ხალხო მოით ერთი ვიმსჯელოთ აბაა... ეგება რამე დამატებითი იდეები მომაწოდოთ.
კაროჩე ამ მანქანას რო ვამოწმებდი ყიდვამდე არასტაბილური ხალასტოი ჰქონდა, ვერ იწევდა, კიდე უცნაური წუილის ხმები მოდიოდა მატორიდან.
პატრონი ბაიბურში არ იყო რა მანქანა ჰყავდა და ა.შ.
რო ვიყიდე ვიფიქრე მოდი სვეჩების შემოწმებით დავიწყო თქო... არცერთი სვეჩი არ იყო ბოლომდე დაჭერილი. 5-6 ბრუნი უნდოდა რო ბოლო კბილამდე მისულიყო და მერე გადაჭერა. წუილის ხმებიც მაგედან მოდიოდა.
სვეჩები მენუალით რეკომენდირებული დავაყენე, ბაბინა ჩიბუხები ახალივითაა.
დალშე დროსელი იყო გარედან ზეთიანი. დავშალე დღეს და დროსელის ოთხივე ბოლტი იყო დაშვებული. გადაჭერილი არ იყო

კინაღამ გამოვყლევდი. ვიღაცას ტილო ჩაუყვია დროსელში და მიუტკეპნ-მოუტკეპნია ზეთები ვითომ გაწმინდა... მაგის გამო ხანდახან რესკად არ რეაგირებდა გაზზე.
დროსელიც იდეალურად გავწმინდე, პრაკლადკა იყო გაფუჭებული და ახალი გამოვჭერი. ყველაფერი ავაწყვე და არის საათივით. პედალზე ეგრევე რეაგირებს, ხალასტოი საათივითაა. ვიხლოფი თუხთუხებს თანაბრად ( ჩავარდნები არ აქ )
მაგრამ
დავუშვათ გაზს მივადგი და დავაფიქსირე 2,5 კ აბაროტზე, ოდნავ ათამაშებს ტახომეტრს. და მაინც რაღაცა ნეხვადკა აქ პლავნად თუ აძლევ გაზს.
რისი ბრალი უნდა იყოს ვითომ?