მოკლედ არ შემეძლო ამ ჯგუფზე თემა რომ არ გამეხსნა. ამ ზამთრის განმავლობაში ჩემი მუდმივი თანამგზავრია ეს ჯგუფი.
ჟანრის განსაზღვრისთვის ალბათ ყველაზე შესაფერი იქნება მათი მეორე ალბომის სახელწოდება Sad Songs for Dirty Lovers. ჯგუფის შემოქმედება ზოგადად შეიძლება ნიქ ქეივის სასიამოვნო ბალადებს და 80-იანების ალტერნატიულ საუნდს შორის მოვათავსოთ, მეტისმეტად მელანქოლიური მუსიკით და ჩამაფიქრებელი ლირიკით. მათმა მეორე ალბომმა "Alligator" შტატებში ძალიან მაღალი შეფასები მიიღო. ამ წელს გამოუშვეს ბოლო ალბომი სახელად "Boxer", სადაც ყველაფერთან ერთად თქვენ მოისმენთ როიალს, ვიოლონჩელს, საკაიფო არანჟიროვკით.
უნდა აღინიშნოს რომ მეტ ბერნინგერის ისედაც მოშნი ბარიტონი, კიდევ უფრო დამაჯერებელია ბოლო ნამუშევარში.
ჩემ საყვარელ ალბომს ვტვირთავ ეხა და მალე ავაგდებ.
The true man wants two things: danger and play. For that reason he wants woman, as the most dangerous plaything.