ლომი ლიდერია და უყვარს მბრძანებლობა, მაგრამ მას უამრავი დადებითი თვისება აქვს, რომლებიც გაგაოცებთ.
ერთგულია ლოიალურია. არასდროს იმეგობრებს ვიღაცასთან გამორჩენის გამო. ის აფასებს ნამდვილ მეგობრობას. ლომს შეუძლია საიდუმლოს შენახვა. ის არასდროს დაამცირებს მეგობარს ხალხის თანდასწრებით. ის მუდამ დაიცავს ოჯახის წევრს.
ამბიციურია ზოგჯერ არარეალურ მიზანს ისახავს და მაქსიმალურად ცდილობს მის მიღწევას, რაც იდეალურად გამოსდის. მისთვის მნიშვნელოვანია, იყოს საუკეთესო საუკეთესოთა შორის, მაგრამ თუ არ გაუმართლებს, კიდევ სცდის, კიდევ და კიდევ, სანამ სასურველს არ მიაღწევს. საიმედოა ამბიციურობა მათი მთავარი თვისება არ არის;
ლომი საიმედოა აი, რა არის მნიშვნელოვანი. ლომის გვერდით ნებისმიერი ქალი თავს საიმედოდ დაცულად გრძნობს, ნებისმიერ სიტუაციაში.
თავდაჯერებულობას აგიმაღლებენ თუ რამე არ გამოგდით, რჩევისა და დახმარებისთვის ლომს მიმართეთ. ის დაგარწმუნებთ, რომ თქვენ წარმატებას მიაღწევთ. თავადაც დაგეხმარებათ ამაში, უბრალოდ, ლომს სურს, მის გვერდით მყოფი ადამიანები ბედნიერები და წარმატებულები იყვნენ. ის გაიძულებთ, ამოქმედდეთ, გააქტიურდეთ, მაქსიმალურად გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობები.
მათ გვერდით არ მოიწყენთ მას სურს, მუდამ ყურადღების ცენტრში იყოს. თუ ოთახში შემოსულს ყურადღებას არავინ მიაქცევს, ის ისეთი სასაცილო ისტორიების მოყოლას დაიწყებს, რომ ყველას ყურადღებას, სიცილსა და შექებას დაიმსახურებს. ნურასდროს ეცდებით გადაამოწმოთ მის მიერ მოყოლილი ისტორიის სიმართლე, "რა მნიშვნელობა აქვს, მართალია თუ არა, მთავარია, რომ საინტერესოა" - აი, მისი პასუხი.
სიცოცხლის მოყვარულია მუდამ ხალისიანია ან მუდამ ცდილობს, გაიხალისოს ცხოვრება, ახალი შეგრძნებები ჰაერივით სჭირდება. უყვარს გემრიელი კერძების დაგემოვნება, მთებში ხეტიალი, ვარსკვლავებზე დაკვირვება, ფრენა, მოგზაურობა. მისი ყოველი დღე ერთი სიახლით მაინც უნდა იყოს დატვირთული. მას არ ეშინია არაკომფორტულ ზონაში მოხვედრის, იგი არ უშინდება ფინანსურ სიდუხჭირეს, იგი მუდამ მზადაა სიახლეებისა და სიცოცხლით ტკბობისთვის.
მუდამ სწამთ სიკეთის, ნათელი მომავლის ლომი საოცრად ოპტიმისტია. იგი მხიარულებისა და უდარდელობისთვისაა გაჩენილი. არავისი შურს, სწამს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. და ასეც არის.
რთული სიტუაციიდანაც პოულობს გამოსავალს შეიძლება ზოდიაქოს სხვა ნიშნებივით (ქალწული, თხის რქა) ორგანიზებული არ არის, მაგრამ არ არსებობს სიტუაცია, საიდანაც გამარჯვებული არ გამოვა. უყვარს სპონტანურობა და რთული სიტუაციიდანაც კი ლიდერი, ამაყი გამოვა.
გულახდილია იშვიათად იტყუება, ახლობელ ადამიანებთან კი საერთოდ არა. ლომი საკუთარ თავს არ აკადრებს ტყუილის თქმას. არასდროს ჭორაობს სხვაზე მის ზურგს უკან. თუ რამე არ მოსწონს, ალალად, უშიშრად ამბობს.
კარგი კავშირები აქვს ყველას იცნობს, ყველას მეგობარია, მაგრამ მეგობრებს ირჩევს. ცუდი მის გვერდით ვერ მოხვდება, მას მხოლოდ საუკეთესო მეგობრები უნდა ჰყავდეს. ადვილად აბამს ადამიანთან ნაცნობობას და უკვე საუბრის დასაწყისში ხვდება, რა ადამიანთან აქვს საქმე. საუკეთესოსთან ურთიერთობას არაფრით გაწყვეტს, ის დარწმუნებული უნდა იყოს, რომ რთულ მომენტებში მეგობარი დაეხმარება.
უყვართ მთელი გულით ლომის ზოდიაქო ადამიანის გულს განაგებს. ყველაფერს, რასაც ლომი აკეთებს, გულით აკეთებს. ვინც უყვარს, მთელი გულით უყვარს. თუ შეუყვარდა, დედოფალი შეუყვარდება, თუ მოიპარავს - მილიონს. არც ერთ სფეროში არ წვრილმანდება.
დაბადების დღის აღსანიშნავად საუკეთესო დროს დაიბადა ივლისის ბოლო და აგვისტოს დასაწყისი ის დროა, როცა დაბადების დღეს დღესასწაულად აქცევ. ქუჩაში თბილა, მზე ანათებს, ქალაქგარეთ პიკნიკი მეგობრებთან ერთად გართობის საუკეთესო საშუალებაა. დღესასწაულის ორგანიზატორი, რა თქმა უნდა, თავად ლომი უნდა იყოს. იგი დღესასწაულისთვის დიდი ხნით ადრე მოემზადება, მეფურ წვეულებას გამართავს, ყველას გამხიარულებას შეეცდება.
გაგიმართლათ, თუ თქვენი საყვარელი მამაკაცი, საქმიანი პარტნიორი ან მამა ლომია, თქვენ გვერდით საიმედო ადამიანი გყავთ.
http://www.marao.ge/sakithkhavi/siakhle/11...-sayvareli.html» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
http://www.logos-astro.blogspot.com/2013/0...-post_5869.htmlhttp://www.logos-astro.blogspot.com/2013/0...-post_5837.htmlლომი
თუ ისეთ ვინმეს ხედავთ, რომელიც იოლად წითლდება, დარწმუნდით, რომ ეს ეგოს გამო ან სიამაყით გაწითლებაში არ გერევათ. მათ შორის დიდი განსხვავებაა. ლომს შეიძლება სახე ზედმეტად მონდომებით ცეკვის გამო ჰქონდეს შევარდისფერებული. შეიძლება ლოყებზე ალმური აუვიდეს და აუწითლდეს იმის გამო, რომ თავისმა სიყვარულმა ახლახანს გვერდით გაუარა. მაგრამ მისი გაწითლება ინტროვერტობისა და თავმდაბლური მორიდებულობით არაა გამოწვეული. ინტროვერტი ლომები არ არსებობენ. არსებობენ ლომები, რომლებიც მხოლოდ ინტროვერტებად აჩვენებენ თავს. მნიშვნელოვანია ეს გახსოვდეთ. შესაძლოა რამდენიმე ისეთ ლომს წააწყდეთ, რომლებიც თავიანთი მმართველი მზის კაშკაშს აცხრობენ და ცდილობენ ძლიერები, ღირსეულები და მიზანდასახულები მალულად იყვნენ. ნება არ მისცეთ თავს, ნაზმა კრუტუნმა გაგასულელოთ. მშვიდი ლომებიც კი შინაგანად ღრმად დარწმუნებულნი არიან მეგობრებისა და ოჯახის წევრების მართვის თავიანთ სამეფო უფლებებში, როდესაც ფარდის უკანა მხრიდან იყურებიან და სცენაზე გამოსვლის თავიანთ შანსს ელოდებიან. თუ ჩემი არ გჯერათ, უბრალოდ აირჩიეთ რომელიმე ჩუმი ლომი, რომელიც ინტროვერტივით იქცევა და მისი სიამაყე შელახეთ. წაართვით ის, რაც კანონიერად თავისად მიაჩნია, უბრძანეთ და პატივი არ სცეთ. იმ, სავარაუდოდ, ნაზი კატის ღრიალს აქედან ზოოპარკამდე გაიგებთ. მამაცი სული უნდა იყო რომ მას წინააღმდეგობა გაუწიო, როდესაც თავის უფლებებსა და ღირსებას იცავს. ზოგიერთი მათგანი ასაკის მატებასთან ერთად რბილდება, მაგრამ ლომი არასოდეს ხრის თავის ამაყ თავს. არასოდეს.
რაც შეეხება ამ მზის ნიშნის გარეგნულ მახასიათებლებს, უბრალოდ მიმოიხედეთ და დააკვირდით ხალხს, რომელიც ხვად და ძუ ლომს გაგონებთ, სახიდან უკან გადაყრილი ფაფრისებური თმითა და მაცდუნებლად ზარმაცი გამომეტყველებით. ლომები გამართულად და ამაყად დადიან, კატასავით შემპარავად ფეხაკრეფით. მდედრებს ახასიათებთ მოქნილი მოხდენილობა, შერწყმული ფარულ, მთრთოლავ ინტენსიურობასთან. ეს უკანასკნელი შენიღბული იქნება რბილი, ჩვეულებრივ მშვიდი და მყარი ბუნებით. მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ძუ ლომი ყოველთვის მზადაა თავდასხმისათვის, თუ გრძნობს, რომ საფრთხე ემუქრება. მისი ბრჭყალები შემალულია, მაგრამ ბასრი.
/Astrologia.ge/
ლომის სამი ფსიქოტიპი» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ზოდიაქოს თითოეული ნიშნის მოქმედების ხანგრძლივობა უტოლდება სამ დეკადს. ე.ი. 30- დღეს. სამივე დეკადში დაბადებული ადამიანების ხასიათი ცოტა განსხვავდება ერთმანეთისგან.
ლომის ნიშნის ტიპიური წარმომადგენლები მე-2 დეკადში დაბადებული ადამიანები არიან(1 აგვისტო-11აგვისტო) კრეატიული და თავმოყვარე ლომები.
შესაბამისად ადამიანი რომელიც დაიბადა ლომის პირველი დეკადის მოქმედებისას, (23 ივლისი-31 ივლისი) თავის თავში ატარებს წინამორბედი ზოდიაქოს -კირჩხიბის ზოგიერთ ნიშან თვისებას. (ინტუიციური და ემოციური ლომები)
მე-3 დეკადში დებადებულებს (12 აგვისტო-23 აგვისტო) შემდეგი ზოდიაქოს-ქალწულის ნიშან თვისებებიც ახასიათებთ.(ორგანიზებული და შრომისუნარიანი ლომები)
პირველ დეკადში(23-31 ივლისი)მარსის ნიშნის ქვეშ დაბადებულნი უმამაცესი და გაბედული ადამიანები არიან. იმდენად კეთილშობილები არიან, რომ მათი მოტყუება ძალიან ადვილია. გარეგნულად ასეთი ლომები თვალს უსწორებენ ნებისმიერ მუქარას და საშიშროებას, შეუპოვრად, ბრმად მიემართებიან გაურკვევლობისაკენ და საკუთარ თავს აბსოლუტურად არ უბრთხილდებიან. ისინი მზად არიან გაწირონ სიცოცხლე უმაღლესი იდეალებისთვის. ურთულესი სიტუაციების დაძლევაში მათ საოცრად განვითარებული ინტუიცია ეხმარებათ, მაგრამ ასეთი ნატურის მოჩვენებითი ერთიანობა, არაფერია, თუ არა სიცრუე. მთლიანობაში მათ რღმად წინააღმდეგობრივი ხასიათი აქვთ. ისინი ერთდროულად გმირები და თავქარიანები, მგრძნობიარეები და უხეშები, რომანტიულები და ანგარიშიანები არიან.
ხასიათის გაორების და არამდგრადობის გამო ხშირად რჩებიან მარტო ან იმ ადამიანის გვერდით ვის გვერდითაც თავს მაინც მარტოდ გრძნობენ.
-------
მე-2 დეკადში მზის ნიშნის ქვეშ დაბადებულები-მამაცები, ზედმეტად თავმოყვარენი და დიდსულოვნები არიან. ეს ლომები თავის თავში შემოქმედებითი ენერგიის დიდ მუხტს ატარებენ. როგორც კი ეს ენერგია
გათავისუფლდება, შეუძლია ფერფლად აქციოს ყველა და ყველაფერი, თვით ლომიც კი.
ეს ადამიანები ხშირად ცნობილი მუსიკოსები და მწერლები ხდებიან. მათი იმპულსურობა მრისხანებას ემსგავსება, განსაკუთრებით მაშინ თუ წინ გადაეღობებით.ამ პერიოდის ლომები ახალი იდეების მატარებლები არიან და შეუძლიათ, მასების აყოლიება. კარგი ორგანიზატორული ნიჭი და თვითგამოვლენიც უნარი აქვთ. თუ ასეთ ადამიანს მოქმედების უნარს მოუსპობთ, ეს იმას ნიშნავს რომ ამით მას ყველაფერს ართმევთ.
----
მე-3 დეკადში-ვენერას ნიშნის ქვეშ დაბადებულებს-მიდრეკილება აქვთ მუსიკითა და ნატიფი ხელოვნებით გატაცებისკენ. ძალიან უეშმაკოები, მიამიტები და სიცოცხლის მოყვარულები არიან. მათში განუყოფელია შეგნებული და შეუგნებელი აღტკინება. ერთნაირად შეუძლიათ როგორც დიდი სიკეთის, ასევე გამოუსწორებელი სიბოროტის ჩადენა. ნუ გაუბრაზდებით მათ! ისინი ადვილად ეძლევიან გატაცებას, შემდეგ კი მომხდარში გარკვევას ცდილობენ.
ამ ადამიანებს ყოველთვის იტაცებს სიხლე და ამოუცნობი ამბები. მათ უყვართ სისუფთავე, აფასებენ პეწს, წესრიგიანები არიან. სხვა ლომებთან შედარებითმე-3 დეკადში დაბადებული ლომებიუფრო ორგანიზებულები და შრომისუნარიანები არიან.
მამაკაცი ლომი» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულმა მამაკაცმა, შესანიშნავად იცის საკუთარი მომხობვლელობის ფასი და ფუჭად არასოდეს იხარჯება. სიამოვენებით მოიწონებს თავს თქვენს წინაშე, მეგობრების კომპანიაში, მასობრივი თავშეყრის ადგილებში და რაც უფრო მეტი იქნება ხალხი, ლომის აზრით ეს მით უკეთესია. ამ შემთხვევაში, ხომ მისით არა ერთი ან ათი, არამედ ერთბაშად რამოდენიმე ასეული ადამიანი დარჩება აღტაცებული და მოხიბლული.
ლომი არც ქალწულია და არც მერწყული, რომ თაყვანისმცემელთა თავგადაკლული მცდელობის მიუხედავად გულგრილი დარჩეს. იგი იმთავითვე რომანისთვისაა განწყობილი, ამიტომ მისი ბადეში მოქცევა ძალზე ადვილია.
აღტაცების, კომპლიმენტებისა და პირფერობის სოლიდური პორცია საკმარისი იქნება, რომ ცხოველთა მეფე შინაურ კატის კნუტად იქცეს. იგი უსაზღვროდ გაგაღმერთებთ, ძვირფასი საჩუქრებითა და ყვავილებით აგავსებთ, მოგწერთ მხურვალე სასიყვარულო ბარათებს და თუკი სმენა გააჩნია, ფანჯრებთან სერენადებსაც აუცილებლად გიმღერებთ.
იმედის მომცემი დასაწყისია? ხომ არ გავიწყდებათ, რომ ყველა მედალს ორი მხარე აქვს.
ლომი უჩვეულოდ ეჭვიანია, თუ მისი ხართ სულით ხორცამდე მისი უნდა იყოთ. იგი თქვენს ნაცვლად გადაწყვეტს რა ჩაიცვათ, როგორი ვარცხნილობა გაიკეთოთ, ვისთან იმეგობროთ, რა წაიკითხოთ და საერთოდ, როგორ გაატაროთ დღე.
დაჟინებით გამოგკითხავთ, სად დაიკარგეთ მთელი ორი საათით, როცა წასვლისას თქვით, რომ საათსა და ორმოცდახუთ წუთში დაბრუნდებოდით, დაინტერესდება ვინ დაგირეკათ და რა თემაზე ელაპარაკეთ, ან დილით ყავის მომზადებისას რატომ შეჩერდით სარკმელთან ჩვეულებრივზე დიდი ხნით.
მოკლედ ლომ ქმართან თქვენი ერთობლივი ცხოვრება, მხოლოდ ვარდებით მოფენილი როდი იქნება. თან ნუ დაგავიწყდებათ, ვარდს ეკლებიც აქვს. უმჯობესია თუ ცხოველთა მეფესთან ურთიერთობაში, მაქსიმალურად რბილი, ალერსიანი და ნაზი იქნებით. ამ გზით მას თვით ყველაზე შმაგ ემოციებსაც კი დაუცხრობთ.
ლომ-ქმართან საკუთარ, პროფესიულ კარიერას ვერ გაიკეთებთ. იგი ამის უფლებას არასოდეს მოგცემთ. თუ მაინც დაიჟინებთ, შესაძლოა ეკლესიაში, უკვე საქორწინო კაბაში გამოწყობილმა აღმოაჩინოთ, რომ ნეფე სადღაც გაქრა.
ლომი-ქმარი კეთილი და დიდსულოვანი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუკი სამყაროს ცენტრად აღიარებთ. ხოლო თუ ისეთი პატივისცემით მოეპყრობით, როგორსაც მისი აზრით იმსახურებს და ეკუთვნის, გულუხვობის განსახიერება იქნება და უმცირეს სურვილზეც კი არ გეტყვით უარს.
თუკი თქვენს სიყვარულსა და ერთგულებაში ეჭვი არ ეპარება, სავარაუდოა რომ თქვენი ლომი ქმარი არასოდეს გიღალატებთ. ლომი მამაკაცი ბუნებით ძალზე ზარმაცია და ახალ-ახალ ფისუნიებზე ნადირობას ნაკლებად დაიწყებს, მაშინ როცა სახლში თავისი ძუ ლომი ეგულება.
თუ ცხოვრების თანამგზავრად ლომი აირჩიეთ, მასთან ძალზე აქტიური სოციალური ცხოვრება გექნებათ. მაგრამ როდესაც იგი დროის სატარებლად წავა, ან უბრალოდ დოღზე ან კაზინოში ბევრ ფულს წააგებს, უნდა გაჩუმდეთ და მოითმინოთ.
სამაგიეროდ მამაკაც ლომებს ერთი იშვიათი, განსაკუთრებული თვისება გაააჩნიათ, მათ ოქროს ხელები აქვთ. თუ სახლში სინათლე გადაგეწვათ, სამზარეულოში ონკანს გასდის ან ტექნიკა ცუდად მუშაობს, უთხარით თქვენს ლომს და უმალ გაგიკეთებთ. ამას იგი ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე, სიამოვნებითაც კი მოახერხებს. ახლა ხვდებით როგორი განძია თქვენი ქმარი?
ლომი მამაკაცები ბუნებით უაღრესად მგრძნობიარეები და ესთეტები არიან, ამიტომ ლამაზმანების მიმართ გულგრილნი, არც ქორწინების შემდეგ ხდებიან. მაგრამ თუ ეჭვიანობის სცენებს არ გაუმართავთ და თავს ამაო საყვედურებით არ მოაბეზრებთ, შურის საძიებლად სხვასთან ფლირტს არასოდეს წამოიწყებს. ძველებურად სიყვარულით და სინაზით მოეპყარით და სხვაზე არასოდეს გაგცვლით. მართალია ლომი ეგოისტია და შესაძლოა რომელიმე მომენტში ტაქტიც არ ეყოს, მაგრამ თუ მიხვდა ვიღაცას ძალიან ვაწყენინეო, გვერდს ისე არ აუვლის მიყენებული ტკივილი როგორმე რომ არ დაუამოს.
ლომ მამაკაცებს აქვთ რაღაც ილუზია, რომელსაც ვერაფრით სძლევენ. კერძოდ ის, რომ ისინი ხშირად ქორწინდებიან დაბალი სოციალური წარმოშობის ან რაიმეთი ნაკლებ ქალზე.
ლომი იმედოვნებს რომ ამ ქორწინებით, ”საბრალო მარგარიტა” მთელი ცხოვრება მისი მადლიერი იქნება. მაგარმ არცთუ იშვიათად სწორედ ეს ”უსუსური არსება” ართმევს ოსტატურად, ბედოვლათ ცხოველთა მეფეს ხელიდან ძალაუფლების სადავეებს და თავად ხდება სიტუაციის ბატონ-პატრონი.
ქალი ლომი» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული მანდილოსანი, დინამიური, შემოქმედებითი, ეპატაჟური, მხიარული, გულუხვი მაგრამ ამასთანავე რამდენადმე ეგოისტი და უზომოდ ამაყი ნატურაა.
გამომდინარე იქედან, რომ იგი ბუნებით აქტიური და ენერგიული ადამიანია, თავისუფლების წართმევით, თუნდაც ოქროს გალიაში დაამწყვდიოთ, მას სიცოცხლის ნაწილს წაართმევთ.
სამაგიეროდ ცოლი ლომი ნამდვილი განძია. თქვენ მას ვერასოდეს იხილავთ მოუწესრიგებელს ხალათით, სახეზე კრემწასმულს ან თავზე ბიგუდებით. ხომ არ გგონიათ, რომ იგი კოსმეტიკას არ ხმარობს? ხმარობს და მერე როგორ! ყოველივე ძვირფასის მოყვარულ ძუ ლომს, შეუძლია მთელი თავისი ქონება კოსმეტიკასა და სილამაზის სალონებში გაანიავოს.
იგივე შეიძლება ითქვას მის გარდერობზეც. ქურქები, შლაპები, ხელთათმანები, ძვირფასეულობა... ყველაფერი უაღრესად ნატიფი გემოვნებითაა შერჩეული და ამასთანავე საოცრად ექსტრავაგანტურია. ვშიშობ, მხოლოდ ერთ რამეში ვერ მოახერხებთ მის დაარწმუნებას: ღირს თუ არა ამგვარ სისულელეებში, ამდენი ფულის ხარჯვა.
ლომი ქალის თაყვანისმცემელმა, სატრფო პირველ რიგში საჩუქრებით უნდა აავსოს. ამასთან ისიც გაითვალისწინეთ, რომ ლომი ქალბატონისთვის მთავარი, საჩუქრის ფასი და ხარისხია.
არ დაგავიწყდეთ, თავად თქვენაც ძღვენის გადაცემის მომენტში, ვიზუალურად ბალზე წასასვლელად გამზადებულ პრინცზე არანაკლებად უნდა გამოიყურებოდეთ. ისწავლეთ კომპლიმენტების თქმაც, ლომ-ქალთან მხოლოდ სტანდარტული ”რა ლამაზი ხარ ძირფასო” არავითარ შემთხვევაში არ გამოგადგებათ. მისი გულის მოსაგებად, რაიმე გაცილებით ორიგინალურის მოფიქრება მოგიხდებათ.
სამაგიეროდ თუკი თქვენი საქციელით ძუ ლომის ყურადღება დაიმსახურეთ, იგი თაყვანისმცემელთა ურიცხვი არმიიდან, უმალ გმოგარჩევთ და სავარაუდოდ ალბათ მიახლოების უფლებასაც მოგცემთ. თუმცა ამ შემთხვევაშიც ისეთი მოწიწებით უნდა მოიქცეთ, თითქოს დედოფალთან მოღებაზე მისული, საპატიო სტუმარი იყოთ.
მართალია ლომი ქალების უმრავლესობა, მაგარი აგებულებისაა და სპორტული თამაშები უყვარს, მაგრამ აჯობებს თუ მას თეატრში დაპატიჟებთ და არა რომელიმე სპორტულ შეჯიბრებაზე.
თეატრის ატმოსფერო, მორთული ინტერიერი, საზეიმოდ გამოწყობილი ხალხი და პიესის ემოციური მუხტი (უმჯობესია თუ სასიყვარულო თემაზე იქნება) მას დადებითად განაწყობს.
სპექტაკლის შემდეგ გირჩევთ თქვენი ქალბატონი ვახშამზე მიიპატიჟოთ. მაგრამ არავითარი კაფე ან სასაუზმე. ვახშამი აუცილებლად კარგი რეპუტაციის მქონე, ძვირფას რესტორანში უნდა მიირთვათ. სადაც მხოლოდ სოლიდური საზოგადოება დადის.
ლომი ქალი შესანიშნავი დიასახლისია, მას შეუძლია სტუმრებს არამარტო გემრიელად გაუმასპინძლდეს, არამედ გაართოს და მოხიბლოს კიდეც ისინი. შინაურებში ალერსიან და მოსიყვარულე ძუ ლომს, უცხოებთან თავი შორს უჭირავს და მათთან უმცირეს ფამილარობასაც კი არ დაუშვებს.
ლომ-ქალს თავდავიწყებით უყვარს შვილები, მაგრამ მათ აღზრდა-განათლებაში სიმტკიცესაც ამჟღავნებს. ამასთან იგი თავისი ნაშიერის გამო, არც მნიშვნელოვან არისტოკრატულ შეკრებებს დააკლდება და არც თეატრში წასვლაზე იტყვის უარს.
ბევრი ლომი-დედა, ვერც საკუთარ პროფესიულ კარიერას ელევა და ოჯახურ ვალდებულებებს, სამსახურთან წარმატებით ათავსებს.
რაც შეეხება ერთგულებას, ძუ ლომი თავის რჩეულს მანამ უერთგულებს, სანამ ამ უკანასკნელის ღალატში არ დარწმუნდება. მაგრამ საკმარისია, სულ მცირედზეც კი იეჭვიანოს, რომ ორგულს მყისვე ღალატით გადაუხდის.
ლომი-ქალის ფარული ოცნებაა, ყოველთვის უყვარდეთ და აღმერთებდნენ. ამიტომ ხანდახან თავს უფლებას აძლევს, თქვენს მეგობარს წაერშიყოს. მაგრამ ამას გულთან ახლოს ნუ მიიტანთ.
სამაგიეროდ მისი თანდასწრებით თქვენ არათუ არშიყს, უცხო ქალისთვის თავაზიან გაღიმებასაც ვერ გაბედავთ. თქმა არ უნდა ამგვარი დამოკიდებულება უსამართლობაა, მაგრამ თქვენ ხომ თავიდანვე უნდა გცოდნოდათ, რომ ლომ-ქალთან ურთიერთობისას იგი დედოფალია, თქვენ კი მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ ქვეშევრდომად მოგიაზრებთ.
მაგრამ თუ თავი გონიერ პიროვნებად მიგაჩნიათ და ძუ ლომს, ჯეროვანი პატივიცემით მოეპყრობით, მერწმუნეთ ამ ჭირვეული ქალბატონის მორჯულებას სულ ადვილად მოახერხებთ.
ლომი-ბავშვი» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
იგი ერთი შეხედვით მხიარული და მოსიყვარულეა, თუმცა მას ისევე როგორც ვერძსა და მშვილდოსანს, თუ გზაზე გადაუდექით, ისეთ ტირილსა და ღრიალს მორთავს, რომ უკან დაგახევინებთ. იგი თანატოლებში ყოველთვის მეთაურის და მოთავეს როლში გამოდის. მას უყვარს, როდესაც სხვებს საკუთარ ჭკუაზე ატარებს, ამიტომ, მშობლებმა უნდა იზრუნონ, რომ მომავალში ეს დიქტატორობის ან ამპარტავნების სურვილში არ გადაიზარდოს. ამას ამყარებს ის გარემოებაც, რომ ის დაბადებიდანვე ამაყია. მას მშობლებმა უნდა ასწავლონ, რომ სხვა ბავშვებს თანაგრძნობითა და მზრუნველობით მოეპყროს. პატარა ლომი საკმაოდ ზარმაცია და მშობლებს დიდი ძალისხმევა დასჭირდება, რომ ეს ნეგატიური თვისება აღმოფხვრან. საერთოდ, თუ გინდათ, მას საქმე გააკეთებინოთ, მიეცით ამას საზეიმო ელფერი და აქციეთ დღესასწაულად, მას ხომ ძალიან ხიბლავს ჭყეტელა ფერები. სწავლის დროს თუ ვერძ-ბავშვს ბრძოლაში გამოწვევა შველის, ლომ-ბავშვზე ყველაზე კარგად თავმოყვარეობის შელახვა მოქმედებს. თუ ის სწავლაში მოიკოჭლებს, ის საჯაროდ გაკიცხეთ (ოღონდ ნუ გადააჭარბებთ) და სასურველ შედეგსაც მიაღწევთ. პატარა ლომს აუცილებლად ასწავლეთ ფულის ყადრი, თორემ ის საოცარი ფლანგველი გახდება, უბრალოდ მას ხიბლავს, როდესაც ფულს ხარჯავს და სხვებს მასპინძლობს. ის აუცილებლად ატარეთ თეატრში, კინოში, გამოფენებზე (ეს მის შემოქმედებითობას ერთი-ორად გაზრდის). მოუყევით მათ ცნობილი ადამიანების ისტორიები, ეს მათში დიდ ინტერესს და მიმბაძველობას გამოიწვევს. ნუ შეუწყობთ ხელს იმბრძანებლოს ირგვლივ მყოფებზე. ასწავლეთ დისციპლინა და ხშირად შეაქეთ მისი წარმატებების გამო.
რა არ შეიძლება თქვენი ბავშვისთვის? შეურაცხყოფის მიყენება, განსაკუთრებით საჯაროდ და გათამამება.
რა ესაჭიროება თქვენ ბავშვს? შრომისმოყვარეობის, ეკონომიურობის, თანაგრძნობის განვითარება, ასევე შექება.
როგორ აბავს ლომი სასურველ "მსხვერპლს" » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
წინა თემის ლინკი
მზე ლომში(ც) folkman
This post has been edited by Tissier on 11 Jul 2016, 17:42
ნუ დავიკარგებით წარსულში, რომელიც ერთგვარი სულიერი ჭაობია და სადაც თავად ბედნიერებაც კი სევდის მანტიით არის შემოსილი..
4.99 დოლარიანი რჩევა : ))
Bla Bla Bla..