძაან კარგი და გამოცდილი სტილისტი მესაჭიროებააა, მირჩიეთ რა ვინმე პლზ

Posted by: PoderShileno 9 Aug 2011, 17:24
მოკლე თმა მაქვს და ორიგინალურ გამოსასვლელ ვარცხნილობას სად გავიკეთებ ხომ ვერ მეტყვით?

Posted by: Coffee_and_Cigarettes 10 Aug 2011, 20:00
Mbp13

აქ რეკლამისთვის კი არ გავხსენი თემა

spy.gif

Posted by: merciamercia 22 Aug 2011, 17:47
სალონებზე თემ ვერ ვიპოვე smile.gif და იქნებ მიპასუხოთ ერაში ვრეკავ და არავინ არ იღებს,ნომერი ხომ არ შეიცვალეს? თუ იცით ვინმემ მომწერეთ რა,წარბებზე მინდოდა ჩაწერა sad.gif(

Posted by: kekluci 22 Aug 2011, 17:58
QUOTE
რამდენსაც ვეტყვი ზუსტად იმდენს რო მოაკლებს თმას სიგრძეს

ვისწორებდი თმებს ერთხელ და შეგისწორებო ბოლოებს, საკმაოდ მომაკლო იდიოტკამ, მივუვარდი მეორე დღეს პროფესიონალიზმზე მივუღუტუნე mad.gif

Posted by: Coffee_and_Cigarettes 22 Aug 2011, 18:02
merciamercia

რემონტია

------------

Posted by: merciamercia 22 Aug 2011, 18:35
Coffee_and_Cigarettes
QUOTE
რემონტია

უი მართლა?,აუფ რა სად გავიკეთო ეხლა წარბები biggrin.gif მადლობა პასუხისთვის :***

Posted by: resurgam 22 Aug 2011, 19:58
meme1234
QUOTE
ძაან მეშმინია თმის შეღებვის და ამიტომ ძაან კარგი და გამოცდილი სტილისტი მესაჭიროებააა, მირჩიეთ რა ვინმე პლზ

მეც მასე ვიყავი, ქერად მინდოდა შეღებვა მელირების მერე და მეთქი არ ამიჭრელდეს ან არ დამეწვას, მივედი ნატალიში რუსთაველის მეტროს წინ და იქ მაკა არის სტილისტი, ძალიან კარგი ფერი დასვა და თმაც არ გაფუჭებულა, ვაპირებ კიდე გავიმეორო ვიზიტი yes.gif yes.gif

Posted by: kikisa 22 Aug 2011, 21:27
(არ ჩამთვალოთ რეკლამაში)...ხშირად დავდივარ სხვადასხვა სტილისტებთან - მარა მირჩევნია "მელანჟი" (მანუელი) და სალონი "სოლო" (ელა) ძალიან კარგი პროფესიონალები არიან

Posted by: Coffee_and_Cigarettes 23 Aug 2011, 20:12
QUOTE (brasi @ 31 Jul 2011, 10:27 )
BloodElf
[b]EllE_88[ დიღმის მასივი, სალონი 'პრესტიჟი". ძაან მაგარია. კარენა იკითხეთ. დანარჩენი -პმ-ში yes.gif

ვაიმე დღეს შევიხედე ამ სალონში, ერთი ბიჭი წამოთხლაშული იჯდა სკამზე, მეორეს დივანზე ეძინა, კიდევ კარგი არ შევედი drug.gif არადა შეღებვა მინდოდა მარტო biggrin.gif

მერე ნინი-ში შევედი ვნახო ერთი რა ხდება თქო და არმენი შემხვდა, საღებავის ფერი კარგად ვერ შევარჩიე და მითხრა არ ვიცი როგორ გამოვაო :დ მეთქი ჯანდაბას, იმაზეც მისაყვედურა ერთი საღებავი არ გეყოფაო, არადა მე საცოდავს სულ ერთით მღებავდნენ და ეს არავის უთქვამს biggrin.gif ნუ წელამდე თმაც არ მაქ, ჰოდა რავი კაი ვინმე ჩანს, მერე შეჭრაც მოვინდომე და თვითონ შემირჩია როგორ შემეჭრა, მარა ვერ გავრისკე ძაან დამოკლება და უბრალოდ დავიმოკლე ცოტა. ძაან მაგრად ჭრის, კმაყოფილი წამოვედი, ადრე ნაფარეულზე ვმუშაობდიო და კიდე შეიძლება გადავიდეს სხვაგან, ნუ ვიზიტკა მომცა tongue.gif

Posted by: pipqia 24 Aug 2011, 00:28
QUOTE
Coffee_and_Cigarettes

მე კი პრესტიჟის ხშირი სტუმარი ვარ და გულწრფელად გეტყვი, რომ ცუდი ქენი, რომ არ შეხვედი. როგორც შენ ამბობ, სკამზე წამოთხლაშული ბიჭი, სავარაუდოდ, კარენა, ისე ვარცხნის, ერთი კვირა არ გეშლება თმა, მაგარ მელირებას აკეთებს და შაბათ-კვირას დილაობით პატარძლები ყავს ხოლმე პრიჩოსკებზე. ის შენი ნაქები არმენა კი .სულ ორი კვირაა, რაც გააგდეს პრესტიჟიდან, იმის გამო, რომ ჩაწერილ კლიენტებთან დილაობით სულ აგვიანებდა. სხვათაშორის, კოსმეტოლოგიც ძალიან მაგარი ყავთ, წარბებს აკეთებს მართლა საკაიფოდ. ასე რომ, გარედან ყურებას ჯობია შიგნით შეხვიდე, მართლა სულ სხვა შთაბეჭდილებით გამოხვალ. 2kiss.gif yes.gif war.gif

Posted by: Coffee_and_Cigarettes 24 Aug 2011, 09:56
pipqia

კაი ეხლა ტიპი დივანზე იწვა თქო და სალონში სადაც მასეთი სიტუაციაა არ შევალ სულ რო სასწაულებს აკეთებდეს. მელირებას არ ვიკეთებ. მაცივარიც ხო არ უდგათ ნეტავ biggrin.gif კლიენტებს რატო სწყინთ ხოლმე არ მესმის.

არმენას შეჭრილი მომეწონა და დილის 8 საათზე არ მჭირდება სალონში მისვლა და პრობლემაც არ მქონია. გასაგდები კი როგორც ჩანს არაფერი სჭირს იმიტო რო ერაშიც ეძახიან და სხვა სალონებშიც

შენ თუ მოგწონს იარე მანდ ვინ გიშლის smile.gif

QUOTE
ისე ვარცხნის, ერთი კვირა არ გეშლება თმა,


ერთი კვირა დაუბანელი არ დავდივარ, გმადლობთ

Posted by: xatatula 24 Aug 2011, 10:09
okulone
რუსთაველზე ფილარმონიის მოპირდაპირე მხარეს smile.gif

მეც შესაჭრელი მაქვს თმა და აზრზე არ ვარ სად წავიდე user.gif

Posted by: tamuna111 24 Aug 2011, 13:19
აბაშიძეზე თუ კეკელიძეზე ყოფილა რაღაც სალონი ''რენესანსი'', ერთი მეგობარი იყო ჩემი და ისეთი აღფრთოვანებული ყვებოდა ამ სალონზე რომ მომინდა მუზეუმივით დავათვალიერო smile.gif , ულამაზესი ინტერიერი და კარგი სტილისტები ყავთო, ვნახოთ, ვნახოთ smile.gif

Posted by: lilu777 24 Aug 2011, 16:45
tamuna111


აბაშიძეზეა სანამ პეჟოსთან მიხვალ მედავდივარ მანდ smile.gif

Posted by: pipqia 25 Aug 2011, 09:19
Coffee_and_Cigarettes
გუშინ პედიკურზე ვიყავი ჩაწერილი ეკასთან პრესტიჟში . რომ გავიკეთე , (სხვათაშორის ძალიან კარგად აკეთებს ხელსაც და ფეხსაც ) , მერე ადმინისტრატორთან ერთად ყავა დავლიე, ხოდა ამ დროს ვკითხე, გუშინ აქ ვინ ბიჭი იწვათქო. თურმე, გიორგი ყოფილა .დაწოლილი, ბიჭების სტილისტი, ავად გამხდარა და მერე მეპატრონეს გაუთავისუფლებია. ასეც ხდება ხოლმე. ეგენიც ხომ ადამიანები არიან. . . სხვათაშორის, არმენას მაგივრად უფრო კარგი მიუღიათ, მიშიკო ქვია და სანამ იქ ვიყავი, ისე მუშაობდნენ სტილისტები, დასაჯდომი დრო ნაღდად არ ჰქონდათ. ასე რომ მე მათი მომსახურებით კმაყოფილი ვარ: კაი სისუფთავე, კაი დიზაინი და როგორც შენ თქვი , კაი მაცივარი და კონდიციონერი...

fig.gif

Posted by: La Bonnie 25 Aug 2011, 11:13
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

მე სოფო მოყვარს პოდიუმის love.gif და სერგოც )))

Posted by: Coffee_and_Cigarettes 25 Aug 2011, 11:54
pipqia

აუ ნუ გადამაყოლე რააა biggrin.gif არ მაინტერესებს biggrin.gif

Posted by: Spotify 27 Aug 2011, 01:09
:ალკ: :: GGG
QUOTE


***** ჯგუფი: Members წერილები: 2183 წევრი No.: 44221 რეგისტრ.: 17-October 07

გამოგზავნილია: 24 Aug 2011, 16:45#27042546 ბარათი · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა tamuna111

აბაშიძეზეა სანამ პეჟოსთან მიხვალ მედავდივარ მანდ smile.gif

QUOTE


***** ჯგუფი: Members წერილები: 2183 წევრი No.: 44221 რეგისტრ.: 17-October 07

გამოგზავნილია: 24 Aug 2011, 16:45#27042546 ბარათი · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა tamuna111

აბაშიძეზეა სანამ პეჟოსთან მიხვალ მედავდივარ მანდ smile.gif


Posted by: Sarahlaila 27 Aug 2011, 11:05
ქოეწილში მივდივარ და ვარცხნილობა მინდა კარგი და ვერ მირჩევთ ვინმეს რომ სწორედ შემირჩიოს და კარგადაც გამიკეთოს? მადლობა

Posted by: sierva maria 27 Aug 2011, 12:46
okulone
QUOTE
ნატალის რომ აქვს პრაქტიკანტები რომ ჭრიან და ვარცხნიან ეგ რა ადგილას არის?

თურქეთის საელჩოს გვერდზე,ჭავჭავაძის პარალელური პატარა ქუჩაა,ყიფშიძის კვეთა,მოკლედ საელჩოდან ჩაუხვევ და ხელმარცხნივ უნდა წახვიდე და ნახავsmile.gif

Posted by: ESCADA 28 Aug 2011, 12:17
saburTaloze normaluri saloni ( 20 lari rom ar girdes davarcxa ar icit).
amicin shevedi ,kutuzovze retro. tmis davarcxna 20 da chelka 5 da carbebi 15

Posted by: 29_tebervali 29 Aug 2011, 13:34
ESCADA
ბრავისიმო პავლოვზე, ძველი იესემის ჩასახვევთან, 12 ლარი ღირს დავარცხნა. მე როგორც წესი ვივარცხნი ცოტა ბუნებრივ, ოდნავ დახვეულ სტილზე და კმაყოფილი ვარ

Posted by: ESCADA 31 Aug 2011, 08:23
29_tebervali
QUOTE
ESCADAბრავისიმო პავლოვზე, ძველი იესემის ჩასახვევთან, 12 ლარი ღირს დავარცხნა. მე როგორც წესი ვივარცხნი ცოტა ბუნებრივ, ოდნავ დახვეულ სტილზე და კმაყოფილი ვარ 
       
--------------------

შევივილი აუცილებლად, მასე ოდნავ ბუნებრივად დამვარცხნეს გუშინ 19 ლარად ისიც პატივი გეცითო

Posted by: magnet 31 Aug 2011, 10:27
სილამაზის სალონი მელანჟი კარგია თუ იცით? წარბების გაკეთება მინდა

Posted by: ათულია 31 Aug 2011, 11:37
magnet
აუ მელანჟი არ ვიცი მაგრამ პეკინზე 2-3 ნიმერში მაგთის ოფისის გვერდით არის სალონი "სოლო" მანდ ძალიან მაგრად აკეთებენ წარბებს
ნინო ქვია იმ ქალს

Posted by: BAKUSA 7 Sep 2011, 17:19
მელირება მინდა სამ ფერში , მირჩიეთ რომელ სალონში გავიკეთოო ,სად აკეთებენ ხარისხნიანად, ?100ლარამდე რომ ღირდეს დაახლოებით

Posted by: Robert_Lokamp 8 Sep 2011, 13:13
ნატალის სტილისტის კურსებს ახლოს ვინმე იცნობს?
ღირს მანდ გგოგოსთვის კურსების გავლა? გარგად თუ ასწავლიან?

Posted by: hermion granger 8 Sep 2011, 16:20
BAKUSA
100 ლარამდე ღირს თუ არა არ ვიცი,მილირებას არ ვიკეთებ, მაგრამ მინახავს და ძალიან მომეწონა.ფერებს აჯენს ბუნებრივს, არა რიჟა, არა ყვითელი(თუ რა თქმა უნდა შენი სურვილი არ არის) ეს არის ჩემი სტილისტი ნინა.ბარნოვზე, ნაფარეულიდან ადიხარ და სამრეცხაოს პირდაპირ. ძალიან კარგად ჭრის და ღებავს.

Posted by: parikutini 9 Sep 2011, 02:54
მე გიგისთან დავდივარ დაახლოვებით 4 წელია უკვე, დადის აქეთ იქით სალონებში და დავყვები, ნატალიში მუშაობდა აშოტასთან ერთად, მერე ვაკეში გადაბარგდა ეხლა მერიოტის გვერდით გადასულა სადღაც... მივალ ამ დღეებში, ვენდობი და ყოველთვის გაღიმებული გამოვდივარ სალონიდან... მაგრად ჭრის, მაგრად ვარცხნის. პრიჩოსკები არ ვიცი, ალბათ აკეთებს.... ჩემი ცანცარა მიყვააარს love.gif

Posted by: BAKUSA 12 Sep 2011, 17:50
სალონს რა ქვიაა? ვეძებ სტილისტ რომელიც ბუნებრივ ფერებში დამიჯენს მელირებას , ყავისფერ შოკოლადისფერ ტონალობაში მინდა, გაღიავების გარეშე

Posted by: vasi74 12 Sep 2011, 21:19
QUOTE
ყავისფერ შოკოლადისფერ ტონალობაში მინდა
ასეთ ფერს გაღიავება არც სჭირდება თუ რათქმაუნდა შეღებილი არ გაქვს

Posted by: lali_joli 12 Sep 2011, 21:22
QUOTE
ვეძებ სტილისტ რომელიც ბუნებრივ ფერებში დამიჯენს მელირებას , ყავისფერ შოკოლადისფერ ტონალობაში მინდა, გაღიავების გარეშე

სალონი X ბარნოვზე

Posted by: BAKUSA 13 Sep 2011, 10:51
ტელეფონის ნომერი ხომ არ გაქვს? მომწერე პმ-ში

Posted by: Ruska6 14 Sep 2011, 15:37
გოგოებო sad.gif თმა ისევ გამიფუჭდა ბოლოები საშინელ დღეში მაქ, მენანება მაგრამ უნდა შევიჭრა სხვა გზა არ მაქ.. სად შემაჭრიან კარგაად? და მისაღებ ფასად...

Posted by: teonala 15 Sep 2011, 10:02
BAKUSA

მე ვიცი, თავისუფლებიდან რომ აუხვევ მაღლა, ლეონიძის 12 თუ 14 ნომერში უბრალო სალონია მაგრამ ისე მაგრად აჯენს ფერებს.
მზია 597 762233 თან ძალიან იაფია.
მხატვარი იყო ეს ქალი ადრე და საოცარი ფერების შეხამების უნარი აქვს.
შეჭრით ვერ ჭრის კარგად მაგრამ მელირებას ფანტასტიურად აკეთებს.
მე ჩვეულებრივი ქუდით გავიკეთე მელირება და სადაც არ დამივარცხნია ყველას ეგონა რომ ფოლგით მქონდა გაკეთებული.

Posted by: sheshlili 15 Sep 2011, 17:18
თბილისში რამე სალონიც გეცოდინებათ, სადაც ბიჭს ურჩევენ და თან კატალოგიდან აარჩევინებენ რამე სტილს, გრძელი თმა რომ შეჭრან კარგად (ისევ გრძელი პრიჩოსკა, მაგრამ ეგრე თვითნებურად გაზრდილი კი არა, ფორმა მიცემული)

Posted by: Coffee_and_Cigarettes 15 Sep 2011, 17:54
Mbp13

გავიგეთ

30 რეკლამა

Posted by: Minion 15 Sep 2011, 21:58
რამე სალონი მირჩიეთ სადაც თვითონ შემირჩევენ ვარცხნილობას და თმის ფერს

Posted by: lali_joli 19 Sep 2011, 12:43
რამდენად მისაღებია თქვენთვის ფასები სილამაზის სალონებში? ღირს თუ არა 20 და 25 ლარის გადახდა დავარცხნაში?

Posted by: nina1992 19 Sep 2011, 17:17
QUOTE
ღირს თუ არა 20 და 25 ლარის გადახდა დავარცხნაში?


ჩემთვის არა, იმიტომ რომ ურჯულო თმა მაქვს და არ ჩერდება დავარცხნილი.
არც ვივარცხნი არასოდეს.

Posted by: ვივიანა 19 Sep 2011, 17:36
lali_joli
არც ვიხდი
ამისთვის უთო შევიძინე და ან მე ვისწორებ ან დაქალი მისწორებს..

კატასტროფა ფასებია..
მარტო ფრჩხილებს ვიკეთებ, ისიც იმიტომ რომ ვერ ვისწავლე

Posted by: ello_ello 19 Sep 2011, 19:54
მინდა თმების შეჭრა,ძალიან გრძელი თმა მაქვს + დავარცხნა ხვეული ეფექტით და რამდენი დამიჯდება ხომ ვერ მეტყოდით დაახლოებით?

Posted by: parikutini 19 Sep 2011, 20:06
lali_joli

13 ლარად ვივარცხნი უკვე მე-6 წელია ჩემს სტილისტთან და მიღირს...
ქორწილია დაბ დღეა თუ რაცაა (ნუ მარტო ისეთ დღეებში ვივარცხნი, თუ სადმე მივდივარ, ყოველდღიურად ჩემითაც ვუმკლავდები), ისე მოვდივარ იქიდან თითქოს ახალი დავარცხნილი ვარ. ასე რომ მიღირს smile.gif

Posted by: ello_ello 19 Sep 2011, 21:05
QUOTE
მინდა თმების შეჭრა,ძალიან გრძელი თმა მაქვს + დავარცხნა ხვეული ეფექტით და რამდენი დამიჯდება ხომ ვერ მეტყოდით დაახლოებით?


Posted by: vasi74 19 Sep 2011, 21:17
QUOTE
მინდა თმების შეჭრა,ძალიან გრძელი თმა მაქვს + დავარცხნა ხვეული ეფექტით და რამდენი დამიჯდება ხომ ვერ მეტყოდით დაახლოებით?

19ლარი სალონი X

Posted by: lali_joli 19 Sep 2011, 21:19
QUOTE
13 ლარად ვივარცხნი უკვე მე-6 წელია ჩემს სტილისტთან და მიღირს

13 ლარი ნორმალური ფასია

Posted by: Addict 19 Sep 2011, 21:23
ჩემი ყოფილი სტილისტი 5-6-7 ლარად ისე მაგრა მივარცხნიდა თან მყვებოდა, აპრეხილებს და ლოკონებსაც მაგ ფასად მიკეთებდა მაგრამ მერე გაქრა იმ სალონიდან. შეჭრაში 8 ლარზე მეტი არ გადამიხდია. დახვევა გავიკეთე ერთხელ 12 ლარი დაჯდა ეგ იყო მაქსიმუმი biggrin.gif

Posted by: lali_joli 19 Sep 2011, 21:30
QUOTE
ჩემი ყოფილი სტილისტი 5-6-7 ლარად ისე მაგრა მივარცხნიდა თან მყვებოდა, აპრეხილებს და ლოკონებსაც მაგ ფასად მიკეთებდა მაგრამ მერე გაქრა იმ სალონიდან. შეჭრაში 8 ლარზე მეტი არ გადამიხდია. დახვევა გავიკეთე ერთხელ 12 ლარი დაჯდა ეგ იყო მაქსიმუმი

რომელ სალონში მუშაობდა?

Posted by: lilu777 19 Sep 2011, 21:46
შორსაა მაგრამ მშვენიერი პატარა სალონია თმას იდეალურად მვარცხნიან 5 ლარად. და სულ ვივარცხნი. თუ სადღესასწაულო ვარცხნილობა დამჭირდა ან შეჭრა მაშინ აბაშიძეზეა ერთი სალონია სახელს არ ვიტყვი რეკლამაში ჩამეთვლება და იქ დავდივარ. დავარცხნა ისეთი რამეა ან აუზზე წახვალ ან წვიმამ დაგისველოს შეიძლება ამიტომ 20 ლარის გადახდა არ ღირს smile.gif

Posted by: Addict 21 Sep 2011, 19:45
QUOTE (lali_joli @ 19 Sep 2011, 21:30 )
QUOTE
ჩემი ყოფილი სტილისტი 5-6-7 ლარად ისე მაგრა მივარცხნიდა თან მყვებოდა, აპრეხილებს და ლოკონებსაც მაგ ფასად მიკეთებდა მაგრამ მერე გაქრა იმ სალონიდან. შეჭრაში 8 ლარზე მეტი არ გადამიხდია. დახვევა გავიკეთე ერთხელ 12 ლარი დაჯდა ეგ იყო მაქსიმუმი

რომელ სალონში მუშაობდა?

სახელი არ ჰქვია ამ სალონს, უბანშია და ადგილობრივებზე მუშაობენ ძირითადად biggrin.gif

Posted by: milda 23 Sep 2011, 23:11
ფრჩხილების პრობლემა მაქვს საშინლად უფორმო მაქვს და ჩემით ვერ ვუმკლავდები და თუ იცით ყველაზე კარგად სად აკეთებენ ძალიან ძვირიც რომ არ იყოს

Posted by: SweetGirl 23 Sep 2011, 23:33
წამწამებს აგრძელებენ სადმე? რა ღირს და რამდენ ხანში ერთხელ კეთდება?

Posted by: lika20 25 Sep 2011, 14:02
parikutini
QUOTE
ისე მოვდივარ იქიდან თითქოს ახალი დავარცხნილი ვარ


ეგეთ სტილისტს ჯერ ვერ მივაკვლიე რომ დიდხანს არ დაიშალოს თმები. საღამოზე მივდიოდი 8 საათზე და ნუ 5 საათზე მივედი სალონში და დავიხვიე თმები. სახლში მოვედი და დაშლილი იყო ყველაფერი, კინაღამ გული გამისკდა : ))

სად არის შენი სტილისტი ხომ ვერ მეტყვი?

Posted by: parikutini 25 Sep 2011, 14:55
რეკლამა რომ არ გამომივიდეს პმ-ში მოგწერ smile.gif

მე ქორწილისთვის გავიკეთე მსუბუქი ლოკონები, მეორე დღეს თითით გადავახვიე მარტო და წავედი ჩვეულებრივად, მშვენივრად მქონდა smile.gif ნუ ჩემთვის კარგი ხელი აქვს smile.gif

Posted by: mantulia 25 Sep 2011, 21:45
ახალი სალონია 53 სკოლასთან და იქ ვივარცხნი თმებს ძირითადად, ჩემი მეგობრისაა და ვენდობი ჩემს მეგობას, ლამინირება გავიკეთე გუშინ და მართლა კარგი ყოფილა, 40 ლარი დამიჯდა ვნახოთ რამდენ ხანს მეყოფა. დავარცხნისთვის გირჩევთ და შეჭრით მე ჯერ არ შემიჭრია იქ biggrin.gif

Posted by: kandase 27 Sep 2011, 12:31
QUOTE
მელირება მინდა სამ ფერში , მირჩიეთ რომელ სალონში გავიკეთოო ,სად აკეთებენ ხარისხნიანად, ?100ლარამდე რომ ღირდეს დაახლოებით



კოპალაში, პარლამენტსი გვერძე, ოლია ქვია სტილისტს, ნუ სასწაულებს შვრება, ძალიან მაგარია > 100 ლარი სამ ფერში, 70 ლაროი2 ფერში

Posted by: sallamandra 28 Sep 2011, 17:49
მე თმის დაგრძელება მინდა, იაფად და ხარისხიანად ..

აბა სად მირჩევთ ?

Posted by: AUTOPAPA_GE 29 Sep 2011, 10:27
საუკეთესო სალონია ბიუთი სალონი, რომელიც მდებარეობს ბერძენიშვილის 14ში, ყველანაირად გამორჩეულია

Posted by: drozera 29 Sep 2011, 10:40
უფ, ეხლა დავარცხნაში მახდევინე 20-25 ლარი, 6 ლარად ისე მვარცხნის ჩემი ვიკა, სანამ არ დავიბან ახალი დავარცხნილივით მაქვს smile.gif ასევე შეჭრაც - 5ლ.

Posted by: Just_smile 12 Oct 2011, 23:19
ადრე სასტუმრო აფხაზეთის ქვემოთ რომ იყო სილამაზის სალონი იქ დავდიოდი ყოველთვის და ეხლა მიცკევიჩზე არიან. ყველაფერს იქ ვიკეთებს წარბებიდან დაწყებული თმებით დამთავრებული. მე მომწონს და რავიცი smile.gif

Posted by: unaccompanied_manner 16 Oct 2011, 20:23
ბაგატელეში ლუკასთან ვიჭრი 20 ლარი ღირს და მართლა ძალიან მაგარია smile.gif
ისე ოლია კოპალიდან ადრე გალათეაში იყო და მაგასთან მაქ თმის დაგრძელება გაკეთებული ჩემი დაქალის დედაა ძააან ძაან მაგარიაა მართლა და ძალიან ძალიაან მიყვარს ჩემი ოლია დეიდა :*:*:*:*:*:* smile.gif)))

Posted by: Golden Fish 16 Oct 2011, 22:45
ედიკა სტილისტი რომელ სალონში მუშაობს ვინმემ ხომ არ იცით?

Posted by: Robert_Lokamp 21 Oct 2011, 19:59
სტილისტის იარაღებს სად ვიყიდი?
სერიოზულებს. პროფესიონალურებს.
არ იცით არავინ რამე ტოჩკა?

Posted by: mevarazazeli 1 Nov 2011, 14:40
ვინმემ ხომ არ იცით ბაგატელის ნომერი? და ვინ აკეთებს მანდ ლამაზ საქორწინო ვარცხნილობებს?

Posted by: lika_doooup 7 Nov 2011, 11:46
ნეო ნეო ში როგორი სტილისტები არიან ვინმემ თუ იცის?????? 1 კვირის წინ შევიჩერი ერთ-ერთ სალონში თმა და ისე ვერ შემჩრა როგორც მინდოდა sad.gif

Posted by: artura 7 Nov 2011, 14:26
მე მინდა თანამედროვე სალონის მისამართი

Posted by: vivavika 8 Nov 2011, 00:46
აი ეს ფერი მინდა თმა

http://www.radikal.ru
ასეთი ოღონდ უფრო მუქი მელირებით
http://www.radikal.ru
როგორ და სად გამიკეთებენ,თან არც ისე ძვირად?

Posted by: E_ko 8 Nov 2011, 13:50
ისე მინდა აღმოვაჩინო სალონი, სადაც გავიკეთებ აბსოლუტურად ყველაფერს.
დამღალა აქეთ იქით სიარულმა. ხომ შეიძლება თმის შეჭრა, დავარცხნა, შეღებვა, მანიკურ-პედიკური და წარბი ერთ სალონში გავიკეთო sad.gif.
ერთადერთი ჩემს კოსმეტოლოგს ვერ შეველევი, მისი ერთგული ვრჩები.

Posted by: duosi 8 Nov 2011, 13:52
მართლაც იშვიათია სალონიდან კმაყოფილი გამოხვიდე, მაგის გამო ვეზარება წასვლა სალონში ვიცი, რომ მაინც უკმაყოფილო წამოვალ. აბსოლუტურად არ ემთხვევა ჩემს მიერ წარმოდგენილი ვარცხნილობები მათ მიერ გაკეთებულს.

Posted by: inamura 8 Nov 2011, 13:57
თმის ლამინირება რას ნიშნავს? smile.gif

Posted by: Golden Fish 8 Nov 2011, 17:04
duosi
QUOTE
მართლაც იშვიათია სალონიდან კმაყოფილი გამოხვიდე, მაგის გამო მეზარება წასვლა სალონში ვიცი, რომ მაინც უკმაყოფილო წამოვალ. აბსოლუტურად არ ემთხვევა ჩემს მიერ წარმოდგენილი ვარცხნილობები მათ მიერ გაკეთებულს.

yes.gif yes.gif yes.gif მართალი ხარ

Posted by: solomoni84 9 Nov 2011, 18:00
ცხოვრებაში ერთხელ გამიართლა და მომეწონა ალონში გაკეთებული ვარცხნილობა
მეგონა მეშველა თქო და მალევე მივედი იმავე სალონში.... ენით ვერ ავწერ რა საშინელება ხდებოდა ჩემ თავზე

Posted by: megiko 10 Nov 2011, 18:10
ერთი და იგივე სალონში არასოდეს დავდივა და ჯერ ვერ დავამუღამე კარგი სალონი

Posted by: tea29 21 Nov 2011, 14:36
Warning:
ვაკანსიების შესახებ განცხადებები თავსდება განყოფილებაში
http://forum.ge/?showforum=34

Posted by: Jewel 1 Dec 2011, 22:05
სად გავიკეთო მელირება ?
წინა ექსპერიმენტით დიდად კმაყოფილი არ დავრჩი ..

Posted by: elenerehn 1 Dec 2011, 22:30
თუ შედარებით იაპად გინდა თან ხარისხიანად პლეხანოვზე ''კარინაში'' smile.gif

Posted by: Jewel 2 Dec 2011, 15:50
დიდი მადლობა რჩევისთვის smile.gif
გაგიკეთებია იქ? ფერი ის დაგისვეს რაც უთხარი? war.gif

Posted by: ninu_ka 6 Dec 2011, 16:58
მელირების გაკეთება გადავწყვიტე, ერთ ფერში, ძალიან ლათად მინდა smile.gif ლა ჟოლში ვიკითხე და 100 ლარი მითხრეს. იმედია ისეთს გამიკეთებენ როგორსაც ვეტყვი, ექპერიმენტები არ მინდა და კიდევ სად აკეთებენ კარგად ვინმემ ხო არ იცით? smile.gif

Posted by: lali_joli 8 Dec 2011, 14:55
QUOTE
ისე მინდა აღმოვაჩინო სალონი, სადაც გავიკეთებ აბსოლუტურად ყველაფერს.
დამღალა აქეთ იქით სიარულმა. ხომ შეიძლება თმის შეჭრა, დავარცხნა, შეღებვა, მანიკურ-პედიკური და წარბი ერთ სალონში გავიკეთო sad.gif.
ერთადერთი ჩემს კოსმეტოლოგს ვერ შეველევი, მისი ერთგული ვრჩები.

სალონი X ბარნოვზე

Posted by: ninuciko 10 Dec 2011, 17:00
ყველაზე ძვრი როგორ ვარცხნილობაში გადაგიხდიათ

Posted by: nia_ni 11 Dec 2011, 21:34
გამარჯობათ,ვინმე ხომ არ ყოფილხართ სილამაზის სალონ "Fashion"-ში (გამსახურდიას №15), როგორ ჭრიან თმას? თან საახალწლოდ რაღაც ფასდაკლებები აქვთ.

Posted by: იირკოლა ჩი 11 Dec 2011, 22:26
მელირება მინდა მეეეც და არ ვიცი სად გავიკეთო, ძააალიან მენანება თმა რომ დამიწვან და ფერიც ის დასვან რაც მინდა სად მირჩეევთ???

Posted by: პარიჟანი 12 Dec 2011, 11:40
ვინმე სტილისტი არ იცით მამაკაცის სომხურ პრიჩოსკებს რო არ ჭრიდეს?... ძალიან დამავალებთ....

Posted by: Golden Fish 19 Dec 2011, 03:04
ამ ქვეყანაში სტილისტები არ არსებობენ. აქ მხოლოდ პარიკმახერები არიან biggrin.gif tongue.gif

Posted by: LOTUSi 29 Dec 2011, 17:46
ჩაწერის გარეშე სადმე რო მივაჭრა არ იცით კარგი სალონი? biggrin.gif

შეჭრა მინდა

Posted by: provocateur 3 Jan 2012, 14:44
ლუკა ბაგატელშჳ ძალიან მაგრად ჭრის ... ანუ როგორც გინდა ისე გაგიკეტებს და არა თავისებურად რო იციან !

Posted by: ******* 4 Jan 2012, 12:24
საქორწილო ვარცხნილობა და მაკაიჟი სად გავიკეთო, რას მირჩევთ??? უკვე უნდა ვიზრუნო მაგაზე, თორე....

ნატალი??? კონკრეტულად ვინ ან რომელ ფილიალში???

Posted by: nimfunia 4 Jan 2012, 23:14
გამარჯობათ , გილოცავთ ახალ წელს სულ ლამაზგაკრეჭილპრიჩოსკებიანი ყოფილიყავით მუდამ biggrin.gif
მოკლედ რა მაინტერესებს ძველით ახალ წელს კორპორატიული წვეულება მაქვს და ძალიან მინდა თავი მოვიწონო ლამაზი ვარცხნილობით და იქნებ კარგი სტილისტი smile.gif მირჩიოთ ვინმემ ვინმე ?smile.gif აი თუნდაც ბაგატელში ( მოდაშია ხო ეს სალონი wink.gif ) და ფასებიც იქნებ მითხრათ , მიღირს თუ არა წასვლა ვიცოდე წინასწარ. wink.gif მადლობთ წინასწარ ყურადღებისთვის და ველი თქვენს გამოხმაურებას

Posted by: provocateur 5 Jan 2012, 20:39
ლუკა ბაგატელიდან smile.gif) თუ გინდა ნომერს მოგცემ PM ?smile.gif ოღონდ წინასწარ უნდა დაურეკო

Posted by: eleven 6 Jan 2012, 21:45
ბიჭის სტილისტი მინდა კარგი, ველოდები შეოთავაზებებს

Posted by: TamunaKr 7 Jan 2012, 02:17
ვინც იცით,იქნებ მირჩიოთ რომელ სალონშია კარგი კოსმეტოლოგი. აი წარბებს რომ აკეთებდეს კარგად. ნუ ძირითადად ეგენი აკეთებენ ხოლმე

Posted by: anoban 12 Jan 2012, 21:12
QUOTE
ამ ქვეყანაში სტილისტები არ არსებობენ. აქ მხოლოდ პარიკმახერები არიან 

lol.gif

Posted by: Mrs Raycher 29 Jan 2012, 16:32
BloodElf

QUOTE
აი მე მინდა კაი სალონი .. ისეთი ისე რომ შემჭრან ზუსტად როგორც ვეტყვი და ნუ ტუ დზაან ძვირიც არ იქნება მთლად უკეთესი


V&M, ვაკეშია, ჭავჭავაძეზე...

ჯავახიშვილის პირველი კორპუსის გადასწვრივ რომ მაგთის ოფისია იმის უკან...

ძალიან კარგი სალონია და რაც მთავარია ძალიან მაგრად ჭრიან თმას... ზუსტად ისე როგორც ეტყვი, ჯერ იქიდან უკმაყოფილო არავინ გამოსულა...

ვაჟა იკითხე და ძალიან კარგი სტილისტია, ოღონდ უნდა დარეკო და წინასწარ ჩაეწერო.

თუ დაწვრილებით გაინტერესებს PM მომწერე და გეტყვი ყველაფერს smile.gif

თუ დაწვრილებითი ინფორმაცია გინდა

Posted by: marao111 29 Jan 2012, 20:25
სალონში ყოველთვის დავდივარ თმის შესაჭრელად,მაგრამ თმას სახლში ვიღებავ.

Posted by: tatia@ 1 Feb 2012, 19:05
Coffee_and_Cigarettes
სალონი X ბარნოვზე ძალიან მაგარია,იკითხეთ ვაჟა.

Posted by: NIANU_3 2 Feb 2012, 12:01
*******
მარიგოლდშI ლიკასთან უმაგრესია

Posted by: teonala 10 Feb 2012, 13:01
აჩეხილ კარეს ვინ ჭრის კარგად ?

---------------------------------------------

Posted by: oxx. 12 Feb 2012, 05:43
teonala
QUOTE
აჩეხილ კარეს ვინ ჭრის კარგად ?

biggrin.gif

Posted by: teonala 12 Feb 2012, 06:13
Levoxx.

რა გაცინებს? დღეს შევიჭერი და რას ვგავარ უნდა ნახო,ხვალ მივდივარ სხვაგან რომ გადამიკეთონ sad.gif

მალე მგონი გადავიხოტრი...



weep.gif

Posted by: oxx. 12 Feb 2012, 06:30
teonala

QUOTE
დღეს შევიჭერი


დაიდოს!

QUOTE
გადავიხოტრი...


love.gif

Posted by: teonala 12 Feb 2012, 13:19
Levoxx.

შენ რომ ჩემზე გრძელი თმა გაქვს არაუშავს ?

user.gif 2kiss.gif
:თმებშიმოქაჩვა: love.gif

Posted by: oxx. 12 Feb 2012, 15:08
teonala
QUOTE
შენ რომ ჩემზე გრძელი თმა გაქვს არაუშავს ?


მეც შევიჭრა? user.gif

Posted by: teonala 13 Feb 2012, 01:30
Levoxx.
QUOTE
მეც შევიჭრა? user.gif 


არა, არც გაბედო love.gif

Posted by: sexi-bicola 13 Feb 2012, 17:45
დორებით ტატუს სად აკეთებენ მითხარით რაა

Posted by: lelukalela27 13 Feb 2012, 19:59
QUOTE
რა გაცინებს? დღეს შევიჭერი და რას ვგავარ უნდა ნახო,ხვალ მივდივარ სხვაგან რომ გადამიკეთონ

მალე მგონი გადავიხოტრი...

აღმაშენებელზე სალონ ზიზი ში წადი.ერიკა აჩრის კარგად...კმაყოფილი დარჩები...smile.gifsmile.gif

Posted by: ira79 13 Feb 2012, 20:17
ეგ კი იციან , თუ აგარ გამოდის, აკლებენ მერე სიგრძეს, სხვა რა გზა აქვთsmile.gif ერთიდაიგივე პარიკმახერიც ზოგჯერ კარგად მჭრის, ზოგჯერ ვერა, სადღა წახვიდე ვეღარ გაიგებ...

Posted by: seturi888 14 Feb 2012, 09:11
პოდიუმში ვაკეში ვიჭრიდი ერთ-ერთ გოგოსთან კარგი სპეციალისტია, მაგრამ ერთი მინუსი აქ თუ ცუდ ხასიათზეა მაგრად ბანძად გჭრის, ხოოოდა ჩემი წვალებით გაზრდილი გრძელი თმა ისე დამიმოკლა მეტი აგარ მივსულვარ sad.gif

Posted by: kikisa 14 Feb 2012, 17:31
იტალიურ სალონში ბარნოვზე დღეს შევიჭერი მშვენივრად, თან წარბებზეც აქცია ჰქონდათ 8 ლარის მაგივრად 4ლარი გადავიხადე - 73 ნომერში bis.gif

Posted by: tatuuu 16 Feb 2012, 21:43
არსებობს ისეთი სალონი სადაც ქერად შემღებავენ თმას და არ გადამებუგება? smile.gif ქერა გამოცდილი მაქვს უკვე და თმის მაგივრად ჩალა მქონდა smile.gif მეშინია იგივე არ განმეორდეს და არსებობს მსგავსი სალონი?

Posted by: mainc 17 Feb 2012, 11:59
ვარცხნილობის გაკეთება მინდა
ვის შეიძლება ვენდო აზრზე არ ვარ
რაც ყურმოკვრით მაქვს გაგებული - ნატალია
მარა უფრო გაპიარებულია და იმიტომ

რა ფასებია მიახლოებით?

თან რთული გასაკეთებელი არ უნდა იყოს, რაც მინდა

მეგობრის ქორწილისთვის გავიკეთე ადრე, ისე დამამახინჯეს, ლამის ვიტირე
არადა, მაშინდაც თითქოს მარტივი დავალება მივეცი

Posted by: vasi74 18 Feb 2012, 00:55
http://www.keratincomplex.com/
ნახეთ რა ფასებია,ამიტომ ჯდება ამით თმის გასწორება ძვირი,მხრებს ზევით თმა 150 ლარი და ა.შ
* * *
მე გამიკეთებია და მართლა ძალიან სწორი და ლამაზი ხდება თმა,

Posted by: mariamo_mariamo 18 Feb 2012, 15:47
აი ეგ პრესტიჟი საშინელი სალონია :|არ დაიჯეროთ რომ კარგია !საზიზღრობააა

Posted by: ქეთუ 18 Feb 2012, 20:13
მელიქიშვილზე რომ არის სალონი, დაახლოებით საქართველოს ბანკთან. მგონი პრაქტიკანტები მუშაობენ ნომერი არ იცით?
ნულები ურევია თუ სწორად მახსოვს.

Posted by: Golden Fish 20 Feb 2012, 04:55
საღებავის ჩამორეცხვა როგორ ხდება სალონებში არავინ იცით?

Posted by: Salome_L 20 Feb 2012, 13:17
ისეთი სტილისტი მინდა თვითონ რომ მირჩევს, რა და როგორ მომიხდება და მართლა რომ მომიხდება მერე biggrin.gif ჩოლკის შეჭრა მინდა, მარტო ერთხელ მქონდა ალბათ 14 წლის ასაკში ჩემით შევიჭერი ძალიან მოკლე ჩოლკა და პრიუტის ბავშვს დავემსგავსე, რაღაც სასწაული სახის ფორმა მაქვს, არ ვიცი მრგვალი, არ ვიცი დაიმონდ-თრიანგელი, საფეთქლებთან და ყვრიმალების ძვლებთან მაქვს ყველაზე განიაერი სახე, ხოდა მეშინია გარისკვა, არადა ყელში მაქვს უკვე ერთი და იგივე მუდმივად. ან სადმე პარიკი რომ მოვიზომო არ შეიძლება? მომხდება თუ არა ისეთი ვარცხნილობა.

ასეთს ვისურვებდი, თმა კი მაქვს გრძელი, თითქმის წელამდე.

http://www.radikal.ru

Posted by: niite 20 Feb 2012, 13:26
Salome_L
QUOTE
ან სადმე პარიკი რომ მოვიზომო არ შეიძლება?

მგონი ვაგზლის ბაზრობა როა, აი ტრუსები კალგოტკები და რაღაცეები რომ იყიდება მაგის წინ გრძელი რიგია (და მერე შესასვლელი რიგები სიგნით) იყიდება პარიკები biggrin.gif ნაირ-ნაირი, ჰოდა მიდი და მოიზომე, შენგან რა მიდის biggrin.gif

Posted by: Salome_L 20 Feb 2012, 16:15
ბავშვობაში მახსოვს ეწერა ხოლმე პარიკებს ხელით არ შეეხოთო და მოზომვა 50 თეთრიო biggrin.gif ხოდა ეხლაც გადავიხდიდი, მაგრამ თან რაღაც მერიდება რაა smile.gif ზედმეტად მორცხვი ვარ biggrin.gif

Posted by: Golden Fish 21 Feb 2012, 00:10
საღებავის ჩამორეცხვა როგორ ხდება სალონებში არავინ იცით?

Posted by: viola82 21 Feb 2012, 20:17
კარგი კოსმეტოლოგი მირჩიეთ რა,,,, :-)

Posted by: kikisa 24 Feb 2012, 22:11
საღებავის ჩამორეცხვა სალონში ხდება შემდეგ ნაირად: შამპუნი+პერიკისი (ოღონდ პროპორციები არ ვიცი) და ძალიან ჩქარა აი ამ შემადგელობით ხდება არასასურველი თმის ფერის ჩამორეცხვა.


Posted by: _DelgadA_ 29 Feb 2012, 13:29
ვერ გადავწყვიტე ვისთან შევიჭრა თმა, მგონია რომ აქ ვისაც აქებენ რეკლამაა მარტო. მაინც ვიკითხავ, ნატალიში რომ შევიჭრა, ვისთან შევიჭრა და რომელ ფილიალში? ვისაც გიცდიათ..

Posted by: nino17 3 Mar 2012, 20:34
გოგოებო ვისთან მირჩევთ თმის შეჭრას? სწორად მაქვს შეჭრილი და აჩეხვა მინდა ბოლოებში და რომელ სალონს მირჩევთ?ძაან ძვირიც რომ არ ღირდეს

Posted by: natia555 9 Mar 2012, 11:49
იქნებ დამეხმაროოოთ. თმის შეჭრა მინდა , ოღონდ ზუსტად არ ვიცი როგორsmile.gif იქნებ მირჩიოთ ვისთან შევიჭრა?თან ისე,
რომ თვითონ მირჩიოს როგორ მომიხდება

Posted by: KoShKa 9 Mar 2012, 12:07
ე.წ. highlits-ების გაკეთება მინდა Fოლგით და სად გავიკეთო?
მემგონი იგივე მელირებაა? არ ვიცი

Posted by: iunona 10 Mar 2012, 01:56
ეჰ,კარგია როცა კარგი მრჩეველია სტილისტი მაგრამ სად არის?ყველა იმას გირჩევს,რასაც,თავად ჭრის კარგად და იოლად...ადრე ვიჭრიდი ვაკეში,სახანძრო რომ იყო იმის პირდაპირ,საყოფაცხოვრებოში,2სართულზე,სომეხი კაცი იყო,სახელს ვერ ვიხსენებ და წლებია ვეძებ.ძალიან უბრალო სალონი იყო,მაგრამ მაგარი ხალხი დადიოდა.თვითონ გეუბნებოდა,რა,გჭირდებოდა და 7-8 წუთში აკეთებდა ვარცხნილობას...იმის მერე,სონებში სულ ვეძებ,სახეზე კი ვიცნობ....
* * *
კარგად ჭრის ნატალიში ლია,ქერათმიანი ქალია....

Posted by: bird*mad*girl 14 Apr 2012, 13:06
10 წელია ერთ სტილისტ-პარიკმახერთან დავდივარ და სხვა არავინ მინდა! თვითონ მირჩევს სტილსაც, თმასაც მიღებავს ათასფრად და ბევრად იაფი ჯდება ვიდრე ფოე ფოე სალონებში, შედეგი - უკეთესი

Posted by: teklateo 13 May 2012, 12:24
პლეხანოვზე რომ არის სალონი "კარინა" იმაზე რას იტყოდით? ღირს მისვლა?

Posted by: Alice_ 13 May 2012, 13:38
მე ბოლო დროს ბარნოვზე 'fix' -ში დავდივარ და მომწონსsmile.gif

Posted by: bird*mad*girl 13 May 2012, 20:10
teklateo
მე დავდივარ ხოლმე თმის დასავარცხნად და ნებისმიერთან ვჯდები, ამ მხრივ ყველა კარგია ნამდვილად, შეჭრა/შეღებვა არ ვიცი, არ მიცდია ჯერ

Posted by: magnika 20 May 2012, 11:14
ჰმმმმმმ, რეკლამებს აქვს აქ ადგილი!!! საქართველოშჳ ნაკლებად თუ მოიძებნება ვინმე კარგი სტილისტი, ჯერ ის რომ სტილისტი პარიკმახერისგან ვერ გაურჩევია თვითონ 80% ვაი სტილისტს და შემდეგ რას ჭრიან ან რას ღებავენ თვითონაც არ იციან, ძალიან კარგი სპეციალისტია ლენა სალონი პოდიუმი უნივერის პირველი კორპუსის ჭინ, კეკელიძის 1 ნომერია მგონი

Posted by: ქეთუ 20 May 2012, 12:37
magnika მე ძალიან კმაყოფილი ვარ ვაჟათი.

რთული შესაჭრელი რო მაქვს მაგას ვენდობი მარტო.

და თუ შემოსწორება მინდა და სხვა რამე მაშინ სხვა სალონში დავდივარ biggrin.gif

Posted by: bird*mad*girl 21 May 2012, 11:40
რაღაც ისეთი მინდა, რადიკალური
ჩემ პარიკმახერთან არ მინდა, რაღაც ახალი მინდა ვცადო და თან ვიცოდე რომ მართლა კარგია
შეჭრა-შეღებვა, ორივე
ხოდა ფრანკ პროვიში წავიდე ვითომ თუ რა ვქნა

Posted by: zuzu111 21 May 2012, 23:25
QUOTE (NIANU_3 @ 2 Feb 2012, 12:01 )
*******
მარიგოლდშI ლიკასთან უმაგრესია

აუუ მარიგოლდი არ ახსენო!! არაპროფესიონალების პარადია!!!

Posted by: happy-go-lucky 22 May 2012, 15:14
სალონ რეტროში თუ ხართ ნამყოფი ვინმე? და რმელ სტილისტთან?
კუტუზოვზე

Posted by: KoShKa 4 Jun 2012, 17:48
teonala
QUOTE
რა გაცინებს? დღეს შევიჭერი და რას ვგავარ უნდა ნახო,ხვალ მივდივარ სხვაგან რომ გადამიკეთონ

მალე მგონი გადავიხოტრი...


ვაიიმე მეც მაგის მსხვერპლი ვარ sad.gif
გუშინ შევიჭერი და გული გამისკდა.

სად მივიდე ნეტა? ვაკის ტერიტორიაზე არაა რამე სალონი ეგრევე რო მივადგე ეხლა სამსახურის მერე, და მომაჭრას ეს საშინელი კუდი baby.gif

Posted by: beroshvili 4 Jun 2012, 18:16
გამარჯობა ყველას!
რახან სალონებზეა ლაპარაკი, იმედი მაქვს, რომ სტილისტები(პარიკმახერები, მანიკურის სპეციალისტები) კითხულობენ. ხოდა მჭირდება მაკრატლების მლესავი. თუ მიმასწავლით დიდ მადლობას გადაგიხდით. იქნებ PM-ში მომწეროთ.
წინასწარაც მადლობა.

Posted by: doclizi 6 Jun 2012, 14:20
QUOTE
მეც მირჩიეთ კარგი სტილისტი. რამდენსაც ვეტყვი ზუსტად იმდენს რო მოაკლებს თმას სიგრძეს და ზედმეტი იმპროვიზაციისგან თავს შეიკავებს  მარტო თმის შეჭრა არა,დავარცხნის დროს ვის ანდობთ თავს. მე დავაკვირდი რომ 95 % ვინც კარგად ჭრის, ის ისე კარგად ვარცხნილობებს ვერ აკეთებს და პირიქით. 5 % მგონი მარტო ორივე რო კარგად გამოსდის 



სალონი ვიზაჟი--სტილისტი გარიკა..უმაგრესიააა..შეჭრაც და მელირებაც...

Posted by: Wednesday 11 Jun 2012, 20:42
სადმე ნორმალურად ბანენ თავს? + ბოლოს მასაჟსაც რომ აკეთებდნენ tongue.gif

Posted by: Golden Fish 11 Jun 2012, 21:44
ქეთუ
QUOTE
მე ძალიან კმაყოფილი ვარ ვაჟათი.

ეგ რომელი ვაჟაა? რომელ სალონზეა საუბარი? როგორც აღმოვაჩინე ბევრი ვაჟა არსებობს და დავიბენი.

Posted by: elene2011 30 Jun 2012, 17:27
.არ ვარ დარწმუნებული,ჩემი თხოვნის აქ გამოქვეყნებას თუ რამე შედეგი მოჰყვება, მაგრამ რადგანაც კარგ სტილისტებზეა საუბარი, მაინც ვწერ: იქნებ ვინმემ კარგი სტილისტი იცის, რომელიც ახლადგახსნილ კომფორტულ სალონში-სასწავლო ცენტრში იმუშავებს მარტოდმარტო სტილისტის პოზიციაზე: უნდა იყოს ოღონდ უნივერსალი, ქალის და მამაკაცის სტილისტი...რეალური ვაკანსიაა! (ვინა სთქვა, საქართველოში ვაკანსიების ნაკლებობააო!:))

Posted by: tati-tatia-tatuli 11 Jul 2012, 18:44
თმის მელირება მინდა და მირჩიეთ ვინმე კარგი სტილისტი რა, გახუნების ეფექტივით მინდა.

Posted by: ToRReS 13 Jul 2012, 05:10
სად ჭრიან ბიჭებს თმას ყველაზე კარგად? ნუთუ არსებობს საქართველოში პროფესიონალი სტილისტი???

Posted by: teonala 14 Jul 2012, 15:31

KoShKa

აუ მე აღმოვაჩინე გაგარინის მოედანზე ყველაზე უბრალო სალონი "ლიკა" შუქნიშანთან კიბეებით რომ ადიხარ.
ისე მაგრად შემჭრა ამ ტიპშამ , რომ უკვე მესამე თვეა მასთან დავდივარ.

ოღონდ ამ სალონის მეპატრონე ლიკა უნდა იკითხოთ. ის არის კარგი სპეციალისტი.
ისრაელში ნამუშევარი და მოკლედ ღერი ღერზე აჯენს, მართლა ძალიან გაკვირვებული დავრჩი.
სადაც არ უნდა შევიდე დასავარცხნად, ყველგან მეკითხებიან სად გაქვს ასე კარგად შეჭრილიო.


რაც შეეხება ვაკეს, ფალიაშვილზე რაუფა არის ძალიან მაგარი.






doclizi
QUOTE
სალონი ვიზაჟი--სტილისტი გარიკა..უმაგრესიააა..შეჭრაც და მელირებაც...


ვაიმე გარიკა კიდევ ცოცხალია? სადღაც 15 წლის წინ დავდიოდი მასთან, ჯერ კიდევ დინამოზე რომ იყო, მართლა ძალიან მაგარია.

Posted by: nuca 14 Jul 2012, 16:50
teonala

ბრატ შენადა ხომ არ იცი კეუნე ჯორჯია რომ არის, მანდ ასწორებენ თმას რაღაც კრემით და 3 დან 6 თვემდზე ძლებსო თუ რაღაც, ნუ ვიცი რომ ეგ მეთოდი თმას არ წვავს, მარა გაძლებს ვითომ მაგდენი ხანი?

Posted by: teonala 14 Jul 2012, 17:03
nuca

აუ არ ვიცი, კეუნე ზოგადად არ მევასება და არ დავინტერესებულვარ მაგათი სალონით.
არც ყური მომიკრავს სამწუხაროდ მსგავს მეთოდზე.


tati-tatia-tatuli
QUOTE
თმის მელირება მინდა და მირჩიეთ ვინმე კარგი სტილისტი რა, გახუნების ეფექტივით მინდა.


სოლოლაკში, ლერმონტოვის 7 ნომერში, წითელი სალონი, მზია აკეთებს მაგარ მელირებას.


Posted by: nuca 14 Jul 2012, 17:27
teonala

tak tak user.gif

Posted by: unusual 14 Jul 2012, 19:24
QUOTE
doclizi
QUOTE
სალონი ვიზაჟი--სტილისტი გარიკა..უმაგრესიააა..შეჭრაც და მელირებაც...


ეს სალონი ვაკეშია არა?

Posted by: LOTUSi 14 Jul 2012, 19:31
ხვალ მინდა თმის დავარცხნა და ჯერ არ მომიფიქრებია სად მივიდე biggrin.gif ნატალიში ესე პირდაპირ ვერ მიაჭრი ხო? ან მელანჟში

Posted by: narkozeli 14 Jul 2012, 19:33
მელანჟში (ასათიანზე) თმა დაგივარცხნიათ ვინმეს?

Posted by: fsiqea 14 Jul 2012, 22:09
სალონი "მელანჟი". სტილისტებიც და ვიზაჟისტებიც ძალიან კარგები ჰყავთ. დანარჩენიც კარგი იქნება 'ალბათ' wink.gif
* * *
narkozeli
ვაჟაზე, ნატა ძალიან კარგად ვარცხნის..

Posted by: narkozeli 14 Jul 2012, 23:23
fsiqea
QUOTE
ვაჟაზე, ნატა ძალიან კარგად ვარცხნის..


მადლობაა,ანუ შენ კმაყოფილი ხარ?გაგისწორა თუ დაგიხვია? 2kiss.gif

Posted by: fsiqea 15 Jul 2012, 00:30
დავივარცხე, ბუნებრივად დახვევის პონტში და მომეწონა.
რაც მთავარია, ისე მქონდა, როგორც უთხარი..

Posted by: vivavika 15 Jul 2012, 09:21
პედიკურის გაკეთება არასოდეს მიფიქრია სალონში რატომღაც და რაღაც ვეღარ ვიკეთებ,სალონში მინდა ვცადო.სად მივიდე?ცოტა ფაქიზი საქმეა.და თან მაქვს შინაგანი კომპლექსი,ყველას ფეხს ვერ მივუშვერsad.gifსაერთოდაც არ მიყვარს ეგ პროცესიიიი

Posted by: Tak 18 Jul 2012, 20:47
teonala
QUOTE
tak tak 


biggrin.gif ლოლ

Posted by: narkozeli 18 Jul 2012, 23:20
გოგო მოდერნიში (პავლოვზე) თამუნასთან ან მიშასთან ყოფილხართ ვინმე?

Posted by: teonala 21 Jul 2012, 00:20
QUOTE (Tak @ 18 Jul 2012, 20:47 )
teonala
QUOTE
tak tak 


biggrin.gif ლოლ

დაიფლუდე ხო ? biggrin.gif

არადა სკანდინავიურად მადლობას ნიშნავს tongue.gif

Posted by: jesika@ 21 Jul 2012, 01:10
vivavika
ვაიმე ზუსტად ასეთი დრძნობა მქონდა ადრე,სანემ პირველად გავიკეტებდი სალონში პედიკურს. მანიკურს სისტემატიურდ იქ ვიკეთებდი. მერე რომ დაუახლოვდი ჩემს მანიკურშას უპრობლემოდ გავიკეთე პედიკურის. ახლა კი რამდოდენიმე წელია ჩემით ხელი არ მიხლია. შეეჩვევი,თუმცა მესმის შენი ყველას ვერ დაუჯდები.

Posted by: chixuaxua 23 Jul 2012, 14:24
თმას ქიმიურად სად ახვევენ კარგად? smile.gif

Posted by: Bela_Lugosis_Dead 26 Jul 2012, 17:27
მართლა კარგი სტილისტი არ იცით ვინმე,მამაკაცის თმას რო კარგად ჭრიდეს?

Posted by: Lady Jane 4 Aug 2012, 00:44
ძალიან კარგია დაჯი, ვაჟა-ფშავლას 54-ში, ბევრს მოსწონდა, ურჩიეს და ახლა ჩემს ძმასაც მოსწონს... მეც დავდივარ, ქალსაც კარგად ვარცხნის და ჭრის

Posted by: nympha 9 Aug 2012, 20:18
ვინმემ ხომ არ იცით ისეთი სალონი სადაც თმის ვარცხნილობა შემეძლება კომპიუტერით ვნახო ჯერ,ანუ რამდენად მომიხდება...ძალიან გრძელი თმა ძალიან მოკლედ უნდა შევიჭრა და ვერ ვრისკავ ასე...

Posted by: resurgam 10 Aug 2012, 18:52
elenerehn
QUOTE
თუ შედარებით იაპად გინდა თან ხარისხიანად პლეხანოვზე ''კარინაში''

რას ამბობ? კარინაში ისეთ ფასებს ურახუნებენ გული გაგისკდება, თან არც სტილისტები უვარგათ, მეც და ჩემ მეგობარსაც თმა ისე დაგვიწვეს vis.gif არ გაგიჟდეთ მანდ არავინ მიხვიდეთ, გაგატყავებენ და კიდე დამწვარი თმით გამოგიშვებენ. კლდიაშვილზე არის სალონი"იკო" იქ მისვლას გირჩევთ, ნორმალური ფასებია და ნორმალური სტილისტები ყავთ yes.gif

Posted by: NIN_O 12 Aug 2012, 23:22
კარმელიტაში ყოფილხართ ვინმე? user.gif

Posted by: Paloma_Picasso 14 Aug 2012, 23:20
ამ ქვეყანაში სილამაზის სალონებს ასეთი საშინელი სახელები რატომ აქვთ? boli.gif

Posted by: temuka11 18 Aug 2012, 13:52
სილამაზის სალონ მელანჟში რა ღირს თმის შეჭრა? smile.gif

Posted by: dzirkoka 18 Aug 2012, 13:58

https://www.facebook.com/FridaTbilisi
Frida
კარგი სალონია.


თუ რეკლამა არ შეიძლება, შეგიძლიათ წაშალოთ ჩემი პოსტი.

Posted by: fernanda 19 Aug 2012, 14:50
გოგოებოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო ძალიან მინდა თმის ქიმიურად დახვევაა აიი ვგიჟდები კუდრიაშკა თმებზეეეეეეეეეეე)))) და სალონი ხომ არ იციით სადაც ძალიან არ დამიწვავენ თმაას შეGებილი მაქვს და არ მინდა უთმოდ დავრჩე)))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))) თქვენი იმედი მაქ მომწერეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეთ

Posted by: Misplaced 21 Aug 2012, 14:15
გოგოებო ფრანგულ მელირებაზე რა იცით??? სეგრეტი დი ნატურას აქვს დიდი ფასდაკლება და თან როგორც დავსერჩე უამიაკო საღებავით კეთდება, თმისთვის არაა საზიანოო და გავრისკოო??? ვინმეს გაქვთ რაიმე ინფო ან გამოცდილებაააა?

Posted by: regenbogen 22 Aug 2012, 11:25
fernanda
"ტატალი" მირჩიეს,მარჯანიშვილზე და არ ვიცი...დაწვის გარეშე დამიხვიესო ....ჩემმა თანამშრომელმა თქვა...მე დაშლილი კულულები მინდა და იქ აკეთებენო,

Posted by: elene2011 24 Aug 2012, 10:24
მე ორი თვეა სალონ "სერაფიტში" დავდივარ. პატარა და კომფორტულ;ი სალონია, ძაან კარგი სასტავი. სტილისტია იქ ლიკა. სრულიად ახალგაზრდა გოგო, ოქროს ხელები აქვს...თან ძალიან კარგი და ნორმალური ფასები აქვთ...5-6 ლარიდან იწყება თმის სეჭრა.თავად განსაჯეთ.საბჭოს მოედანთანაა, მაზნიაშვილის 20-ში...ისეთი გოგოები არიან, თბილები, პროფესიონალები, მორალურად ვისვენებ ხოლმე იქ...გადასარევი კოსმეტოლოგი ჰყავთ კიდე...სულ ვცდილობ, მეტი დრო როცა მაქვს, მაშინ წავიდე ხოლმე...პატარა სალონია.როგორც გითხარით და ძირითადად ჩაწერითაა ხოლმე კლიენტები-განსაკუთრებით საღამოს საათებში......

Posted by: fernanda 24 Aug 2012, 17:24
ჩეემო ლამზებოო ესეიგი მსიმინეეთ ეხლაsmile.gif))))))))))))))))))))))) ძალიან მინდა სტილის შეცვლაააააააა, არ მინდა ეს ერთფეროვნებააა.მაქვს გრძელი თმააააააააააააა, რა მოვუხერხოო კარე ხო არ შევიწრაააააააააა?ქიმიურ დახვევაზე ც ვფიქროოობ, თუ გავიGიავოო რა ს მირჩეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეევთ???????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????////////////
არ და მტოვოოთ უპასუხოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოდ.

Posted by: ათულია 24 Aug 2012, 20:06
temuka11
მელანჟში 9 ლარი ღირს ეხლა ქარვასლაში მანველი ყავთ ძალიან კარგი

ძლივს ვნახე ადამიანი რომელმაც ისე შემჭრა მხრებამდე გაზრდილი თმა ბიჭურად და არ მინანია

Posted by: sallli1 24 Aug 2012, 22:57
QUOTE (kekluci @ 22 Aug 2011, 17:58 )
QUOTE
რამდენსაც ვეტყვი ზუსტად იმდენს რო მოაკლებს თმას სიგრძეს

ვისწორებდი თმებს ერთხელ და შეგისწორებო ბოლოებს, საკმაოდ მომაკლო იდიოტკამ, მივუვარდი მეორე დღეს პროფესიონალიზმზე მივუღუტუნე mad.gif

მოკლება აარ მითხრა ჩოლკა შევიჭერი და ისე ამივარდა რა მეშველება არ ივიც რატომ არის ყველა სალონში რომ ეუბნები ძააქნ არ მომაკლო ჩოლკა მინდა აქამდე იდებ ხელს და 5 სანტიმეტრით მოკლეს გაჭრიან? biggrin.gif facepalm.gif

Posted by: likiXU 24 Aug 2012, 23:14
QUOTE (elene2011 @ 24 Aug 2012, 10:24 )
მე ორი თვეა სალონ "სერაფიტში" დავდივარ. პატარა და კომფორტულ;ი სალონია, ძაან კარგი სასტავი. სტილისტია იქ ლიკა. სრულიად ახალგაზრდა გოგო, ოქროს ხელები აქვს...თან ძალიან კარგი და ნორმალური ფასები აქვთ...5-6 ლარიდან იწყება თმის სეჭრა.თავად განსაჯეთ.საბჭოს მოედანთანაა, მაზნიაშვილის 20-ში...ისეთი გოგოები არიან, თბილები, პროფესიონალები, მორალურად ვისვენებ ხოლმე იქ...გადასარევი კოსმეტოლოგი ჰყავთ კიდე...სულ ვცდილობ, მეტი დრო როცა მაქვს, მაშინ წავიდე ხოლმე...პატარა სალონია.როგორც გითხარით და ძირითადად ჩაწერითაა ხოლმე კლიენტები-განსაკუთრებით საღამოს საათებში......

მართალია მეც მანდ დავდივარ ძალიან კმაყოფილი ვარ თან ეხლა სოლარიუმიც ექნებათ და ალბათ სულ იქ ვიჯდები,მასაჟიც ძალიან მაგარია მანდ. yes.gif yes.gif yes.gif yes.gif

Posted by: elene2011 25 Aug 2012, 17:19
QUOTE (likiXU @ 24 Aug 2012, 23:14 )
QUOTE (elene2011 @ 24 Aug 2012, 10:24 )
მე ორი თვეა სალონ "სერაფიტში" დავდივარ. პატარა და კომფორტულ;ი სალონია, ძაან კარგი სასტავი. სტილისტია იქ ლიკა. სრულიად ახალგაზრდა გოგო, ოქროს ხელები აქვს...თან ძალიან კარგი და ნორმალური ფასები აქვთ...5-6 ლარიდან იწყება თმის სეჭრა.თავად განსაჯეთ.საბჭოს მოედანთანაა, მაზნიაშვილის 20-ში...ისეთი გოგოები არიან, თბილები, პროფესიონალები, მორალურად ვისვენებ ხოლმე იქ...გადასარევი კოსმეტოლოგი ჰყავთ კიდე...სულ ვცდილობ, მეტი დრო როცა მაქვს, მაშინ წავიდე ხოლმე...პატარა სალონია.როგორც გითხარით და ძირითადად ჩაწერითაა ხოლმე კლიენტები-განსაკუთრებით საღამოს საათებში......

მართალია მეც მანდ დავდივარ ძალიან კმაყოფილი ვარ თან ეხლა სოლარიუმიც ექნებათ და ალბათ სულ იქ ვიჯდები,მასაჟიც ძალიან მაგარია მანდ. yes.gif yes.gif yes.gif yes.gif

თბილისში მე მგონი საუკეთესო მასაჟის სპეციალისტები ჰყავთ მანდ...პატარა, მაგრამ ძაან მაგარი გარემო აქვთ. ყველანაირად ვისვენებ ხოლმე იქ...კოსმეტოლოგ მარის რა კრემები აქვს? საუკეთესო!!!!

Posted by: likiXU 27 Aug 2012, 00:40
QUOTE (elene2011 @ 25 Aug 2012, 17:19 )
QUOTE (likiXU @ 24 Aug 2012, 23:14 )
QUOTE (elene2011 @ 24 Aug 2012, 10:24 )
მე ორი თვეა სალონ "სერაფიტში" დავდივარ. პატარა და კომფორტულ;ი სალონია, ძაან კარგი სასტავი. სტილისტია იქ ლიკა. სრულიად ახალგაზრდა გოგო, ოქროს ხელები აქვს...თან ძალიან კარგი და ნორმალური ფასები აქვთ...5-6 ლარიდან იწყება თმის სეჭრა.თავად განსაჯეთ.საბჭოს მოედანთანაა, მაზნიაშვილის 20-ში...ისეთი გოგოები არიან, თბილები, პროფესიონალები, მორალურად ვისვენებ ხოლმე იქ...გადასარევი კოსმეტოლოგი ჰყავთ კიდე...სულ ვცდილობ, მეტი დრო როცა მაქვს, მაშინ წავიდე ხოლმე...პატარა სალონია.როგორც გითხარით და ძირითადად ჩაწერითაა ხოლმე კლიენტები-განსაკუთრებით საღამოს საათებში......

მართალია მეც მანდ დავდივარ ძალიან კმაყოფილი ვარ თან ეხლა სოლარიუმიც ექნებათ და ალბათ სულ იქ ვიჯდები,მასაჟიც ძალიან მაგარია მანდ. yes.gif yes.gif yes.gif yes.gif

თბილისში მე მგონი საუკეთესო მასაჟის სპეციალისტები ჰყავთ მანდ...პატარა, მაგრამ ძაან მაგარი გარემო აქვთ. ყველანაირად ვისვენებ ხოლმე იქ...კოსმეტოლოგ მარის რა კრემები აქვს? საუკეთესო!!!!

ხო მე მაქს მარინას კრემები ძალიან მაგარია

Posted by: lizofobi 27 Aug 2012, 14:58
Davines ფალიაშვილზე, არმენა <3
კოლორისტიკის მამაა, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით გეუბნებით smile.gif

Posted by: keen 27 Aug 2012, 15:04
teonala
QUOTE
აუ მე აღმოვაჩინე გაგარინის მოედანზე ყველაზე უბრალო სალონი "ლიკა" შუქნიშანთან კიბეებით რომ ადიხარ.
ისე მაგრად შემჭრა ამ ტიპშამ , რომ უკვე მესამე თვეა მასთან დავდივარ.

ოღონდ ამ სალონის მეპატრონე ლიკა უნდა იკითხოთ. ის არის კარგი სპეციალისტი.
ისრაელში ნამუშევარი და მოკლედ ღერი ღერზე აჯენს, მართლა ძალიან გაკვირვებული დავრჩი.
სადაც არ უნდა შევიდე დასავარცხნად, ყველგან მეკითხებიან სად გაქვს ასე კარგად შეჭრილიო.


თმის შეჭრის გარდა, შეღებვაც შეიძლება მაგ ლიკასთან? rolleyes.gif უნდა ვცადო ერთი...
* * *
teonala

გაიხარე!.. მართალია, ბოლომდე არ მჯეროდა, მაგრამ პირველად ჩემს ცხოვრებაში შემჭრეს თმა ისე, როგორც ვუთხარი, + ძალიან კარგად და თან, მიზერულ ფასად ups.gif

Posted by: teonala 27 Aug 2012, 21:48
keen
QUOTE
გაიხარე!.. მართალია, ბოლომდე არ მჯეროდა, მაგრამ პირველად ჩემს ცხოვრებაში შემჭრეს თმა ისე, როგორც ვუთხარი, + ძალიან კარგად და თან, მიზერულ ფასად ups.gif


აუ, როგორ გამიხარდა რომ მოგეწონა. გილოცავ
jump.gif love.gif

Posted by: pelikuna 28 Aug 2012, 17:24
ლიკას ნომერი მომწერეთ ვინმემ რააა, ისე აქებთ უნდა მივაკითხო

Posted by: teonala 28 Aug 2012, 18:06
pelikuna
QUOTE
ლიკას ნომერი მომწერეთ ვინმემ რააა, ისე აქებთ უნდა მივაკითხო


597 881308

დღის მეორე ნახევარში დაურეკე, ძირითადად შესაჭრელად შაბათ/კვირას ცალია ხოლმე.
სხვა სამსახურშჳ მუშაობს და სალონშჳ მგონი შაბათ/კვირას მოდის ხოლმე.


Posted by: keen 29 Aug 2012, 10:20
teonala
QUOTE
აუ, როგორ გამიხარდა რომ მოგეწონა. გილოცავ

smile.gif მომწონს...
თან, რაც მთავარია, მიუხედავად იმისა, დაურეკეს და ეჩქარებოდა, მაინც ბოლომდე მიიყვანა საქმე და არ მიუფუჩეჩებია... მაგ. ყველასთვის ნაცნობმა ვაჟამ ბოლოს ისე შემჭრა-შემიღება თმა, მეორედ იქ მიმსვლელი არ ვარ. არა და, რომ ვთქვა, არ იცის თქო, მოვიტყუები. აი სახელს რომ მოიხვეჭენ და პოპულარობას, მერე ზერელე დამოკიდებულება, ამ სახელის გამო, კლიენტს შეუნარჩუნებთ თუ?

პ.ს. თმა ცოტა რომ გაიზრდება, ვნახოთ აბა, ფორმას შეინარჩუნებს თუ არა და საბოლოო დასკვნებს მერე გამოვიტან...

Posted by: N&M 30 Aug 2012, 18:45
ქეთუ
QUOTE
magnika მე ძალიან კმაყოფილი ვარ ვაჟათი.

რთული შესაჭრელი რო მაქვს მაგას ვენდობი მარტო.

და თუ შემოსწორება მინდა და სხვა რამე მაშინ სხვა სალონში დავდივარ 



ვაჟა მართლა კარგია, ბოლო რამდენი წელია სულ მაგასთან ვიჭრი /ვივარცხნი მაგრამ ამ ბოლო დროს უყურადღბო გახდა და მიფუჩეჩებს რაც ყველაზე მეტად მაღიზიანებს sad.gif ნატალიდან მაგიტომ წამოვედი რომ ბოლოს გაუბერეს, ახლა ისევ ვფიქრობ ნატალის ედოს მოძებნას, რომელიც სხვაგან გადასულა და არ მითხრეს სად, ვინმემ ხომ არ იცით ?

Posted by: Ruska6 2 Sep 2012, 17:08
სად შეილება მელირება შედარებით იაფად გავიკეთ? ფოლგით

Posted by: ქეთუ 2 Sep 2012, 17:10
N&M უი მეც ედოსთან ვიჭრიდი, მერე ვაჟასთან .
ბოლოს დედაჩემს გავყევი ედოსთან და თქვა უნდა გადავიდეო, ძაან ცოტას მიხდიანო.

სად გადავიდა არ ვიცი sad.gif

Posted by: N&M 2 Sep 2012, 17:32
ქეთუ
QUOTE
უი მეც ედოსთან ვიჭრიდი, მერე ვაჟასთან .
ბოლოს დედაჩემს გავყევი ედოსთან და თქვა უნდა გადავიდეო, ძაან ცოტას მიხდიანო.

სად გადავიდა არ ვიცი 


ცუდია sad.gif ძალიან გაუტია ბოლოს ნატალიმ, ყოველ მისვლაზე 2 ლარით მეტს მართმევდნენ, ედო ეუბნებოდა ჩემი ძველი კლიენტია და ნაკლები გამოართვიო, ეს ნაკლები 20 ლარი იყო მარტო დავარცხნა. თუმცა ახლა ვაჟამაც მოუმატა .

Posted by: ქეთუ 2 Sep 2012, 18:32
N&M 2წელია სალონში არ ვყოფილვარ მგონი, თმას რაც აღარ ვიღებავ იმის მერე. ვიზრდი და სახლში ვიჭრიდი 2-2სანტიმეტრს.
ბოლოს ვიყავი 1თვის წინ ჩვეულებრივ სალონში შEმომისწორა და გავისწორე ი ვსო.

ლიკას რო აქებენ დედაჩემს აქვს დატესტილი და ამან აქო 1წლის წინ მგონი.

Posted by: nnnaaaa 18 Sep 2012, 12:50
ძალიან გთხოვთ, ვინმემ მასწავლეთ სადა ვარცხნილობა მინდა, შუაზე ლამაზად გაყოფილი და უკან შეკრული ან ჩახვეუი ან რაღაც, აი ისეთი ქორწილშიც რომ წახვალ მაგით და ოფიციალურ შეხვედრაზეც smile.gif ხო მიხვდით,. სად შემიძლია მასეთი ვარცხნილობის გაკეთება კარგად და ნორმალურ ფასებშიიი???

Posted by: natuka_ra 18 Sep 2012, 13:01
nnnaaaa

სალონი ა - სტუდიო ვაკეში, რიგის ქუჩაზე, სტილისტი მარი (მარინა), 35 ლარად გაგიკეთებს რასაც თითს დაადებ, თან ისე რომ არ ჩამოგეშლება სულ რომ ქარიშხალი ამოვარდეს.
593434222

იცით რა მაინტერესებს ისეთი ქიმია სად კეთდება, არა დახვევა, არამედ დატალღვა, თავიდან რომ სწორია თმა და მერე თითქოს დიდი ბიგუდებით დატალღული, და რა ღირს?

Posted by: nnnaaaa 18 Sep 2012, 13:31
QUOTE
nnnaaaa
სალონი ა - სტუდიო ვაკეში, რიგის ქუჩაზე, სტილისტი მარი (მარინა), 35 ლარად გაგიკეთებს რასაც თითს დაადებ, თან ისე რომ არ ჩამოგეშლება სულ რომ ქარიშხალი ამოვარდეს.593434222



მადლობა დიდი, პარასკევისთვის მჭირდება თან ძალიან ძალიან კარგად მინდა რომ მქონდეს და იმედია კარგად გამოვა. smile.gif

Posted by: ninu_ka 18 Sep 2012, 14:21
დამეხმარეთ რა, საბურთალოზე რომელ სალონს მირჩევთ, სადაც ვარცხნილობასაც გამიკეთებენ და მაკიაჟს, ნორმალურ ფასად. smile.gif ნატალის ვფიქრობ, ტელევიზიის წინ რომ არის, მაგრამ არ ვიცი რამდენად კარგად აკეთებენ მანდ მაკიაჟს sad.gif

Posted by: enigm-A 19 Sep 2012, 13:04
მინდა მელირების გაკეთება, ოღონდ აი ზოლებად რომ აქვთ ეგეთი არა, ჩემს თანამშრომელს აქვს დავიშოკე ისე მომეწონა. ბელგიური ქვიაო, ანუ მელირებას აკეთებენ და მერე გადაგებავენ და გამოდის ერტმანეთში გარდამავალი ფერები.

Posted by: gurmani 24 Sep 2012, 14:08
QUOTE (N&M @ 2 Sep 2012, 17:32 )
ქეთუ
QUOTE
უი მეც ედოსთან ვიჭრიდი, მერე ვაჟასთან .
ბოლოს დედაჩემს გავყევი ედოსთან და თქვა უნდა გადავიდეო, ძაან ცოტას მიხდიანო.

სად გადავიდა არ ვიცი 


ცუდია sad.gif ძალიან გაუტია ბოლოს ნატალიმ, ყოველ მისვლაზე 2 ლარით მეტს მართმევდნენ, ედო ეუბნებოდა ჩემი ძველი კლიენტია და ნაკლები გამოართვიო, ეს ნაკლები 20 ლარი იყო მარტო დავარცხნა. თუმცა ახლა ვაჟამაც მოუმატა .

რა ამბავია მასეთი ფასები? აი ეს საიტი ნახეთ

http://beauty.com.ge/

აქ მუშაობს პროფესიონალი სტილისტი, რუსეთში აქვს ნასწავლი და ნამუშევარი. ფასებიც კარგი აქვს, რადგან თავის სალონში მუშაობს და დიდი არენდა რომ არ აქვს გადასახდელი არ ზრდის ფასებს
ქიმია, მელირება, შეჭრა, დავარცხნა... თმას არ დაგიწვავს და ფელიროვკით არ გაგითხელებს თმასsmile.gif
საიტზე ფასებიც წერია, მისამართიც და ტელეფონიც

Posted by: natuka_ra 2 Oct 2012, 12:55
nnnaaaa
იყავი მარისთან? კავსაძეზეა ეგ სალონი შეცდომაში შეგიყვანე, რიგის ქუჩა საიდან მოვიტანე sad.gif
* * *
enigm-A
მე მაქვს ეგეთი გაკეთებული, ვერ ხვდება ვერავინ რომ რამე მაქვს გაკეთებული, რადგან ზოლებად არ კეთება, არამედ აქა იქ smile.gif
ორნაირად შეგიძლია ეგ ეფექტი მიიღო აი თმა ხო აგიჩეჩავს აი ასე რომ აჩეჩო და ეს აქა იქ აჩეჩილები ღემო, ან მეორე ნაირი წვრილი სავარცხლით ზიგზაგურად ამოიღო ღერები რამოდენიმეჯერ და ის შეღებო, მართლა ლამაზია, მაგრამ ბელგიური თუ ერქვა არ ვიცოდი.

Posted by: kvis 12 Oct 2012, 17:11
enigm-A
მე გავიკეთე გუშინ მელირება კრისტალში. გაგიჟებული ვარ ისე მომწონს. საბურთალოს 43 შია, სტილისტი მარინა. სუპერ ქალია!

Posted by: ValenTine_Kelly 14 Oct 2012, 18:59
სალონი მირჩიეთ სადაც ნებისმიერ ფერად შეძლებენ თმის შეგებვას,თუნდაც სტაფილოსფრად და ლურჯად


შემაღონეს ამ სტილისტებმა,რაღაცას რომ ვეკითხები იმდენი ცოდნაც არ აქვთ პასუხი გამცენ

Posted by: Parabola 26 Oct 2012, 16:05
kvis
შეჭრითაც კარგად შეჭრის ეს მარინა?

ჩემი ტკივილია კარგი მელირება და შემჭრელი.
QUOTE
ბელგიური ქვიაო, ანუ მელირებას აკეთებენ და მერე გადაგებავენ და გამოდის ერტმანეთში გარდამავალი ფერები.


აჰა მე მეგონა ეგ მე მოვიგონეbiggrin.gif
რამდენიმე თვის წინ ავიკვიატე და ვერ გამიგეს რა მინდოდა, გამისაძაგლეს თმა ახლა კიდევ მინდა ვცადო.

Posted by: anarqia_max 27 Oct 2012, 15:04
[quote]ძაან მეშმინია თმის შეღებვის და ამიტომ ძაან კარგი და გამოცდილი სტილისტი მესაჭიროებააა, მირჩიეთ რა ვინმე პლზ

571414302 არტურა ქვია კოლმეურნეობაზე მუშაობს სალონში კარგი გამოცდილი და პრობესიონალია

http://intermedia.ge/vid/33971-%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%96%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%96%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98/


http://intermedia.ge/vid/33981-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%97%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%96%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/

Posted by: KoShKa 12 Nov 2012, 11:36
სალონში "მელანჟი" მელირება გაგიკეთებიათ ვინმეს?


Posted by: Pepela88 12 Nov 2012, 11:53
რომელია თბილიში ყველაზე კარგი სალონი სადაც მივალ და თმებს ფრჩხილებს წარბებს გამიკეთებენ კარგად .....???????

Posted by: gzaabneuli 12 Nov 2012, 13:27
QUOTE
არტურა ქვია კოლმეურნეობაზე მუშაობს სალონში კარგი გამოცდილი და პრობესიონალია

ეს ის არტურა ხომ არაა რუსტაველის "ნატალი"-ში რომ მუსაობდა?
* * *
QUOTE
ნატალის ედოს მოძებნას, რომელიც სხვაგან გადასულა და არ მითხრეს სად, ვინმემ ხომ არ იცით ?

ედო არის ვაკის ბატას მოპირდაპირე მხარეს. ტავისი სალონი გახსნა

579 77 08 07 ედო

Posted by: dzirs bozebi 12 Nov 2012, 18:55
პეკინზე რომ არის სილამაზის სალონი "beauty code", მაგის სოლარიუმი თუ იცით კარგია ?

Posted by: Unitended 15 Nov 2012, 16:14
gzaabneuli
QUOTE
579 77 08 07 ედო

ვაიმე ძველ ნომერზე ვურეკავ რამდენი ხანია სულ ტყუილად
შენ გაიხარე

Posted by: meluzi 19 Nov 2012, 11:28
გამარჯობათ, თქვენი დახმარება მჭირდება. მინდა მელირების გაკეთება, თმა მაქვს ბუნებრივად ქერა (არ შემიღებავს არასდროს). ჰოდა ვეძებ კარგ სალონს და კარგ სტილისტს შედეგი რომ ცუდი არ მივიღო. იქნებ გამიზიაროთ გამოცდილება და მირჩიოთ ვინმე. საკმაოდ ვნერვიულობ biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Parabola 15 Dec 2012, 18:13
,, ნატალი,,-სჰი მისვლა მინდა, რადიკალური ცვლილებები მინდა
ღირს მანდ მისვლა? იქნებ , რომელიმე კონკრეტული სტილისტი იცით? ფერს რომ კარგად დასვამს?

Posted by: ბუსკოპე 18 Dec 2012, 15:57
ბიჭი სტილისტი მჭირდება, ოღონდ კარგი.
ქალები არ მომწონს, ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს შურთ...
redressi მომწონს, და კიდევ ერთი კუტუზოვზე, სახელი არ მახსოვს.

Posted by: PING 18 Dec 2012, 16:00
დრედებს სად აკეთებენ? .

Posted by: teklateo 19 Dec 2012, 22:24
გამარჯობათ,თუ იცით რომელიმე სალონი რომელიც 1იანვარს იმუშავებს?

Posted by: Ruska6 24 Dec 2012, 23:15
ნუცუბიძეზე ან ვაჟას ძეგლისკენ კაი სალონი არსებობს?

Posted by: tesha=) 28 Dec 2012, 19:38
გოგონებო, რამე სალონს ხომ ვერ მირჩევდით თმა რომ დამიყენონ კარგად ბიგუდებით? გრძელი თმა მაქვს და ხშირი "ლოკონები" მინდა, თან არც ძალიან ძვირი რომ არ დამიჯდეს იქნებ მირჩიოოთ....

Posted by: nino877 5 Jan 2013, 14:41
გადავწყვიტე გავხსნა სალონი
რას ისურვებდით რომ იყოს სალონში
პირადად მე ძლიან უკმაყოფილო ვარ
და ხშირად მგონია რომ მე უკეთესად გავიკეთებდი თმქს და ვიკეთბ კიდეც

ვერ ვიტან კიდევ გაბუღული სალონები რომ არის და სიგარეტის სუნით გაჟღენთილი გამოდიხარ (არცერთ სალონში ვინტილაცია არ არის sad.gif )

და ვთვლი რომ კიდევ ძვირია
თუ ვოვოზე და მსგავსებზე შეუძლიათ ფასდაკლების გაკეთბა რეალობაშჳც რომ დაადო დაბალი ფასი არ შეიძლება?

მოკლედ რას ისურვებდით სალონში რომ იყოს
რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ
ან ასეთი თემა თუ არის გადამამისამართეთ ან რავიცი
გაზაფხულისთვის ვგეგმავ
დედაჩმი მეუბნება პატარა გახსენიო მე დიდს და კომფორტულს ვგეგმავ
50 % იანი ფასდაკლება და სტუმრის წიგნი მინდა
უფ იმდენი გეგმა მაქვს აი არ ვიცი

Posted by: sallli1 5 Jan 2013, 14:46
nino877
პირველი რაც იქნება შეეცადე რომ ლამაზი ინტერიერი გქონდეს. ჰიგიენას არ ვეხები ეს შენც გეცოდინება. კიდევ ისეთი პროფესიონალები ყველანაირ ვარსცნილობას რომ აკეთებენ :@ მე მინდოდა კარნავალისთვის ბატი გამეკეტებინა და ბანტის გარდა ყველაფერი მქონდა მგონი პეპელა მედო თავზე

Posted by: LOTUSi 5 Jan 2013, 15:01
nino877

სიგარეტს არ ეწეოდნენ.
არ ყაყანებდნენ კლიენტებთან და ერთმანეთთან ჭორაობაში
ტელევიზორი არ გქონდეთ ბოლო ხმაზე, თან სერიალის ფონზე biggrin.gif
მშვიდი და სასიამოვნო გარემო.
და კარგი სტილისტები რაც მთავარია, რომელსაც შეუძლია შეურჩიოს ვარცხნილობა და სტანდარტულად არ აზროვნებდეს


Posted by: Alice_ 7 Jan 2013, 03:11
nino877
QUOTE
სიგარეტს არ ეწეოდნენ.
არ ყაყანებდნენ კლიენტებთან და ერთმანეთთან ჭორაობაში
ტელევიზორი არ გქონდეთ ბოლო ხმაზე, თან სერიალის ფონზე 
მშვიდი და სასიამოვნო გარემო.
და კარგი სტილისტები რაც მთავარია, რომელსაც შეუძლია შეურჩიოს ვარცხნილობა და სტანდარტულად არ აზროვნებდეს

+1
ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია.
და რაც მთავარია, მართლა კარგი პროფესიონალები მოძებნე, რა smile.gif რომ იცოდნენ კლიენტს როგორი ვარცხნილობა უხდება

Posted by: sallli1 7 Jan 2013, 11:01
QUOTE (Alice_ @ 7 Jan 2013, 03:11 )
nino877
QUOTE

მშვიდი და სასიამოვნო გარემო.
და კარგი სტილისტები რაც მთავარია, რომელსაც შეუძლია შეურჩიოს ვარცხნილობა და სტანდარტულად არ აზროვნებდეს

QUOTE
მართლა კარგი პროფესიონალები მოძებნე, რა smile.gif რომ იცოდნენ კლიენტს როგორი ვარცხნილობა უხდება

+1 ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალები რომლებიც სკააოდ იშვიათია თბილისში

Posted by: nino877 8 Jan 2013, 17:38
sallli1
QUOTE
პირველი რაც იქნება შეეცადე რომ ლამაზი ინტერიერი გქონდეს.

გეთანხმები
მოკლედ დავწერ ჩემს გეგმებს
ბარემ
მგონი ფართი უკვე ვიპოვე
5000$ მაქვს ბევრი არ მაქვს
http://pix.ge/
http://pix.ge/
შეიძლება სარკისებული მარკეტინგული ხედვა გამომივიდეს თუმცა არ მხიბლევს წითელი ოთხაი
ასევე ზედმეტად კრეატიულად გადაპრანჭული დიზაინი
იქნება თეთრი და ოქროსფერის თანხლება
მოსაცდელი იქნება ცოცხალი ვარდისფერი კრესლოები ოქროსფერი რიკულებით ვნახე უკვე და მოვიხიბლე იმ კრესლოებით
მე თავად მწეველი ვარ და სალონში ერთხელ არ მომაწევინეს და ნუ იმ სალონშI აღარ შევსულვარ
ამიტომ ფართი სადაც შევარჩიე აუცილებლად გამწოვს დავაყენებ თან ძლიერს
(ხშირად სითბო რომ არ გავიდეს იმიტომ არ რთავენ გამწოვს ) ახალი ჰაერის ცირკულაცია თუ არ ხდება შესაბამისად ბუღია უკვე
ასევე იყიდება ნიკოტინის სუნის გამწმენდი აპარატი (მოკლედ ბევრი ვარიანტია იმისთვის რომ ბუღი არ იდგეს და ვეცდები ყველა გამოვიყენო)
პროფესიონალების მოძებნა არ გამიჭირდება დეიდაშვილი მყავს რომელიც საოცრებებს ახდენს და შემიძლია თAმამად ვტქვა რომ მისი იმედი რომ არ მქონდეს არც წამოვიწყებდი
ჰიგიენა ჩემთვის მთავარია (10 ლარი ღირს წესიერი პირსახოცი და ვთვლი რომ სალონში სარეცხი მანქანა და საშრობი მაანქანა არის აუცილებელი და არა ქუჩაში გამოკიდებული რკინის საშრობზე მტვერში გამშრალი ტილოები)
1. აუცილებლად საქორწილო ვარცხნილობისთვის გავაკეთებ ასეთ სერვისს ჩემს სალონში
3 საცდელი ვარცხნილობა (შესაბამისად არ იქნება ეს ვარცხნილობა მდგრადი ანუ ბევრი თმის ლაქი და რაღაცეები არ დაიხარჯება უბრალოდ მე ვისურვებდი რომ ქორწილი ისეთი დღეა რომ შენს ირგვლივ ტრიალებს დედამიწა და უნდა იყო უდაოდ ლამაზი
ანუ 70 ლარი თუ რაც ღირს იმ ფასში მექნება 3 საცდელი ვარცხნილობა
2.ჩაი- ყავა ნამცხვარი და მშვიდი სიტუაცია იქნება ჩვენი შეთავაზება .გავრცობა მეზარება biggrin.gif
3.ლაქები მექნება აუცილებლად მაღალი ხარისხის ანუ O.P.I ზე ნაკლებს არ ვიყიდი ლაქს
4.მექნება საშუალო ფასები იმედია მომცემს ამის საშუალებას რომ დავითვლი ხარჯებს
5.მექნება სტუმრის წიგნაკი (მოიყვანე 1 თვეში 5 ახალი მომხმარებელი და მიიღე 1 შენთვის სასურველი პროცედურა )
6.ასევე ჟურნალების ნაცვლად მექნება 2-3 პედი შიგნით ჩატვირთული სასურველი ვარცხნილობებით
7.ფასი მოკლე და გრძელ თმის ვარიანტშიც იქნება ერთი და იგივე
და მთავარი არ დამავიწყდება რომ ვყიდი მომსახურებას ,ხოლო მომსახურებაში და სერვის პლუსში ძალიან კარგი ვარ (თავს ვიქებ biggrin.gif) და ყველაფერს რაც კი არ მომწონს სხვა სალონებში იგივეს არ გავიმეორებ ,ასევე არცერთ მომხმარებელში არ დავინახავ მარტო ფულს
და ვიფიქრებ სალონიდან გასულ მომხმარებელზეც
მოკლედ ისეთი მარტივია ეს ყველაფერი ოღონდ თუ არ დავრწმუნდები რომ ყველაფერი ასე კარგად ჩაივლის არ მივაფუჩეჩებ
სალონი იქნება ნათელი ,ოქროსფერი არაგადაჭრელებული ,სადა და ყვავილებით გაწყობილი
პარასკევს უფრო მეტი მეცოდინება თქვენ კი თუ არ დაგეზარებათ მომაწოდეთ იდეები და ვიმედოვნებ რომ სანახავად რომ მოხვალთ სალონის მომიწონებთ
უფ რამდენი ვწერე
sallli1
Alice_
L0TUS
მადლობა თქვენ

Posted by: sallli1 8 Jan 2013, 18:59
nino877
გამწოვი ყავა ჩAიი ნამცხვარი და დანარჩენი რაღაცეები მომეწონა. რაც შეეზება ინტერიერს ესე ცოტა ვერ მივხდი ამ სავარძლების დიზაინს ვარდისფერია ოქროსფერებსჰი გაწყობილი?

Posted by: Just_smile 8 Jan 2013, 21:36
ესეიგი მინდა სტილისტი რომელიც ზუსტად შემირჩევს ვარცხნილობას და ისე შემაჭრის როგორც მომიხდება და იმ ფერად შემღებავს როგორც მომიხდება..საკუთარ თავზე ექსპერიმენტებმა დამღალა პროფესიონალი მინდა
ჰოდა ხომ არ იცით ვინმე ასეთი?

Posted by: sallli1 8 Jan 2013, 22:40
Just_smile
ეგეთი ვნმე მეც მნდა და თუ გაიგებ მეც მომწერე რა smile.gif

Posted by: Just_smile 8 Jan 2013, 22:51
sallli1
ოკ, შენც თუ გაიგე მითხარი..
ცვლილებები მინდა საკUტარ გარეგნობაში შევიტანო mo.gif

Posted by: ბრრრ 9 Jan 2013, 00:09
QUOTE
მეც მირჩიეთ კარგი სტილისტი. რამდენსაც ვეტყვი ზუსტად იმდენს რო მოაკლებს თმას სიგრძეს და ზედმეტი იმპროვიზაციისგან თავს შეიკავებს

facepalm.gif რატომ აბრალებენ სტილისტებს იმას რომ არ უხდებათ ვარცხნილობა?

Posted by: nino877 9 Jan 2013, 01:23
sallli1
Xო 3დ ში ავაწყობინებ და მერე დავდებ მთავარია ქირა დამიკლოს 700$ ვერ გადავიხდი
Aუ დედაჩემიც მიჭედავს არ გინდა გადაყოლაო არადა მეწილეც არ მინდა მაგრამ ალბათ მომიწევს არადა საწილო ბიზნესი გამოცდილი მაქვს და არ მინდა sad.gif

Posted by: sallli1 9 Jan 2013, 09:58
nino877
მეწეილე საშინელებაა და ისე ეს ქირის დაკლებაც არამგონია ზოგი მაგით ცხოვრობს მარა მაინც მაგრად ეცადე რო დაგიკლოს 2kiss.gif წარრმატებს გისურვებ

Posted by: vivavika 9 Jan 2013, 14:04
საღებავის ჩამობანა რა ღირს ბავშვებო და წესიერად თუ აკეთებენ ჩვენს სალონებში? თმა გამიმუქდა,მუქი სპილენძისფერი მინდოდა და შავში გარდამავალი ალუბლისფერი გამოვიდა,თანდათან ეხლა ალუბლისფერი გადავიდა და სიშავე დარჩა sad.gif

Posted by: insomnia25 12 Jan 2013, 22:47
ხალხნო ვინმე ყოფილა სილამაზის სალონ "კრისტალ"-ში (საბურთალოს ქუჩაზეა)? მაინტერესებს კარგი სალონია თუ არა. თუ გამიზიარებთ აზრს მადლობელი ვიქნები. smile.gif

Posted by: SophieFlyrek 17 Jan 2013, 17:37
მოკლედ თმა მცვივა და + ბოლო ჭამიები შუა ჭამიები გამიხდა sleep.gif თმისშეჭრას ვაპირებ და კარგ სალონს ვერ მირჩევთ??? აი რაღაც ფასდაკლებაც ვნახე http://vovovo.ge/Banda/Item/1e4856ba-78e1-4f32-bb0f-2acf26e3c7ca და თუ იცით ეს სალონი და როგორი სტილისტები არიან ? sad.gif დამეხმარეთ რა ან თქვენი სტილისტი მირჩიეთ sad.gif

Posted by: tumali90 25 Jan 2013, 21:25
HELP!

ვინმემ ხომ არ ვიცით, სად გადავიდა არმენი?
ბოლოს კოსტავას "ნატალიში" მუშაობდა და წავიდაო.
როგორც გავიგე თავისი სალონი გახსნა, მაგრამ არ ვიცი სად.

ვინმეს ტელეფონის ნომერი ხომ არ გაქვთ? ან სალონის, ან თვითონ არმენის?

Posted by: sallli1 25 Jan 2013, 21:30
SophieFlyrek
როგორც ამბობენ ცცხელი მაკრატელია კარგიო და რა ვიცი, ვაპირებ შეჭრას ცხელი მაკრატლით მაგრამ ჯერ გამეზარდოს ცოტა თმა

Posted by: patriot 30 Jan 2013, 08:39
QUOTE (Coffee_and_Cigarettes @ 26 Jul 2011, 00:33 )
ეს თემა იყო და დიდი ხანია არსად ჩანს, ამიტომ ახალს გავხსნი


გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება

რეკლამებით თავს ნუ შეიწუხებთ, მაინც მივხვდებით yes.gif

ნომრები და ა.შ. PM-ით გავცვალოთ....

სალონი კარგი მომსახურებით და სტილისტებით მგონი ყველას აინტერესებს

BloodElf
[b]EllE_88[ დიღმის მასივი, სალონი 'პრესტიჟი". ძაან მაგარია. კარენა იკითხეთ. დანარჩენი -პმ-ში

ეს არაა რეკლამა? smile.gif))

Posted by: gurmani 30 Jan 2013, 09:27
QUOTE (nino877 @ 9 Jan 2013, 01:23 )
sallli1
Xო 3დ ში ავაწყობინებ და მერე დავდებ მთავარია ქირა დამიკლოს 700$ ვერ გადავიხდი
Aუ დედაჩემიც მიჭედავს არ გინდა გადაყოლაო არადა მეწილეც არ მინდა მაგრამ ალბათ მომიწევს არადა საწილო ბიზნესი გამოცდილი მაქვს და არ მინდა sad.gif

ბევრია 700 დოლარი, ადგილსაც გააჩნია მაგრამ უნდა გათვალო. 700-ს 150 დაამატე სხვადასხვა ხარჯებზე და გაყავი 30-ზე. დღეში 30 დოლარი ანუ 50 ლარია. კი არ გასწავლი, უბრალოდ ვეხმაურები შენს პოსტს. ყველა ბიზნესში ეგრეა. დღეში საშუალოდ 50 ლარი თუ დაგრჩება ყველაფრიდან ეს შენთვის იქნება "0"
ჩემს ახლობელს აქვს სალონი, იაფად აქვს ნაქირავები მისი "0" 20-25 ლარია. დღეში ხან 15 ლარი აქვს (იშვიათად მაგრამ მაინც), ხან 100, საშუალოდ 50-60 ლარი რჩება. იაფი არენდა აძლევს იმის საშუალება, რომ ფასები დააკლოს, მაგარი სპეციალისტები ყავს, თვითონაც მაგარი სტილისტია და მიიჩვია ხალხი.
ამიტომ არენდა საწყისია და არ გადავარდე, კარგად გათვალე
* * *
QUOTE (Ruska6 @ 24 Dec 2012, 23:15 )
ნუცუბიძეზე ან ვაჟას ძეგლისკენ კაი სალონი არსებობს?

ვაჟა-ფშაველას 75-შია
პმ-ში მომწერე და მოგწერ ტელეფონს, საიტის დასახელებას, ფასებიც წერია საიტზე
* * *
QUOTE (nino877 @ 5 Jan 2013, 14:41 )
გადავწყვიტე გავხსნა სალონი
რას ისურვებდით რომ იყოს სალონში
პირადად მე ძლიან უკმაყოფილო ვარ
და ხშირად მგონია რომ მე უკეთესად გავიკეთებდი თმქს და ვიკეთბ კიდეც

ვერ ვიტან კიდევ გაბუღული სალონები რომ არის და სიგარეტის სუნით გაჟღენთილი გამოდიხარ (არცერთ სალონში ვინტილაცია არ არის sad.gif )

და ვთვლი რომ კიდევ ძვირია
თუ ვოვოზე და მსგავსებზე შეუძლიათ ფასდაკლების გაკეთბა რეალობაშჳც რომ დაადო დაბალი ფასი არ შეიძლება?

მოკლედ რას ისურვებდით სალონში რომ იყოს
რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ
ან ასეთი თემა თუ არის გადამამისამართეთ ან რავიცი
გაზაფხულისთვის ვგეგმავ
დედაჩმი მეუბნება პატარა გახსენიო მე დიდს და კომფორტულს ვგეგმავ
50 % იანი ფასდაკლება და სტუმრის წიგნი მინდა
უფ იმდენი გეგმა მაქვს აი არ ვიცი

რას ნიშნავს 50% ფასდაკლება მექნება?
თმის შეჭრა ზოგან 3 ლარია, ზოგან 35. თქვენ რომელი ფასიდან გექნებათ 50%?
ჩვენთან შემოვიდა ევროპიდან, ყველა მაღაზიას, განსაკუთრებით პეკინზე აწერია 30-50-70% ფასდაკლება. შეხვალ და ლილოს საქონელია სამმაგ ფასად

განწყობა და ჩანაფიქრები კარგი გაქვთ, მაგრამ გატყობთ პირველად იწყებთ ამ საქმეს და შესაძლოა ეს დანაზოგი თანხა ტყუილად დახარჯოთ.
კარგია რომ ამბობთ, რომ სადრესასწაულო ვარცხნილობები და ათასი სიახლე გექნებათ, მაგრამ თუ გყავთ ის ხალხი ვინც ამას გააკეტებს?
დღეს კლიენთ ჭირდება არა 50% ფასდაკლება, არამედ კარგი ხარისხი და ზომიერი ფასები
შეიძლება რომელისმე სალონში სამმაგი ფასი იყოს და დაგამახინჯონ, ქიმიით თმა დაგიწვან... შეიძლება იაფი იყოს ყველაფერი და იგივე მოხდეს. ვიცი სალონები სადაც ძალიან მოკრძალებული ფასებია, სიმყუდროვე, თბილი გარემო, სიგარეტსაც არ ეწევიან, თუ კლიენტი (ქალი, მამაკაცებს მაგის ფუფუნებას არ აძლევენ), პროფესიონალი პერსონალია და ძალიან მოკრძალებული ფასები აქვთ.

ამიტომ კარგად აწონ-დაწონეთ. დღეს ბევრი სალონია. სპეციალისტები ჭირს

ცოდვა იქნები რომ არ გაგიმართლოს

წარმატებებს გისურვებ.
თუ რაიმე რჩევა დაგჭირდება მომწერე პმ-ში

Posted by: natuka_ra 8 Feb 2013, 15:51
ვეძებ პერსონალს სალონისთვის პირობები და დეტალები პ.მ.

Posted by: GogonaParalelepipedidan 9 Feb 2013, 03:35
ე.ი. თმის შეღებვა მინდა, ოღონდ ისე, რომ თმა არ დამიზიანდეს და თან კარგად დაჯდეს ფერი
ხოდა სალონების ამბავში დიდად ვერ ვერკვევი, ანუ სად როგორი საღებავი აქვთ
ზოგან ვიცი, რომ ჩვეულებრივი მაღაზიაში ნაყიდი საღებავები აქვთ და პროსტა გიღებავენ თმას, ჩემს ახლობელს დაჟე თვითონ მიაქვს საღებავი სალონში და ისინი უღებავენ
მე კიდე მინდა, რომ რამე ისეთი საღებავი ჰქონდეთ, სხვანაირი, თორე მაღაზიებში რაც იყიდება იმათ დიდად ვერ ვენდობი.

ხოდა როგორ ხდება ხოლმე ეგ ამბავი?
და რომელიმე სალონი იცით, სადაც კარგად ღებავენ თმას?

Posted by: bussa 10 Feb 2013, 22:29
QUOTE (GogonaParalelepipedidan @ 9 Feb 2013, 03:35 )
ე.ი. თმის შეღებვა მინდა, ოღონდ ისე, რომ თმა არ დამიზიანდეს და თან კარგად დაჯდეს ფერი
ხოდა სალონების ამბავში დიდად ვერ ვერკვევი, ანუ სად როგორი საღებავი აქვთ
ზოგან ვიცი, რომ ჩვეულებრივი მაღაზიაში ნაყიდი საღებავები აქვთ და პროსტა გიღებავენ თმას, ჩემს ახლობელს დაჟე თვითონ მიაქვს საღებავი სალონში და ისინი უღებავენ
მე კიდე მინდა, რომ რამე ისეთი საღებავი ჰქონდეთ, სხვანაირი, თორე მაღაზიებში რაც იყიდება იმათ დიდად ვერ ვენდობი.

ხოდა როგორ ხდება ხოლმე ეგ ამბავი?
და რომელიმე სალონი იცით, სადაც კარგად ღებავენ თმას?

https://www.facebook.com/beautycode.ge?fref=ts აქ მიდი და მართლა არ ინანებ,როგორც გინდა ისე შეგღებავენ და არც დაგიზიანებენ თმას,ვასიკოსთან ჩაეწერე smile.gif

Posted by: GogonaParalelepipedidan 11 Feb 2013, 15:17
bussa

კარგი, მანდ მივალ, გადავხედე მაგ ლინკზე რაც იყო და მომეწონა
ძაან დიდი მადლობა
დავწერ მერე შედეგს <3

Posted by: narkozeli 11 Feb 2013, 15:29
bussa
QUOTE
https://www.facebook.com/beautycode.ge?fref=ts აქ მიდი და მართლა არ ინანებ,როგორც გინდა ისე შეგღებავენ და არც დაგიზიანებენ თმას,ვასიკოსთან ჩაეწერე smile.gif


კონკრეტული მისამართები,საიტები და ტელ.ნომრები pm-ში

Posted by: GogonaParalelepipedidan 15 Feb 2013, 01:52
bussa


დღეს ვიყავი მანდ და გადავირიე სალონიან-პერსონალიან-მომსახურებიანად ყველაფერზე საერთოოოოდ, ყოველ დღე მინდა მანდ სიარული <3

Posted by: mAgI 15 Feb 2013, 11:21
ასეთ ფერზე შემიღებავს ვინმე???? sad.gif


Posted by: ლილ 15 Feb 2013, 15:56
Help! მჭირდება სალონი, სადაც თმის ძალიან სადა ვარცნილობას და ძალიან მსუბუქ მაკიაჟს გამიკეთებენ, გემოვნებით. გთხოვთ, დამეხმარეთ.

Posted by: tamusinka 17 Feb 2013, 20:13
mAgI

მაგარი ფერია ძაან. მეც მინდა და ვერ ვბედავ. ძაან არ გამაბლანძინკონ.
* * *
GogonaParalelepipedidan
QUOTE
დღეს ვიყავი მანდ და გადავირიე სალონიან-პერსონალიან-მომსახურებიანად ყველაფერზე საერთოოოოდ, ყოველ დღე მინდა მანდ სიარული <3


როგორც გინდოდა ისე შეგიღებეს? ფერი კარგად დაჯდა?
* * *
http://www.radikal.ru


ასეთი ვარცხნილობა მინდა. სად მივიდე? ძირითადად კულულებს აკეთებენ ამ სალონებში და არ მინდა კულულები.

Posted by: sallli1 17 Feb 2013, 22:09
Just_smile
ადრე რომ ეძებდი სტილისტს რომ გეტყოდა რა მოგიხდებოდა ხომ არ გიპოვია?

Posted by: GogonaParalelepipedidan 18 Feb 2013, 00:07
tamusinka
QUOTE
როგორც გინდოდა ისე შეგიღებეს? ფერი კარგად დაჯდა?



კი, ფერი კარგად დამისვეს, როგორიც ვუთხარი ისეთი ფერია, პროსტა მე თვითონ აღარ მომწონს ეხლა, იმიტორო ცანცარა ვარ facepalm.gif
ხო, + კარგი რჩევებიც მომცეს, მაგალითად როგორ მომიხდებოდა თმა და ა.შ. და მოკლედ, თან გადამყვნენ : ))))))

Posted by: Just_smile 18 Feb 2013, 11:01
sallli1
ჩმი საკუთარი სტილისტია ღამოჩნდა ეგეთი biggrin.gif
mAgI
მეც მინდა ეგრეეე cry.gif cry.gif cry.gif

Posted by: sallli1 18 Feb 2013, 11:08
Just_smile
მართლა ? კაგრი სტილისტია/სად დადიხარ? smile.gif

Posted by: rainbow jeanne 18 Feb 2013, 11:14
ესეიგი ჩემი სტილისტი გადაცხოვრდა საქართველოდან,სასწრაფოს მესაჭიროება კარგი სტილისტი, რომელიც მელირებას გამიკეთებს ისე, რომ თმები არ გადამიბუგოს.მირჩევთ ვინმეს? ხო და საოცარ ფასებს რომ ხევენ ხოლმე ეგეთი არ მინდა smile.gif

Posted by: bussa 25 Feb 2013, 20:29
QUOTE (GogonaParalelepipedidan @ 15 Feb 2013, 01:52 )
bussa


დღეს ვიყავი მანდ და გადავირიე სალონიან-პერსონალიან-მომსახურებიანად ყველაფერზე საერთოოოოდ, ყოველ დღე მინდა მანდ სიარული <3

ე.ი მოგეწონა? ზუსტად ისე გაგიკეთეს როგორც გინდოდა,ვასიკოსთან?smile.gif

Posted by: GogonaParalelepipedidan 25 Feb 2013, 23:28
bussa

ძააააან მომეწონააა
თან გადამყვა ვასიკო <3
როგორც ვუთხარი ისე გამიკეთა + რაღაც რჩევებიც მომცა
თან რაღაც აქცია იყო ვოვოვოზე და 18 ლარად შევიღებე და შევიჭერიიი
მადლობა შენ

Posted by: narkozeli 25 Feb 2013, 23:31
GogonaParalelepipedidan

რა ფერზე შეიღებე ეკ? chups.gif

Posted by: GogonaParalelepipedidan 25 Feb 2013, 23:40
narkozeli

გოგო ქერად მქონდა და მე მუქი თმა მაქვს და ისევ ჩემს ფერზე შევიღებე(აი FB-ზე ძველ სურათებში როგორც მაქვს), თორე სულ ღებვის თვი არ მაქვს : (
მარა ეხლა ისევ ქერა მინდა და შეიძლება წამიცდეს ხელი biggrin.gif

Posted by: narkozeli 26 Feb 2013, 00:13
GogonaParalelepipedidan
QUOTE
გოგო ქერად მქონდა და მე მუქი თმა მაქვს და ისევ ჩემს ფერზე შევიღებე(აი FB-ზე ძველ სურათებში როგორც მაქვს), თორე სულ ღებვის თვი არ მაქვს : (
მარა ეხლა ისევ ქერა მინდა და შეიძლება წამიცდეს ხელი biggrin.gif


არ მიკვირს biggrin.gif ქერობამ ეგრე იცის საერთოდ გბეზრდება,მერე ისევ გენატრება და ა.შ. ^_^

თუმცა კი მე არასოდეს გამომიცდია,ირგვლივ მყოფების მაგალითებიდან ვხვდები biggrin.gif



Posted by: anikaaa 26 Feb 2013, 00:24
ჰელოოოუთ smile.gif)

ნეტამც კაია ესს???
http://www.hotsale.ge/index.php?option=com_sobi2&sobi2Task=sobi2Details&sobi2Id=3459&Itemid=1&lang=ka

Posted by: bussa 26 Feb 2013, 10:46
QUOTE (GogonaParalelepipedidan @ 25 Feb 2013, 23:28 )
bussa

ძააააან მომეწონააა
თან გადამყვა ვასიკო <3
როგორც ვუთხარი ისე გამიკეთა + რაღაც რჩევებიც მომცა
თან რაღაც აქცია იყო ვოვოვოზე და 18 ლარად შევიღებე და შევიჭერიიი
მადლობა შენ

არაფერს smile.gif მიხარია რომ კმაყოფილი დარჩი

Posted by: jesika@ 27 Feb 2013, 02:22
ხშირად ვათვალიერებ ამ თემას და გულწრფელად მიკვირს,მართლა ასეთი პრობლემა არის სტილისტის და სალონის შერჩევა? უკვე დამავიწყდა რამდენი წელია ვიღებავ თმას. არც განსაკუთრებულ და ძვირიან სალონში დავდივარ.ერთი ჩვეულებრივი ადგილია,დიდი არაფრით გამორჩეული. მიუხედავათ ამისაა, რ მახსოვს ოდესმე ის ფერი ვერ დაესვათ,რაც მინდა,ან დაეწვათ თმა. საკმაოდ ხშირ ვიუფერულებ კიდევაც.

Posted by: sallli1 27 Feb 2013, 08:11
jesika@
ჩემ უბანში რომ არის სალონი მანდაც მშვენივრად ღებავენ მაგრამ შეჭრის რა მოგახსენო sad.gif არ მომწონს საშინლად. ადრე ბანტის გაკეთება მნოდდა სკოლლის კარნავალისთვის (თუ ვიდეოები გაქვს ნანახი უმარტივესი გასაკეთებელია ) ხოდა ბანტის გარდა ყველაფერი მედო თავზე facepalm.gif

Posted by: jesika@ 27 Feb 2013, 20:30
jesika@
მართალია,ზოგგან ერთ რამეს კარგად აკეტებენ,მეორეს ვერა. ნუ, საბედნიეროდ სალონშის ადაც დავდივარ,არც შეჭრაზე მქონია ოდესმე პრობლემა. არა და რა ცუდია,როდესაც სადრესასწაულო ვარცხნილობას გიფუჭებენsad.gif

Posted by: sallli1 27 Feb 2013, 20:33
jesika@
საშინელებაა ,ყველაზე ცუდი ისაა სხვა გზა რომ არ გაქვს და ან უნდა დაიბანო და ჩვეულებრიივ გაშლილი თმით წახვიდე ან ეგრე sad.gif

Posted by: esselte 3 Mar 2013, 13:09
გოგონებო, სილამაზის სალონი ხომ არ იცით, რომელიც 24 საათი მუშაობს... ან დილის 8-დან მაინც?

Posted by: enigm-A 7 Mar 2013, 16:02
გოგოებო hotsale-ზე 3 ლარად ვიყიდე სალონი Exclusive-ს ფასდაკლების ვაუჩერი, მოკლედ 50 ლარის მაგივრად 22 ლარად ღებავენ არტეგოს საღებავით + დავაცხნა. ეს ვაუჩერი კი ვიყიდე იმიტომ რომ 2 დღე იყო დარჩენილი ვადა smile.gif) მაგრამ ვერ გავარკვიე რომელი სტილისტია კარგი და ვინმე ხომ არ დადიხართ პეკინის 37-შია ეს სალონი. smile.gif

Posted by: enigm-A 11 Mar 2013, 13:17
დავიჯერო არავის არ გაქვთ გაგონილი მაინც ამ სალონზე? smile.gif

Posted by: butha 11 Mar 2013, 17:19
დაიხურა ის სალონი სადაც დავდიოდი sad.gif

Posted by: საკურა. 11 Mar 2013, 18:06
მელირებას კარგად სად აკეთებენ?
მელანჟი (საბურთალოს) კარგია ამ მხრივ? ან ვინ მოგოწნთ კონკრეტულად.........

Posted by: Lo07 13 Mar 2013, 13:25
სალონი ბაგატელი სად არის? ნომერი თუ იცით და რომელ სტილისტთან მირჩევთ მისვლას?

Posted by: narkozeli 14 Mar 2013, 01:44
Lo07
QUOTE
სალონი ბაგატელი სად არის


ფალიაშვილის 39ა

Posted by: ditosdeda 20 Mar 2013, 01:31
ვხსნი სილამაზის სალონს არ მყავს არც სტილისტი არც მანიკურშა და არც არავინ. თუ ვინმე ხართ სტილისტი ან მანიკურშა ან იცნობთ ვინმე უმუშევარს ამ სფეროში მომცერეთ

Posted by: shirly 25 Mar 2013, 13:22
ვასიკო სად გადავიდა ხო არ იცით ვინმემ? დღეს დავრეკე ჩაწერა მინდოდა და აქ აღარ მუშაობსო sad.gif

Posted by: goga-mariami 25 Mar 2013, 15:57
მელირებას სად აკეტებენ კარგად ვის რა გამოცდილება გაქვტ მელირებაზე?

Posted by: Aperson 28 Mar 2013, 00:31
ვაი!
ჩემი თმები 1 კვირაა საშინლად გამოიყურება. ძალიან კარგი თმები მქონდა, ეხლა კი დამწვარი და საშინელი ფერის თმა მაქვს, 20 საუკუნის ჭაღარა დეიდას ვგევარ. ჩემს სტილისტს მივუტანე სურათი და სულ სხვა რამე გამიკეთა. ზალიან მაგრად ჭრის და ვარცხნის, მაგრამ როგორც აღმოჩნდა შეღებვაში და მელირებაში მოიკოჭლებს.


ხომ არ იცით ვინმემ სად აკეთებენ თბილისში კარგად " ო მ ბ რ ე' მელირებას?
რომ იცოდეთ როგორ დამეხმარებით!
ამ კვირის ბოლოს უნდა გადავიღებო, ამის ატანა აღარ შემიძლია.
* * *



* * *
tati-tatia-tatuli

QUOTE (tati-tatia-tatuli @ 11 Jul 2012, 18:44 )
თმის მელირება მინდა და მირჩიეთ ვინმე კარგი სტილისტი რა, გახუნების ეფექტივით მინდა.



ხომ არ აგგიკეთებია ან ხომ არ გაგირკვევია ? მეც მინდა "ომბრე" მელირება გახუნების ეფექტით. თუ გამიზიარებ მადლობელი დაგრჩები smile.gif
* * *
ditosdeda

კარგი ბუღალტერი არ გჭირდებათ? smile.gif

Posted by: tacka 28 Mar 2013, 15:51
კერატინით გასწორება რომელ სალონში შეიძლება გავიკეთო? smile.gif
თუ გაგიკეთებიათ და თუ ხართ კმაყოფილი smile.gif

Posted by: ninunin 28 Mar 2013, 21:33
QUOTE (bussa @ 26 Feb 2013, 10:46 )
QUOTE (GogonaParalelepipedidan @ 25 Feb 2013, 23:28 )
bussa

ძააააან მომეწონააა
თან გადამყვა ვასიკო <3
როგორც ვუთხარი ისე გამიკეთა + რაღაც რჩევებიც მომცა
თან რაღაც აქცია იყო ვოვოვოზე და 18 ლარად შევიღებე და შევიჭერიიი
მადლობა შენ

არაფერს smile.gif მიხარია რომ კმაყოფილი დარჩი

ფრანგული მელირება მინდა და სად მივიდე მითხარით კარგად რომ გამიკეთონ, რა სალონია თუ შეგიძლიათ მომწერეთ

Posted by: kukushka_saluka 30 Mar 2013, 01:07
QUOTE (magnet @ 31 Aug 2011, 10:27 )
სილამაზის სალონი მელანჟი კარგია თუ იცით? წარბების გაკეთება მინდა

საკმაოდ კარგად აგრძელებენ ფრჩხილებს. და ნუ ტატუთი განთქმულია მანდ გავიკეთე. წარბები არ ვიციsad.gif
* * *
მელირება არ ვიცი მაგრამ მესამე წელია ბაგატელში ვიკეთებ თმას. მაქ "ფეინთთინგ"-ი გაკეთებული სამ თვეში ერთხელ ვიკეთებ და ვინსც ნახულობს გიჯდება ისეთი გადაყვანებია ფერების,ნუ ყველა ვერ აკეთებს ამას კარგად ცოდნა უნდა და თან არც ისე გავრცელებული მეთოდია.უფრო მელირებას მიმართავენ.. თან პროფესიონალმა თუ არ გაგიკეთა არ ჯდება გადაყვანა და დაიწვება თმა.

Posted by: mariam27 30 Mar 2013, 18:36
ფეინთინგი იგივენაირად არის ხოო როგორც ვთქვათ ომბრე?? და რა ჯდება ?? მეც მინდა ომბრეს გაკეთება და არ ვიცი სად მივიდე.

Posted by: Aperson 31 Mar 2013, 18:25
კი, ფეითინგი, ომბრე, ფრანგული მელირება ერთიდაიგივეა. მე სამშაბათს გადავყვიტე სადაც გავიკეთებ და გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს smile.gif

Posted by: Aperson 3 Apr 2013, 20:29
გუშინ გავიკეთე ფეითინგი (ომბრე) და ვარ ძალიან კმაყოფილი!

Posted by: jgnakvi 6 Apr 2013, 11:47
დამეხმარეეეეთ!!!!! სასწრაფოდ მჭირდება სილამაზის სალონი ვაკეში სადაც მართლა კარგად გააკეთებენ ვარცხნილობას და ძალიან ძვირსაც არ გამომართმევენ, ვინმემ მირჩიეთ რააა.....

Posted by: qetidolche 10 Apr 2013, 19:52
გამარჯობა,შეღებილი მაქ თმა და სასტიკად მინდა ქიმიურად დახვევა.აი მართლა კარგად და ბუნებრივად რომ იყოს.მეშინია არ გამიფუჭდეს თმა.ხო ცხიმიანი სუსტი და თხელი თმა მაქვს.არ მინდა ეგეც გამიქრეს smile.gif მინდა ავიფუო და დავისვენოsmile.gif ხო მარტლა ხო არ ჯობია ჯერ რამე ვიხმარო , რო ცოტა გამოჯანმრთელდეს თმა,სუსტია ღეროები და ადვილად ტყდება ძალიან. ხო არ მირჩევდით რამეს?დამეხმარეთ რა...

Posted by: tamusinka 11 Apr 2013, 19:35
Aperson

სად გაიკეთე და რა ღირდა?

Posted by: pumpuliko 11 Apr 2013, 23:05
Aperson
მეც მაინტერესებს სად გაიკეთე , კონკრეტულად ვისთან და რა დაგიჯდა?

Posted by: qatqata149 12 Apr 2013, 17:58
vintage club-ში კარგი სპეციალისტები ჰყავთ ხომ არ იცით? http://www.hotsale.ge/index.php?option=com_sobi2&sobi2Task=sobi2Details&sobi2Id=4847&Itemid=1&lang=ka

Posted by: ათულია 12 Apr 2013, 18:01
goga-mariami
პეკინის 2 ნომერში არის სალონი "სოლო"

ნინო (სვანი) ძალიან კარგ მელირებას აკეთებს

შემიძლია განახო მე როგორ მაქვს

Posted by: qatqata149 12 Apr 2013, 18:02
ექსპერიმენტებს ვატარებ ჩემს თავზე, უამრავ სალონში ვიყავი- melange, royal beauty, aisha და ა.შ.))) ისეთი სალონი მინდა რომ სტილისტიც კარგი იყოს და მანიკურშაც, მაგრამ პარალელურად ორივე შეუძლებელია ეტყობა)))))))))

Posted by: bussa 12 Apr 2013, 22:50
ვასიკო გადავიდა სპორტის სასახლესთან,სალონს ქვია ვასიკოს სალონი smile.gif მომწერეთ პირადში და აგიხსნით ზუსტად სადაც არის smile.gif
* * *
QUOTE (ათულია @ 12 Apr 2013, 18:01 )
goga-mariami
პეკინის 2 ნომერში არის სალონი "სოლო"

ნინო (სვანი) ძალიან კარგ მელირებას აკეთებს

შემიძლია განახო მე როგორ მაქვს

მე მაინტერესებს შენი მელირება smile.gif

Posted by: sofunia 15 Apr 2013, 17:55
ასე აწერია პირდაპირ? მე ვეძებ ვასიკოს

Posted by: bussa 15 Apr 2013, 21:45
QUOTE (sofunia @ 15 Apr 2013, 17:55 )
ასე აწერია პირდაპირ? მე ვეძებ ვასიკოს

https://www.facebook.com/vasikossaloni.ge?fref=ts აქაა ვასიკო
* * *
QUOTE (sofunia @ 15 Apr 2013, 17:55 )
ასე აწერია პირდაპირ? მე ვეძებ ვასიკოს

https://www.facebook.com/vasikossaloni.ge?fref=ts

Posted by: pumpuliko 23 Apr 2013, 13:14
ეს თემა ჩაკვდა თუ რა ხდება, არტომ არავინ არ შემოდის ?

Posted by: tacka 23 Apr 2013, 13:22
თმის სახლში ვიყავი... ძალიან მომეწონა კერატინით თმის გასწორება უკმაყოფლესი ვარ smile.gif თან ფასდაკლებაა

Posted by: zgapariko 23 Apr 2013, 17:59
tacka
QUOTE
თმის სახლში ვიყავი... ძალიან მომეწონა კერატინით თმის გასწორება უკმაყოფლესი ვარ  თან ფასდაკლებაა

უფრო დაწვრილებით რომ დაწერო შეგიძლია?
სად გაიკეთე,ვისთან და რამდენად?

Posted by: Utopian 28 Apr 2013, 20:55
თუ იცით, ლურჯად რომელიმე სალონში ღებავენ თმას?


Posted by: sallli1 28 Apr 2013, 20:58
Utopian
როგორც ვიცი არა და ადრე რაღAცაზე მახსოვს წინასწარ უნდა გაგვაფრთხილოთ რომ საღებავი შევუკვეთოთო თუ რაღაც მაგდაგვარი biggrin.gif smile.gif

Posted by: Utopian 29 Apr 2013, 10:59
sallli1
მადლობ, მგონი მივაგენი smile.gif)

Posted by: Ia-forumze 29 Apr 2013, 14:03
თამარაშვილზე რომ სალონია La Truffe-ს თავზე,

ყოფილხართ ვინმე წარბების კორექციაზე?

Posted by: kozet 4 May 2013, 16:27
სად და ვინ აკეთებს კარგ მელირებას? და საერთოდ რა სხვაობაა ფოლგით და ქუდით გაკეთებულ მელირებებს შორის?

Posted by: 7903251 4 May 2013, 21:28
სილამაზის სალონი "ლიკა", ახმეტელის მეტროს მიმდებარედ - თიშების მოპირდაპირ, ძალიან მაგარი სალონია - უფრო მაგარი თანამშრომლები ვიდრე სალონი.

Posted by: Ia-forumze 6 May 2013, 15:27
QUOTE
თამარაშვილზე რომ სალონია La Truffe-ს თავზე,

რეკომენდაციას ვუწევ "მეწარბეს"

Posted by: gpphoto123 6 May 2013, 19:30
მელანგე დზაან მაგარია ვაჟაზე დავდივარ და ხან როგორი გამოვდივარ ხან როგორი მრავალფეროვნება მევასება :DDDD

Posted by: Ninadi 8 May 2013, 23:25
მელანჟე არის ძალიან მაგარი სალონი, ძალიან მაგარი სოეციალისტებით... მე ქარვასლას ფილიალში დავდივარ და ჯერ მე იქიდან უკმაყოფილო არ წამოვსულვარ.. ნუ ფასებიც შესაფერისია მომსახურებასთან და ხარისხთან
* * *
კიდევ სამეფო სილამაზის სახლი მომეწონა და წარბებზე გირჩევთ მიხვიდეთ მოსაშვილის ქუჩაზე ნეილზში, მგონი სალონი არ დამიტოვებია და ეგეთი კმაყოფილი არ წამოვსულვარ არსაიდან

Posted by: mashooo 12 May 2013, 17:37
QUOTE (Ia-forumze @ 6 May 2013, 15:27 )
QUOTE
თამარაშვილზე რომ სალონია La Truffe-ს თავზე,

რეკომენდაციას ვუწევ "მეწარბეს"

რა მაინტერესებს იცი, რა ღირს la truffe ში წარბების გაკეთება და რა მეთოდით აკეთებენ, ცვილით თუ არის ეგ მაინეტერესებს.
* * *

Posted by: loving_angel 15 May 2013, 14:17
მელანჟეში ვიყავი ერთი წლის წინ ქარვასლას ფილიალში სტილისტ ნინოსთან და თავბედი ვიწყევლე. ღია ქერა მინდოდა, სურათიც ვაჩვენე და ალბინოსივით შემღება, თავი ბერა მეგონა. თან თავის კანი ისე დამიწვა ერთი კვირა მუწუკები მქონდა. თმა დღემდე ვერ გავიზარდე, ბოლოები ისეთი დამწვარი მაქვს. cry.gif

Posted by: Delirium 21 May 2013, 05:01
ომბრეს სად აკეთებენ კარგად? ნორმალურ ფასებში :დ

Posted by: ტურფა 21 May 2013, 06:05
loving_angel
QUOTE
მელანჟეში ვიყავი ერთი წლის წინ ქარვასლას ფილიალში სტილისტ ნინოსთან და თავბედი ვიწყევლე. ღია ქერა მინდოდა, სურათიც ვაჩვენე და ალბინოსივით შემღება, თავი ბერა მეგონა. თან თავის კანი ისე დამიწვა ერთი კვირა მუწუკები მქონდა.

lol.gif

მაპატიე, თავი ვერ შევიკავე, ისე მოყევი

QUOTE
თმა დღემდე ვერ გავიზარდე, ბოლოები ისეთი დამწვარი მაქვს.


არაუშავს, გაგეზრდება, სად წავა 2kiss.gif

Posted by: Fallen From The Mars 22 May 2013, 18:06
დავფიქსირდე

კი არ ვარ სტილისტის ძიებაში, მაინც

chups.gif

Posted by: ai-t-ai 29 May 2013, 14:13
მელირება მინდა ან გაქერავებ, ჯერ ვერ ჩამოვყალიბდი, ხოდა კარგი სალონი და სტილისტი მირჩიეთ რა.
პ.ს. ვინც საკუთარ თავზე გამოსცადეთ იქნებ მომწეროთ რა

Posted by: meluzi 30 May 2013, 01:36
Gამარჯობა, ფრანგული მელირების გაკეთება მინდა და იქნებ ვინმემ გამოცდილებით მირჩიოთ მართლა კარგი სალონი და მართლა კარგი სტილისტი? ისეთი ცხარე ცრემლებით რომ არ მატირებს smile.gif

Posted by: qatqata149 30 May 2013, 16:26
QUOTE (loving_angel @ 15 May 2013, 14:17 )
მელანჟეში ვიყავი ერთი წლის წინ ქარვასლას ფილიალში სტილისტ ნინოსთან და თავბედი ვიწყევლე. ღია ქერა მინდოდა, სურათიც ვაჩვენე და ალბინოსივით შემღება, თავი ბერა მეგონა. თან თავის კანი ისე დამიწვა ერთი კვირა მუწუკები მქონდა. თმა დღემდე ვერ გავიზარდე, ბოლოები ისეთი დამწვარი მაქვს. cry.gif


loving_angel

რიჟა ნინოსთან იყავი? პირველად რომ მივედი ნორმალურად შემჭრა... კიდევ რამდენჯერმე მივედი და ხან ასიმეტრია მქონდა, ხან ძალიან მოკლედ გამოვიდა, ხან რა... საშინელი სალონია

Posted by: Ninadi 31 May 2013, 17:00
აუ აბა მე რატო მომეწონა მელანჟე? :დდდ არადა როცა არ უნდა მვიიდე სულ კმაყოფილი მოვიდვარ

Posted by: unusual 31 May 2013, 17:35
მე ფალიაშვილის ფილიალში დავდივარ მელანჟეში, ძირითადად წარბებზე და კმაყოფილივარ გაკეთებული წარბების, ერთი ორჯერ დავავარცხნინე თმა და ნორმალური იყო არც გავგიჟებულვარ და არც ცუდი რომ არ იყო. biggrin.gif
ლამაზ ვარცხნილობებს თქვენი გამოცდილებით სად უფრო კარგად აკეთებენ?


Posted by: qatqata149 31 May 2013, 18:47
QUOTE (Ninadi @ 31 May 2013, 17:00 )
აუ აბა მე რატო მომეწონა მელანჟე? :დდდ არადა როცა არ უნდა მვიიდე სულ კმაყოფილი მოვიდვარ

ქარვასლაში დავდიოდი და ფალიაშვილზე არ ვიცი, შეიძლება კარგი სპეციალისტები ჰყავთ)))))

Posted by: Laughing-out-loud 8 Jun 2013, 14:56
ნატალის გარდა რამე სხვა სალონი მითხარით კარგ საღამოს მაკიაჟს და ვარცხნილობას რომ აკეთებდნენ

Posted by: natikuna77 11 Jun 2013, 12:25
ვაიმეეე მართლაც რომ აუცილებელია იმის ცოდნა სად მიხვიდე რომელ სალონში რააა. გრძელი თმა მქონდა კარგი ხარისხის რბილი და ფაფუკი. რა გამიკეტეს ამ გასწორებით არ ვიცი რაა თმა დამიწვაა ისე რომ შესაჭრელი გამიხდა sad.gif რაც მე ვიტირეეეე

Posted by: usaqmurologi 14 Jun 2013, 14:50
http://pix.ge/

ასეთ ვარცხნილობას რო გამიკეთებს, სტილისტს ვერ მირჩევთ?

Posted by: lelukaa 14 Jun 2013, 15:03
კეკელიძის შაინში ელენე love.gif
თვის ბოლოს ომბრე უნდა გაიკეთო ელესთან smile.gif

Posted by: usaqmurologi 15 Jun 2013, 09:26
lelukaa


მადლობა

ნომერსაც ხო ვერ დამიწერდი? smile.gif

Posted by: nuca 15 Jun 2013, 11:45
მე თმის სახლის ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან კარგად გამისწორეს თმა, მართლა გულით იმუშავეს და ეტყობა კიდეც თმას.

პერსონალიც ძალიან მომწონს, საყვარელი გოგოები არიან ძალიან love.gif

Posted by: anuuuki 16 Jun 2013, 13:28
იქნებ ვინმემ იცოდეთ ისეთი სტილისტი რომ მივიდე დავჯდე და შემჭრას ისე როგორც მომიხდება და მე არ მკითხოს რამდენი აგაჭრა კიდე და რაღაცეები : )))))) თან ხუჭუჭა თმები მაქვს და რამე ახალი უცხო მინდა, თან ისეთი რომ მომიხდეს მარა ვერ ვრისკავ ვიღაც დებილ სტილისტებთან : (

Posted by: tatz 18 Jun 2013, 11:23
მიცკევიჩის 7 ნომერში საბურთალოზე, სილამაზის სალონი რეტრო,შედით ერთხელ და ნებისმიერი პროცედურით ისარგებლეთ მერე ნახეთ რა კმაყოფილი იქნებით, უმაგრესი სიტუაციაა ყველანაირი გაგებით და პროფესიონალები მუშაობენ.. yes.gif

Posted by: ketochka 18 Jun 2013, 12:45
აქაც ვიკითხავ ბარემ- ხომ არ იცით ლამინირებას რომელ სალონში აკეთებენ კარგად,რა ღირს და დაახლოებით რამდენ ხანს გრძელდება ეფექტი? ვინმეს გაგიკეთებიათ ?

Posted by: bochita 19 Jun 2013, 15:42
აქ ვინმე სტილისტი თუ შემოდის პიემში მომწერეთ რა

Posted by: natka80 24 Jun 2013, 18:00
nino877
QUOTE
გადავწყვიტე გავხსნა სალონი

მომეწონა შენი იდეები , გახსენი უკვე სალონი ?

Posted by: nino877 24 Jun 2013, 18:50
natka80
არა დავიკიდე sad.gif
მითხრეს რომ თუ იქ არ მუშაობ და თუ შენთვითონ მაინც არ აკეთებ რამეს
არ ღირსო
თან ქირას თუ იხდი მითუმეტესო

Posted by: MrsBass 27 Jun 2013, 16:32

QUOTE
რეკომენდაციას ვუწევ "მეწარბეს"


la truffesს ნომერი შეგიძლიათ რომ მითხრათ? მანდ მუშაობს ხომ მიშა გასიტაშვილი?

Posted by: gryffindor 28 Jun 2013, 11:44
გამარჯობათ. სალონ "მოდერნში"(ყაზბეგზე) სტილისი თამუნა რო იყო, სად გადავიდა ზუსტად ხო არ იცით ? ან საკონტაკტო ინფორმაცია ?
მადლობთ

Posted by: Utopian 30 Jun 2013, 14:05
ამ სალონზე გსმენიათ რამე? http://swoop.ge/index.php?task=deal&id=8234&lang=ge&city=58


Posted by: Utopian 1 Jul 2013, 21:37
სალონ VS-ში ვასიკოსთან გაგიკეთებიათ მელირება?
როგორ აკეთებს? თმას ხო არ დამიწვავენ? user.gif



ხელპ user.gif user.gif

Posted by: bussa 3 Jul 2013, 19:06
QUOTE (Utopian @ 30 Jun 2013, 14:05 )
ამ სალონზე გსმენიათ რამე? http://swoop.ge/index.php?task=deal&id=8234&lang=ge&city=58

მე გამიკეთებია და სულ ვასიკოსთან დავდივარ წლებია უკვე და ძალიან კმაყოფილი ვარ,მიდი არ ინანებ.როგორც ეტყვი ზუსტად ისე გაგიკეთებს

Posted by: Utopian 3 Jul 2013, 20:39
bussa
ვერ გადავწყვიტე მანდ გავიკეთო თუ Segreti di Natura-ში
არ მინდა ოდნავ მაინც რომ დამეწვას ან გამიუხეშდეს

Posted by: Toni18 6 Jul 2013, 11:39
კაცის კარგი პარიკმახერი მირჩიეთ რა მომბეზრდა ჩემი რამე სიახლე მინდა smile.gif საბურთალოზე

Posted by: ValenTine_Kelly 7 Jul 2013, 11:48
დამაწყდა ნერვები სალონებში სირბილით biggrin.gif


ასე მინდა შეღებვა(ამ ფერებში) და კარგი სალონი მირჩიეთ.სასწაული ფასები რომ არ ჰქონდეთ.

Beauty code მირჩიეს,მაგრამ რომ ვწერ FB-ზე ხმას არ იღებენ.


user posted image

Posted by: bussa 7 Jul 2013, 16:57
QUOTE (Utopian @ 3 Jul 2013, 20:39 )
bussa
ვერ გადავწყვიტე მანდ გავიკეთო თუ Segreti di Natura-ში
არ მინდა ოდნავ მაინც რომ დამეწვას ან გამიუხეშდეს

რავიცი წლებია მართლა ვასიკოსთან დავდივარ და სულ კმაყოფილი ვარ,ვინც მივიყვანე ყველას მოეწონა და შენი ნებაა მართლა კარგად აკეთებს და არც წვავს
* * *
QUOTE (Toni18 @ 6 Jul 2013, 11:39 )
კაცის კარგი პარიკმახერი მირჩიეთ რა მომბეზრდა ჩემი რამე სიახლე მინდა smile.gif საბურთალოზე

https://www.facebook.com/vasikossaloni.ge?fref=ts აქ მიდი და დაისვენებ smile.gif

Posted by: tatz 8 Jul 2013, 00:20
Toni18
მიცკევიჩის 7 ნომერში არის ძალიან კარგი სალონი "Retro"...

Posted by: natka80 8 Jul 2013, 20:37
bussa
QUOTE
სულ ვასიკოსთან დავდივარ წლებია უკვე და ძალიან კმაყოფილი ვარ

რა ღირს მანდ შეჭრა და შეღებვა ?

Posted by: გობალა 9 Jul 2013, 12:11
მაქვს შავი საშუალო სიგრძის თმა და მინდა ამფრად შევიღებო. შემეღებება? სად მირჩევთ რომ არ დამიხრუკონ?
აი ვიცი რომ ძალიან მომიხდება

http://radikal.ru/fp/16253d9964bf4f719cac5dc068d4ea55

თან ესეთი ჰაილაითებით მინდა იმენნა

და ალბათ პირველივე შეღებვაზე ესე არ დამიჯდება ხო? ნელ-ნელა გადამიყვანს? sad.gif

Posted by: keen 9 Jul 2013, 12:58
QUOTE
დამაწყდა ნერვები სალონებში სირბილით biggrin.gif


+1 sad.gif

Posted by: bussa 9 Jul 2013, 15:02
QUOTE (tatz @ 8 Jul 2013, 00:20 )
Toni18
მიცკევიჩის 7 ნომერში არის ძალიან კარგი სალონი "Retro"...

https://www.facebook.com/vasikossaloni.ge?fref=ts აქ წერია ყველაფერი,შედი და დაათვალიერე smile.gif

Posted by: pelikuna 9 Jul 2013, 22:32
კერატინით თმის გასწორებას სად აკეთებენ და რაჯდება? ან რამდენ ხანს ძლებს ასეთი მეთოდით გასწორებული თმა?

Posted by: tatz 10 Jul 2013, 20:09
pelikuna
2184847...სალონი "Retro"...ხარისხიანი მომსახურება აქვთ..დარეკეთ და ფასსაც გეტყვიან

Posted by: pumpuliko 13 Jul 2013, 01:15
ბავშვებო კარგ სტილისტს ხომ ვერ მირჩვევთ, მოკლე ვარცხნილობას რომ ჭრიდეს კარგად.
ვერა და ვერ მივაგენი, რა ექსპერიმენტები არ ჩავიტარე თავზე , მაგრამ მე რაც მინდა იმ ვარცხნილობას მაინც ვერ მიკეთებენ sad.gif((

Posted by: tatz 13 Jul 2013, 02:11
pumpuliko
2184847...სალონი "Retro".... იკითხეთ გია

Posted by: _DelgadA_ 20 Jul 2013, 17:34
გამარჯობა,

ხომ არ იცით თბილისში ომბრეს საუკეთესო სპეციალისტები სად ყავთ? გაკეთება მინდა და არ ვიცი ვის მივანდო ჩემი თმა....

Posted by: sopho_94 20 Jul 2013, 19:55
http://www.hotsale.ge/index.php?option=com_sobi2&sobi2Task=sobi2Details&sobi2Id=7613&Itemid=1&lang=ka ეს სალონი გაგიგიათ ვინმეს?

Posted by: _DelgadA_ 25 Jul 2013, 20:20
მელანჟიში ყველაზე კარგად ვინ ღებავს თმას? გადავწყვიტე მელანჟიში გავიკეთო ომბრე.... სხვაგან არ ვიცი ნორმალური სალონი...

Posted by: maria-mari 25 Jul 2013, 23:03
_DelgadA_
+1
მეც მაინტერესებს ვისაც გაგიკეთებიათ ომბრე რომელი სალონით ხართ კმაყოფილი?

Posted by: _DelgadA_ 28 Jul 2013, 12:24
დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტე მელანჟიში მივსულიყავი და გამეკეთებინა საოცნებო ომბრე....

ფერი მინდოდა ჩალისფერსა და ქერას შორის, რაღაც გარდამავალი, სურათიც ვუჩვენე სტილისტს და შემპირდა როგორიც გინდა ისეთს გაგიკეთებ ზუსტადო......

მივედი მეორე დღეს და მეუბნება ფერი ეს იქნება მაგრამ ქერა ჰაილაითები არ ექნება და ჰაილაითებისთვის მერე მოდი არ არის პრობლემაო.

მაგაზეც დავთანხმდი და შეუღებავ, ბუნებრივ თმაზე წამისვა საღებავი. თან ორი საღებავი, ერთი ღია და მეორე ცოტა მუქი

და შედეგი გამოვიდა საშინელება, არც კი მეტყობა თუ ეს არის ომბრე. ომბრე კი არა რაღაც საშინელება გამოვიდა. ქერას მაგივრად სახლში რომ მოვედი კარგ განათებაზე თმა არის ჟანგისფერი!
ძალიან ვარ გაბრაზებული! გამაღიავებელი არ გამიკეთა იმის გამო რომ დაეზარა!!!!! დიდ დროს წაიღებდა და ქვეყანა ფულიც მივათხლიშე ამ სიმახინჯეში....

მოკლედ საქართველოში, ისეთ სალონშიც კი, როგორიც არის მელანჟი, სადაც გაფრენილი ფასებია და პრეტენზია აქვთ პროფესიონალიზმზე, იქაც კი არ ღირს მისვლა.

მელანჟი საქს!

ნატალიშიც ვიფიქრე მივსულიყავი, მაგრამ იქ ჩვეულებრივ ფასს თუ გადაიხდი გსვამენ ვიღაც დამწყებთან, რომელმაც ორ თვიანი კურსები გაიარა ნატალის აკადემიაში, და ამიტომ ისევ მელანჟი ვარჩიე, მაგრამ თურმე ძალიან შევცდი!

Posted by: milda 5 Aug 2013, 10:37
ValenTine_Kelly

თუ გაიგებ დაწერე რაა სად ღებავენ და რა ფასად ამ ფერში ვაპირებ

http://31.media.tumblr.com/tumblr_lzxeaiJCtB1r6sml3o1_500.jpg

Posted by: elenelene 5 Aug 2013, 10:54
_DelgadA_
აუუუუუ ძალიან მეწყინა sad.gif მეც მანდ ვაპირებდი მისვლას თმის შესაღებად... ახლა რაღა ვქნა

მელანჟის რომელ ფილიალში იყავი?

Posted by: ValenTine_Kelly 5 Aug 2013, 11:57
_DelgadA_
აქ დადეს ადრე ფოტოები იმისი რაც შენ გინდა,შეიძლება მოგეწონოს smile.gif

მე რაც მაინტერესებს იმაზე ხმას არ მცემენ biggrin.gif

https://www.facebook.com/vasikossaloni

milda
კარგი,ჯერ ვერც მე ვერ გავარკვიე ვერფერი. mo.gif

Posted by: Christopher Robin 7 Aug 2013, 21:57
მირჩიეს სალონი "მილანი" მოსეშვილის 2 ნომერში რომ არის
სტილისტი ლია...
ვინმემ იცით როგორ ჭრის?

Posted by: sopho_94 12 Aug 2013, 21:58
მელანჟეში ვიყავი ორსული ნინო როა და არ მომეწონა თმა ისე უგულოდ შემჭრა mad.gif მანდ ვინმე კარგი სტილისტი არ ყავთ?

Posted by: gzaabneuli 18 Aug 2013, 11:08
QUOTE
მელანჟეში

ცხოვრებაში აღარ მივალ ამ სალონში

ქარვასლას ფილიალში საღამოს ვარცხნილობა გამიკეთა ბიჭმა ( სახელი აღარ მახსოვს)

ლაკირებული ბუდე მედგა თავზე. ხან რა შეცვალა ხან რა მაგრამ უარესი და უარესი გამოსდიოდა

სახლში მოვედი დავიბანე თავი და სულ ბღავილით წავედი ქორწილში ( ქორწილში რა ქორწილის ბოლოს მივედი)

მადლობა მელანჟს

Posted by: ჯი-ნია-ნი 18 Aug 2013, 19:38
maria-mari
_DelgadA_
ომბრეს თმის სახლში აკეთებენ ძალიან კარგად..
მეგობარს გავყევი და ჯერ მარტო ისეთი მომსახურებაა, ყველა ღიმილით რომ გხვდება..
მოკლედ, აი ფეისბუქის გვერდს დავდებ, სურათებიც უდევთ ვის, როგორ და რას უკეთებენ : )
https://www.facebook.com/pages/%E1%83%97%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%98/351654764927967?fref=ts

Posted by: elenelene 18 Aug 2013, 20:05
ჯი-ნია-ნი
აუუუუუუ შენ გაიხარეეეეე 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: fermina 18 Aug 2013, 22:24
ჯი-ნია-ნი

ზუსტად შეგიძლია დაწერო სად არის? აქვე ვცხოვრობ და ვერ ვხვდები ვერაფრით, არც შემიმჩნევია.

Posted by: zamtari 20 Aug 2013, 12:34
სალამი.

პლეხანოვის ტერიტორიაზე კარგი სტილისტი ვინ იცით იქნებ დამეხმაროთ.

მადლობა წინასწარ

Posted by: what 25 Aug 2013, 10:56
zamtari
არმანი სალონი არის პასტერის ქუჩAზე, ძალიან კმაყოფილი ვარ. თმაზე აიდასთან დავდივარ მაგრა ჭრის და ღებავს გულიანად გიკეთEბს ყველაფერს, პედიკურზე შორენაა ნუუ უმაგრესი, მანიკურზე ოლიჩკა ძალიან მაგარი . ძალიან კაი სალონიაა რაა

Posted by: zamtari 25 Aug 2013, 13:48
what


დიდი მადლობა 2kiss.gif

Posted by: elenelene 26 Aug 2013, 13:56
გოგოებო ამ სალონის შესახებ რას იტყვით? და საერთოდ ამ შემოთავაზებაზე რას ფიქრობთ? კარგად გააკეთებენ? http://new.swoop.ge/Deals/Details/5724

Posted by: lali_joli 29 Aug 2013, 13:41
https://www.facebook.com/photo.php?fbid=392840984172643&set=a.328588543931221.1073741828.320506668072742&type=1&theater
აი ეს ნახეთ smile.gif

* * *
https://www.facebook.com/photo.php?fbid=372458716210870&set=a.328588543931221.1073741828.320506668072742&type=1&theater
ესეც smile.gif

Posted by: ილონენ 2 Sep 2013, 12:06
tatz
QUOTE
მიცკევიჩის 7 ნომერში არის ძალიან კარგი სალონი "Retro"...

არც ისე, ისეთი მაკიაჟი გამიკეთეს რომ სურათებს რო ვუყურებ გული მისკდება ჩემ თავზე biggrin.gif

Posted by: anuuuki 2 Sep 2013, 13:32
გამარჯობა, ქორწილისთვის მაკიაჟი და ვარცხნილობა სად გავიკეთო მირჩიეთ რა, ძალიან კარგად რომ აკეთებდნენ biggrin.gif

Posted by: T-E-0 4 Sep 2013, 14:10
გოგოებო, თმის ჩამორეცხვა მინდა და ხომ არ მირჩევთ ნორმალურ სალონს, სადაც არ დამიზიანებენ თმას და კოლოსალური ფასიც არ იქნება. ..

Posted by: marigogo2012 4 Sep 2013, 16:21
დამაეხარეთ რა მაინტერესებს ასეთი სტილის თმებს რა ქვია და კარგი სტილისტი მინდა ვინც იცის თმის შეჭრა biggrin.gif

Posted by: marigogo2012 4 Sep 2013, 16:25
გეხვეწებით მიტხარით კარგი სტილისტი თმების შეჩრა მინდა ასე და როგორ ავუხსნა ფოტო რო ვანახო ხო შეიძლება biggrin.gif

Posted by: Lilian 4 Sep 2013, 16:45
ჩემი სტილისტი სხვაგან წასულა... აუ ნომერიც არ მაქვს sad.gif sad.gif sad.gif
ძლივს ვიღაც მომწონდა cry.gif cry.gif cry.gif

Posted by: Christopher Robin 10 Sep 2013, 18:44

თმის სახლზე რა მეტყვით....
კარეს შეჭრა მინდა....
წინასწარი შიში მაქვს პარიკმახერის, მეშინია სასურველი პრიჩო რომ არ გამოუვიდე...
ხოდა ვინ იციტ მაქ ყველაზე კარგი
და რამდენი გელა ღირს შეჭრა დავარცხნა

Posted by: qatqata149 12 Sep 2013, 17:29
თმის სახლს ყველა აქებს და მეც უნდა მივიდეეეეეეე. 25 ლარი ღირს ხო შეჭრა?

Posted by: Christopher Robin 13 Sep 2013, 22:30
QUOTE (qatqata149 @ 12 Sep 2013, 17:29 )
თმის სახლს ყველა აქებს და მეც უნდა მივიდეეეეეეე. 25 ლარი ღირს ხო შეჭრა?

მეც ეგრე გამიგია
ხოდა ვინც მაქ იჭრის გამოგვეხმაურეტ რააა
ვაჰ.....

Posted by: York 18 Sep 2013, 22:35
მამაკაცის სალონები არსებობს თბილისში?

მამაკაცის პარიკმახერების უმრავლესობამ ერთი სტილი იცის და თუ შენი უპირატესობა მის უნარს არ დაემთხვა, ერთი პრობლემაა, თუ დაემთხვა და თბილისიდან წავიდა - მეორე...

Posted by: Gvantsi Gagua 19 Sep 2013, 02:05
ბავშვებო რამე კაი სალონი მითხარით რაა ისეთი რომ თმა კარგად შემიღებონ და არ დამიბუგონ და დამისვან სასურველი ფერი.. cry.gifcry.gifcry.gif

Posted by: narkozeli 20 Sep 2013, 01:11
marigogo2012
QUOTE
თმების შეჩრა მინდა ასე და როგორ ავუხსნა ფოტო რო ვანახო ხო შეიძლება biggrin.gif


უნდა უთხრა რომ "აგიჩეხოს" (და წინ უფრო მოკლედ "აჩეხოს") რაიმე განსაკუთრებული სახელი არ ქვია ამ ვარცხნილობას.

Posted by: Workaholic 20 Sep 2013, 23:16
რამე ნორმალური სალონი მირჩიეთ,მაკიაჟს და ვარცხნილობას რომ აკეთებდნენ,მისაღები ფასით და შედეგითაც რომ კმაყოფილ დავრჩე

Posted by: lali_joli 23 Sep 2013, 09:01
QUOTE
რამე ნორმალური სალონი მირჩიეთ,მაკიაჟს და ვარცხნილობას რომ აკეთებდნენ,მისაღები ფასით და შედეგითაც რომ კმაყოფილ დავრჩე

http://pix.ge/


Warning:
+20% სარეკლამო შინაარსის შემცველი პოსტი,ლინკი ჩასწორებულია.სიტყვიერად გაგაფრთხილე ერთხელ,ეხლა იძულებული ვარ +20% worn-ი მოგცე,სხვა დროისთვის გაითვალისწინე რომ საკონტაქტო ინფორმაცია (fb გვერდი,ტელ. და მისამართი) pm-ში მიწერე დაინტერესებულ ფორუმელებს

Posted by: York 23 Sep 2013, 17:01
QUOTE (York @ 18 Sep 2013, 22:35 )
მამაკაცის პარიკმახერების უმრავლესობამ ერთი სტილი იცის და თუ შენი უპირატესობა მის უნარს არ დაემთხვა, ერთი პრობლემაა, თუ დაემთხვა და თბილისიდან წავიდა - მეორე...

მამაკაცის სალონები არსებობს თბილისში?

Posted by: meluzi 23 Sep 2013, 19:17
მეგობრებოო მირჩიეთ სალონი სადაც თმასაც და მაკიაჯსაც "უნაკლოდ" გააკეთებენ.. გელოდებიით

Posted by: marigogo2012 24 Sep 2013, 09:57
QUOTE (narkozeli @ 20 Sep 2013, 01:11 )


უნდა უთხრა რომ "აგიჩეხოს" (და წინ უფრო მოკლედ "აჩეხოს") რაიმე განსაკუთრებული სახელი არ ქვია ამ ვარცხნილობას.

დიდი მადლობა :*

Posted by: meluzi 24 Sep 2013, 12:29
ხომ არ იცით სად გადავიდა სალონი ექსელენსი? ფალიაშვილის 88 ნომერში იყო და იმ დღეს გავაირე და იქ აღარ იყვნენ.(ირმას ვეძებ სასწრაფოდ და)

Posted by: York 30 Sep 2013, 17:16
QUOTE
მამაკაცის პარიკმახერების უმრავლესობამ ერთი სტილი იცის და თუ შენი უპირატესობა მის უნარს არ დაემთხვა, ერთი პრობლემაა, თუ დაემთხვა და თბილისიდან წავიდა - მეორე...

აქ, მგონი, გამელოტება სჯობს...

Posted by: *LilacWine* 3 Oct 2013, 15:37
meluzi
QUOTE
ხომ არ იცით სად გადავიდა სალონი ექსელენსი? ფალიაშვილის 88 ნომერში იყო და იმ დღეს გავაირე და იქ აღარ იყვნენ.(ირმას ვეძებ სასწრაფოდ და)

მეც ვეძებდი და ვიპოვე smile.gif ფალიაშვილის 44-ში გადავიდა სალონი, 32 2945817 ამ ნომერზე დარეკე smile.gif

Posted by: M-N 15 Nov 2013, 12:14
აუ, ამ თემაშიც რა ამბავია :/
ფრანგული მელირების გაკეთება მინდა და სად აკეთებენ კარგად, ვისაც გაგიკეთებაით? smile.gif ან ცუდად სად აკეთებენ ის მაინც მითხარით და იქ არ მივალ smile.gif )smile.gif
ჰოთსეილზე და სვუპზე დევს აქციები, მაგრამ ვერ ავარჩიე სალონი sad.gif

Posted by: lasha-17 7 Dec 2013, 20:32
QUOTE (York @ 18 Sep 2013, 22:35 )
მამაკაცის პარიკმახერების უმრავლესობამ ერთი სტილი იცის და თუ შენი უპირატესობა მის უნარს არ დაემთხვა, ერთი პრობლემაა, თუ დაემთხვა და თბილისიდან წავიდა - მეორე...

+1

როგორც არ უნდა ვუთხრა, ყველა მაინც ერთნაირად მჭრის თმას :|


user posted image

ასე მინდა ახლა თმა და ხომ არ იცით ვინმე სტილისტი ასე რომ შემჭრას? და როგორ ავუხსნა? mo.gif

Posted by: unusual 10 Dec 2013, 21:53
ფალიაშვილზე სალონ ექსელენში თმა თუ შეგიჭრიათ და რამდენად კმაყოფილები ყოფილხართ? ერიკასთან ვფქრობდი კონკრეტულად შეჭრას და რავიცი.. mo.gif

Posted by: nuca 29 Dec 2013, 12:14
✎Christopher Robin

მართლა ძალიან მაგრად აკეთებენ, თმაზე განსაკუთრებით ბრუნოა კარგი, ასე რომ თუ ჩაეწერები მაგასთან ჩაეწერე თმის სახლში.

miss_ylonen


biggrin.gif

მოდი მერე ჩემს ქვემოთ, ადრეც გითხარი, მე გავიკეთე საცდელად ადრე და მაგრად მომეწონა love.gif

Posted by: ილონენ 3 Jan 2014, 11:51
nuca
რა დავწერე აღარ მახოვს biggrin.gif

სად? რა? biggrin.gif

Posted by: Ambitious_Person 3 Jan 2014, 16:30
ყველაზე პოპულარული რა სტილია ბიჭისთვის ?
დასადჭრიან კარგად? ჩველებრივი მინდა 5-10 ლ მდე

Posted by: nuca 9 Jan 2014, 12:57
miss_ylonen

ვარცხნილობაზე წერდი მგონი biggrin.gif

Posted by: ninininuca 9 Jan 2014, 17:56
ყველაზე კარგი სტილისტი მინდა თმა რომ შემღებოს და შემისწოროს.. ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს და ჯერ-ჯერობით ნორმალური ვერავინ ვერ ვნახე.. დაწერეთ თქვენ ვინ მოგწონთ და სალონიც მიაწერეთ თუ შეიძლებაsmile.gif

Posted by: Leo woman 9 Jan 2014, 20:25
სტილი მინდა შევიცვალო მაგრამ ვერ მოვიფიქრე რა ვუყო თმას??? თხელი თმა მაქვს და რა ვარცხნილობა მოუხდება???

Posted by: Harry Green99 12 Jan 2014, 23:17
ესეიგი ვარ 15 წლის ბიჭი და მინდა თმის ვარცხნილობის შეცვლა ოღონდ ძაან ისეთი არ მინდა რომ მერე სახლში აღარ შემიშვან biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ცოტა მორმალური მირჩიეთ რამე smile.gif (სურათები) დადეთ და მე თვითონ ავარჩევ დიდი მადლობა წინასწარ smile.gif smile.gif

Posted by: elen7 13 Jan 2014, 12:16
Leo woman

მეც თხელი თმა მაქვს. სულ გრძელს ვატარებდი და მივხვდი,რომ სისულელეა.
შევიჭერი კარედ და ისე მომწონს არასდროს აღარ გავიზრდი biggrin.gif

გირჩევდი შეიჭრა კარე smile.gif

Posted by: სნეგირი 13 Jan 2014, 17:27
York
QUOTE
მამაკაცის სალონები არსებობს თბილისში?

მამაკაცის პარიკმახერების უმრავლესობამ ერთი სტილი იცის და თუ შენი უპირატესობა მის უნარს არ დაემთხვა, ერთი პრობლემაა, თუ დაემთხვა და თბილისიდან წავიდა - მეორე...

მამაკაცები ყველას ჰკიდია... აგერ ვეძებ, ვეძებ და ნორმალური სტილისტი ჯერ ვერ ვნახე... უკვე ბუდე მადევს თავზე...
ვითომ კარგი ვარცხნილობისთვის "მასალას" ვაგროვებდი, მაგრამ ვისთვის..? კაციშვილი ვერ ვნახე და ალბათ ისევ ვინმე 5 ლარიანს უნდა ვანდო სიმწრით გაზრდილი თმები...
დღეს უეჭველი უნდა შევიჭრა...

Posted by: secretcircle 18 Jan 2014, 16:24
მე ქარვასლაში რომ არის "მელანჟი", იქ მივედი თმის შესაღებად და შესაჭრელად. ერთი ბიჭია მანდ, მანველი ჰქვია თუ არ ვცდები. თმები სულ დამიწვა, ლამის გამამელოტა. თავიანთი საღებავებით შევაღებინე. სოლარიუმიც არ ვარგა მანდ, ნახევარი დრო რაც ავიღე, ნათურები ქრება და უბრალოდ ქარს უბერავს, გაგრილებს. არც სათვალეს და არც დამცავ საშუალებებს არ გთავაზოვენ,

არ გირჩევთ მანდ მისვლას. სხვა მელანჟ-ში ნეტა თუ არის ვინმე ნორმალური სიტუაცია?

Posted by: kekelene 18 Jan 2014, 16:49
QUOTE (სნეგირი @ 13 Jan 2014, 17:27 )
აგერ ვეძებ, ვეძებ და ნორმალური სტილისტი ჯერ ვერ ვნახე...

გინდა ძაან მაგარი კაცთა სტილისტის ნომერი მოგცეეეე? პეკინზე მუშაობს.. რუსის აღნაგობის ქალია და აი ძაააან მაგარიააააა ))))))
* * *
QUOTE (ninininuca @ 9 Jan 2014, 17:56 )
ყველაზე კარგი სტილისტი მინდა თმა რომ შემღებოს და შემისწოროს.. ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს და ჯერ-ჯერობით ნორმალური ვერავინ ვერ ვნახე.. დაწერეთ თქვენ ვინ მოგწონთ და სალონიც მიაწერეთ თუ შეიძლებაsmile.gif

მე ვისთანაც დავდივარ წარბზე გადავიდა ახალ სალონში და ბოლოს რომ მივედი თმაც იმ სალონში
ტატოსთან გავიკეთეეეე :* შეღებვა, შეჭრა და ბუნებრივად დამვარცხნა. ძააააან მომეწონააააა.... jump.gif jump.gif jump.gif jump.gif სალონის ლინკს თუ გინდა პმში მოგწერ ))))

Posted by: სნეგირი 18 Jan 2014, 17:12
kekelene
QUOTE
გინდა ძაან მაგარი კაცთა სტილისტის ნომერი მოგცეეეე? პეკინზე მუშაობს.. რუსის აღნაგობის ქალია და აი ძაააან მაგარიააააა ))))))

თვითონ შემირჩევს ვარცხნილობას..?

Posted by: kekelene 18 Jan 2014, 17:57
QUOTE (სნეგირი @ 18 Jan 2014, 17:12 )
თვითონ შემირჩევს ვარცხნილობას..?

კიიიიიი.. მე იმ სალონში წარბებზე დავდიოდი და ჩემ რიგს რო ველოდებოდი ვაკვირდებოდი ხოლმე.... იმენა კაცებზე მუშაობს და სულ ყავდა ხალხი... თან ყველას სხვადასხვა ნაირად უკეთებდა.... ეხლა სხვაგან გადავიდა ჩემი კოსმეტოლოგი და იქ აღარ დავდივარ, მაგრამ თუ გინდა ნომერს გაგიგებ და მოგწერ პმში wink.gif

Posted by: სნეგირი 18 Jan 2014, 18:45
kekelene
კი...

Posted by: (FoFo) 31 Jan 2014, 16:58
მინდა მელირება და სად შეიძლება მივიდე ხო ვერ მეტყვით... (Bუნებრივია მინდა ზუსტად ისეთ ფერში დამისვან, როგორსაც ვანახებ smile.gif )

Posted by: York 31 Jan 2014, 18:02
kekelene
პლიზ
QUOTE
თუ გინდა ნომერს გაგიგებ და მოგწერ პმში


Posted by: kekelene 1 Feb 2014, 16:42
QUOTE ((FoFo) @ 31 Jan 2014, 16:58 )
მინდა მელირება.....

კეკელიძის 28/30 სალონი MALETTI ... იკითხე ტატო... ძაან მაგარი ბიჭია )))))) თუ გინდა პირად ნომერს მოგწერ პნში )))

Posted by: ninininuca 1 Feb 2014, 17:32
QUOTE
კიიიიიი.. მე იმ სალონში წარბებზე დავდიოდი და ჩემ რიგს რო ველოდებოდი ვაკვირდებოდი ხოლმე.... იმენა კაცებზე მუშაობს და სულ ყავდა ხალხი... თან ყველას სხვადასხვა ნაირად უკეთებდა.... ეხლა სხვაგან გადავიდა ჩემი კოსმეტოლოგი და იქ აღარ დავდივარ, მაგრამ თუ გინდა ნომერს გაგიგებ და მოგწერ პმში


ლინკი გამომიგზავნე რა პმ-ში :*


Posted by: Instructor 6 Feb 2014, 15:14
kekelene
მეც დამიპიემე თუ შეიძლება იმ სტილისტის ნომერი 2kiss.gif

სნეგირი
მოგეწონათ ახალი სტილისტი?
მეც ეგრე ვარ, თითქმის 1 თვეა შესაჭრელი მაქვს თმა და პარიკმახერთან მისვლა არ მინდა, მარტო "ნანეტი" იციან facepalm.gif

Posted by: kekelene 6 Feb 2014, 15:23
FB არ აქვს იმ სალონს ((( ეს პირადი ნომერია - 597119134 სტელა... ოღონდ რუსულენოვანია და ქართულად უჭირს ლაპარაკიიი...

Posted by: Instructor 6 Feb 2014, 15:26
kekelene
დიდი მადლობა ელენე

Posted by: სნეგირი 6 Feb 2014, 15:48
Instructor
ჯერ არ მივსულვარ, შემდეგ კვირას ალბათ გავტესტავ და ფიდბექსაც დავწერ აქ... smile.gif

Posted by: kekelene 6 Feb 2014, 15:50
QUOTE (სნეგირი @ 6 Feb 2014, 15:48 )
Instructor
ჯერ არ მივსულვარ, შემდეგ კვირას ალბათ გავტესტავ და ფიდბექსაც დავწერ აქ... smile.gif

მეც მაინტერესებს შენი აზრი.... ველი განაჩენს )))))

Posted by: Temo_888 6 Feb 2014, 16:02
სნეგირი
ერთ ვარიანტს ველოდები და თუ არ გამოვიდა ხვალ მივალ სტელასთან. მეც დავწერ მომეწონება თუ არა

Posted by: სნეგირი 6 Feb 2014, 16:25
Temo_888
კარგს იზამ... up.gif

Posted by: likable 6 Feb 2014, 21:44
მელირება მინდა , სად მირჩევთ მისვლას ?

Posted by: invandrare 16 Feb 2014, 20:55
გამარჯობათ კეთილო ხალხო, სილამაზის სალონ ნატალიში (ფილარმონიის წინ) მუშაობდა სტილისტი მარინა, ბოლოს ვნახე 2010 წლის დეკემბერში. დღეს დავრეკე და იქ აღარ მუშაობს და არ იციან სადაა და არც ტელეფონი.
ხომ არ იცით ვინმემ ტელეფონი ან რომელ სალონშია?
წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: San1 18 Feb 2014, 02:43
აბა რა ქენით იყავით სტელასთან? biggrin.gif

Posted by: სნეგირი 19 Feb 2014, 09:35
QUOTE
აბა რა ქენით იყავით სტელასთან? biggrin.gif

მოკლედ მე თუ არ წავედი, კაცი შვილი წამსვლელი არ არის... )))

სტელა არტუა... )))

Posted by: Brock 19 Feb 2014, 14:44
ჩემი სტილისტი კარგია ვინც მჭრის თმას, უკან გადაწეული ვატარებ თმებს საერთოდ მაგრამ უკან ცოტა მოგრძოდ მინდა თმა და ვერ გავაგებინე თმა რომ მაკრატლით შეასწოროს ბოლოში მანქანას ადებს მაინც.. biggrin.gif facepalm.gif
ადრე სულ გრძელ თმებს ვატარებდი ეხლა არ მინდა გრძელი თმა გრძლად მინდა უბრალოდ ცოტა უკან და ეს ვერ გავაგებინე ბლინ facepalm.gif givi.gif

Posted by: San1 28 Feb 2014, 01:50
QUOTE
აბა რა ქენით იყავით სტელასთან?

x 2 user.gif

Posted by: Windmühle 28 Feb 2014, 02:14
მირჩიეეეეტ,მირჩიეთ რა ვუყო თმას.

მოკლედ მაქვს უგრძლესი თმა,2 წელია სიგრძე დიდად არ მომიკლია,ნუ ბოლოებს ვისწორებდი,ამასთან აჩეხილი მაქვს ოღონდ ზოგს რომ აქვს თავზე ბუჩქი ადევს და მერე ორი ღერიდ არჩენილი ერე არა,ადამიანურად მაქვს ანუ biggrin.gif

ეხლა მინდა შევიცვალო სტილი და არ ვიცი როგორ,მირჩეით რა რამე,ვერაფერი ავირჩიე sad.gif

პ.ს კარე არ მინდა ოდესღაც მქონდა და არ მონმწონს ჩემს თავზე,სხვაზე კიიი bis.gif


ხოდა ამასთან ვინ აკეტებს კარგად წარბს და პმანიკურ-პედიკურს ესეც მთხარით რააა ბარემ sad.gif

Posted by: Brock 1 Mar 2014, 18:05
მე მივდივარ სტელასთან ვნახოთ რას იზავს, ყველა იძახის კარგი არისო.. რაც მე მინდა იმას თუ გააკეთებს..

Posted by: emankcin 1 Mar 2014, 18:24
სადაა ეგ სალონი სადაც სტელა მუშაობს?

და რაღირს თმის შეჭრა ძაან დაბალზე, თორე სადაც არ მივედი ერთი 10 პარიკმახერთან ვიყავი, ყველა ტოვებს ამოჭვერილ თმის ღერებს, და სკალპს მაცლიან იმ მაშინკას ისე მატარებენ

Posted by: klikun 3 Mar 2014, 19:25
ერთ ავადსახსენებელ დღეს წავედი სალონში ომბრეს გასაკეთებლად.
სად მივდიოდი, რატომ არ მომტყდა ფეხები იმ დღეს :/
მაქვს მუქი ყავისფერი თმები და ქალს ვთხოვე ბოლოები იქნებ 2 ტონით ღია გამიკეთოთქო, ანუ ყავისფერი რომ იყოსთქო.
დამადო გამაღიავებელი, ნახევარ საათში დამბანა და დაიწყო თმების გაშრობა, ჯერ ხომ გავოცდი ფერზე და მეორე ნაგლობაზე. თმა მქონდა სტაფილოსფერი და ასე მომწონსო და ძააან მაგარ ფერზე დაგაჯდაო, იმდენი ილაპარაკა რომ ნერვები მიტოკავდა. ვეჩხუბე, და ტონიკი წამისვა ბოლოს და ეს სიწითლე ჩააქრო :/

2-3ჯერ დაბანისას ისევ სტაფილოსფერი მაქვს ჩემი საწყალი, წვალებით გაზრდილი თმები sad.gif

ხომ არ იცით სახლში რითი შემიძლია შევიღებო, რომელი საღებავით, ან რა ნომრით რომ ეს ჟღალი თმები ადამიანის ფერს (ღია ყავისფერს) დაემსგავსოს? smile.gif) სალონში მისვლა მეშინია უკვე, ჩოლკებსაც ჩემით ვიჭრი :/

Posted by: Brock 4 Mar 2014, 00:55
დღეს ვიყავი სტელასთან და კმაყოფილი ვარ,...

Posted by: kekelene 4 Mar 2014, 09:33
როგორც იქნა ერთი მაინც მივიდა... მიხარია, რო დაგეხმარე... bis.gif bis.gif bis.gif

Posted by: NATTALI 4 Mar 2014, 18:30
ომბრეს სად და ვინ გამიკეთებს ხარისხიანად?მირჩიეთ რამე,გადამარჩინეთ.

Posted by: marigng 4 Mar 2014, 23:34
თმის ჩამორეცხვაზე რას მირჩევთ .სად გავიკეთო??? მოვიშორო შავი თმააა

Posted by: chanelgirl999 9 Mar 2014, 14:42
გოგოებო, კოსტავას ,,ნატალიში'' აკეთებენ ბრწყინვალედ ომბრეს, როგორც ეტყვი ისე, რომა და რიჩი არიან სტილისტები, ორივე უმაგრესია. პროსტა, ფასიც შესაბამისი აქვს, 180 ლარიდან იწყება biggrin.gif კიდევ, Keune Georgiaშიც კარგ ომბრეს აკეთებენ გამიგია, 150 ლარიდან იწყება აქ ფასები... და მე რა მაინტერესებს, ჭავჭავაძეზე რომ არის სამეფო სილამაზის სახლი, ეგ როგორია? ლანა ყავთ სტილისტი, ძაან აქებენ, ხო არ იცით მართლა კარგია? თმის შეჭრა მინდა

Posted by: g12345 9 Mar 2014, 18:27
ყურზე მინდა პირსინგი და რამე სანდო სალონი მირჩიეთ აბააა

Posted by: Utopian 21 Mar 2014, 21:55
კრისტალში ვინმეს ხო არ შეგიღებავთ თმა? smile.gif

Posted by: blacuna 22 Mar 2014, 22:30
გოგოებო თმის შეჭრა მინდა მოკლედ, აი ძაან მოკლედ...ბიჭურად და ვის მირჩევთ? რამდენიმე ადგილას ვიყავი უკვე და ძაან უკმაყოფილო ვარ და ეხლა ისევ გამეზარდა და სად წავიდე აღარ ვიცი... sad.gif

გოგო ვარ. rolleyes.gif

Posted by: medium 23 Mar 2014, 18:39
მამაკაცის სტილისტი არის თბილისში ვინმე?
ასეთ იმიჯს დამიყენებენ?
user posted image

Posted by: lasha-17 23 Mar 2014, 19:43
QUOTE (medium @ 23 Mar 2014, 18:39 )
ასეთ იმიჯს დამიყენებენ?

ძალიან მომწონს chups.gif
კეონი არის სილამაზის სალონი, თამარაშვილის N 4-ში,ძალიან კარგად ჭრიან მაგრამ 17 ლარი ღირს sad.gif
http://www.info-tbilisi.com/ge/keune/

Posted by: medium 24 Mar 2014, 19:36
QUOTE (lasha-17 @ 23 Mar 2014, 19:43 )
QUOTE (medium @ 23 Mar 2014, 18:39 )
ასეთ იმიჯს დამიყენებენ?

ძალიან მომწონს chups.gif
კეონი არის სილამაზის სალონი, თამარაშვილის N 4-ში,ძალიან კარგად ჭრიან მაგრამ 17 ლარი ღირს sad.gif
http://www.info-tbilisi.com/ge/keune/

ერთი პრობლემაა ასეთი ტიპაჟი არ ვარ smile.gif )))))
მეც მომწონს კარგი იმიჯია smile.gif

Posted by: kerilyn 24 Mar 2014, 22:27
ქიმიურად სად შეიძლება თმა დავიხვიო?? ოღონდ ტალღოვნად smile.gif smile.gif

Posted by: ილონენ 24 Mar 2014, 22:50
kerilyn
თუ გინდა თმა გაიუბედურო დაიხვიე biggrin.gif

როგორც არ უნდა გაგიკეთონ მაინც დაგეწვება და ივლი მერე ჩემსავით biggrin.gif

Posted by: kerilyn 24 Mar 2014, 23:56
ილონენ
biggrin.gif biggrin.gif ჩემმა ახლობელმა გაიკეთა საზღვარგარეთ და არააქვს დამწვარი მაგიტომ მაინტერესებდა იქნებ აქაც აკეთებენ კარგად .. ისედაც საშინე თმა მაქვს საერთოდ რომ გამიფუჭდეს არ მინდა ნამდვილად : )))

Posted by: lasha-17 25 Mar 2014, 00:03
medium
user posted image
კეონში არის ეს შეჭრილი, მაგათ ფეიბუქზე ვნახე smile.gif სურათი რო დადე
დაახლოებით მასე აქ
https://www.facebook.com/KeuneGeorgia/photos

Posted by: likable 25 Mar 2014, 20:44
kerilyn
მელანჟიში ვიცი რომ აკეთებენ smile.gif

Posted by: kerilyn 25 Mar 2014, 22:57
likable
ძალიან დიდი მადლობა და თუ იცი დამიწვამს თMაას ?? როგორ აკეთებენ??

Posted by: დიაბლო 30 Mar 2014, 20:57
უპ ჩემო ჯიჯიებო

Posted by: In_private 31 Mar 2014, 11:16
QUOTE
დღეს ვიყავი სტელასთან და კმაყოფილი ვარ


სითი სთაილში რომ მუშაობს იმაზეა ლაპარაკი? თუ ეგაა მაგან კარგად იცის თავის საქმე

Posted by: San1 2 Apr 2014, 01:53
ამ სტელასთან რომ მივიდე, თვითონ შემირჩევს ვარცხნილობას? მე ცხოვრებაში ნანეტის და გადაპარსულის მეტი არ მქონია და აზრზე არ ვარ რა გავიკეთო biggrin.gif

Posted by: NIANU_3 2 Apr 2014, 14:52
გოგოებო მირჩიეთ თმის ქიმიური დახვევა მინდა და რომელ სალონშ აკეთებენ კარგად?

Posted by: ninano12 3 Apr 2014, 00:26
kerilyn
ბიჭი იყო ერთი სახელი არ მახსოვს მელანჟიში რომელიც წავიდა მერე ის კარგად აკეთებდა სხვა არ ვიცი ..
* * *
NIANU_3
ზემოთ დაწერეს და მეც ვიცი რომ მელანჟიში კარგად აკეთებენ

Posted by: kekelene 5 Apr 2014, 15:17
QUOTE (In_private @ 31 Mar 2014, 11:16 )
სითი სთაილში რომ მუშაობს იმაზეა ლაპარაკი?

არა ეს სტელა პეკინზე მუშაობს 37 ნომერში სალონ ენერჯი-ში...

Posted by: kerilyn 6 Apr 2014, 23:40
ninano12
ხოო ვიყავი მისული მაინტერესებდა გოგოარის ერთი ის აკეთებს ვფიქრობ ჯერჯერობით ალბათ გავიკეთებ მალე biggrin.gif

Posted by: ninano12 7 Apr 2014, 01:39
kerilyn
იმ გოგოსთან იყო ჩემი დის მეგობარი და არ არის კმაყოფილი ..თუ იმაზე იძახი ვიზეც მე ზუსტად არ მახსოვს სახელი

Posted by: keeper 7 Apr 2014, 15:51
კარგი სტილისტი მირჩიეთ თორემ დავიტანჯე

Posted by: kerilyn 7 Apr 2014, 22:21
ninano12
მე გავიგებ სახელს და გამირკვიე შენც თუ შეგიძლია?smile.gif

Posted by: kravai9 10 Apr 2014, 16:51
ვინმემ მირჩიეთ რა ცხელი მაკრატლით კარგად სად ჭრიან თმას?
კოსტავაზე ნატალი კარგია?

Posted by: ninano12 15 Apr 2014, 01:52
kerilyn
არ არის პრობლემა მოწერე და გავარკვევ

Posted by: Special_1 19 Apr 2014, 00:55
ვაჟა ვაჟა ვაჟა!!!!!
ოქროს ხელები აქვს!
კია მეძვირე მარა აი მიღირს რა ძალიან მაგარია

Posted by: buub 19 Apr 2014, 01:04
ქიმიური დახვევა რა ჯდება, გასაგებია ყველა სალონს თავისი ფასი აქვს მაგრამ აი საშუალოდ რა ფასია?

Posted by: deichka 21 Apr 2014, 06:49
Vin aketebs yvelaze karg melirebas? Ise rom tma kargi moperlamutro moferflisfro rom gamovides , yovelgvari yviteli elferis gareshe?

Posted by: medium 23 Apr 2014, 16:25
წვერს სად კრეჭენ კარგად,
დაახლოებით ასე

user posted image

Posted by: tika-ko13 25 Apr 2014, 13:57
გამარჯობათ, ქიმიურ დახვევას როგორც ვიცი იაშკა აკეთებს ძალიან კარგად 80-100 ლარი ჯდება სავარაუდოდ.. რუსთაველზე გადავიდა როგორც ვიცი ოპერის მოპირდაპირე მხარესაა ჭავჭავაძის ასახვევში...
* * *
გოგოებო ლაზერს სად აკეთებენ კარგად? დავიტანჯე... ნორმალურად არსად არ გამიკეთეს და არც ყურადგების მხრივ გამოირჩეოდნენ...

Posted by: Shado 25 Apr 2014, 20:04
ომბრეს სად აკეთებენ კარგად და შედარებით დაბალ ფასად ხომ ვერ მეტყვით? 150 ლარის გადამხდელი არ ვარ no.gif ფასდაკლებით 30 ლარადაც ვნახე მაგრამ არ ვიცი როგორ აკეთებენ იმ სალონში. ვისაც გაგიკეთებიათ თმა არ დაგწვიათ და კმაყოფილები ხართ შემეხმიანეთ jump.gif

Posted by: lasha-17 25 Apr 2014, 23:10
------------------------------------------------------------------------------------------

Posted by: Brock 26 Apr 2014, 12:57
QUOTE (medium @ 23 Apr 2014, 16:25 )
წვერს სად კრეჭენ კარგად,
დაახლოებით ასე

user posted image

medium
მაგას შენ თვითონაც გაიკეთებ სახლში ტრიმერი თუ გაქ წვერის საპარსი...

Posted by: kerilyn 27 Apr 2014, 03:37
ninano12
კარგი საყვარელოო...

Posted by: Liv Pool 26 May 2014, 23:23
საბანკეტოდ მაკიაჟს სად მირჩევთ?

Posted by: klo-C 30 May 2014, 13:28
გოგოებოო,
თმების შეღებვა მინდა და სად ღებავენ კარგად იქნებ მირჩიოთ რა, რო არ დამწვან და დამფუფქონ და ნორმალური ფასი რომ იყოს

Posted by: LacosTe87 30 May 2014, 21:40
დღეს ვიყავი სტელასთან, პეკინის 39ში, სალონ ენერჯიში და ძალიან კმაყოფილი ვარ. ძალიან მონდომებულად და კონცენტრირებულად მუშაობდა და სასიამოვნო ადამიანია ძალიან.

Posted by: she_is_ia 3 Jun 2014, 18:20
QUOTE
klikun



გამარჯობა,

მეც მუქი ყავისფერი თმა მაქვს და მეც ომბრე გავიკეთე, მაგრამ მაგ ფერში არ მქონია, ალბათ იმიტომ, რომ მეტი დროის განმავლობაში მედო ის გამაღიავებელი და გაცილებით გაღიავდა (ღია ფერი მინდოდა),

გირჩევ შენ თვითონ არ ახლო ხელი, სჯობს მიხვიდე ნორმალურ სტილისტთან და რამეს მოგიხერხებს, ბოლოს და ბოლოს კიდევ დაიდებ გამაღიავებელს და უფრო ღია, ცივ ტონში გადავა თმა და მერე რასაც გინდა იმ ფერს დაიდებ, მაგრამ თმა დაზიანდება...

მე ჩემით ვიდებდი ხოლმე რაღაც ფერებს აქა-იქ, ცუდი არ იყო, მაგრამ ომბრე რომ მომინდა გაღიავება დამჭირდა, რადგან მარტო საღებავით აჭრელდებოდა და ფაქტიურად რაღაც დროის შემდეგ უნდა მოვიჭრა თმა (წელამდე მაქვს), რადგან მაინც ფუჭდება გაღიავებული თმა, შრება, ტყდება და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან არ მაქვს დაზიანებული..






Posted by: kekelene 4 Jun 2014, 14:24
QUOTE (LacosTe87 @ 30 May 2014, 21:40 )
ვიყავი სტელასთან, პეკინის 39ში, სალონ ენერჯიში და ძალიან კმაყოფილი ვარ.

აბა ცუდს გირჩევდიიიიიით? wink.gif მიხარია, რომ ჩემი რჩევა გაითვალისწინეთ. smile.gif

Posted by: angelochka_ 5 Jun 2014, 14:34
მელირება მიდა,ოღონდ ისე სქლაად რააა,არ მომწოონს წვრილ-წვრილად,მიმიხვდით იმედიაbiggrin.gif ბუნებრივი ფერის მაქვს.სად გვავიკეთოო????რა დამიჯდება?კარე მაქვს

Posted by: voice of amerika 15 Jun 2014, 19:56

angelochka_
მეც მაინტერესებს ძალიან ზუსტად ეგრე მინდა მელირება ვერავინ ვერ გამიკეთა კარგად
..............
იქნებ დაწეროთ ვინმემ გვირჩიოთ biggrin.gif

Posted by: ostensible999 16 Jun 2014, 14:51
ომბრეს სად აკეთებენ ყველაზე კარგად?

Posted by: Unitended 18 Jun 2014, 11:50
ostensible999
QUOTE
ომბრეს სად აკეთებენ ყველაზე კარგად?


ომბრე და ყველანაირი შეღებვა თმი სახლში!!!!!
აი შეჭრა სტილის შერჩევას რა ვუყო რომ ვერ ვნახე ვერაფერი და ვერავინ ის შემაჭრას რაც მინდა

Posted by: nuki-nuka 29 Jun 2014, 20:43
keon-ში რომ მივიდე თამარაშვილის 4-ში იქ ვინ არის ყველაზე კარგი სტილისტი ხომ არ იცით? და რა ფასებია? შეჭრა მინდა თმების და აღარ ვიცი ვისთან მივიდე

Posted by: ninininuca 1 Jul 2014, 19:10
FRANK PROVOST - ში ვინმეს შეგიჭრიათ თმა? ვინ არის მანდ კარგი სტილისტი?

Posted by: nanuka15n 2 Jul 2014, 18:38
მეც მაინტერესებს სად აკეთებენ ომბრეს კარგად sad.gif

v&m ში აქებენ ვაჟა რომაა იმას smile.gif) შეილება იცი კიდეც Unitended
შენ შეგიღებია თმის სახლში > ?

Posted by: General Discussion 7 Jul 2014, 10:03
სალამი გოგოებო და ცოტა ბიჭებოც biggrin.gif
ვინმე ნორმალური არ იცით ვინც ბიჭს შეჭრის თმას კარგად? ოღონდ ისეთი არა მარტო ერთი სტილი რო იცის(კეფას რო გაგლეჯავს) და ჩემი გემოვნება რო უნდა დაემთხვეს მისას.
მომწერეთ რა PM გთხოვთ. ჩემი ძაან გაბლატავდა და ამოვიდა ყელში....

Posted by: tania1234 12 Aug 2014, 21:03
თმას რომელ სალონში გებავენ კარგად? უფროსწორად "ძალიან" კარგად biggrin.gif ძაან გია ქერად მინდა შეგებვა თითქმის თეთრად და მირჩიეთ რა საუკეთესო სალონი სადაც თმა არ "დამტყდება" შეგებვის მერე და სადაც მართლა კარგად შემიგებავენ sad.gif

Posted by: NotSeriousGenius 14 Aug 2014, 20:11
კარგი სტილისტი მინდა რა კაცის, როგორ ვეტყვი ზუსტად ისე და მილიმეტრებში, ფასიც მისაღები რო იყოს, მირჩიეთ რა ვინმე ოღონდ ეს არტურა და ჟანა არ მიდნა რა ბუტკის 20 წლიანი სტაჟით.

Posted by: ostensible999 15 Aug 2014, 18:55
ეგ თმის სახლი ომბრეს შეღებვაში ნატალის ჯობია ვითომ?

Posted by: ma1ka 2 Sep 2014, 11:03
ვაჟაზე ვინმე კარგი სტილისტი არ იცით? როგორც ვეტყვი ისე რომ შემჭრას.

Posted by: MMSoso 4 Sep 2014, 17:56
ნორმალური სტილისტი და სალონი მიმასწავლეთ მამაკაცისთვის, ისე რო შემაჭრას როგორც ვეტყვი და არა ისე როგორც 99%-ს აჭრიან.
თუ შეგიძლიათ დამეხმარეთ user posted image
* * *
kekelene
შენ პოსტებს გადავხედე და გავითვალისწინებ პეკინზე წავალ სტელასთან, თუ აქვითინებული მოვედი ვერ გადამირჩები biggrin.gif

Posted by: MMSoso 7 Sep 2014, 22:18
დამავიწყდა დაწერა, გუშინ ვიყავი სტელასთან და ძალიან კმაყოფილი ვარ, ზუსტად ისე შემაჭრა თმები როგორც მინდოდა. მართლა ძალაინ კარგად აჭრის და გულიანად აკეთებს. kekelene დიდი მადლობა მასეთი კარგი სტილისტის ნომრისთვის ))

P.S. ბიჭი ვარ და ვიცი რამდენად ჭირს თბილისში ნორმალური სტილისტი, ისეთი რომელიც 99%-ის მსგავსად არ გაგიკეთებს ვარცხნილობას. kekelene-მ აქ ხალხს ურჩია და მეც დავუჯერე და მივედი სტელასთან, პეკინის 39, სალონი ენერჯი. ბიჭებო მიდით wink.gif

Posted by: lasha-17 12 Sep 2014, 17:45
ჩემი სტილისტი საზღვარგარეთ წავიდა, ვისთან მივიდე აღარ ვიცი sad.gif

QUOTE (MMSoso @ 7 Sep 2014, 22:18 )
დამავიწყდა დაწერა, გუშინ ვიყავი სტელასთან და ძალიან კმაყოფილი ვარ, ზუსტად ისე შემაჭრა თმები როგორც მინდოდა. მართლა ძალაინ კარგად აჭრის და გულიანად აკეთებს. kekelene დიდი მადლობა მასეთი კარგი სტილისტის ნომრისთვის ))


რომელ სალონში მუშაობს სტელა? ახლაგაზრდაა? user.gif ფასიც დაწერეთ..

Posted by: MMSoso 12 Sep 2014, 22:04
lasha-17
QUOTE
რომელ სალონში მუშაობს სტელა? ახლაგაზრდაა?  ფასიც დაწერეთ..

პეკინის 39, სალონი ენერჯი, შუა ხნის რუსის ტიპის ქალია, ქერათმიანი. ძალიან კარგად ჭრის, მიუტანე სურათი და იმის მიხედვით გაგიკეთებს თუ გინდა. თავის დაბანიანად 12 ლარი დამიჯდა

Posted by: DogLoverrr 15 Sep 2014, 21:34
სტილისტი მინდა რომელიც რაგაცას შემომტავაზბს, მეტყვის რა ფერის თმა უფრო მომიხდება და რა ჯობს გავიკეთო...სად მივიდე, მირჩიეთ ვინმემ... მე კი ვიცი დაახლოებით როგორს ვფიქრობ, მაგრამ მინდა როგოც პროფესიონალიგან მივიღო რჩვები და დახმარება... ვის მირჩევთ?

Posted by: San1 15 Sep 2014, 22:06
კეუნეში ვიყავი კარენთან და ძაან კმაყოფილი ვარ smile.gif

Posted by: secretcircle 18 Sep 2014, 14:12
San1
მეც ვიყავი კეუნეში, ყველას გირჩევთ გოგოებო.
ძაან მაგარია.+1

Posted by: teooosh 19 Sep 2014, 14:12
nanuka15n

ვაჟა ძაან კარგია, ოღონდ ცოტა ძვირია up.gif

Posted by: nanuka15n 19 Sep 2014, 15:35
teooosh
რა ღირს ხომ არ იცი ?
თვითონ შეგიღებია ვაჟასთან ? smile.gif

Posted by: tasuka 20 Sep 2014, 00:21
კერატინით მინდა გასწორება და ვის მირჩევთ?

Posted by: makine 25 21 Sep 2014, 23:08
გოგოებო მირჩიეთ რა...ომბრე სად გავიკეთო?

Posted by: Salon___VS 23 Sep 2014, 22:18
http://www.radikal.ru

Posted by: T_U_T_A 24 Sep 2014, 08:12
ხალხო კერატინით გასწორება ვინმეს გიცდიათ? ძალიან მაინტერესებს ვინმეს თავის თავზე თუ გამოუცდია და ჩემ გარშემო ეგეთი ვერ ვნახე

Posted by: positive 24 Sep 2014, 11:56
ამ ფერის თმა მაქვს და ოდნავ ღია ტონის მელირება მოუხდება ვითომ?
user posted image

Posted by: Rain Cloud 24 Sep 2014, 17:08
კერატინით თმა ვის გაგისწორებიათ და ვის გაგიძლოთ 3 თვეზე დიდხანს? ბარემ ისიც დაწერეთ, ვისთან გაიკეთეთ?

Posted by: Utopian 31 Oct 2014, 17:44
შარმში შეგიღებავთ თმა?

 
 

Posted by: B@J@ 1 Nov 2014, 15:02
San1
QUOTE
კეუნეში ვიყავი კარენთან და ძაან კმაყოფილი ვარ

რომელ ფილიალშია კარენი?

Posted by: pituna 5 Nov 2014, 10:15
აუ ვინმემ ხომ არ იცირ ფილარმონიასთან რო ნატალია იქ რო ედიკა მუშაობდა იმის კოორდინატები, ან სად გადავიდა? ძალიან მაგარი სტილისტი იყო და ვეძებ გამწარებული, იქნებ დამეხმაროთ

Posted by: Rain Cloud 5 Nov 2014, 12:14
გოგოებო, ერთი კითხვა მაქვს. მოკლედ, მინდა თმის ნაწილის შეღებვა ძააალიან ბაც ვარდისფერად ან ცისფერად ან ასევე ბაც იასამნისფერად. ჰო და, რომელი სალონი გეგულებათ ისეთი, სადაც ამ ფერებს შემომთავაზებენ და კაშკაშა ფერები არ იქნება?

P.S. ბიჭებმაც მიპასუხეთ, თუ გინდათ smile.gif)

Posted by: teooosh 5 Nov 2014, 15:04
Rain Cloud


ფალიაშვილის 3, სერგო..... თიკო სადუნიშვილს რო ქონდა ღია ვარდისფრად სერგოს შეღებილი იყო

Posted by: Rain Cloud 5 Nov 2014, 17:03
teooosh
თიკოს ფერი არ მახსოვს, მაგრამ მადლობა smile.gif სალონს რა ჰქვია? და დაახლოებით რა დამიჯდება?

Posted by: teooosh 6 Nov 2014, 12:08
Rain Cloud

http://www.youtube.com/watch?v=mpC41rWVCpE

აქ ნახე smile.gif სალონის სახელი არ მახსოვს სამწურახოდ ფასზეც ვერაფერს გეტყვი user.gif

Posted by: Rain Cloud 7 Nov 2014, 09:27
teooosh
ჰო, აი, მსგავს ფერს ვფიქრობ smile.gif მადლობა დიდი smile.gif) ალბათ, მივაგნებ სალონს smile.gif

Posted by: teooosh 7 Nov 2014, 14:16
Rain Cloud

არაფერს, მაგ ტერიტორიაზე ერთი სალონია და წესით ადვილად მიაგნებ 2kiss.gif

Posted by: tavani 10 Nov 2014, 13:01
გოგოებო ძალიან გთხოვთ მირჩიეთ კარგი სტილისტი, თხელი თმები მაქვს და იშვიათად მიკეთებენ კარგად, თან უაზროდ ძვირს, ღომ არ აფასებდეს თავსი ნახელავს კარგი იქნება.

Posted by: ma1ka 10 Nov 2014, 15:04
ვაჟაზე ნორმალური სალონი მირჩიეთ რააა.

Posted by: tavani 12 Nov 2014, 16:19
მელანჟი, ვაჟაზე ერთ-ერთი ნორმელური სალონია

Posted by: Bgal 20 Nov 2014, 19:50
გოგოებო მირჩიეთ ვინმე საბურთალოზე ზუსტად ის რომ შემჭრას რასაც ვაშვენებ და ძაან ცეცხლის ფასიც რო არ ქონდეს. გრძელი კრისტინკა მინდ აუკან სამკუთხედის ფორმა რო მისცეს ისე

Posted by: Lady_Bird 27 Nov 2014, 09:58
tavani

ვაჟაზე მელანჟში ვის მირჩევ?


Posted by: maggie 28 Nov 2014, 21:09
Bgal
მიცკევიჩზე 4U
2 43 03 20 გიასთან ჩაეწერე ძალიან მაგარია მართლა

Posted by: natashka17 29 Nov 2014, 00:26
კარგი სტილისტი მირჩიეთ რა ვინმე საბურთალოზე...

Posted by: იისფერი 29 Nov 2014, 00:29
QUOTE (natashka17 @ 29 Nov 2014, 00:26 )
კარგი სტილისტი მირჩიეთ რა ვინმე საბურთალოზე...

ლა ბელეში ნინო smile.gif))))))))))))))) საბურთალოს ქუჩაზეა

Posted by: gudiani_kaci 29 Nov 2014, 00:32
იისფერი
საბურთალო მეც მაინტერესებს, კაცების ხელოსანიცაა ეგ ნინო?

Posted by: buub 29 Nov 2014, 15:26

მაინტერესებს წინა გვერდებზე ხსენებული სტელა ენერჯის თუ city style-ის სალონში მუშაობს? თუ უბრალოდ ორივე სალონს თავისი სტელა ყავს და მე ავირიე tongue.gif ?

Posted by: Salome ♥ 29 Nov 2014, 20:55
დაახლოვებით რა ღის სალონებში თმის ერთი ზოლის შეღებვა?

Posted by: Deresk 29 Nov 2014, 23:05
თუ იცით ჯიჯიში როგორი სტილისტები ყავთ?

Posted by: Bo-BuBu 19 Dec 2014, 10:31
ვინმემ ხომ არ იცით რუსთაველზე, ან თავისუფლებისკენ ცოტა, რამე სალონი არის ცოტა ნორმალური?
თმა რო გამისწორონ პროსტა.

თუ რამე გეგულებათ, რა ქვია, ან ნომერი მაინც თუ გაქვთ.

Posted by: Kaniclinic 19 Dec 2014, 17:47
საერთაშორისო დერმატოლოგიური კლინიკა "კანი".
პირველად საქართველოში ! კანის კომპიუტერული დიგნოსტიკა Fotofinder body studios აპარატით.
ინოვაციური აპარატით სხეულის სრული გამოკვლევა, თანამედროვე ინტერიერის დიზაინი და ევროპული მეთოდებით მკურნალობა შესაძლებელია მხოლოდ ჩვენთან.
დერმატოლოგია
კანის კიბოს პრევენცია
ვენეროლოგია
კანის სხვა დაავადებათა მკურნალობა.
http://www.kani.ge
https://www.facebook.com/kani.ge

Posted by: happy-go-lucky 30 Dec 2014, 16:21
მოგესალმებით,

ბარნოვის ისი პარში რომელია საუკლეთესო პარიკმახერი?

Posted by: Camandaviko 30 Dec 2014, 20:03
QUOTE (Coffee_and_Cigarettes @ 26 Jul 2011, 00:33 )
ეს თემა იყო და დიდი ხანია არსად ჩანს, ამიტომ ახალს გავხსნი


გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება

რეკლამებით თავს ნუ შეიწუხებთ, მაინც მივხვდებით yes.gif

ნომრები და ა.შ. PM-ით გავცვალოთ....

სალონი კარგი მომსახურებით და სტილისტებით მგონი ყველას აინტერესებს

აუ ხომ არ იცით რაიმე კარგი სალონი ვაკეში? მელირება მნდა გავიკეთო.... იქნებ ფასიც მიმითითოთ lol.gif

Posted by: Ziggy Pop 24 Jan 2015, 00:15
ბიჭებისთვის / კაცებისთვის რამე კაი სალონი არ იცით? ისეთი ადამიანი რომ მუშაობდეს, რომელმაც თმის გადაპარსვაზე მეტი იცის რამე. წვერზეც რომ მიხედოს, რაღაც ურჩიოს ადამიანს, კაცს დაამგვანოს.

Posted by: Legally blonde 1 Feb 2015, 18:39
ნორმლაური სტილისტი ისევ პრობლემად რჩება ჩემთვის sad.gif მირჩიეთ ნორმალური სალონი ან სტილისტი ვინც ცოტა შემოქმედებითად უდგება საქმეს

Posted by: meluzi 4 Feb 2015, 15:32
გამარჯობა, მოკლედ მინდა თმის შეღებვა. KEUNE ამ სალონზე გსმენიათ ალბათ და როგორია ვინმემ თუ იცით გამოცილებით? მათ გვერდზე ვნახე სურათი, როგორც მინდა შეღებვა და მათვე საღებავი აქვთ გამოყენებული. და იქნებ დამეხმაროთ ვინ რა იცით?

Posted by: tesha=) 9 Feb 2015, 21:49
გამარჯობათ გოგოებო მელირების გაკეთება მინდა, ყველაზე კარგად სად აკეთებენ ხომ ვერ მირჩევთ?

Posted by: banda_3 13 Feb 2015, 14:35
ვინმე თუ ყოფილხარ კეუნეში და როგორი სტილისტები ყავთ?

Posted by: unusual 13 Feb 2015, 15:25
Bo-BuBu
QUOTE
ვინმემ ხომ არ იცით რუსთაველზე, ან თავისუფლებისკენ ცოტა, რამე სალონი არის ცოტა ნორმალური?
თმა რო გამისწორონ პროსტა.

თუ რამე გეგულებათ, რა ქვია, ან ნომერი მაინც თუ გაქვთ.

რუსთაველის 18. ოპერის პირდაპირ, ისი პარის გვერდით არკიანი შესავლელი. უბრალო სალონია, თმას კი გაგისწორებენ კარგად.

Posted by: ucxo777 27 Feb 2015, 22:39


MMSoso
ეგ ქალი სურათი მიგაქვს და მასე ჭრის მარტო? აზრზე არ ვარ როგორ შევიჭრა და ვერ შემირჩევს თვითონ რა მომიხდება და რა არა, ცოტა რჩევებიც რომ მომცეს? ამოვიდა ყელში გვერძე გადავარცხნილი ქოჩორი biggrin.gif

Posted by: anachka3 10 Mar 2015, 16:50
http://www.radikal.ru

გამარჯობათ,
მაინტერესებს საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე თუ შეგიძლიათ მიღციოთ პარიკმახერი რომელიც კარგად ჭრის ასეთი სტილის (პანკურ) ვარცხნილობებს...

Posted by: RedSpecial_ 11 Mar 2015, 19:18
ნორმალური ქალის სტილისტი მინდა სანზონა-დიღომის ტერიტორიაზე. ზვიოზდნი სტილისტებთან ბევრი ვიარე, ყველა 3-4 შეჭრის მერე კონვეიერზე გსვავს და ხელს აფუჭებს.

Posted by: ColD 31 Mar 2015, 13:06
კეონში რომელ სტილისტს მირჩევთ ?

Posted by: bonnie 1 Apr 2015, 20:44
გოგოებო ისეთი სტილისტი მირჩიეთ ძალიან კარგად რომ ღებავდეს თმას რა:შ

Posted by: ColD 13 Apr 2015, 11:05
QUOTE (bonnie @ 1 Apr 2015, 20:44 )
გოგოებო ისეთი სტილისტი მირჩიეთ ძალიან კარგად რომ ღებავდეს თმას რა:შ

ნატალიში არის გიორგი ვინც ვიცი ძალიან კარგად ღებავს რა ფერსაც ეტყვი გისვავს, კოსტავზე რომ ნატალია

Posted by: გობალა 13 Apr 2015, 23:58
http://www.hotsale.ge/index.php?option=com_sobi2&sobi2Task=sobi2Details&sobi2Id=32666&Itemid=1&lang=ka

ამ კუპონის ყიდვა გადავწყვიტე
სალონ ჯიჯი-ში თმის ბიო დახვევა და რამე გაგიგიათ, კაი სალონია?


Posted by: 00000000 17 Apr 2015, 11:10
მოკლედ მოვინდომე ერთ დგეს გამეკეთებინა ნაოჭების გასწორება, ტუცების დაბერვა და კონტური. ბევრი რჩევების მერე მივედი პოდიუმში ჯთს ცენტრში. იქ არის ექიმ დერმატოლოგი ლიკა ხოდა გავიკეთე ნაოჭები და ტუჩები, ნუ ზგაპრულად მკონდა რო გამოვედიიი მინიმუმ 15 წელი ისე მომაკლო როგორც არაფერი. ლიკამ სემომთავაზა კონტურიც აქვე გაიკეტეო და ბარეგამ მოდი ამასაც აქვე გავიკეთებტქოო. პროსტა ისე მაგრად გამიკეთეს კონტური და ისე ტკბილად მომემსახურნენ ვერარ მოსორდები მაგათ. 3 დღეში ისეტ ვიდზე ვიყავი ცემმა ქმარმა რომ დამინახა იმ დღიდან დამიწყო ხვეწნა მუდარა შერიგებაზე... biggrin.gif:D:D

Posted by: natka80 17 Apr 2015, 11:57
00000000
QUOTE
ისე მაგრად გამიკეთეს კონტური

კონტური დროებითია? თუ დროებითია რამდენი ხანი ძლებს

Posted by: temotemuka 17 Apr 2015, 14:25
00000000
რომელი გელით გაგიკეთეს ტუჩები და ნაოჭები

Posted by: Christopher Robin 20 Apr 2015, 09:41
4U_ში მიცკევიჩზე ვინმე დადიხართ?

Posted by: A_R_E_S 2 May 2015, 17:48
გრძელთმიანი მამაკაცებისთვის იცით კარგი პარიკმახერი? biggrin.gif

Posted by: littlemiss 9 May 2015, 23:14
დამეხმარეთ რა ძალიან გთხოვთ.
თმის შეღებვა მინდა და ქუთაისში არის სადმე ნორმალური სალონი მასხარას რომ არ დამამსგავსონ?

Posted by: marimari11 14 May 2015, 00:47
ხალხო ჯიჯი როგორი სალონია საბურთალოს ქუჩაზეა როა? შილაკზე მინდა იქ მივიდე

Posted by: anachka3 17 May 2015, 13:33
იქნებ მირჩიოთ გოგოს სტილისტი რომელიც მოკლე ვარცხნილობებს კარგად ჭრის.

Posted by: A_R_E_S 18 May 2015, 21:08
QUOTE (A_R_E_S @ 2 May 2015, 16:48 )
გრძელთმიანი მამაკაცებისთვის იცით კარგი პარიკმახერი? biggrin.gif

მოკლედ დამიკიდა ყველამ biggrin.gif
არ მჭირდება თქვენი ტყლარჭია სტილისტები, ჩემით ვიხლაფორთე რაღაც და მშვენიერი ყმაწვილკაცი დავდექი chest.gif
user.gif givi.gif

Posted by: ma1ka 19 May 2015, 10:18
QUOTE
არ მჭირდება თქვენი ტყლარჭია სტილისტები, ჩემით ვიხლაფორთე რაღაც და მშვენიერი ყმაწვილკაცი დავდექი

lol.gif lol.gif lol.gif გუდ ჯობ biggrin.gif

Posted by: Ufali_Aramzada 19 May 2015, 12:32
QUOTE
რეკლამებით თავს ნუ შეიწუხებთ, მაინც მივხვდებით 


Posted by: anouk7 19 May 2015, 19:39
აქ სულ კიტხვებია და პასუხები არა
ანუ აღარ ვიკიტხავ, რა აზრი აქვს

Posted by: bunturi1313 19 May 2015, 20:50
სალამი ყველას...ბევრი კითხვებია პასუხები კი არ ჩანს.მე შემიძლია გირჩიოთ კარგი სტილისტი.პირადსჰი მომწერეთ ვისაც გაინტერესებთ...

Posted by: ნოემბერი1 25 May 2015, 22:38
bunturi1313
გამარჯობა, თუ შეგიძლიათ მე მირჩიეთ კარგი სტილისტი?

Posted by: temotemuka 27 May 2015, 00:08
marimari11
მაგას დონა ჯობია ბევრად უბრალოდ კაცის სტილისტი არ უვარგათ biggrin.gif

Posted by: 死海. 4 Jun 2015, 23:09
ხომ არ იცით ვინმე ბინაზე რომ მიდიოდეს, თან კარგად აჭრიდეს, ისე როგორც ეტყვი?

Posted by: ******* 22 Jun 2015, 18:20
თბილისი მოლში რომ არის სალონი, იმაზე რას იტყვით? რომელი სტილისტი ჯობია??

Posted by: ColD 23 Jun 2015, 04:23
*******
მოლში გაიხსნა ისევ სალონი ?

Posted by: nanunanu 29 Jun 2015, 20:04
და La Truffe-ში კერატინით გაგიკეთებიათ თმა? ჩემმა მეგობარმა გაიკეთა და ძალიან მოწონს. მაგრამ ჩემის აზრით ძალიან ძვირია და რას მირჩევთ?

Posted by: mad_man 20 Jul 2015, 15:04
მამაკაცის სტილისტი, ასევე წვერს რო ჭრიდეს კარგად (ლამბერი) smile.gif თუ შეიძლება რო მომწეროთ. ძალიან დიდი მადლობა

Posted by: medium 20 Jul 2015, 20:24
QUOTE (mad_man @ 20 Jul 2015, 15:04 )
მამაკაცის სტილისტი, ასევე წვერს რო ჭრიდეს კარგად (ლამბერი) smile.gif თუ შეიძლება რო მომწეროთ. ძალიან დიდი მადლობა

ეგ მეც მაინტერესებს ვის შეუძლია წვერის გაკრეჭვა კარგად

Posted by: Mrs_Priestley 26 Jul 2015, 11:26
nanunanu
რა ღირს გვითხარი აბა და გეტყვით, ძვირია თუ იაფი

Posted by: Librocubicularist 9 Aug 2015, 10:14
მაინც დავპოტავ, იქნებ ვინმეს წაცდეს ხელი და მიპასუხოს user.gif user.gif user.gif

თმის სახლი ახსენეს აქ რამდენჯერმე და ვინმემ ხომ არ იცით, რამდენად კარგად ჭრიან თმას? ომბრეს გაკეთებაც მინდა და ეგეც მაინტერესებს. wink.gif

Posted by: Alice_ 10 Aug 2015, 01:53
ვიცი, თმის შეთხელება ცუდია, მაგრამ ასეთი სქელი თმით დავიტანჯე უკვე. sad.gif

რომელ სალონს ენდობით ყველაზე მეტად?

Posted by: mkgnmc 6 Sep 2015, 16:26
ქავთარაძეზე პოდიუმში რომელ სტილისტს მირჩევთ?
შაკო საჯაია ფალიაშვილზე ვინმემ იცით როგორია?
* * *
ქავთარაძეზე პოდიუმში რომელ სტილისტს მირჩევთ?
შაკო საჯაია ფალიაშვილზე ვინმემ იცით როგორია?

Posted by: Minato 6 Sep 2015, 20:47
undercut-ის შეჭრა მინდა და თუ იცით მუხიანში ყველაზე კარგად სად შემაჭრიან

Posted by: Salon___VS 6 Sep 2015, 23:53
http://radikal.ru/big/3ba44bf9fb99475a88b0fa756b0faefc
* * *
QUOTE
ვიცი, თმის შეთხელება ცუდია, მაგრამ ასეთი სქელი თმით დავიტანჯე უკვე.

რომელ სალონს ენდობით ყველაზე მეტად?

შეთხელება ნებისმიერ სალონში შეგიძლია, თუ ეგ უშველის, ხვეულია თმა?

Posted by: ma1ka 7 Sep 2015, 12:28
mkgnmc
QUOTE
ქავთარაძეზე პოდიუმში რომელ სტილისტს მირჩევთ?

ქავთარაძეზე სადაა ეგ სალონი? არასოდეს შემინიშნავს.

Posted by: nati_natiia 7 Sep 2015, 22:20
Minato
კარგად ვერსად ვერ შეგჭრიან მუხიანში

Posted by: Minato 8 Sep 2015, 20:23
nati_natiia
მადლობა და მაშინ სად მირჩევ

Posted by: DogLoverrr 9 Sep 2015, 01:47
სილამაზის სალონი tatali მარჯანიშVილზე ხომ არ იცით როგორია?? ან კეკელიძეზე N&N

Posted by: FREE-ON 12 Sep 2015, 22:32
ვიცი აქ სულ მაგარი სტილისტები პოსტავთ ,მოკლედ მას შემდეგ რაც ჩემმა სტილისტმა (პარიკმახერმა) იმშობიარა და უგზოუკვლოდ დაიკარგა ამ ერთი შეხედვით მარტივი სტილის შეჭრა პრობლემა გამიხდა , ხან ბანძ პოლბოქსს მჭრიან ხან ბოქსს და კაროჩე დავიტანჯე. ვინმე ღვთისნიერმა იქნებ ამიხსნათ როგორ ავუხსნა ვინმე მოსტილისტო ელემენტს როგორ შემჭრას ესე http://www.picz.ge user.gif user.gif user.gif

Posted by: zazu_zazu 13 Sep 2015, 18:53
QUOTE (Ziggy Pop @ 24 Jan 2015, 00:15 )
ბიჭებისთვის / კაცებისთვის რამე კაი სალონი არ იცით? ისეთი ადამიანი რომ მუშაობდეს, რომელმაც თმის გადაპარსვაზე მეტი იცის რამე. წვერზეც რომ მიხედოს, რაღაც ურჩიოს ადამიანს, კაცს დაამგვანოს.

ფალიაშვილი,3 ნომერში,შაკო საჯაიას სალონი.

Posted by: i_am_goddess 14 Sep 2015, 15:57
კარგი სალონი მინდა სადმე რუსთაველთან ახლოს biggrin.gifშორს არ წამიყვანოთ..

პარლამენტის გვერდით რაღაც სალონია, იქ შევიღებე თმა და უკან მხარეს დაავიწყდა თუ გამორჩა.. რაღაც ნაწილში წითური ფერი მირტყამს..


ელამი ბლინ :მად:

Posted by: 7903251 15 Sep 2015, 01:33
ხალხო რას გადაეკიდეთ ამ ფოე–ფოე სალონებს ? გაირეთ სხვა სალონებშიც, აუცილებელი არაა "შიკარნი" რემონტი ჰქონდეს სალონს ან მდიდარი მეპატრონე ჰყავდეს !!!


============


Posted by: niniaa 23 Sep 2015, 18:58
ხომ არ იცით ისეთი სტილისტი, ბინაზე რომ მიდიოდეს და კარგად ვარცხნიდეს ანუ რა ვარცხნილობაც გინდა, კარგად რომ გაგიკეთოს?

Posted by: Ambitious_Person 29 Sep 2015, 20:42
ალბათ ეს განყოფილება მთლიანად ქალებს გაქვთ დაპყრობილი მაგრამ მეც ვიკითხავ
ესეიგი იმიჯის შეცვლა გადავწყიტე , კარგ სტილისტს ვეძებ რომელიც მომარგებს, როგორც ქალებს აქვთ ასარცევი "შაბლონები" ისე აქვთ კაცებს ?
თუ რომელიმე სტილისტი პოსტავს აქ გავუგზავნი სურათს და მირჩიოს როგორი მომიხდება ,

ასაკი 25

Posted by: Rin 30 Sep 2015, 17:21
დადგა დღე იგი საზარელი. ... თმა შევიჭერი. ....
DM ში შემჭრეს. მომეწონა, კარგად დამიხვიეს კიდევაც ^^ სვუპზე დევს მათი აქციები, თუ რამე ნორმალური სალონია, მისვლა შეიძლება.

მარა სტილისტი არავინ არ ვიცი ისეთი ვარცხნილობა რომ შემირჩიოს :? რასაც ეტყვი ის თუ შეგჭრეს მადლობა უნდა თქვა ^^" ბეზ აბიდ

Posted by: zazu_zazu 1 Oct 2015, 20:17
*******
რა სალონი გაიხსნა მოლში?
* * *
medium
mad_man
ფალიაშვილის 3-ში, შაკო საჯაიას სალონში, ლამბერების თავშეყრის ადგილია smile.gif GDS-ზე გადაღებულ რეპორტაჟში რომლის თემაც იყო ლამბერსექსუალები,სწორედ ამ სალონის მეპატრონე და წამყვანი სტილისტი შაკო და მისი სალონი იყო გადაღებული smile.gif. სალონის ლოგოცკი ლამბერია biggrin.gif მოკლედ კარგი სიტუაციაა და ვინც წვერს და თმას უვლის მოეწონება მანდაურობა.

Posted by: fermina 4 Oct 2015, 12:30
7903251
QUOTE
ხალხო რას გადაეკიდეთ ამ ფოე–ფოე სალონებს ? გაირეთ სხვა სალონებშიც, აუცილებელი არაა "შიკარნი" რემონტი ჰქონდეს სალონს ან მდიდარი მეპატრონე ჰყავდეს !!!

შენ ეგა თქვი.

ერთი ახალი თანამშრომელი მყავს ევროპელი მოვლილი გაპრანჭული ქალი. რომ ჩამოვიდა, მანიკურის გაკეთება დასჭირდა, მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცნობდი და ვიღაცამ ურჩია რომელიღაც სალონი (ვერც ამიხსნა სად არის), აი ფოე-ფოე და ჯაან ეგეთი როგორც ჩანს, გადაწყვიტა რახან უცხოელია ნაკლებს არ იკადრებდა და საწყალმა 100 ლარი გადაიხადა მანიკურში facepalm.giflol.gif მერე თმის შეჭრაბ დამჭირდაო, თავისი ელჩის ცოლმა მიავლინა სადღაც ასეთივე სალონში საბურთალოზე და 95 ლარად ისეთი ვარცხნილობა აირტყა, ვფიქრობდი პარიკი უნდა ვიყიდო ან შლაპა, რომ დავმალოო, მერე ლონდონში ჩავიდა, თავის სტილისტთან და მთელი სალონი დამეხვია, ეს სად შეიჭერი, რა საშინელებააო mad.gif

მეხვეწა არ მინდა ეს ფრონცკი სიტუაცია, სადმე კარგი ხელოსანი თუ იცი გამიშვიო. გავამწესე ბარნოვზე ჩემს მანიკურშასთან, 10 ლარად მანიკური გაიკეთა, 25 შილაკი და იყო უბედნიერესი up.gif smile.gif

Posted by: 7903251 4 Oct 2015, 13:05
fermina


QUOTE
მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცნობდი და ვიღაცამ ურჩია რომელიღაც სალონი (ვერც ამიხსნა სად არის), აი ფოე-ფოე და ჯაან ეგეთი როგორც ჩანს, გადაწყვიტა რახან უცხოელია ნაკლებს არ იკადრებდა და საწყალმა 100 ლარი გადაიხადა მანიკურში  მერე თმის შეჭრაბ დამჭირდაო, თავისი ელჩის ცოლმა მიავლინა სადღაც ასეთივე სალონში საბურთალოზე და 95 ლარად ისეთი ვარცხნილობა აირტყა, ვფიქრობდი პარიკი უნდა ვიყიდო ან შლაპა, რომ დავმალოო, მერე ლონდონში ჩავიდა, თავის სტილისტთან და მთელი სალონი დამეხვია, ეს სად შეიჭერი, რა საშინელებააო



facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif


QUOTE
მეხვეწა არ მინდა ეს ფრონცკი სიტუაცია, სადმე კარგი ხელოსანი თუ იცი გამიშვიო. გავამწესე ბარნოვზე ჩემს მანიკურშასთან, 10 ლარად მანიკური გაიკეთა, 25 შილაკი და იყო უბედნიერესი



facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: Librocubicularist 5 Oct 2015, 23:25
ერთხელ წავიკითხე აქ "თმის სახლის" შესახებ, ხოოოოდა მივედი ბრუნოსთან, შევიჭერი თმა და გავიკეთე შატუში. შემიძლია ვთქვა, რომ უბედნიერესი ვარ ^_^ ყველას მოსწონს ჩემი თმის ფერი და ვარცხნილობა. მადლობა, ვინც დაპოსტა აქ ბრუნოს შესახებ (არ მახსოვს, რომელი ხარ user.gif )

ყველას გირჩევთ yes.gif


Posted by: Salome ♥ 23 Oct 2015, 23:09
თინა მახარაძისნაირად დამიხვევენ თმას?

Posted by: LIKA-KHATIA 31 Oct 2015, 19:39
მჭირდება სტილისტი სილამაზის სალონისთვის.
ქალის და ასევე მამაკაცის.
ინბოსქში მომწერეთ. smile.gif


Posted by: Optimisti 10 Nov 2015, 21:53
სად შეიძლება თმის დახვევა ისე რომ სალონიდან გამოსვლამდე არ დაიშალოს?წინაზე ნახევარ საათში აღარაფერი ეტყობოდა დახვეულის mo.gif

Posted by: newman10 11 Nov 2015, 01:55
სად ჭრიან თმას მამაკაცს კარგად. პ.ს წვერსაც smile.gif)

Posted by: Special_1 22 Nov 2015, 08:46
Optimisti
თმა გაქ ეტყობა დაუმორჩილებელი
ყველაზე "ჭ" სალონშიც რო დავიხვიო 3 დღე მიძლებს მე

Posted by: ninA26 22 Nov 2015, 23:02
მოგესალმებით მინდა თმის ქიმიურად დახვევა რომელ სალონს მირჩევდით...ხვეული მინდა იყოს ოდნავ მსხვილი ბუნებრივს რომ ჰგავდეს.
მადლობა

Posted by: stasii 29 Nov 2015, 00:13
მელირება მინდა და თქვენი გამოცდილებით რომელ სალონს მირჩევთ? keune გამოვრიცხოთ smile.gif

Posted by: aka1991 18 Dec 2015, 21:29
გამარჯობათ მეგობრებო.
ახალ გახსნილ სალონს სასწრაფოდ ესაჭიროება სტილისტები .
დაინტერესებულ პირებს გდხოვთ დაგვიკავშურდეთ ნომერზე
555751552 სოფო

Posted by: Timo969 22 Dec 2015, 21:56
რამე ნორმალურ ფასიანი და წესიერი სასლონი მირჩიეთ რა. ბიჭი ვარ და თმის დათხელება მინდა და დავარცხნა.უხეში თმა მაქვს და დაუმორჩილებელი.ხოდა მირჩიეთ რამე წესიერი სალონი.

Posted by: LUCKY7 31 Dec 2015, 22:12
საღამოს მაკიაჟს სად აკეთებენ კარგად და რა ფასში?

Posted by: merciamercia 1 Jan 2016, 13:08
დღეს სალონები მუშაობენ თუ იცით? user.gif

Posted by: Timo969 1 Jan 2016, 14:20
QUOTE
საღამოს მაკიაჟს სად აკეთებენ კარგად და რა ფასში?

ვარკეთილის მეტროსთან ყვავილები როა იმ მხარეს ახალი სალონი გაიხსნა და ყველანაირი მომსახურებაა მაგარია სალონია ძაან.
QUOTE
დღეს სალონები მუშაობენ თუ იცით?

შენც ვარკეთილში წადი

Posted by: merciamercia 1 Jan 2016, 15:18
QUOTE


შენც ვარკეთილში წადი

ამ ახალ წელს ვარკეთილში ნაღდად არ წავალ biggrin.gif
ისე მადლობა user.gif

Posted by: sallyBourbon 13 Jan 2016, 18:51
გოგოებო სად გავიკეთებ თბილისში ასეთ ნაწნავებს..








თუ უცხოელი იცით სტილისტი მითუმეტეს smile.gif










http://pix.ge/

Posted by: i_am_goddess 18 Jan 2016, 11:06
კარგ მაკიაჟს სად აკეთებენ?
სადმე ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მირჩიეთ

Posted by: nati_natiia 18 Jan 2016, 16:46
ხალხნოოო,დამეხარეთ რააა,კარგი სალონი მჭირდება სადაც ძალიან კარგად შეჭრიან ბიჭს თმას

Posted by: მამა-ჯეMალი 19 Jan 2016, 01:35
ასეთ სტილს სად აკეთებენ?
Fade და ხაზების სამართებლით გაკეთება

Posted by: Ezekia 20 Jan 2016, 22:36
გამარჯობა.

თმის შეჭრა მინდა ნორმალურად.

და ნორმალური სალონი თუ იცით წერეთელზე ან ვაჟას ბოლოში?

თავისივე ნორმალური სტილისტით )

Posted by: happy dreamer91 20 Jan 2016, 22:58
ვოცნებობ ისეთი სტილისტი ვიპოვო ვისთან დაჯდომა არ შემეშინდება. სულ სხვადასხვა სალონში დავდივარ და ჯერ ვერ მივაგენი sad.gif ფასდაკლებით ვიყავი ბოლოს ყაზბეგზე D&M ჰქვია მგონი და არ შეჭრილი ვარგა და არც შეღებილი.

Posted by: Forget-me-not 22 Jan 2016, 23:46
"საკურამი" ძალიან მომწონს, ყიფშიძეზე. love.gif

Posted by: sula-sula 27 Jan 2016, 13:06
გამარჯობათ, სულ ვფიქრობ ამ ბოლო დროს და ძალიან მაინტერესებს ეს თემა იმიტომ, რომ იმდენი წელია რაც სტილისტს ვეძებ და ვერავინ ვნახე ნორმალური...
გოგოებო და ბიჭებო რა კრიტერიმებს უნდა აკმაყოფილებდეს კარგი სალონი?
აი მაგალითად შეხვედით სალონში რა შემთხვევაში იტყით აუ რა მაგარი სალონიაო?
და კიდევ ერთი როგორი მომსახურება უნდა ჰქონდეს სალონს... რა პროცედურები უნდა ტარდებოდეს?

Posted by: 7903251 27 Feb 2016, 18:12
sula-sula



თქვენ ეტყობა სალონს ხსნით...


კარგი სალონი ნიშნავს მაგარ სტილისტებს, მაგარი სტილისტობა კი გამოიანგარიშება სალონის ცნობადობას მინუს სტილისტის მიერ ჩაბარებული თანხა. უფრო მარტივად, თუ სალონი " ნაგავია " და ხელოსანი აბარებს დიდ თანხას, ალბათ ხვდებით რისი შედეგია ეს.


QUOTE
რა კრიტერიმებს უნდა აკმაყოფილებდეს კარგი სალონი?

QUOTE
რა შემთხვევაში იტყით აუ რა მაგარი სალონიაო?



ორივე შეკითხვის შემთხვევაში პასუხი შემდეგია: მომსახურე პერსონალი უნდა იყოს პროფესიონალი, ადექვატური, მეგობრული (არაყალბი), მოთხოვნადი , განვითარებაზე ორიენტირებული, პასუხისმგებლიანი !



ტექნიკური დეტალები ყველასათვის ცნობილია, მეტი კომფორტი და სტანდარტები რაც უფრო მაღალია მით უფრო კარგია ! თუმცა ეს უკანასკნელი ვერ იქნება განარტი სტაბილური ბიზნესისა. თუ სალონს კლიენტი უკან არ უბრუნდება და კლიენტი კლიენტს არ მოგიყვანს ჩათვალეთ, რომ ყველა სხვა ასპექტი არის უშედეგო. ახალ-ახალი კლიენტი სალონს ნელ-ნელა გამოუცლის ძირს.


QUOTE
და კიდევ ერთი როგორი მომსახურება უნდა ჰქონდეს სალონს... რა პროცედურები უნდა ტარდებოდეს?



აქაც მარტივად გვაქვს საქმე, მეტი პროცედურა, მეტი სიკეთეა !

გაამახვილეთ ყურადღება მომსახურე პერსონალზე, მათზეა დამოკიდებული ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი ! თუ სალონში შევალ და აურა, დაძაბული სიტუაცია, დებილი სტილისტი შემხვდა , მე არასდროს აღარ შევდივარ იქ, სულ რომ ზე-ტექნოლოგიები დააყენონ ! ასეა ყველა!
* * *
happy dreamer91


QUOTE
ვოცნებობ ისეთი სტილისტი ვიპოვო ვისთან დაჯდომა არ შემეშინდება. სულ სხვადასხვა სალონში დავდივარ და ჯერ ვერ მივაგენი ფასდაკლებით ვიყავი ბოლოს ყაზბეგზე D&M ჰქვია მგონი და არ შეჭრილი ვარგა და არც შეღებილი.




თქვენი მესმის. ზუსტად ამაზე ვსაუბრობდი ზევით, რომ არის კატეგორია კლიენტებისა რომლებიც მუდმივად ახალ-ახალ სალონებში დადიან, სალონის მომსახურება შეიძლება დამაკმაყოფილებელი იყოს, მაგრამ თუ სტილისტი არ მიუდგა კლიენტს როგორც თავისიანს და არ აგრძნობინა სიმპათია და მეგობრობა, წასულია ასეთი კლიენტის საქმე... იგი იტრიალებს მანამ სანამ არ იპოვის ნორმალურს.




Posted by: DogLoverrr 28 Feb 2016, 20:54
ვეძებ სალონს, პროფესიონალს მზად ვარ გადავიხადო 150+ მთავარია ვიოცდე და დარმწუნებული ვიყო რომ კმაყოფილი გამოვალ.. თუ ვინმე იცით იქნებ მირჩიოთ სად მივიდე, მაქვს ძალიან გრძელი თმა და მინდა შეჭრა და მელირება. sad.gif( სად აგარ ვყოფილვარ და რა თანხა არ გადამიხდია, მაგრამ არასდროს მომწონს რასაც მიკეთებენ sad.gif( სულ სხვა ფერის თმით გამოვდივარ ყოველთვის.

Posted by: 7903251 29 Feb 2016, 21:30
DogLoverrr


შეეშვით ფოე-ფოე სალონებს... კმაყოფილება სალონით კი არა სტილისტით მოდის !

Posted by: 7903251 20 Mar 2016, 23:13
ჩასწორებულია
********************************

Posted by: stasii 20 Mar 2016, 23:46
7903251
ახალ გახსნილია?

Posted by: 7903251 21 Mar 2016, 00:16
stasii


დიახ, რემონტის შემდეგ ახალი გახსნილია. გვეწვიეთ !

Posted by: narkozeli 21 Mar 2016, 00:19
7903251

სარეკლამო ხასიათის პოსტები აკრძალულია.

Posted by: 7903251 21 Mar 2016, 00:22
narkozeli


ბოდიშს ვიხდი.

Posted by: narkozeli 21 Mar 2016, 00:24
7903251

ეგ არაფერი smile.gif



QUOTE
თუ სალონში შევალ და აურა, დაძაბული სიტუაცია, დებილი სტილისტი შემხვდა , მე არასდროს აღარ შევდივარ იქ, სულ რომ ზე-ტექნოლოგიები დააყენონ !


მეც ასე ვარ.
ჰაბიტუსით უტვინო პეროსაზოგადოება საზოგადოება მხვდება,მაშინვე ვიძაბები და მეორედ იქ არ მივდივარ.

Posted by: 7903251 21 Mar 2016, 00:32
http://vfl.ru/fotos/ed2fc56111959453.html
* * *
http://vfl.ru/fotos/4c15189a11959463.html
* * *
http://vfl.ru/fotos/1add023811959525.html
* * *
გთხოვთ შეაფასოთ სილამაზის სალონი "LE GRAND" !
* * *
http://vfl.ru/fotos/991a3c5d11966548.html


http://vfl.ru/fotos/a21db7c311966560.html

Posted by: chegesto 24 Mar 2016, 14:44
narkozeli
ისე სარეკლამო ხასიათის პოსტები რა ლოგიკით არის აკრძალული?

ადამიანები ეძებენ კარგ სალონებს, ხოლო მეორე ადამანები ეძებენ კლიენტებს. პირდაპირ თუ ირიბად ეს თემა არის სალონების გარეკლამება.
რა ფორმას შეურჩევ რა აზრი აქვს

თქვან დამიანებმა, რატომ არის მათი სალონი სხვებზე უკეთესი, სად მდებარეობს და რა სერვისები აქვთ
ამის აკრძალვა ცოტა იხერხულია ამ შინაარსის თემაში :დ

7903251
სად არის ეგ ლე გრანდი და კაცებს თუ ჭრით?

Posted by: narkozeli 24 Mar 2016, 16:28
chegesto


ამ კონკრეტული განყოფილების ხუშტური არ არის სარეკლამო გზავნილის აკრძალვის მოთხოვნა,ზოგადად ფორუმის წესებით იკრძალება.გადახედეთ წესებს:
https://forum.ge/rules.html

4.3.4. რეკლამის შემცველი

4.3.4.1. რეკლამის ქვეშ იგულისხმება ნებისმიერი ინფორმაციის გამოქვეყნება იმ მიზნით, რომ დიდი ინტერესი გამოიწვიოს, მასზე მოთხოვნილების გაჩენა უზრუნველყოს ან საქონლის, მომსახურების, რესურსების და სხვ. პოპულარობის მხარდაჭერა მოახდინოს. ზოგადად, რეკლამად ითვლება ერთი მონაწილის მიერ ამა თუ იმ რესურსის, საქონლის, მომსახურების... შეტყობინებებში მრავალგზის ჯიუტად მოხსენიება, შექება; მაგრამ ყოველ კონკრეტულ შემთხვევში შეტყობინების მიკუთვნება რეკლამის კატეგორიისდმი, განისაზღვრება ინდივიდუალურად, ფორუმის ადმინისტრაციის მიერ, და არა გზავნილის ავტორის მიერ.

4.3.4.2. რეკლამად არ ითვლება ოფიციალური საიტის პირდაპირი ბმული, სადაც ხდება ამა თუ იმ საქონლის აღწერა და ის,რაც შესაბამისი საკითხის განხილვისას დამატებითი ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს. არაოფიციალური საიტების ბმულები (განსაკუთრებით - ჟურნალებისა და კატალოგების) წინადადებით, რომ "იქ მოძებნონ", განხილული იქნება, როგორც რეკლამა.

4.3.4.3. არაოფიციალური რესურსის ნებისმიერი ბმულის დადება ასევე არაა რეკომენდებული (განსაკუთრებით, ჟურნალებისა და კატალოგების), რომელიც მისი ოფიციალური საიტიდან ამა თუ იმ პროდუქტის დუბლირებას ახდენს. ეს შეიძლება შეფასდეს, როგორც რეკლამა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ არანაირი ახალი ინფორმაცია საქონლის შესახებ არაოფიციალურ რესურსზე არაა მოყვანილი. თუ მითითებულია ინფორმაციის ალტერნატიული წყარო, მაშინ რეკომენდებულია ორივე ბმულის დადება და განმარტების მიცემა, თუ რატომ დაიდო არაოფიციალური საიტის მეორე ბმული.

4.3.4.4. იმ სიტუაციაში, როცა ფორუმის ზოგიერთი მონაწილე ითხოვს დახმარებას რამდენიმე კონკრეტული პროდუქტის არჩევაში, სხვა მწარმოებლების საქონელზე ყურადღების მიპყრობა არათავდაპირველი სიიდან შეიძლება განხილული იქნეს როგორც რეკლამა. თუ თქვენთვის ცნობილია დასახმარებელი ადამიანის საჭიროებები და დარწმუნებული ხართ იმაში, რომ თქვენს მიერ რეკომენდებული პროდუქტი საუკეთესო ვარიანტია მისი მიზნებისათვის, მაშინ მსგავსი რამ დასაშვებია მხოლოდ ახალი არჩევანის ზუსტი არგუმენტირებით და სხვა პროდუქტებთან
შედარებით რეკომენდებული პროდუქტის უპირატესობათა ჩამონათვალის მოტანით.

4.3.4.5. შეგიძლიათ თქვენი რესურსის ბმულის დადება (Homepage), თუ ამას რომელიმე მონაწილე გთხოვთ. (წესებს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს) თუმცაღა, დარღვევად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ დადებთ თქვენი რესურსის ბმულს და მასზე ასეთი ინფორმაცია არ არის ან მხოლოდ ირიბად შეეხება განსახილველ პრობლემას.

4.3.4.6. თქვენი საიტის დიზაინის განხილვა შესაბამის ფორუმში არ განიხილება რეკლამად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენს საიტზე არ არის სარეკლამო მასალები (ბანერები, ვიზიტების მთვლელი და მსგავსი რამ).

4.3.4.7. სხვა ფორუმების ბმულები ამ ტიპის კომენტარებით: "იქ შეიარე, იქ დაგეხმარებიან" - განიხილება, როგორც რეკლამა. დაშვებულია მხოლოდ კონკრეტული თემის ბმულის დადება, რომელიც შეიცავს სასარგებლო ინფორმაციას.

4.3.4.8. იკრძალება ონლაინ თამაშების ბმულების დადება, რომელთა არსიც მდგომარეობს თამაშის საიტზე ახალი მომხმარებლების მიზიდვაში სპეციალური ბმულის მეშვეობით, რომელიც შეიცავს მომხმარებლის უნიკალურ იდენტიფიკატორს და რის შედეგადაც ამ მომხმარებელს ეძლევა ესა თუ ის ბონუსი.

4.3.4.9. თუ თქვენ თვლით, რომ სარეკლამო ხასიათის შეტყობინება წარმოადგენს მკითხველისთვის ინტერესის სფეროს, მაშინ გადაუგზავნეთ იგი მოდერატორს, შეიძლება მან ნება დაგრთოთ მის გამოქვეყნებაზე.

Posted by: 7903251 25 Mar 2016, 21:31
chegesto

სალონის შესახებ ინფორმაცია დავდე, რადგან ბევრი უკმაყოფილო პოსტები წავიკითხე, არაპროფესიონალი სტილისტების გამო, ეს უფრო კეთილი რჩევაა ვიდრე რეკლამა.

დიახ, სილამაზის სალონში "Le Grand" - მამაკაცებს აჭრიან თმას. დანარჩენი პმ !


http://vfl.ru/fotos/086d7a0012026900.html

Posted by: Haxor1 27 Mar 2016, 00:46
მეგობრებო ბიჭი ვარ და მინდა წარბების კორექცია, სალონში და ხო არ ტეხავს? ან სად აკეთებენ ? ნუ ძაან ხშირი და სასწაულიც არ მაქვს მარა მაინც მინდა და ეპილაცია რო გავიკეთო ამოღებულ ადგილებში მალე რო არ ამოვიდეს ეგეც ხო შეიძლება?? drug.gif

Posted by: 7903251 3 Apr 2016, 21:56
წარმატებულ სამუშაო კვირა ყველას !!! Le Grand - ჩვენ ვქმნით სილამაზეს !

http://vfl.ru/fotos/eeb6c48d12142674.html

Posted by: stasii 3 Apr 2016, 22:21
Haxor1
ოღონდაც არ ამოიქნა, ან აიტეხო, გაიწვრილო თუ როგორცაა, არ უნდა გეტყობოდეს რაა, თორემ ისედაც დაკარგული მაქვს წარმოდგენა მამრებზე biggrin.gif
არ ტეხავს რა თქმა უნდა

Posted by: SPIRIT CRUSHER 5 Apr 2016, 14:47
მუხიანში კარგი სალონი რომელია აბა უცებ

Posted by: 7903251 5 Apr 2016, 17:17
SPIRIT CRUSHER


ახმეტელზე "Le Grand"!!!

Posted by: SPIRIT CRUSHER 6 Apr 2016, 02:58
QUOTE (7903251 @ 5 Apr 2016, 17:17 )
SPIRIT CRUSHER


ახმეტელზე "Le Grand"!!!

ოჰ დუმბაძეზეა კამფეტი
ვიპოვეთ გენა

Posted by: stasii 10 Apr 2016, 10:57
7903251
რომელი საღებავებით მუშაობთ?
შატუშის გაკეთება მინდა, დაგიკავშირდებით მოგვიანებით smile.gif
* * *
ან ფბ გვერდი არ გაქვთ?????????????????????????????????
* * *
ან მირჩიეთ გოგოებო თქვენი გამოცდილებით ან ან ან ან.... biggrin.gif

Posted by: 7903251 10 Apr 2016, 15:25
stasii


biggrin.gif biggrin.gif

მე არ წარმოვადგენ სალონს. კიდევ ერთხელ: ეს მხოლოდ კეთილი რჩევაა !!!

სილამაზის სალონში "Le Grand" - წარმოდგენილია როგორც დისტრიბუციის მიერ მოწოდებული საშუალებები , ასევე კლიენტების მიერ გარედან შეძენილი საღებავები. შეიარეთ , გაესაუბრეთ, მიიღეთ კონსულტაცია კვალიფიციური სპეციალისტებისაგან. იმედი მაქვს კმაყოფილი დარჩებით !

Posted by: stasii 10 Apr 2016, 15:29
7903251
გასაგებია, გმადლობ.

გოგოების რჩევასაც დაველოდები

Posted by: Special_1 10 Apr 2016, 18:32
შემიძლია გირჩიოთ ვაჟაზე რედიქსის ქვეშ არის სალონი ს ფორმულა და იქ არის სტილისტი ნიკა.
შეჭრილითაც კმაყოფილები დარჩებით და შეღებილითაც

Posted by: stasii 11 Apr 2016, 14:16
Special_1
გმადლოობ smile.gif))))))))

Posted by: R_U_R 14 Apr 2016, 03:11
რამე კაი სალონი და სტილისტი მირჩიეთ. კარგად რო ჭრიდეს თმებს და რაცმთავარია როგორც ვეტყვი ისე შემჭრას. დავიტანჯე უკვე ამდენი სალონების მოვლით ვერსად ვერ შემჭრეს ისე როგორც ვეუბნები.

Posted by: nikittta 14 Apr 2016, 11:26
მელანჟი
smile.gif

ძაან კმაყოფილი ვარ



Posted by: stasii 14 Apr 2016, 11:28
nikittta
რომელი ფილიალი?

Posted by: 7903251 21 Apr 2016, 16:38
http://vfl.ru/fotos/8950567a12388456.html
* * *
http://vfl.ru/fotos/98dece5912388534.html
* * *
http://vfl.ru/fotos/234a23d612276547.html

Posted by: ათულია 21 Apr 2016, 17:22
http://info-tbilisi.com/ge/sakurami/

Posted by: bochita 24 Apr 2016, 19:37
ძალიან გტხოვტ საქორწინო ვარცხნილობებს სად აკეტებენ კარგად და ვინ მომწერეტ რა პიემში.

Posted by: LIKA-KHATIA 23 May 2016, 13:01
სასწრაფოდ მჭირდება უნივერსალი სტილისტი სილამაზის სალონისთვის საბურთალოზე.
სასწრაფოდ, სასწრაფოოოდ. smile.gif


Posted by: 7903251 9 Jun 2016, 12:04
http://vfl.ru/fotos/a5f4bba212964813.html

http://vfl.ru/fotos/fc3b005412964831.html

Posted by: Alice_ 9 Jun 2016, 15:37
კარგად სად ღებავენ თმას? ისე რომ არ გამიყვითლონ. :|

Posted by: nati_natiia 29 Jun 2016, 12:29
მირიანი კეკელლიძეზე სალონი ემ ქლაბი,.სასწაული ბიჭია უბრალოდ რიგები აქ

Posted by: ფაშისტი 29 Jun 2016, 14:22
nati_natiia
marTla kaia.. 2008 wlidan maasTan davdivar
barnovze ro iyo im droidan ))

Posted by: angelochka_ 30 Jun 2016, 19:13
Alice_
სად არ ვიყავი, ყველგან წიწილასავით მიშვებდნენ ყვითელს. მერე მელირებას ვიკეთებდი მარტოო სალონშI და ტონირებას ჩემით ash blondes ფერი ტონებით.
საბოლოოდ მხოლოდ ჩემით დავისვი სასურველი ფერი

Posted by: takisha 7 Jul 2016, 23:07
გაეცანით smile.gif


https://forum.ge/?act=ST&f=99&t=34874447&st=0#entry48295431



ნამდვილად პროფესიონალები არიან, გირჩევთ საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე smile.gif



Posted by: Hyperzet 12 Jul 2016, 22:56
ასე მგონია, თბილისიში ნორმალური კოლორისტი არც არსებობს.
ყველგან მიყვითლებენ თმას , ფერის დასმა ხომ ნიუტონის ბინომის ამოხსნასავით უჭირთ.
თმა რომ არ დაგიწვან, ეს რაღაც სასწაულის ტოლფასია.
ისევ ჩემით მოვახერხე და დავისვი Dark ash blonde ტონი.

Posted by: bususxuna 22 Jul 2016, 11:20
გოგოებო არავინ იცით მაკიაჟს რომ კარგად აკეთბდეს,კარგი ხარისხის კოსმეტიკით ,ამ სიცხეში რომ გამიძლოს ? ან რამე მაკიაჟის დასაფიქსირებელი არ არსებობს? rolleyes.gif

Posted by: MysteryGirl 22 Jul 2016, 13:05
სალონი პოდიუმი - ქავთარაძის გუდვილში, ლევანი ჰქვია. ისე გაგიკეთებს როგორც ეტყვი, ბოლოს არ დაგტოვებს შოკირებულს biggrin.gif

Posted by: Seinfeld 24 Jul 2016, 16:59
Hyperzet
ნიკა პილიევი smile.gif ალდო კოპოლაში.

Posted by: Hyperzet 26 Jul 2016, 04:01
Seinfeld
QUOTE
ნიკა პილიევი  ალდო კოპოლაში.

მადლობა.
ჩავინიშნე bis.gif
* * *
nati_natiia
QUOTE
მირიანი კეკელლიძეზე სალონი ემ ქლაბი,.სასწაული ბიჭია უბრალოდ რიგები აქ


))

Posted by: Nephele 26 Jul 2016, 14:16
ჩემი კუსკუსა სტილისტი. იფ რა ბიჭია ვალოძია. ემილის ბევრად ჯობია. სუპერ მასტია love.gif

Posted by: takisha 27 Jul 2016, 16:00
Hyperzet
ჰიპერმოდერ, ახალი სალონია მიცკევიჩზე, ლა ფემი ქვია, გირჩევ ესტუმრო ))



Posted by: *LilacWine* 27 Jul 2016, 17:36
takisha
QUOTE
ახალი სალონია მიცკევიჩზე, ლა ფემი ქვია, გირჩევ ესტუმრო

თქვენ თუ სილამაზე და მოდაში ც ისეთივე კომპეტენტურ რჩევებს გასცემთ,როგორც ტრავმატოლოგიის თემაში, მაშინ ღირს ცდად yes.gif chups.gif

Posted by: Hyperzet 27 Jul 2016, 18:02
takisha
QUOTE
ჰიპერმოდერ, ახალი სალონია მიცკევიჩზე, ლა ფემი ქვია, გირჩევ ესტუმრო ))

მადლობა, საყვარელო.
2kiss.gif

Posted by: ramdta 27 Jul 2016, 23:14
ესეთ პონტში სტილისტები არარიან სადმე..,, ხომ ვერ მიმასწავლით?



Posted by: takisha 30 Jul 2016, 22:33
*LilacWine*
QUOTE
თქვენ თუ სილამაზე და მოდაში ც ისეთივე კომპეტენტურ რჩევებს გასცემთ,როგორც ტრავმატოლოგიის თემაში, მაშინ ღირს ცდად   

love.gif love.gif
user.gif




* * *
ramdta
La-Femme-ში მუშაობს მასეთი სტილისტი ))

Posted by: Special_1 7 Aug 2016, 13:21
QUOTE
ნიკა პილიევი  ალდო კოპოლაში.

ადრე სხვა სალონში მუშაობდა. ძალიან მაგარი ბიჭია მე მაგისგან უკმაყოფილო არ წამოვსულვარ.
კარგადაც ჭრის და ფერების დასმა იცის იდეალურად ასე რომ Highly Reccomened

Posted by: Christopher Robin 10 Aug 2016, 23:43
ბათუმში სად... როგორ ვიპოვო კარგი სტილისტი...
არავინ ხართ ბათუმელი?
ძალიან მჭირდება. ...

Posted by: ninikei13 16 Aug 2016, 19:09
ვინმემ ხომ არ იცით სტილისტი რომელიც სახლში მოვა ადამიანურ ფასად? biggrin.gif ადრე მჭირდება დილით და სალონები არაა მაგ დროს

Posted by: 7903251 19 Aug 2016, 09:23
გეპატიჟებით !



Posted by: pumpuliko 21 Aug 2016, 23:18
გოგოებო , თქვენი რჩვეა მჭირდება . ღია , გახუნებულ ვარდისფრად მინდა თმის შეღებვა და ვის მირჩევთ . წითლად მქონდა შეღებილი , მერე ჩემით გავიღიავე ბოლომდე კარგად ვერ გავიღიავე და ასEტ აჭრელებულ თმაზე დავიდე ვარდისფერი , ახლა ისეთი უცნაური მოვარდისფრო , ძალიან ღია მოსტაფილოსფრო მფერია ვერფარეს ვერ ვამსგავსებ . ხოდა ,მირჩიეთ რა კარგი სტილისტი ვინც ფერს ზუსტად დამისვამს

Posted by: Magdakv 3 Sep 2016, 19:05
გამარჯობათ მინდა სალონის გახსნა და ვინც გამოცდილი ხართ ამ სფეროში იქნებ დამეხმაროთ რა როგორ გავაკეთო და რა რისკებთან არის დაკავშირებული

Posted by: happy-go-lucky 5 Sep 2016, 15:02
გოგოებო, ძალიან მაგარ სადღესასწაული ვარცხნილობას სად და ვინ აკეთებეს იქნებ იცოდეთ ?
მადლობა

Posted by: John Jolie 5 Sep 2016, 15:08
Hyperzet

QUOTE
ისევ ჩემით მოვახერხე და დავისვი Dark ash blonde ტონი.


აუ როგორ?
მე შავი მაქვს და "რაკუშკა" რომ ვცადო ველატონის, გამომივა ვითომ?

Posted by: Xatuka 6 Sep 2016, 15:37
გოგოებო, ქუთაისში ან ბათუმში კარგ საქორწინო მაკიაჟს და ვარცხნილობას ვინ გამიკეთებს ხო არ იცით?

Posted by: Hyperzet 6 Sep 2016, 16:53
John Jolie
QUOTE
აუ როგორ?
მე შავი მაქვს და "რაკუშკა" რომ ვცადო ველატონის, გამომივა ვითომ?



გამორიცხულია. "რაკუშკა" ქერა ტონებს განეკუთვნება.
მანამდე აუცილებელია გაღიავება.

Posted by: Gam3Master 13 Sep 2016, 01:08
ვინმე მირჩიეთ რომ შემომხედოს სიფათზე და თვითონ მირჩიოს როგორ შევიჭრა თმა. 20 წელია #5 აბანოს საპარიკმახეროში ვიჭრი 5 მილიმეტრზე ან ნანეტს და ყელშია ამოსული.

Posted by: narkozeli 13 Sep 2016, 10:51
happy-go-lucky

ეკა ჩანჩიბაძეს აქებენ ("ჩანჩიკა")
ნახე ფბ-ზე.

მე თამუნა გვარმიანთან დავდივარ (ეგეც შეგიძლია ნახო ფბ-ზე,თავის ნამუშევრებიანად) ბოლო 5წელია თამუნასთან ვიკეთებ სადღესასწაულო ვარცხნილობას და რავი აბა,ცუდი ნამდვილად არაა))

Posted by: DZENA 14 Sep 2016, 13:03
barbershop-ზე რა აზრის ხართ ???????????
ერთხელ ვიყავი და ჩემი აზრით ნორმალურია

Posted by: 7903251 15 Dec 2016, 14:07
საახალწლო საღამოების დასამახსოვრებლად და ლამაზად გასატარებლად სილამაზის ცენტრი ლე გრანდი გთავაზობთ გრანდიოზულ ფასდაკლებებს :

საღამოს მაკიაჟი, ვარცხნილობა და მანიკური - მხოლოდ 70 ლარი
ომბრე - მხოლოდ 30 ლარი ;
თმის შეჭრა, შეღებვა , დავარცხნა - მხოლოდ 30 ლარი.
თმის,სახისა და ტანის მოვლის საშუალებებზე ფასდაკლება
15-20% !

31 დეკემბრის ჩათვლით ისარგებლეთ გრანდიოზული ფასდაკლებებით :
დიოდის სამეფო Luimines ლაზერზე გთავაზობთ 50 %იან ფასდაკლებას - ყოველ ახალ კლიენტს ექნება საშუალება მეორე სიანსზეც ისარგებლოთ ამავე ფასდაკლებით;
სოლარიუმის გერმანული Q 10 აპარატით შეგიძლიათ ისარგებლოთ 70 %-იანი ფასდაკლებით - 60 წთ აბონიმენტი მხოლოდ 30 ლარად !

http://vfl.ru/fotos/16eecd8015341053.html

Posted by: tika20000 23 Dec 2016, 11:31
საახალწლოდ ესეთი ვარცხნილობა ვისაც მოგეწონათ მომწერეთ smile.gif))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))) მეთოდი: თმის თერფო გოფრირება, დახვევა და გაშლის სპეციალური მეთოდი. შედეგი ფოტოზეა smile.gif პ.ს კეთდება ძალიან თხელ თმაზეც კი.

Posted by: Christopher Robin 7 Jan 2017, 19:40
კეონში ვინმე იჭრით?
მართლა ესეთი პროფები არიან რა ფასებიც ადევთ?

Posted by: TamoTamo1357 9 Jan 2017, 20:21
ისეთი სალონი ან სტილისტი მირჩიეთ რომელიც ზუსტად სვამს ფერს❤❤

Posted by: 7903251 20 Jan 2017, 19:19
სილამაზის ცენტრი ლე გრანდ !!!




Posted by: ninc_lfc 21 Jan 2017, 12:19
Christopher Robin
QUOTE
კეონში ვინმე იჭრით?
მართლა ესეთი პროფები არიან რა ფასებიც ადევთ?

ძაან დეტალურად უნდა აუხსნა რა როგორ გინდა, სიგრძე რამდენი მოგაკლოს და ა.შ. თორემ ცოტათი უკმაყოფილო წამოხვალ.
მე ჩემს თავს დავაბრალე ალბათ სწორად ვერ ვუთხარი რაც მინდოდა მეთქი.
ფორმის შეცვლა მინდოდა და სიგრძეც საგრძნობლად მომაკლდა (ძლივს გაზრდილი თმა). სიგრძის მოკლებაზე იმიტომ დავთანხმდი, რომ მეგონა ფორმისთვის იყო აუცილებელი. ზოგადად ჩემით ვიჭრი ხოლმე თმას და არ მეგონა მანდ ყველაფერზე 9 კითხვის დასმა თუ დამჭირდებოდა და ყველაფრის 9ჯერ დაკონკრეტება.
ფორმაც ვერ მივიღე მთლად სასურველი. რთული კია ხვეულ თმაზე მუშაობა, მაგრამ როცა პრეტენზია აქვთ მაღალ დონეზე, უკეთესად უნდა ჭრიდნენ. სტილისტები უნდა იყვნენ და არა "პარიკმახერები". რა გახდა ბუნებრივად ხვეული თმის უმარტივესი ვარცხნილობა?!
მე ვისთანაც ვიჯექი "პარიკმახერი" იყო. სახელი არ მახსოვს. მეორედ აღარ მივალ.
რაც მომეწონა თავის დაბანის პროცესი იყო. მაგ დროს სავარძელიც მასაჟს გიკეთებს up.gif

Posted by: moklekato 3 Feb 2017, 21:45
ჰი, ვინმემ მირჩიეეთ თბილისის მასშტაბით, სად შეიძლება გავიკეთო ომბრე, კარგად და მხრებამდე თმაზე დაახლოებით რა დაჯდება, მადლობა წინასწარ.

Posted by: 7903251 5 Feb 2017, 19:03
moklekato

ომბრე, სილამაზის ცენტრი ლე გრანდი.


http://vfl.ru/fotos/39a412cc15967688.html

http://vfl.ru/fotos/05e124cb15967690.html

Posted by: ika-man 8 Feb 2017, 16:56
ისეთი სალონი არავინ იცით, სადაც მამაკაცებისთვი თმის შეღებვა შეიძლება?

Posted by: ThelicH 10 Feb 2017, 01:39
იყიდება თმის უმაღლესი ხარისხის, ფერადი , ნახევრად მდგრადი, თმის საღებავები წარმოებული ა.შ.შ- ში
Facebook page >>>>>>>> https://www.facebook.com/rocknpapershop/
ყველაფე ეგზოტიკური და მრავალფეროვანი არჩევანი
შემოდით, დაგვათვალიერეთ <3
https://ibb.co/mPmB1F

Posted by: tatubatu ^_^ 5 Mar 2017, 20:52
გოგოებო კარგი სალონი მირჩიეთ რაა, მთელი ცხოვრებაა გრძელ თმას ვატარებ და ახლა ასეთ სტილში მომინდა შეჭრა და მინდა ისე შემაჭრან რო სარკეში ჩახედვისას არ ვტიროდე :დდ

Posted by: 7903251 11 Mar 2017, 18:36
Beauty center Le Grand



Posted by: sabeth13 13 Mar 2017, 00:36
გოგოებო, მირჩიეთ რა რამე კარგი სალონი ყურის გახვრეტა მინდა ოჭონდ ზემოთ ადგილებში ოდნავ საშიშიაო მითხრეს და არმინდა ესე უბრალოდ ნებისმიერში მივიდე

Posted by: Giorgijee 17 Mar 2017, 17:26
ლა ჟოლი კაია 20ლარი რო ღირს . (მოკლედ რომ აქვს გოგოს თმა ,პროფი სტილისტია)


10ლ მდე არ იიცით კაი სალონი? თმა რომ შევიჭრა...

Posted by: kamechistavi 18 Mar 2017, 00:00
ადდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდ

Posted by: 7903251 2 Apr 2017, 13:03
შეგახსენებთ რომ სილამაზის ცენტრი ლე გრანდი, გთავაზობთ 0% განვადებას მოვლის საშუალებებზე და სალონში მომსახურებებზე.


http://vfl.ru/fotos/f7aa8e4513645722.html

http://vfl.ru/fotos/1d72b41916704464.html

Posted by: Miss_Miakoo 5 Apr 2017, 11:23
tatubatu ^_^
სალონი 58 ჭავჭავაძეზე, რობი, რომა ორივე კარგია ))

Posted by: MysteryGirl 5 Apr 2017, 15:19
გამარჯობათ.
ვინმე ხომ არ იცით სად მუშაობს ახლა სლავა- ნატალიში მუშაობდა ადრე და მისი მეუღლეც? ვერსად ვიპოვრ. თუ ვინმემ იცით მომწერეთ, ან ნომერი თუ იცით..

Posted by: nia4u 10 Jun 2017, 18:26
ამის გამკეთებელი თუ იცით ვინმე თბილისში, არ დამიმალოთ smile.gif

)

Posted by: tikako13 11 Jun 2017, 13:42
QUOTE (nia4u @ 10 Jun 2017, 18:26 )
ამის გამკეთებელი თუ იცით ვინმე თბილისში, არ დამიმალოთ smile.gif

)

მე ვიცი smile.gif სერგეი რუსთაველზე მუშაობს... თუ დაგაინერესებს მოგწერ პირადში wink.gif

Posted by: keen 11 Jun 2017, 19:02
ზედმეტად პრეტენზიული თმა მაქვს და მოკლედ ნორმალურად რომ შემჭრას, ეგეთი სტილისტი თუ გეგულებათ?

Posted by: nia4u 12 Jun 2017, 15:33
tikako13

QUOTE
მე ვიცი  სერგეი რუსთაველზე მუშაობს... თუ დაგაინერესებს მოგწერ პირადში

ფეისბუქი მომწერე მაგისი ან სალონის...ნამუშევრები თუ უდევს, გადავხედავ...

Posted by: fuckingbunny 12 Jun 2017, 22:26
გამარჯობა,წვერის კარგი სტილისტი იცით?ბოლოს რო ვიყავი წვერი შემისწორეთქო და ისე გააკეთა სულ გავიპარსე

Posted by: tikako13 18 Jun 2017, 13:33
QUOTE (nia4u @ 12 Jun 2017, 15:33 )
tikako13

QUOTE
მე ვიცი  სერგეი რუსთაველზე მუშაობს... თუ დაგაინერესებს მოგწერ პირადში

ფეისბუქი მომწერე მაგისი ან სალონის...ნამუშევრები თუ უდევს, გადავხედავ...

https://www.facebook.com/GS-Beauty-Studio-GOLD-477846885667213/ ამ ლინკზე გადადი და ნახავ... ბევრს არაფერს დებს...

Posted by: makratela 22 Jun 2017, 11:15
გოგოებო მირიანი ემკლაბში როგორია??? იქნებ მირჩიოთ, საღამოს ვარცხნილობაზე მინდა მისვლა... და ვიზაჟისტი თეა იმავე სალონში???

Posted by: nati_natiia 27 Jun 2017, 13:25
makratela
ძალიან მაგარია,ქორწილში გამიკეთა ვარცხნილობა და მეორე დილამდე არ დამშლია თან ზუსტად ისე როგროც მინდოდა

Posted by: happy dreamer91 27 Jun 2017, 16:13
makratela
მე ძაან მარტივი ვარცხნილობა გავიკეთე, მაგრამ მომეწონა. ხუთშაბათს ვარ ჩაწერილი შეჭრა/შეღებვაზე და იმედია კმაყოფილი დავრჩები. მაკიაჟი ნინო მარტაშვილმა გამიკეთა მანდ, არ ვიცი სხვაც არის თუ არა.

Posted by: Lilian 5 Jul 2017, 17:53
ასე თუ მოვიხდენ ნეტა თმას........ : ))))

Posted by: maiako_mao 6 Jul 2017, 15:50


აუუუუუ ლე ტუალში არმინესთან ჩაწერა რის ფასად მიჯდებააააა sad.gif sad.gif ომია რა საშინელი სანამ ჩაეწერები

Posted by: Droid 7 Jul 2017, 04:03
თმის შეჭრა სად შეიძლება სურათის მიხედვით? დავიჯერო ამხელა თბილისში არსადაა ისეთი ადგილი რო მიხვიდე სურათი აჩვენო და ზუსტად ისე შეგჭრან? 10 ლარის ფარგლებში.

ბიჭი ვაარ.

Posted by: natashka17 14 Jul 2017, 15:42
გოგოებო სად ჭრიან თმას ძალიან კარგად?? დავიტანჯე ვერ ვიპოვე წესიერი სტილისტი

Posted by: lilu777 25 Jul 2017, 00:19
მირჩიეთ ვინმე კარგი სტილისტი ვინც ამის გაკეთებას შეძლებს რა, ძალიან გთხოვთ კარგად რომ ამპარსოს დიზაინით





Posted by: Cl0wn 2 Aug 2017, 19:20
სტელა პეკინის 39 ში კიდევაა?

Posted by: eka3 12 Sep 2017, 20:53
კარგი სტილისტი ვინ არის დღეს თბილისში შეგიძლიათ მითხრათ?
* * *

Excellence -ში რომელ სტილისტს მირჩევთ?

Posted by: taamo 14 Sep 2017, 18:11
გოგოებო, ხომ არ გეგულებათ სანდო სტილისტი, რომელიც მირჩევს როგორ შევიჭრა (ან საერთოდ რა მოვუხერხო) თმა? უაზროდ იზრდება ჩემი სქელი თმა და მინდა მოკლედ შეჭრა, მეშინია რომ გავრისკო და მერე არ მომიხდეს.

Posted by: ♥მარიამი♥ 14 Sep 2017, 18:50
ამათი აღარ მწამს არაფერი, სულ ცუდად მიკეთებენ რამდენიც ვინმე ვცადეsad.gif

Posted by: oshi1 12 Oct 2017, 02:06
შაკო საჯაიაზე რა აზრის ხარ? ანუ ხარისხი და ფასი როგორი თანაფარდობითაა თქვენი აზრით / მამაკაცების აზრი უფრო მაინტერესებს პ.ს. ბოლო 2 თვეა ჩემ თავი მივანდე და მთლად კმაყოფილი არ ვარ და ისე ალტერნატივასაც თუ მირჩევთ არ იქნება ცუდი... ^^

Posted by: MARIMARI123 12 Oct 2017, 09:19
ძაან უკმაყოფილო ვარ,რა მეშველებაsad.gif
როგორც ვეუბნ2ბი ისე ვერ მჭრიან თმას...
რას წავიდა რაა ისრაელში,თვალდახუჭული ვენდობოდი ისე მაგრად მჭრიდაsad.gif

Posted by: pamelaandersoni 13 Oct 2017, 16:36
ეგრედწოდებული სვეცკი ხალხი ამ ბოლო დროს არტურ ავაკოვთან იჭრის თმას და თუ იცით რა ღირს მასთან თმის შეჭრა ?

Posted by: Chicky 8 Nov 2017, 13:40
QUOTE (pamelaandersoni @ 13 Oct 2017, 16:36 )
ეგრედწოდებული სვეცკი ხალხი ამ ბოლო დროს არტურ ავაკოვთან იჭრის თმას და თუ იცით რა ღირს მასთან თმის შეჭრა ?




დაიმატე Fეისბუქში და თავად კითხე biggrin.gif

Posted by: keen 29 Jul 2018, 14:11
რა გახდა ქალების ერთი ისეთი სტილისტი, რომელმაც თმის შეჭრა იცის? მოკლე ვარცხნილობებზე ვისთან შეიძლება მისვლა? sad.gif

Posted by: DogLoverrr 1 Aug 2018, 14:16
ბათუმში ხომ ვერ მირჩევდით სალონს მაკიაჟისთბის და თმისთვის? ნორმალირ ფასებში

Posted by: Sixto 5 Aug 2018, 13:49
ჩასწორება
ჩასწორება
ჩასწორება

Posted by: Scharfschutze 31 Aug 2018, 13:35
ვისთანაც ვიჭრიდი ხოლმე წავიდა საქართველოდან... ვინმე მირჩიეთ ცოტა გრძელ თმას რომ ნორმალურად აჭრიდეს მამაკაცზე, 1 კვირა რომ უნდა ელოდო რიგს ესეთი არა ოღონთ user.gif

Posted by: ia-viola 8 Oct 2018, 22:06
user posted image

ბუნებაში არსებობს ისეთი სტილისტი, რასაც ეტყვი ზუსტად ისე რომ შეგაჭრას?
რამდენთანაც მივედი, ყველა მკორტნის. მანიაკები არიან თმის შეჭრის. :/

აკორტნილი მე.
facepalm.gif

Posted by: Lapustaki5 16 Oct 2018, 16:21
ia-viola
QUOTE
ბუნებაში არსებობს ისეთი სტილისტი, რასაც ეტყვი ზუსტად ისე რომ შეგაჭრას?
რამდენთანაც მივედი, ყველა მკორტნის. მანიაკები არიან თმის შეჭრის. :/

აკორტნილი მე.

ფოტოს ვაჩვენებ ხოლმე წინიდან და კეფასაც. ინტერნეტში ვპოულობ ფეხბურთელის, ან ვინმეს ფოტოს.
თუ ჩემი ვარცხნილობა მომწონდა, საკუთარ ფოტოს ვაჩვენებ ხოლმე

Posted by: ia-viola 16 Oct 2018, 16:36
Lapustaki5
მაინც თმის შეჭრის მანიაკები არიან.

Posted by: Lapustaki5 16 Oct 2018, 16:53
ia-viola

ჰო ვერ ჭრიან. მომსახურება როგორ მოგწონს?
50 ლარი რომ ღირს შეჭრა ისეთ სალონში არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ჩვეულებრივ სალონებში სულ შენიშვნებს ვაძლევ. სასინლად იქცევიან.

პ. ს.

ბიჭი ვარ

Posted by: SESH 10 May 2019, 16:49
ვინმემ კაი ბარბერი მირჩიეთ რა ბიჭისთვის

Posted by: fermina 13 May 2019, 15:52
Seinfeld
QUOTE
Hyperzet
ნიკა პლიევი 


საკუთარი სალონი გახსნა, კეკელიძეზე იყვნენ ჯერ, ახლახანს აბაშიძეზე გადავიდნენ.

კოლორისტიკაში მე მგონი ერთ-ერთი საუკეთესოები არიან
up.gif

https://www.facebook.com/plievsstudio/?epa=SEARCH_BOX

Posted by: charliXL 30 May 2019, 13:53
გამარჯობა საღამოს ვარცხნილობის გაკეთება მინდა, ვეძებ სალონს სადმე დიღომში ან გაგარინისკენ, ძალიან თხელი თმა მაქვს და ისეთი მინდა სასწაული რომ მოუხერხოს

Posted by: მთისყოილი 2 Aug 2019, 23:51
აუუ დამეხმარეთ რაა..მოვიარე იმდენი სალონი,ვერ იგებენ რა მინდა,ფოტოებს ვაჩვენებ,სულ სხვანაირად მჭრიან sad.gif მირჩიეთ ვისთან მივიდე, რომ მოკლე ვარცხნილობა ძაან მაგრად გამიკეთოს, ანუ მოკლე "პრიჩოების" ყველაზე მაგარ სპეციალისტს ვეძებ...

Posted by: sაlოmეa 3 Aug 2019, 01:12
არტ სტუდიოს გირჩევთ ჭავჭავაძეზე
up.gif

Posted by: vasovaso92 3 Aug 2019, 19:15
sაlოmეa
თმებს რო იჭრი სალონში ტოვებ? boli.gif

Posted by: unknown lady 21 Sep 2019, 22:32
მე ვიჭრი თმებს დესანჟეში და ეს არის ხოლმე ბედნიერების 2 საათი <3

Posted by: macaco93 10 Nov 2019, 12:36
მუშა სალონში სასწრაფოდ გვესაჭიროვება უნივერსალური სტილისტები. თუ ვინმეს ნადვილად უნდა მუშაობა გამოგვეხმაურეთ .სალონი არის ვაჟა ფშაველაზე

Posted by: macaco93 11 Nov 2019, 14:25
დაგვიკავშირდით 571-17-61-46

მუშა სალონში გვესაჭიროვება უნივერსალი სტილისტი ,სალონი არის ვაჟა-ფშაველაზე

Posted by: Ekaterínaa 21 Nov 2019, 13:39
მე ძლივს მივაგენი ისეთ სტილისტს რომელსაც ვენდობი და დიდი ფიქრის გარეშე მივდივარ და ვანდობ თავს....თუმცა მანამდე საკმაოდ დიდი და ცუდი გამოცდილებების გზა გამოვიარე :დ

სალონი კარინა....მაღალი არტური... თმის შეჭრა

ეხლა ვფიქრობ თმის შეღებვაზე და ვის მირჩევდით??

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)