forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (2) 1 [2]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> სასტუმროების ვაკანსიები დუბაიში და მის გარშემო, მხოლოდ დაკვალიანება(უფასოდ)
senpai
хранитель слов


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11652
წევრი No.: 107164
რეგისტრ.: 10-December 09

გამოგზავნილია: 13 Nov 2018, 14:58  #53770147      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Miria
საინტერესო და სასარგებლო ინფოებს წერ, მადლობა.

კიდევ ერთი საკითხი თუ შეიძლება რომ დაწერო. კონკრეტულად იქ ცხოვრების დონე და ხალხი(იქაური მაცხოვრებლები) როგორია.
Miria
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2650
წევრი No.: 48591
რეგისტრ.: 5-December 07

გამოგზავნილია: 14 Nov 2018, 01:47  #53773355      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
senpai
არაფერს
smile.gif

ყველანაირი დონეა იქ: ბინძურ ბარაკებსაც ნახავ პაკისტანებით/ავღანელებით/ბანგლადეშელებით დასახლებულს და მდიდრების ვილებსაც და ცათამბჯენებსაც.
smile.gif

ადგილობრივები - ძალიან წესიერი ხალხია, დარბაისელი, როგორც აღვნიშნე.
ზედმეტს არც შენ გაკადერებენ და არც თვითონ იკადრებენ.

ახალგაზრდების უმრავლესობა განათლებულია.
ბევრ მათგანს საზღვარგარეთ აქვს უმაღლესი განათლება მიღებული.(სახელმწიფო აფინანსებს მათ სწავლას).

ერთი ქუჩაა, სადაც საღამოობით (ხუთშაბათს და პარასკევს) თავისი ძალიან ძვირი მანქანებით დასეირნობენ ადგილებრივი გოგო-ბიჭები და შეგიძლია გახვიდე და მანქანები დაათვალიერო
wink.gif

მთვრალ ხალხს ვერ ნახავ ვერსად გარდა ღამის კლუბებისა.

თუ რამე ''გამომრჩა'' - მკითხე და ვეცდები გიპასუხო
smile.gif


--------------------
ეეეეეეეეჰჰ

....................................

როს კარგავენ-მის ფასს მერე იგებენ
....................................

მამრობითი სქესის ადამიანები გადაშენდნენ....................?
LUXURY PLAN
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 284
წევრი No.: 129067
რეგისტრ.: 22-March 11

გამოგზავნილია: 14 Nov 2018, 03:34  #53773567      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
-----------------------------------------------------------------------------------
simohaya
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1479
წევრი No.: 233841
რეგისტრ.: 16-July 17

გამოგზავნილია: 15 Nov 2018, 02:26  #53779384      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ასაკს მნიშვნელობა აქვს...

33 ის ვარ

მასაჟის კურსები რომ გავიარო აქ და წავიდე დუბაიში გამოვა რამე...

ერთი ორი წელი დავრჩებოდი
Miria
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2650
წევრი No.: 48591
რეგისტრ.: 5-December 07

გამოგზავნილია: 15 Nov 2018, 02:36  #53779402      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
simohaya
მასაჟისტები, თანამშრომლები მაქსიმუმი 40-43 წლისები მყავდა.
არ არის პრობლემა 33 წელი.
smile.gif

გაიარეთ მასაჟის კურსები.
აიღეთ სერთიფიკატი.
პრაქტიკა გაიარეთ ახლობლებზე, მეგობრებზე.(მასაჟის კურსების დროსაც არის პრაქტიკა).

შემდეგ შეგიძლიათ დამიკავშირდეთ და გეტყვით რა და როგორ უპასუხოთ სპას მენეჯერის შეკითხვებს ინტერვიუზე.
smile.gif

აგიხსნით ყველაფერს რაც საჭიროა.

პ.ს. სივიში ცოტა ტყუილის ჩაწერა მოგიწევთ, რომ ვითომ ნამუშევარი ხართ უკვე სპაში მასაჟისტად.
ამასაც მოვიფიქრებთ რამეს - როგორ დავწეროთ.
smile.gif

simohaya
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1479
წევრი No.: 233841
რეგისტრ.: 16-July 17

გამოგზავნილია: 15 Nov 2018, 02:39  #53779405      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Miria
ძალიან კარგი...გავივილი მასაჟის კურსებს და დაგიკავშირდები...

თუ ფულის შეგროვებას შევძლებ...კი გავჩერდები 22 წელი biggrin.gif
Miria
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2650
წევრი No.: 48591
რეგისტრ.: 5-December 07

გამოგზავნილია: 15 Nov 2018, 04:31  #53779493      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
simohaya
QUOTE
თუ ფულის შეგროვებას შევძლებ...კი გავჩერდები 22 წელი biggrin.gif

გააჩნია რამდენის შეგროვება გინდა smile.gif
მე წელიწადნახევარში 9 000$+ შევაგროვე ისე რომ არაფერი მოვაკელი ჩემს თავს.
რომ მოიკლო - უფრო მეტს შეაგროვებ smile.gif
tornik321
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 341
წევრი No.: 167125
რეგისტრ.: 13-May 13

გამოგზავნილია: 26 Nov 2018, 08:11  #53837302      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Miria
სასტუმროში ყველაზე მნიშვნელოვანი პირების ხელფასი არ გითქვამს :დ მზარეულს რამდენი აქვს ხელფასიი ისე მაგ ქვეყნისთვისს ძაან დაბალი ხელფასებიაა ისრაელში რამე ფაბრიკაში რომ იმუშაო ან საწყობში 3000 ევროს იხდიან როგორც გავიგე დამლაგებელს აქვს მარტო დღეში 50 დოლარი
Miria
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2650
წევრი No.: 48591
რეგისტრ.: 5-December 07

გამოგზავნილია: 26 Nov 2018, 10:22  #53837541      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
tornik321
ვისი ხელფასებიც ვიცი - დავწერე smile.gif
ცივ სალათებზე მომუშავე დამწყების ხელფასი მგონი 550$-680$-ია.
მერი არ ვიცი.
მზარეულების რამოდენიმე კატეგორიაა (შეფი, ქომის 1, ქომის 2, ქომის 3, სოუს შეფი, ქეთერიგნის შეფი) და ალბათ სხვადასხვა ხელფასები აქვთ რომელიც მე არ ვიცი.
smile.gif

ისრაელში რა ხდება - წარმოდგენა არ მაქვს ხელფასებთან დაკავშირებით.
ის ვიცი, რომ ისრაელი სავსეა არალეგალებით და დუბაიში კი - სამუშაო კონტრაქტით და სამუშაო ვიზით, ლეგალურად მუშაობ და არალეგალები თითქმის არ ჰყავთ ვიღაც მაწანწალა, რამოდენიმე ბანგლადეშელის გარდა.

პ.ს. მე პირადად არალეგალურად არსად არ ჩავსულვარ(არც ერთ ქვეყანაში), არც არალეგალურად დავრჩენილვარ და არც არალეგალურად მიმუშავია.
ჩემი სტილი არ არის ასეთი ცხოვრება.
რა თქმა უნდა დიდი არჩევანია სამყაროში - სად წავალთ და რას გავაკეთებთ.
tornik321
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 341
წევრი No.: 167125
რეგისტრ.: 13-May 13

გამოგზავნილია: 26 Nov 2018, 16:01  #53839117      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Miria
კი არალეგალურად არიან ვისგანაც გავიგე საწყობში ვართო და 3000 გვააქვს ხელფასიო ერთმა სადარბაზოს ვალაგებო და 100 დოლარს მიხდიანო biggrin.gif

და რაც შეეხება ემირატებიი ისეთი ქვეყანაა ჩემი აზრით სამარცხვინო ხელფასებია 1000 ლარს აქაც იხდიან მზარეულზე და რა აზრიაქვს წასვლას ამ პოზიციაზე ნუ არცერთგან არის მეტი გარდა იმისა მასაჟისა როგორც აღნიშნეე როგორც თქვი შენ მე მასაჟისტად ვიყავიო მე ამ ბოლოდროსს მიზიდავსს სხეულის ბალანსი რაღაც საოცრად მინდა შევისწავლო სადმე მაგრამ მეეჭვება საქართველოში იყოს მსგავსი რამ ერთი ვიცი საქართველოში მასაჟუს მხრივ არის ბანალოგიური ყველაზე კარგი ორთაჭალაში ლია და ნიკოლოზი ამათი არის თუ არ ვცდები
neo>
თრინითის შეყვარებული!


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1192
წევრი No.: 226782
რეგისტრ.: 8-December 16

გამოგზავნილია: 26 Nov 2018, 23:21  #53841270      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა

Miria
მადლობა ინფოსთვის
ისე, ზოგი ვაკანსიისთვის მგონი არ ღირს წასვლა, რასაც აქ იხდიან,, ბევრი საინტერესოა

იცი რა მაინტერესებს, იქ დარჩენა ან საცხოვრებელი ვიზის აღება შეიძლება? ან რა პიორბებია, ამისთვის საჭირო


--------------------
თრინითის შეყვარებული!
Miria
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2650
წევრი No.: 48591
რეგისტრ.: 5-December 07

გამოგზავნილია: 29 Nov 2018, 01:19  #53853977      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
tornik321
თბილისში მხოლოდ 2 ბრენდ-სპა არის, რამდენადაც მე ვიცი.
ერთი არის საზურაო აუზზე, ''კლუბი 71''...
ელემისის ბრენდის სპა არის (სამწუხაროდ ჯაკუზი, საუნა, ორთქლის ოთახი არ აქვთ სპაში. მხოლოდ ერთი, ცივი მოსასვენებელი ოთახი აქვთ. და რამოდენიმე მასაჟის ოთახი თავისი საშხაპეებით. რაღაც კონკრეტული თანხა უნდა დაამატო მასაჟის თანხას ან მასაჟის ფასმა უნდა მიაღწიოს რაღაც კონკრეტულ თანხას, რომ უფლება დაგრთონ აუზში იცურაო ან აუზთან მდებარე საუნებით ისარგებლო. კარგი საუნა აქვთ).

მეორე სპა არის რადისონში, ანა სიმონეს ბრენდის.
დიდი არაფერი, მე თუ მკითხავ.
ერთხელ ვიყავი და მასაჟისტკა მეკაჩავა, რასაც ჰქვია
rolleyes.gif
(ქართულ სერვისში ხომ მოსული პონტია კლიენტს ეკაჩავო და ეძველბიჭო.. თან ქალი მასაჟისტი იყო).
smile.gif

პ.ს. ავალიანებთან ნასწავლი მასაჟის გადასწავლა მოგიწევს იქ რომ ჩახვალ.
სპა-მასაჟს ცოტა სხვა ილეთები აქვს.
მაგრამ მათი სერთიპიკატით ჩვეულებრივ მიგიღებენ დუბაიში.
იქ არ უყურებენ სად აიღე სერთიფიკატი, არ ამოწმებენ.


* * *
neo>
ნეო, მე სასტუმროს ვაკანსიები დავწერე, რადგან შიგნიდან ვიცი რა ხდება და როგორ და ა.შ.

არის, რა თქმა უნდა, სხვა ვაკანსიებიც.
ძალიან ბევრი კენძო სკოლა და ბაღია.
შეგიძლია პედაგოგად წახვიდე (თუ შესაბამისი განათლება გაქვს) და გქონდეს მაღალი ხელფასი.

ერთ ეგვიპტელს, რომელსაც მოგვიანებით ჰქონდა ბრიტანეთის მოქალაქეობა და 8 წელი ცხოვრობდა ბრიტანეთში - ასწავლიდა ინგლისურ ენას კერძო სკოლაში.
ხელფასი ჰქონდა 1 900$ თვეში.
550$-ად შეგიძლია სტუდიო ბინა იშობო ქირით სადაც გადასახადები და ინტერნეტიც შედის და დანარჩენი გადაანაწილო ყოველდღიურ ხარჯებზე და + გვერდითაც გადადო.

მეგობარი მყავს ყატარში, რომელიღაც ფირმის მთავარი ბუღალტერია (არაბული და ინგლისური იცის) - 5 480$ აქვს ხელფასი თვეში.

შენც შეგიძლია წახვიდე ბუღალტრად - თუ იცი ბუღალტერია და შესაბამისი დიპლომი/სერთიფიკატები გაქვს.
ბანკში შეგიძლია იმუშაო - თუ შესაბამისი განათლება გაქვს.

ავიახაზებში შეგიძლია იმუშაო სხვადასხვა პოზიციებზე(სტუარდესა, აეროპორტის ოპერატორი და ა.შ.).

QUOTE
იქ დარჩენა ან საცხოვრებელი ვიზის აღება შეიძლება?

იქ შეგიძლია დარჩე - თუ ცხოვრების უფლება გაქვს.
ცხოვრების უფლება შეგიძლია მოიპოვო სამუშაოდ თუ ჩახვალ ამ შემთხვევაში (როგორც კი შეგიწყვეტენ კნტრაქტს - მაშინვე გაგიუქმებენ ვიზას და ვიზის გაუქმებიდან 28 დღის განმავლობაში ან ახალი სამუშაო უნდა იშოვო და შენმა ახლამა კომპანიამ შეიტანოს განაცხადი შენს სამუშაო ვიზაზე - ან უნდა დატოვო ქვეყანა).
ან შენი მეუღლე თუ მუშაობს ემირატებში და შესაბამისი შემოსავალი და საცხოვრებელი აქვს - შეუძლია გაგიკეთოს ''მეუღლის ვიზა''.
ასეთ შემთხვევაში აუცილებელი არ არის შენც გქონდეს სამუშო.
მაგრამ დიდი პრივილეგია გექნება სამუშაოს შოვნისთვის - თუ შენი მეუღლის ვიზით იქნები ქვეყანაში.

თუ გადააცილე დროს და უვიზოდ დარჩი, არალეგალურად - როცა გიპოვიან. აღმოგაჩენენ - მაშინვე სადეპორტოში გაგიშვებენ და გამოგაგზავნიან შენს ქვეყანაში.

პ.ს. უვიზოდ სამუშაოს ფაქტიურად ვერ იშოვი.

This post has been edited by Miria on 29 Nov 2018, 01:33
სანდო
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 17
წევრი No.: 246853
რეგისტრ.: 25-November 18

გამოგზავნილია: 29 Nov 2018, 22:23  #53859225      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Miria

ყოჩაღ რა დეტალური ინფოა. იშვიათია ადამიანი ვინც დროს დახარჯავს მსგავსი დაწვრილებითი ინფორმაციის გავრცელებაში. Good job! smile.gif

neo>
თრინითის შეყვარებული!


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1192
წევრი No.: 226782
რეგისტრ.: 8-December 16

გამოგზავნილია: 30 Nov 2018, 16:12  #53862841      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Miria
ვახ შენ გაიხარე
ასეთი დეტალური პასუხი პირველად წავიკითხე biggrin.gif 2kiss.gif
უღრმესი მადლობა
Miria
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2650
წევრი No.: 48591
რეგისტრ.: 5-December 07

გამოგზავნილია: 8 Dec 2018, 00:13  #53900836      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
neo>
სანდო
არაფერს.
My pleasure.

bis.gif
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (2) 1 [2]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0231 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]