Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ფლორა და ფაუნა > თევზები და აკვარიუმები LVI


Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 15 Feb 2020, 13:49
user posted image
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

* * *


Posted by: kobebryant 27 Feb 2020, 11:37
რაღაც ნამეტანი მიაგდეთ ეს თემა, აბა, მოვიდნენ ჩემი სტელსები biggrin.gif
user posted image

Posted by: levaa 28 Feb 2020, 20:10
გამარჯობა, 20 ლიტრიანი პატარა აკვარიუმი მაქვს და მინდა ცივი წყლის თევზები ჩავსვა, 1 წლის წინ მყავდა მაგრამ მგონი არაკომპეტენტურმა გამყიდველმა მომატყუა.

რამდენ თევზს აიტანს?
რამხელა ფილტრი მჭირდება?
წყალი რა სიხშირით ვუცვალო და რა რაოდენობა?
სად დავდგა? გამიგია ფანჯარასთან ახლოს არ უნდა იყოსო

Posted by: kobebryant 1 Mar 2020, 11:43
levaa
QUOTE
გამარჯობა, 20 ლიტრიანი პატარა აკვარიუმი მაქვს და მინდა ცივი წყლის თევზები ჩავსვა

გაგიმარჯოს.
ვერც ერთს. 20 ლიტრი 1 თევზისთვისაც ძალიან პატარაა...

მაგ აკვარიუმისთვის თბილი წყლის პატარა მშვიდობიანები უნდა აარჩიო, მაგალითად გუპიები, ნეონები, კორიდორასები, 1 ცალი ბეტა (მამლაყინწა)...

Posted by: levaa 1 Mar 2020, 12:37
kobebryant

აბა რაღატომ ყიდიან ეს უპატრონოები ეგეთ პატარა აკვარიუმებს :/

ან ოფისებშI ერთ ციცქნა აკვარიუმებში ორმ უზით თევზები რანაირად ყავთ ტო

Posted by: kobebryant 1 Mar 2020, 12:58
levaa
QUOTE
აბა რაღატომ ყიდიან ეს უპატრონოები ეგეთ პატარა აკვარიუმებს :/

აი ამიტომ:
QUOTE
მაგ აკვარიუმისთვის თბილი წყლის პატარა მშვიდობიანები უნდა აარჩიო, მაგალითად გუპიები, ნეონები, კორიდორასები, 1 ცალი ბეტა (მამლაყინწა)...


QUOTE
ან ოფისებშI ერთ ციცქნა აკვარიუმებში ორმ უზით თევზები რანაირად ყავთ ტო

როგორ და მოუკვდებათ 1 ოქროს თევზი ორიოდ თვეში, სხვას მოიყვანენ და ა.შ...

Posted by: Krusty_the_Clown 1 Mar 2020, 13:34
kobebryant
რა ლამაზი სკალიკოები გყავს <3
მეც მყავს, ოღონდ მუქ ფერებში. ერთი მყავდა, მრგალიტისებრი, წლების იყო უკვე, სამწუხაროდ დამეღუპა sad.gif
ხომ არ გყავს ზედმეტი ეგეთი ფერის სკალიკო?)

Posted by: kobebryant 1 Mar 2020, 17:01
Krusty_the_Clown
QUOTE
რა ლამაზი სკალიკოები გყავს <3

ხოოო, ეგენი ჩემი სტელსუკები არიან, 2 სანტიმეტრის სიგრძირები იყვნენ სულ, რომ მოვიყვანე, გაიზარდნენ და გავირდნენ smile.gif თან ორივე მამალი გამოგდა და ძიძგილაობენ სულ smile.gif
სკალარიები არ მომწონდა ზოგადად, ესენი სულ თეთრები რომ იყვნენ, მომხიბლა ნამეტანი smile.gif ...
QUOTE
ხომ არ გყავს ზედმეტი ეგეთი ფერის სკალიკო?)

სამწუხაროდ არა, ეს 2 ცალი მყავს მარტო...
* * *
გუპიამ იმშობიარა და ეს მამაძაღლები ნახეთ ერთი biggrin.gif
user posted image

Posted by: PAINKILLER 2 Mar 2020, 13:21
kobebryant


მეც 2 სკალარია მყავდა ორივე მამლები, 2-3 სმ-ის იყვნენ ჩემებიც რომ ვიყიდე, რომ გაიზარდნენ ჩხუბიც დაიწყეს, ვერ იყოფდნენ ტერიტორიას 100 ლიტრიან აკვაში biggrin.gif




ერთი შარშან მომიკვდა, მეორე 2 კვირის წინ გარდაიცვალა, ეს ალბათ ბუნებრივი სიკვდილით წავიდა, როგორც ვიცი 5-6 წელზე მეტს არ ცოცხლობენ ეგენი...




შენი სულ თეთრები მართლა ლამაზებია smile.gif მე ოქროსფერლაქებიანები მყავდა













ახლა ვაპირებ აკვარიუმის განახლებას და მინდა ციხლიდები ვცადო, რომლებს მირჩევთ 100 ლიტრიან აკვაში და რამდენს?? ისე რომ ერთმანეთი არ დაჭამონ biggrin.gif



levaa

მამლაწყინწა (იგივე ბეტა) იყიდე, სხვა მეტი მაგ აკვარიუმისთვის არ გამოდგება...
* * *
QUOTE (kobebryant @ 27 Feb 2020, 11:37 )
რაღაც ნამეტანი მიაგდეთ ეს თემა, აბა, მოვიდნენ ჩემი სტელსები biggrin.gif
user posted image

რა მცენარეები გაქვს და როგორ უვლი???




თუ ხელოვნურებია? user.gif

Posted by: Krusty_the_Clown 2 Mar 2020, 13:42
kobebryant
ძალიან მაგარი ტიპები არიან, მე მომწონს სკალარიები love.gif
ვა, სამშობიარო კონტეინერი ცალკე გაქვს? up.gif

PAINKILLER
QUOTE
ახლა ვაპირებ აკვარიუმის განახლებას და მინდა ციხლიდები ვცადო, რომლებს მირჩევთ

მოგბეზრდა მშვიდობიანები?)
მე ვერაფერს გირჩევ, ნაკლებად ვერკვევი ციხლიდებში. ზოგადი შკალებია ნეტში, რა რასთანაა თავსებადი და და მაგის მიხედვით მოაწყვე. ისე, ევოლუციურად მაღალ საფეხურზე არიან ციხლიდები და საინტერესო ჰაბიტუსები აქვთ biggrin.gif მაგრამ მე ჩემს მშვიდობიანებს ვერ ველევი...

Posted by: PAINKILLER 2 Mar 2020, 16:01
QUOTE
მოგბეზრდა მშვიდობიანები?)


Krusty_the_Clown


არც მაინცდამაინც, უფრო ბანალური მიზეზი მაქვს, დაიხოცნენ ყველა biggrin.gif


QUOTE
ზოგადი შკალებია ნეტში, რა რასთანაა თავსებადი და და მაგის მიხედვით მოაწყვე


მარტო ციხლიდები მინდა, ამიტომ შეთავსების პრობლემა არ უნდა ჰქონდეთ


QUOTE
ისე, ევოლუციურად მაღალ საფეხურზე არიან ციხლიდები და საინტერესო ჰაბიტუსები აქვთ


ხო რა, უფრო საინტერესო ტიპები არიან smile.gif





QUOTE
მე ვერაფერს გირჩევ, ნაკლებად ვერკვევი ციხლიდებშ



ვინმე კაი მცოდნე აღარავინ შემოდის აქ? biggrin.gif

Posted by: კულე 2 Mar 2020, 18:16
PAINKILLER
მე მყავს ციხლიდები 150 ლიტრიან აკვარიუმში, ოღონდ ბევრნი არ არიან, მიუხედავად ამისა მაინც ჩხუბობენ. შედეგად შვიდი თევზიდან ოთხი აღარ არის ამ ქვეყანაზე. ეს სამი ჯერ-ჯერობით ცხოვრობს ერთად მაგრამ მაინც აქვთ ხოლმე სიგიჟის პერიოდი, უბრალოდ 150 ლიტრიან აკვარიუმში მხოლოდ ესენი არიან და შესაბამისად შეძლებისდაგვარად იტანენ ერთმანეთს.
100 ლიტრიანშიც შეგიძლია რამდენიმე წყვილი ციხლიდის გაშვება, რომლებიც შედარებით მშვიდობიანი ხასიათის არიან. მაგალითად: ერთი მამალი ცირილიუსი და რამდენიმე დედალი. აულონაკარებიც შეიძლება, ჯამში 6-7 თევზზე ბევრი რო არ გამოვიდეს ისე. პლუს სამალავები მოუწყვე ქვებით და ეგაა, მოვლა შენ არ შეგეშლება და კი იცხოვრებენ ბედნიერად.
(გამორიცხული არ არის რომ ამ "მშვიდობიანებმაც" კი დაჭამონ ერთმანეთი, მაინც ციხლიდები არიან და მეორე დღეს რა დაგხვდება აკვარიუმში არავინ იცის)

Posted by: PAINKILLER 4 Mar 2020, 10:30
კულე

ხო რავიცი, მეც ეგრე 5-6 ცალს ვფიქრობ, შედარებით პატარა ზომის მინდა ავარჩიო, რომ მოძრაობის და დამალვის საშუალება ჰქონდეთ...




შენს ციხლიდებს რით კვებავ? რამე განსაკუთრებული სჭირდებათ თუ სტანდარტული საკვებიც წავა?


მე ამის ყიდვას ვფიქრობ

https://www.amazon.com/Tetra-TetraCichlid-Cichlid-Advanced-8-82-Ounce/dp/B000OQRK94/ref=sr_1_1?crid=364P7VEYKS53N&keywords=tetra+cichlid+crisps&qid=1583303315&sprefix=Tetra+ci%2Caps%2C286&sr=8-1



Posted by: kobebryant 5 Mar 2020, 11:23
PAINKILLER
QUOTE
მეც 2 სკალარია მყავდა ორივე მამლები, 2-3 სმ-ის იყვნენ ჩემებიც რომ ვიყიდე, რომ გაიზარდნენ ჩხუბიც დაიწყეს, ვერ იყოფდნენ ტერიტორიას 100 ლიტრიან აკვაში

არა, აქ სხვა რამეშია საქმე, სკალარიები არ არიან სხვა ციხლიდებივით ტერიტორიულები. უფრო ძიძგილაობენ-ის პონტში biggrin.gif თორემ ერთად არიან ისე სულ smile.gif

QUOTE
ახლა ვაპირებ აკვარიუმის განახლებას და მინდა ციხლიდები ვცადო, რომლებს მირჩევთ 100 ლიტრიან აკვაში და რამდენს?? ისე რომ ერთმანეთი არ დაჭამონ

100 ლიტრიანი აკვა არანაირი ციხლიდებისთვის არ გამოდგება. ციხლიდები ნორმალურად რომ გყავდეს, ერთი სახეობის 5-6 ცალი მაინც უნდა გყავდეს. 3 სახეობა მაინც ხომ უნდა იყოლიო. ეგეც შენი 20 თევზი. რამხელები იზრდებიან, კი გეცოდინება და წარმოიდგინე აბა, ეგ 20 თევზი და + სამალავები smile.gif ...
მოკლედ, მარაზმია რა, გირჩევ შეეშვა yes.gif
მაგრამ თუ არ გაიჯერებ და მაინც ცდი, შედარებით წყნარები ჩასვი, აულონოკარა, დელფინი, იელოუ...
QUOTE
რამე განსაკუთრებული სჭირდებათ თუ სტანდარტული საკვებიც წავა?

არაფერი უნდა განსაკუთრებული, ტეტრას ფირფიტებს ვაჭმევდი მე, + გაყინულ მოტილს.
QUOTE
რა მცენარეები გაქვს და როგორ უვლი???
თუ ხელოვნურებია?

ხელოვნური მცენარეები ადგილი, მხოლოდ მაღაზიის თაროებზე და ვიტრინებშია biggrin.gif
ტაილანდური გვიმრაა და ლუდვიგია + ნაცოდვილები რქაფოთოლა, ჭამენ სკალარიები smile.gif
ზედმეტს არაფერს ვუშვები, ცეო და რამე, შესაფერისი გრუნტი, ბალანსი აკვაში, ნორმალური ტემპერატურა და განათება.
Krusty_the_Clown
QUOTE
ვა, სამშობიარო კონტეინერი ცალკე გაქვს?

ხო, ახლახანს ვიყიდე, იქამდე არაფერი გამიმრავლებია smile.gif
შეჭამენ ისე, საერთო აკვაში smile.gif

Posted by: PAINKILLER 5 Mar 2020, 11:36
QUOTE
არა, აქ სხვა რამეშია საქმე, სკალარიები არ არიან სხვა ციხლიდებივით ტერიტორიულები. უფრო ძიძგილაობენ-ის პონტში  თორემ ერთად არიან ისე სულ

kobebryant

სკალარიაც ციხლიდების ოჯახიდან არის და ზუტად რომ ტერიტორიული თევზია, მაგის გამო ჩხუბობენ მეტი სხვა მიზეზი არა აქვთ smile.gif


ყველა სხვა თევზი დაჩაგრეს ბოლოს თვითონ დარჩნენ მარტო აკვარიუმში




QUOTE
100 ლიტრიანი აკვა არანაირი ციხლიდებისთვის არ გამოდგება. ციხლიდები ნორმალურად რომ გყავდეს, ერთი სახეობის 5-6 ცალი მაინც უნდა გყავდეს. 3 სახეობა მაინც ხომ უნდა იყოლიო. ეგეც შენი 20 თევზი. რამხელები იზრდებიან, კი გეცოდინება და წარმოიდგინე აბა, ეგ 20 თევზი და + სამალავები  ...
მოკლედ, მარაზმია რა, გირჩევ შეეშვა
მაგრამ თუ არ გაიჯერებ და მაინც ცდი, შედარებით წყნარები ჩასვი, აულონოკარა, დელფინი, იელოუ...



არ მინდა მაინცდამაინც 2-3 სახეობა, ან თუ მეყოლება ყველა თითო-თითო


აკვარიუმს ვერ გამოვცვლი და ციხლიდები მინდა რატომღაც smile.gif ავარჩევ რამე შედარებით პატარა ზომის და წყნარ თევზებს


QUOTE
ტაილანდური გვიმრაა და ლუდვიგია + ნაცოდვილები რქაფოთოლა, ჭამენ სკალარიები
ზედმეტს არაფერს ვუშვები, ცეო და რამე, შესაფერისი გრუნტი, ბალანსი აკვაში, ნორმალური ტემპერატურა და განათება.


აი ეგ ცეოები და რამეები მეზარება თორემ მეც მოვაშენებდი მცენარეებს smile.gif





მე ასეთი სკალარები მყავდა, ზუსტად ამ შეფერილობით, Koi Angelfish ჰქვია

user posted image

Posted by: kobebryant 5 Mar 2020, 12:26
PAINKILLER
QUOTE
სკალარიაც ციხლიდების ოჯახიდან არის და ზუტად რომ ტერიტორიული თევზია, მაგის გამო ჩხუბობენ მეტი სხვა მიზეზი არა აქვთ smile.gif

ციხლიდების ოჯახიდანაა კი, მარიტომაც გითხარი სხვა ციხლიდებივით მეთქი wink.gif
გაცილებით ნაკლებად ტერიტორიულია, ვიდრე მართალი ციხლიდები smile.gif
ჩემები სულ ერთად არიან, ტერიტორიის გამო რომ ჩხუბობდნენ, გვერდიგვერდ კი არ იხსდებოდნენ smile.gif
ისე კი, ერთი სახეობის ყველა თევს ერთნაირი ხასიათი ვერ ექნება. რამდენი წამიკითხავს, ის შემიჭამა, ამას ერჩიცო, მაგრამ ამათთან 2 სანტიმეტრიანი რამირეზები და გუპიები ისხდნენ, არც მაშინ ერჩოდნენ რამეს და არც ახლა, რომ წამოიზარდნენ, ერთმანეთთან ძიძგილაობენ მარტო smile.gif
QUOTE
არ მინდა მაინცდამაინც 2-3 სახეობა, ან თუ მეყოლება ყველა თითო-თითო

საქმეც იმაშია, რომ თითო ვერ გეყოლება, რამდენიმე უნდა იყოს, კარგად რომ იყვნენ. ნუ, ცადე, თუ გინდა, მაგრამ მე რომ ვცადე, კი გავაჩუქე მერე მალევე biggrin.gif
ნუ, მე ერთმანეთს რომ დასდევენ თევზები, ეგ არ მევასება, თორემ ზემოთ რაც ჩამოგითვალე, ის თევზები რომ ჩასვა, აფრიკები ანუ, მაგათ სხვა თევზების მოკვლა არ ახასიათებთ ზოგადად, მაქსიმუმ დაჩაგრონ smile.gif
QUOTE
ავარჩევ რამე შედარებით პატარა ზომის და წყნარ თევზებს

პატარა და შედარებით წყნარები კი მყავს აგერ მშვიდობიანებთან, სკალარიები და რამირეზები biggrin.gif
QUOTE
აი ეგ ცეოები და რამეები მეზარება თორემ მეც მოვაშენებდი მცენარეებს

ყველასთვის არაა აუცილებელი ცეო და სპეციალური განათება, რაც მაქვს კი გითხარი, + ვალისნერიებიც შეიძლება და არის კიდევ რაღაცეები მასეთი, ოღონდ ციხლიდებთან მცენარეები ვერა smile.gif

Posted by: PAINKILLER 5 Mar 2020, 12:41
QUOTE
ჩემები სულ ერთად არიან, ტერიტორიის გამო რომ ჩხუბობდნენ, გვერდიგვერდ კი არ იხსდებოდნენ

kobebryant

ერთმანეთთან ჩემებიც იშვიათად ჩხუბობდნენ, სხვა მშვიდობიანები დაჩაგრეს ყველა, ბოლოს 2 ბარბუსი დარჩა შეშინებულები კუთხეში იმალებოდნენ, დანარჩენი აკვარიუმის ტერიტორია სკალარებს ჰქონდათ დაკავებული smile.gif


QUOTE
ზემოთ რაც ჩამოგითვალე, ის თევზები რომ ჩასვა, აფრიკები ანუ, მაგათ სხვა თევზების მოკვლა არ ახასიათებთ ზოგადად, მაქსიმუმ დაჩაგრონ


ხო ალბათ აფრიკულებს ჩავსვამ, ეგენი ზომით შედარებით პატარები და ცოტა წყნარები არიან, რაც გამიგია smile.gif


QUOTE
ოღონდ ციხლიდებთან მცენარეები ვერა


ხოდა არც მინდა, სად მაქვს მაგის ნერვები biggrin.gif

Posted by: kobebryant 5 Mar 2020, 12:51
PAINKILLER
QUOTE
ერთმანეთთან ჩემებიც იშვიათად ჩხუბობდნენ, სხვა მშვიდობიანები დაჩაგრეს ყველა, ბოლოს 2 ბარბუსი დარჩა შეშინებულები კუთხეში იმალებოდნენ, დანარჩენი აკვარიუმის ტერიტორია სკალარებს ჰქონდათ დაკავებული

შენ ავები გყოლია, ესენი ზედაც არ უყურებენ არავის, არც ციცქნა გუპიებს დაჯე (სურათზე არსებული ლიფსიტების გარდა biggrin.gif).
QUOTE
ხო ალბათ აფრიკულებს ჩავსვამ, ეგენი ზომით შედარებით პატარები და ცოტა წყნარები არიან, რაც გამიგია

კი, ნამდვილად წყნარები არიან, მაგრამ თუ გაგიჟდნენ იცოდე, პატარა აკვას ბრალი იქნება და თევზებს არ დააბრალო biggrin.gif

Posted by: PAINKILLER 5 Mar 2020, 13:17
QUOTE
შენ ავები გყოლია, ესენი ზედაც არ უყურებენ არავის, არც ციცქნა გუპიებს დაჯე (სურათზე არსებული ლიფსიტების გარდა ).

kobebryant

შენს დასანახად არავის არ ერჩიან, ნელნელა რომ დააკლდება რაოდენობაში ეგ მშვიდობიანები, მერე მიხვდები როგორი ბულკები არიან სკალარები biggrin.gif



QUOTE
კი, ნამდვილად წყნარები არიან, მაგრამ თუ გაგიჟდნენ იცოდე, პატარა აკვას ბრალი იქნება და თევზებს არ დააბრალო



გაგიჟდნენ თორე მე არაფერი დამიშავონ, დაუჭამიათ ერთმანეთი თუ მაინცდამაინც ეგრე მოუნდებათ biggrin.gif

Posted by: kobebryant 5 Mar 2020, 15:23
PAINKILLER
QUOTE
შენს დასანახად არავის არ ერჩიან, ნელნელა რომ დააკლდება რაოდენობაში ეგ მშვიდობიანები, მერე მიხვდები როგორი ბულკები არიან სკალარები

პირველად კი არ ვხედავ სკალარიებს კაცო, ყავდათ ჩემებს უშველებელი სკალარიები, არავინ არავის ერჩოდა biggrin.gif
და ზოგადად, სკალარია ითვლება მშვიდობიან თევზად და ნებისმიერ მშვიდობიანთან შეიძლება ყოლა yes.gif

8-9 თვეა მყავს და აქამდე როგორ ვერ დავინახავდი, ან მე, ან სხვა ვინმე ოჯახში, არც კი აწუხებენ ნამდვილად, თევზების დაკლებაზე ხომ საუბარიც ზედმეტია smile.gif

QUOTE
გაგიჟდნენ თორე მე არაფერი დამიშავონ, დაუჭამიათ ერთმანეთი თუ მაინცდამაინც ეგრე მოუნდებათ

ნუ, მე არ მევასება, ერთმანეთს რომ დასდევენ და შენ თუ აგ გაქვს პრობლემა, მაშინ არც ისე ცუდადაა საქმე wink.gif

Posted by: PAINKILLER 5 Mar 2020, 15:34
QUOTE
და ზოგადად, სკალარია ითვლება მშვიდობიან თევზად და ნებისმიერ მშვიდობიანთან შეიძლება ყოლა



მეც მასე მეგონა თავიდან


In pet stores, the freshwater angelfish is typically placed in the semiaggressive category. Some tetras and barbs are compatible with angelfish, but ones small enough to fit in the mouth of the angelfish may be eaten. Generous portions of food should be available so the angelfish do not get hungry and turn on their tank mates.


QUOTE
8-9 თვეა მყავს და აქამდე როგორ ვერ დავინახავდი, ან მე, ან სხვა ვინმე ოჯახში, არც კი აწუხებენ ნამდვილად, თევზების დაკლებაზე ხომ საუბარიც ზედმეტია


მე 5 წელი მყავდა, თავიდან არც ჩემები აგრესიულობდნენ, მაგრამ მერე ერთიანად გაგიჟდნენ biggrin.gif ბოლოს ერთმანეთსაც არ ინდობდნენ, ერთი განსაკუთრებით აგრესიულობდა

Posted by: kobebryant 5 Mar 2020, 16:37
PAINKILLER
QUOTE
მეც მასე მეგონა თავიდან

ახლაც მასე გეგონოს, ვინაიდან ნამდვილად მასეა smile.gif
რაც პირში ჩაეტევა, იმას რაც შეეხება, მაგხელებს თითქმის ყველა თევზი ჭამს, გუპიაც კი smile.gif
QUOTE
მე 5 წელი მყავდა, თავიდან არც ჩემები აგრესიულობდნენ, მაგრამ მერე ერთიანად გაგიჟდნენ biggrin.gif ბოლოს ერთმანეთსაც არ ინდობდნენ, ერთი განსაკუთრებით აგრესიულობდა

ნუ, ეგ ჩემზე ვთქვი, თორემ წლები ყავდათ ჩემებს უპრობლემოდ, სხვებსაც უამრავს ყავთ და არაფერს აშავებენ.
თან კიდევ, როგორც ზემოთ ვახსენე, ერთი სახეობის თევზი, ყველა ერთნაირი ვერ იქნება, არიან გამორჩეულებიც...
ეგ კი არა, ოქროს თევზი ხომ ერთ-ერთი ყველაზე მშვიდობიანია, ეგენიც არაერთი შემხვედრია აგრესიული smile.gif

Posted by: irakli3443 7 Mar 2020, 00:48
გაუმარჯოს.
110 ლ. აკვარიუმი ვიყიდე. დავქოქე ერთი კვირაა და ეხლა უკვე წყალი გამჭვირვალე ხდება ნელ ნელა.

მანამდე ვფიქრობ რა ვიყოლიო. თბილი წყლის თევზებს (დიდი ზომისები არ მინდა, რაც უფრო პატარები და ფერადი უკეთესი) რას მირჩევთ და მაქსიმუმ რამდენს? და სადაა დიდი არჩევანი? მადლობა

Posted by: PAINKILLER 7 Mar 2020, 01:04
QUOTE
რაც უფრო პატარები და ფერადი უკეთესი)

irakli3443


ნეონები, დანიოები, როდოსტომუსები, ესენი ჯგუფური თევზებია და შეგიძლია 10-10-10 ჩასვა, ერთმანეთს ენათესავებიან და კარგადაც შეეწყობიან smile.gif



user posted image

user posted image

user posted image

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 7 Mar 2020, 16:33
irakli3443
QUOTE
მანამდე ვფიქრობ რა ვიყოლიო. თბილი წყლის თევზებს (დიდი ზომისები არ მინდა, რაც უფრო პატარები და ფერადი უკეთესი) რას მირჩევთ და მაქსიმუმ რამდენს? და სადაა დიდი არჩევანი? მადლობა

ეხლა კი მოდაში აღარაა რატომღაც მაგრამ სუმატრის რამოდენიმე ბარბუსი ყველა აკვს გამოაცოცლებს და სჭირდება

Posted by: PAINKILLER 8 Mar 2020, 00:34
QUOTE (M-A-S-E-R-A-T-I @ 7 Mar 2020, 16:33 )
irakli3443
QUOTE
მანამდე ვფიქრობ რა ვიყოლიო. თბილი წყლის თევზებს (დიდი ზომისები არ მინდა, რაც უფრო პატარები და ფერადი უკეთესი) რას მირჩევთ და მაქსიმუმ რამდენს? და სადაა დიდი არჩევანი? მადლობა

ეხლა კი მოდაში აღარაა რატომღაც მაგრამ სუმატრის რამოდენიმე ბარბუსი ყველა აკვს გამოაცოცლებს და სჭირდება

ბარბუსების კარგია ნამდვილად, მე მყავდა რამდენიმე ცალი, ძალიან მოუსვენარები იყვნენ, მაგრამ სკალარებმა დაჩაგრეს ყველა

Posted by: irakli3443 8 Mar 2020, 19:50
მადლობა.

ასევე ერთი კითხვაც - სახში მაქვს დეკორატიულო პატარა ქვევრი გავავლო და პირდაპირ ჩავდო შეიძლება? თუ უნდა ვხარშო

Posted by: geomeloman 11 Mar 2020, 00:34
ჰაი გაიზ love.gif

user posted image

user posted image


Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 11 Mar 2020, 12:31
geomeloman
QUOTE
ჰაი გაიზ

user posted image

ძალიან მაგარია რამდენი ლიტრია?

Posted by: PAINKILLER 11 Mar 2020, 13:26
geomeloman

ძალიან მაგარია smile.gif



ეგ ხის დეკორაცია როგორ დაამუშავე და რომელი ხისგან არის გაკეთებული?? ციხლიდები მინდა ჩავსვა აკვაში და მაგათ სამალავები სჭირდებათ როგორც ვიცი და რისგან გავაკეთო ვფიქრობ, ხის დეკორაციაც მომწონს პრინციპში smile.gif






Posted by: irakli3443 11 Mar 2020, 19:11
ასევე ერთი კითხვაც - სახში მაქვს დეკორატიულო პატარა ქვევრი გავავლო და პირდაპირ ჩავდო შეიძლება? თუ უნდა ვხარშო

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 12 Mar 2020, 12:17
irakli3443
QUOTE
ასევე ერთი კითხვაც - სახში მაქვს დეკორატიულო პატარა ქვევრი გავავლო და პირდაპირ ჩავდო შეიძლება? თუ უნდა ვხარშო

კარგია თუ მდუღარეში გაავლებ

Posted by: geomeloman 13 Mar 2020, 14:32
PAINKILLER
QUOTE
ეგ ხის დეკორაცია როგორ დაამუშავე და რომელი ხისგან არის გაკეთებული?? ციხლიდები მინდა ჩავსვა აკვაში და მაგათ სამალავები სჭირდებათ როგორც ვიცი და რისგან გავაკეთო ვფიქრობ, ხის დეკორაციაც მომწონს პრინციპში


ეგ ხის ფესვი ვიყიდე აგრარულში, რომელი ხეა სახელი არ მახსოვს, საქართველოში არ ხარობს, ინდოეთშია. ტყვიასავით იძირება, არ დამიმუშავებია ეგრევე ჩავდე.

Posted by: PAINKILLER 14 Mar 2020, 13:11
QUOTE
ეგ ხის ფესვი ვიყიდე აგრარულში, რომელი ხეა სახელი არ მახსოვს, საქართველოში არ ხარობს, ინდოეთშია. ტყვიასავით იძირება, არ დამიმუშავებია ეგრევე ჩავდე.

geomeloman


აგრარულში მეც მინდა გასვლა, მანდ მგონი ციხლიდებიც ჰყავთ ხო? ზუსტად სად არის შეგიძლია კოორდინატები ჩამიგდო?




Posted by: geomeloman 25 Mar 2020, 13:14
PAINKILLER

QUOTE
აგრარულში მეც მინდა გასვლა, მანდ მგონი ციხლიდებიც ჰყავთ ხო? ზუსტად სად არის შეგიძლია კოორდინატები ჩამიგდო?




https://goo.gl/maps/TzmeoZAnQemPyiff6

Posted by: PAINKILLER 25 Mar 2020, 16:59
QUOTE (geomeloman @ 25 Mar 2020, 13:14 )
PAINKILLER

QUOTE
აგრარულში მეც მინდა გასვლა, მანდ მგონი ციხლიდებიც ჰყავთ ხო? ზუსტად სად არის შეგიძლია კოორდინატები ჩამიგდო?




https://goo.gl/maps/TzmeoZAnQemPyiff6

ვიყავი მანდ წინა კვირაში და საკმაოდ ძვირი ღირს ყველაფერი....




გუშინ ვიყიდე კერძო პირისგან აფრიკულები, ზებრები, აურატუსების წყვილი და ერთის სახელი აღარ მახსოვს, მგონი ეგეც ზებრაა ოღონდ ობლიქუდენსი თუ რაღაც ჰქვია, ბარბუსს ჰგავს ოღონდ ბევრად დიდია და გრძელი


ასეთია ზუსტად

user posted image

Posted by: bolerostudio 26 Mar 2020, 01:27
PAINKILLER

Haplochromis obliquidens - ჰაპლოქრომის ობლიქუიდენსი (ადრე ასტატოტილაპია-ს გვარს მიაკუთვნებდნენ). ალტერნატიული სახელწოდებები: ჰაპლოქრომის ზებრა ან ვიქტორიას დედოფალი.
დიდი აფრიკული ტბების ციხლიდების ტიპიური წარმომადგენელია. ერთადერთი სასიამოვნო განსხვავება: აფრიკული ციხლიდების უმეტესობასთან შედარებით ნაკლები აგრესიულობით გამოირჩევა.

Posted by: PAINKILLER 26 Mar 2020, 12:38
QUOTE
ერთადერთი სასიამოვნო განსხვავება: აფრიკული ციხლიდების უმეტესობასთან შედარებით ნაკლები აგრესიულობით გამოირჩევა.


bolerostudio

აგრესიული კი არა, ვაბშე ძალიან ნელა მოძრაობს, ეზარება თუ რა სჭირს biggrin.gif



Posted by: geomeloman 26 Mar 2020, 13:06
PAINKILLER
QUOTE
ვიყავი მანდ წინა კვირაში და საკმაოდ ძვირი ღირს ყველაფერი....


მაღაზიაა და შესაბამისად ძვირია. ფბზე ნახე ჯგუფი "თევზები და აკვარიუმები" კერძო პირისგან უფრო იაფად იყიდი.

Posted by: PAINKILLER 26 Mar 2020, 13:46
QUOTE
მაღაზიაა და შესაბამისად ძვირია

geomeloman

მაგის გარდა სხვა ბევრი ზოომაღაზიაა თბილისში, მაგრამ მანდ ნამეტანი სიძვირეა smile.gif






QUOTE
ფბზე ნახე ჯგუფი "თევზები და აკვარიუმები" კერძო პირისგან უფრო იაფად იყიდი.


ფბ არ მაქვს, მაიმარკეტზე ვნახე რამდენიმე კერძო პირი ვისაც ჰყავს თევზები

Posted by: PAINKILLER 28 Mar 2020, 23:49
ჩემი ერთი ზებრა ციხლიდი უკვე მეორე დღეა გადარეული ჩიჩქნის გრუნტს, სულ თითო-თითო კენჭი ამოაქვს პირით და ყრის გვერდით, ორგან გააკეთა დიდი ორმო, რა ჯანდაბა უნდა ხომ არ იცით? biggrin.gif ერთ ადგილზე კაი დიდ ქვას გამოუთხარა ძირი და ჩამოიქცა ეს ქვა, კინაღამ მოიყოლა ქვეშ biggrin.gif





ეს ვაჟკაცია გრუნტის მთხრელი user.gif

user posted image

Posted by: PAINKILLER 29 Mar 2020, 15:32
გრუნტის მთხრელი ზებრას საქმიანობა აურატუსმაც გააგრძელა წარმატებით biggrin.gif ერთი დიდი ხიდივით კონსტრუქცია მქონდა გაკეთებული ქვებისგან, ქვემოთ რომ გამძვრალიყვნენ თავის მუღამში (უყვართ ციხლიდებს ქვებში ძრომიალი), ხოდა ჯერ ზებრამ მერე აურატუსმა ისე გამოუთხარეს ძირი რომ მალე უზარმაზარი გრძელი ქვა მოიყოლებს რომელიმეს (იმედია ახალგაზრდა პატარა ზებრებს არა, მაგათ უეჭველი მოკლავს ეგ ქვა)

facepalm.gif


ესაა მოზვერივით აურატუსი, თავიდან ყველას ემალებოდა და ახლა ყველაზე აქტიურია, ესეც მამალია და მგონი უფროსობასაც აპირებს აკვარიუმში smile.gif

user posted image

Posted by: PAINKILLER 2 Apr 2020, 20:37
M-A-S-E-R-A-T-I

წინა თემის ლინკი სად ვიპოვო? პირველ პოსტში ლინკები არ არის და ვერც ისე მივაგენი ვერსად...

Posted by: gio365 24 Apr 2020, 21:33
ფილტრებზე რა შეგიძლიათ მითხრათ, 300 400 ლიტრიანი აკვარიუმისთვის გარე კანისტრული ფილტრები რომაა რომელია ნორმალური შედარებით ბიუჯეტური და ჩინურები რამდენად სანდოა?

Posted by: geomeloman 24 Apr 2020, 21:59
gio365
QUOTE
ფილტრებზე რა შეგიძლიათ მითხრათ, 300 400 ლიტრიანი აკვარიუმისთვის გარე კანისტრული ფილტრები რომაა რომელია ნორმალური შედარებით ბიუჯეტური და ჩინურები რამდენად სანდოა?


გერმანული ფილტრები ამ კაცს აქვს თუ გადაწყვეტ.

https://www.mymarket.ge/ka/pr/15916071/Tevzebis-aqsesuarebi/akvariumis-filtrebis-farTo-arCevani%28-Made-in-Germany-%29

Posted by: stasi1 26 Apr 2020, 23:12
გამარჯობა.
თევზებთან დამეგობრება გადავწყვიტე, მაგრამ არანაირი გამოცდილება არ მაქვს.
ძალიან მომეწონა ტერნეცია, ვფიქრობ 2, მაქსიმუმ 3 ვიყიდო.
თუ შეგიძლიათ მითხრათ მაგალითად დღეში რამდენჯერ ჭირდება კვება, რამდენად რთულია მოსავლელად.
ან ორი თევზისთვის რამდენ ლიტრიანი აკვარიუმი დამჭირდება

Posted by: kobebryant 2 May 2020, 23:35
stasi1
უფრო პარატაც ეყოფა, მაგრამ 50+ ლიტრიანი გირჩევნია, ჭამა დილა-საღამოს...



პ.ს. ნამეტანი მიაგდეთ ეს თემა და გაგახალისებთ ცოტას: ლოკოკინები ვის გინდათ გაჩუქოთ? smile.gif
user posted image

Posted by: stasi1 3 May 2020, 17:24
kobebryant
კი, დიდს ვიყიდი თორემ ისედაც სულ მგონია იტანჯებიან და მეცოდებიან.
ცოტა კომფორტი უნდა შევუქმნა :დ
მადლობა

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 3 May 2020, 19:28

kobebryant
QUOTE
უფრო პარატაც ეყოფა, მაგრამ 50+ ლიტრიანი გირჩევნია, ჭამა დილა-საღამოს...


ბოლოები რატო აქვთ წათეხილი ?

Posted by: Freestyle 3 May 2020, 20:43
65 ლიტრიანი აკვასთვის, სიმაღლე აქვს 44 სმ.
https://www.amazon.com/MingDak-Submersible-Aquarium-Light-Dimmable/dp/B07ZCVXNDN?ref_=s9_apbd_obs_hd_bw_b3FMiYF&pf_rd_r=THYVY3V3CW9EAABBESP3&pf_rd_p=ec3bdc68-41fe-5724-a61e-a91b3c0ad7f6&pf_rd_s=merchandised-search-10&pf_rd_t=BROWSE&pf_rd_i=2975458011&th=1

ამ განათებას მირჩევთ?

ვაფშეტა რამდენ კელვინიანი უნდა იყოს?

Posted by: geomeloman 4 May 2020, 13:12
გაშვებულია 03.10.19

აკვარიუმი: 45x28x30

განათება: 2x 11w 6500k LED

ფილტრი: Aquael versamax 1

СО2: ლიმონმჟავა+სოდა

გრუნტი: Fluval Stratum

თხევადი სასუქი: JBL PROFLORA Ferropol 5ml კვირაში (50% წყლის შეცვლასთან ერთად)


user posted image

user posted image

user posted image


Posted by: bolerostudio 4 May 2020, 15:35
geomeloman

ლამაზი აკვარიუმია! თუ სწორად ვხვდები, ჯერ საწყის ეტაპზეა.
დავით, არ გაქვთ სურვილი აკვასკეიპინგის კონკურსში მიიღოთ მონაწილეობა?

Posted by: geomeloman 4 May 2020, 16:06
bolerostudio
QUOTE
ლამაზი აკვარიუმია! თუ სწორად ვხვდები, ჯერ საწყის ეტაპზეა.
დავით, არ გაქვთ სურვილი აკვასკეიპინგის კონკურსში მიიღოთ მონაწილეობა?


7 თვეა რაც გაშვებულია. სიამოვნებით მივიღებდი კონკურსში მონაწილეობას, აკვასკეიპინგი ჩვენთან არაააა პოპულარული სამწუხაროდ.

Posted by: bolerostudio 4 May 2020, 20:43
geomeloman

რამდენადაც ფეისბუქის ჯგუფებში ვხედავ, ჩვენთან უკვე არის რამოდენიმე ძალიან ლამაზი აკვარიუმი. შეიძლება კომპოზიციურად რთული ნამუშევრები არაა, მაგრამ რთული ყოველთვის არ ნიშნავს უკეთესს.
იგივე იაპონური ივაგუმი რომ ავიღოთ, თითქმის ყოველთვის მარტივი და სადაა, და ამავე დროს - იდეალურად ჰარმონიული:

user posted image

ჩვენი საიტის ფორუმზე ტარდება http://nautilus.ge/forums/forum/akvaskeipingi/akvaskeipingis-konkursi/nautilus-2021/. შემოგვიერთდით, თუ გექნებათ სურვილი.

Posted by: Freestyle 5 May 2020, 00:59
kobebryant
ქოქოსი მეც ჩავაგდე დღეს, ველოდები რომელი დაისაკუთრებს biggrin.gif

წყალი ამემღვრა ძაან ტო, არადა არაფერი არ შემიცვლია sad.gif

საკვები შევცვალე მარტო, ალბათ მაგის ბრალია? ჭამით იგივე რაოდენობით ვაჭმევ რასაც ვაჭმევდი.

განათება ვერ ავარჩიე კიდე )

ქვებიც მინდა რამე ჩავყარო )

ლოკოკინებსაც წავიყვან თუ დაგრჩა )

Posted by: PAINKILLER 5 May 2020, 14:39
QUOTE
წყალი ამემღვრა ძაან ტო, არადა არაფერი არ შემიცვლია

Freestyle


წყლის ამღვრევა კარგი სიმპტომი არ არის, ბოლოს ჩემს აკვას მასე რომ დაემართა, უკლებლივ ყველა თევზი მომიკვდა...

Posted by: Freestyle 5 May 2020, 15:21
PAINKILLER

QUOTE
წყლის ამღვრევა კარგი სიმპტომი არ არის, ბოლოს ჩემს აკვას მასე რომ დაემართა, უკლებლივ ყველა თევზი მომიკვდა...

რას ამბობ კაცო ჯვარი წერიათ, 2 კვირაა სადღაც ასეა და რამე რო იყოს ან რამე ავამდყოფობის ნიშნები ხომ უნდა ქონდეთ ან დაიხოცებოდნენ უკვე ))

თავს ვიმშვიდებ )

Posted by: geomeloman 5 May 2020, 23:22
bolerostudio
QUOTE
კონკურსში მონაწილეობაზე განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა – 2021 წლის 10 აპრილი.


დავაგვიანე მგონი biggrin.gif მარა მაინც გავხსენი დღიური jump.gif

Posted by: kobebryant 6 May 2020, 11:24
stasi1
აფარის smile.gif
M-A-S-E-R-A-T-I
QUOTE
ბოლოები რატო აქვთ წათეხილი ?

არ აქვს წატეხილი, მასეთია smile.gif
კი იქნება ერთი 100 ცალი, ყველა მასეთია wink.gif
Freestyle
QUOTE
საკვები შევცვალე მარტო, ალბათ მაგის ბრალია? ჭამით იგივე რაოდენობით ვაჭმევ რასაც ვაჭმევდი.

კი, შეიძლება საკვების იყოს. გირჩევ ტეტრა აჭამო ხოლმე შეფუთული, ასაწონი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დანამდვილებით იცი, რომ ხარისხიანი აქვთ აწონილი და დაფასოებული smile.gif
QUOTE
ლოკოკინებსაც წავიყვან თუ დაგრჩა )

კი კაცო, ქვეყანა biggrin.gif ...
P.M მომწერეთ ლოკოკინებზე ვისაც მოგინდებათ smile.gif

Posted by: bolerostudio 6 May 2020, 11:31
geomeloman

QUOTE
მარა მაინც გავხსენი დღიური

და მშვენივრად გაართვით ამ საქმეს თავი.

QUOTE
დავაგვიანე მგონი

ხუმრობთ? smile.gif ხმების დათვლამდე თითქმის წელიწადია დარჩენილი.

Posted by: kobebryant 6 May 2020, 11:44
თევზები რაც ჩანს, კი ხედავთ, + 1 რამირეზი, 2 ბოლივიური პეპელა და ბევრი გუპის ლიფსიტაა დამალული smile.gif
user posted image

Posted by: rsmaan 6 May 2020, 14:55
სალამი აკვა მოყვარულებო smile.gif
რამოდენიმე წლის წინ ამ თემის დახმარებით პატარა კარგი აკვარიუმი მქონდა სხვადასხვა თევზებით, ძირითადად თბილი წყლის. ბარბუსები სკალარები და მისთანები. შემდეგ ბავშვი გაიზარდა და ძალიან ერჩოდა აკვას ამიტომ გავაჩუქეთ.
ასე რომ გამოცდილება მცირე დამიგროვდა.
ეხლა ვაპირებ აკვას ყიდვას და გაშვებას ძირითადი მიზანია მცენარეები და თბილი წყლის თევზები. დისკუსებზე ვფიქრობ მაგრამ შეშინია ჯერ. აკვას ვფიქრობ 300_400 ლიტრიანს. ამიტომ ერთი ნიუანსი მაფიქრებს.
ეხლა სადაც ვცხოვრობ ცენტრალური წყალი არ არის. მაქვს ჭაბურღილი. რომელიც შესაბამისად არის მინერალიზებული. ხოდა ესეთი წყლით შესაძლებელია აკვას გაშვება? თან ყოველ კვირას 100 ლიტრამდე მოუწევს შეცვლა ფიზიკურად ვერ მოვიტან ყოველთვის.

Posted by: gio365 6 May 2020, 20:32
ალბათ თემას არ ეხება მაგრამ აკვარიუმის აწყობა მინდა და მინას სად შევიძენ 10-12 მმ-იანს ხომ ვერ მირჩევთ შეღავათიან ფასად? მეც დაახლოებით 400 ლიტრიანი მინდა გავაკეთო.

Posted by: Freestyle 7 May 2020, 16:26
kobebryant
user posted image
მადლობა მეგობარო. ჯერ მოწყენილია მარა მოიხოდება ))
* * *
gio365
QUOTE
ალბათ თემას არ ეხება მაგრამ აკვარიუმის აწყობა მინდა და მინას სად შევიძენ 10-12 მმ-იანს ხომ ვერ მირჩევთ შეღავათიან ფასად? მეც დაახლოებით 400 ლიტრიანი მინდა გავაკეთო.

შუშა ქარხანაში დააჭრევინო ჯობია დაზგაზე.. მე ფონიჭალაში დავაჭრევინე ადრე.

Posted by: kobebryant 7 May 2020, 19:17
Freestyle
QUOTE
მადლობა მეგობარო. ჯერ მოწყენილია მარა მოიხოდება ))

კი კაცო, აბა რას იზამს smile.gif შეგიძლია გადაჭრა ეგ და რამდენიმე ჩარგო, მალე გამოაქ ფესვები და იზრდება smile.gif
არაფრის smile.gif

Posted by: Freestyle 7 May 2020, 19:22
kobebryant
QUOTE
ი კაცო, აბა რას იზამს  შეგიძლია გადაჭრა ეგ და რამდენიმე ჩარგო, მალე გამოაქ ფესვები და იზრდება
არაფრის 

პატარებს ვერიდები ჩემი ველურები ჩიჩქნიან ეგრევე

Posted by: gio365 8 May 2020, 02:46


.Freestyle

შუშა ქარხანაში დააჭრევინო ჯობია დაზგაზე.. მე ფონიჭალაში დავაჭრევინე ადრე.[/QUOTE]

მადლობა გამოხმაურებისთვის და რა დაგიჯდა კვადრატული დაახლოებით თუ გახსოვს და რამდენ მმ იანი იყო მინა[B][/B]

Posted by: Freestyle 9 May 2020, 13:55
gio365
არ მახსოვს ნაღდად, თან ახლობელი მუშაობდა მანდ და იაფად გამიკეთა, შესაბამისად რეალურ თანხას ძაან აცდენილი იქნება .



განათება მინდა კარგის ხარისხის და საიდან ჯობია გამოწერა?

ამაზონიდან ვფიქრობ, მაგრამ მანდაც იგივე არაა რაც ტაობაო-ალიბაბაზე?

გამოგიწერიათ ვინმეს განათება?

Posted by: Freestyle 10 May 2020, 22:52
ანციკა დავითრიე დღეს მამალი, დედალი მყავდა მარა ვერ იყო ხასიათზე, ეგრევე ხოდზე მოვიდა დაიწყო გაპრანჭვა , სულ გააპრიალა შუშები. ხოდა კი დადიან პარაში, მარა მყუდრო ადგილი ქოქოსის გარდა არაფერი მაქვს ისეთი და შევლენ ვითომ მანდ? ))

Posted by: PAINKILLER 15 May 2020, 11:14
QUOTE
მარა მყუდრო ადგილი ქოქოსის გარდა არაფერი მაქვს ისეთი და შევლენ ვითომ მანდ? )

Freestyle

წესით უნდა შევიდნენ, მე ანციკებმა ქვირითი ნიჟარაში დამიყარეს, მამალი დარაჯობდა თავდაუზოგადავ biggrin.gif (დედალი არაფერს არ აკეთებს ქვირითის დადების გარდა)

Posted by: Freestyle 15 May 2020, 12:35
PAINKILLER
QUOTE
წესით უნდა შევიდნენ, მე ანციკებმა ქვირითი ნიჟარაში დამიყარეს, მამალი დარაჯობდა თავდაუზოგადავ  (დედალი არაფერს არ აკეთებს ქვირითის დადების გარდა)

რავი ვაფშე ცალცაკლე დადიან ახლა, თავიდან თითქოს ერთად დატასაობდნენ ახლა დაიშალნენ biggrin.gif

ზატო მოლინეზიამ დაყარა და გაასწორა biggrin.gif

Posted by: geomeloman 21 May 2020, 21:25
.

Posted by: Guram@@ 26 May 2020, 16:10
ვყიდი საკმაოდ დიდ აკვარიუმებს
ვისაც გაინტერესებთ ყველანაირ მონაცემს და ფასებს მოგწერთ

Posted by: Tsameti_Tsameti 28 Jul 2020, 19:50
გამარჯობა, ესეთი რაღაც გამოუვიდა თევზს, ჩანს ფოტოზე. რა არის ან როგორ შემიძლია დავეხმარო?

Posted by: italiashka 5 Aug 2020, 18:46
გამარჯობა, ვაპირებ აკვარიუმის გაშვებას, დასაწყისისთვის ვაპირებ თბილი წყლის მშვიდობიანების გაშვებას.
რამდენიმე კითხვა დამიგროვდა smile.gif

100 ლიტრიან აკვაში (60/45/40) რა რაოდენობის გრუნტი დამჭირდება?
რაც შეიძლება წვრილი გრუნტი მინდა, ასევე მაინტერესებს სად შევძლებ ყიდვას.

დაახლოებით რა რაოდენობის თევზი შემიძლია ვიყოლიო 100 ლტ აკვაში (მაგალითად დანიოები, გუპები)




Posted by: bolerostudio 5 Aug 2020, 18:59
QUOTE (italiashka @ 5 Aug 2020, 18:46 )
100 ლიტრიან აკვაში (60/45/40) რა რაოდენობის გრუნტი დამჭირდება?

გრუნტის წონის კალკულატორი: http://nautilus.ge/gruntis-cona/

Posted by: italiashka 6 Aug 2020, 10:36
bolerostudio
დიდი მადლობა!
გრუნტის ფენის სისქე რამეზეა დამოკიდებული თუ მხოლოდ ვიზუალზე? ან მინიმუმ რამდენი სმ უნდა იყოს?

Posted by: bolerostudio 6 Aug 2020, 12:54
italiashka

თუ აკვარიუმში ცოცხალი მცენარეები არ გექნებათ - მხოლოდ ვიზუალზე. მცენარეების ნორმალური განვითარებისთვის აუცილებელია გრუნტის მინიმუმ 3 სმ სისქის ფენა (სასურველია 5 სმ).
ასევე არ არის რეკომენდირებული 7-8 სმ-ზე მეტი სისქის ფენა, ვინაიდან სქელი გრუნტის ქვედა ფენებში ჟანგბადი ვერ აღწევს და ადგილი აქვს ნარჩენების ლპობის პროცესებს.

QUOTE
დაახლოებით რა რაოდენობის თევზი შემიძლია ვიყოლიო 100 ლტ აკვაში (მაგალითად დანიოები, გუპები)


თითო თევზზე საშუალოდ 3-4 ლ წყალი გათვალეთ. ოღონდ ათვლა აიღეთ არა აკვარიუმის სრული მოცულობის, არამედ http://nautilus.ge/akvariumis-moculoba/ (გრუნტის, დეკორაციების გარეშე).


Posted by: italiashka 6 Aug 2020, 13:32
bolerostudio
ახლა არ ვაპირებ მცენარეებს,

თუმცა რამდენიმე თვეში მინდა რომ დავამატო,

მერე გრუნტის დამატება ძნელი იქნება და ამიტომ ვფიქრობ თავიდანვე გავთვალო მცენარეებისთვის საჭირო რაოდენობა.

ანუ ~5სმ საკმარისი იქნება მარტივი მცენარეებისთვის?

Posted by: PAINKILLER 6 Aug 2020, 15:55
QUOTE
თითო თევზზე საშუალოდ 3-4 ლ წყალი გათვალეთ.

bolerostudio

თევზებს გააჩნია, ციხლიდებს თითოს 50 ლიტრი სჭირდება...

Posted by: italiashka 6 Aug 2020, 18:06
PAINKILLER
QUOTE
თევზებს გააჩნია

დანიო, გუპი, ნეონი, უფრო მცირე ზომის თევზებზე მაქვს ორიენტირი ამ ეტაპზე smile.gif

Posted by: Krusty_the_Clown 6 Aug 2020, 21:44
მცენარეების უხვი არჩევანი სად არის, ხომ არ იცით?

Posted by: Baba-Yaga 7 Aug 2020, 12:22
აკვარიუმში მყავს: 1 მანაგუანური ციხლიდა, 4 Amatitlania nigrofasciata, და 2 Herotilapia multispinosa. ზომები 4 დან 8 სმ მდე, ცალკე მყავს 2-3 სმ მდე დელფინის ლიფსიტები, როგორ გავუშვა დელფინები უსაფრთხოდ?

https://prnt.sc/tvkttq
https://prnt.sc/tvkv5c

აქ ქილაში არიან დელფინები: https://prnt.sc/tvkvf6

Posted by: bolerostudio 7 Aug 2020, 23:20
PAINKILLER

QUOTE
თევზებს გააჩნია, ციხლიდებს თითოს 50 ლიტრი სჭირდება...

მართალია. მაგრამ კითხვა ჟღერდა ესე:
QUOTE
დაახლოებით რა რაოდენობის თევზი შემიძლია ვიყოლიო 100 ლტ აკვაში (მაგალითად დანიოები, გუპები)



italiashka

QUOTE
ანუ ~5სმ საკმარისი იქნება მარტივი მცენარეებისთვის?

სავსებით.
QUOTE
მერე გრუნტის დამატება ძნელი იქნება და ამიტომ ვფიქრობ თავიდანვე გავთვალო მცენარეებისთვის საჭირო რაოდენობა.

გრუნტის დამატება არც ისე რთული საკითხია. უფრო მნიშვნელოვნად მეჩვენება ის, რომ გრუნტი (თუნდაც აკვაში მცენარეები არ იყოს) ხელს უწყობს ბიოლოგიური წონასწორობის დამყარებას და შენარჩუნებას. ასე რომ, ნებისმიერ ვარიანტში აჯობებს თავიდანვე მოათავსოთ აკვარიუმში.

* * *
Baba-Yaga

ძალიან რთული ამოცანის წინაშე დგახართ. გამოდის, რომ დელფინები ზომაში 2-4-ჯერ პატარები არიან და თქვენ ჩამონათვალში ყველაზე მშვიდობიანი თევზი - ჰეროტილაპიაც კი საკვებად აღიქვამს მათ (რომ აღარაფერი ვთქვათ შავზოლიანებსა და მანაგუანელზე).

ერთადერთ გზად მეჩვენება დელფინების 2-3 თვით ვრცელ აკვარიუმში გადასმა და გაძლიერებულ (+ უმაღლესი ხარისხის) კვებაზე გადაყვანა. მაგრამ პრობლემას ის ართულებს, რომ მანაგუანური ციხლაზომა ძალიან სწრაფად იზრდება.

P.S. რამდენადაც ფოტოებზე ვხედავ, აკვარიუმის ფსკერი უდაბნოს ჰგავს. სანამ ციხლიდები წამოიზრდებიან, აუცილებლად შეავსეთ სამალავებით, თორემ დახოცავენ ერთმანეთს.

Posted by: Baba-Yaga 8 Aug 2020, 02:34
QUOTE
P.S. რამდენადაც ფოტოებზე ვხედავ, აკვარიუმის ფსკერი უდაბნოს ჰგავს. სანამ ციხლიდები წამოიზრდებიან, აუცილებლად შეავსეთ სამალავებით, თორემ დახოცავენ ერთმანეთს.


2 სამალავი აქვთ, 1-2 ს დავამატებ კიდევ/

დელფინებს რომელი საკვები მივცე? ტეტრა მინის ვაძლევ ჯერ (და უკეთესი არ იქნება სხვა თევზები ვაშიმშილო, 2დღეში 1 ხელ ვაჭამო და დელფინებს დღეში 3 ჯერ ? და სანამ ჩავსვამ დელფინებს - სხვა თევზები აკვადან ამოვიყვანო 1 ღამით, დელფინები გავუშვა და 1 დღის მერე დავაბრუნო სხვა თევზებიც/

(სხვა თევზების ჩამატებას არ ვაპირებ და მაინტერესებს, რამდენად შეეგუება მანაგუანური - დელფინებს ?)

Posted by: bolerostudio 8 Aug 2020, 04:26
Baba-Yaga

სიტყვა "სამალავი" არა მარტო იმ მნიშვნელობით ვიხმარე, რომ მაინცდამაინც შეძვრეს შიგ თევზი. ცოტა ხანში თქვენი თევზები იმდენად წამოიზრდებიან, რომ ყველასთვის ცალკე "სოროს" მოწყობისთვის აკვარიუმში ადგილი არ დარჩება. საჭიროა ფსკერის სექტორებად დაყოფა, რათა შედარებით სუსტმა ინდივიდებმა ძლიერებისგან მოფარება, დაწყვილებულებმა კი განცალკევება შეძლონ. ამისთვის გამოდგება დიდი ქვები და ხის ფესვები (ან ხელოვნური დეკორაციები).

QUOTE
და უკეთესი არ იქნება სხვა თევზები ვაშიმშილო, 2დღეში 1 ხელ ვაჭამო

ცოდონი არიან. ეგენიც ხომ ჯერ მოზარდები არიან. მაგრამ თუ სხვა გამოსავალი არ არის და საბოლოოდ გადაწყვეტილია დელფინების მათთან თანაცხოვრება, ვფიქრობ საკმარისი იქნება დღეში ორჯერ, მაგრამ ზომიერად აჭამოთ.

QUOTE
და დელფინებს დღეში 3 ჯერ

2-3 სმ-იანი დელფინი ჯერ თითქმის ისევ ლიფსიტაა. შეგიძლიათ სამჯერაც აჭამოთ და ოთხჯერაც. მშრალი საკვებიდან გამოდგება ტეტრას ფართო სპექტრის ნებისმიერი პროდუქტი (TetraMin, Tetra Rubin, TetraPRO Energy...) ან სპეციალიზირებული საკვები მცირე და საშუალო ზომის ციხლიდებისთვის (Tetra Cichlid Colour Mini Pellets, Tetra Cichlid Mini Granules). ალბათ ჯერ აჯობებს ფირფიტების ფორმით დამზადებული საკვები მისცეთ. კიდევ თითო სანტიმეტრით რომ წამოიზრდებიან, შეგიძლიათ გადაიყვანოთ ჩიფსებსა და მინი-გრანულებზე. მთავარია თევზებს მოსწონდეთ საკვები და სიამოვნებით მიირთვან (ვინაიდან ეხლა ექსპერიმენტების და არც ისე გემრიელ საკვებთან შეგუების დრო არ არის). კარგი იქნება, თუ პერიოდულად ცოცხალ ან გაყინულ საკვებს მისცემთ (ცოცხალი საკვები - დიღმის ბაზრობაზე; გაყინული - პუშკინის №25-ში აქვთ ხოლმე).

ასევე ძალიან კარგი იქნება, თუ შეიძენთ ზღვის პროდუქტების ასორტის:

user posted image

user posted image

user posted image

წვრილად დაუჭერით და ისე აჭამეთ დღეგამოშვებით. ეს ასორტი შეიცავს თევზის ორგანიზმისთვის აუცილებელ ყველა ვიტამინსა და ამინომჟავას. იყიდება ჰიპერმარკეტებში (კარფური, გუდვილი).

QUOTE
სანამ ჩავსვამ დელფინებს - სხვა თევზები აკვადან ამოვიყვანო 1 ღამით, დელფინები გავუშვა და 1 დღის მერე დავაბრუნო სხვა თევზებიც

კარგი აზრია. მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც დელფინები სხვა თევზებს ზომაში წამოეწევიან.

პირველ რიგში უნდა მოახერხოთ და დელფინები ქილიდან შედარებით მოზრდილ აკვარიუმში გადაიყვანოთ. თუ მეორე აკვარიუმი არ გაქვთ, შეგიძლიათ დროებით გამოიყენოთ პლასტმასის კონტეინერი:

https://clck.ru/Q9TAB
https://clck.ru/Q9TC7

რაც მეტი იქნება რეზერვუარის სიგრძე, მით უკეთესად და უფრო მალე განუვითარდებათ თევზებს ძვლოვანი და კუნთოვანი სისტემა (ანუ უფრო მალე გაიზრდებიან).

QUOTE
მაინტერესებს, რამდენად შეეგუება მანაგუანური - დელფინებს

სავარაუდოდ, უფრო კარგად შეეწყობა, ვიდრე ყველა დანარჩენს. ჯერ ერთი, რომ ზრდასრული დელფინი ზომაში დიდად არ ჩამოუვარდება. მეორეც, ცისფერი დელფინი მალავიური ციხლიდია და ფსკერის კონკრეტულ მონაკვეთზე მუდმივი პრეტენზია არ ექნება. შესაბამისად, მანაგუანელი მას არ აღიქვამს პირდაპირ კონკურენტად. მაგრამ რამხელაც არ უნდა იყოს თქვენი აკვარიუმი, თუ მეორე მანაგუანური ციხლაზომის შეძენას გადაწყვეტთ (დაწყვილების მიზნით), დიდი ალბათობით, რომ აკვარიუმში მხოლოდ ეგ ერთი წყვილი დაგრჩებათ.

რა ზომები აქვს თქვენ აკვარიუმს?

Posted by: Baba-Yaga 8 Aug 2020, 13:11
bolerostudio
აჰა გასაგებია, უღრმესი მადლობა
ზომები; 100x50x50 ) სანამ წამოიზრდებიან მეორე აკვასაც გავაკეთებ 500 ლიტრიანს და იქ გადავსვამ თუ არ ეყოფათ ადგილი.

პემზას ან ხის ფესვებს სად ვიყიდი ხომ არ იცი?
* * *
დღეს ჩავსვი და არ ერჩიან საერთოდ (სულ 9 თევზია, 1-2 სმ ებით განსხვავდება ყველა თევზის ზომა, ანუ დელფინები 3, დელფინებზე 2 სმ ით დიდები არიან ორნი, კიდევ 1-2 სმ ით დიდია მანაგუანური, 2-3 სმ ით დიდი ალბინოსები და მაგათზე დიდია 2 თევზი... იმედია დამეგობრდებიან

Posted by: bolerostudio 9 Aug 2020, 00:53
Baba-Yaga

მშვენიერია. იმედია შეეწყობიან ერთმანეთს. კარგი იქნება, თუ პერიოდულად მოგვაწვდით ხოლმე ინფორმაციას აკვარიუმში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

QUOTE
პემზას ან ხის ფესვებს სად ვიყიდი ხომ არ იცი?

აგრარული უნივერსიტეტის მაღაზიას ჰქონდა. მაგრამ პანდემიის პერიოდში და მის მერე არ ვყოფილვარ და არ ვიცი დარჩათ თუ არა.
ნაუტილუსის ინტერნეტ-მაღაზიაშიც კარგი არჩევანი გვაქვს, მაგრამ შეკვეთილი პროდუქცია 2-3 კვირაში ჩამოგივათ.

Posted by: Baba-Yaga 9 Aug 2020, 13:14
bolerostudio
QUOTE
მშვენიერია. იმედია შეეწყობიან ერთმანეთს. კარგი იქნება, თუ პერიოდულად მოგვაწვდით ხოლმე ინფორმაციას აკვარიუმში მიმდინარე მოვლენების შესახებ.


ჯერ ჯერობით დელფინები ძირითადად ფსკერზე არიან მაგრამ არ ერჩიან. საკვებსაც გრუნტიდან ქექავენ.

Posted by: Baba-Yaga 17 Aug 2020, 03:32
2 თვის თევზებმა იქვირითეს

ასე მალე როგორ ან რატომ?

Herotilapia multispinosa
ან ესაა ან ეს:
https://fanfishka.ru/akvariumnye-stati/439-cihlazoma-chernopolosaya.html

(დედა ალბინოსია, ლიფსიტების მიხედვით მივხვდები რომელია (იმედია))
givi.gif

100მდე ლიფსიტა დავთვალე მერე ამერია

Posted by: Baba-Yaga 3 Sep 2020, 16:24
40 მდე ლიფსიტა გადარჩა (მეორე აკვაში ფილტრაცია არ მქონდა, გუშინ გავუკეთე sad.gif )
მეორე დედალმაც იქვირითა, დღეს უკვე ლიფსიტები არიან.

თუ ვინმე კითხულობთ ამ თემას, 3 კვირის ლიფსიტებთან რო ჩავსვა დღეს გამოჩეკილი ლიფსიტები დედამისთან ერთად - დედა ხო არ შეჭამს სხვა ლიფსიტებს?

Posted by: geomeloman 3 Sep 2020, 19:11
.

Posted by: kobebryant 6 Sep 2020, 12:41
Baba-Yaga
QUOTE
3 კვირის ლიფსიტებთან რო ჩავსვა დღეს გამოჩეკილი ლიფსიტები დედამისთან ერთად - დედა ხო არ შეჭამს სხვა ლიფსიტებს?

დედა არ ჩასვა, ლიფსიტები კი...

Posted by: Baba-Yaga 6 Sep 2020, 14:09
kobebryant
QUOTE
დედა არ ჩასვა, ლიფსიტები კი...

1 კვირის ლიფსიტებს რო მოვაშორო დედა შეიძლება?

Posted by: kobebryant 6 Sep 2020, 22:08
Baba-Yaga
QUOTE
1 კვირის ლიფსიტებს რო მოვაშორო დედა შეიძლება?

რომელ სახეობაზეა საუბარი?

Posted by: Baba-Yaga 7 Sep 2020, 01:09
kobebryant
ჩორნაპალოსაია

Posted by: Baba-Yaga 8 Sep 2020, 13:04
https://blog.tetra.net/ru/ru/cihlazoma-chernopolosaya-cihlida-v-telnyashke?fbclid=IwAR3aHE_C5JY-d_T8hQJK5k-5ISRwJLXhfbdxCuuyGUG_x4qOUTtccnh_eM0

5 დიდი და 70-80 მდე ლიფსიტას ვცვლი აფრიკულ ციხლიდებში (შეიძლება ცოტ-ცოტა, მცენარეებში) პმ

Posted by: kobebryant 9 Sep 2020, 00:24
Baba-Yaga
QUOTE
ჩორნაპალოსაია

არა, არა, ციხლიდებს არ მოაშორო ასე მალე...

Posted by: kwintra 16 Sep 2020, 11:24
მეგობრებო აკვას გრუნტი მისაღებ ფასად სად იყიდება ხომ ვერ მიმასწავლით?

მომავალში წყალმცენარეებისთვისაც რომ გამომადგეს როგორი უნდა ვიყიდო?

ფასი რა აქვს დაახლოებით ხომ არ იცით?

Posted by: MISTERIA7777 16 Sep 2020, 11:59
QUOTE (geomeloman @ 3 Sep 2020, 19:11 )
.

აწყობილი გამზადებული აკვარიუმები სად იყიდება? აი ესეთი ამ ვიდეოში, რომაა

Posted by: Baba-Yaga 19 Sep 2020, 02:12
MISTERIA7777
QUOTE
აწყობილი გამზადებული აკვარიუმები სად იყიდება? აი ესეთი ამ ვიდეოში, რომაა

შენით აწყობა უფრო იაფი დაგიჯდება (თუ დიდი ზომის გინდა)
პატარები ქარხნული თბილისი მოლში იქნება, ზოოტოპიაში

Posted by: shuma89 4 Nov 2020, 00:14
სალამი ყველას, ახალი ვარ, მაქვს 50 სმ სიმაღლის აკვარიუმი, 35 სიგანე და 70სმ სიგრძე, საშუალოდ 80 ლიტრი წყალი ჩადის, ცოტა ადგილი რო დავუტოვო მაღლა.
3 თევზი მყავდა 10 ლიტრიანშ მანამდე ქარხნულში, აშკარად პატარა იყო და ამიტო ავაწყვე ეს აკვარიუმი, დავამატე 3 თევზი, ოქროს თევზი მყავს ახლა 6 ცალი.
წყალი დაბურულია სასწაულად, ნახევარი ამოვაკელი და შევავსე 2 დღით ადრე აღებული ონკანის წყლით, ისევ დაბურული დარჩა ცოტათი და მეორე დღეს მთლიანად ბურუსი იყო.
სად ვუშვებ შეცდომას?
ისე აკვარიყუმის კედლებზე შევამჩნიე ნადები.
თავიდან როცა წყალი ჩავასხი და 3 დღეში დაბურული იყო ნახევარი ამოვაკელი წყალი და მაშნ შვემაჩნიე ნადები შუშაზე შიგნიდან.

Posted by: toka-765 9 Nov 2020, 13:55
გამარჯობა.აკვარიუმის შეძენას ვაპირებ 60-80 ლიტრი და სად მირჩევთ შეძენას?ან აქ ხო არავინ ყიდით გამზადებულს :დდ
წყალმცენარეებზე და თევზზეც მივიღებ რჩევებს

Posted by: shuma89 10 Nov 2020, 22:27
user posted image


ესეც ჩემი აკვარიუმი.
თითქოს ყველაფერი რიგზეა, 100 ლიტრი წყალია, 6 თევზი, საკმარისზე მეტია მგონი მოცულობა.
მაგრამ დიიდი, ძალიან დიდი პრობლემა მაქვს.
3 დღის მერე იწყებს წყალი დაბურვას, მეოთხე დღეს უკვე თითქმის აღარ ჩანს თევზები.
ვცადე მეოთხედი მოვაკელი და შევავსე, მაგრამ არანაირი შედეგი, სულ ოდნავ შეეტყო ფერზე და მეორე დღეს ისევ ისე დადგა, საერთოდ აღარ ჩანს თევზი.
ახლა გუშინ დავცალე ბოლომდე, ამოვწმინდე აკვარიუმი და ახალი წყალი ჩავასხი, რომელიც 5 დღის აღებული იყო ონკანიდან და ინახებოდა ბნელ ადგილას.
აკვარიუმი ისეთ ადგილას მიდგას პირდაპირი მზის სხივები არ მიდის, სინათლე დღის განმავლობაში 4-5 საათით აქვს დანარჩენ დროს შუქი მაქვს ოთახში, ღამით 12-ის მერე დილამდე ბნელა მათთან.
მოკლედ რა შეცდომას ვუშვებ იქნებ მითხრათ.
ახალი ვარ დააა . ...

Posted by: dishosdzisdze 16 Nov 2020, 22:43
shuma89
ფილტრი 100 ლიტრსთვის სუსტია...
წყლის ბალანსია დარღვეული...
ვინმე ახლობელს თუ აქვს აკვა, მისგან შეიძლება 10-მდე ლიტრი წყლის წაღება და თქვენთან ჩასხმა...
სწორედ ჯანმრთელი (სასურველი ბაქტერიებით გაჯერებული )წყალი აკლია თქვენს აკვარიუმს...
პირველ რიგში შეცვალეთ ფილტრი!

Posted by: Asklipiodotaa 17 Nov 2020, 03:35
shuma89
ხო დაგიწერე პრობლემა რაც იყო , სხვა თემაში შენს მიერ გახსნილში?
smile.gif


Posted by: PAINKILLER 17 Nov 2020, 10:52
shuma89

საჭმელს რა პერიოდულობით და რა რაოდენობით უყრი?

Posted by: giorgevich23 18 Nov 2020, 00:56
geomeloman
მცენარე მინდა რამდენიმე ღერი რო გავამრავლო თუ მომცემ.
ცო-ს ხმარობ?

Posted by: shuma89 18 Nov 2020, 02:18
მადლობა ყველას, მოვაგვარე, 5 დღე მქონდა ონკანის წყალი ცალკე, მერე ჩავასხი, მესამე დღეს ოდნავ დაიბურა და გაიწმინდა ერთ დღეში, 8 დღე გავიდა და იდეალურადაა ყველაფერი, გრუნტზე და დიდ ფილტრზე ვზრუნავ მაინც, ბუნებრივ წყალმცენარეებზეც ვფიქრობ ახლა.

Posted by: PAINKILLER 18 Nov 2020, 13:25
QUOTE
ბუნებრივ წყალმცენარეებზეც ვფიქრობ ახლა.

shuma89

ეგ ყველაზე რთული მომენტია აკვარიუმისტიკაში smile.gif ჯერ თევზებზე მიიღე გამოცდილება და მცენარეებზე მერე გადადი, ჩემი რჩევა იქნება

Posted by: giorgevich23 18 Nov 2020, 13:59
shuma89
QUOTE
გრუნტზე და დიდ ფილტრზე ვზრუნავ მაინც

პატარა აკვარეუმში დიდი ფილტრი არ ვარგა,დიდ დინებას ქმნის და აწუხებს ტევზებს

Posted by: PAINKILLER 18 Nov 2020, 14:06
QUOTE (giorgevich23 @ 18 Nov 2020, 13:59 )
shuma89
QUOTE
გრუნტზე და დიდ ფილტრზე ვზრუნავ მაინც

პატარა აკვარეუმში დიდი ფილტრი არ ვარგა,დიდ დინებას ქმნის და აწუხებს ტევზებს

100 ლიტრიანი აკვარიუმი აქვს და ერთი ციცქნა ფილტრი 6 ცალი ოქროს თევზისთვის smile.gif


Posted by: shuma89 19 Nov 2020, 02:01
მართლა ციცქნაა, ფილტრის ღრუნელი 5-7 სმ სიგრძეში და 2.5 სმ დიამეტრი.

ახლა მაქვს გარე პომპა, შემავალს ფილტრს დავუყენებ უბრალო ღრუბელს და გამომავალი მინდა შადრევანის სტილში გავაკეთო და ისე ჩავუშვა წყალში, ჟანგბადს ჩაიტანს მგონი კარგად. აი შადრევანის ფორმაზე ვფიქრობ ჯერჯერობით.
მინდა აკვას თავზე დავამაგრო და რაიმე ვიზუალური ეფექტი მინდა მისცეს.

Posted by: PAINKILLER 22 Nov 2020, 13:07
QUOTE (shuma89 @ 19 Nov 2020, 02:01 )
მართლა ციცქნაა, ფილტრის ღრუნელი 5-7 სმ სიგრძეში და 2.5 სმ დიამეტრი.

ახლა მაქვს გარე პომპა, შემავალს ფილტრს დავუყენებ უბრალო ღრუბელს და გამომავალი მინდა შადრევანის სტილში გავაკეთო და ისე ჩავუშვა წყალში, ჟანგბადს ჩაიტანს მგონი კარგად. აი შადრევანის ფორმაზე ვფიქრობ ჯერჯერობით.
მინდა აკვას თავზე დავამაგრო და რაიმე ვიზუალური ეფექტი მინდა მისცეს.

შადრევანს ხმა ექნება საკმაოდ დიდი smile.gif



Posted by: uqimerioni 9 Dec 2020, 16:13
ომვოდმვოდმბოდმოდბმჯებმდობმდონმდონმდ

Posted by: chioreli 14 Dec 2020, 18:41
გამარჯობა ხალხო, ფბზე ათასი გვერდი შეიქმნა, მაგრამ მაინც ვერ გავარკვიე ნორმალური ხარისხის გამათბობელი და ფილტრი რომელ ფირმებს აქვთ და თბილისში სად ვიყიდი? საუკუნეა არ გამომიცვლია და დროა სანამ კიდევ მუშაობენ.

Posted by: Freestyle 19 Dec 2020, 12:45
პატარა ქარხნულ აკვარიუმს სად ვიყიდი იაფად?>

10 ლიტრიანი მინდა, ლიფსიტებისთვის..

Posted by: PAINKILLER 19 Dec 2020, 14:00
QUOTE (Freestyle @ 19 Dec 2020, 12:45 )
პატარა ქარხნულ აკვარიუმს სად ვიყიდი იაფად?>

10 ლიტრიანი მინდა, ლიფსიტებისთვის..

ზოომაღაზიებში smile.gif

Posted by: Freestyle 19 Dec 2020, 15:06
PAINKILLER
ძვირია ძაან

QUOTE (PAINKILLER)
ზოომაღაზიებში


Posted by: kobebryant 20 Dec 2020, 10:02
chioreli
QUOTE
ნორმალური ხარისხის გამათბობელი და ფილტრი რომელ ფირმებს აქვთ და თბილისში სად ვიყიდი?

აქუაელი, ჯიბიელი, ჯუველი, ტეტრა, ჰიდორი, გერმანულ-ევროპულები მოკლედ smile.gif ...

ყიდვით თბილისი მოლში, ზოოტოპიაში, მაგრამ წინასწარ გაფრთხილებ, რომ ძვირია, მე ჩამომაქვს ხოლმე smile.gif

Posted by: chioreli 20 Dec 2020, 22:46
kobebryant
QUOTE
აქუაელი, ჯიბიელი, ჯუველი, ტეტრა, ჰიდორი, გერმანულ-ევროპულები მოკლედ  ...

ყიდვით თბილისი მოლში, ზოოტოპიაში, მაგრამ წინასწარ გაფრთხილებ, რომ ძვირია, მე ჩამომაქვს ხოლმე


გაიხარე, გადავხედავ მაინც ზოომაღაზიებში მთავარია სახელები ვიცი უკვე smile.gif

Posted by: PAINKILLER 20 Dec 2020, 23:12
QUOTE (Freestyle @ 19 Dec 2020, 15:06 )
PAINKILLER
ძვირია ძაან

QUOTE (PAINKILLER)
ზოომაღაზიებში

და ძვირი რამდენია ?

Posted by: Baba-Yaga 24 Dec 2020, 01:03
აწყობილი 6-8 მმ - 325-340 ლ აკვა სადგამით (პენოპლასტით მაქვს გაკეთებული სახურავი და ნათურაც მიმაგრებული.
გრუნტით, კომპრესორით, ფილტრით, გამათბობლით.
6 yellow, 3 ზებრა, 2 დელფინი, 4 ანციტრუსი

ერთად 550 ლარი

Posted by: ikako57 29 Dec 2020, 13:25
იყიდება! აკვარიუმის ცოცხალი მცენარეები: 1. კრიპტოკორინა, 2. ანუბიასი

იხ.ფოტოები.! ფასი შეთანხმებით!

ადგილმდებარეობა:დოლიძის ქ. ტ.568890631



Posted by: AUSCHWITZ 11 Feb 2021, 13:41
სალამი სალამი smile.gif) ეს რა კარგი თემა ვიპოვე თან სხვა განყფილების ნაცნობ იუზერებით smile.gif) გამიხარდა თქვენი აქ ნახვა kobebryant PAINKILLER alk.gif 2kiss.gif

მთლად დამწყები ვარ აკვარიუმისტიკაში მარა ჯერ არაეფრი ამირევია biggrin.gif ჯამრთელად და ყოჩაღადაა ყველა ბინადარ მცენარე იზრდებიან და "ვირდებიან"

1 იანვარს გავუშვი ეს აკვა და უკვე დაბალანსებულ აყვავილებულია პრობლემების გარეშე, დანამატებს არაფერს ვიყენებ არც თევზებისთვის არც მცენარეებისთვის

რჩევებს და დარიგებებს მივიღებ სიხარულით, მოკლედ 55 ლიტრიანი აკვა მაქვს ამჟამად და ამ დღეებში ვფართოვდებით 135 ლიტრიანში smile.gif) იმედია გადასახლებაც "ჩეპეების" გარეშე ჩაივლის bis.gif სპოილერში დავდებ ჩემი აკვას განვითარების ამ ერთთვიან ფოტომასალას smile.gif)

user posted image

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: kobebryant 14 Feb 2021, 20:52
AUSCHWITZ
პრივეტები smile.gif ...
QUOTE
რჩევებს და დარიგებებს მივიღებ სიხარულით

3 რაღაცის გაკეთება დაგჭირდება ახალ აკვაში:
1. გრუნტი სხვანაირი აუცილებლად. წვრილი ფრაქცია, მდინარის (ან თუ მაყუთის საშუალებაა, შავი გრუნტი იყიდება სპეციალური, მაგრამ ძვირია ძალიან).
2. ხელოვნური მოაშორო ყველაფერი ჯობია.
3. ბეტა გადაიყვანო ცალკე (შესაძლოა ახლა არავითარ პრობლემას არ ქმნი, მაგრამ მომავალში შექმნის smile.gif)

პ.ს. ახალ აკვაში ეგრევე რომ არ უნდა ჩაასხა წყალი და ჩაათხლიშო თევზები, ალბათ, იცი უკვე biggrin.gif

Posted by: AUSCHWITZ 15 Feb 2021, 11:25
kobebryant
ხელოოუ, შავი გრუნტი ოდნავ ადამიანურ ფასად ხოარგეგულება სადმე? ამხელა აკვაზე მართლა თრკმელის ფასი გამოდის biggrin.gif
QUOTE
ხელოვნური მოაშორო ყველაფერი ჯობია.


ხელოვნური კლდეა მარტო დარჩენილი, ისიც გამომწვარი თიხაა როგორც მითხრეს დანარჩენი ყველაფერი ბუნებრივია

QUOTE
ბეტა გადაიყვანო ცალკე (შესაძლოა ახლა არავითარ პრობლემას არ ქმნი, მაგრამ მომავალში შექმნის )


ამას ვაცდი ცოტახანს და პირველივე ბუნტზე გადაბარგდება ცალკე smile.gif)

QUOTE
პ.ს. ახალ აკვაში ეგრევე რომ არ უნდა ჩაასხა წყალი და ჩაათხლიშო თევზები, ალბათ, იცი უკვე


კი კი biggrin.gif ეგეთები ვიცი, დღეს ვუშვებ ამ დიდ აკვას და იქით კვირაში გადავიტან მცენარეებს და მერე ალბათ რამდენიმე დღეში გადავიყვან თევზებს, გრუნტი მაქ საჩალიჩო და ეგაა, ჩვეულებრივი წვრილი გრუნტიც თუ გეგულება ვინმესთან იქნებ მიმასწავლო რა, შავ გრუნტზე ველოდები პასუხს და თუ არ გამოვიდა მერე მომიწევს მაგის ჩაყრა, აი პირველ ფოტოზე თეთრი გრუნტის ქვემოთ ჩანს თხელი ფენა ეგეთზე მეუბნები ალბათ ხო?

user posted image

Posted by: kobebryant 16 Feb 2021, 01:12
AUSCHWITZ
QUOTE
შავი გრუნტი ოდნავ ადამიანურ ფასად ხოარგეგულება სადმე? ამხელა აკვაზე მართლა თრკმელის ფასი გამოდის

არა და ვერც იშოვი ნორმალურ ფასად, რაღაც ჩინურებიც არის შემოტანილი, მაგრამ ვგონებ ისევ მდინარის აჯობებს იმას smile.gif ...
QUOTE
ხელოვნური კლდეა მარტო დარჩენილი, ისიც გამომწვარი თიხაა როგორც მითხრეს დანარჩენი ყველაფერი ბუნებრივია

მაგაზეც უნდა იყოს ზელოვნური მცენარეები, თვალები თუ არ მატყუებს biggrin.gif
QUOTE
აი პირველ ფოტოზე თეთრი გრუნტის ქვემოთ ჩანს თხელი ფენა ეგეთზე მეუბნები ალბათ ხო?

კი, ეგ, გლდანი მოლშია 2 ლარი კილო...

Posted by: dishosdzisdze 22 Feb 2021, 23:14
AUSCHWITZ
577440207 სურიკა ქვია...
მთელ თბილისს ეგ ამარაგებს "აკვარიუმის ქვიშით"...

Posted by: AUSCHWITZ 23 Feb 2021, 10:45
kobebryant
QUOTE
აგაზეც უნდა იყოს ზელოვნური მცენარეები, თვალები თუ არ მატყუებს


არა პლასმასის ფოთლებივითქონდა რო ვიყიდე და მალევე დავაძვრე სუტყველა, ბუნებრივი მცენარეებიც მშვენივრად ჩაჯდა იმ პლასმასების ადგილას smile.gif)

გრუნტი კი ეგ ჩაინა მეც ვნახე ნავთლუღის ბაზართან რო ზოოებია 5 ლარად კილო მაგრამ მდინარის ვარჩიე მაინც

dishosdzisdze

გაიხარე მადლობა, კი მაგ კაცისგან ავიღე, მეტრომშენში რო ცხოვრობს ეგაა მგონი, იქ ვიყიდე

აი რა გამოვიდა smile.gif)

user posted image

Posted by: geomeloman 24 Feb 2021, 02:52
.

Posted by: kobebryant 25 Feb 2021, 10:10
AUSCHWITZ
QUOTE
აი რა გამოვიდა

up.gif

Posted by: PAINKILLER 25 Feb 2021, 10:55
QUOTE
აი რა გამოვიდა )

AUSCHWITZ


მშვენიერია smile.gif



ისე ეგ სკალარები მაგდენი რომ ჩაგისვამს აკვაში, ჯერ პატარები არიან და არაფერს აშავებენ, რომ გაიზრდებიან ერთმანეთს დაერევიან და სხვებსაც დაჩაგრავენ...




მე შარშან გაზაფხულზე ციხლიდების ჩასმა გადავწყვიტე აკვაში და კაი ბლომად ვიყიდე ზებრები და ეგეთები, მაგრამ მერე კიდევ მოვინდომე იელოუების დამატება და სამწუხაროდ იმათ რაღაც ბაქტერია მოუტანიათ და სულყველა დაიხოცა ერთიანად sad.gif ახლა მიდევს ეგრე ცარიელი აკვა, უფრო სწორედ წყალი ასხია მხოლოდ, მაგის ამოსაცლელად და გასაწმენდად ვერ მოვიცალე, გაზაფხულზე ისევ დავქოქავ და ჩავსვამ ციხლიდებს თავიდან...

Posted by: კატო 7 Mar 2021, 18:46
თევზები რომ გავუშვი მითხრეს, რომ წყალმცენარეები ერთი კვირის შემდეგ უნდა დავამატო. სიცარიელეა და მეჩქარება, ძალიან ალამაზებს აკვარიუმს და მესამე დღეს რომ ჩავამატო ძალიან დავაშავებ? აქვე იქნებ მითხრათ სად არის წყალმცენარეების დიდი არჩევანი, სად შემიძლია შეძენა. მადლობა

Posted by: kobebryant 11 Mar 2021, 14:54
კატო
QUOTE
თევზები რომ გავუშვი მითხრეს, რომ წყალმცენარეები ერთი კვირის შემდეგ უნდა დავამატო. სიცარიელეა და მეჩქარება, ძალიან ალამაზებს აკვარიუმს და მესამე დღეს რომ ჩავამატო ძალიან დავაშავებ?

გავიდოდა ალბათ ის 1 კვირაც, მარა არც მასე დააშავებდი smile.gif ...
QUOTE
აქვე იქნებ მითხრათ სად არის წყალმცენარეების დიდი არჩევანი

მაღაზიებში, ფაქტიურად, არსაც, მარკეტზე ან ფეისბუქზე, თევზების ჯგუფებში...

Posted by: Krusty_the_Clown 12 Mar 2021, 10:06
ადრე, წლების წინ, რომ მაგოიმებდნენ ქორვაჭარა მეთევზეები, მეხოცებოდნენ ხშირად და ვერ ვხვდებოდი მიზეზები რა იყო. ახლა ჩემი თევზები კვდებიან მხოლოდ სიბერით. ფაქტიურად, ერთი და იგივე თევზი ოჯახის წევრია უკვე, წლებია ცხოვრობენ ბედნიერად smile.gif

Posted by: PAINKILLER 12 Mar 2021, 12:03
QUOTE
ერთი და იგივე თევზი ოჯახის წევრია უკვე, წლებია ცხოვრობენ ბედნიერად

Krusty_the_Clown

მე 5 წელი მყავდა სკალარები, ყველა სხვა თევზი მოინელეს ეგენი დარჩნენ მხოლოდ 2 და ბოლოს ერთმანეთს ეძიძგილავებოდნენ მოწყენილობისგან smile.gif



Posted by: Krusty_the_Clown 13 Mar 2021, 01:42
PAINKILLER
მოიცა, ერჩოდნენ?
QUOTE
ყველა სხვა თევზი მოინელეს ეგენი დარჩნენ მხოლოდ 2


Posted by: giorgevich23 15 May 2021, 02:05
მყავს ჩორნაპოლისის დაახლოვებით 20 ლიფსიტა.
ვინც ერთიანად იყიდის საჩუქრად თავის მშობლებსაც გავატან.

Posted by: WP-Rex 5 Jun 2021, 23:55
user posted image

ასეთი სტილის პატარა აკვარიუმები(2-3 ლ.) თავისი თევზებით და ყველაფრით იყიდება სადმე?

Posted by: kobebryant 20 Jun 2021, 10:44
WP-Rex
QUOTE
ასეთი სტილის პატარა აკვარიუმები(2-3 ლ.) თავისი თევზებით და ყველაფრით იყიდება სადმე?

მასეთ აკვარიუმში თევზების ყოლა არ შეიძლება, მაქიმუმ 1 ბეტა ჩასვა...

Posted by: WP-Rex 21 Jun 2021, 14:06
kobebryant
QUOTE
მასეთ აკვარიუმში თევზების ყოლა არ შეიძლება, მაქიმუმ 1 ბეტა ჩასვა...

კაი, ბეტა იყოს და იყიდება სადმე?
ცოტა დიდიც მოსულა, მაგ. 5 ლ.

Posted by: kobebryant 23 Jun 2021, 13:45
WP-Rex
QUOTE
ცოტა დიდიც მოსულა, მაგ. 5 ლ.

აქ არვს მნიშვნელობა, მაინც 1 ბეტა gigi.gif ...
QUOTE
კაი, ბეტა იყოს და იყიდება სადმე?

ამწუთას ზუსტად არ ვიცი, მაგრამ "კარდინალში" ყავთ ხოლმე, პუშკინის 25...

Posted by: PAINKILLER 23 Jun 2021, 14:07
QUOTE (WP-Rex @ 21 Jun 2021, 14:06 )
kobebryant
QUOTE
მასეთ აკვარიუმში თევზების ყოლა არ შეიძლება, მაქიმუმ 1 ბეტა ჩასვა...

კაი, ბეტა იყოს და იყიდება სადმე?
ცოტა დიდიც მოსულა, მაგ. 5 ლ.

ეგეთი მრგვალი აკვარიუმები მგონი ყველგანი ყიდება, ადრე პანდაში ვნახე ცხოველების/ფრინველების/თევზების საკვები და აქსესუარები სადაც იყიდება პატარა მაღაზიაა

Posted by: kobebryant 24 Jun 2021, 01:17
PAINKILLER
QUOTE
ეგეთი მრგვალი აკვარიუმები მგონი ყველგანი ყიდება

იქ ბეტაიანად იყიდება biggrin.gif


მარტო აკვა კი ყრია ყველგან, მარა აპასნია მისვლა, ოქროს თევზს ჩაგისვამენ და იგე გამოგატანენ, რომელიც 3-4 დღეში მოკვდება gigi.gif

Posted by: keandra 30 Jun 2021, 10:11
180 ლიტრიანი აკვარიუმი მაქვს და 2 ცალი ანციკა დამრჩა. ვინმეს იაფად ხომ არ გყავთ ლიფსიტები გასაყიდი. ჯერ რომელი თევზები მინდა ვერ ჩამოვყალიბდი.

Posted by: PAINKILLER 30 Jun 2021, 10:16
QUOTE (keandra @ 30 Jun 2021, 10:11 )
180 ლიტრიანი აკვარიუმი მაქვს და 2 ცალი ანციკა დამრჩა. ვინმეს იაფად ხომ არ გყავთ ლიფსიტები გასაყიდი. ჯერ რომელი თევზები მინდა ვერ ჩამოვყალიბდი.

ციხლიდები გაუშვი smile.gif

Posted by: kuji 8 Jul 2021, 01:16
Ტერნეცია ყავს ვინმეს გასაყიდი? Ზომები და ფასი მომწერეთ. Კუდმახვილებიც მაინტერესებს.

Posted by: Kadaria 28 Aug 2021, 17:02
გამარჯობა, თევზები უნდა წავიყვანო ქუთაისიდან თბილისში. სათითაოდ პარკში რო ჩავსვა გაძლებენ 3 საათი?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 28 Aug 2021, 21:35
Kadaria
QUOTE
გამარჯობა, თევზები უნდა წავიყვანო ქუთაისიდან თბილისში. სათითაოდ პარკში რო ჩავსვა გაძლებენ 3 საათი?

გააჩნია თევზებს აქ ცელოფანში არადა უფრო ტემპერატურაშია საკითხავი არ მოიხარშონ

Posted by: Despo 6 Sep 2021, 01:33
გამარჯობა,
პირველრიგში ვარ გამოუცდელი და მჭირდება თქვენი რჩება-დახმარება...

მინდა მრგავლ აკვარიუმში პატარა ზომის თევზი/თევზები, რომლებსაც არ ჭირდებათ ჟანგბადის აპარატი.
რომელი ჯიშებია ესეთი და სად შეიძლება შევიძნო? ან ხომ არ იცით საბურთალოზე ზოო მაღაზია სადაც ყიდიან თვეზებს.

მადლობა წინასწარ

Posted by: Sxl 12 Oct 2021, 15:14
აქტივირებულ ნახშირს ხომ არ ხმარობთ ვინმე. ან სად ვიყიდო ხო არ იცით?

Posted by: kobebryant 12 Oct 2021, 23:08
Sxl
მე ვხმარობ შიგადაშიგ, ჩინეთიდანაც ჩამომაქვს ხოლმე და ამერიკიდანაც, აქ არ ვიცი, სად იშოვება...
პ.ს. პუშკინის 25-ში შეიძლება იყოს, "კარდინალში".

Posted by: Freestyle 25 Oct 2021, 22:17
user posted image
იხოდება ახალი აკვა ნელნელა

Posted by: Freestyle 27 Nov 2021, 00:31
user posted image
ბოციები დამევასა მაგრა, აცოცხლებენ თემას, სხარტები არიან )

Posted by: 2PAC 7 Dec 2021, 18:52
user posted image
user posted image
user posted image

სალამი, აშკარად ვაგებ ომს, იარაღი წყლის ცვლაა მეტ-ნაკლები სისტემატიურობით. რას მირჩევთ? 1/3 ვცვალო ხშირად და სისტემატიურად სანამ გაქრება თუ რამე advanced მეთოდს მივმართო?

45 ლიტრიანი აკვარიუმი
20 მდე შრიმპი
1 სულავესი
1 ზებრა ლოკოკინა
რამდენიმე "უჯიშო" ლოკოკინა
1 დანიო
1 რასბორა

ქვიშა
ნორმალური რაოდენობის მცენარეები

Posted by: Freestyle 16 Dec 2021, 03:08
2PAC
ლოკოკინები ასუფთავებენ მაგას, პროსტა მერე ლოკოკინების მოშორება ჭირს biggrin.gif

Posted by: Iron Butterfly 7 Feb 2022, 03:45
გამარჯობა, მგონი ყველა ფეისბუქზეა ვინც აქ შემორჩა და პოსტავთ, მაგრამ აქაც გავაზიარებ ჩემს ახალ ბლოგს.

პერიოდულად როცა დრო მაქვს ვდებ ახალ საინტერესო ბლოგ პოსტებს ქართულ ენაზე.
ძირითადად ბლოგი იქნება მცენარეებზე, პატარა თევზებზე, აკვასკეიპზე და კრევეტებზე.
დიდ მონსტრ თევზებზე ინფორმაციას ვერ ნახავთ, მეც არ მაინტერესებს უზარმაზარი თევზები smile.gif)

https://aquascape.blog/

MISTERIA777

აი ადახედეთ ამ ბლოგს და ნახავთ ბევრ ინფორმაციას ზუსტად მაგ თემებზე.
თევზის გამოყოფილი მასით მცენარეს ვერ გაზრდით, საჭიროა სპეციალური გრუნტი, სასუქები, განათება. მცენარესაც გააჩნია.

Posted by: shoreshore 31 Mar 2022, 15:39
Გამარჯობათ
ერᲗიკვირის უკან, წყალი Შევუცვალე Აკვარიუმში და Გუშინ ᲨევამᲩნიე რომ გვერდულად ტივტუვებდა Ერთი Თევზი, Დღეს უკვე მეორე Თევზიც , წყალი Შევუცვალე , სხვა Თევზები ᲗიᲗქოს გამოცოცხლდნენ, ის ორი მაინც მოწყენილია. ოქროსი და ტელესკოპი.
რა ᲨეიᲫლება Ვუშველო,
* * *
user posted image
ეს მოყვაᲗ და ეს რა არის?

Posted by: კულე 31 Mar 2022, 15:50
shoreshore
აკვარიუმი რამხელაა? შიგნით რამდენი და რა სახის თევზები გყავს? რამე დეკორაცია ხო არ გაქ გარედან აღებული და გაუსუფთავებელი ჩადებული? ბევრს ხო არ აჩმევ? ტემპერატურას აკონტროლებ? წყალი სუფთა გაქ?ბევრი მიზეზის გამო შეიძლება თევზი მოკვდეს, სხეულზე თეთრი წერტილები ხომ არ აქვთ თევზებს?

Posted by: shoreshore 31 Mar 2022, 16:52
აკვარიუმი 50 ლიტრიანია, ᲨიგნიᲗ სულ 5 Თევზია , ოქროსი და ტელესკოპები. Თევზებს გარედან არაფერი Ეტყობათ. ამასწინ Ბავშვმა ეზოდან Აღებული ქვა Ჩადო, ლამაზიაო და Ალბათ არც გარეცხა. ᲨეიᲫლება იმისი ბრალია? რა ვიცი აქამდე კარგად იყვნენ, Ძლივს ვიᲭერდი წყალი როცა უნდა Შემეცვალა

Posted by: კულე 31 Mar 2022, 19:50
shoreshore
კი შეიძლება, ზოგადად ასე ქვის ჩადება არ გინდათ, კარგად გარეცხეთ 15-20 წუთი ხარშეთ, მერე რამდენიმე საათი გამდინარე წყალში ჩადეთ ქვა და ამის მერე უკვე შეიძლება აკვარიუმში ჩადება. ასე პირდაპირ ჩადების დროს, შეიძლება ათასი რამ შეიტანოს აკვარიუმში და არიოს წყლის ბალანსი.
წყალს რომ ვცვლიდი თევზებს ვიჩერდიო, სწორად წავიკითხე? წყლის გამოცვლის დროს თევზები ამოგყავთ? წყალს როგორ ცვლით? როგორ წყალს ასხამთ? რამდენს ასხამთ? ფილტრი, ჟანგბადი აკვარიუმში გაქვთ?

Posted by: shoreshore 31 Mar 2022, 20:38
კი Თევზები ამომყავდა და ყველაფერს ვრეცხავდი, აკვარიუმს, Კენჭებს , ნიᲟარებს, აკვარიუმს, წყალს უქლოროს ვასხავ. ფილტრი და Ჟანგბადი აქვᲗ

Posted by: კულე 31 Mar 2022, 23:33
shoreshore
ახლა გასაგებია რატომ კვდებიან თევზები, წყალი უნდა გამოცვალო აკვარიუმის მესამედი მხოლოდ და თევზებს ამოყვანა რათ უნდა, ეგ ძალიან დიდი სტრესია თევზებისთვის ასე ამოყვანა სხვა წყალში ჩასმა მერე უკან დაბრუნება. წყალს მთლიანად ცვლი ანუ მთელ დამყარებულ ბალანსს არღვევ მერე თავიდან ასხამ, სანამ ბალანსი ისევ დამყარდება, მოკლედ ბოდიში მარა ყველაფერს უკუღმა აკეთებდი ასე გამოდის. არასწორად უვლი თევზებს, ასე დანარჩენებს დახოცავ. მიდი ნორმალურ ზოომაღაზიაში და აგიხსნიან წყლის გამოცვლა როგორ ხდება, ეს არის მთავარი აკვარიუმისთვის, რომ წყლის ბალანსი იყოს სტაბილური. ამ თემის პირველ გვერდსაც გადახედე, გამოგადგება.
ნახე წყლის გამოცვლის დროს აკვარიუმიდან იღებ მთლიანი მოცულობის მესამედს, მხოლოდ წყალს არ უნდა ქვებს და დეკორებს ამოღება და წმენდა, არც თევზები არ ამოიყვანო დატოვე აკვარიუმში. ნელა ჩაამატე ორი დღის ნადგამი წყალი, ისე რომ თევზები არ დააშინო და დეკორაციები არ დაანგრიო. დეკოარციები შიგნით უნდა იყოს გამოხარშული, სუფთა შესაბამისი წესების დაცვით, რომ წყალი არ დააბინძუროს. ფილტრი და ჟანგბადი მუდმივად უნდა იყოს ჩართული, მხოლოდ ჩამის დროა გამორთე რამდენიმე წუთი. განათება 7-8 საათი დღეში საკმარისია. აჩმევ დღეში ერთხელ სპეციალურ საკვებს მცირედი რაოდენობით,რასაც 1-2 წუთში შეჩამენ.
პ.ს. შენს აკვაში ახლა ამდეჯი წყლის ცვლებით ბალანსია დარღვეული, ამიტომ გიკვდებიან თევზები. სანამ წყალი არ დასტაბილურდება, ასე გაძლებაზე იქნებიან თევზები.

Posted by: shoreshore 1 Apr 2022, 07:04
მადლობა დიდი. მე კი Ერთი სული მქონდა ისევ გამერეცხა ყველაფერი. წავალ ზოომაᲦაზიაᲨი და გავიგებ სხვა რა საᲨუალებიᲗ გავწმინდო აკვარიუმი.

Posted by: კულე 1 Apr 2022, 10:50
საშუალებით წყლით უნდა გაწმინდო, უბრალოდ სწორად უნდა გამოცვალო ეგ წყალი, ეგაა მთავარი. ოქროს თევზები თან ბინძურები არიან ზოგადად და ისედაც აბინძურებენ წყალს მალე, ამიტომ გასწავლიან ზოომაღაზიაში ზუსტად რა სიხშირით და როგორ გამოცვალო წყალი. დანარჩენს მერე ნელ-ნელა აუღებ ალღოს, მთავარია წყლის სისტემატურად ცვლა არ დაგეზაროს, ესაა მთავარზე მთავარი.

Posted by: shoreshore 3 Apr 2022, 22:53
მოკლედ, ორი Თევზი მოკვდა, მაგრამ Თქვენი Რჩევის Შემდეგ რომ დავანებე Თავი წყლების ცვლას, Დანარჩენები კარგად გრᲫნობენ Თავს. ფილტრიც სულ ᲩარᲗული მაქვს, აქამდე Ღამე ვუᲗიᲨავდი. ამ ხმას რა ვიყო , ფილტრს რომ აქვს

Posted by: POKERISBLUFF 5 Apr 2022, 20:34
ეე, ოცნებად მექცა აკვარიუმი

კეთილი შურით მშურს თქვენი ვისაც დიდი აკვარიუმები გაქვთ, ძალიან მიყვარს თევზებიც და წყალიც
ვერასდროს მოვაბი თავი..

Posted by: Netochka 8 Apr 2022, 00:45
user posted image

საჩუქრად მინდა და ვიპოვი სადმე? კონკრეტული ლოკაცია რო მითხრათ. ლამის ყოველ ფეხის ნაბიჯზეა ზოომაღაზიები, დარეკვა ან ჩამოვლა მეზარება.
მეგობართან ერთად ვეძებდი ადრეც და სხვა შემოგვასაღეს აშკარად, სახლში აღმოვაჩინეთ რომ სხვანაირი ფარფლები ჰქონდა. ხოდა ზუსტად ეს ჯიში მაინტერესებს რაც ფოტოზეა

პ.ს. 2=3ისთვის რა ზომის აკვარიუმი იქნება საკმარისი?

Posted by: PAINKILLER 8 Apr 2022, 09:49
QUOTE
ფილტრიც სულ ᲩარᲗული მაქვს, აქამდე Ღამე ვუᲗიᲨავდი. ამ ხმას რა ვიყო , ფილტრს რომ აქვს

shoreshore

უხარისხო ფილტრია ალბათ, კარგი ფილტრები ძვირი ღირს...


QUOTE
ხოდა ზუსტად ეს ჯიში მაინტერესებს რაც ფოტოზეა

Netochka

Beta (მამლაყინწა) ჰქვია მაგ თევზს, ფერების მიხედვით უნდა აარჩიო, თუმცა ეგეთი მკვეთრი წითელი ფერი ალბათ ძნელად მოსაძებნი იქნება


ეგეთი დიდი ფარფლები მხოლოდ მამალს აქვს, დედალს არა აქვს ფარფლები

QUOTE
პ.ს. 2=3ისთვის რა ზომის აკვარიუმი იქნება საკმარისი?


მამლების ერთად ჩასმა არ შეიძლება, დახოცავენ ერთმანეთს


1 ცალი მამალი ბეტა ნებისმიერი ზომის აკვარიუმში იცხოვრებს, დიდად მოძრაობა არ უყვარს მაგას, თუმცა სჯობია 30+ ლიტრიანი აკვარიუმი გქონდეს, რაც უფრო დიდი აკვარიუმი მით უფრო ნაკლებად ბინძურდება და იშვიათად გიწევს წყლის ცვლაც


Posted by: Netochka 8 Apr 2022, 15:31
PAINKILLER
QUOTE
ეგეთი მკვეთრი წითელი ფერი ალბათ ძნელად მოსაძებნი იქნება

QUOTE
ეგეთი დიდი ფარფლები მხოლოდ მამალს აქვს, დედალს არა აქვს ფარფლები

ფარფლების ზომა ვიგულისხმე, ფერს არ აქვს დიდი მნიშვნელობა

საჭირო ინფოა, გავითვალისწინებ. დიდად არ იწუხებენ ზოომაღაზიებში თავს დეტალების ახსნით.
მადლობა

Posted by: MegaBit 8 May 2022, 18:32
გაარჯობა, ჩემს ბეტას დაემართაასეთი რაღაც

საღამოს ჩვეულებრვ დავტოვე და დილით დამხვდა ისე, თითქოს ეს კუდი და ფარფლები დაწებებული აქვსო, გამხმარივითაა და აშკარად ვერაა კარგად, ხან ზედაპირზეა უძრავად ხან ფსკერზე.

ჭამით ჭამს გჟივით თუ რამე დაინახა მაგრამ აღარ ვაჭმევ ელხა უარესი არ დავმართო...

ხო არ გქონიათ მსგავსი შემთხვევა და რა შეიძლება ვქნა?

იყო ესეთი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «



დამხვდა ესეთი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: AUSCHWITZ 20 May 2022, 11:50
MegaBit

სავარაუდოდ რაც ჩანს ვიდეოში დიდი დინებაა და სტრესშია, დინება შეუმცირეთ ფილტრს ან დაარეგულირეთ და დამშვიდდება

Posted by: tOka_PaC 9 Jun 2022, 21:27
გამარჯობა მეგობრებოო ,
რამოდენიმე კითხვა მაქვს და თქვენი დახმარების იმედი smile.gif
მოკლედ აკვარიუმის ყიდვა მინდა პატარა ზომის მართკუთხედი ფორმის დარათქმაუნდა თევზების .
გთხოვთ მირჩიოთ და დამაკვალიანოთ ,
1) სად ვიყიდი ნორმალურ ფასად აკვარიუმს თავისი აქსესუარებით .
2) არ მაქვს გამოცდილება , შესაბამისად იქბებ მირჩიოთ რომელი თევზები ჯობია ვიყიდო ? და სად ვიყიდო ?

მადლობა ,

Posted by: kobebryant 26 Jun 2022, 11:43
ესენი იყიდება, თუ ვინმეს გინდათ smile.gif

იყიდება ყველაფერი აკვარიუმის და განათების გარდა. მხოლოდ ერთად, ფასი 150 ლარი.
1. 2 ცალი აკანტოფტალმუსი (10-15 სმ).
2. 2 ვალი ვუალევი ანციკა (7-8 სმ) და 1 ჩვეულებრივი 12-13 სმ.
3. 2 ცალი ხავსიჭამია ზრდასრულები.
4. 1 ცალი ვენესუელა კორიდორასი.
5. დედალი რამირეზი (2-ჯერ იქვირითა).
6. Juvell-ის ფილტრი თავისი გამათბობლით, გერმანული.
მცენარეებს კი ხედავთ, რეებიცაა, ფესვიც + გრუნტი მელანიებით
* * *
user posted image
user posted image
user posted image

Posted by: lordilidan 18 Dec 2022, 18:23
ყველქზე დიდი არჩევანი თევზებზე და აკვარიუმებზე სადაა და ყველაზე მისაღები ფასები?

Posted by: RipDemoN 6 Jan 2023, 19:48
ვისაც თევზებთან კუების ყოლაც გინდათ tongue.gif user posted image

Posted by: Universe´ 7 Jan 2023, 18:40
RipDemoN
წყლის კუებს ხომ ხმელეთიც სჭირდებათ, არა?

Posted by: RipDemoN 7 Jan 2023, 19:08
QUOTE (Universe´ @ 7 Jan 2023, 18:40 )
RipDemoN
წყლის კუებს ხომ ხმელეთიც სჭირდებათ, არა?

კი ფლატფორმა ჭირდებათ. აკვარიუმის ზევით რომ ადგას პატარა აქკვარიუმი მანდ ადიან.

Posted by: Universe´ 8 Jan 2023, 17:34
RipDemoN
ნაძვის ხე მაგათ დაუდგი? user.gif


---
მხოლოდ მცენარეების აკვარიუმი, ან წყლის გარეშე რომ რგავენ დახურულ, გამჭვირვალე ჭურჭელში მცენარეებს იდეა მომწონს




Posted by: Freestyle 8 Jan 2023, 18:58
ლიფსიტები სად ჩავაბარო? ოხრად დაყარეს და ვერ აიტანს ამდენს ჩემი აკვა

Posted by: lordilidan 1 Feb 2023, 13:21
გამზადებულ დიდ აკვარიუმს არავინ ყიდის თავის თევზებით და მცენარეებით?

Posted by: lordilidan 18 Feb 2023, 16:35
ტიკო ტოკზე ვნახე აკვარიუმში შავ თევზებში რაღაც შავ მიწას ყრიან მერე მწვანილივით, მწვანილის მსგავს მცენარეს თესავენ და ამოდის, როცა ძაან დიდი იზრდება კრიჭავენ, არის ასე თევზებთან ჰარმონიაში, ეს ნიადაგი და ეს თესლი სად შეიძლება შევიძინო?

Posted by: Krusty_the_Clown 30 Apr 2023, 01:19
აბა, როგორ ხართ? თევზების მაღაზიებს სად ვესტუმრო? დიღომში კიდევ დგანან ბოლოში თევზების გამყიდველები?

Posted by: Freestyle 30 Apr 2023, 01:20
Krusty_the_Clown
კვირას არიან, რავიცი კოლმეურნეობაზეა ცოტა განსხვავებულები, ჩამოყავთ მაგათ, დალშე ყველა ერთია biggrin.gif

გააჩნია რისი ყიდვა გინდა

Posted by: Krusty_the_Clown 30 Apr 2023, 01:27
Freestyle
QUOTE
გააჩნია რისი ყიდვა გინდა

არაფერი განასკუთრებული smile.gif
ასე დაგეგმილად სკალარიას ვფიქრობ, ტარაკატუმი, ლაბეო, ბალა, რა ვიცი, დანარჩენს ადგილზეც გადავხედავდი. თბილი წყლის არაციხლიდები. ანუ დიღომში არიან, ძალიან კარგი, მადლობა. კოლმეურნეობაზე კონსკრეტულად სად?

Posted by: Freestyle 30 Apr 2023, 02:30
Krusty_the_Clown
დიღომში კვირას დილით მიდი, გადამყიდველებს რო აცდე, კოლმეურნეობაზე ახალი ხიდივით რო გააკეთეს პუშკინზე რა, მაგის ზედა მხარეს კოლმეურნეობიდან თავისუფლებისკენ რო მიდიხარ მოკლედ მანდ ნახავ რა ზოომაღაზიაა რაღაც.

გლდანშია კიდევ, გენა ბაზარში. ჯგუფიცაა ფეოსბუქზე და ხელზეც ყიდის ბევრი რავი არის მოკლედ არჩევანი biggrin.gif მომწერე თუ რამე

Posted by: Krusty_the_Clown 30 Apr 2023, 21:05
Freestyle
2kiss.gif
სკალარიები, ტარაკატუმები, კორიდორასები და ლაბეო. მართლა დიდი არჩევანი ქონდა, ეს რა კარგი წერტილი მასწავლე. ოღონდ არ ვიცი რამდენად გადამირჩებიან, ძალიან პატარები წამოვიყვანე იმასთან შედარებით, მე რა მონსტრებიც მყავს.

Posted by: Freestyle 30 Apr 2023, 23:03
Krusty_the_Clown
პატარები თუ გინდოდა მეც მყავს ოხრად, უნდა ჩავაბარო ამ დღეებში სადმე biggrin.gif

გლდანში იყავი ხო??

მერე კოლმეურნეობაზსეც გაიარე, იმას ცოტა უცხო ტიპები ყავს.
პატარებისთვის ცალკე აკვა დავითრიე მე, და მამდ მყავს ხოლმე თორე ისე აზრი არ აქვს.

Posted by: Krusty_the_Clown 1 May 2023, 11:08
Freestyle
QUOTE
პატარები თუ გინდოდა მეც მყავს ოხრად, უნდა ჩავაბარო ამ დღეებში სადმე

ნუ ახლა მთლად ახალი გამოჩეკილ-დაყრილები კი არა, უბრალოდ იმ ზომებთან რაც მე მყავს ძალიან პატარები ჩანან smile.gif) რავი, რაც ვნახე, თითქოს თანაცხოვრობენ, თავიდან სკალარიას საჭმელი ეგონა და უნისკარტებდა კორიდორასებს smile.gif
QUOTE
გლდანში იყავი ხო??

მერე კოლმეურნეობაზსეც გაიარე, იმას ცოტა უცხო ტიპები ყავს.

კი, მანდ ვიყავი, მშვენიერი გენა გავიცანი, საჭირო კაცია, საჭმელებიც ვიყიდე, ვეძებდი კოლორებს და ვეჯითიბლებს ყველგან, თურმე გენას არ ქონია? smile.gif)
მოვინახულებ კოლმეურნეობასაც აუცილებლად.

Posted by: grafidegishi 12 Jun 2023, 18:37
შავი ტელესკოპი და თბილსისხლიანები ერთად შეძლება, 26 გრადუსს აიტანს შავი ტელესკოპი? ზოომარაზიაში რა პრობლემააო 26 გრადუსი არაფერს უზამსო და მატყუებენ?

Posted by: grafidegishi 18 Jun 2023, 09:29
QUOTE (M-A-S-E-R-A-T-I @ 15 Feb 2020, 13:49 )
user posted image
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

* * *

წინა თემებს ვერ ვპოულობ, სად შეიძ₾ება ვნახო აკვარიუმის ძელი თემები?

Posted by: Krusty_the_Clown 18 Jul 2023, 11:23
grafidegishi
არ ვიცი რამდენად დაგეხმარება ახლა ჩემი პასუხი, მაგრამ 26 გრადუსი ტელესკოპებისთვის კარგი ტემპერატურაა, უბრალოდ ყველა თევზთან არ არის ტელესკოპი თავსებადი.

Posted by: grafidegishi 17 Aug 2023, 23:01
QUOTE (Krusty_the_Clown @ 18 Jul 2023, 11:23 )
grafidegishi
არ ვიცი რამდენად დაგეხმარება ახლა ჩემი პასუხი, მაგრამ 26 გრადუსი ტელესკოპებისთვის კარგი ტემპერატურაა, უბრალოდ ყველა თევზთან არ არის ტელესკოპი თავსებადი.

სკალარები მყავს, ტერნეციები და ლოქო, ამათთან იცხოვრებს თუ რამეს დაუშავებს ამათ?

Posted by: Pasadena 19 Sep 2023, 11:01
სად შეიძლება კვარიუმის ფასები გავიგო?
------------------------

Posted by: donald1981 6 Jan 2024, 11:58
მაქვს ჭაბურღილის წყალი და მინდა პატარა ტბორის გაკეთება და თევზების გაშვება, მაინტერესებს თუ არსებობს რამე ლაბორატორია საქართელოში სადაც გავარკვევ იმ ქიმიური შემცველობის წყალში გაქაჩავენ თუ არა თევზები, სად შეიძლება მოვიკითხო მაი ამბავი?

Posted by: AUSCHWITZ 8 Jan 2024, 11:54
donald1981

http://nautilus.ge/product-category/plants/

შეეხმიანეთ მგონი შეძლებენ დახმარებას

Posted by: donald1981 8 Jan 2024, 15:44
AUSCHWITZ
danke schön wink.gif

Posted by: giorgevich23 22 Jan 2024, 02:28
QUOTE (donald1981 @ 6 Jan 2024, 11:58 )
მაქვს ჭაბურღილის წყალი და მინდა პატარა ტბორის გაკეთება და თევზების გაშვება, მაინტერესებს თუ არსებობს რამე ლაბორატორია საქართელოში სადაც გავარკვევ იმ ქიმიური შემცველობის წყალში გაქაჩავენ თუ არა თევზები, სად შეიძლება მოვიკითხო მაი ამბავი?

არ მგონია მაგ ჭაბურღილს ნავთობი მოდევდეს და კობრისებრთა ოჯახი ისე ამტანია ჩვენს ნებისმიერ წყალს იტანს smile.gif კალმახს თუ აპირებ პრეტენზიული თევზია ძირითადად წყლის ტემპერატურაზე,არ უყვარს თბილი წყალი და ნაკლები ჟანგბადი.

Posted by: grafidegishi 4 Feb 2024, 12:38
თვენახევრის წინ 80 ლიტრიანი აკვადან გადავედი 150 ლიტრიან აკვარიუმში, ფილტრი გადავიტანე(ჟანგბადის აპარატიც და ფილტრიც როა ეგ მაქვს) იგივე, მეგონა ეყოფოდა, მაგრამ აიმღვრა წყალი, ბურუსიანი გახდა წყალი, ვერსია პირველი ფილტრის ბრალია? მეორე ვერსია წყალმცენარეების განათებაც იგივე გადავიტანე და მცენარეები კარგად აღარ იზრდებოდნენ, ამიტომ 12 საათი მქონდა ჩართული, რაიმე მიკრობი ხო არ გაამრავლა ამან რამაც წყლის დაბურვა გამოიწვია ვერსია მეორე, რას დავაბრალო ვიყიდო დიდი ფილტრი?

Posted by: Bull_ 26 Feb 2024, 11:52
ძალიან მომიმრავლდნენ ლოკოკინები.
გრუნტის გამოხარშვის გარდა როგორ შეიძლება მაგათი გაქრობა?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)