რამდენიმე მიზეზია რასაც ვაკვირდები:
1. აიღე 60-იანი ან 70-იანი წლების თბილისი. რომ ნახო მაშინდელი ფოტოები, პირდაპირ თვალს სიამოვნებს. ყველა გადასარევად ჩაცმული დადიოდა. რატომ ხდებოდა ესე? უბრალოდ მაშინ ეს იყო ტრენდი და მოთხოვნადი. არამხოლოდ ჩვენთან, მთელ მსოფლიოში ესე იყო. casual სტილი სამარცხვინოდ ითვლებოდა. რაღაცნაირად იმპერატივი იყო რომ ყველა კლასიკურად ჩაცმული უნდა ყოფილიყო. თანამედროვეობაში ეგ ბარიერი მოიხსნა და casual სტილი დაკანონდა (ამას ძალიან შეუწყო ხელი მაშინდელმა ჰიპსტერულმა მოძრაობამ. ასევე, ჰოლივუდმა, ბიტლზმა და ფრედი მერკურიმ). ასევე, გაჩნდა მთელი რიგი პროფესიებისა, რომლებიც არ ექვემდებარებიან დრეს კოდს. მაგალითად, პროგრამისტები.
2. ეკონომიკური მდგომარეობა. ქვეყანაში, სადაც N1 გამოწვევა პირველადი მოთხოვნების დაკმაყოფილებაა, ნორმალურად ჩაცმა ფუფუნებად აღიქმება.
3. თანამედროვე სამყაროში ყველაფრის გამარტივება ხდება. გამარტივების პარალელურად ადამიანის გაზარმაცებაც მიდის. კარგად ჩაცმას გემვონება და ცოდნა ჭირდება. ორივეს გამომუშავება შეიძლება პრაქტიკით. მაგრამ გაცილებით მარტივია რაღაც უაზრო პრინტიანი მაიკა გადაიცვა და 2 ზომით დიდი ჯინსი ამოიცვა
This post has been edited by Lamorac on 27 Sep 2020, 21:22