ხო, რა... მორჩით ჩხუბს...
მარა ისე მართლა რომ დავუფიქრდეთ, ვინც ცნობილი ლამაზი ქალი გვყავს დღეს, ყველანი კახელები არიან - შორენა ბეგაშვილით დაწყებული, კალატოზიშვილ-ბადურაშვილ (ბებიას ვგულისხმობ)-ღვინიაშვილ-ტოტიკაშვილ-ონაშვილ-ხატიაშვილით დამთავრებული... და საერთოდაც, კახეთში ძალიან ძალიან ბევრი ლამაზი გოგოა... მაგალითად, ეს:
მოდელი მარიამ გოგოლაშვილი - დედით-მამით-ბაბო-პაპით სუფთა სისხლის კახელი (ჩემი ნათესავი ბოვშვია, ცუდი არაფერი თქვათ):
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ისე კი, მე შარდენის მოგონებები მგონია უფრო რეალისტური (რეალისტური რომაა, მაგიტომაც არ გვევასება):
"ქართველ ქალებს ძალიან უყვართ არშიყობა და ეჭვი არ არის, რომ მამაკაცებს ამ უზნეობაში დიდი მონაწილეობა მიუძღვით"
ქართველების ტომი უმშვენიერესია აღმოსავლეთში და შემიძლია ვთქვა მთელ ქვეყანაზედაც. იქ არ მინახავს არც ერთი ცუდი სახის ქალი ან კაცი, ანგელოზებივით ლამაზებიც ბევრი შემხვდა, ქალების უმეტესი ნაწილი ბუნებას ისეთი სიკეკლუცით დაუსაჩუქრებია, რომ სხვა ასეთს ვერსად შეხვდებით. შეუძლებელია თვალი მოჰკრათ იქაურ ქალს და არ შეგიყვარდეთ.
არ შეიძლება დახატოთ ქართველი სახესა და ტანადობაზე უმშვენიერესი სახე და ტანადობა: მშვენიერნი, თვალტანადნი, წერწეტნი და კეკლუცნი. იშვიათად ნახავთ, რომ ქალი უშნოდ იყოს გასუქებული. მხოლოდ ის აუშნოებს ქართველს ქალებს, რომ ფერ-უმარილს იცხებენ, უმშვენიერესნი სხვებზე უფრო მეტად იცეხბენ უმარილსა; ასე ჰგონიათ, ფერ-უმარილი სამკაულია და ისე ხმარობენ, როგორც, მაგალითად, ჩვენში თვალ-მარგალიტს და კარგს ტანისამოსსა.
ქართველები ბუნებით მეტად ნიჭიერნი არიან. ქართველები სწავლულები და დიდი ხელოვანნი გამიოვლენ, რომ სწავლაში და ხელოვნებაში მწვრთნელნი ჰყავდეთ. მაგრამ ძლიერ ცუდად იზრდებიან, ამასთანავე ცუდს მაგალითებსაც ხედავენ. ამის გამო მეტად უცოდინარნი და ბიწიერნი არიან. ქართველებში ბევრია მზაკვარი, ვერაგი, დაუნდობელი, ცბიერი, ბრიყვი, ამპარტავანი.
ქართველებმა საოცრად ურცხვად იციან უარისყოფდა იმისა, რაც უთქვამთ და მოუქმედებიათ; ტყუილი მართლად გამოჰყავთ; რაც ერგებათ შრომისათვის, იმას არ სჯერდებიან და მეტის თხოვან უყვართ; უყვართ, აგრეთვე, საქმის გადასხვაფერება, განზრახ, სხვანაირად ჩვენება თავისა. ძლიერად იციან ჯავრის ცატანა და თავის დღეში არ აპატივებენ კაცს დანაშაულს, თუმცა, მართალია მალე კი არ მოსდით გული და არც უმიზეზოდ დაიხსომებენ ჯავრს. კაპუცინების პრეფექტმა დამარწმუნა, კათალიკოზისაგან გამიგონია, რომ ვინც დიდი დღესასწაულებში (მაგალითად, აღდგომას, შობას) არ დაითვრება, ქრისტაიანად არ ითვლება და უნდა განდევნილ იქნასო. ქართველები გარდა ამისა ძალიან ანგარნი და ვერცხლის მოყვარულნი არიან. ფულს მხოლოდ მაშინ გაასესხებენ, თუ დაიგირავეს რამე და სულ მცირე სარგებელს, მანეთზე ორ შაურს ართმევენ.
ქალებიც ისეთივე ბიწიერნი და ავნი არიან, როგორც მამაკაცები. ქალებს ძალიან უყვართ არშიყობა და ეჭვი არ არის, რომ მამაკაცებს ამ უზნეობაში დიდი მონაწილეობა მიუძღვით.
სხვაფრივ ქართველები თავაზიანები არიან, მოსიყვარულე გული აქვთ, თავმომწონენი და თავდაჭერილნი. ზნე და ჩვეულება უმეტეს ნაწილად შეთვისებული აქვთ იმ ერთაგან, რომელნიც გარს ატყიან ქართველების ქვეყანას. ეს ჩემის აზრით, იმისაგან წარმოსდგება, რომ ქართველებს მისვლა-მოსვლა აქვთ მრავალ სხვა ხალხთან და აგრეთვე იმისგანაც, რომ საქართველოში ყველას აქვს უფლება იცხოვროს თავისი რჯულისა და ჩვეულებისამებრ, თავისუფლად ილაპარაკოს ამ საგნებზე და დაიცვას მათი შეხედულება. იქ შეხვდებით სომხებს, ბერძნებს, ოსმალებს, სპარსებს, ინდოელებს, თათრებს, რუსებს, ევროპელებს. სომხები ბევრნი არიან იქ. ისინი ქართველებზე უფრო მდიდრები არიან, დაბალი მოხელეების ადგილები უმეტესად სომხებს უჭირავთ. ქართველები იმათძე ძლიერნი, თავმომწონენი, ზვავნი და მედიდურნი არიან.
სარწმუნოებისა, ზნისა და ხასიათის სხვადასხვაობა ქართველებსა და სომხებს შორის არის მიზეზი მათ შორის დიდი სიძულვილისა. ქართველებსა და სომხებს ეზიზღებათ ერთმანეთი და არ ნათესავდებიან ერთმანეთში. განსაკუთრებით ძალიან ქართველებს სძულთ სომხები და თითქმის ისე უყურებენ, როგორც ევროპაში ებრაელებს. ქართველების ტანისამოსი თითქმის სავსებით ჰგავს პოლონელების ტანისამოსს.
ქართველები იმგვარსავე ქუდებს იხურავენ, როგორსაც პოლონელები. მათი ახალუხი, გულ-ჩაღილულია, და წინ ფეხსაცმელსა ჰგავს. ქალების ტანისამოსი სპარსელი ქალების ტანისამოსის მაგვარია.
დიდი კაცების სახეები და ყველა სახელმწიფო შენობა სპარსულ შენობათა და გეგემაზე აროს ნაშენი. სახელბის აშენება იაფად ჯდება იქ, რადგან უხვად არის ხე-ტყე, ქვა, კირი. ქართველები სპარსელებსავე ჰბაძავენ ჯდომაში, წოლაში, ჭამა-სმაში.
მებატონეებს ძლიერ დიდი უფლება აქვთ ყმებზე, მებატონეები მთელი თვეების განმავლობაში რამდენიც უნდათ იმდენს ამუშავებენ ყმებსა, და არც ჯამაგირს და არც საზრდოს არ აძლევენ. მებატონეთ ხელი მიუწვდებათ ყმების ქონებასა, თავისუფლებასა და სიცოცხლეზედაც კი. ბატონები ჰყიდიან ყმების შვილებსა და ან მონებად ჰყავთ სახლში; იშვიათად ჰყიდიან ყმებს ოცი წლისაზე ზევით, განსაკუთრებით ქალებს. ქართველების სარწმუნოება ჰგავს მეგრელების სარწმუნოებას. პირვლებემაც და მეორეებმაც ერთ დროს მიიღეს ქრისტიანობა, სახელდობრ, მეოთხე საუკუნეში.
ამ ქვეყანამ მიიღო სარწმუნოება ივერიელი ქალისგან, ხოლო ეს ქალი კონსტანტინოპოლში მოქცეულიყო ქრისტიანობის რჯულზე. ახლა, როგორც მეგრელთ, ისე ქართველთ დაუვიწყნიათ აზრი ქრისტიანობისა, ქართველებსაც მეგრელებსავით სახელის მეტის აღარა დარჩენიათ რა ქრისტიანული; არ იციან და არ ასრულებენ არც ერთ მცნებას იესო ქრისტეს მიერ ნამოძღვრალსა. თუმცა კი უნდა ვთქვათ, რომ ქართველები უფრო მტკიცედ ინახავენ მარხვას, და უფრო ხანგრძლივ ლოცულობენ, ვიდრე მეგრელები."
"სასახლეში მაშინ დედოფალი და გელათელი
იმყოფებოდნენ და გაჭირვების დროს შეგვეძლო შემწეობა გვეთხოვნა მათთვის.
5-ს დედოფალმა და გელათელმა კაცი გამოგვიგზავნეს: შემოგვითვალეს, მათ
სანახავად მივსულიყავით. ჩვენ ვეახელით. რამდენჯერმე ვისადილეთ იმათთან.
მაინცდამაინც ეს დიდი პატივისცემა არ არის, რადგან ამგვარად ეპყრობიან ისინი
უკანასკნელ ყმასა და მსახურსაც.
დედოფალი მშვენიერია, მაგრამ შეუფერებელი
ქცევა აქვს, ისე ლაღობს, თითქო სირცხვილი აღარ იცისო. უწმაწურად
ლაპარაკობს, ყველა მის სიტყვიდან გამოჩანს ბიწიერება.
ეს არ არის არც
საძრახისი და არც სათაკილო ამ ქვეყანაში: გარყვნილება აქ საზოგადო
ბოროტებაა. იმერეთის დედოფალსაც ისეთი წვეულობის წესი აქვს, როგორიც
სამეგრელოს დედოფალს, მაგრამ მისი სუფრა მოწყობილია ვერცხლის ჭურჭლით
და ამალაც უფრო მდიდრულად არის მორთული."
ისე, ყველაზე ლამაზები, რა თქმა უნდა, საქართველოს მთის ქალები არიან, მაგრამ მაგათ დიუმა ჯერ ერთი ვერ ნახავდა და მეორეც, არც მისცემდნენ (განსხვავებით მეგრელებისგან)... და კაცი, მოგეხსენებათ, იმას აქებს, ვინც აძლევს...
აი, ბატონო, ჯიშიანი მთის გოგოები... პროსტა, ცოტანი არიან... ადრე ალბათ მთელი საქართველო ასეთები ვიყავით, სანამ ახლო აღმოსავლეთი გენეტიკურ ტერორს მოგვიწყობდა, მე რომ მაგათი ჯიში და ჯილაგი მოვხან...
ეს გოგო თუშია:
ესეც ძველი ქართველი არისტოკრატი ქალები:
ირა მაქარაშვილი, მართა მაჩაბელი, მარიამ ( მალალო ) მესხიშვილი, მართა მაჩაბელი (შემდგომში სიმონ ჯანაშიას მეუღლე)..
შუაში რომ არის შავგვრემანი ეგ არ მომწონს და აი, მარცხენა ვაბშე თანამედროვე სილამაზის სტანდარტებშიც ჩაჯდებოდა... თან რა გამხდრები არიან, ვერ ნახავ საქართველოში მსუქან ქალსო, კი წერდა შარდენი...
This post has been edited by მელკერი on 24 Jan 2018, 08:57
მიმაგრებული სურათი