Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > მუხლის ტკივილი


Posted by: XAO 12 Jul 2005, 12:04
marcxena muxlis marcena mxares magrad mtkiva kibeebze ro arvivar an ro chavdivar. 1 tvea mtkiva da rac ufro dro gadis mit ufro da ufro mtkivdeba. 4-5 tvis cin kide sitxe medga da magan xo ar gamicvia? mara es marcxniv mtkiva da vegar gavige risi bralia.

Posted by: gvamer 12 Jul 2005, 13:37
ცოტა მოიცადე და მესამედაც ცაგიდგება სითხე მუხლში biggrin.gif

Posted by: XAO 12 Jul 2005, 13:41
gvamer
tavshi ar chagidges sitxe prtxilad iyavi.

Posted by: gvamer 12 Jul 2005, 13:48
XAO
ნუ გეშინია შენ, არ ჩამიდგება, ჯერ არც ჩამდგომია, შენ კი 2-ჯერ ჩაგიდგა და ნათქვამია "სითხის ჩადგომა სამობით არის"-ო biggrin.gif lol.gif

Posted by: XAO 12 Jul 2005, 13:53
gvamer
cadi ra gaqri aqedan temashi nu mij%$#v.

Posted by: ancho 12 Jul 2005, 16:03
XAO
kibeze chasvlisas tkivili meniskis bralia xolme xshirad. yes.gif

Posted by: gvamer 12 Jul 2005, 16:48
XAO
QUOTE
kibeze chasvlisas tkivili meniskis bralia xolme xshirad. 

ოო ხომ გეუბნებოდი, წაყევი შენც ავაზას ექიმთან

Posted by: XAO 12 Jul 2005, 19:57
ancho
ara meniski ro araa eg uechveli vici

Posted by: Sidonia 1 Apr 2006, 10:52
საშინლად მტკივა მუხლი. მხოლოდ დროდადრო. უფრო ხშირად ღამით მაღვიძებს ტკივილი. დაახლოვებით სამი წუთი და მერე მივლის ვითომ არც მტკიოდა. ვინც კომპეტენტური ხართ ამ საკითხში იქნებ მირჩიოთ რაიმე და კიდევ თუ იცით კარგი სპეციალისტი რომ გავესინჯო

Posted by: roo 1 Apr 2006, 18:05
QUOTE (Sidonia @ 1 Apr 2006, 11:52 )
კარგი სპეციალისტი რომ გავესინჯო

მალხაზ ფირფილაშვილი
ვაჟა გაფრინდაშვილი

ღუდუშაურში


Posted by: kuna 1 Apr 2006, 18:18
რეზო სულავა ტრამვატოლოგიურში!

მუხლმა სასტიკი ტკივილი იცის,
ამინდზე გაქვს რეაქცია?

Posted by: daitio 1 Apr 2006, 23:52
Sidonia
ტრავმატოლოგი კი არა, ორთოპედი სჭირდება, ეს სხვადასხვაა
ვაჟა გაფრინდაშვილი --ღუდუშაური
ლევანი ნაჭყებია--ღუდუშაური
ზურა ავაზაშვილი --ტრავმატოლოგიური

მუხლზე სხვა არცერთი არ მუშაობს სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებsmile.gif

Posted by: Kost@ 1 Apr 2006, 23:56
daitio
QUOTE
ტრავმატოლოგი კი არა, ორთოპედი სჭირდება, ეს სხვადასხვაა

QUOTE
ზურა ავაზაშვილი --ტრავმატოლოგიური

მემგონი ეგ ჯობია ყველას

Posted by: daitio 1 Apr 2006, 23:58
Kost@
გეთანხმები- გამოცდილებაც მეტი აქვს და ყველა სპორტსმენიც ამასთან მკურნალობს

Posted by: Kost@ 2 Apr 2006, 00:00
daitio
Sidonia
ჩემი ძმაკაცი რაგბისტია და მუხლი დაიზიანა, მაგასთან დადიოდა მაქედან ვიცი რომ საკმაოდ ძლიერი ორთოპედია

Posted by: V E R S U S 5 Apr 2006, 14:02
QUOTE
ვაჟა გაფრინდაშვილი

ბოლოსდაბოლოს გიორგი ასანიძე მაგის მორჩენილია,რის შემდეგაც ოლიმპიადა მოიგო!

Posted by: pudelblack 6 Apr 2006, 02:24
kuna
QUOTE
მუხლმა სასტიკი ტკივილი იცის,
ამინდზე გაქვს რეაქცია?

ვაიმე ლექსების დაწერაც კი შემიძლია რა მწარეა-და მე სულ მაქვს ტკივილები .
აქაურმა ექიმებმა მითხრეს რომ ( ასე 5წლის წინ)ჯერ კრემებითო,თუ არ გიშველაო მერე ნემსებითო,
რაც არც ეგ გიშველისო და ჯობს რომ პირდაპირ ოპერაცია გაიკეთოოოოოო.
მე რათქმაუნდა უარი გავნაცხადე და ასე ვარ ტკივილებით.ვისმევ კრემს და ბანდაჟს ვიხვევ.
მე მუხლების დამცველი ცაშკები მაქვს ჩამტვრეული smile.gif ხოდა აქ წარამარა ამინდი რომ იცვლება უნდა ნახო რა დღეში ვარsmile.gif

Posted by: webdesign 7 Apr 2006, 18:11
Sidonia
მუხლის ტკივილი(არ ვიცი რაა მიზეზი მაგ შმეტხვევში) სერიოზული შეიძლება იყოს, და მაგ საქმეს კარგად მიხედე!
3 ადამიანს ვიცნობ ზაან ცუდად რომ წაუვიდათ საქმე(ტუმც გააჩნია რაა მიზეზი). კი არ გაშინებ, პროსტო სეროუზულად მიხედე!

Posted by: dadguna 18 Oct 2006, 09:37
ხალხნო მთელი ღამე მტკიოდა მუხლი და რისი ბრალი შეიძლება იყოს? წავისვი ფასტუმ გელი მაგრამ აბსოლუტურად არანაერი ეფექტი რა მჭირსsad.gif არსად არ მიმირტყია

Posted by: aka 18 Oct 2006, 11:28
შეიძლება ცუდად გედო და მყესი დაგეჭიმა....

Posted by: tamrikor 19 Oct 2006, 12:04
ოდანვ აცივდებ თუ არა მეწყება ხოლმე მუხლების ტკივილი

Posted by: Feria 19 Oct 2006, 12:09
დალიეთ დიკლოფეროლი.ამართლებს..................................................
!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

Posted by: lexomd 19 Oct 2006, 16:22
მოძრაობის მერე გაგიარა? რევმატიული არ იყოს რამე

Posted by: dadguna 19 Oct 2006, 17:33
lexomd
მოძრაობის მერე ხრავიცი უფრო გამიარა კი

Posted by: lexomd 19 Oct 2006, 17:46
უტრენნაია სკოვანნოსტ ქვია მაგას, რევმატიული ართრიტის ნიშანია, მაგრამ ერთჯერადი ტკივილი საერთოდ არაფერს ნიშნავს... ხოლო თუ განმეორდა, მაშინ გამოკვლევები უნდა

Posted by: dadguna 20 Oct 2006, 09:46
lexomd
ანუ რევმატიზმის ნიშნები მაქვსsad.gif მართალია რომ გლანდები შეიძლება მაგის გამომწვევი მიზეზი იყოს?

Posted by: lexomd 20 Oct 2006, 15:08
ეგ არ ნიშნავს, რომ რევმატიზმის ნიშნები გაქვს. რევმატიზმმა იცის, როგორც წესი, დიდი სახსრების სიმეტრიული დაზიანება, ანუ ორივე მუხლის,მაგალითად, რევმატოიდული ართრიტი კი აზიანებს წვრილ სახსრებს. მიზეზი, როგორც წესი, ე.წ. გლანდებია, ანუ მათი ანთება.

Posted by: Crimson King 21 Oct 2006, 13:34
გლანდები შეიძლება იყოს რევმატიზმის გამომწვევი ფაქტორი. თუ გლანდები დაავადებული გაქვს, პირველ რიგში უნდა მაგათ მიხედო და ამოიჭრა.

Posted by: Garth Marenghi 21 Oct 2006, 13:55
მეც ერთხელ ერთი კვირა მუხლები მტკიოდა, მაგრამ ვერ ვიტყვი რატომ.

Posted by: PANTALONE 21 Oct 2006, 14:06
აუ დროდადრო მწარე ტკივილი მაქვს მარჯვენა მუხლში, და 3 წუთში გადის. მერე ისევ.
თითქოს პარკეტის ჭიები როა ეგეთი ზის და ძვალს ხრავს, ჩუმად.

ვერ დავადგინე ამინდი იწვევს თუ ვიბრაცია ტრანსპორტში.
ზოგჯერ ვერცერთს ვერ დავაბრალებ და მეწყება.

ტან ვერ ვითმენ ისე რომ არ დავიკლაკნო და ცუდი როჟები არ დამემართოს
უკვე 3 წელია მგონი.
* * *
ვოლანდი ვარ რაღააა .

Posted by: velvet revolver 21 Oct 2006, 16:49
მუხლების ტკივილი წყლის ჩადგომამაც იცის
ჯვარი გწერია

მაგრამ ჩემ ნათესავს ქონდა მასე და მერე ამოუღეს ის წყალი
ტაკ ჩტო მიმართე ექიმს

Posted by: PANTALONE 22 Oct 2006, 12:57
velvet revolver
QUOTE
ჯვარი გწერია

მაგრამ ჩემ ნათესავს ქონდა მასე და მერე ამოუღეს ის წყალი

კაშმააარ. smile.gif))))))
ჯვარი გწერია მაგრამ ნემსიი გაქვს გასაკეთებელი მაგრობაა )))))

Posted by: velvet revolver 22 Oct 2006, 15:59
PANTALONE
კაცო
რა გაგიჟდი
მე გითხარი რო შეიძლება თქო თორე დიაგნოზი კი არ დამისვავს ექიმი კი არ ვარsmile.gif))))
შეიძლება მყესი გქონდეს დაჭიმული
შეიძლება ვაბშე არც არაფერი არ გქონდეს


და ისე ნემსის გეშინია? ნუ გეშინია ნემსი ნო პრობლემbiggrin.gif

Posted by: MEDS 22 Oct 2006, 16:17
მეც მტკივა ხოლმე რამოდენიმე წელია დროდადრო.

Posted by: PANTALONE 22 Oct 2006, 21:32
velvet revolver
ნუ ხო კაი. მარა "ჯვარი გწერია" წოტა სხვა ჟანრია რა

Posted by: DiVa 29 Sep 2007, 16:21
ამ ბოლო დროს შევამჩნიე რომ ხანდახან (ხანდახან!) როცა ავდივარ კიბეზე ერთი ფეხის მუხლი მტკივა ყველა მოხრაზე. ჩვეულებრივად გავივლი და აღარ მტკივა (ან ცოტა ხანი მტკივა ნაბიჯებზეც და მერე გამივლის) მერე შეიძლება გავიდეს ერთი ორი კვირა ისე რომ საერთოდ აღარ მეტკინოს.. მერე ისევ მტკივა. რა შეიძლება იყოს და ვის მივმართო რა სახის ექიმს თუ რა ვქნა საერთოდ..
user.gif ?


QUOTE
ტრავმატოლოგი კი არა, ორთოპედი სჭირდება, ეს სხვადასხვაა ვაჟა გაფრინდაშვილი --ღუდუშაური ლევანი ნაჭყებია--ღუდუშაური ზურა ავაზაშვილი --ტრავმატოლოგიური

მუხლზე სხვა არცერთი არ მუშაობს სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ


რა ვქნა რომელთან მივიდე? არც სპორტსმენი ვარ და არც ტრავმა არ მიმიღია sad.gif

დღეს გან=საკუტრებით გამიჭირდა კიბეზე ასვლა ადრე ასე არ შევუწუხებივარ sad.gif

Posted by: sexi-bicola 29 Sep 2007, 22:15
იცით რააა მუხსლი არასდროს დამიზინებია არც სითხე მქონია მაგრამ ზოგჯერ მაწუხებს


აი მარჯვენა მუხლი კი ზოგჯერ მიჭრიჭინებს


და ხშირად მუხლები რო მოკეცილი მკავს დისკომფორტის შეგრძნებაა


ეს რას ნიშნავს?

Posted by: DiVa 30 Sep 2007, 14:03
კიდევ მითხრეს შოთა სანდრელი ქვია თუ არ ვცდები, ვაკეში იცით ვინმემ რამე?? 2 დღეა უკვე ძალიან შემაწუხა, სიარულის დროსაც კი მტკივა, და თითქოს შიგნიდან მიხურდება.

Posted by: ninuca7771 14 Mar 2010, 20:52
10 წელია მუხლების ტკივილი მაწუხებს. 5 წლის წინ გადავიღე სურათი და აღმომაჩნდა მუხლის თავებზე წვეტიანი წანაზარდები. უსაღსრობის გამო ექიმთან ვერ მივედი. ამ ბოლო დროს არაერთგვაროვნად დამისივდა . მიჭირს სიარული და კიბეებზე ასვლა-ჩამოსვლა. ხომ ვერ ამიხსნით რისი ბრალი იქნება და რით ვიმკურნალო. (ამჟამად ვისმევ კოლხურ მალამოს და ვიკეთებ იოდის კლეტკებს).

Posted by: Thandrus 15 Mar 2010, 00:38
ninuca7771

თემას როცა ხსნი, იმფორმატიული სათაური მიეცი (ანუ, "მუხლის ტკივილი" თავში ჩასვი)

მეორე, მუხლის ტკივილზე თემა არსებობს, ასე რომ შენ პოსტს იმ თემას მივუერთებ.

ახლა რაც შეეხება სიმპტომებს... წანაზარდები სხვა სახსრებზეც გაქვს? სანამ პირველად ტკივილი დაგეწყებოდა, რაიმე ინფექცია ხომ არ გადაიტანე? სხვა რამე პრობლემები გაქვს ჯანმრთელობასთან?

კიდევ რა... ამას ხომ არ ჰგავდა შენი წანაზარდები მუხლზე?

და რასაკვირველია, თუ საშუალება გაქვს, ექიმთან მიდი... არ არის ეს დასაიგნორირებელი მდგომარეობა.

Posted by: Votren 15 Mar 2010, 14:52
ninuca7771

QUOTE
10 წელია მუხლების ტკივილი მაწუხებს. 5 წლის წინ გადავიღე სურათი და აღმომაჩნდა მუხლის თავებზე წვეტიანი წანაზარდები. უსაღსრობის გამო ექიმთან ვერ მივედი. ამ ბოლო დროს არაერთგვაროვნად დამისივდა . მიჭირს სიარული და კიბეებზე ასვლა-ჩამოსვლა. ხომ ვერ ამიხსნით რისი ბრალი იქნება და რით ვიმკურნალო. (ამჟამად ვისმევ კოლხურ მალამოს და ვიკეთებ იოდის კლეტკებს).


ესეიგი ართროზი გქონია, მაგას მკურნალობენ ფიზიოთერაპიით და სხვადასხვა მალამოებით,
ტკივილი მეორადია და მას ანთებითი პროცესები იწვევს, რომელიც გამოქვეულია წანაზარდების დაწოლით ნერვულ დაბოლოობებზე. დიმექსიდის ხსნარს ხმარობენ ანალგინთან ერთად, კომპრესის სახით, ფიზიოთერაპიასთან ერთად კარგი საშუალებაა..

Posted by: ninuca7771 16 Mar 2010, 15:54
Votren

ძალიან დიდი მადლობა ყურადღების და რჩევისთვის. იქნებ მირჩიოთ სად მივიდე გამოკვლევისთვის ან ვისთან?

Posted by: Votren 16 Mar 2010, 16:02
ninuca7771

QUOTE
ძალიან დიდი მადლობა ყურადღების და რჩევისთვის. იქნებ მირჩიოთ სად მივიდე გამოკვლევისთვის ან ვისთან?


ვაჟას ძეგლს ზემოთ არის სამედიცინო დაწესებულება, მე იქ ჩავიტარე ფიზიოთერაპია 12 სეანსი, 4 წლის წინ, მაშინ 6 ლარი იყი თითო, ახლა არ ვიცი. კომპრესის გაკეთებას თვითონაც შეძლებ, აწერია ხსნარს რა და როგორ...

Posted by: vasasi 3 May 2010, 18:24
პარასკევიდან მუხლი მტკივა საშინლად. არც დასიებული მაქვს, არც არაფერი..

სიარულის დროს მტკივა, ვჩერედები თუ არა, ან ვჯდები, მაშინვე ყუჩდება..

კვირისტავი მტკივა, სახსარი არ არის, ხანდახან ხელის დადებით მტკივა, ხან არა..



ინდომეტაცინის მალამოს ვისვამ, მაგრამ შედეგი ნულია..

რა შეიძლება იყოს, ანთება?..

Posted by: Kr1T1kos1 4 Jun 2010, 10:49
მოკლედ ეხლა რა ხდება სადღაც 3 დღის უკან როცა უკვე დაძინებას ვაპირებდი, ლოგინზე რო ჩამოვჯექი უცბად მუხლი დამეჭიმა და საშინლად ამტკივდა, ნუ რო დავწექი ცოტა ხანი მტკიოდა მერე ჩამეძინა biggrin.gif ხოდა იმის მერეე უკვე 3 დღეა მტკივა სიარულის დროს ფეხს რო ვხრი, აი ზოგჯერ ძალიან მტკივა და სხვა დროს არ მტკივა უბრალოდ მაწუხებს რა, ნუ რო დავიზილე მაინც არ მიშველა და რა ვქნა? ან რისი ბრალია ან ვისთან მივიდე, ხო ფეხი არც არაფერზე მიმირტყია და ასე შემდეგ, უეცრად მოხდა რა :|

Posted by: japman 31 Aug 2010, 18:52
მოკლედ მუხლები მტკივა.. ადგომა დაჯდომის დროს.. სირბილის დროს.. მოხრა გაშლის დროს სიარულის დროს და ყველანაირი მკვეთრი მოძრაობის დროს...

ჯერმაინტერესებს რა არი... მორჩენის რა საშუალებები არსებობს....

ძალიან მიშლის ხელს... ვერც ვვარჯიშობ წესიერად... ვერ დავრბივარ რა.... სხვა რამეებზე ლაპარაკი ხო ზედმეტია....

p.s ორივე მუხლი....

Posted by: riz 31 Aug 2010, 18:58
QUOTE
მუხლის ტკივილი, რისი ბრალი უნდა იყოს?

ამინდის user.gif

Posted by: Natuka NGN 31 Aug 2010, 18:59
japman
ორივე მუხლი? სპორტით ხარ დაკავებული? თუ კი, მაშინ, ვარჯიშისას ტრავმა გაქვს მიღებული, გამომშრალია სასახსრე სითხე და ა.შ.
http://forum.ge/?showtopic=33722586&f=&st=570&#entry21237366
ამ თემასაც გადახედე. მიზეზი ინდივიდუალურია. საერთოდ ვინც ინტენსიურად ვარჯიშობს, იმათ მეტად აქვთ სახსრის ცვეთა,

Posted by: japman 31 Aug 2010, 19:33
Natuka NGN
კი ვვარჯიშობ... ფეხბურთელი ვარ.... მწვრთნელსაც ველაპარაკე ამის შესახებ და ნაკლები დატვირთვა არის გამოსავალიო.. მაგრამ სულ მთლად გაჩერება უარესი იქნებაო.... ანუ დატვირთვის შემცირება გამოსავალია?

Posted by: Natuka NGN 31 Aug 2010, 19:40
japman
საერთოდ, მსგავსი რამ სწორედ ზედმეტი დატვირთვების ბრალია. უნდა შეამცირო ამ ეტაპზე და ერთგვარი თერაპია გაქვს ჩასატარებელი. იგივე ხაში ჭამე დიდი რაოდენობით. კი, უნდა შეწყვიტო სრული ცვეთა სახსრის.

Posted by: japman 31 Aug 2010, 19:43
QUOTE
სული ცვეთა

ვერ მივხვდი....

თან ასაკიც იყო ნახსენები და ასაკითაც პატარა ვარ... 14

Posted by: amnezia 3 Oct 2010, 20:08
ბოლო ერთი თვეა მარცხენა მუხლი მტკივა საშინლად.გადავიღე რენდგენი და რაგაც წანაზარდები მაქვს ძვლის დაბოლოებაზე.ვანახე ექიმს და საშიში არაფერიაო.დამინიშნა კრემი ვოლტარენი და ტერაფლეკსი კაფსულები.10 დღიანი კურსია.რავი ეხლა ვსვავ ამ წამალს და უკეთესობაა. ხო კიდე მოვალისია ეგეთი წამალი და ეგეც დავლიე.ადრე ფეხბურთელი ვიყავი მარა ეხლა რატო მეტკინა ხუი ევო ზნაეტ.

Posted by: Johnnie Walker 24 Apr 2011, 22:12
ბოლო ერთი თვეა უცნაურ სისუსტეს ვგრძნობ მუხლებში (ორივეში) და დისკომფორტს, ლამის ტკივილს. მიჭირს ადგგომა, მანქანიდან გადმოსვლა, კიბეზე ჩამოსვლა (უფრო, ვიდრე ასვლა), განცდა მაქვს ისეთი, რომ ფეხები მთლად ძველებურად არ მემორჩილება biggrin.gif

უცნაური რამაა, უფრო მიკვირს, ვიდრე მაწუხებს, მაგრამ რაც დრო გადის უფრო ვწუხდები იმიტომ, რომ არ გამდის ეს სიმპტომები.

ნეტა რისი ბრალია? სიბერის? biggrin.gif

არც ვიცი, რომელი პროფილის ექიმს მივმართო, იქნებ მირჩიოთ.

Posted by: Realist- 23 Jul 2011, 01:02
ნახევარი წელიწადია მუხლი მაწუხებს აქამდე მაგალითად ბუქნებს ვერ ვაკეტებდი ანუ ბოლომდე ვერ ვჯდებოდი ნახევარის მერე მეგონა მუხლი მომტყდებოდა ეხლა 2 კვირაა ვარჯისჰი და ვიწყე და რამე და 5 დღეა მუხლი ძაან მტკივა მაგალითან კიბეებზე რო ავდივარ რო დავრბივარ ანუ მუხლს როცა ვაწვები ბუქნებზე ხო ზედმეტია ლაპარაკი ექიმტან დაახლოებით 1 თვე ვერ მივალ და რისი ბრალია არ იცით, ან რა დაავადებაა ჩემიტ ვერ გავიკურნები?

Posted by: Natuka NGN 23 Jul 2011, 14:07
Realist-
ტრავმატოლოგი შემოდის თავის თემაში, ყველაზე კარგი თემა ისაა ამ საკითხებისათვის.

Posted by: Front National 15 Sep 2011, 20:08
მოკლედ მარჯვენა ფეხის მუხლი მტკივა, ოღონდ თითქოს დაბუჟებული მაქვს და ისე მტკივაო. სიარულისას უცებ, ყოველგვარი წინა პირობის გარეშე ამტკივდა. თან მთელი ფეხის კუნებზე დისკომფორტს ვგრძნობ.

რა შეიძლება იყოს?

Posted by: qeto555 30 Sep 2011, 23:48
იმეეე biggrin.gif მუხლი მეც მტკიოდა და რო გამოვიკვლიე ძვალი აცდენილიაო biggrin.gif ცეკვაზე დავდიოდი და იქ მივიღე ტრამვა ... წამლებით გავიჭყიპე მაგრამ რა ხეირი.ხან 1თი მუხლი მტკივა ხან მეორე biggrin.gif ამინდი რო იცვლება ხო მკლავს:| აი ზუსტად ეგრე მტკივა ვარჯიშIს. ბევრი სიარულის, დიდხანს თი ვზივარ და ავდგები აი მაშIნ მტკივა... შესაზელი მალამო გამომიწერეს და როცა გეტკნება მაშIნ წაისვიო biggrin.gif

Posted by: buuuzzz 4 Oct 2011, 12:46
მირჩიეთ ტრავმატოლოგიური კლინიკააააააააააააააააააააა სასწრაფოდ, სადაც კარგი სპეციალისტები იქნებიან და ფასიც ძვირი არ იქნება...

Posted by: Dorian Gray 2012 28 Oct 2011, 18:05
ეს ფიზიოთერაპია ვიზუალურად მუხლებს რას უშვება? მგონი ამახინჯებსო ვიღაცამ მითხრა და მართალია? ფორმას უცვლისო.
და მუხლიდან სითხის ამოღება არაა კაი კიდევ ჩადგომა იცისო და მართალია? ზოგი ამბობს თვითონ გაწოვა აჯობებსო. რომელია სიმართლე???

Posted by: minerva25 6 Nov 2011, 06:04
პერიოდულად მიტყდება მუხლის ტკივილი, განსაკუთრებიტ მარჯვენა. სპორტსმენი არასოდეს ვყოფილვარ. Aრც არასდროს მქონია სერიოზული მოტეხილობა-თუმცა ხშირად მიტრიალდება ფეხები. არსებობს თუ არა სამედიცინო ტერმინოლოგიაში ე.წ. ფეხის დაშინება-ანუ თუ რამდენჯერმე გადაგიტრიალდება ფეხი დაშინდება და მაგიტომ გიტრიალდება უმიზეზოდ. სინამდვილეს შეეფერება თუ არა? ფაქტია დღეში რამდენჯერმე სრულიად უწყინარ სიტუაციებში ლამის თავ-პირი დავიმტვრიო sad.gif

Posted by: Kasaby 6 Nov 2011, 06:25
12 წლი რომ ვიყავი ფეხბურთზე შევედი და ქუსლების ტკივილი დამეწყო sad.gif

ფეხს რომ ავზევდი ტკივილს ვგრძნობდი ქუსლში და თითქოს რაღაც მძიმე ჩამომკიდესო sad.gif

Posted by: katerine 25 Apr 2013, 16:14
მოგესალმებით,

კითხვა მაქვს ვინმესთან ვისაც შეხება ამქვს მუხლების დაავადებებთან...

დედაჩემს უთხრეს რომ აუცილებელია ხელოვნური სახსარის გაკეთება (არ ვიცი ზუსტად როგორ იქნება ეს ტერმინი). მოკლედ მუხლის ძვლები იმდენად ახლოს არის ერთმანეთთან რომ ისინი გაცვეთილია და უკვე მესამე სტადიაშია მდგომარეობაო... არაფერი არ ეშველება ამას გარდა ოპერაციისო...

ზუსტი ტერმინოლოგია სამედიცინო არ ვიცი, მაგრამ დაახლოებით ასეთი მდგომარეობაა... უბრალოდ მე თავად არ ვარ საქართველოში და არც დოკუმენტები მინახავს...

მაინტერესებს თუ კეთდება ასეთი ოპერაციები (100% გარანტიით!) საქართველოში, რომელ კლინიკაში და ფასები. ნარკოზს ვერ გაუძლებს რადგან საკმაოდ დიდწონიანია და მოციმციმე არითმია აქვს ქრონიკულ მდგომარეობაში.

უღრმესი მადლობა წინასწარ...

Posted by: myname_myname 26 Apr 2013, 02:04
გამარჯობათ ჩემი ნატანჯი და 1000ჯერ დახლეჩილი მუხლები ბუქნებისას ხრაშუნებენ და რისი ბრალი შეიძLება იყოს? user.gif

Posted by: dima1993 28 Apr 2013, 00:51
შლატერი მაქ მუხლზე და ხანდახან მტკივდება... და მენინსკის საწყისი ნიშნები ხოარ არის?

Posted by: edsel 28 Dec 2013, 21:03
ძალიან მტკივა მარცხენა მუხლის უკანა ნაწილი, თანაც შემისივდა, რისი ბრალია?


Posted by: psyxo 3 Jan 2014, 04:47
edsel
QUOTE
ძალიან მტკივა მარცხენა მუხლის უკანა ნაწილი, თანაც შემისივდა, რისი ბრალია?

ანთებაა სახსრის, მენისკის მსუბუქი ფორმა...ეტყობა დაგეძაბა ზომაზე მეტად ან მიკროტრამვა და გაციება ერთდროულად!
ალკოჰოლი ვნებს, განსაკუთრებით ლუდი +არაყი! რაიმე გამაყუჩებელ ანთებასაწინაარმდეგო მალამო (დიკლოფენაკი იაფი და იორღა ბელორუსული 80 თეთრია, რამე გერმანული უფრო რიჟა გამოდგა 5ლარიანი) შეიზილე დაუზარებლად და ინტენსიურად მერე ელასტიური ბინტი(საშუალო დაჭიმულობისა-3მეტრი) გადაიხვიე როცა გარეთ გახვალ. ეცადე მინიმალურად დატვირთო.
ღამითაც მალამო და მაქსიმალური სითბო შალის ან ძაღლის ბეწვის მსუბუქი სახვევი.
დანარჩენი დრო და ორგანიზმის იმუნიტეტია.
მოლასი არ იყოს ექიმსაც ეჩვენე.. wink.gif gigi.gif
მე ექიმი არ ვარ, პირადი გამოცდილებიდან გიყვები.
გისურვებ მალე გამოჯანმრთელებას!!!

Posted by: george_chyo 19 Jun 2014, 14:54
მუხლი ამტკივდა რატომღაც, წონებით ვვარჯიშობ და დავრბივარ, მაგრამ როცა ტკივილი ვიგრძენი ის დღეები არაფერი მიკეთებია და როდის ვიტკინე ვერ ვხვდები.
ერტი კვირა მქონდა ტკივილი და ექიმთან მისვლა ვერ მოვახერხე, ეხლა გადის ტკივილი და დავიკიდო, თუ აუცილებელია ექიმთან მისვლა?

Posted by: Malena_ 14 Jul 2020, 22:23
ამინდი აირევა

მუხლებმა დამიწყო ტკივილი

ართროზი

Posted by: bavaria87 12 Oct 2020, 14:31
გამარჯობათ,
მაქვს შემდეგი პრობლემა: დაახლოებით 6 წელზე მეტია რაც მიწევს ფიზიკურად მძიმე საქმეების გაკეთება. სიმძიმეების თრევა კიბეებზე, ხანდახან 24 და 36 საათი გადაბმულად მუშაობა და ეს მუშაობა მოიცავს 70 კგ და მეტი სიმძიმეების კიბეებზე ატანას, ჩატანას. ამის შედეგად ვატყობ რომ მარცხენა მუხლზე დამეწყო პრობლემები. კიბეებზე ასვლისას და ჩასვლისას მუხლის არეში ტკაცუნობს და აქვს ხმა. ისეთ ხმას გამოსცემს რომ გვერდით რომ ვინმე მომყვებოდეს გაიგებს, ანუ ხრაშუნობს ხმამაღლა. სწორეზე როცა მივდივარ, ან ტრასაზე არ აქვს ხმა. ასევე დილაობით მაქვს მცირედით ტკივილი, ნუ ტკივილსაც ვერ დავარქმევ ვგრძნობ არასასიამოვნოდ რა. ისიც მცირე ხნით. სხვა პრობლემები: მოძრაობის შეზღუდვა ან ტკივილები არ მაქვს. მიუხედავად ამისა მეშინია რომ რაღაც ვერაა რიგზე და რა დაავადება შეიძლება იყოს ეს? ან ვის მირჩევთ, ყველაზე კარგ ორთოპედს საქართველოში რომ მივიდე და ვაჩვენო. მადლობა წინასწარ

Posted by: Tocadero 2 Mar 2021, 17:13
მოკლედ ამტკივდა ეს დებილი მუხლები. ერთი განსაკუთრებით ვისთან მივიდე ვის ვაჩვენო იქნებ მირჩიოთ რამე პლზ

მადლობა წინასწარ

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)