forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (10) 1 [2] 3 4 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> საქართველოს რკინიგზა, VIII ნაწილი
ERAMUS
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1490
წევრი No.: 244970
რეგისტრ.: 23-August 18

გამოგზავნილია: 21 Dec 2018, 18:02  #53964116      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დაუსაბუთებელი და დიდი ალბათობით წამგებიანი – ასე აფასებს სპეციალისტების ერთი ნაწილი პროექტს, რომელიც სამგორიდან ლილოს მიმართულებით, დაახლოებით, 8 ახალი მეტროსადგური აშენდებას ითვალისწინებს.ე .წ. მიწისზედა მეტროს ასაშენებლად დაახლოებით 80 მილიონი დოლარის დახარჯვა იგეგმება. აქედან 30 მილიონი მხოლოდ მეტროს ვაგონების შეძენას მოხმარდება, დანარჩენი თანხა ინფრასტუქტურის მოწყობას უნდა მოხმარდეს. ხელისუფლება ფიქრობს, რომ ახალი სატრანსპორტო კვანძი ყოველდღიურად დაახლოებით 200 ათას ადამიანს მოემსახურება. უკვე ცნობილია ისიც, რომ პროექტის განხორციელებაზე ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადება.
წინასწარი,საფუძვლიანი კვლევების გარეშე ამ პროექტის რეალიზაცია სპეციალისტებს დაუშვებლად მიაჩნიათ. მაგალითად, „ურბანულ ლაბორატორიაში“ დარწმუნებულები არიან, რომ ამ მასშტაბის პროქტების განხორციელება მათი საჭიროების და შესაძლო შედეგების წინასწარი შესწავლის გარეშე დაუშვებელია.
„კვლევის გარეშე ერთხელ უკვე დაიწყო მსგავსი მასშტაბის პროექტი (თბილისის შემოვლითი რკინიგზა) და როგორც შემდეგ, უკვე დაგვიანებით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, ის მთელ რიგ ხარვეზებს შეიცავდა. აუცილებელი გახდა მისი შეჩერება და უკვე განხორციელებულ სამუშაოებზე დაიკარგა 217 მლნ დოლარი. მზად ვართ, რომ იგივე გავიმეოროთ 80-90 მლნ-ზე“? – აცხადებენ „ურბანული ლაბორატორიაში“.
რა არის ამ პროექტის ნაკლი? სპეციალისტების მოსაზრებით, პირველ რიგში ეს არის მგზავრთნაკადის სიმწირე. „ურბანული ლაბორატორიის“ ხელმძღვანელის გიორგი ბაბუნაშვილის განმარტებით, ლილოს და აეროპორტის მიმართულებით არ არის მეტროს ადეკვატური მგზავრნაკადი და გაცილებით უფრო მიზანშეწონილია ფინანსური რესურსის სხვა უფრო მჭიდროდ დასახლებულ უბნებში მიმართვა. გარდა ამისა, „ურბანულ ლაბორატორიაში“ ფიქრობენ, რომ ეს პროექტი წყვეტს კახეთის სარკინიგზო ქსელის კავშირს დანარჩენ საქართველოს სარკინიგზო ქსელთან და აუქმებს მთლიანად კახეთის რეგიონის რკინიგზას.
როგორც ბაბუნაშვილი აცხადებს, თავად იდეა – რკინიგზის ლიანდაგზე მეტროს გაყვანა ლილოს მიმართულებით – ძალიან ზედაპირულადაა გააზრებული და ეფუძნება მხოლოდ იმ მოცემულობას, რომ მეტროს და რკინიგზას ერთი სიგანის ლიანდაგი აქვთ. მისი აზრით, სხვა არგუმენტაცია ამ პროექტს არ გააჩნია.
„პროექტი ძირეულად ეწინააღმდეგება როგორც თბილისის ახალ გენგეგმაში, ასევე, ზოგადად, თანამედროვე ურბანისტიკაში მიღებულ კომპაქტური ქალაქის კონცეფციას. მერიამ გენგეგმაში ზოგადი სახით წარმოდგენილი კონცეფცია უბრალოდ აიტაცა და მისი მთელი რიგი ფუნდამენტური ხარვეზების მიუხედავად, საუბრობს მის განხორციელებაზე. შედეგად, დიდი ალბათობით მივიღებთ კიდევ ერთ მკვდარშობილ პროექტს და გაფლანგულ მილიონებს“, – აცხადებს ბაბუნაშვილი.
შექმნილ სიტუაციაში ბაბუნაშვილს აუცილებლად მიაჩნია ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარება, რომელიც შეისწავლის როგორც პროექტის საჭიროებას, ასევე მის ალტერნატივებს (მაგ. ტრამვაი, BRT და სხვა)
„ვთავაზობთ მერიას, მოვაწყოთ შეხვედრა და განვიხილოთ ეს საკითხი ურბანისტებთან და ტრანსპორტის საკითხზე მომუშავე ორგანიზაციებთან“.- აცხადებს ბაბუნაშვილი.
SabaGEO
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2675
წევრი No.: 131531
რეგისტრ.: 21-May 11

გამოგზავნილია: 22 Dec 2018, 02:44  #53966047      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Rapanui
კაი ამბავია, ანუ 2019 წლიდან შეგვეძლება სტამბულში მატარებლით ჩასვლა, იმედია თვითმფრინავზე იაფი იქნება
POKERISBLUFF
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12948
წევრი No.: 184706
რეგისტრ.: 12-April 14

გამოგზავნილია: 22 Dec 2018, 14:48  #53967256      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ამ შტადლერით ვისაც გიმგზავრიათ რას იტყვით, არის კომფორტული?
მე კუპირებული ვაგონების მერე ადრე რომ იყო არ მიმგზავრია, და კაი ხანი გავიდა უკვე
ეხლა როგროც ვიცი სულ ახალი მატარებლებია და საერთო სივრცეა
კომფორტის თვალსაზრისით ერთი კარგი მატარებელი როგორ არ უნდა გვყავდეს ახალი რომელსაც კუპეები ექნება? smile.gif
მოთხოვნადიც უფრო იქნება დიდი ალბათობით

ბიზნეს კლასს შორის და ჩვეულებრივს, ამ შტადლერის ტიპის მატარებლით
არც ისე დიდი სხვაობა უნდა იყოს
მაქსიმუმ 6-8 ადამიანით ნაკლებთან მოგიწევს ალბათ ჯდომა ისე რო ფეხსაც ვერ გაშლი 3-4საათი

This post has been edited by POKERISBLUFF on 22 Dec 2018, 14:52


--------------------
ბანანს+ვარდი=ყავას

To Avoid Criticism, Say Nothing, Do Nothing, Be Nothing
ERAMUS
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1490
წევრი No.: 244970
რეგისტრ.: 23-August 18

გამოგზავნილია: 22 Dec 2018, 16:27  #53967626      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
POKERISBLUFF
შტადლერი მართლაც რომ შეუდარებელია ყველა მხრივ, ბევრი რომ გვყავდეს ესეთი კარგი იქნებოდა, ამ ძველ ჯართში ჩასაბარებელ მატარებლებს მაინც რამე მოუხერხონ, გარედან შეხედვაც შეგზიზღდება , სალონზე ხო ლაპარაკი ზედმეტია. ერთი კარგი მოდერნიზაცია ჭირდება.
გ ი ო რ გ ი
Wisconsinite


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5390
წევრი No.: 56992
რეგისტრ.: 28-March 08

გამოგზავნილია: 22 Dec 2018, 22:31  #53969103      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
vatman
QUOTE
დააწევინეს სიჩქარე 100 მდე თუ არ ვცდები

ცოტაა ძალიან.
ჯერ ევროპული ჩქაროსნული რკინიგზისგან შორს ვართ, მაგრამ 120-140 კმ/სთ სიჩქარით მაინც უნდა დადიოდნენ მატარებლები.
მანქანზე ოდნავ ჩქარა მაინც უნდა ჩადიოდე მთავარ ქალაქებში.


--------------------
"We come from our childhood" (A. De Saint-Exupéry)
nodara95
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 438
წევრი No.: 173212
რეგისტრ.: 11-September 13

გამოგზავნილია: 23 Dec 2018, 22:56  #53973504      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (eraz @ 22 Dec 2018, 16:27 )
POKERISBLUFF
შტადლერი მართლაც რომ შეუდარებელია ყველა მხრივ, ბევრი რომ გვყავდეს ესეთი კარგი იქნებოდა, ამ ძველ ჯართში ჩასაბარებელ მატარებლებს მაინც რამე მოუხერხონ, გარედან შეხედვაც შეგზიზღდება , სალონზე ხო ლაპარაკი ზედმეტია. ერთი კარგი მოდერნიზაცია ჭირდება.

ეგ კონკრეტული შტადლერები არ არის გათვალისწინებული 500 კილომეტრის მგზავრობაზე. ძალიან არაკომფორტულია. კოშმარია თუ მარტო მგზავრობ და ისიც ეკონომ კლასში. გათვლილი იყო აეროპორტი - ქალაქის დისტანციაზე. სკამების ერგომეტრიულობა მაქსიმუმ 1-1.5 საათის მგზავრობაზეა გათვლილი, მერე იწყება ჭირვეულობა. ჩინურ-ქართული ვმკ-ს სავარძლები უფრო კომფორტულია ჩემთვის. ( შტადლერის ბიზნეს კლასს არ ვადარებ)

ზოგადად შტადლერი რომ ტოპ მწარმოებელია ეგ ცხადია. უბრალოდ არასწორი მატარებელია შერჩეული ჩვენს პირობებში.

TramwayMan
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17441
წევრი No.: 44928
რეგისტრ.: 26-October 07

გამოგზავნილია: 29 Dec 2018, 18:09  #53998759      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ალილუია, როგორც იქნა.

rommel
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1215
წევრი No.: 198581
რეგისტრ.: 23-February 15

გამოგზავნილია: 29 Dec 2018, 22:21  #53999969      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
საინტერესო პროექტია თუ განხორციელდა.

ალბათ არსებულ ხაზს გაყვებიან და ღია წესით გაჭრიან გვირაბს. ან გამოთავისუფლებულ სივრცეს რა ფუნქციას შესძენენ?

ika55775
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2232
წევრი No.: 127300
რეგისტრ.: 11-February 11

გამოგზავნილია: 30 Dec 2018, 18:54  #54003107      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
საინტერესო პროექტია თუ განხორციელდა.

ალბათ არსებულ ხაზს გაყვებიან და ღია წესით გაჭრიან გვირაბს. ან გამოთავისუფლებულ სივრცეს რა ფუნქციას შესძენენ?


მანდ მარტო გვირაბი არაა დეპოები სახელოდნოები რანჯირების პარკი და კიდე ათასი მეურნეობის ათასი წვრულმანი და მსხვილმანი

არსებულს როგორ გაყვებიან ღია წესით? ლიანდაგებს აყრიან და ამოთხრიან? წარმოგიდგენია რამდენი წელი არ იქნება გამჭოლი მოძრაობა თბილისზე?


მანდ ღრმა ჩაწოლის გვირაბს გაიყვანენ სპეციალური გამყვანი ფარით


--------------------
МАШИНИСТ!ПРОЕЗД ЗАПРЕЩАЮЩЕГО СИГНАЛА ЯВЛЯЕТСЯ ТЯГЧАЙШИМ НАРУШЕНИЕМ ПРАВИЛ ЖЕЛЕЗНОДОРОЖНОГО ДВИЖЕНИЯ!
rommel
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1215
წევრი No.: 198581
რეგისტრ.: 23-February 15

გამოგზავნილია: 30 Dec 2018, 19:43  #54003265      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ika55775

სიმართლე რომ ითქვას ორივე ვმკითხაობთ smile.gif სანამ პროექტი არ დაიდება არავინ იცის როგორ გააკეთებენ.
ნიკა
4X4 or 2X2 ?


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 31744
წევრი No.: 4167
რეგისტრ.: 23-January 04

გამოგზავნილია: 30 Dec 2018, 20:04  #54003361      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი · icq · yim
ვიდეოში კარგად ჩანდა რომ წრფივი გვირაბები განიხილებოდა.

ღია წესით არავინ გაიყვანს მანდ არაფერს, მაშინ არსებული რკინიგზა უნდა გააჩერო 5 წლით. აბა სადმე ხო უნდა იაროს ამ დროს.

QUOTE
ან გამოთავისუფლებულ სივრცეს რა ფუნქციას შესძენენ?

დეველოპმენტი wink.gif ააშენებენ მანდ მრავალსართულიან კორპუსებს bis.gif


--------------------
სამურაის არაფერი კლავს, ხარაკირის გარდა
ika55775
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2232
წევრი No.: 127300
რეგისტრ.: 11-February 11

გამოგზავნილია: 31 Dec 2018, 16:23  #54006340      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
სიმართლე რომ ითქვას ორივე ვმკითხაობთ smile.gif სანამ პროექტი არ დაიდება არავინ იცის როგორ გააკეთებენ.


მაგ ვიდეოში ახალი და საინტერესო არაფერი თქმულა ჩემთვის პირადად

ეგ ყველაფერი კაი ხანია ვიცოდი მეთქი რამე ახალი და საინტერესო იქნებოდა

1 + აქ მხოლოდ რომ იმ შემოვლითს არ უბრუნდებიან ჩამოყალიბდნენ საბოლოოდ და გაახმოვანეს კიდეც


QUOTE
დეველოპმენტი wink.gif ააშენებენ მანდ მრავალსართულიან კორპუსებს bis.gif


აკლია თბილისის ცენტრს კორპუსებიო ასე ამბობენ მავანნი
JCH
COYS


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3944
წევრი No.: 198073
რეგისტრ.: 14-February 15

გამოგზავნილია: 2 Jan 2019, 22:16  #54013980      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ონლაინ რეჟიმში მატარებლი მოძრაობის ნახვა შესაძლებელია?


--------------------
To Dare is To Do
ika55775
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2232
წევრი No.: 127300
რეგისტრ.: 11-February 11

გამოგზავნილია: 3 Jan 2019, 10:12  #54015159      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არა საიდუმლო და კონფედეციალური ინფოა
brutal_88
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18122
წევრი No.: 73439
რეგისტრ.: 4-November 08

გამოგზავნილია: 4 Jan 2019, 02:31  #54019686      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ეს გეგმები კარგია, მაგრამ იქნებ ბაქანი შეაკეთონ, 5-6 წელი ისევ ესე სამარცხვინო ვაგზალი უნდა გვქონდეს?
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (10) 1 [2] 3 4 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0231 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]