ისე, მაინც რა საოცარი და უცნაურიახოლმე ცხოვრება, რაღანაირ გრძნობებს არ აღგიძრავს კაცს, შეცოდების, სინანულის, დანანების, ხანდახან ცრემლის... ახლა აღარ მახსოვს, გეცოდებოდეს ადამიანიო, ვინ თქვა.
მოკლედ, ოთხმოცდაათიანების მეორე ნახევარი თუ ბოლო იყო, სკოლის დამთავრებისკენ კლასებში ვიყავი. ჩემი სკოლიდან - 51 - გადმოვიდოდიხოლმე ფილარმონიის მეორე მხარეს და იქ ველოდებოდიხოლმე საბურთალოსკენ ეკიპაჟს. მაშინდელი ტრანსპორტი ყველას გვახსოვს და ხანდახან ლოდინი ორმოც წუთამდეც გვიწევდა ისე, რომ სკოლიდან ადრე გამოსულებს ზოგჯერ მასწავლებლები დაგვადგებოდნენხოლმე თავს და... ხოდა ერთხელაც ვდგავარ გაჩერებაზე და უსაქმურობისას ხეებზე გაკრულ განცხადებებს ვკითხულობ. ერთი მართლა კაი რამე იყო: სუფთა და იზოლირებულ ბინაში, საბურთალოზე, ორ თუ ერთ ოთახს ვაქირავებთ 2 სტუდენტ გოგოზეო და ტელეფონიც ეწერა. ბოლოში რო ჩავედი, მაგრად გაასწორა, ბინის პატრონის სახელი და გვარი - ვინმე გოგი აგლაძე. ერთი ამ აგლაძის ადგილას დამსვამეთქი, ორ ქორფა (
) სტუდენტ გოგოს რო სახლში მიიღებს, ეგენი არც ნატურაზე ეტყვიან უარს და ნეტა რა კაი პონტში იქნება ეს ჩემისა და ა. შ. და ა. შ. მერე გავიდა რამდენიმე დღე, შეიძლება თვეც და ერთხელაც გაჩერებაზე გამოსულს, უფრო სწორად, მიწისქვეშადან რომ ამოვდიოდი, სანამ გაჩერებამდე მივედი, თვალში მომხვდა შუახანსგადაცილებული, თითქმის მოხუცი, მხრებში მოხრილი შალვარკოსტიუმში 1959 წლის მოდაზე ჩაცმული კაცი, რომელიც ქაღალდის ფურცელს თავისი სათვალის ჩარჩოთი უკაკუნებდა - ხეზე მიჭედებას ცდილობდა. აი ამასა ჰყაანსმეთქი, გავიფიქრე. მერე ორის, ოცდაორის, ოცდახუთის და ა. შ. მოლოდინში, ლუარსაბივით ბოლთას რო ვცემდი, ამ ხესაც მივუახლოვდი და გავიგე, რომ ის საწყალი მხრებში მოხრილი კაცი ის გოგი აგლაძე იყო, თავის სახლში 20 წლის გოგოებთან გრუპენსექსის გამართვისთვის მაგის ადგილზე რო ვნატრულობდი ყოფნას...
დაახლოებით 2 თვის წინ ახლობელმა ვაჟაზე ჩამომსვა მანქანიდან და ცოტას ფეხით გავივლიმეთქი და დელისისკენ გავუყევი. გზაში შორიდანვე დავინახე ჩემი ბავშვობის ძმაკაცი, რომელიც ალკოჰოლს დაუმეგობრდა ძალიან და თუ დროზე არ მივხედეთ, ცუდად წაუვა მალე საქმეები. დელისის მეტროში ჩამავალი კიბეების კედელზე იჯდა და ბოთლი ახლოს მიედგა და ხელებს იქნევდა. ორი ნაბიჯის მერე დავინახე ის, ვისაც ელაპარაკებოდა გზნებით - მთაწმინდელი ქართველი, ვახტანგ კვაშილავა. კეთილისა და ბოროტის რაობაზე დავობდნენ. ხშირად ისმოდა ნუცუბიძე, პლატონი, ბოროტიმცა რად შეექმნა, ქართული რენესანსი და სახარება და არამიწიერი ცივილიზაციები. მოკლედ, უკეთეს და უფრო შემზარავ ტრაგიკომედიას აკაკი ბაქრაძე და ზურაბ კაკაბაძე ვერ ინატრებდნენ. ნაბიჯი შევანელე, რო ძმაკაცს არ დავენახე და ამხანაგ ვახტანგთან დებატებში არ მივეწვიე. ბოლოს, როგორც იყო, რომ მორჩნენ, კვაშილავამ გულისჯიბიდან რეზინით შეკრული ქაღალდები დააძრო და ჩემს ძმაკაცს თავისი მობილური უკარნახა, 897-ზე, როგორც მახსოვს. სულ სახლში მიდევს ტელეფონიო, უთხრა. მთაწმინდაზე ვცხოვრობო - და აუხსნა, სადაც ცხოვრობს. ჩემთან მოდიო, ვიკამათოთ და ვილაპარაკოთ და ორივე გავჯანსაღდებითო, ჩემთან კონტაქტი ხალხს კურნავსო და ა. შ. მერე, უკვე რომ შორდებოდნენ ერთმანეთს, კვაშილავამ დაუძახა, თუ ვინიცობაა და ვერ დარეკე, ან სახლში ვერ მომაგენიო, კანდელაკი-ნუცუბიძიდან რო ლისის ტბისკენ გზა ადის, გზაჯვარედინი სადაცააო - რესპუბლიკურის ჩასახვევი - (ეს ჩემი ძმაკაცი ეუბნება, რომპეტროლის კალონკაო და კვაშილავა გამოYLევდა) მაგ გზას დაადექი და ლისისკენ წადიო და მარჯვენა მხარეს, 23 ნომერში შემოდიო. იქ ჩემი სულიერი მეგობარი და მფარველი ცხოვრობს და იმასთან ვიქნებიო, ეუბნება, გოგი აგლაძე ჰქვიაო.
აი, მესამედ და უკანასკნელად აქ გავიგე იმ კაცის სახელი და გვარი, ვისაც ქართული ვარეზის კეთებაში ვდებდი ბრალს და სინამდვილე ისეთი აღმოჩნდა, მე გამოვედი ვარეზის მკეთებელიც და გარყვნილი კაციც. იმ დროს ვიგრძენი, რომ გულში გაფიქრებაა საშინელზე საშინელი და რეალურე რეალური ცოდვა და დანაშაული, რომ საქმით ღალატი და ფიქრში ღალატი არაფრით განსხვავდება ერთმანეთისგან. იმ მომენტში თითქოს თვალით დავინახე, როგორ შეიძლება მოკლა და გაანადგურო სიტყვით ადამიანი. და ჩვენი ყოველდღიური ურთიერთობები და მიმართვები ასეთი მკვლელობის და დანაშაულების დაუსრულებელი ჯაჭვია - ვინ ვისზე რა თქვა, როგორ შეაგინა და ა. შ. და მაშინ მივხვდი, რომ ამას გარეთ ვერსად დაინახავს კაცი, ეს შიგნით, შენში უნდა იგრძნო. ჩემი თავი მაშინ მართლა კაცისმკვლელი მეგონა, საწყალ, მოხუც კაცზე ასეთ რამეს რომ ვფიქრობდი, ვისაც ამ გაჭირვების დროს - და ვინ იცის, ან თვითონ რა აქვს საჭმელი, ან სხვას რას აჭმევს - კეთილი და, ასე ვთქვათ, "განათლებული" სულიერად ავადმყოფი ჰყავს შეფარებული. კინაღამ მართლა ცრემლი მომადგა თვალზე. აქ, გვერდზე, ლიტერატურაში ალბერ კამიუზეა თემა და ოცელოტი მეუბნება, ხო გევასება მაზგაიობი მწერლებიო. "...თუნდაც უნებურად, კეთილის მდომელი, მეც მკვლელობას ჩავდიოდი. დროთა განმავლობაში შევნიშნე, რომ ჩვენს შორის საუკეთესოებსაც კი არ ძალუმთ არ მოკლან ან მკვლელობას არ შეუწყონ ხელი, რადგან ასეთია მათი ცხოვრების ლოგიკა და ამქვეყნად ხელსაც კი ვერ გავძრავთ ისე, თუ ვინმეს სიცოცხლე არ მოვუსწრაფეთ." - კამიუ, "შავი ჭირი".
აი ეს ამბავი გამახსენდა ახლა, თემის დათვალიერების მერე რო ამ კინოს შევხედე.
ხოდა დაგვიბრუნეთ ბარძგალა.