#52702413 · 13 May 2018, 11:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Quranalone
QUOTE | არც უცხო ენები მაქვს დამთავრებული და შესაბამისად, არც დიპლომი მაქვს, მაგრამ 44 წლის ასაკში ნახევრად დავიწყებული ინგლისურით დავიწყე თარგმნა და 2000-3000 ლარზე ავედი თვეში. |
ყოჩაღ მაგრამ ამდენ შეთავაზებას საიდან იღებ? განცხადება გაქვს დადებული სადმე თუ რომელიმე ბიუროსთან ან კომპანიასთან ხარ აფილირებული? ამ ფორუმზეც ვერ ვამჩნევ ბევრ სათარგმნს. ყოველ შემთხვევაში "დასაქმება" თემაში არაა.
ინგლისური ვიცი კარგად და მინდა რომ თარგმნით დამატებით ვიშოვო ცოტა ფული, მაგრამ ვერ ვპოულობ ვერანაირად შემოთავაზებებს.
sonyrock
QUOTE | არ გეწყინოთ და უცხო ენებზე, რომ აბარებდით ამ ქვეყანაში, რას მოელოდით ? თან რამე იშვიათი ენა რომ იცოდეთ კიდევ, ხო... ინგლისური, რუსული, გერმანული ბევრმა იცის ძალიან, კომპანიაში ყოველთვის მოიძებნება ვინმე ვინც იცის და დაეხმარება უფროსობას საჭიროების დროს
|
კარგად ან ძალიან კარგად იცის უმცირესობამ. უმრავლესობის შემთხვევაში სიტუაცია სავალალოა. მე შევხვედრილვარ ადამიანებს, რომლებსაც ანგლისტიკა ჰქონდათ დამთავრებული და აი პირდაპირ სამარცხვინო შეცდომებს უშვებდნენ. მარტივი წინადადების აგებაც კი უჭირდათ.
იშვიათ ენებს კი რაც შეეხებათ - იაპონური, ჩინური, არაბული თუ სპარსული - ძალიან სპეციფიკური ხასიათი აქვს ამათ შესწავლას. კარგი სპეციალისტი მასწავლებლები სჭირდება და მასეთები ამ ქვეყანაში აღარ არიან. არც საქმეა ბევრი თუნდაც თარგმნის კუთხით.
anderson
QUOTE | 3 ადგილას ვარ მთარგმნელი. ინგლისურიდან ქართულად, ქართულიდან ინგლისურად, რუსულიდან ქართულად... იცი თვეში რამდენს ვაკეთებ? 400 ლარს. 450-ზე თუ ავედი სერიოზული კუშია!
|
არ მოდის სათარგმნი თუ რა ხდება? 450 ლარი ძალიან ცოტაა. მე ერთ საშუალო ზომის პროექტში მიხდიან მაგდენს.
QUOTE | სულ მაგას მეუბნებიან მთელი ცხოვრებაა: ენები იცი, რა უნდა გაგიჭირდესო. აბსოლუტურად ყველას მაგრად კიდია რა ენები იცი ან როგორ. მე და ჰელოუ აიმა თეიბლ- ტიპს ერთნაირად გვითვლიან ინგლისურის ცოდნას. |
ბიძაშვილ-მამიდაშვილობა რომაა ამ ქვეყანას მოკიდებული, რა გიკვირს. ამას დაუმატე ისიც, რომ არც სამუშაო ადგილებია ბევრია და თითო ვაკანსიაზე ზოგჯერ ხუთი ან ათი საკმაოდ განათლებული ახალგაზრდა მოდის. შედეგად ვიღებთ ისეთ სასაცილო და თან სატირელ კაზუსებს, როდესაც 200 ლარიანი პრომო-გოგონასა და 300 ლარიანი ოფიციანტის ადგილებზე მოთხოვნებში ორი-სამი ენაა ჩაწერილი. საქართველოს მდგომარეობა დღეს.
--------------------
ეგ 1.65 სხვა რამეა ეგ არის ლარის დოლარზე გაცვლის კურსი. ლარის კურსი სხვა რამეა. DRAKONI
სწორედ რომ კიტოვანი და იოსელიანია დასავლეთი dega
არ გავკარი სანდრამ ეს თქვა თუ არა და ვთქვათ ჭორიც მოუგონეს. მერე რა ამით? lasha1997
|