მივაგენი რატომაც ხვრეპავდა ბენზინს.
pilot jet ვინტი იყო 4-ზე ან მეტ ბრუნზე დატრიალებული.
წინა პატრონმა კარბურატორი გავაწმენდინეო. უეჭველი ვიცოდი რო რამეს იჩალიჩებდა.
ჰოდა მართლაც. რო ამოვიღე პლომბები მოხსნილი ქონდა სარეგულირო ვინტს. ეგ გამიხარდა მაგრამ რაც აღმოვაცინე იმან შოკში ჩამაგდო... კარბიც მეტნაკლებად სუფთა იყო მაგრამ მაინც გასაწმენდი იყო. მოვკალი 2 კურდღელი.
ეს პილოტ ჯეტი სამწუხაროდ თუ საბედნიერო 1/4 დროსელზე მოქმედებს მხოლოდ. 99% სიარულისას ამ პოზიციაზე ვართ ტრასაზე ან გინდაც ქალაქში და ყველაზე ღორივით მეტ ბენზინს აქ ასხამდა. ეს იმიტომ დაჭრიდა რომ K&N და two brother-ს ვიხლოპის გამო ძრავს მეტი გამტარობა აქვს და ბენზინის კომპენსაციაც უნდოდა. მაგრამ არა ამ გზით. საჭიროა main jet-ის გაზრდა.
ქარხნულად 0.98მმ უყენია. მე ვაპირებ 1.12 ან 1.15 დაყენებს.
ასევე needle ჯეტის აწევს რამოდენიმე მილიმეტრით 3მმ ალბათ. ეს იმოქმედებს 1/2 გახსნილ დროსელზე და მთავარი ჯეტი 1/2-დან ბოლომდე გახსნილზე. მართლაც ხელოვნებაა კარბის წუნინგი. ყველაფერი ძალიან მექანიკურია და ხელით ეხები და თვალით ხედავ მთლიან სისტემას და 'გრძნობ' რა სად როგორ უნდა თვალის ზომითაც კი
ნუ 0.98 და 1.15 შორის განსხვავება არცისე დიდია მაგრამ იმხელა ეფექტს იძლევა და მოქმედებს air/fuel ratio-ზე საკმაოდ.
კიდევ ერთი მთავარი კარბ ტუნინგში სვეჩების ნახვაა. თუმცა აზრი არ ექნება რადგან დაბლებზე მდიდარია, მაღლებზე ღარიბი ვიცი ისედაც. მერე ვნახავ . side gap-ინგსაც გავუკეთებ.
არანაირი აზრი არ აქვს 80$ გადახდას jet kit-ში. ნემს შენითაც აწევ იგივე ეფექტი ექნება. მთავარ ჯეტს შენი იზიდი 6$ ღირს ნებისმიერი ზომის. პაილოტს და ფლოატს არაფერი ჭირდება.
ამ კვირაში მოვაბამ ყველაფერს თავს და მოგახსენებ შედეგსაც.
პ.ს არა არ იყო ძნელი საერთოდ. არ მირჩევნია ხელოსანმა გააკეთოს. რადგან ხელოსნის გაკეთებულს ვაკეთებ მეორედ ახლა. ბევრი რამე ვისწავლე რაც მომავალ ბაიკზე გამომადგება + დიდი სიამოვნება როცა იცი რომ შენით გამართე ყველაფერი 5-იანზე.
დამრჩა ვიკლების სალნიკები, ახალი ზეთი სვეჩები და კლაპნების რეგულირება და კარბ სინქრონიზაცია. ყველაფერი არის 1 დღის საქმე. სამაგიეროდ მშვიდად ვივლი აწი კაი ხანი თუ არ გავყიდე მანამდე