butkujგუგლ.ბუკსა და გალიკაზე რაც დევს, დედანი რომელია?
დედანი რა, მარტივად რომ გითხრა, თავად ლუის ხელნაწერი?
გრანჟიე, ცხადია, გურიისას გულისხმობს. თუმცა გარდა მაგისა, ვთქვით, რომ სხვაგანაც გვხვდება ეს სახელწოდებები და ძალიან მკაფიო მდებარეობით.
ამაზე პატარა წერილის დაწერა მინდა. მანამდე შენ ის მითხარი, რაც გკითხე - ქართულ რუკაზე სატრაპელლო რატომ უნდა ეწეროს და სატყეპელა რომ წერია, პოლიტმიკერძოებულობა რათაა?
სხვაც კი გკითხე, მარა ვაი, იშ მეტი, სი თინეფშე მიპასუხენი. : ))
ფოთის სევასტოპოლისზე რად გამორიცხავ, რომ მართლა არსებულიყო ასეთი სახელით დასახლება, უბანი, მისადგომი, რამე ამგვარი?
* * *
ისე, დღეს არც გურულებმა იციან მაგ სატრაპელა-სატყეპელაზე რამე და ამით ძაან ბევრსაც ნუ გადაკრეფ.