ძვირფასო ფორუმელებო,
სსიპ − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ „საქპატენტთან“ არსებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს თხოვნის შესაბამისად, forum.ge ,,რეკლამის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ვებ გვერდიდან მოხსნის ყველა განცხადებას, რომელიც სთავაზობს მესამე პირებს უეფას 2015 წლის სუპერთასის მატჩის ბილეთების შეძენას.
ამასთან, მოგიწოდებთ ფორუმზე თავი შეიკავოთ ბილეთების გასაყიდად შეთავაზებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ დაგეკისრებათ კანონმდებლობით განსაზღვრული სანქცია.
P.S. ეს მთავრობის განკარგულება:
https://matsne.gov.ge/ka/document/view/2870844ეს კანონი "რეკლამის შესახებ":
https://matsne.gov.ge/ka/document/view/31840ჩემთვის როგორც ცნობილია ვისაც დაიჭერებ ბილეთების გადაყიდვაზე დააჯარიმებენ გასაყიდი ობიექტის ღირებულების ოთხმაგი ოდენობით.
დიდი მადლობა გაგებისთვის და თანამშრომლობისთვის.
ერთი სიტყვით გაფრთხილებულნი ხართ, მერე არ იყოს ბიზნესს არ გვაცლითო
მუდამ თქვენზე მზრუნველი მოდერაცია
p.s. თემა დროებით აიპინება და დაიხურება, ფეხბურთის მატჩის შემდეგ თემა წაიშლება!
This post has been edited by ხარონი on 13 Jul 2015, 19:59