ამ ფორუმზე გახსნილი თემებით არ ხდება სრულყოფილად და კომპეტენტურად გაშუქება 7 ნოემბრის მოვლენებისა - და საზოგადოება რწმუნდება - რომ ხელისუფლება შესაძლოა სწორად მოიქცა კიდეც..
ამგვარი "ოპონირებით" ისეთივე ქაქში ვიქნებით როგორშიც ვართ და უკეთესობისაკენ ცვლილება არ იქნება - ამიტომ გადავწყვიტე გამეხსნა ეს თემა - ნუ ააოხრებთ - შეაფასეთ - როგორც ვხედავ ყველანი ვთანხმდებით რომ გამოძიება უნდა შედგეს - ამიტომ ჩამოვაყალიბოთ კანონდარღვევები და ვიმსჯელოთ..
ის ფილმი რომელიც არ გაუშვა სსმ-მ არ არის სრულყოფილი - და მხოლოდ რამდენიმე მომენტზეა ყურადღება გამახვილებული - ისიც არაკომპეტენტურად. მაგალითად ავიღოთ - დაზარალებულად ცნობის საკითხი - მხოლოდ ზიანის მიღების ფაქტი არ არის საკმარისი პირის დაზარალებულად ცნობისათვის. აუცილებელია აღნიშნული განპირობებული იყოს დანაშაულის შედეგად - ხოლო თუკი სამართალდამცავები მოქმედებდნენ კანონის ფარგლებში - მართლსაწინააღმდეგო ქმედება სახეზე ვერ გვექნება.. აგრეთვე არ არის გაშლილი სხვა საკითხები..
შევეცდები ჩამოვთვალო და სადაო ასპექტებიც გამოვყო.. ვცდილობ ვიყო მაქსიმალურად ობიექტური..
1. გადაადგილების უფლების უკანონოდ შეზღუდვა - რეგიონებიდან მოქალაქეთა დედაქალაქში ჩამოსვლას დაბრკოლებას უქმნიდა შსს. ასევე შეზღუდული იყო სარკინიგზო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.
2. 7 ნოემბერს პირველი კანონდარღვევა იყო მოშიმშილეების დარბევა - ყოვლად გაურკვეველი მიზეზით. კარვების გაშლის ნებართვის მოთხოვნა (??) - დასუფთავების სამსახური და ა.შ. აქვე უნდა აღინიშნოს კობა დავითაშვილის გაურკვეველი მიმართულებით გატაცება და სასტიკად ცემა. ამ დროს არც გზა იყო გადაკეტილი და არც არავინ გამოსულა სხვადასხვა მოწოდებებით.
3. მოშიმშილეთა სასტიკად დარბევის შემდგომ პროტესტის მეორე ტალღა - ხალხი რუსთაველის გადაკეტვას ლამობს.. აქ საკითხი უკვე საკამათოა - ვინაიდან მერია არ იყო გაფრთხილებული 7 ნოემბრისთვის სატრანსპორტო მიმოსვლისათვის დაბრკოლების შესაძლო შექმნასთან დაკავშირებით.. თუმცა პოლიციის ხლმძღვანელობა ვალდებული იყო გაეთვალისწინებინა ლეგიტიმური ინტერესის ხარისხი - რა უფრო მაღალი ინტერესი იყო - რუსთაველზე მოძრაობის გათავისუფლება თუ შეკრების უფლების რეალიზაცია მოქალაქეთა მხრიდან.
4. მომიტინგეთა დაშლის შემდგომ მოხდა გადანაცვლება რიყეზე - სადაც ისინი არ უშლიდნენ ხელს მოძრაობას - თუმცა იქ მაინც გამოჩდა სპეცრაზმი - რომელმაც დაიწყო შეკრებილთა სასტიკი დარბევა. ესეც საკამათო საკითხია - ვინაიდან იყო ცალკეული მოწოდებები ხელისუფლების დამთავრების შესახებ. საჭიროა შეფასდეს ამ მოწოდების რეალურობა - თორემ ნებისმიერ მიტინგზე არის მოწოდება - ძირს - უნდა დავამთავროთ და ა.შ. თუმცა საკითხი ნამდვილად არ დგას ცალსახად მომიტინგეთა სასარგებლოდ და სადავოა.
5. პოლიციელთა მიერ გამოყენებული იყო უკანონო (!!!) საშუალებები: რეზინის ტყვიები და გაურკვეველი აპარატები - ასევე ფეთქებადი და მსხვრევადი საგნები - რაც არ არის ჩამოთვლილი კანონში პოლიციის შესახებ და ყველა პოლიციელმა ვინც გამოიყენა ეს საშუალებები და აგრეთვე ბრძანების გამცემმა დაარღვია კანონი.
6. პოლიციელებმა გამოიყენეს კასტეტები - გადატეხილი ჯოხები - ლითონის ბლაგვი საგნები - უკომენტაროდ!!!
7. ბიჭები შავებში - პოლიციელთა მხარდამხარ მომიტინგეებს სასტიკად უსწორდებოდნენ ვიღაც დედა მოტYნულები - ვიღაც უჯიშო ნაბო%რები - რომლებიც გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული სისასტიკით და გამძვინვარებული ურტყამდნენ ყველას ვინც ხელში მოხვდებოდათ - ვინ იყვნენ ისინი - არავინ იცის - პოლიციელებს მათთვის ხელი არ შეუშლიათ - პირიქით!
8. პოლიციელები და ნიღბიანი შავოსნები მისდევდნენ გაქცეულ (!!!) მომიტინგეებს ბოლომდე - როგორც რუსი სალდათები დასდევდნენ ხალხს 9 აპრილს ნიჩბებით - ასევე იქცეოდნენ ესენი - სადარბაზოები - აფთიაქები - ქუჩა ქუჩა - მათი მიზანი არა აქციის დაშლა არამედ ანგარიშსწორება იყო..
9. პოლიცია - რომელიც არის აპოლიტიკური სისტემა - დადიოდა ქუჩაში და ყვიროდა - "ბადრის რა? დედისტYვნა" - "მიშას გაუმარჯოს" - ამ ბრძანების გამცემიც კანონდამრღვევია..
10. პოლიციელები ანადგურებდნენ ქონებას - ლეწავდნენ ვიტრინებს - მანქანებს - იქცეოდნენ ვანდალურად და ამაზრზენად.
11. ურტყამდნენ ყველას განურჩევლად ასაკისა - სქესისა - ურტყამდნენ ჯგუფურად - როგორც მოსისხლე მტერს ისე უსწორდებოდნენ.. არ უწევდნენ დაზიანებულ ადამიანებს სამედიცინო დახმარებას - პირიქით კიდევ უმატებდნენ ზემოდან..
12. იმედის დარბევა - სამების ტაძარში სპეცრაზმის შესაძლო შეჭრასთან დაკავშირებით მიქიაშვილის მიერ გადაცემული ინფორმაციის საფუძველზე (??) დაარბიეს ტელევიზია - დალეწეს აპარატურა - ცემეს ჟურნალისტები - დაარბიეს იქ გამართული აქცია.
13. დედაქალაქის მასშტაბით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად - სასტიკად დაარბიეს მშვიდობიანი მიტინგი ბათუმში.
7 ნოემბრის მოვლენებზე კურიერ P.S. -ის ჟურნალისტმა მოამზადა სიუჟეტი - რომელიც ეთერში არ გაუშვეს - ეს ჟურნალისტი მას შემდეგ იქ აღარ მუშაობს. ეს სიუჟეტები გაცილებით კომპეტენტურად და სიუჟეტის კვალობაზე თითქმის ამომწურავად ასახავს ნოემბრის მოვლენებს
http://www.myvideo.ge/?video_id=165058http://www.myvideo.ge/?video_id=165075უნდა მოხდეს ყველა ზემოთჩამოთვლილი საკითხის გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა - ამ დრომდე პროკურატურამ მხოლოდ მომიტინგეთა შორის იპოვა კანონდამრღვევები..
მათ შორის - უნდა აღინიშნოს - რომ უმოწყალოდ იქნა ნაცემი ერთ-ერთი სპეც-რაზმელი - რომელსაც სამაგიერო მიუზღეს ეგზალტირებულმა მოქალაქეებმა და ეს აუცილებლად საჭიროებდა სამართლებრივ რეაგირებას!
ყოველგვარი იაფფასიანი ჭყლოპინის გარეშე - გინების გარეშე - შევაფასოთ სამართლებრივი მხარე და გამოვთქვათ მოსაზრებები..
ის რაც მოხდა მაშინ - არის ჩვენი ყველას სირცხვილი და ტკივილი - დამნაშავეები უნდა დაისაჯონ - თორემ კიდევ იქნება ესეთი დღეები - კიდევ ბევრჯერ გვეტკინება და შეგვრცხვება..
ვცან სიმოკლე ბოროტისა - კეთილია მისი გრძელი
ჩვენ ისედაც ცოტანი ვართ და ძალიან გვჭირდება შიგნიდან გაძლიერება - ამას კი მიწაში თავის ჩარგვით ვერ მოვახერხებთ - ვუწოდოთ ყველაფერს თავისი სახელი!!
მე მივდივარ 7 ნოემბერს მიტინგზე - იმსათვის რათა დავაფიქსირო ჩემი პროტესტი უგუნურებისა და უსამართლობის მიმართ.. მაგრამ ვაპირებ მალევე დავუბრუნდე ჩემს სამუშაო ადგილს - არავითარი მიშა გადადექის დრო ახლა არ არის!!!
ნუ დავჭამთ ერთმანეთს და ნუ დავიბნელებთ გონებას - არასოდეს დავუშვათ 7 ნოემბრის განმეორება!!!
რაც მტრობას დაუნგრევია - სიყვარულს უშენებია
პატივისცემით - carlito