forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> დაგირავება, უამრავი განცხადება, რა პროცესია? ატყუებენ ხალხს?
blue_velvet
come true


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4204
წევრი No.: 153653
რეგისტრ.: 3-September 12

გამოგზავნილია: 9 Nov 2019, 10:28  #55461073      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
https://www.myhome.ge/ka/pr/9650690/giravde...ucha-5-oTaxiani

ასეთი არის ასეულობით განცხადება.

ვინმე კარგი იურისტი თუ შემოვა დაწერეთ არის თუ არა ფულის ჩამდები დაზღვეული იმისგან რომ ან ფული არ გადაუხადონ ყოველ თვე ან ბოლოს არ დაუბრუონ კუთვნილი თანხა. მადლობა.


--------------------
ночь приносит совет

AB ACTU AD POTENTIAM.

Amor vincit omnia.
neo>
introverted extrovert


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2341
წევრი No.: 226782
რეგისტრ.: 8-December 16

გამოგზავნილია: 9 Nov 2019, 10:42  #55461098      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა

თვეში 3%-ს რომელი სულელი დაიჯერებს საინტერესოა

ბანკი გაძლევს ბოლო-ბოლო უფრო იაფად სესხს. აიღებს და დაატყდება ქვეყნიდან, რა უნდა up.gif


--------------------
რატომ მისტერ ანდერსონ?
Phenem
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1546
წევრი No.: 138577
რეგისტრ.: 15-November 11

გამოგზავნილია: 9 Nov 2019, 14:54  #55461761      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
blue_velvet
ორი წელია ეგ კითხვა არ გასვენებს ხო ? user.gif

სახლის გირაობა რა მაფიაა?
დაგირავება მეპატრონის ცხოვრების უფლებით

ხალიავაზე ფულის შოვნა ძნელია ძმა
უფასო ყველი სათაგურშია მარტო, ხო იცი smile.gif

This post has been edited by Phenem on 9 Nov 2019, 14:58
GHOST91
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 134
წევრი No.: 250828
რეგისტრ.: 28-May 19

გამოგზავნილია: 11 Nov 2019, 11:26  #55468151      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
busines
არაფერი "დაზუსტებულა" და არც დაზუსტდება არასოდეს.
ეს ე. წ. "ბინის გირავნობა", რომელიც გაავრცელა უძრავი ქონების ბაზრის გარშემო მობოდიალე ტიპაჟებმა, რას გულისხმობს, მხოლოდ ეშმაკმა იცის. უძრავი ქონების "გირავნობა" არ არსებობს და არც იარსებებს - ეს იურიდიული დემაგოგიაა და თქვენს მიერ მითითებული განცხადება, შესანიშნავი მაგალითია. თქვენ თვითონ ცოტას თუ დაუფიქრდებით, მეპატრონე, სინამდვილეში, არ ტოვებს საკუთრებას. რას ნიშნავს "გიფორმებთ თანხის გარანტიად" - ეს ხომ საერთოდ იურიდიული უაზრობაა - ფული აიღო, ვითომ გაყიდა, სინამდვილეში ფული ისესხა. მერე ვითომ თქვენი საკუთრება გახდა და ყოველთვიურად გიხდით ქირას. მოკლედ, ამ ქაოტურ, არამდგრად, ბუნდოვან და საეჭვო ურთიერთობებში შესვლაც კი არ ღირს და შემდგომ როდესაც დგება მოჩვენებითი, ბათილი გარიგებების იურიდიული შედეგები - გვიან იქნება.
რა თქმა უნდა, ადგელი ექნება თქვენი დამუშავებების "მცდელობებს", "ხო თქვენზე ფორმდება ბინა", "რისი გეშინიათ" და ა. შ.
აღარ შევჩერდები, მაგრამ, ახალი გარემონტებული, საბურთალოში განთავსებული საცხოვრებლის, არაადეკვატურად დაბალი ფასი 10 000 დოლარი, იქნება გადამწყვეტი არგუმენტი სასამართლოში, და, საბოლოოდ გაგიჩნდებათ მხოლოდ ამ 10 000 დაბრუნების შესაძლებლობა - ისიც ქაღალდზე, რომელსაც აღსრულება სჭირდება - ამ პრობლემებზეც არ გავჩერდები. ეს "შემეძლოს გამოსახლება", ხომ საერთოდ იურიდიულ უბედურებაში თავის გაყოფის პერსპექტივაა.

საჭიროა თქვენ არ შეხვიდეთ უაზრო საუბარში და ფულის დაბანდება თუ გსურთ - თუ იურისტსაც მიიწვევთ, რაც არ ჩვევიათ ქართველთ (მიზეზი უცნობია, ფულის ასე თუ ისე რისკის შემცველი დაბანდებისას, ხარჯების მსგავსი ეკონომია, ყველაზე ვულგარულად შეიძლება მივიჩნიოთ), უაღრესად საზრიანი გადაწყვეტილება იქნება, მოკლედ ჩამოაყალიბოთ თქვენი შემხვედრი პირობები:
1. თქვენ შეგიძლიათ გასცეთ სესხი, ყოველთვიური საპროცენტო გადახდებით;
2. სესხის გარიგების მომენტისათვის, ბინაში არ უნდა იყოს რეგისტრირებული ვინმე მაცხოვრებელი (ეს გამოსახლების პრობლემების ხარისხს საგრძნობლად შეამცირებს);
3. სესხის უზრუნველსაყოფად, მესაკუთრესთან უნდა დაიდოს იპოთეკის ხელშეკრულება - ანუ ბინით უნდა იყოს უზრუნველყოფილი აღებული ფული;
4. იპოთეკის ხელშეკრულებაში, რომელიც ნოტარიულად მოწმდება, აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული აღსრულების ფურცლის გაცემა.

დიდი ალბათობით, თქვენთან შეწყვეტავენ ურთიერთობას და ეს ნუ გაგიკვირდებათ!

This post has been edited by Правовед on 19 Aug 2019, 22:24


--------------------
ვაი დამარცხებულთ!
23:45
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 90
წევრი No.: 252858
რეგისტრ.: 24-September 19

გამოგზავნილია: 11 Nov 2019, 12:18  #55468347      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რეალურად გირავნობა ადრე ხდებოდა როცა უხდიდი ფულს მეპატრონეს და ცხოვრობდი გარკვეული თანხის სანაცვლოდ ამ ბინაში . შემდეგ 1 იქნებოდა 2 თუ 3 წელი გიბრუნებდა იმავე თანხას ყველანაირი პროცენტის გარეშე და შენ შენს გზაზე მიდიოდი ის თავისაზე ... ეგ სქემა ყველაზე მეტად ჩამოსულ სტუდენტებს აწყობდათ ქირის ფულს არ ზარალობდნენ სწავლის პერიოდში ...
ეხლა რასაც წერენ განცხადებას ეგ უბრალოდ პროცენტით უნდათ ფულის სესხება რა და გირავნობა ვინ ან რატომ დაარქვა არ ვიცი . ერთმა მაკლერმა დადო ალბათ მსგავსი განცხადება და შემდეგ აიტაცეს ... ფული თუ გიდევს და გაპროცენტება გინდა შენ სჯობს ნაცნობი იურისტი აიყვანო და იმას გააკეთებინო ხელშეკრულება, ნოტერიუსებს მზა შაბლონებიც აქვს , ყოველთვის შენს ნოტარიუსთან მიდი თორემ ზოგი ისეთებს კადრულობს ფულის გამო თავს მოგაკლვევინებს .
blue_velvet
come true


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4204
წევრი No.: 153653
რეგისტრ.: 3-September 12

გამოგზავნილია: 11 Nov 2019, 18:50  #55469794      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოკლედ გუგებარი ამბავია. დღემდე ვერ გავიგე დაზღვეულია თუ არა და თუ არსებობს სრული გარანტია.

ტიპები 40000$ს ითხოვენ და გარანტიაც არ არსებობს?

neo>
QUOTE
ბანკი გაძლევს ბოლო-ბოლო უფრო იაფად სესხს. აიღებს და დაატყდება ქვეყნიდან, რა უნდა

ჯერ1 ხანდახან ბანკი არ აძლევს სესხს, სესხის გაცემა გართულებულია.
მერე მეორე წავა და სახლი აქ დარჩება.
GHOST91
QUOTE
დიდი ალბათობით, თქვენთან შეწყვეტავენ ურთიერთობას და ეს ნუ გაგიკვირდებათ!

გასაგებია. კარგი იურისტით რომ მივიდე და ჩამოვაყალიბოთ ყველაფერი, არსებობს რამე რისკი კიდევ?
შევამოწმებთ ბინას იპოთეკაზე, დავდებთ ხელშეკრულებას.
23:45
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 90
წევრი No.: 252858
რეგისტრ.: 24-September 19

გამოგზავნილია: 11 Nov 2019, 23:14  #55470841      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
blue_velvet
რისკი როდესაც ბინას გიდებს არაფერი არ გაქვს შენ ნუ თუ რა თქმა უნდა ბინის ღირებულებაზე მეტს არ მისცემ, ჩვეულებრივი იპოთეკა დაადე ბინას და მორჩა სად გაიქცევა . მარტივია ძაან
GHOST91
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 134
წევრი No.: 250828
რეგისტრ.: 28-May 19

გამოგზავნილია: 13 Nov 2019, 00:07  #55474763      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
კარგი იურისტით რომ მივიდე და ჩამოვაყალიბოთ ყველაფერი, არსებობს რამე რისკი კიდევ?


კარგი იურისტი ყველაფერს გეტყვით.

ზოგადად მაგ სფეროში შესვლას არ გირჩევთ, მიუხედვად იმისა რომ ბოლოს ადრე თუ გვიან მაინც შეძლებთ თანხის დაბრუნებას ან დაგრჩებათ ბინა. ბევრი დრო და ნერვები დაგეხარჯებათ ამ ყველაფერზე
All*eyes*on*me
Not a member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1909
წევრი No.: 17897
რეგისტრ.: 6-March 06

გამოგზავნილია: 13 Nov 2019, 02:54  #55475083      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
იაფად ბინის დათრევა გინდა შენ )) მაგას ჯობია რაც ღირს მიეცი და გააქირავე ნორმალურ ხალხზე.....

დაითრევ იაფად მარა შეიძლება წლები გაგეწელოს ))) რთული პროცესია გასახლება

This post has been edited by All*eyes*on*me on 13 Nov 2019, 02:58
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0243 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]