#56361088 · 30 May 2020, 11:12 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კიდე ერთხელ ვცდი:
-საქართველოსა და რუსეთის ინტერესები კავკასიაში ანტაგონისტურია და მათი ერთდროულად არსებობა შეუძლებელია. ორი ვარიანტია ისტორიულად - ან ჩვენს ირგვლივ გაერთთიანებულუ მთელი კავკასია/ჩრდილოეთ-სამხრეთიანა/, ან ყველანი რუსეთის ფედერაციულ/ კონფედერაციულ/ იმპერიულ სივრცეში ყოფნა, რადგან , მაგალითად, შეუძლებელია აფხაზი ქართულ სივრცეში იყოს და მისი მოდგმის ხალხი - ადიგი, ჩერქეზი და სხვა რუსულში. იგივე ითქმის ვაინახურ ხალხზე.
ეს ზედმიწევნით კარგად ესმოდა ზვიადს, განსხვავებით სხვებისგან, რომლებსაც ჩვენი იზოლირებულად საბჭოთა იმპერიიდან გამოყოფისთვის მხოლოდ შევარდნაძის დასავლეთთან "კავშირები" საკმსარისად მიაჩნდათ. რა ჩიტიც დაგვაჭერინეს - დღეს ყველანი კარგად ვხედავთ.
ამიტომ იყო ზვიადის მიერ გატარებული კავკასიური პოლიტიკა ერთედერთი სწორი, ისტორიულად გამართლებული და ქართული, რაც განახორციელა კიდეც, რადგან აზერბაიჯანთან ერთად მთელი ჩრდილო კავკასია ძმობას გვეფიცებოდა და ყაბარდო, ჩერქეზეთი, ადიღეა ,ჩეჩნეთ-ინგუშეთი და ლეკეთი ერთ "კავკასიურ სახლში" გაერთიანდა. ამის შემხედვარე აფხაზები ხმას ვეღარ იღებდნენ და საქართველოს იმდროინდელი კონსტიტუციურ სივრცეში დარჩენაზე და ადგლობრივი არჩევნების ჩატარებაზე დათანხმდენ.
სომხეთი , რუსეთის ისტორიული საყრდენი კავკასიაში, იძულებული გახდა ჩვენი თამაშის წესები მიეღო, რადგან სრულ იზოლაციაში მოექცა.
ამ გაერთიანების მძლეველი დასუსტებული რუსეთი ვერ იქნებოდა ვერასდროს — მხოლოდ მარტო ჩეჩნეთთან დაპირისპირება ამას ნათლად ადასტურებს !!!!
შემდეგ მოხდა ის , რაც ყველამ კარგად ვნახეთ - ამერიკამ საბჭოთა ბირთვული იარაღის რესპუბლიკებში დარჩენის და გაფანტვის შიშით და სხვა, დაშლილი საბჭოთა კავშირის, თავისი გადთვლით დროებით, ესენგეს პროექტით გაერთიანება დააფინანსა, ისევ რუსეთის გავლენის ქვეშ.
საქრათველოში გადატრიალება განხორციელდა და ძალაუფლებაში სამხედრო ხუნტა მოიყვანეს, მეთაურად შევარდნაძე განაწესეს და მოსალოცად ბეიკერი გამოაგზავნეს..….............................................................................…
ალბათ ფიქრობდნენ მერე დავალაგებთო. 30 წელი გავიდა და მათი დალაგებული თვალნათლივ ჩანს...….............
რუსეთმა კავკასია პიწმინდად მოუგო და სირიაში დააფუძნა ფორპოსტი.
თან თურქეთთან დასალეთის უთანხმოება გამოიყენა და ლამის სტრატეგიულ მოკავშირედ გაიხადოს…..
შეიარაღების ისეთი ნიმუშები უკვე განთავსებული აქვს ჯარებში, რომ ამერიკას სულ ცოტა 20 წლით გაუსწრო!
ბოროტი ხმები იძახიან პრეზიდენტსაც მოსკოვი უნიშნავსო და კონგრესის არჩევბშიც თხოვენ არ ჩაერიოო......…
სანქციებითღა აჩერებენ.
ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორები ვართ დღეს, მათთან ერთად ვიხოცებით ერაყსა თუ ავღანეთში, პახოდუ დანგრეულ ქოხში ვცხოვრობთ და ნაგვის ურნებში ვიქექებით.
შედეგიც ასეთი უნდა!
This post has been edited by altim17 on 30 May 2020, 11:20
--------------------
სწავლება, რომ ღმერთი არ არსებობს - ერთადერთი ხსნაა სინდისის ქენჯნისგან.
|