ფაკულტეტის ვებ-გვერდი
http://www.law.tsu.ge/კონტაქტი
მისამართი: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. 3, 0179, თსუ, II კორპუსი
კანცელარია: (+995 32) 2 29 08 41
სასწავლო პროცესის მართვის სამსახური: (+995 32) 2 29 05 96
დოქტორანტურა: (+995 32) 2 25 11 98
ელ-ფოსტა: law@tsu.ge
ფაკულტეტის დაარსების მოკლე ისტორია:1922 წლის 16 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის პროფესორთა საბჭოს წარდგინების საფუძველზე შექმნა სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტი, რომელიც შედგებოდა სოციალური (სამართლებრივი) და ეკონომიკური განყოფილებებისაგან, ფაკულტეტის პირველ დეკანად აირჩიეს პროფესორი შალვა ნუცუბიძე.
სოციალურ-ეკონომიკურ ფაკულტეტზე პირველ სემესტრში დოცენტი ლუარსაბ ანდრონიკაშვილი კითხულობდა სამართლის შესავალსა და სამოქალაქო სამართალს, ხოლო რომის სამართლის წასაკითხად მოწვეული იყო გამოჩენილი ცივილისტი პროფესორი იური ღამბაროვი. სოციოლოგიის კურსს კითხულობდა სამართლის თეორიისა და ისტორიის სპეციალისტი ალექსანდრე ვაჩეიშვილი. 1935 წელს ფაკულტეტს დღევანდელი სახელწოდება - იურიდიული ფაკულტეტი ეწოდა.
იურიდიულ ფაკულტეტზე 2005 წლამდე მიმდინარეობდა ერთსაფეხურიანი სწავლება, რომელის ხანგრძლივობა 4-დან 5 წლამდე შუალედში მერყეობდა. 2005 წლიდან კი, საქართველოს სასწავლო-საგანმანათლებლო სისტემის ბოლონიის პროცესთან მიერთების შემდეგ შემოღებულ იქნა ორსაფეხურიანი სწავლება.
სასარგებლო რჩევები :1. თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტს აქვს იურიდიული ლიტერატურის კავკასიაში ყველაზე მდიდარი და ხშირად განახლებადი სასწავლო დანიშნულების სამი ბიბლიოთეკა. სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის თსუს მე-2 კორპუსის პირველ სართულზე , სისხლის სამართლის- მეორე სართულზე და ბიბლიოთეკა "კვალი". (მისამართი: II კორპუსში რომ შეხვალთ, არც ფდა-სკენ წახვიდეთ, არც ქდა-სკენ, პირდაპირ წადით და მიაგნებთ; შეგიძლიათ დაცვას ჰკითხოთ.) წიგნის გატანა ბიბლიოთეკიდან შეგიძლიათ მხოლოდ პირადობის მოწმობისა და მობილური ტელეფონის დატოვების შემდეგ. წიგნს უკან ვაბრუნებთ რაც შეიძლება დრულად და უვნებლად. არ ვხევთ ფურცლებს, არვ ვკუჭავთ, არ ვაწერთ, ვახაზავთ და ვახატავთ შიგნით ან გარეთ!
2. Wi-Fi იჭერს ყველგან. განსაკუთრებით კარგად ბიბლიოთეკებში და კომპიუტერულ ცენტრში.
3. ქსეროქსის გადაღებას მოახერხებთ თსუს 1-ლი კორპუსის წინ მიწისქვეშა გადასასვლელში, ან თაყაიშვილის #2-ში. აქვე შეგიძლიათ იურიდიული ლიტერატურის შეძენა.
4. როცა მოგშივდებათ შეგიძლიათ, უნივერსიტეტის მოპირდაპირე მხარეს განთავსებულ საკვებ ობიექტებში მიირთვათ ხელმისაწვდომ ფასად.
5.სტიპენდია - არსებობს მხოლოდ პრეზიდენტის სტიპენდია, სემესტრულად 750 ლარი. სტიპენდიის ასაღებად გვჭირდება რაც შეიძლება მაღალი ქულები. ყოველ სემესტრში მზარდი ტენდენციაა, ამიტომ შეეცადეთ რაც შეიძლება მაღალი ქულები დააგროვოთ.
მონაწილეობა მიიღეთ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციებში.კონფერენციის ხარისხიდან და თქვენი წარმატებიდან გამომდინარე აღებულ სერტიფიკატებს აქვთ 1-5 ქულამდე შეფასება. სერტიფიკატის ქულა ემატება თქვენი აკადემიური მოსწრების ქულებს და სტიპენდიის აღების მეტ შანსს გაძლევთ. სტიპენდიის კონკურსში მისაღებად საჭიროა წინა სემესტრში დაგროვილი გქონდეთ 30 კრედიტი. სტიპენდიის სკალირებული ქულის 80% არის მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკული 10% სტატია და 10% კონფერენციაში მონაწილეობა.
დაწერეთ სამეცნიერო სტატიები. სტატიის ხარისხიდან გამომდინარე 1-5 ქულამდე შეფასდებით. სტატია უნდა იყოს გამოქვეყნებული სამართლებრივ გამოცემაში! სხვა შემთხვევაში სტიპენდიის კონკურსზე ვერ წაგადგებათ! ყოველ სემესტრში ცხადდება სტიპენდიების კონკურსი, რომელში მონაწილეობის მისაღებად შეგაქვთ განაცხადი დეკანატში, თან დართული სერთიფიკატების ასლებით. საშუალო ქულას თვითონ გამოითვლიან, sms.tsu.ge-ს მონაცემების მიხედვით. ანუ, შემოდგომის სემესტრის "დამსახურებების" გამო სტიპენდიას აიღებთ გაზაფხულზე, მომდევნო სემესტრში. სახელმწიფო სტიპენდიას ყოველ სემესტრში ფაკულტეტზე (ანუ ოთხივე კურსზე) იღებს დაახლოებით 128-130 ადამიანი.
წინა თემის ტოპ -10 წევრიწარმატებებსა და დასახული მიზნების 100 % -ით განხორციელებას გისურვებთ ! გახსოვდეთ, სამყარო ოპტიმისტებს ეკუთვნით, პესიმისტები მხოლოდ მაყურებლები არიან. * * *
აბა თქვენ იცით
)))
აჰა თქვენ ბურთი და მოედანი