Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პოლიტიკა > “გახარია არ იჭერს გეგეშიძეს, რომელმაც ჯაჭვი ურტყა სახეში


Posted by: The13thFloor 20 Jan 2019, 21:12
“გახარია არ იჭერს გეგეშიძეს, რომელმაც ჯაჭვი ურტყა სახეში ევროპის ჩემპიონს და იჭერს კირკიტაძეს, რომელიც ავტობუსს წიხლს ურტყავდა?!” - ცოტნე გამსახურდია
20:55 2019-01-20
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ ევროპის ჩემპიონის ზურა დათუნაშვილის ცემის ფაქტს ფეისბუქის გვერდზე ეხმაურება პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია. მისი თქმით, ის ქვეყანაში შერჩევითი სამართალია, როცა ხელისუფლების წევრები და მათი ოჯახები კანონზე მაღლა დგას. ამის მაგალითად გაერთაინებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის დავით კირკიტაძის დაჭერის ფაქტო მოჰყავს, მაშინ როცა ევროპს ჩემპიონის ცემისთვის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს პასუხი არავინ მოსთხოვა.
„მიშა სააკაშვილს რატომ ვუპირისპირდებოდი, განა მისი სახელი და გვარი არ მომწონდა? ტიპმა ქვეყანა სამ წელიწადში თავიდან შექმნა, გაიხსენეთ, სად ვცხოვრობდით! მაგრამ იმ ქვეყანაში სამართალი არ იყო. უფრო სწორედ, იყო ე.წ. შერჩევითი სამართალი, როცა ხელისუფლების წევრები და მათი ოჯახები კანონზე მაღლა იდგენ, და დანარჩენებისთვის - ეს კანონი იყო დრაკონული.

პირადად ჩემთვის ეს იყო აუტანელი, და ის უაპელაციო დამოკიდებულება ოპონენტებისადმი, რაც მათ ჰქონდათ. და დღეს უნდა მომწონდეს, რომ გახარია არ იჭერს გეგეშიძეს, რომელმაც ჯაჭვი ურტყა სახეში ახალგაზრდა ევროპის ჩემპიონს და იჭერს კირკიტაძეს, რომელიც ავტობუსს წიხლს ურტყავდა?! ჩავაყუდებთ! - კაცობს აქ ეს ბიძინეს ხელის ბიჭი... გამოექანონ...- მატრაკვეცობს მეორე...

ამას ვებრძოდი და ეს არ მომწონს დღესაც. მე ხელისუფლების ქმედებებს ვუყურებ და არა თვალის პაჭუნს ან არმანის ტრუსიკებს. ვისაც ეგ აინტერესებს, შეარგოს! თორემ ამათ მიშას მეათედი რომ არ გაუკეთებიათ ქვეყნისთვის შინ ან გარეთ, ამას ლაპარაკიც არ უნდა. და ვისაც მოსწონს, ალალია მასზე ცოცხებიც, ჯაჭვებიც და გამოქანებაც!“ - წერს ცოტნე გამსახურდია.
http://www.newposts.ge/?l=G&id=195204-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90,%E1%83%92%E1%83%94%E1%83%92%E1%83%94%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94,%20%E1%83%99%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%99%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94

Posted by: kardinali100 20 Jan 2019, 21:15
QUOTE
“გახარია არ იჭერს გეგეშიძეს, რომელმაც ჯაჭვი ურტყა სახეში ევროპის ჩემპიონს და იჭერს კირკიტაძეს, რომელიც ავტობუსს წიხლს ურტყავდა?!” - ცოტნე გამსახურდია

ძლივს ამანაც სიმართლე სთქუა.

The13thFloor
QUOTE

 “გახარია არ იჭერს გეგეშიძეს, რომელმაც ჯაჭვი ურტყა სახეში, ევროპის ჩემპიონს და იჭერს კირკიტაძეს, რომელიც ავტობუსს

კაი სათაურია....წინა თემების დასათაურება საპროტესტო მუხტის დაგდებას ემსახურებოდა
boli.gif

Posted by: Raven 20 Jan 2019, 21:20
აუფ რა შედარებაა ბიჯო, მოფიქრება ხო უნდა, ეს გამსახურდიები სულ დადებილდნენ....................

Posted by: irakli1 20 Jan 2019, 21:27
QUOTE (Raven @ 20 Jan 2019, 17:20 )
აუფ რა შედარებაა ბიჯო, მოფიქრება ხო უნდა, ეს გამსახურდიები სულ დადებილდნენ....................

რა თქვა არასწორი?...........................

Posted by: Lаki 20 Jan 2019, 22:38
ხვალ რომ დაიჭიროს მერე რა სათაურით გაიხსნება თემა? biggrin.gif

Posted by: David_Gale 20 Jan 2019, 22:40
ეგეთი აზროვნების და ღირებულებების მთავრობაა თავის ამომრჩევლიანა,

ჩვენიანია ვაპატიოთ,

სხვა დავსაჯოთ


სხვა რუსი და თურქია, ლიბერალი კიდე, ჩვენიანი ქართველია



Posted by: akkai 20 Jan 2019, 22:42
QUOTE (Lаki @ 20 Jan 2019, 22:38 )
ხვალ რომ დაიჭიროს მერე რა სათაურით გაიხსნება თემა? biggrin.gif

ცოტნე გამსახურდიას მწარე კომენტატის გამო მინისტრი იძულებული გახდა გეგეშიძე დაეკავებინა wink.gif

წავა? ;D gigi.gif 1

Posted by: levani169 20 Jan 2019, 22:45
The13thFloor
QUOTE

> “გახარია არ იჭერს გეგეშიძეს, რომელმაც ჯაჭვი ურტყა სახეში, ევროპის ჩემპიონს და იჭერს კირკიტაძეს, რომელიც ავტობუსს

მოკლედ ამ ნაციონალებმა არც კვირა იცით,არც შაფათი,არც ნათლისღების უქმე.........მოვა სამუშაო ორშაფათი და დეიჭერენ და დიდხანს ეჭირებატ ალბათ იმ ჯაჭვიანს!

Posted by: konformist 20 Jan 2019, 22:46
QUOTE (irakli1 @ 20 Jan 2019, 21:27 )
QUOTE (Raven @ 20 Jan 2019, 17:20 )
აუფ რა შედარებაა ბიჯო, მოფიქრება ხო უნდა, ეს გამსახურდიები სულ დადებილდნენ....................

რა თქვა არასწორი?...........................

შეადარა, რა, მიშისტის წიხლი
და კაიბიჭის (სპრავედლივი) ხელი

ასწავლეს ეხლა გახარიას, რა

QUOTE (ჰერელი)
პოლიციელზე თავდასხმა უფრო მძიმე დანაშაულია.

ისეთი ამბავია, რა,
გააჩნია ეს პოლიციელი რომელ ხელისუფლებას ემსახურება
თუ ოცნებას - რა თქმა უნდა მძიმე დანაშაულია

Posted by: ჰერელი 20 Jan 2019, 22:47
პოლიციელზე თავდასხმა უფრო მძიმე დანაშაულია.

Posted by: კანფეტებიანი-კოსმონავტი 20 Jan 2019, 22:47
ამოაღებინებს მაგ ცოდვებს გახარია საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმის კეთებით, მაგალითად მიტინგზე აცემინებს პოლიტიკურ ოპონენტებს.

Posted by: dega 20 Jan 2019, 22:55
ასეთ თემაში რავა შემოვლენ ..........................

Posted by: kalekalebind 20 Jan 2019, 22:56
ეგ ამბები ნუ უშუალოდ მთლად ეგენი არა მაგრამ მაგათთან მიბმული ვიცი კარგად შიგნიდან მარა ან მოყოლას რა აზრი აქვს ან აღწერას ან განხილვას რა მყრალი ხრენიც იყო ეგ ფედერაცია და მისი შიდა სამზარეულო ზუსტად ეგეთად დარჩება მაინც.თუ უფრო არ გაუარესდა კიდევ. კურტანიძის დროს რა იყო,გეწაძის დროს რა იყო და კაგანოვიჩის და ჩერნიახოვსკის დროს რა იყო,მაგაზე ნუ გაამახვილებთ დიდად eartake-ს.

Posted by: მერკუციო 20 Jan 2019, 22:58
irakli1
QUOTE
რა თქვა არასწორი?...........................

რაიო და მარჩენალზე თქვა მამაძაღლიო...

Posted by: bossi 20 Jan 2019, 23:25
kalekalebind
არადა რამოდენიმე მენეჯერი რომ დანიშნონ ჭიდაობის ფედერაციაში და ფული არ მოტეხონ და არც წილები მისცენ ზევით მთავრობაში რა მაგარი და სანიმუშო ფედერაცია იქნებოდა.

შედეგებით ტრაბახობენ და რეალურად ვიცი რო ხალხს საჭმლის ფული არ აქვს და მაინც ვარჯიშობენ და ავარჯიშებენ მწვრთნელ მოსწავლებიანა სუფთა ენთუზიაზმით დებენ ისეთ რამეს რომ შეუძლებეკია რა და შეუძლებელს აკეთებენ.

გამოდიან ეს ნაძირალები და ფოტოებს იღებენ ეს მთავრობის წარმომადგენლები და ამ დროს ის რაც არის გამოყოფილი ისიც არ მიდის სპორტცმენებანდე.

ამერიკის ირანის იაპონიის და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს უგებენ ჩვენები და ეროვნულ ნაკრებს ერთი საშხაპე აქვთ წარმოიდგინეთ რა დონის შეურაწყოფაა

ქვეყანა რომ იყოს საქართველოს ერ ნაკრები ბევრი ქვეყანა განვითარებული ინატრებდა ამ შედეგებს.

უბრალოთ შეუძლებელს აკეთებენ ჩვენი ბიჭები თორემ იგივე სკანდინავიური და ჩრდილო ამერიკელები და იაპონელები არიან თავისუფალ ქალთა ჭიდაობაში მსოფლიოში ერთ ერთი ლიდერები მამაკაცებში ახლოს ვერ მოდიან რაც ზემოთ დავწერე.

ესეთი კანფეტი ფედერაციის დაკარგვა არც წინა ხელისუფლებას და არც დღევანდელს არ აწყობს რადგან ფულს რომელსაც აძლევენ იგივე ძიუდოსგან ან სხვა ფედერაციებთან შედარებით მცირეა მაგრამ მსუყეა სპორტის კორუფციონერი ჩინოვნიკებისთვის.

თქვენც რომ იყოთ იგივეს იზავთ რადგან შედეგებით მსოფლიოშ ვართ 1 და 2 ე ადგილებზე ჭიდაობის ორივე სახეობაში და ამ დროს რაც არის გამოყოფილი ნახევარი მიდის ხელისუფლების ჩინოვნიკების ჯიბეებში მაგრამ შედეგები ხომ არის ესეიგი ყველაფერი კარგათაა.

იმაზე არაფერს დავწერ პირად მწვრთნელებს როგორ აწერენ პირად მოსწავლეებს და წილში უჯდებიან პრემიებში და ეს კანონით დამტკიცებულია ნახევარი ეკუთვნით ნაკრებში მომუშავე ტრენერებს რომბლებიც მართლა უბრალოდ არაფერს აკეთებენ.


ასეთი მსუყე ნაჭრის დაკარგვა ან ფედერაციაში მოსულ მენეჯმენტს ან სპორტის თუ სხვა სამინისტრებიდან დამკრიშავ კორუფციონერ ჩინოვნიკებს რამდენად აწყობთ თქვენთვის მომინდვია.

ისეთი სიბინძურეები ხდება რომ გული აგერევა ადამიანს.

Posted by: UNEEK 20 Jan 2019, 23:37
მაგათ მინისტრი ყიფიანი გაატიტვლეს პადუალში დათეთქვეს,
არ კიდიათ ჯაჭვიანი კაცი ვის გაუსწორდა, ზედ ჰუმან რაით ვოჩი რას იტყვის

Posted by: erfiro 21 Jan 2019, 00:17
The13thFloor
ცოტნე შენ ხარ? biggrin.gif



ეს ამბავი წინა წელს მოინელა ფორუმმა...

ერორმა თემა ვერ იპოვა ბადის შესავსებად და შემოაგდო...



პ.ს. გამორთეთ ერორიო, ხომ გითხრათ მამა-მარჩენალმა?
რათ არ უჯერებთ biggrin.gif

Posted by: kardinali100 21 Jan 2019, 04:51
QUOTE
მაგათ მინისტრი ყიფიანი გაატიტვლეს პადუალში დათეთქვეს,
არ კიდიათ ჯაჭვიანი კაცი ვის გაუსწორდა

QUOTE
გამორთეთ ერორიო, ხომ გითხრათ მამა-მარჩენალმა?
რათ არ უჯერებთ


Posted by: defender. 21 Jan 2019, 10:05
ასეთი რამ მიშას დროს რომ მომხდარიყო,

საზმაუზე ლაივი იყო სხვათაშორის და გათიშეს, სავარაუდოდ საზმაუს კამერებმაც გადაიღეს ეგ ფაქტი HD ში, და წააშლევინეს, დანაშაულს- დანაშაულზე სჩადიან, არ გეგონოთ ვინმეს შეგრჩეთ, დაისჯებით ყველა კანონის სიმკაცრით.


ასე რომ გეშინოდეთ

Posted by: black hawk 21 Jan 2019, 10:21
Lаki
QUOTE
ხვალ რომ დაიჭიროს მერე რა სათაურით გაიხსნება თემა?


მედია რო ლაივში ფაქტებს უდებს და ამის მერე იძულებულები არიან დაიჭირონ თორემ ამის გარეშე ტრაკს გაანძრევდნენ?

Posted by: harton1 21 Jan 2019, 10:27
defender.
QUOTE
ასეთი რამ მიშას დროს რომ მომხდარიყო,


კაი ეხლა. ხდებოდა

გახარია არის ტიპიური მაფიოზი, რომლის ერთადერთი ამოცანაა უზრუნველყოს მთავრობის შენარჩუნება. ქვეყანაში რა ხდება, ჩემი აზრით, მაგარი ახატია ტიპს

ძიუდოს ამბებიც ესეც, გირჩის მიერ ჯარის საბოტაჟი ნიშნავს მარტივ რამეს, მთავრობას სხვა ყველაფერი კიდია, მტავარია, დარჩნენ

კრიზისებზე რეაგირება ზედმეტი ფუფუნებაა, თვითდინების რეჟიმში არიან მასტები

Posted by: defender. 21 Jan 2019, 10:37
harton1
QUOTE
კაი ეხლა. ხდებოდა

კი ხდებოდა, მაგრამ მე ხალხის რეაქცია ვიგულისხმე, იდეაში, ეს თემა 2 გვერდს ვერ გასცდა.

Posted by: experto 21 Jan 2019, 10:42
არაა ვიდეო კადრი არაა პრობლემა!

ეგონათ ვიდეო კადრები არ დაიდებოდა მაგრამ დაიდო და კიდე მეტი დაიდება თავის დროზე და ბევრ სფეროზე!

ამიტომ ტრაკი დააყენეთ და ქვე-ყანას მიხედეთ! wink.gif

ცრუსთავი2 მაგარია!

Posted by: sandy 21 Jan 2019, 11:21
defender.
QUOTE
კი ხდებოდა, მაგრამ მე ხალხის რეაქცია ვიგულისხმე.

ესენი მოძალადეები კი არა, მხოლოდ უნიათოები არიან facepalm.gif

Posted by: comus-74 21 Jan 2019, 11:29
QUOTE
ეგონათ ვიდეო კადრები არ დაიდებოდა მაგრამ დაიდო და კიდე მეტი დაიდება თავის დროზე და ბევრ სფეროზე!

QUOTE
ამიტომ ტრაკი დააყენეთ და ქვე-ყანას მიხედეთ!


აი
ტიპიური ნაციონალის პოსტი ტრაკი დააყენეთო ხალხო ტრაკიო ჯერ არ მოსულან უკვე გვზღუდავენ
mad.gif

Posted by: Trump 21 Jan 2019, 11:38
defender.
QUOTE
ასეთი რამ მიშას დროს რომ მომხდარიყო,

საზმაუზე ლაივი იყო სხვათაშორის და გათიშეს, სავარაუდოდ საზმაუს კამერებმაც გადაიღეს ეგ ფაქტი HD ში, და წააშლევინეს, დანაშაულს- დანაშაულზე სჩადიან, არ გეგონოთ ვინმეს შეგრჩეთ, დაისჯებით ყველა კანონის სიმკაცრით.


ასე რომ გეშინოდეთ




თბილისის პოლიციის უფროსმა კალათბურთის მსაჯს ხელი გაარტყა

კირკიტაძე ფხბურთის მატჩის დროს გადახტა და მსაჯი სცემა

ხო მიშას დროს არ ხდებოდა ეგეთები..

Posted by: qar-tleti 21 Jan 2019, 11:42
The13thFloor
QUOTE
რომელიც ავტობუსს წიხლს ურტყავდა?!


ავტობუსს არა , პოლიციელს ურტყავდა წიხლს

ცნობისათვის, კირკიტაძის დანაშაული სხვაა ხოლო მაგ ვიღაცისა კიდევ სულ სხვა.

პოლიციელის წინააღმდეგ მიმარტული დანაშაული ბევრად უფრო მძიმეა, მითუმეტეს ეგ ვაჟბატონი მეორედ მოხვდა პასუხისგებაში

Posted by: sandy 21 Jan 2019, 11:50
Trump
QUOTE
ხო მიშას დროს არ ხდებოდა ეგეთები..

ხდებოდა, მაგრამ პირადად შენი რეაქცია მაშინ სრულიად განსხვავებული იყო!

და საერთოდ, თუ ასეთი შემწყნარებელები ხართ იმ ცუდის მიმართ, რაც ნაციონალების დროს ხდებოდა, რას ერჩოდით იმ ხელისუფლებას, იმ დროს დღევანდელისგან განსხვავებით კარგიც ბევრი კეთდებოდა!

qar-tleti
QUOTE
ცნობისათვის, კირკიტაძის დანაშაული სხვაა, ხოლო მაგ ვიღაცისა კიდევ სულ სხვა.

ვიცით, ვიცით...
რატომღაც ეჭვი რომ გვეპარებოდეს gigi.gif

Posted by: Trump 21 Jan 2019, 11:58
sandy
QUOTE
ხდებოდა, მაგრამ პირადად შენი რეაქცია მაშინ სრულიად განსხვავებული იყო!



ჩემი რეაქცია არის ის,რომ იმ პრეზიდენტს უნდა აჭამო ის ჯაჭვი

აი ეგ არის ჩემი რეაქცია

Posted by: sandy 21 Jan 2019, 12:01
Trump
QUOTE
აი, ეგ არის ჩემი რეაქცია

+ 41/48-ის შემოხაზვა biggrin.gif

Posted by: experto 21 Jan 2019, 12:04
იმის მაგივრად სუფრა გაეშალათ და ღვინოში "ჩაეხრჩოთ" - გალახეს!

ქსივა - ვაი "ძველი ბიჭების" საყვარელი აგტრიბუტი გახდა!

Posted by: Trump 21 Jan 2019, 12:09
QUOTE (sandy @ 21 Jan 2019, 12:01 )
Trump
QUOTE
აი, ეგ არის ჩემი რეაქცია

+ 41/48-ის შემოხაზვა biggrin.gif

არა ბიჭო ნაცებს მოგიხაზავ ეხლა..


თუ იქაც მძღნერია და იქაც და მაგაზე ვთანხმდებით.. არჩევანის თავისუფლებაა
და რაც გინდა ის აირჩიე..

იქ კირკიტაძე სცემდა აქ გეგეშიძე.. რა აზრი აქვს ამ ბაზარს.

Posted by: sandy 21 Jan 2019, 12:15
Trump
QUOTE
იქ კირკიტაძე სცემდა, აქ - გეგეშიძე.. რა აზრი აქვს ამ ბაზარს.

აქვს!

2012 წელს მე გაცილებით უკეთეს ქვეყანაში ვცხოვრობდი, ვიდრე 2003-ში,
2019-ში აბსოლუტურად არაფრით უკეთეს ქვეყანაში არ ვცხოვრობ, ვიდრე 2012-ში,
პირიქით, ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქის ყოველდღიური ყოფა ბევრად ძვირი და საფრთხის შემცველი გახდა!

Posted by: no_one 21 Jan 2019, 12:17
Trump
როგორ არ აქვს აზრი, აბა დაფიქდი - თორმეტამდე შენ ჭყლპინობდი, ეხლა ნაცები - ნერვები ვის უფრო მშვიდად აქვს ამასაც ხომ აქვს მნიშვნელბა არა

Posted by: harton1 21 Jan 2019, 12:19
defender.


ზოგადად ფორუმს დააკლდა მომხმარებელი,და განხილვამაც ნეღწილად აზრი დაკარგა, თორემ.ოცნების მოწინააღმდეგეები ცოტა არ არიან

ფეისბუქის თემაა

Posted by: magda_gijmaji 21 Jan 2019, 13:15
როგორ დაიჭერს, სპორტსმენმა თქვა, მე არ მინდა არავის დაჭერაო.

ჩვენებაზე უარი განაცხადა

ინდური კინოს ფინალი

http://recorder.ge/2019/01/21/zura-datunasvilma-gega-gegesizis-winaarmdeg-gamoziebas-cveneba-ar-misca/
მასთან სახლში მისულ ძალოვანებს სპორტსმენმა, გეგეშიძის წინააღმდეგ გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი უთხრა.

ზურა დათუნაშვილი:
ჩემი მიზანი არ არის, ვინმე დაიჭირონ ან რამე და ამიტომ

Posted by: ZD725 21 Jan 2019, 13:17
QUOTE
ჩემი მიზანი არ არის, ვინმე დაიჭირონ ან რამე და ამიტომ

ესეთები ღირსია გეეგშიძემ დილა საღამოს ცემოს.


Posted by: magda_gijmaji 21 Jan 2019, 13:20
QUOTE (ZD725 @ 21 Jan 2019, 13:17 )
QUOTE
ჩემი მიზანი არ არის, ვინმე დაიჭირონ ან რამე და ამიტომ

ესეთები ღირსია გეეგშიძემ დილა საღამოს ცემოს.

მეც მასეთი განცდა დამრჩა, კარგად ვერ მოხვდა.

საქმე ისაა, რომ სანამ რუსთავი ორი კადრებს იშოვნიდა, თავად დარბოდა ამ კადრებზე, განა იმისთვის, რომ საჯარო გამხდარიყო, რომ კარგად ევაჭრა.

ჩხუბი იმიტომ დაიწყო, რომ ზუსტად დათუნაშვილმა და მისმა ძმამ დაიწყო ჩხუბი და ევროპის ორგზის ჩემპიონს, თან თავის უახლეოს ძმაკაცთან, ჭინჭყლობით გამარჯვება კი არ უნდა სჭირდებოდეს პასიურობის ქულით, ისე უნდა მოეგო.


Posted by: RAMETU 21 Jan 2019, 14:30
ფედერაციის პრეზიდენტი მინიმუმ უნდა იქნას განთავისუფლებული დაკავებული თანამდებობიდან ...

უნდა აეკრძალოს სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმება 5 წლით !

///

ვინ უნდა აღასრულოს სამართალი, როცა თვით ხელისუფლებაა მოძველბიჭო კრიმინალური მენტალობის smile.gif

Posted by: andamat3 21 Jan 2019, 14:50
QUOTE

QUOTE
ჩემი მიზანი არ არის, ვინმე დაიჭირონ ან რამე და ამიტომ

ესეთები ღირსია გეეგშიძემ დილა საღამოს ცემოს.


ზუსტად ეგ ვიფიქრე მეც.

რაო, ჩვენების მიცემა არაქურდულიაო? მაშინ რას დარბოდა წინ და უკან - არიქა, მცემაო?

Posted by: experto 21 Jan 2019, 15:03
andamat3
QUOTE
რაო, ჩვენების მიცემა არაქურდულიაო


აქ ერთ მხარეს სპორტსმენია და მეორე მხარეს ძალოვანი უწყების წარმომადგენელი!

თუ სპორტსმენი ქურდულს აწვება და ჩვენებას არ იძლევა მაშინ სხვანაირად უნდა მოეგვარებინა - ახლა კი უბრალოდ ....!!

Posted by: აფრედერიკ_მე 21 Jan 2019, 15:12
QUOTE (magda_gijmaji @ 21 Jan 2019, 13:15 )
როგორ დაიჭერს, სპორტსმენმა თქვა, მე არ მინდა არავის დაჭერაო.

ჩვენებაზე უარი განაცხადა

ინდური კინოს ფინალი

http://recorder.ge/2019/01/21/zura-datunasvilma-gega-gegesizis-winaarmdeg-gamoziebas-cveneba-ar-misca/
მასთან სახლში მისულ  ძალოვანებს სპორტსმენმა, გეგეშიძის წინააღმდეგ გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი უთხრა.

ზურა დათუნაშვილი:
ჩემი მიზანი არ არის, ვინმე დაიჭირონ ან რამე და ამიტომ

ეშინია თუ კაი ბიჭობას აწვება?

Posted by: vinsaniti 21 Jan 2019, 15:16
ნაციონალად მონათლეს უკვე ქოცებმა თუ არა ჯერ? biggrin.gif



ისე ესეც უნდა იდოს მაინც ნაცებისთვის, ახლა რომ აეხილათ თვალები

Posted by: Trump 21 Jan 2019, 15:58
no_one
QUOTE
როგორ არ აქვს აზრი, აბა დაფიქდი - თორმეტამდე შენ ჭყლპინობდი, ეხლა ნაცები - ნერვები ვის უფრო მშვიდად აქვს ამასაც ხომ აქვს მნიშვნელბა არა



შენ რო მართლა ჭლოპინებდი და გრეჩიხას #1 ფანი იყავი ფორუმზე, ეგეთი ცოტა თუ ყოფილა.

მართლა ჭყლოპინა ეს.

Posted by: magda_gijmaji 21 Jan 2019, 17:23
http://recorder.ge/2019/01/21/gega-gegesize-aravistvis-araferi-camirtyams-arc-jawvi-mweria-da-arc-xelketi/
დიდი ჩხუბი იყო, რომ გითხრათ, უფრო შეხლა-შემოხლა იყო. ვის წარბი გაუსკდა და ვის თავი გაუტყდა, ეს არავის დაუნახავს და არც მე დამინახავს პირადად. ისე რომ, რა ვიცი, პირადად ჩემთვის გაუგებარია, რომ ზოგი იძახის, ხელკეტი ჩავარტყი, ზოგი იძახის, რომ ჯაჭვი ჩავარტყი, ზოგი კიდევ იძახის, რომ დავჭერი. ჯერ თვითონ ჩამოყალიბდნენ, რა მოხდა. ერთი ერთს იძახის, მეორე მეორეს. არც არავისთვის არაფერი ჩამირტყამს, არც ჯაჭვი მჭერია და არც ხელკეტი. არც არავინ დამიჭრია კიდევ

გეგა გეგეშიძე

მალე ბოდიშის მოხდასაც მოგვთხოვს ეს
* * *
http://recorder.ge/2019/01/21/gega-gegesize-arc-ganvixilav-sakitxis-rom-davtovo-prezidentis-tanamdeboba/
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის განცხადებით, ის არც კი განიხილავს თანამდებობის დატოვების საკითხს

მხიარულებააა ერთგვარი

Posted by: guriaaa 22 Jan 2019, 22:16
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინსიტრომ, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე, სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დააკავა, რაც ძალადობას გულისხმობს.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქმის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ასევე, ინფორმაციის ნებაყოფლობით მოწოდებაზე უარის თქმის გამო, კონფლიქტის შემსწრე პირები დაიკითხნენ მაგისტრატ მოსამართლესთან.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირებისას, თამაზ გეგეშიძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სპორტსმენ ზურაბ დათუნაშვილს.


შინაგან საქმეთა სამინისტროში სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 239-ე მუხლებით გრძელდება.

https://police.ge/ge/shinagan-saqmeta-saministros-gantskhadeba/12311

Posted by: experto 22 Jan 2019, 22:23
პაგონებიანი ძველი ბიჭი!

დაკითხვაზე კაი კალამი მიეცით მელანი არ დაუმთავრდეს!

Posted by: manuchari123456 22 Jan 2019, 22:45
QUOTE (guriaaa @ 22 Jan 2019, 22:16 )
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინსიტრომ, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე, სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დააკავა, რაც ძალადობას გულისხმობს.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქმის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ასევე, ინფორმაციის ნებაყოფლობით მოწოდებაზე უარის თქმის გამო, კონფლიქტის შემსწრე პირები დაიკითხნენ მაგისტრატ მოსამართლესთან.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირებისას, თამაზ გეგეშიძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სპორტსმენ ზურაბ დათუნაშვილს.


შინაგან საქმეთა სამინისტროში სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 239-ე მუხლებით გრძელდება.

https://police.ge/ge/shinagan-saqmeta-saministros-gantskhadeba/12311

jump.gif jump.gif კარგია. სჯობს გვიან ვიდრე არასდროს

Posted by: BLOODRED 22 Jan 2019, 22:49
QUOTE (Raven @ 20 Jan 2019, 21:20 )
აუფ რა შედარებაა ბიჯო, მოფიქრება ხო უნდა, ეს გამსახურდიები სულ დადებილდნენ....................

როდის იყვნენ ნორმალურები?
...............

Posted by: The13thFloor 22 Jan 2019, 22:50
ბიდლოზე გათვლილი დაჭერაა, ჩაცხრება ეს ამბავი და გირაოთო გამოუშვებენ, სასამართლო კი გაგრძელდება ერთი ორი წელი და პირობითი სასჯელით დამთავრდება yes.gif

Posted by: erfiro 22 Jan 2019, 22:57
გეგეჭკორის დაკავებას რატომ არ ითხოვდით?



Posted by: Lаki 23 Jan 2019, 09:35
QUOTE (Lаki @ 20 Jan 2019, 22:38 )
ხვალ რომ დაიჭიროს მერე რა სათაურით გაიხსნება თემა? biggrin.gif

gigi.gif
---------------------------

Posted by: The13thFloor 24 Jan 2019, 19:36
აჰა, გითხარით


გეგა გეგეშიძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
2019-01-24 18:10:00
ჭდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, გეგა გეგეშიძე სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. სასამართლომ მას 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.
გამოძიება გეგეშიძის ევროპის ჩემპიონის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების ფონზე დაიწყო. მომხდარს თვითმხილველებიც ჰყავს.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)