forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (10) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> საქართველოს რკინიგზა, VIII ნაწილი
Sсооby
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 926
წევრი No.: 242599
რეგისტრ.: 5-May 18

გამოგზავნილია: 4 Jan 2019, 03:02  #54019766      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კაი სადღეგრძელოებია. რკინიგზა ისევ იქაა სადაც შევარდნაძემ დატოვა


--------------------
Doo
Snow93
✜✜✜Then The Winged Hussars Arrived✜✜✜


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2359
წევრი No.: 158539
რეგისტრ.: 2-January 13

გამოგზავნილია: 21 Jan 2019, 15:06  #54099786      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თბილისის ცენტრში სარკინიგზო მაგისტრალი შესაძლოა, 8-კილომეტრიან გვირაბში მოექცეს. ყოველ შემთხვევაში, ასეთი გეგმა აქვს „საქართველოს რკინიგზას“. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება გვირაბის მშენებლობაზე საქართველოს მთავრობამ და თბილისის მერიამ უნდა მიიღონ.
რატომ გვირაბი? როგორც “საქართველოს რკინიგზაში განმარტავენ, ამ შემთხვევაში იზრდება რკინიგზის გამტარუნარიანობა, გადაზიდვის სიჩქარე და ასევე, რადიკალურად მცირდება მოვლა-შემოვლისა და ოპერირების ხარჯები.
“საქართველოს რკინიგზის” ამ არგუმენტებს კატეგორიულად არ იზიარებს სატრანსპორტო პლატფორმა “ჰაბ ჯორჯიას“ ექსპერტი დავით გოჩავა. მისი შეფასებით, გვირაბი ყოველთვის აუარესებს რკინიგზის ტექნიკურ პარამეტრებს და ასე იქნება ამ შემთხვევაშიც. გოჩავა დარწმუნებულია, რომ პირიქით, გვირაბი გააუარესებს სიჩქარეებს, რის გამოც შემცირდება საქართველოს რკინიგზის კონკურენტუნარიანობა. გოჩავას განცხადებით, ეს ხაზი აუცილებლად დაგვჭირდება High Speed Rail-ისათვის, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ქვეყნის მომავალი.
გამტარუნარიანობს თვალსაზრისით, თბილისის ცენტრში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა სარისკოდ მიაჩნია ეკონომისტ გიორგი ესაკიასაც.
“ძალიან სარისკოა თბილისის ცენტრში სარკინიგზო გვირაბი . მითუმეტეს One Belt one Road ( ერთი გზა ერთი სარტყელი) სრულად ამოქმედებისას”,- აცხადებს ესაკია.
მოკლედ, სპეციალისტების ერთი ნაწილი დარწმუნებულია, რომ სამხრეთ კავკასიაზე გამავალი დერეფანი სრულფასოვნად ვერ იფუნქციონირებს, თუ ამ დერეფანში მატარებლის მოძრაობის სიჩქარე არ იქნება მინიმუმ 250 კმ/სთ. გვირაბის მოწყობის შემთხვევაში კი ამ პარამეტრზე გასვლა მათი აზრით შეუძლებელი ხდება.
იგივე არგუმენტები აქვთ სპევიალისტებს ნაწილს თბილისის შემოვლით რკინიგზასთან დაკავშირებითაც. შეიძლება ითქვას, რომ ამ შემთხვევაში მათი და ხელისუფლების პოზიციები თანხვედრაშია. როგორც ერთი, ასევე მეორე მხარე ფიქრობს, რომ შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა გაუმართლებელია.
„ საქართველოს რკინიგზის“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, რომელიც MC Mobility Consultants GmbH-მა მოამზადა, გაირკვა, რომ შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის შემთხვევაში:

1 – მცირდება რკინიგზის გამტარუნარიანობა 24%-ით;

2 – ჯამური დანახარჯები, როგორც საოპერაციო, ისე მოვლა-შენახვასთან დაკავშირებული, იზრდება 57%–ით;

3 – მთლიანი ხარჯი მომდევნო 11 წლის განმავლობაში 26 მლნ. დოლარიდან გაიზრდება 197 მლნ. დოლარამდე;

4 – ლიანდაგის მთლიანი სიგრძე იზრდება 48 კმ-მდე და ასევე ემატება შიდა დარჩენილ სადგურებამდე მისასვლელი ლიანდაგები (სადგური დიდუბე, სადგური თბილისი საკვანძო), ჯამურად 22კმ;

5 – სატვირთო მატარებლის დღიური სვლა იზრდება 50%-ით;

6 – აუცილებელი ხდება სალოკომოტივო პარკის გაზრდაც 26%-ით;

გარდა ზემოაღნიშნულისა, კვლევის შედეგად დადგინდა, რომ:

1 – წლიური მოვლა-შენახვის და საოპერაციო ხარჯები შემოვლითი რკინიგზისთვის იზრდება 12.2 მლნ. დოლარამდე (+51% არსებულთან შედარებით);

2 – მატარებლის საოპერაციო ხარჯი იზრდება 35 %-ით;

3 – ინფრასტრუქტურის საოპერაციო ხარჯი იზრდება 31%-ით;

4 -ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის ხარჯი იზრდება 73% -ით;

შეგახსენებთ, რომ შემოვლითი რკინიგზის მშენებლობაზე, უკვე დახარჯულია 213 მილიონი დოლარი. როგორც “საქართველოს რკინიგზაში” აცხადებენ, თბილისის ცენტრში 8 კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობას დაახლოებით, იმდენი თანხა დასჭირდება რაც შემოვლითი რკინიგზის დასასრულებლად არის საჭირო
user posted image


--------------------
www.stalker.ge - Urban Exploration
JSB14BSJ
==NSDAP==


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2663
წევრი No.: 184061
რეგისტრ.: 30-March 14

გამოგზავნილია: 27 Jan 2019, 11:25  #54130329      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რკინიგზა ვინც იცით, ეს რამდენად რეალურია?

http://knews.ge/?p=36402&fbclid=IwAR0-l3ac...Wk-VoEEc_Ih-_Og

და რამ გამოიწვია კახეთის რკინიგზის გაუქმება?


--------------------
ღმერთმან შეგამკო, ვერავინ გჯობს ქებული
და თავით თვისით
მზე ხარ გაბრწყინვებული
--
ბეთჰოვენის მეცხრეს ფინალი ხომ არა გაქვთ, კარაიანის შესრულებით და ნიკას დირიჟორობით? © Johnnie Walker
ika55775
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2228
წევრი No.: 127300
რეგისტრ.: 11-February 11

გამოგზავნილია: 27 Jan 2019, 22:40  #54133337      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
[quote]რკინიგზა ვინც იცით, ეს რამდენად რეალურია?

http://knews.ge/?p=36402&fbclid=IwAR0-l3ac...Wk-VoEEc_Ih-_Og

და რამ გამოიწვია კახეთის რკინიგზის გაუქმება? [/quote

თუ ლილოს ,,მეტრო" გააკეთეს აღდგენა კი არა ლიკვიდაცია მოუწევს საერთოდ რაც დიდი კატასტროფა იქნება საქ რკინიგზის ქსელისთვის და კახეთის რეგიონისთვის


გაუქმებული არაა
უბრალოდ სამგზავრო მატარებლები არ დადიან ლიანდაგის და ინფრასტრუქტურის მოუვლელობისგან გაჩანაგების გამო

რეგიონზე გამჭოლი სატრანსპორტო მოძრაობა არაა რადგან კახეთის განშტოებები ჩიხებია

და მატარებლებით გადასატანი შიდა ტვირთები კიდე არაა

ერთადერთი დედოფლისწყაროს კარიერზე დადის სატვირთო შემადგენლობა

თუმდა უკვე იკვეთება სატვირთო მატარებლის მძიმე ტონიანი თვითმცლელი ავტომობილებით ჩანაცვლების ტენდენცია

საკმაოდ მომრავლებულია კარიერის თეთრი ღრავით დატვირთული მანქანები დედოფლისწყაროს გზაზე

შარშანაც გაჟღერდა ეს ინფო არ ახალია ძველია


--------------------
МАШИНИСТ!ПРОЕЗД ЗАПРЕЩАЮЩЕГО СИГНАЛА ЯВЛЯЕТСЯ ТЯГЧАЙШИМ НАРУШЕНИЕМ ПРАВИЛ ЖЕЛЕЗНОДОРОЖНОГО ДВИЖЕНИЯ!
TramwayMan
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17437
წევრი No.: 44928
რეგისტრ.: 26-October 07

გამოგზავნილია: 1 Feb 2019, 14:15  #54158538      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სრულიად ვეთანმხები მერიის პოზიციას.

ნიკა
4X4 or 2X2 ?


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 31733
წევრი No.: 4167
რეგისტრ.: 23-January 04

გამოგზავნილია: 5 Feb 2019, 22:25  #54179989      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი · icq · yim
სიახლეები საუღელტეხილო მონაკვეთიდან. სამწუხაროდ ფოტოების გადაღების დრო არ მქონდა.
ეს ხიდი აშენებულია
user posted image

მუშაობა არ შეიმჩნეოდა და სოფელში რომ გავიკითხე დიდი პრობლემები აქვთო აი ამ ადგილას
user posted image

user posted image

დაიმეწყრა ეგ ადგილი და ახლა ალტერნატივას იხილავენო. შეიძლება მდინარის მეორე ნაპირზე გადაინაცვლონო.


--------------------
სამურაის არაფერი კლავს, ხარაკირის გარდა
nodara95
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 438
წევრი No.: 173212
რეგისტრ.: 11-September 13

გამოგზავნილია: 10 Feb 2019, 19:46  #54202085      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
''შტადლერთან მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაში აღარ განიხილება'' ასეთი ანონსი წავიკითხე საქმიან დილაში და ვინმეს ხომ არ აქვს ინფორმაცია რა ხდება. ჩაიშალა ყველაფერი?
Snow93
✜✜✜Then The Winged Hussars Arrived✜✜✜


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2359
წევრი No.: 158539
რეგისტრ.: 2-January 13

გამოგზავნილია: 11 Feb 2019, 11:15  #54205137      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
nodara95
არადა ერთი წლის წინ დაანაოსეს ქარხნის მშნებელობა... რკინიგზის ვებ გვერდზე არაფერი წერია ჯერჯერობით
TramwayMan
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17437
წევრი No.: 44928
რეგისტრ.: 26-October 07

გამოგზავნილია: 11 Feb 2019, 15:03  #54206318      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
nodara95
Snow93
აი რატო ელოდებით შტადლერის ქარხანას?
ბელორუსიაში რო ააშენეს ხო მუშაობს ის ქარხანა აი biggrin.gif
შესაბამისად ეგ იყო და არის ბოლი ჯერ ჯერობით. ისევე როგორც შტადლერი ზოგადად.
Berkem Al Atomi
Дважды еврей Советского Союза


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1250
წევრი No.: 180128
რეგისტრ.: 19-January 14

გამოგზავნილია: 11 Feb 2019, 20:51  #54208237      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (TramwayMan @ 11 Feb 2019, 15:03 )

ბელორუსიაში რო ააშენეს ხო მუშაობს ის ქარხანა აი biggrin.gif

ბელორუსული ქარხანა საკმაოდ მალე დაიხურება, რადგან წარმოების ლოკალიზაცია ძალიან დაბალია და მისი წილის გაზრდა შეუძლებელია. პოლონური და სათავო ქარხნიდან ღებულობენ ნაწილების უმეტესობას.


--------------------
Милости прошу к нашему шалашу!
vatman
პროფესიონალი მგზავრი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8428
წევრი No.: 37933
რეგისტრ.: 9-July 07

გამოგზავნილია: 11 Feb 2019, 23:28  #54209145      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE
'შტადლერთან მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაში აღარ განიხილება'' ასეთი ანონსი წავიკითხე საქმიან დილაში და ვინმეს ხომ არ აქვს ინფორმაცია რა ხდება. ჩაიშალა ყველაფერი?

ეხლა დემიხოვის ქარხანასთან განიხილება rolleyes.gif popcorn.gif


--------------------
Старый друг лучше новых двух... знает как испортить настроение

Пиво бывает двух видов: халявное и за свои деньги
Snow93
✜✜✜Then The Winged Hussars Arrived✜✜✜


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2359
წევრი No.: 158539
რეგისტრ.: 2-January 13

გამოგზავნილია: 19 Feb 2019, 10:55  #54245587      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ERAMUS
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1475
წევრი No.: 244970
რეგისტრ.: 23-August 18

გამოგზავნილია: 19 Feb 2019, 11:24  #54245697      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif
vatman
პროფესიონალი მგზავრი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8428
წევრი No.: 37933
რეგისტრ.: 9-July 07

გამოგზავნილია: 19 Feb 2019, 12:09  #54245892      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Snow93
QUOTE
უკომენტაროდ....

უკომენტაროდ რატო... biggrin.gif

ხო წერია : 2017 წელს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, გიორგი ვარდანაშვილის ავტორობით, მომზადდა მაგისტრატურის ხარისხის სადიპლომო ნაშრომი

სამაგიეროდ დებილი ჟურნალიუგები გვყავს, რომლებიც სადიპლომო ნაშრომს სტატიას უძღვნიან
ika55775
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2228
წევრი No.: 127300
რეგისტრ.: 11-February 11

გამოგზავნილია: 19 Feb 2019, 20:59  #54248564      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
http://www.city.kvira.ge/2019/02/18/%E1%83...3%90-%E1%83%99/

aba.gif aba.gif aba.gif ასმათ სად ხარ მოიპატეს შენი პროექტი lol.gif lol.gif lol.gif lol.gif
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (10) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0253 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]