forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (66) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ჭავჭავაძის რეაბილიტაცია, თემა I
ქაფქიანა
I still have a soul


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 32167
წევრი No.: 71656
რეგისტრ.: 20-October 08

გამოგზავნილია: 11 May 2019, 22:49  #54643612      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
და იმედია, უკანასკნელი. gigi.gif

მართალია, არსებობს თბილისის გზების თემა, მაგრამ ჩემი აზრით, ჭავჭავაძის რეაბილიტაცია ამ არტერიის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ცალკე თემას იმსახურებს.

-------------


თბილისი (GBC) - თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირის სრულ რეაბილიტაციას იწყებს. GBC-ის ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობა ნაწილობრივ - ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე 28 მაისიდან შეიზღუდება.

პირველ ეტაპს შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) განახორციელებს, რომელსაც სავარაუდო 3 თვიანი ვადა აქვს. შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები: წყლისა და წყალარინების (კანალიზაციის) ქსელები.

GWP-ის შემდეგ სამუშაოებს უკვე საქალაქო სამსახური განაგრძობს, რისთვისაც ასევე საორიენტაციო ვადად დამატებით 3 თვეა განსაზღვრული.

სარეაბილიტაციო არეალი მოიცავს 2.5 კმ-ს. პროექტის ფარგლებში შეიცვლება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება სანიაღვრე ქსელს. საერთო ჯამში 60 000 მ2 ფართობზე დაიგება ასფალტის ახალი საფარი.

ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური GBC-სთან განმარტავს, რომ სამუშაოები 3 ეტაპად დაიყოფა, ამ ეტაპისთვის კი ზუსტდება რეაბილიტაციის მე-2 და მე-3 ფაზები და მასთან ერთად ზუსტდება პროექტის ღირებულებაც.

ჭავჭავაძის გამზირზე დაგეგმილი მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველ ეტაპზე დაგეგმილია ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა ჭავჭავაძის გამზირზე ვარაზისხევის ქუჩიდან ატენის ქუჩამდე მონაკვეთში.

სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში დროებით შეიცვლება ტრანსპორტის მოძრაობის სქემები და საზოგადობრივი ტრანსპორტის მარშრუტები:

ცალმხრივი მოძრაობის მიმართულებები შეიცვლება:

· კ. კეკელიძის ქუჩაზე ვარაზისხევიდან ჟვანიას ქუჩის მიმართულებით

· ზ. ფალიაშვილის ქუჩაზე კეკელიძიდან მირცხულავას ქუჩამდე მონაკვეთზე (კეკელიძიდან ვაკის პარკისკენ)

· დ. მირცხულავას ქუჩის ფალიაშვილის ქუჩისა და ჭავჭავაძის გამზირს შორის მონაკვეთი (ფალიაშვილიდან ჭავჭავაძისკენ)

· პეტრიაშილის ქუჩაზე ბარნოვის ქუჩიდან მელიქიშვილის გამზირისკენ

ცალმხრივი მოძრაობა დაწესდება

· არაყიშვილის ქუჩის ფალიაშვილისა და აბაშიძის ქუჩებს შორის მონაკვეთი (ფალიშვილიდან-აბაშიძისკენ).

· აბაშიძის ქუჩაზე არაყიშვილიდან მრგვალ ბაღის მიმართულებით.

· ბარნოვის ქუჩა მრგვალი ბაღიდან პეტრიაშვილს ქუჩამდე

ტრანსპორტი შემდეგი სქემით იმოძრავებს:

· ვარაზისხევის ქუჩიდან ვაკის პარკის მიმართულებით: კეკელიძის, ფალიაშვილისა და მირცხულავას ქუჩების მეშვეობით ჭავჭავაძის გამზირს დაუკავშირდება.

· ვარაზისხევიდან აბაშიძის ქუჩის მიმართულებით: კეკელიძისა და ფალიაშვილის ქუჩების გავლით, მოუხვევს მირცხულავას ქუჩაზე, საიდანაც აბაშიძის ქუჩაზე მოხვდება.

· ვარაზისხევიდან ბარნოვის ქუჩისკენ: კეკელიძის, ფალიაშვილისა და ნაფარეულის ქუჩების მეშვეობით, საიდანაც ბარნოვის ქუჩას დაუკავშირდება.

· ვაკის პარკიდან მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით: ჭავჭავაძის გამზირიდან (მიშველაძის, ბერძენიშვილისა და არაყიშვილის ქუჩების გავლით) მოძრაობას განაგრძობს აბაშიძისა და ბარნოვის ქუჩებზე და პეტრიაშვილის ქუჩიდან მელიქიშვილის გამზირზე მოხვდება.

· ვაკის პარკიდან მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით ასევე შესაძლებელი იქნება გადაადგილება: რამიშვილის ქუჩის, ამირეჯიბის გზატკეცილისა და ვარაზისხევის გავლით.

პირველ ეტაპზე ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო მონაკვეთის საერთო სიგრძე მიახლოებთ 800 მეტრს შეადგენს.

ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებისა და გადაადგილების კომფორტისათვის გათვალისწინებულია დროებითი გადასასვლელების მოწყობა. ასევე, ქვეითთა ნაკადების მარეგულირებლების მეშვეობით მართვა.

თბილისის მერია საზოგადოებას წინასწარ უხდის ბოდიშს შეფერხებისა და დისკომფორტისთვის და მიმართავს თხოვნით, რომ რეაბილიტაციის პერიოდში მაქსიმალურად მოერიდონ ვაკის მიმართულებით ტრანზიტულ მოძრაობას.

http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=1082...inUlItoqxYESZUQ

ნახეთ, რა გახარებულია:



This post has been edited by ქაფქიანა on 11 May 2019, 22:50

მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
maxresdefault.jpg


--------------------
...Came the end, the final end of Eternity
—And the beginning of Infinity.

Ceterum censeo Russio esse delendam...

We need ®US(SI)A Military Presence. © A10
Kublicha
ip conflict


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 33915
წევრი No.: 10108
რეგისტრ.: 11-May 05

გამოგზავნილია: 11 May 2019, 22:57  #54643658      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვერიდან (ბარნოვი, გოგებაშვილი) ვაკეში როგორ უნდა მოხვდე? ჩახვიდე პეტრიაშვილით მელიქიშვილზე, მოუარო ფილარონიას, ვარაზისხევით ამოხვიდე, კეკელიძეზე ააჭრა, შეუხვიო ფალიაშვილზე და პიქსელთან ჩახვიდე?
რა კაია ვერაზე რო აღარ ვცხოვრობ


--------------------
Boul ma sene, boul ma guiss madi re nga fokni mane
Khamouma li neka thi sama souf ak thi guinaw
Beugouma kouma khol oaldine yaw li neka si yaw
mo ne si man, li ne si mane moye dilene diapale
forum-ge
;)


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4496
წევრი No.: 63759
რეგისტრ.: 7-June 08

გამოგზავნილია: 11 May 2019, 23:04  #54643698      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თემა I?

ანუ იმდენ ხანს გაიწელება, რომ მეორე თემასაც გავხსნით? biggrin.gif


--------------------


-------------------
hattrick.org. ==> FC_Dinamo Tbilisi
---
buzzerbeater.com ==> დინამო თბილისი
ქაფქიანა
I still have a soul


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 32167
წევრი No.: 71656
რეგისტრ.: 20-October 08

გამოგზავნილია: 11 May 2019, 23:06  #54643715      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
forum-ge

მიწერია, რომ იმედია, უკანასკნელი-მეთქი.

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
Carver
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10298
წევრი No.: 105662
რეგისტრ.: 23-November 09

გამოგზავნილია: 11 May 2019, 23:11  #54643741      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რა ქუჩებზე გახდის მოძრაობას შეუძლებელს ჭავჭავაძიდან გამოსული ნაკადი, ეგაა საინტერესო...
ნიკა
4X4 or 2X2 ?


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 31758
წევრი No.: 4167
რეგისტრ.: 23-January 04

გამოგზავნილია: 11 May 2019, 23:40  #54643876      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი · icq · yim
Kublicha
QUOTE
ვერიდან (ბარნოვი, გოგებაშვილი) ვაკეში როგორ უნდა მოხვდე? ჩახვიდე პეტრიაშვილით მელიქიშვილზე, მოუარო ფილარონიას, ვარაზისხევით ამოხვიდე, კეკელიძეზე ააჭრა, შეუხვიო ფალიაშვილზე და პიქსელთან ჩახვიდე?

ველოსიპედით biggrin.gif


--------------------
სამურაის არაფერი კლავს, ხარაკირის გარდა
wit-georgia1
Hero(in)


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10660
წევრი No.: 129083
რეგისტრ.: 22-March 11

გამოგზავნილია: 12 May 2019, 14:28  #54645680      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Kublicha @ 11 May 2019, 22:57 )
ვერიდან (ბარნოვი, გოგებაშვილი) ვაკეში როგორ უნდა მოხვდე? ჩახვიდე პეტრიაშვილით მელიქიშვილზე, მოუარო ფილარონიას, ვარაზისხევით ამოხვიდე, კეკელიძეზე ააჭრა, შეუხვიო ფალიაშვილზე და პიქსელთან ჩახვიდე?
რა კაია ვერაზე რო აღარ ვცხოვრობ

ლარსი-შატბერაშვილი-ბარნოვზე კვეთა-ფალიაშვილი, შატბერაშვილიდან მცხეთის ქუჩაზეც შეიძლება გადასვლა.

შეუძლებელი არაა მოკლედ, მაგრამ იმ ვიწრო ქუჩებზე საცობი, განსაკუთრებით მცხეთის ქუჩაზე რომ ბრმა მოსახვევია.

This post has been edited by wit-georgia1 on 12 May 2019, 14:36


--------------------
როცა გიჭირს გაიღიმე და იფიქრე ფისო
ეს უბრალოდ საღი აზრი შენ სულ გირევს ტვინსო



אתה נזהר אתה יודע וחוץ ממך איש לא שומע
donrobita
ქიზიყელი :)


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6802
წევრი No.: 113623
რეგისტრ.: 24-February 10

გამოგზავნილია: 12 May 2019, 16:20  #54646155      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
პიზდეც ბაბულია პირველ დღეებში ვინც ამ ინფორმაციას არ გაეცნობა რამხელა საცობრბს შექმნიან


--------------------
გარე კახეთი, შიდა კახეთი და ზემო მაჩხაანი არ ვიცი მე. ქიზიყი ქიზიყია © უჩინარი
ERAMUS
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1510
წევრი No.: 244970
რეგისტრ.: 23-August 18

გამოგზავნილია: 12 May 2019, 16:33  #54646206      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
იმედია ამ თემაში მოესწრება. ვარაზზე დიდი პიზდეცი აიწევა ცოტახანში gigi.gif

This post has been edited by ERAMUS on 12 May 2019, 16:45
ივანიჩ
member title


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10951
წევრი No.: 33192
რეგისტრ.: 16-April 07

გამოგზავნილია: 14 May 2019, 09:54  #54654749      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სერიოზულად დავფიქრდი როგორ ვიარო სამსახურში biggrin.gif
Snow93
✜✜✜Then The Winged Hussars Arrived✜✜✜


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2363
წევრი No.: 158539
რეგისტრ.: 2-January 13

გამოგზავნილია: 14 May 2019, 10:18  #54654824      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ნიკა
ხუმრობა იქით იყოს და თბილისის ცენტრში თუ სადმე შეიძლება ველოსიპედის ტრეკის გაკეთება მხოლოდ ვაკეში...აშკარად არ იქნება ცუდი პეკინის უაზროზე უაზრო და პოპულისტური პროექტისგან განსხვავებით. მონაკვეთიც საკმაოდ მოზრდილია და ვაკის პარკში შეძლებ ჩასვლა/ამოსვლას უსაფრთხოდ


--------------------
www.stalker.ge - Urban Exploration
donmixo777
აღარც ბებიაჩემს ჯერა!


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10609
წევრი No.: 68242
რეგისტრ.: 26-July 08

გამოგზავნილია: 14 May 2019, 17:29  #54656918      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (ივანიჩ)
სერიოზულად დავფიქრდი როგორ ვიარო სამსახურში


მე იმაზე ვფიქრობ რომ პატარა 1 წლამდე ბავშვი როგორ მივიყვანო სახლში და ან როგორ წავიყვანო სასეირნოდ


კოდექს, - მოდი აქ
სახლში მისასვლელ გზებს გვიკეტავენ




This post has been edited by donmixo777 on 14 May 2019, 17:29


--------------------
2009 წელს მიშას შეგინებისთვის, - 2013 წელს დავორნილი.

ნაცები და ქოცები
ერთად დასახოცები.....

მირბის მიგვაფრენს
უგზოუკვლოდ ჩვენ ჩვენი ,,ლარი",
ქართულ ოცნებას ვენდეთ,
და ხელში შეგვრჩა ჩვენ ,,ჩოილარი".........
ქაფქიანა
I still have a soul


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 32167
წევრი No.: 71656
რეგისტრ.: 20-October 08

გამოგზავნილია: 15 May 2019, 11:56  #54660169      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ჭავჭავაძის გამზირი რეაბილიტაციისთვის თვის ბოლოდან ეტაპობრივად გადაიკეტება. მისივე თქმით, გამზირის მიწისქვეშა კომუნიკაციები მძიმე მდგომარეობაშია.

"ისეთი უმძიმესი მდგომარეობაა, რომ ერთ დღეს შეიძლება, მოძრავი ავტომობილი მიწის ქვეშ აღმოჩნდეს, რადგან ისე არის დაზიანებული, მუდმივად ხდება მიწის გამორეცხვა", — განაცხადა მერმა მთავრობის სხდომაზე.

მისივე თქმით, ჭავჭავაძის გამზირი ეტაპობრივად გადაიკეტება, რათა პარალიზება არ მოხდეს. კალაძის განმარტებით, პირველად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან პიქსელის შენობამდე მონაკვეთი გადაიკეტება.

გარდა ამისა, მერის თქმით, ჭავჭავაძის გამზირზე საფეხმავლო ბილიკები, დაყენდება ახალი განათებები, დაიწყება გამწვანებითი სამუშაოები და გაკეთდება საავტობუსო ზოლები
ERAMUS
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1510
წევრი No.: 244970
რეგისტრ.: 23-August 18

გამოგზავნილია: 15 May 2019, 11:59  #54660182      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ავტობუსები როგორ ავლენ ვაკეში?
ქაფქიანა
I still have a soul


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 32167
წევრი No.: 71656
რეგისტრ.: 20-October 08

გამოგზავნილია: 15 May 2019, 12:05  #54660219      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
აქვე, ვაკის პარკის განახლებაო.

................................
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (66) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0301 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]