Obser_verგამარჯობა,
ვიცი კითხვა სხვისი მისამართით არის, ბოდიშს ვიხდი რომ ვიჭრები... ბარემც არ მინდა გამოხმაურება, ადრეც გადავიკვეთეთ იგივე საკითხზე და კი, რაღაცნაირად ნაწყენიც კი დავრჩი მაშინ.
ნაწყენი იმით, რომ ისეთ საოცარ პიროვნებაზე როგორიც ბერი გაბრიელია რაღაცნაირი ზერელე და შეიძლება უპატივცემულო დამოკიდებულება დავინახე.
თუმცა აქვე დავწერ, გამოხმაურების სურვილის არ ქონას ჩემში მხოლოდ ის იწვევს, რომ არ ვიცი რა გითხრა კარგო ადამიანო.
არ ვიცი ჩემი ნათქვამი სარგებელს მოგიტანს, თუ გავნებს.. კი მინდა ჩემმა ნათქვამმა რამე სარგებელი მოიტანოს, მაგრამ იმის თავდაჯერება არ მაქვს შევძლებ თუ არა ამის შესრულებას და ესაა ჩემი ყოყმანის(გამოხმაურების სურვილის არ ქონის) დამატებითი მიზეზი. თუმცა კომენტარის არ-გაკეთების საშუალებას ისაც არ მაძლევს, რომ მამა გაბრიელი არ იმსახურებს რაიმე სახით უპატივცემულობას და ამგვარად ჩემი კომენტარი ერთგვარი პროტესტის მცდელობაც არის დასმული კითხვაზე.
არც დიდი მოსაუბრე ვარ, და არც მორწმუნე, ამას ისაც ემატება რომ არც ისეთი ღირსებები მაქვს, რომ მამა გაბრიელი თავის დამსახურებებისამებრ მე შევძლო და აღვწერო ან დავახასიათო.
33 წლის ჩვეულებრივი მოკვდავი კაცი ვარ, ვმუშაობ IT სფეროში, არავისგან გამორჩეული ყოფითი ადამიანის სურვილებით(მაგ: მინდა მყავდეს BMW M5
), მქონდეს კარგი შემოსავალი, ბევრი დრო, სახლ-კარი, ცოლიც და ა.შ).
...
გულწრფელად რომ გითხრა, მეგობარო ერთ შეცდომას უშვებ ჩემი აზრით და ეს კითხვა და პოსტიც ამ შეცდომის შედეგია.
შეცდომა ჩემი აზრით მდგომარეობს შემდეგში: უსამართლობაში, რომელიც გამოწვეულია თავის მხრივ გულგრილობით.
შეიძლება ჩემი და შენი აზროვნების მიმართულებები განსხვავებულია, მაგრამ აქვე ვაღიარებ რომ სადაც შემხვედრია შენი ესა თუ ის პოსტები, იმ პოსტებიდანვე ცხადია რომ ძლიერი მოაზროვნე ხარ, ჩემნაირი შეიძლება ათიც და უამრავიც ჩაისვა ჯიბეში ასე ვთქვათ.
ჰოდა.. ახლა ამ თემაზე რომ ვლაპარაკობ ამ ამოცანაში ამოუხსნელია ჩემთვის ერთი რამ:
როგორ შეიძლება შენნაირ მოაზროვნეს ეს კითხვა დაებადოს?
აქვე ვიტყვი: პრობლემა კითხვის შინაარსში კი არაა, კი ბატონო, ეგ კითხვა მეც მაინტერესებს, არ მაქვს მასზე რაიმე კონკრეტული პასუხი, თუმცა ვინც ყვება მაგ ვიდეოში თვითონვე ხსნის თავისივე აზრით მიზეზებს და სულ მინიმუმ როგორც ჩანს ეგ ვიდეო სრულად არც გინახავს რადგან ეგ კითხვა მაინც დასვი. სხვათაშორის მე თვითონ მაგ ვიდეოს მას შემდეგ ვუყურე რაც პირველად ეგ კითხვა ფორუმზე ამოვიკითხე. ვუყურე იმიტომ, რომ იმ მიდგომით, რა მიდგომითაც(ვგულისხმობ ცოდვის დაბრალებას) ეგ კითხვა დასმული იყო(შეიძლება აქაც იგივე შემთხვევასთან გვაქვს საქმე, არ ვიცი) უბრალოდ შეუთავსებელი იყო ეს მამა გაბრიელთან და მეც საქმეში გასარკვევად ვუყურე სრულად. თვითონ მაგ ვიდეოშივე, იმდენ საინტერესო რამეს ჰყვება ის პიროვნება მამა გაბრიელზე, რომ არ შეიძლება ადამიანი არ გაოცდე, არ შეიძლება ადამიანს ეჭვი არ გაუჩნდეს, რომ კი მაგრამ ასეთ კეთილშობილ პიროვნებას რანაირად ესადაგება(შენი შეკთხვა იგულისხმება) ასეთი რამეო, აშკარად სხვა ამბავი იქნება რაღაცო... ჰოდა უსამართლობა რომელიც ზემოთ ვახსენე იმაშია, რომ არ შეიძლება ადამიანზე რაიმე დასკვნები გამოიტანო ან იარლიყი გაუკეთო სულ მინიმუმ მანამ, სანამ ოდნავ მაინც თუ არ გაიცნობ. არ გაცნობილზე და ამას გულგრილობასაც(როდესაც ადამიანისთვის ვინმე სულ ერთია) რომ დავუმატოთ - ვხედავთ შედეგს და დასმულ კითხვასაც.
ჩემი პასუხია რომ: გაიცანი მეგობარო, წაიკითხე, გამოიძიე, მოისმინე უამრავი ადამიანის სულ ცოტა ისტორია მაინც და დამიჯერე შენვე დარწმუნდები რამდენად შეუთავსებელი კუთხით სვამ ამ კითხვას, ყველა ეჭვი გაგიქრება თუკი რაიმე გულწრფელად გაწუხებს.
ხომ ყველამ ვიცით რომ არსებობს ერთმანეთთან შეუთავსებელი თვისებები? ხომ არ შეიძლება კეთილშობილიც იყო და ამ დროს შენი კეთილშობილებით ვინმე გააუპატიურო? ხომ არ შეიძლება პატიოსანი იყო და პატიოსნებით ვინმეს რაიმე მოპარო? ხომ არ შეიძლება გიყვარდეს და ამ დროს ვინც გიყვარს მას ავნო? ჰოდა თუკი შეეცდება ნებისმიერი ადამიანი(მეც მეხება), რომ მამა გაბრიელი ნამდვილად გაიცნოს, აღმოაჩენს უსასრულო, უძირო ნამდვილ სიყვარულს.
ძალიან უცნაური მაგალითი უნდა მოვიყვანო, ალბათ ნანახი გექნება მარველის ფილმი როა, თანოსი რომ თავის გოგოს სადღაც კლდიდან ძირს აგდებს. როგორც მახსოვს მანდ ასეთი მოთხოვნა იყო, რომ აი ვინც ყველაზე მეტად გიყვარს ის უნდა გადააგდო კლდიდან რომ ერთ-ერთი ქვა მიიღო.. ჰოდა როგორც კი ვუყურე, ეგ მომენტი ძალიან შეუსაბამოდ მომხვდა თვალში, ფილმია, საინტერესოა, მომწონს კიდეც, არც რაიმე ცვლილებას ვითხოვ ფილმში
ჰოდა შეუსაბამო რატომაა? ჩემი აზრით იმიტომ, რომ არც ერთ განზომილებაში, არც ერთ გარემობაში არ შეიძლება ნამდვილმა სიყვარულმა მოკლას(ან რამე დაუშავოს) სიყვარულის ობიექტი - არამედ სადაც ნამდვილი სიყვარულია, იქ სიყვარულის ობიექტისთვის მოფრთხილება, თავის გაწირვა და მისთვის სიცოცხლის დათმობაა.
ქრისტიანობაში ასეთი სიტყვებიც კი არსებობს: "ცოდვას წილი არ აქვს ჭეშმარიტ სიყვარულთან". ადრეც ვთქვი, მე პირადად, ჩემი 33 წლის ცხოვრების მანძილზე, არ მსმენია, არ შემხვედრია, არ წამიკითხავს ისეთ პიროვნებაზე რომელსაც მამა გაბრიელზე დიდი შთაბეჭდილება მოეხდინოს ჩემზე(იმიტომ რომ პირადად ჩემთვის სიყვარულზე სათაყვანებელი ამ ცხოვრებაში არაფერი არაა, იმიტომ რომ სიყვარულზე დიადი ამ ცხოვრებაშია არაფერი შემხვედრია). მამა გაბრიელი კი იყო ნამდვილი სიყვარულის გამოვლინება, თავისი მთელი ტანჯული და წამებული ცხოვრებით. ხაზი მინდა ერთ რამეს გავუსვა, სასწაულმოქმედი რომ იყო ის კი არ მაოცებს(ერთი წამით არ მეპარება ეჭვი იმაზე, რომ მთასაც გადადგავდა და მიცვალებულსაც გააცოცხლებდა ჩემი პირადი რწმენით) არამედ მისი სიყვარულის სიდიდე და განუზომელობა. თვითონ მამა გაბრიელს აქვს ასეთი სიტყვები: "კეთილი საქმე არის სიყვარული", და მისი ცხოვრება ნამდვილად იყო სიყვარულით და სიკეთით სავსე. მამა გაბრიელი "სალოსობდა", თავის იმ შინაგან სიდიადეს მალავდა, ისეთ უცნაურობებს აკეთებდა რომ ხალხი გიჟად თვლიდა, ამიტომაც სანამ მისი საქმეები გაცხადდა, შეიკრიბა და გაანალიზდა ბევრისთვის ერთი უცნაური ან სულაც გაუგებარი ადამიანი იყო.
თუმცა საუბარი ძალიან გამიგრძელდა, ესაც ცოტაა იმასთან შედარებით რაც შეიძლება მამა გაბრიელზე ვილაპარაკო ჩემი მცირე ცოდნის პატრონმაც კი. მამა გაბრიელი არც ნათესავია ჩემი რაიმე სახით, არც რაიმე დაინტერესება მაქვს რომ გამორჩენას ველოდე ვინმესგან, მე პირადად თვითნ ჩემს ახალგაზრდა წლებში როდესაც პირველად მოვისმინე მის შესახებ, ძალიან ცინიზმით ვიყავი განწყობილი. მაგრამ როდესაც წლებიც მომემატა და როდესაც ცოტა სერიოზულად მომიწია შეხება და გააანალიზება თუ ვინ იყო და რა იყო, შემდეგ მოხდა ჩემი მხრიდან მისი ასეთი სახით აღიარება. ამიტომ თუ გულწრფელი ხართ, დაინტერესდით, გაიცანით და უამრავ საოცრებას აღმოაჩენთ და ეჭვებიც გაგეფანტებათ ბევრ კითხვაზე.
-----------------------------------
ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი კიდევ ერთხელ რომ თემაში შემოგეჭერით, ასევე ბოდიშს ვიხდი რომ არც მართლ-წერაში ვვარგივარ, შეიძლება აზრიც აბდა-უბდად მაქვს ჩამოყალიბებული.
ყველას გისურვებთ სიყვარულს, სიკეთეს და სიხარულს...