საინტერესო ხალხი ხართ! დადეთ რამე თქვენი აბა ^_^
* * *
აქვე დავტოვებ ჩემს კიდევ ერთ ლექს...
,,ჩრდილების ორგია''
საწოლი... ჩრდილების ველური ორგია...
სულმძიმე ხვნეშა და გრძნობების თარეში
მთელი დღით დაღლილი ვნებისკენ მივიწევ
და გკოცნი მხურვალედ, კვლავ - ყელის არეში...
ვნებებით დავქარგეთ მორიგი საღამო,
და მთვარე ლაქებით, ფანჯრიდან გვიყურებს
მიილტვის ცოდვისკენ და უნდა იხილოს,
პირველად რომელი, რომელთან ვიმრუშებთ...
კოცნებად დათვლილი გასული წამები,
სურვილი ერთია: - ,,ღამე, არ დამთავრდეს''
შენს სხეულს სიცივით მე ვერ ვეკარები
და დილით უშენოდ... (ვაგორებ კამათელს....)
ლოდინი, მორიგი, ცოდვილი ღამის და
ვენებში მჩქეფარე, გრძნობების ნაჟური
ვიმრუშოთ, მერე რა... გრძნობა ხომ გიჟია...
ვიმრუშოთ... არა ვარ მე შენი მსაჯული...
საწოლი... კედელზე, ჩრდილების ორგია...
მთრთოლვარე კერტებზე, ტუჩების თარეში,
მთელი დღით დაღლილი ცოდვისკენ მივიწევთ,
და გკოცნი მხურვალედ.... კვლავ ყელის არეში...
ავტ: დავით ასილაძე. 17 მაისი. 2013