#57434911 · 22 Jan 2021, 23:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბერიას დახვრეტიდან დიდი ხნის შემდეგ , ნოდარ დუმბაძეს შავი ზღვის სანაპირო აგარაკზე დაურეკა მეზობლად მცხოვრებმა რუსმა მწერალმა კონსტანტინ სიმონოვმა და ღვინო სთხოვა, მოსკოვიდან ორი მეგობარი ჩეკისტი მეწვია და უნდა გავუმასპინძლდეო. ნოდარს ღვინო არ აღმოაჩნდა, მაგრამ შესთავაზა - აქვე სოფელი მერხეულია, შესანიშნავი რესტორნით და სტუმრები საპურმარილოდ იქ წავიყვანოთო. აფხაზეთის სოფელი მერხეული კარგი რესტორნის გარდა იმითაც იყო ცნობილი, რომ ლავრენტი ბერიას მშობლიური სოფელი გახლდათ და ჩეკისტების იქ მიპატიჟება ამ მხრივაც ერთგვარ „სიმბოლურ“ აზრს ატარებდა. კონსტანტინ სიმონოვს ეს წინადადება მოეწონა და ოთხივე მერხულში წავიდა. ლაზათიანად მოულხინეს და როცა კარგად შეთვრნენ, ერთმა ჩეკისტმა დაიჩემა, მდინარეში უნდა ვიბანაოო. ვერაფრით გადაათქმევინეს, გაიხადა და წყალში გადაეშვა, მაგრამ ამოყვინთვით ვეღარ ამოყვინთა. იქვე მყოფი სოფლელები მდინარეში შეცვივდნენ, ცოცხალ-მკვდარი კაგებეს ოფიცერი ნაპიზე გამოათრიეს და რის ვაი-ვაგლახით მოიყვანეს გონზე. მან კი თვალი როგორც გაახილა, მეგობარი ჩეკისტი თითით მიიხმო და უჩურჩულა: „На дне, в речке Лаврентий Павлович! На дне, в речке Лаврентий Павлович!“ ყველა გაშტერებული შეაჩერდა ერთმანეთს, რაღაც ვერ იყო კარგად - დიდი ხნის დახვრეტილი იყო ლავრენტი პავლოვიჩი. ჩეკისტმა კი ერთი-ორჯერ კიდევ გაიმეორა ეს ფრაზა და გული წაუვიდა. რესტორნის დირექტორმა რომ ნახა, საქმეს ცუდი პირი უჩანდა, ნოდარ დუმბაძე გვერდით გაიხმო და საიდუმლოდ გაანდო: „აქ, რესტორნის ახლოს, ბერიას ძეგლი იდგა, როცა დაიჭირეს, ავიღე და მდინარის ფსკერზე დავმალე, რა ვიცი, ხვალ რა მოხდება, დღეს კი ლანძღავთ, მაგრამ იქნებ დრო მოვიდეს, თქვათ, დიდი კაცი იყოო - ხალხის ერთგული შვილი. ჯაჭვით მყავს დაბმული, მდინარემ რომ არ წაიღოს. ამ უბედურმა წყალში რომ ჩაყვინთა, ეტყობა, ძეგლი დაინახა და ამიტომ არის ასე შეშინებულიო
--------------------
მოკლედ ძალიან მიზერული თანამდებობაა მაგრამ გამისწორდა მაინც , ტყუილად არ მოუციათ ის 12 რეკომენდაცია Ⓒ White_Shark
|