forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (10) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> საქართველოს რკინიგზა, VIII ნაწილი
Rapanui
Crazy Member


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 3548
წევრი No.: 162852
რეგისტრ.: 4-March 13

გამოგზავნილია: 5 Dec 2018, 16:15  #53889010      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image

ზოგადი ცნობები:

ლიანდაგის სიგანე: 1520 მმ
მაქს. ქანობი: 37 %
მინ. რადიუსი: 160 მ
გვირაბები: 45
ხიდები: 1714
გაშლილი სიგრძე: 1879 კმ
საექსპლ. სიგრძე: 1575 კმ
ორლიანდაგიანი ხაზები: 290 კმ
ერთლიანდაგიანი ხაზები: 1285 კმ
ვიწროლიანდაგიანი: 37 კმ
წევის სახეობა: მუდმივი დენი 3000 V
ელექტრიფიცირება: 100%
მაქსიმალური დადგენილი სიჩქარე სატვირთო შემადგენლობებისთვის: 80 კმ/სთ
სამგზავრო შემადგენლობებისთვის: 100 კმ/სთ.
საქართველოს რკინიგზის ვებ-გვერდია www.railway.ge

ქრონოლოგია:

1865 წ. - მშენებლობის დაწყება
1871 წ. - ფოთი - ყვირილა
1871 წ. - თბილისი - ყვირილა
1872 წ. 10 ოქტომბერი - თბილისიდან ფოთში პირველი მატარებელი ჩადის (რკინიგზის გახსნის ოფიციალური თარიღი)
1877 წ. - რიონი-ქუთაისი
1883 წ. - თბილისი-ბაქო
1883 წ. - ბათუმი-სამტრედია
1887 წ. - რიონი-ტყიბული
1895 წ. - ზესტაფონი-ჭიათურა (ვიწროლიანდაგიანი)
1899 წ. - თბილისი - გიუმრი - ყარსი
1890 წ. - წიფის გვირაბი
1894 წ. - ხაშური-ბორჯომის
1902 წ. - ბორჯომი-ბაკურიანი (ვიწროლიანდაგიანი)
1915 წ. - თბილისი - თელავი (გურჯაანი და წნორისწყალის განშტოებებით)
1924 წ. - ნატანები-ოზურგეთი
1935 წ. - ბროწეულა-წყალტუბო
1930 წ. - სენაკი-ინგირი-გალი
1932 წ. - სურამის უღელტეხილის ელექტრიფიკაცია
1938 წ. - გალი-ოჩამჩირე-სოხუმი
1940 წ. - გორი-ცხინვალი
1946-1949 წწ. - ავტობლოკირების და ელექტრული ცენტრალიზაციის სისტემები და სარკინიგზო რადიოკავშირები.
1949 წ. - სოხუმი-ადლერი
1967 წ. – 100% ელექტრიფიკაცია
1986 წ. - მარაბდა-ახალქალაქი

მოძრავი შემადგენლობა:

საქართველოს რკინიგზაზე გახსნის დღიდან გამოიყენებოდა Ч და Ф სერიის ორთქმავლები. 1924 წელს ისინი Э (სატვირთო) და Су (სამგზავრო) სერიების ორთქმავლებმა ჩაანაცვლა. 1932 წლიდან სურამის უღელტეხილზე მუშაობას იწყებენ ამერიკული С, საბჭოთა Сс და იტალიური Си სერიის ელმავლები. შემდგომ ელექტრიფიკაციასთან ერთად ორთქლმავლები საბოლოოდ ჩაანაცვლეს ВЛ-19, ВЛ-22 და ВЛ-8 სერიის ელმავლებმა. დღეს ძირითადი მაგისტრალური ლოკომოტივებია ВЛ-10 და ВЛ-11, რომლებსაც კაპიტალური რემონტის ან მოდერნიზაციის შემდეგ უბრალოდ 10 და 11 ინდექსი ენიჭებათ.

სამგზავრო ელექტრომატარებლებად გამოიყენება:
1) ЭР2 სერიის მოდერნიზირებული მატარებლები, რომელთაც მოდერნიზაციის ტიპის გათალისწინებით უნდარჩუნდებათ სახელწოდება, ან ენიჭებათ ..ეს" სერია;
2) ,,ვმკ" (ნაწილობრივ რუსთავის ვაგონმშენებელ ქარხანაში აწყობილი) და GRT სერიის ჩინური ელექტრომატარებლები;
3) კომპანია Stadler-ის ორსართულიანი KISS Rus მოდელის ელექტრომატარებლები.

წინა თემები:
საქართველოს რკინიგზა (2006)
საქართველოს რკინიგზა - II ნაწილი (2010)
საქართველოს რკინიგზა - III ნაწილი (2011)
საქართველოს რკინიგზა (2012)
საქართველოს რკინიგზა, (2013)
საქართველოს რკინიგზა (2014)
საქართველოს რკინიგზა (2016)
Snow93
✜✜✜Then The Winged Hussars Arrived✜✜✜


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2360
წევრი No.: 158539
რეგისტრ.: 2-January 13

გამოგზავნილია: 7 Dec 2018, 17:23  #53899130      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ახალქალაქის საერთაშორისო სარკინიგზო სადგურის ტერიტორიაზე, პოსტსაბჭოთა 1520 მმ-ანი ლიანდაგი უერთდება ევროპულ, 1435 მმ-ან ლიანდაგებს. პროექტის მიხედვით, ევროპული სტანდარტების ლიანდაგებზე მოძრავი შემადგენლობა შეფერხების გარეშე, ავტომატურ რეჟიმში უნდა გადავიდეს.
6 ივნისს შვეიცარიის ქალაქ ბუსნანგში გამართულ შეხვედრაზე ხელი მოეწერა „შტადლერსა“ და „მარაბდა-კარწახის რკინიგზას“ შორის ოფიციალურ ხელშეკრულებას გოგორწყვილების ავტომატური შეცვლის სისტემის შეძენის შესახებ. აღნიშნული სისტემა უზრუნველყოფს სამგზავრო ვაგონების ურიკების ავტომატურ გადასვლას სვლის შეჩერების გარეშე (5-15 კმ/სთ სიჩქარით) 1520 მმ ლიანდაგებიდან 1435 მმ ლიანდაგებზე და პირიქით.
4 დეკემბერს, „შტადლერის“ ორგანიზებით, შვეიცარიელი და გერმანელი სპეციალისტებით დაკომპლექტებული ჯგუფი ეწვია ახალქალაქის საერთაშორისო სარკინიგზო სადგურს. ტექნიკურმა პერსონალმა უზრუნველყო გოგორწყვილების ავტომატური შეცვლის დანადგარის დამონტაჟება.
“შტადლერი“ გახლავთ შვეიცარული კომპანია, რომელიც აწარმოებს მატარებლებსა და სხვადასხვა სახის სარკინიგზო სისტემებს 1942 წლიდან. შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზამ“ არჩევანი შეაჩერა სწორედ ამ კომპანიაზე, რომელიც გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და ინოვაციური ტექნოლოგიებით. სისტემა, რომელიც ახალქალაქის საერთაშორისო სადგურის ტერიტორიაზე დამონტაჟდა, კომპანია „შტადლერისა“ და გერმანული კომპანია „Voestapline“-ის თანამშრომლობით შეიქმნა


--------------------
www.stalker.ge - Urban Exploration
ika55775
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2232
წევრი No.: 127300
რეგისტრ.: 11-February 11

გამოგზავნილია: 15 Dec 2018, 17:02  #53935008      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სარკინიგზო ავარია მოხდა ჯავახეთში, რამოდენიმე ვაგონი ამოვარდა ლიანდაგიდან





This post has been edited by ika55775 on 15 Dec 2018, 17:18


--------------------
МАШИНИСТ!ПРОЕЗД ЗАПРЕЩАЮЩЕГО СИГНАЛА ЯВЛЯЕТСЯ ТЯГЧАЙШИМ НАРУШЕНИЕМ ПРАВИЛ ЖЕЛЕЗНОДОРОЖНОГО ДВИЖЕНИЯ!
vatman
პროფესიონალი მგზავრი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8432
წევრი No.: 37933
რეგისტრ.: 9-July 07

გამოგზავნილია: 16 Dec 2018, 01:35  #53937260      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ika55775
QUOTE
სარკინიგზო ავარია მოხდა ჯავახეთში, რამოდენიმე ვაგონი ამოვარდა ლიანდაგიდან

რამე სატესტო მატარებელია?
თუ ახალქალაქის მშენებარე სადგურისთვის ეზიდებიან რამეს უკვე...


--------------------
Старый друг лучше новых двух... знает как испортить настроение

Пиво бывает двух видов: халявное и за свои деньги
გ ი ო რ გ ი
Wisconsinite


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5390
წევრი No.: 56992
რეგისტრ.: 28-March 08

გამოგზავნილია: 16 Dec 2018, 11:11  #53937885      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვინმემ თუ იცით რა მდგომარეობაა "სწრაფი რკინიგზის" ფარგლებში რიკოთის მონაკვეთზე მუშაობაში?
გრძელდება მუშაობა? დაახლოებით მაინც როდის იგეგმება დამთავრება და ა.შ.?


--------------------
"We come from our childhood" (A. De Saint-Exupéry)
SabaGEO
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2675
წევრი No.: 131531
რეგისტრ.: 21-May 11

გამოგზავნილია: 16 Dec 2018, 17:13  #53939582      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
სამგზავრო შემადგენლობებისთვის: 100 კმ/სთ.

არადა ახალი მტარებელი, რომ შემოიყვანეს მახსოვს არეკლამებდნენ, ზოგ მონაკვეთზე 140 კმ/სთ წავაო
ნიკა
4X4 or 2X2 ?


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 31739
წევრი No.: 4167
რეგისტრ.: 23-January 04

გამოგზავნილია: 16 Dec 2018, 21:42  #53940821      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი · icq · yim
გ ი ო რ გ ი
QUOTE
ინმემ თუ იცით რა მდგომარეობაა "სწრაფი რკინიგზის" ფარგლებში რიკოთის მონაკვეთზე მუშაობაში?
გრძელდება მუშაობა? დაახლოებით მაინც როდის იგეგმება დამთავრება და ა.შ.?

მაგას რიკოთი არ ჰქვია. ამჟამად რკინიგზა სურამის უღელტეხილის ქვეშ, სურამის გვირაბით გადის. ახალი გვირაბი უსახელოა ჯერ (იქ უღელტეხილი არაა რომ მისი სახელი შევარქვათ).

ბოლო სურათები მაგ მონაკვეთიდან აგვისტოთია დათარიღებული (ამ თემაში რაც დევს). მაგის მერე სამწუხაროდ ვეღარ წავედი ჯერ სოფელში. დღესაც კი მინდოდა და ნავიმარი იყო და დამეხარა ტალახში სიარული. რეალური ვადა ალბათ ავტობანივით უცნობია აქაც. ისე მგონი 2016 თუ 2017 უნდა დამტავრებულიყო.


--------------------
სამურაის არაფერი კლავს, ხარაკირის გარდა
გ ი ო რ გ ი
Wisconsinite


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5390
წევრი No.: 56992
რეგისტრ.: 28-March 08

გამოგზავნილია: 18 Dec 2018, 01:05  #53947017      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ნიკა
QUOTE
ბოლო სურათები მაგ მონაკვეთიდან აგვისტოთია დათარიღებული (ამ თემაში რაც დევს). მაგის მერე სამწუხაროდ ვეღარ წავედი ჯერ სოფელში. დღესაც კი მინდოდა და ნავიმარი იყო და დამეხარა ტალახში სიარული.

მადლობა ინფორმაციისთვის.
როდესაც გექნება შესაძლებლობა, იქნებ გადაუღო სურათები ან/და მოგვაწოდო ინფორმაცია რა მდგომარეობაა.

QUOTE
რეალური ვადა ალბათ ავტობანივით უცნობია აქაც.

დაახლოებით მაინც არ ამბობენ რას ფიქრობენ იმას მაინც...?
ნიკა
4X4 or 2X2 ?


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 31739
წევრი No.: 4167
რეგისტრ.: 23-January 04

გამოგზავნილია: 18 Dec 2018, 10:15  #53947566      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი · icq · yim
გ ი ო რ გ ი
ამინდები ისეთია, მეეჭვება აწი გაზაფხულამდე იქ წავიდე. მატარებლით თუ იქნება ვინმე და გადაუღებს ბეჯათუბანი-მოლითზე რა ხდება. ზვარის გვრაბს ჯერ ვერ ვნახავთ.

This post has been edited by ნიკა on 18 Dec 2018, 10:15
g.o.o.n.e.r
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 625
წევრი No.: 224695
რეგისტრ.: 6-October 16

გამოგზავნილია: 18 Dec 2018, 10:29  #53947616      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ფოთი-თბილოსო-ფოთი ამ რეისზე ერთხელ დროულად რომ ჩავიდეს მატარებელი, ნუთუ ასე დაუძლეველი ბარიერია?

მოკლედ რა, ძაან უკმაყოფილო ვარ. ყოველ მეორე კვირას მიწევს ამ რეისით მგზავრობა. სავარძლები ხო ზოგი მონგრეული, ზოგს კიდე 90 გრადუსით აქვს საზურგე და უნდა მოკვდე ამხელა გზაზე. საპირფარეშოსთან ახლოს თუ მოგიწია ჯდომა, აი მაშინ კი ნამდვილად ცუდადაა საქმე.

გამცილებლებიც კიდე 20 წუთით ადრე აცხადებენ მომდევნო გაჩერებას და მოსზადებლად გაფრთხილებენ. ეს ხალხიც წამოცვივდება ფეხზე და დგანან ამდენი ხანი გასასვლელში.

ხოო კლიმატკონტროლი კი ცალკე თემაა, ნუთუ ასე ძნელია ნორმალური ტემპერატურის დაჭერა? ზაფხულში ისე ცივა, თბილი მოსაცმელი დამაქვს ხოლმე სპეციალურად მაგისთვის და ვიცვამ მატარებელში. ზამთარში კიდე ისე ცხელა, ლამისაა მოვიხარშო ადგილზე

მიკროავტობუსს მაინც მირჩევნია თორე ამათ გადაუშენდათ პატრონი
გ ი ო რ გ ი
Wisconsinite


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5390
წევრი No.: 56992
რეგისტრ.: 28-March 08

გამოგზავნილია: 18 Dec 2018, 21:55  #53951063      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ნიკა
QUOTE
ამინდები ისეთია, მეეჭვება აწი გაზაფხულამდე იქ წავიდე. მატარებლით თუ იქნება ვინმე და გადაუღებს ბეჯათუბანი-მოლითზე რა ხდება. ზვარის გვრაბს ჯერ ვერ ვნახავთ.

გასაგებია. გმადლობთ. smile.gif




ვინმემ თუ იცით რეალურად რა მაქსიმალურ სიჩქარეს ავითარებენ ჩვენი ელექტრომატარებლები და რომელ სეგმენტზე?

ორსართულიან შტადლერში არ ვმჯდარვარ ჯერჯერობით და ის ჩინურები ვმკ სერიები, ადრე 130-140 კმ/სთ სიჩქარეს აღწევდა გორიდან ხაშურამდე და სამტრედიის შემდეგ სხვადასხვა მონაკვეთებზე. 2012-13 წლებზე მაქვს ლაპარაკი. მერე შენელდა. ახლა 120 კმ/სთ-ით მაინც დადის?

This post has been edited by გ ი ო რ გ ი on 18 Dec 2018, 22:24
ნიკა
4X4 or 2X2 ?


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 31739
წევრი No.: 4167
რეგისტრ.: 23-January 04

გამოგზავნილია: 20 Dec 2018, 14:38  #53958438      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი · icq · yim
გ ი ო რ გ ი
რეალურად როგორც მგონია შემზღუდველი ფაქტორი ლიანდაგების მდგომარეობა და გზის პროფილი უფროა, ვიდრე მატარებლის ტექნიკური მდგომარეობა.
vatman
პროფესიონალი მგზავრი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8432
წევრი No.: 37933
რეგისტრ.: 9-July 07

გამოგზავნილია: 20 Dec 2018, 15:59  #53958885      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
გ ი ო რ გ ი
QUOTE
ვინმემ თუ იცით რეალურად რა მაქსიმალურ სიჩქარეს ავითარებენ ჩვენი ელექტრომატარებლები და რომელ სეგმენტზე?

2 წლის წინ შტადლერით 109-ზე მეტით არ მიდიოდა არსად.
თბილისი ხაშურის მონაკვეთზე ადრე 130 დადიოდნენ ჩინურები, საგარეუბნო ელექტრომატარებელები(ბორჯომი/ნიქოზი) 120 კმ/სთ-მდე გადაადგილდებოდნენ ზოგ მონაკვეთზე.
2012 თუ 2013 - ში დააწევინეს სიჩქარე 100 მდე თუ არ ვცდები
ძლივს
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 35
წევრი No.: 247395
რეგისტრ.: 21-December 18

გამოგზავნილია: 21 Dec 2018, 01:51  #53961575      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
უნდა გავყიდოთო კი გამოითქვა ასეთი აზრი
Rapanui
Crazy Member


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 3548
წევრი No.: 162852
რეგისტრ.: 4-March 13

გამოგზავნილია: 21 Dec 2018, 16:38  #53963675      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ბაქო-თბილისი-ყარსის შესახებ (პოსტი უშუალოდ საქართველოს რკინიგზას არ ეხება, მაგრამ ირიბად ხომ ეხება და საინტერესოა რა ხდება)

user posted image

* * * *
user posted image

* * * *
user posted image
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (10) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0300 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]