magistra_vitae
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2698
წევრი No.: 111250
რეგისტრ.: 2-February 10
|
#59672047 · 29 Sep 2022, 23:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (bada_bing @ 4 Sep 2022, 17:57 ) | მოკლედ დაახლოებით ასეთი ქეისია, ორ ბიძაშვილს აქვს დავა მათივე მამიდაშვილის მიწაზე, რომელიც არ დაქორწინებულა და მემკვიდრის გარეშე გარდაიცვალა. ამ დროს რა პროცედურა უნდა დაიწყოს, თუ სურს ქონების შუაზე გაყოფა (მეორე მხარეს მთლიანად სურს მიღება, როგორც მითხრა თუმცა წესით შანსი არ აქვს რადგან თანაბარი რიგის მემკვიდრეები არიან) |
რადგან გარდაცვლილს (მამკვიდრებელს) არ ჰყოლია მემკვიდრე, მისი ქონების სხვა პირებზე გადასვლა მოხდება კანონის ან ანდერძის საფუძველზე. სასამართლოში მიმართვამდე შეგიძლიათ,კონსულტაციისთვის მიაკითხოთ კომპეტენტურ ნოტარიუსს, რომელიც მოგცემთ რჩევა დარიგებას...ჯერ გაარკვიეთ რაიმე ანდერძი ხომ არ ქონდა დატოვებული სიცოცხლეში ნოტარიუსთან- ჩუქება მაგალითად. ზოგადად სამკვიდრო იხსნება მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის შემდეგ ნოტარიუსთან მიმართვის საფუძველზე. მეტი ინფორმაციისთვის გადახედოთ ქვემოთ თუ ვინ შეიძლება იყვნენ კანონით მემკვიდრეები:
'' კანონით მემკვიდრეებს რიგითობის მიხედვით მიეკუთვნებიან: I რიგში – გარდაცვლილის შვილები, შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები, (მშვილებლები). ქორწინების გარეშე შობილი ბავშვი მამის მემკვიდრედ ჩაითვლება, თუ მამობა აღიარებულია კანონით დადგენილი წესით.ნაშვილები და მისი შთამომავლები, როგორც მშვილებლის ან მისი ნათესავების მემკვიდრეები, გათანაბრებული არიან მშვილებლის შვილებთან და მათ შთამომავლებთან. ნაშვილები აღარ მიიჩნევა კანონით მემკვიდრედ მისი მშობლებისა და აღმავალი ხაზის სხვა ბიოლოგიური ნათესავების, აგრეთვე, დებისა და ძმების გარდაცვალების შემდეგ.შვილიშვილები, შვილიშვილისშვილები და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა.შვილიშვილები, შვილიშვილისშვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები ვერ გახდებიან მემკვიდრეები, თუ მათმა მშობლებმა უარი თქვეს სამკვიდროს მიღებაზე. მშვილებელი და მისი ნათესავები, როგორც ნაშვილებისა და მისი შთამომავლობის მემკვიდრეები, გათანაბრებული არიან ნაშვილების მშობლებსა და სხვა ბიოლოგიურ ნათესავებთან. ნაშვილების მშობლებს, აღმავალი ხაზის სხვა ბიოლოგიურ ნათესავებსა და და-ძმებს აღარ ეკუთვნით კანონით მემკვიდრეობა ნაშვილების ან მისი შთამომავლების გარდაცვალების შემდეგ; II რიგში - გარდაცვლილის და, ძმა, დისშვილი და ძმისშვილი იმ შემთხვევაში, თუ მისი მშობელი ცოცხალი აღარ არის მამკვიდრებლის გარდაცვალების დროისათვის; III რიგში – ბებია, პაპა, ბებიის დედ-მამა, პაპის დედ-მამა როგორც დედის, ისე მამის მხრიდან; ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა კანონით მემკვიდრეებად ითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ბებია და პაპა ცოცხლები აღარ არიან; IV რიგში – ბიძები, დეიდები, მამიდები; V რიგში – ბიძაშვილები, დეიდაშვილები, მამიდაშვილები. ხოლო თუ ეს უკანასკნელნი არ არიან, მაშინ მათი შვილები.''
This post has been edited by magistra_vitae on 29 Sep 2022, 23:12
--------------------
Умей мечтать, не став рабом мечтанья, и мыслить, мысли не обожествив! Just for reminder: 220 Volt ☢ ☼ ✿
|