forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> თბილისის განვითარების, გალამაზება და საცხოვრებლად, მოსახერხებელ ქალაქად გარდაქმნის იდეა.
დიდიმინდორი
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 41
წევრი No.: 252399
რეგისტრ.: 28-August 19

გამოგზავნილია: 2 Sep 2019, 12:30  #55192146      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოგესალმებით.
რამდენიმე დღის წინ საბჭოთა კორპუსების თემაში პოსტი დავწერე, სადაც ჩემი იდეის შესახებ ვისაუბრე.

ვინაიდან თემა ჩამკვდარი იყო და ვინაიდან ჩემი აზრი დეა მხოლოდდამხოლოდ დ საბჭოთა კორპუსებს არ ეხება, გადავწყვიტე ახალი თემა გაეხსნა და ის პოსტი აქაც დამედო.

საქართველო ბევრი პრობლემის წინაშე დგას და "ეტაპობრივი, ფრთხილი" მიდგომა საკმარისი არ არის, ამისთვის საკმარისია დრო არ გვაქვს. მოსახლეობა შედეგებს ითხოვს. საჭიროა რადიკალური, ძირეული და ყოვლისმომცველი ცვლილებები, მათ შორის სამშენებლო და ქალაქგეგმარებით საკითხებშიც. ამდენი ხნის განხილვის შემდეგ მიღებული გენგეგმის შედეგი ის არის, რომ პლატოებზე ვაშლიჯვარში და სხვა ადგილებში მთებს ჭრიან კორპუსების ასაშენებლად (მიბაძეს კომუნისტებს იმ მარაზმში, რასაც მთაზე მაღალსართულიანი სახლების მშენებლობა ქვია, აჯობა შვილმა მამასა).

ჩემი იდეა შემდეგში მდგომარეობს:

როგორც იცით, "ხრუშჩოვკების" ჩანაცვლების პროექტი კალაძის ერთერთი დაპირება იყო, რომელიც დროდადრო წინ წამოიწევს ხოლმე, მაგრამ არავინ არ ფიქრობს მის შესრულებას. ამასობაში ხრუშჩოვკების დიდი ნაწილი, გარდა იმისა რომ უსაშველოდ მახინჯი და არასასურველი დროისა და პიროვნების სიმბოლოა, ავარიულია და ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. ამასთანავე, თბილისის მახინჯი და საშიში შენობები მარტო ხრუშჩოვჯები არ არის. თუ გვინდა, პირველ ეტაპზე თბილისი ვიზუალურად და ხარისხით ევროპის თუნდაც ყველაზე ღარიბი და განუვითარებელი ქალაქების დონეზე ავიდეს და ცივილიზებული ქვეყნის დედაქალაქს დაემსგავსოს, საბჭოთა შენობებისა (მთელი პლატოები, მთაზე კორპუსი ვის გაუგია) და ახლადაშენებული სიმახინჯეების უმრავლესობა ჩასანაცვლებელია.

ამიტომ, შემოვედი ერთი იდეით. არ ვიცი რამდენად ხარჯთეფექტური და რენტაბელური იქნება, ამის რეალური ის შეფასებას აქ მყოფ საზოგადოებას ვთხოვ.

მერიამ აარჩიოს სამი დიდი ფართობი თბილისის შემოგარენში მაგალითად თბილისის ზღვის ხრიოკები ან სადმე კახეთისკენ. ამ სამ დიდ ფართობზე მერიამ თავისი ხარჯებით ააშენოს 300-300 მაღალი ხარისხის, მწვანე ეზოიანი, კრამიტით გადახურული 2-3 ოჯახზე გათვლილი ფეშენებელური საცხოვრებელი სახლი, საბოლოო ჯამში დაახლოებით 1000 (დაახლოებით 50 მილიონიანი პროექტი, რასაც დედაქალაქის ბიუჯეტი სურვილის, თანხების მიზნობრივად ხარჯვის და ხარჯების ოპტიმიზაციის პირობებში გაწვდება).

პარალელურად აღირიცხოს ყველა ჩასანაცველბელი შენობა, მათ შორის ყველა ხრუშჩოვკა, საბჭოთა კორპუსების დიდი ნაწილი და ახალი უხარისხო და უსახური ნაგებობები, რომლითაც ქალაქი გადაძეძგილია და კიდევ უფრო პრიმიტიულ, ღარიბ და უსახური შესახედაობას აძლევს დედაქალაქს. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში რამდენიმე დეველოპერიც დაჯარიმდეს, ან პროექტის ფარგლებში რაიმე ვალდებულება დაეკისროს, რაც მერიის ხარჯებს შეამცირებს.

შემდეგ ეტაპზე ინვესტორების მოწვევის აქტიური კამპანია უნდა დაიწყოს. როდესაც შეგროვდება 4-5 ინვესტორი, მათ უნდა დაუნაწილდეთ ახლადაშენებული ფეშენებელური სახლები და ქალაქის უბნები სამუშაოდ. ინვესტორი ვალდებული იქნება: 1. თბილისის "თავის" ნაწილში რამდენიმე ეტაპად დაანგრიოს არასასურველი შენობები, ააშენოს ახალი, თანამედროვე, ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი კორპუსები (სართულები დამატების უფლებით) თავისი გამწვანებით, პარკინგით და ასე შემდეგ. გასათვალისწინებელია მცირე დეტალები, მაგალითად მთაზე მაღალი შენობა არ შეიძლება, ვიზუალური სტანდარტები და ა,. შ. ; 2. ჩასანაცვლებელი კორპუსების მცხოვრებლები დროებით ახცოვროს "თავის" ახლადაშენებულ სახლებში; 3. პროექტის დასრულების შემდეგ 50-60 წლით მოგების მიზნით საკუთრებაში დაიტოვოს მერიის მიერ ახლადაშენებული სახლები (ზოგი გაიყიდება, ბევრს, ვისაც ხრუშჩოვკას დაუნგრევენ, არც ახლადაშენებული კორპუსი მოუნდება და იყიდის, ზოგი ტურისტებზე გაქირავება, ზოგი რესტორნად და სასტუმრო გადაკეთდება, ეს ტურისტულადაც გამოცოცხლებს და პოლიცენტრულს გახდის თბილისს) და მოგება მიიღოს მისმიერ აშენებული კორპუსების დამატებითი სართულებიდანაც.


ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროექტი უნდა იყოს მოქნილი. მომავალში, თუ ეკონომიკური სცენარი დადებითად განვითარდა და თბილისის თავკომბალა დეცენტრალიზდა, ადვილი უნდა იყოს განაშენიანებული არეალების სარეკრეაციო (ზღაპრების ქალაქი, პარკები, ტყეები და ა. შ.) ზონებად გარდაქმნა. ამისთვის საჭიროა თანაბარი განაშენიენება და არა "ჩარჭობანა". თბილისის პრობლემები, რაც არ უნდა ვეცადოთ, ქვეყნის ზოგადი განვითარების გარეშე, ვერ მოგვარდება, ამიტომ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მისი მომავალი დეცენტრალიცაცია, როგორც ქალაქისა და ყვეყნის პრობლემების მოგვარების ერთადერთი გზა.

შესაძლებელია ასევე მთავრობამ გაიღოს დემონტაჟისა და ქირის ხარჯის ნაწილი, ეს უკვე მოლაპარაკებების საკითხია და პირობები ინდივიდუალურ ინვესტორებთან შესაძლოა, განსხვავებული იყოს.

ჩემი აზრით, არ არის ცუდი წინადადება და ბევრი ინვესტორი დათანხმდება. შესაძლოა, ზოგიერთმა საკუთარ თავზეც კი აიღოს რამდენიმე საქმიანობა, მაგალითად სახლების მშენებლობაში მონაწილეობა და ა. შ.

სასურველია, თუ ინვესტორები დასავლეთის განვითარებული ქვეყნებიდან იქნებიან, ვინაიდან ეს მომავალი უფრო მნიშვნელოვანი ინვესტიციების წყაროა.

პროექტის წარმატების შემთხვევაში, შედეგად მივიღებთ ლამაზ, კომფორტულ და ეკონომიკურად გამართულ დედაქალაქს.


დიდი სიამოვნებით მოვისმენდი სხვების აზრსაც
rommel
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1215
წევრი No.: 198581
რეგისტრ.: 23-February 15

გამოგზავნილია: 2 Sep 2019, 17:40  #55193808      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ნუ ოცნებობთ პატივცემულო. ჩემი ფულით სხვას ბინები რატომ უნდა ავუშენო? მეც შევიძინე ბინა, მაგრამ სამუდამოდ არა, ექსპლუატაციის ვადა აქვს და რომ გაუვა, სახელმწიფო არაა ვალდებული ახალი ამიშენოს.

შექმანან ამხანაგობები მაგ ხრუშოვკებში მაცხოვრებლებმა და ააშენონ თავიდან ან ინვესტორი მოძებნონ. არავითარი ფეშენებელური ბინები მერიის ბიუჯეტიდან.
kataxxl
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8610
წევრი No.: 16222
რეგისტრ.: 14-January 06

გამოგზავნილია: 2 Sep 2019, 23:22  #55195181      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დიდიმინდორი

ასტრალიდან პოსტავ???

მაგას ამერიკის ბიუჯეტი არ ეყოფა smile.gif))))))))))))))


--------------------
vittu mitä säätöä!
ივანიჩ
member title


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10949
წევრი No.: 33192
რეგისტრ.: 16-April 07

გამოგზავნილია: 3 Sep 2019, 10:46  #55196333      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აქ ჩემი აზრით გასათვალისწინებელია ერთი ფაქტი- მიუხედავად იმისა რომ ამ ე.წ. ხრუშოვკებს ყველანაირი ექსპლუატაციის ვადა აქვთ გასული, ჯერ კიდევ მყარად დგანან, რათქმაუნდა არის ავარიული შენობებიც, მაგრამ ძირითადი მასა ისევ დგას.
მე ვფიქრობ სხვა უბნები უფრო მისახედია, სადაც 100,130 და შეიძლება მეტი წლის სახლებითაა სავსე და ლამისაა ხელის შეხებით წაიქცეს - ჩუღურეთი, ავლაბარი, ნაძალადევი, ელია, კუკია, მთაწმინდა...,
თან ხრუშოვკები ძირითადად გარეუბნებშია.
ამიტომ კარგი იქნება თუ ჯერ ისტორიულ ნაწილს მივხედოთ და იმას მოვუაროთ რაც შეიძლება ხვალ აღარ გვქონდეს. სამწუხაროდ ჯერ კიდევ ბევრი უნიკალური შენობაა თბილისში რომელსაც დროულად სჭირდება რესტავრაცია და გადარჩენა.
დიდიმინდორი
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 41
წევრი No.: 252399
რეგისტრ.: 28-August 19

გამოგზავნილია: 3 Sep 2019, 11:00  #55196416      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობა,

ეს რომ მარტივი პროექტი არაა და კაპიკებში რომ არ ჩაეტევა მისი ბიუჯეტი რად უნდა ამას საუბარი. მაგრამ არ აქვს საქართველოს იმდენი ფუფუნება, ასეთ სწრაფ და საჭირო ცვლილებებზე უარი თქვას.

პროექტი არ გულისხმობს ქველმოქმედებას ან უანგაროდ ფულის ჩადებას. მთავრობის ეფექტური მუშაობის პირობებში (და არა პრემიობანას შემთხვევაში) გამოიძებნება თანხები ამაზე ბევრად მასშტაბური პროექტებისთვისაც. პერსპექტივაში ის უზარმაზარი მოგების მომტანი იქნება, ასევე მთავრობისა და კერძო სექტორის ეფექტური მუშაობის პირობებში და არა კორუფციული გარიგებების შემთხვევაში. სახელმწიფოც მიიღებს მოგებას და ბიზნესიც.

გარდა ამისა, ფული რომ სულ გამოვრიცხოთ, ცოტაა, რომ თბილისი თანაბრად განვითარებული, ლამაზი, საცხოვრებლად კომფორტული, ადამიანებზე მორგებული, მდიდარი და სუფთა ქალაქი იქნება, სადაც ბარაკები, ხრუშჩოვკები და "თანამედროვე" სიმახინჯეების არ იქნება? არაფერს ვამბობ სამუშაო ადგილების შექმნაზე. ტყუილად ხომ არ დაიხარჯება ის ფული.

ტურისტებიც ბევრად მეტი შემოვა ასეთ ქალაქში.

თნამეგობრობები ბრწყინვალე იდეაა, გამოდის, რომ მოსახლეობა თავისით ზრუნავს საკუთარ პრობლემებზე. მაგრამ ჯერ სამწუხაროდ სამოქალაქო საზოგადოება და შესაბამისი შეგნება ჩვენთან არ არის განვითარებული. ამას ათწლეულების მანძილზე ინტენსიური სამოქალაქო განათლება ჭირდება, რაც აუცილებელია, მაგრამ ამ ეტაპზე ცვლილებები სასწრაფოდ გასატარებელია. ამ ეტაპზე მთავრობის ჩარევაა საჭირო.

გეთანხმებით, ვინც ხრუშჩოვკაში ცხოვრობს, შეუძლია უკეთესად ცხოვრება და ამისთვის არაფერს აკეთებს, ის ღირსია იქ იცხოვროს, მაგრამ რა დააშავა ბავშვმა, რომელიც მშობლების უპასუხისმგებლობის გამო სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დგას? ან როდესაც ეს კორპუსები ვეღარ გაუძლებს ამდენ მიშენებას და ერთ დღესაც დაინგრევა, მარტო მაცხოვრებლები ხომ არ დაზარალდებიან, ხომ შეიძლება ახლო მახლო მყოფი ადამიანებიც დაიღუპონ? და ვინაიდან ასეთი და სხვა მრავალი რისკი არსებობს, მთავრობა ვალდებულია რაიმე მოიმოქმედოს, სანამ ზემოაღნიშნული სამოქალაქო შეგნება არ წამოიწევს. მოვალეობის მოხდის მიზნით ერთჯერადი მარტივი ღონისძიებების გატარებას მასშტაბური და რეალური პროექტები ჯობს.

მესმის, რომ არასტაბილური საინვესტიციო გარემოს და სხვა ფაქტორების გამო (სცეციალურად არ შევეხები პოლიტიკას) ინვესტორები თავს შეიკავებენ მონაწილეობისა, მაგრამ იდეის დონეზე მაინც იარსებოს. გაიზრდება ქალაქის ბიუჯეტი, მეტი შესაძლებლობები გამოჩნდება, გამორიცხული არაფერი არ არის. სხვას რომ ეთქვა ჩემთვის, მეც კრიტიკულად შევხედავდი იდეას, ისევე როგორც ჩემსას ვუყურებ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გრანდიოზულ იდეებზე საბოლოოდ ხელისბჩაქნევა. მითუმეტეს არც თუ ისე გრანდიოზული იდეაა, რა თანხებიც აქამდე კორპუსების მშენებლობაში იხარჯებოდა "ინვესტორების" მიერ, თავისუფლად დაფარავს ჩემი იდეის მინიმუმ ნახევარს.

საჭიროება და ქალაქის სიყვარული მალაპარაკებს, თორემ ასტრალი რა მოსატანია, ასტრალში გასვლა რომ შემეძლოს, აქ პოსტაობას, ალბათ იქ ჯადოსნურ ჯოხს ან ვარსკვლავსაც ვიპოვნიდი იდეის ხორცშესასხმელად )))


* * *
QUOTE (rommel @ 2 Sep 2019, 17:40 )
ნუ ოცნებობთ პატივცემულო. ჩემი ფულით სხვას ბინები რატომ უნდა ავუშენო?

მესმის რასაც ამბობთ, მაგრამ იმ ბიუჯეტში ხომ იმ ხალხის ფულიც არის, რომელსაც ბინები უნდა აუშენონ. ამ ხალხს აქვს უფლება სახელმწიფოსგან მოითხოვოს ფულის მათთვის გამოყენება.

სხვა ძალიან ვრცელი საკითხია საერთოდ უნდა იყოს თუ არა ბიუჯეტი და რამდენად ძლიერი უნდა იყოს სახელმწიფო, მაგრამ თუ ბიუჯეტის არსებობაზე ვთანხმდებით, მაშინ იმასაც უნდა შევეგუოთ, რომ ამ ჩვენი საერთო ფულით ქვეყანაში პროექტები განხორციელდება.. სახელმწიფო კი ვალდებულია (სხვა ვალდებულებათა შორის) ყველა ავარიული კორპუსის დემონტაჟი მოახდინოს, ვინაიდან ის არა მარტო იქ მცხოვრებლების სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს.
djadbe
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 328
წევრი No.: 153036
რეგისტრ.: 17-August 12

გამოგზავნილია: 3 Sep 2019, 11:29  #55196550      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ამ პროექტის მომავალი ვერ გაცდება ამ ფორუმს და ამ ფორუმის მაქსიმუმ 10 გვერდს. სხვა იდეები წამოაყენეთ ბატონო. რა უსამართლებებია ჯერ მერია რატომ აშენებს, მერე ამ აშენებულს რატომ აძლევს ინვესტორს თუ ამ ინვესტორს ისედაც აძლევს დასანგრევ კორპუს და სართულების დამატების უფლებასაც აძლევს. იქ მაცხოვრებლებს რატომ არ ეძლევა საკუთრებაში იმდენივე კვადრატული რამდენიც ჰქონდა დანგრევამდე და რატომ გყავს ეგ ხალხი იდეაში დროებით იქ მაცხვორებლად გატარებული.

This post has been edited by djadbe on 3 Sep 2019, 11:29
დიდიმინდორი
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 41
წევრი No.: 252399
რეგისტრ.: 28-August 19

გამოგზავნილია: 3 Sep 2019, 11:49  #55196649      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მერია აშენებს იმიტომ, რომ უფრო ადვილი გახდეს ინვესტორის მოზიდვა (აშენების პარალელურად წარმოებს აქტიური მოლაპარაკებები).

ინვესტორს გადაეცემა იმიტომ, რომ მოხდეს ბიზნესის განვითარება, ხოლო ინვესტორმა ორმაგი მოგება ნახოს, რაც მისთვის უფრო მიმზიდველი უნდა იყოს. რათქმაუნდა სახელმწიფოს ცალკე შემოსავალი ექნება ამ ბიზნესიდან.

დროებით ახალ სახლებში (უკვე ინვესტორის საკუთრებაში მყოფ) იცხოვრებენ იმიტომ, რომ ცალკე მათი ქირა არ იყოს სახდელი, ინვესტორი ვალდებული იქნება ეს ხალხი აცხოვროს და პარტიებად შუშვას და გამოუშვას. ახალ კორპუსში მიიღებენ ზუსტად იმავე ფართს, რამდენზეც ადრე ცხოვრობდნენ. მხოლოდ ისინი, ვინც ახალი კორპუსის ნაცვლად ახალ სახლში ცხოვრებას მოისურვებს, რათქმაუნდა გადაიხდის.
ახალ სახლში ბინას იყიდის ვისაც უნდა, მაგრამ იქ ცხოვრებას ვერ დაიწყებს, სანამ პროექტი არ დასრულდება, ადგილები რომ არ დაიკავოს.

დღესდღეობით არ მაქვს ილუზია, რომ ყველაფერი მალე ასრულდება, მაგრამ იარსებოს იდეამ. ვინმე ჭკუიანი გააუმჯობესებს, დახვეწს და ერთ დღესაც გამოჩნდება შესაძლებლობა. სასურველია რაც უფრო მალე და რაც უფრო სწრაფად.

ერთ გვერდსაც ნუ გახდება აქ, თუ ვინმე რამე უკეთესს მოიფიქრებს.
rommel
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1215
წევრი No.: 198581
რეგისტრ.: 23-February 15

გამოგზავნილია: 3 Sep 2019, 11:55  #55196676      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE

QUOTE (rommel @ 2 Sep 2019, 17:40 )
ნუ ოცნებობთ პატივცემულო. ჩემი ფულით სხვას ბინები რატომ უნდა ავუშენო?

მესმის რასაც ამბობთ, მაგრამ იმ ბიუჯეტში ხომ იმ ხალხის ფულიც არის, რომელსაც ბინები უნდა აუშენონ. ამ ხალხს აქვს უფლება სახელმწიფოსგან მოითხოვოს ფულის მათთვის გამოყენება.


ხალხის ფული უნდა იხარჯებოდეს პოლიციაზე, თავდაცვაზე, ჯანდაცვაზე და ა.შ. ვიღაცის პაპას საბჭოთა წარმოებამ ბინა რომ აჩუქა, მე არ ვარ ვალდებული ხელახლა ავუშენო. კიდევ ვიმეორებ, ყველაფერს აქვს თავისი ვადა და ამ ვადით ყიდულობ მას. არ აქვს მნიშვნელობა ბინაა, მანქანა თუ კბილის ჯაგრისი. ყველაფრის ბიუჯეტიდან მოთხოვნა არის ტიპიური საბჭოთა გადმონაშთი და როგორმე უნდა გადავეჩვიოთ.
დიდიმინდორი
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 41
წევრი No.: 252399
რეგისტრ.: 28-August 19

გამოგზავნილია: 3 Sep 2019, 11:58  #55196698      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (ივანიჩ @ 3 Sep 2019, 10:46 )

მე ვფიქრობ სხვა უბნები უფრო მისახედია, სადაც 100,130 და შეიძლება მეტი წლის სახლებითაა სავსე და ლამისაა ხელის შეხებით წაიქცეს - ჩუღურეთი, ავლაბარი, ნაძალადევი, ელია, კუკია, მთაწმინდა...,
თან ხრუშოვკები ძირითადად გარეუბნებშია.
ამიტომ კარგი იქნება თუ ჯერ ისტორიულ ნაწილს მივხედოთ და იმას მოვუაროთ რაც შეიძლება ხვალ აღარ გვქონდეს. სამწუხაროდ ჯერ კიდევ ბევრი უნიკალური შენობაა თბილისში რომელსაც დროულად სჭირდება რესტავრაცია და გადარჩენა.

აბსოლუტურად გეთანხმებით. მხოლოდ საბჭოთა კორპუსებს არ ვგულისხმობ. ახალ სამბალიან ხუხულებზე და ძველ ბარაკებზეც მაქვს საუბარი სწორედ ეს იყო ცალკე თემის გახსნის ერთერთი მიზეზი. მხოლოდ ასეთი შენობებიდან კულტურილული ძეგლები უნდა აირჩეს და გამაგრდეს და რესტავრირდეს, დანარჩენები სრულ დემონტაჟის უნდა დაექვემდებაროს და მათ ადგილზე მწვანე სივრცე ან ახალი სახლი აშენდეს.

ალბათ შეგიმჩნევიათ და გინახავთ "ბილტმორი" სანაპიროდან, სადაც მის "ფეხქვეშ" სწორედ ასეთი ძველი სახლები დგას. ვერაფერს იტყვი, თბილისი უნიკალური ქალაქია, სადაც ძველი და ახალი ერთმანეთს ერწყმის და თან ახალი სიმახინჯე ძველ სიმახინჯეს ზემოდან დაჰყურებს
რაც ჩვენი პროგრესისკენ და ინოვაციებისკენ მიდრეკილების სიმბოლოა.
* * *
QUOTE (rommel @ 3 Sep 2019, 11:55 )
[QUOTE]
ხალხის ფული უნდა იხარჯებოდეს პოლიციაზე, თავდაცვაზე, ჯანდაცვაზე და ა.შ. ვიღაცის პაპას საბჭოთა წარმოებამ ბინა რომ აჩუქა, მე არ ვარ ვალდებული ხელახლა ავუშენო. კიდევ ვიმეორებ, ყველაფერს აქვს თავისი ვადა და ამ ვადით ყიდულობ მას. არ აქვს მნიშვნელობა ბინაა, მანქანა თუ კბილის ჯაგრისი. ყველაფრის ბიუჯეტიდან მოთხოვნა არის ტიპიური საბჭოთა გადმონაშთი და როგორმე უნდა გადავეჩვიოთ.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან კარგი იქნებოდა როგორც თქვენ ამბობთ. საერთოდ რომ არ იყოს საბჭოთა გადმონაშთები და ყველა გამგეობა, ყველა მუნიციპალიტეტი, ყველა მცირე ადმინისტრაციული ერთეული თავისით განსაზღვრავდეს რას დაანგრევს და რას ააშენებს, ბევრად უფრო ეფექტური და სამართლიანი იქნება. ცენტრალური ბიუჯეტის პირობებში კი ყველაფერი ერთი ცენტრიდან იმართება და ბუნებრივია, რომ ცალკეული პროექტებით მოსახლეობის ერთი ნაწილი უფრო იხეირებს, სხვები მეორე და ასე შემდეგ.

ახლა რაც შეეხება განსხვავებას ჯაგრისსა და კორპუსს შორის. ავარიული კორპუსის არსებობა საფრთხეს უქმნის ადამიანებს და მათ შორის იმასაც, ვინც ამ კორპუსის არსებობაზე პასუხისმგებელი არ არის, ამიტომ მისაღებია ზომები. კარგი იქნება თქვენი მოდელი მუშაობდეს, მაგრამ სხვა რეალობა, და იმედია, მალე შეიცვლება.
ღამის_რაფსოდია
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 343
წევრი No.: 251233
რეგისტრ.: 21-June 19

გამოგზავნილია: 3 Sep 2019, 12:26  #55196825      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
 თბილისის განვითარების, გალამაზება და საცხოვრებლად, მოსახერხებელ ქალაქად გარდაქმნის იდეა.

იდეაში, ტროლეიბუსების შექმნაც შეიძლება რომ იყოს მოაზრებული ?

რაღაცნარიად მოსახერხებელი იქნებოდა თუ ჩავრთავდით გარდაქმნაში


--------------------
when things go wrong, don't go with them
დიდიმინდორი
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 41
წევრი No.: 252399
რეგისტრ.: 28-August 19

გამოგზავნილია: 3 Sep 2019, 12:44  #55196909      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ტროლები არა და კარგი ბუსები გვინდა, ისე მე ტრამვაის ვანიჭებ უპირატესობას. ტრამპს მოეწონება და დაგვეხმარება ჩემს მიერ აღწერილ გარდაქმნაში.)))
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0398 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]