Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > უსათაურო > როგორ გავმაღლდე ? და როგორ დავიკლო :D


Posted by: Onise_ok 10 Sep 2010, 13:40
ჰა , კალათბურთზე შევედი და გამაღლება მინდა საკაიფოდ , რაღაც გავიგე რძე და რაღაცაო და მირჩიეთ რა . ხო და გახდომას რაც შეეხება , დიეტა არ მინდა , რამე ფიტნესის ვარჯიშები და ა.შ smile.gif

Posted by: GEORGIERz 10 Sep 2010, 13:42
რამდენი ხარ სიმAღLEში????Onise_ok

Posted by: Onise_ok 10 Sep 2010, 13:46
zGEORGIERz
ბევრი არამგონია biggrin.gif
12 ვარ 13 ოქტომბერში ვხდები ფაქტიურად 13 ვარ . ხოდა ამ ბოლო დროს ცოტა ღიპი დავიდე მთელი ზაფხული უქმედ გავატარე ჭამა კომპი ხანდახან ეზო biggrin.gif
ხოდა წონა მაქვს 53 კილოგრამი . და სიმაღლე რავი

Posted by: ravi_shen 10 Sep 2010, 13:52
QUOTE
12 ვარ 13 ოქტომბერში ვხდები ფაქტიურად 13 ვარ . 

მე მგონი ანმ ფორუმზე ყველაზე ცოტას ლაპარაკის უფლება შენ გაქვს
მწარე კომენტარების მქონევ

: )

სიმაღლეში კიდევ გაიზრდები მამაკაცი 22 წლამდე არ წყვეტს ზრდას : )

Posted by: Alcoholic 10 Sep 2010, 13:54
Onise_ok - მეც პატარა წონის პრობლემა მაქვს ღამე დავრბივარ და უკვე შედეგი მაქვს ბევრს აღარ ვჭამ .

Posted by: domina333 10 Sep 2010, 13:55
Onise_ok
QUOTE
ა წონა მაქვს 53 კილოგრამი . დ

რა ამბავია, პაწუ?
შენი ასაკისთვის ეს ძალიან ბევრია, ნაკლები მიირთვი და ბევრი იმოძრავე, ღიპი მალე აგილაგდება , მოზარდი ხარ..smile.gif

Posted by: Onise_ok 10 Sep 2010, 13:56
ravi_shen
ჰმმ , ეს ფორუმია და თავის აზრის გამოთქმა ყველას შეუძლია და ასაკს მნიშვნელობა არ აქვს !

ხოდა უფრო მალე მინდა რო გავიზარდო და დავიკლო მითუმეტეს თორე იქ მაგარი მიტყდება

Posted by: lau_lau 10 Sep 2010, 13:57
Onise_ok
ტურნიკზე ჩამოეკიდე ხოლმე ბევჯერ და გიშველის მგონი smile.gif ცოტას მაინც

Posted by: Alcoholic 10 Sep 2010, 13:58
lau_lau - კი კი ტურნიკი მაგრად შველის მგონი დღეში 3წუთი უნდა დაეკიდო

Posted by: FalleNnN 10 Sep 2010, 13:58
Onise_ok
ფიტნესის განყოფილებაც არის აქ და კარგი რჩევებიც წერია იქ ამიტო შეიხედე
საღამოობით სირბილი კარგი რაღაცაა

Posted by: NikoloZoid 10 Sep 2010, 13:58
ასაკით არ ხარ დიდი რომ მაგაზე ინერვიულო. ისე ცურვა და კალათბურთი ერთად ყველაზე კარგია

Posted by: ravi_shen 10 Sep 2010, 14:00
ხო კიდევ მუცლის პრესები გააკეთE მე მაგრა მშველის
love.gif

და გახდები ნუ გეშIნია თუ კალთბურთზე დადიხარ და კიდევ ხო

ვარჯიშIს მერე რომ მოხვალ 1-2 საათი არაფერი ჭამო
თორე ორმაგად მოიმატებ

Posted by: Onise_ok 10 Sep 2010, 14:01
aLkoHoL1k1
ხო ისე კალაბურთზე ძაან ბევრ ოფლს კი გამოვყოფ , ახლა სირბილიც მინდა მაგრამ რავი კაია მართლა . სახლის პირობებში ხომ არ ჯობია რომ ფიტნესის ვარჯიშები ვაკეთო .
domina333
yes.gif smile.gif
* * *
lau_lau
ხო ეგ მეც მითხრეს
NikoloZoid
ცურვაც მინდოდა მაგრამ კვირის ყველა დღე დაკავებული მაქვს თორე მაგარია ეგეც .
ravi_shen
აუუ მე კიდევ რო მოვედი რამდენი ვჭამე ფუ biggrin.gif
პრესები რამდენი მაინც ერთი 50 თავიდან ხო .
კიდევ აბა გასამაღლებელი წამალი რო არის ეგ არ იცით არავინ . ოღონთ აბები და რაღაცეები არა , მამაპაპური ვერსიები biggrin.gif

Posted by: Davidovichi 10 Sep 2010, 14:07
Onise_ok
ცურვა ცურვა და კიდევ ცურვა..მაგაზე მაგარი სპორტი არ არსებობს ჟანმრთელობის მხრივ ამიტომ გირჩევ შედი შედეგსაც ნახავ ძალიან მაგარი იქნება.

Posted by: Alcoholic 10 Sep 2010, 14:07
ღამე თუ გაქვს დრო და სტადიონი ჩადი და გაირბინე პატარა მერე მუცლის პრესი მიაყოლე და ეგაა...
რაც მთავარია წყალს ერიდე !!!! ეგ არის წონის და ღიპის პირველი დამდები _ ბევრს ხო არ სვავ ?
Davidovichi - ძვირი რო ღირს ძაან ?

Posted by: NikoloZoid 10 Sep 2010, 14:10
Onise_ok
QUOTE
კვირის ყველა დღე დაკავებული მაქვს


მასწავლებლები?

წონის პრობლემა ამიტომაც არის შეიძლება biggrin.gif ცოტა ადრე არ არის ასეთი გადატვირთული გრაფიკი ?

რავი აბა მაშინ დილაობით სახლში ივარჯიშე 30წუთი და ეგ არი რა

Posted by: motso_ika 10 Sep 2010, 14:11
QUOTE
როგორ გავმაღლდე ?


არ გეტყვიიი tongue.gif

Posted by: ravi_shen 10 Sep 2010, 14:11
Onise_ok
არა რა 50
: ))
თAვიდან 10 მერე 15 და ასე 5-5 დაუმატე

ყოველ დღE

და ვარჯიშის მერე არ ჭამო

აი წარმოიდიგნ ე როგორ რაღაც იცი

შენი სხეული არის გუბკა ვარჯიშის მერე და რასაც ჭამ ზუსტად ისევე გერგება როგრ გუბკა წყალს იწოვს..

მესმის ენერგიის დახარჯვის შემდეგ გშია მაგრამ უნდა მოითმინო


ხო კიდევ გასამაღლებლად

ჭAრხლის წვენი დილით უზმოზე 15 დღის განმავლობაში
მარა საშინელი დასალევია cry.gif

Posted by: datopipo 10 Sep 2010, 14:13
აუ მე კიდე წონაში ვერ მომიმატია : (((

Posted by: NikoloZoid 10 Sep 2010, 14:14
QUOTE
ჭAრხლის წვენი

და რძე


ადრე გავსინჯე biggrin.gif ძაან სასიზღრობაც არაა რავი

Posted by: M_Schumacher 10 Sep 2010, 14:15
QUOTE
აუ მე კიდე წონაში ვერ მომიმატია : (((


Posted by: Onise_ok 10 Sep 2010, 14:16
NikoloZoid
3 დღე კალათბურთი
2 დღე გიტარა
2 დღე ინგლისური
გიტარას და კალათბურთს ვერანაირად ვერ მივანებებ თავს და ინგლისური კი ვიცი კარგად მაგრამ მაინც რავი რა , სახლშიც მაძალებენ.

ravi_shen
ოფფ მოვიყუდებ და დავლევ რა biggrin.gif
motso_ika
დინამოზე შევედი , აჩიკო ჟღენტთან , აუ რა დარბაზია მნიააამ . ცინცაძე იყო მოსული და ვარჯიშობდა თუ რმე სხვებიც მოდიან ხოლმე

Posted by: Davidovichi 10 Sep 2010, 14:16
aLkoHoL1k1
კი ძვირია მაგრა ღირს გაჭირვება 3 წლიდან 10 წელი დავდიოდი სიცხე და რავი გაციებაც არ მინახავს ყველაზე პრობლმურ წლოვანებაში.

იტოგში ხარივით ხარ რა ეგრე გამოდის biggrin.gif

Posted by: motso_ika 10 Sep 2010, 14:17
Onise_ok
კარგი დარბაზია biggrin.gif მანდ ვტენიდი user.gif წარმატებები ...

Posted by: justdoit 10 Sep 2010, 14:17
smile.gif 13 წლისსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსს :X

Posted by: Onise_ok 10 Sep 2010, 14:19
Davidovichi

3 წელი დიღომში დავდიოდი მეერე შევეშვი . მერე სკაზე დავდიოდი ვვაკეში წყალბურთზე მართლა მაგარია მაგრამ წყალბურთი ვერ გავქაჩე

motso_ika
შენ ბუნებრივად მაღლდები თუ სვავ რამეს

Posted by: pxali 10 Sep 2010, 14:25
ტკბილი არ ჭამო







.
.
.
.
.
.
.
.

Posted by: გიორგი XII 10 Sep 2010, 14:27
თავი მოიწამლე და მერე ბევრი არწყიე პახოდუ სიცხესაც მოგცემს და 3-4 დღეში მაგრად დაიკლებ

ნეკნებიც დაგეტყობა

Posted by: motso_ika 10 Sep 2010, 14:29
Onise_ok
QUOTE
შენ ბუნებრივად მაღლდები თუ სვავ რამეს


პირველი კლასიდან ყველა სკოლაში ყველაზე მაღალი ვიყავი კლასში user.gif

Posted by: _Lord_Basu_ 10 Sep 2010, 14:31
Onise_ok

ტურნიკზე დაეკიდე ხოლმე რაც შეილება დიდ ხანსაც სადამდეც გაუძლებ რომ გაიწელო... ფეხის კუნთები გაწელე ხოლმე.... wink.gif

motso_ika
მე რაღა უნდა ვთქვა მაშინ wink.gif yes.gif

Posted by: Orochimaru 10 Sep 2010, 14:32
ღიპი მეც მქონდა 210 პრესი გავაკეთე 1 დღეში და მომირჩა biggrin.gif ოღონდ ამტკივდა

Posted by: samakas 10 Sep 2010, 14:33
Onise_ok
მაგარი მასწავლებელია მე მასწავლიდა ისე კიდე მუცლის პრესი სირბილი ყველაზე მაგარია smile.gif

Posted by: xxx_boy 10 Sep 2010, 14:41
სიმაღლეში ყველაზე მაგრად სასუქი ზრდის up.gif up.gif ups.gif ups.gif

Posted by: G&G 10 Sep 2010, 15:03
მამაპაპური ვერსიებიდან გირჩევდი სტაფილოს არაჯნით. სტაფილო გახეხილი ჯობია და გემოვნების მიხედვით მარილი შეგიძლია მოაყარო.

ძალიან ეფექტურიაო კიდევ ასეთი კოქტეილი:
1კგ უმი სტაფილოს წვენი,
1კგ უმი ჭარხლის წვენი,
200 გ ლიმონის წვენი,
200 გ თაფლი.
ეს კოქტეილი ერთ დგეში უნდა დალიო და სხვა არაფერი ჭამო. კურსი წელიწადში 1-2ჯერ შეიძლება.

ტურნიკზე დაკიდებაზე უფრო ეფექტურია სპორტდარბაზში კედლის კიბეზე თავდაყირა ანუ ფეხებით დაკიდება, ფეხები გაიწელება smile.gif მარა მხოლოდ 1-2 წთ, დიდხანს არ შეიძლება თავში სისხლის დაგროვებას გამოიწვევს და ცუდია.

ჭამისგან თავის შეკავება მოზარდისთვის რთულია, ამიტომ მეტწილად ისეთი საჭმელი უნდა მიირთვა, რომელიც არ ასუქებს. მაგალითად, წიწიბურა, მაწონი, პამიდორი და ა.შ. ეს საჭმელები ძალიან სასარგებლოცაა.

Posted by: sabakvavilashvili 10 Sep 2010, 15:11
QUOTE (Gio12Gio12 @ 10 Sep 2010, 14:27 )
თავი მოიწამლე და მერე ბევრი არწყიე პახოდუ სიცხესაც მოგცემს და 3-4 დღეში მაგრად დაიკლებ

ნეკნებიც დაგეტყობა

biggrin.gif gigi.gif givi.gif lol.gif ყველაზე მაგარი კომენტარი

Posted by: გიორგი XII 10 Sep 2010, 15:12
QUOTE
ყველაზე მაგარი კომენტარი

ისე მართლა გახდება biggrin.gif თან მალე

Posted by: doxaburi 10 Sep 2010, 15:15
თევზის ქონი არის გასაზრდელად კარგი. მარა მაგარი მურტალი დასალევიაო - გამიგია mo.gif

Posted by: ლაშაკილა 10 Sep 2010, 15:25
Onise_ok
მე გასწავლი მაგარ რაღაცას,სიმაღლის პრობლმეა მქონდა და ამის დალევა რო დავიწყე მაგრად მოვიმატე სიმაღლეში,ამან მიშველა სასწაულად,მამა-პაპური რეცეპტია,ხალხური.

დაჩეჩქვე 25 ცალი ასკილი,დაასხი 2 ჭიქა ადუღებული წყალი და გააჩერე მთელი ღამე,დილით გადაწურე.აიღე ერთი ჭიქა ბროწეულის წვენი,ერთი წიქა სტაფილოს წვენი,ერთი ჭიქა ჭარხლის წვენი,2 ცალი ლიმონის წვენი,2 სუფრის კოვზი თაფლი,2 ჭიქა შავი ღვინო.აურიე ეს ყველაფერი ერთმანეთში და დალიე მთელი დღის განმავლობაში ნელ-ნელა.სასურველია ყოველ საათ-ნახევარში...
მომდვენო თვის იმავე რიცხვში კიდე გააკეთე,გაიმეორე ასე სულ სამჯერ,ანუ სულ სამი თვე ზედიზედ ერთი და იგივე თვეში. ამის განმეორებაც შეიძლება,რაც უფრო მეტჯერ,მით უფრო დადებიტად იმქომედებს..მე პირადად ოწი წლის განმავლობაში ვსვავდი,წელიწადში ორჯერ,ანუ დავლევი სამი თვე,შევისვენებდი მეორე სამი თვე,და მერე ისევ ვსავდი..აი ნახე გააკეტე და როგორ გამაღლდები,მერე გამიხსენებ..როგორც ვთქვი მე ამან მიშველა და მაგრად წავედი სიმაღლეში,ეხლა კლასში სიმაღლით მეორე,როცა 2 წლის წინ ყველაზე დაბალი ვიყავი smile.gif

Posted by: NikoloZoid 10 Sep 2010, 15:28
QUOTE
ერთი ჭიქა ბროწეულის წვენი,ერთი წიქა სტაფილოს წვენი,ერთი ჭიქა ჭარხლის წვენი,2 ცალი ლიმონის წვენი,2 სუფრის კოვზი თაფლი,2 ჭიქა შავი ღვინო.


ამდენის შოვნას კი დაჭირდება 3თვე biggrin.gif

ცუდი არ იქნება ისე

Posted by: doxaburi 10 Sep 2010, 15:30
lashakila
QUOTE
მე პირადად ოწი წლის განმავლობაში ვსვავდი

QUOTE
ეხლა კლასში სიმაღლით მეორე,როცა 2 წლის წინ ყველაზე დაბალი ვიყავი

ამდენჯერ ჩაგტოვეს კლასში? spy.gif
თუ რაღაც მე ვერ გავიგე? biggrin.gif

Posted by: ლაშაკილა 10 Sep 2010, 15:31
doxaburi
იქ ოწი კი არა ორი უნდა მეწეროს,შემეშალა.. biggrin.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)