Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მშენებლობა და რემონტი > თხევადი შპალერი!


Posted by: vakusik 27 Apr 2011, 11:50
მაინტერესებს ვინმეს თუ გქონიათ შეხება ამ ახალ ტექნოლოგიასტან და რამდენად პრაკტიკულია????

Posted by: GMS 27 Apr 2011, 14:26
______________
მეც მაინტერესებს

Posted by: SaamI 27 Apr 2011, 19:48
vakusik
QUOTE
მაინტერესებს ვინმეს თუ გქონიათ შეხება ამ ახალ ტექნოლოგიასტან და რამდენად პრაკტიკულია????

გემოვნების საკითხია. მე არ მომწონს.

Posted by: GMS 27 Apr 2011, 20:10
გემოვნებაზე არ დაობენ smile.gif
მე უფრო მაინტერესებს, რასაც წერენ რამდენად მართალია: ეკოლოგიურად სუფთა, ნესტგამძლე, არ საჭიროებს ზედაპირის სპეციალურ ლესვას და შპაკვლას... რამდენად შეესაბამება ეს ყველაფერი სიმართლეს
და კიდევ ერთი ბარემ აქვე ვიკითხავ თუ არსებობს რამე მსგავსი გარე ფასადებისთვის ან ეს ტექნოლოგია თუ გამოდგება ამისთვის

Posted by: vakusik 28 Apr 2011, 10:29
SaamI
მაინტერესებს თქვენი აზრი რა არ მოგეწონათ?

Posted by: SaamI 28 Apr 2011, 11:02
vakusik
QUOTE
მაინტერესებს თქვენი აზრი რა არ მოგეწონათ?

თანაბრად დატანა ვერ ხერხდება, ამიტომ ზედაპირი უსწორმასწორო და არათანაბარი ფაქტურის გამოდის. ერთი სიტყვით ლამაზი არაა. სწორედ ამიტომ დავწერე:
QUOTE
გემოვნების საკითხია. მე არ მომწონს.

და კიდევ, ახალი ნამდვილად არაა. მინიმუმ 10 წელია არსებობს.

Posted by: ika_j 28 Apr 2011, 12:49
მე დავესწარი ამ მასალის პრეზენტაციას გუდვილში საკმაოდ კარგი ჩანს, ლამაზი, იაფი და მოსავლელად ადვილი + ეკოლიგიურად სუფთა,თბო იზოლაცია,შუმა იზოლაცია.

რაც მთავარია კეთდება ძალიან მოკლე ვადაში. ექვემდებარება აღდგენას/გასუფთავებას.


არჩევანიც საკმაოდ დიდია. ფერები,ჩანართები,მოზაიკა.

მე პირადად ყველაზე მაგრად მომეწონა აბრეშუმის ჩანართებით, იაპონურ სტილს გავს.

Posted by: OHO 28 Apr 2011, 13:12
ფოტოები დადეთ რა როგორია ვნახოთ ან ვიდეო ლინკი რამე!

Posted by: WOMAN IN LOVE 28 Apr 2011, 13:55
OHO
QUOTE
ფოტოები დადეთ რა როგორია ვნახოთ ან ვიდეო ლინკი რამე!

http://perlit.ge/?cat=photo-gallery&lang=ka

QUOTE
მეც მაინტერესებს

yes.gif

Posted by: Suleluka 28 Apr 2011, 16:12
არ მომეწონა

Posted by: WOMAN IN LOVE 28 Apr 2011, 16:20
ბაირამიქსის ტექნოლოგიაა თუ მე მივამსგავსე?

Posted by: serafita_asuli zevaxisa 28 Apr 2011, 17:28
ანუ თხევადი შპალერი კედელზე "მითხიპვნის" შესაძლებლობას იძლევა??? biggrin.gif


მერე სხვა სიუჯეტი თუ მომიდა შეცცვლა შეიძლება???? rolleyes.gif


გამარკვიეთ რა ამ თხევადი შპალერის არსში...

Posted by: vakusik 28 Apr 2011, 23:11
აი ეს ლინკი მოვიპოვე მემგონი თქვენთვისაც იქნება საინტერესო smile.gif

http://www.youtube.com/watch?v=6XRSY6xEYu8
* * *
http://www.youtube.com/watch?v=RM_ODcJMCyY&feature=related

Posted by: Neo777 29 Apr 2011, 00:34
კარგი რაღაც ჩანს smile.gif

რა ფასებია მიახლოვებით ??

Posted by: iRRa 29 Apr 2011, 07:40
QUOTE
რა ფასებია მიახლოვებით ??

ფასი 1 კვ.მ-(15-19) ლარი ხელობისა და გადასახადების ჩათვლით!მაიმარკეტზე ეწერა.

Posted by: OHO 29 Apr 2011, 08:52
WOMAN IN LOVE
საინტერესო რამე ჩანს ... მადლობა ლინკისთვის! 2kiss.gif

Posted by: baxitskaro 26 May 2011, 17:31
რა მასალისგან მზადდება ხომ არ იცის ვინმემ

Posted by: pekineli 26 May 2011, 18:48
QUOTE
ფასი 1 კვ.მ-(15-19) ლარი

და ეს არის იაფი თქვენი აზრით?
ერთი რულონის ეკვივალენტი გამოდის 75-95 ლარი-ამ ფასად ძალიან ძალიან მაგრ შპალერს იყიდი.
მე პირადად 30 ლარად ჩამოფასებული 70 ლარიანი შპალერი ვიყიდე(5 რულონი იყო დარჩენილი) და ამიტომ ჩამოაფასეს. ასე რომ რაღაცეების თითხნა კედლებზე არ მეჩვენება ადეკვატურად.

Posted by: kudracha 26 May 2011, 19:45
QUOTE
თხევადი შპალერი!, ვინ იცის რამე ამის შესახებ

მეზობელმა გააკეთებინა სახლში, და კმაყოფილია, იმდენად რამდენადაც მოსავლელად ადვილია

Posted by: baxitskaro 28 May 2011, 14:18
სამაგიეროდ არც შპაკლი ჭირდება კედლებს და არც მტვერი იქნება სახლში

Posted by: ლ.დანელია 9 Aug 2011, 09:51
გამარჯობათ..

რა მაინტერესებს, თხევადი შპალერი შპაკლზე, შეღებილ კედელზე და გიბსო კარდონზე იკვრება?

Posted by: ika_j 9 Aug 2011, 12:47
დანელია
QUOTE
რა მაინტერესებს, თხევადი შპალერი შპაკლზე, შეღებილ კედელზე და გიბსო კარდონზე იკვრება?


კი.



Posted by: progresi 9 Aug 2011, 23:28
ეგ ფასები თავის დაგრუნტვით და ყველაფრითაა თუ მარტო თხევადის გასმა ჯდება მაგდენი?

Posted by: ლ.დანელია 10 Aug 2011, 11:42
ika_j

გაიხარე..

progresi

არა, გრუნტი ცალკე უნდა შეიძინო..

Posted by: modernart 10 Aug 2011, 11:48
კომპანია Modern art-ი გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის თანამედროვე ავეჯის დამზადებას 20% ფასდაკლებით!(სამზარეულო, საძინებელი, კუპე-კარადა, მისაღები,შესასვლელი, საოფისე, თაროები, საბავშვო ოთახის მოწყობა აბაზანის მოწყობა და სხვა)როგორც თურქული ასევე ავსტრიული მასალით. ჩვენს მიერ დამზადებული ნებისმიერი ავეჯის ხარისხის დონე მკაცრად კონტროლდება . კომპანია Modern art-ი ორიენტირებულია ხარისხზე და არა მხოლოდ ფასზე.

მის: ნაძალადევი სააკაძის 73
ტელ: 591 23 23 00
8 790 790 585

ელ-ფოსტა: info@modernart.ge;
ვებ გვერდი: www.modernart.ge;
skype: modernart.ge

* * *
კომპანია Modern art-ი გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის თანამედროვე ავეჯის დამზადებას 20% ფასდაკლებით!(სამზარეულო, საძინებელი, კუპე-კარადა, მისაღები,შესასვლელი, საოფისე, თაროები, საბავშვო ოთახის მოწყობა აბაზანის მოწყობა და სხვა)როგორც თურქული ასევე ავსტრიული მასალით. ჩვენს მიერ დამზადებული ნებისმიერი ავეჯის ხარისხის დონე მკაცრად კონტროლდება . კომპანია Modern art-ი ორიენტირებულია ხარისხზე და არა მხოლოდ ფასზე.

მის: ნაძალადევი სააკაძის 73
ტელ: 591 23 23 00
8 790 790 585

ელ-ფოსტა: info@modernart.ge;
ვებ გვერდი: www.modernart.ge;
skype: modernart.ge

Posted by: progresi 10 Aug 2011, 12:20
დანელია
და გრუნტიან-ხელობიან-მასალიანა კვადრატი რა ჯდება ხომ არ იცი?

Posted by: ლ.დანელია 10 Aug 2011, 13:36
progresi

თხევადი ბაირამიქსი 1 კვადრატი ღირს დაახლოებით 9.5 დან 10-მდე ანუ ხელობა როგორც იცის იმის მიხედვით..

გრუნტზე 1 კვადრატი გამოდის 1 ლარი და 40 თეთრი..

+ გამხსნელი უნდა რომელიც 3 ლარი ღირს..

ანუ გამოდის 12 ლარამდე...მაქსიმუმ 12 ლარი ჯდება ხელობის გარეშე..

მე ხელოსანმა 30 კვადრატზე 200 ლარი მომთხოვა, დავაკლებ და 170 გაგიკეთებო, უბრალოდ სასაცილოა ამხელა ფასი როცა ელემენტალური რამეა გასაკეთებელი, ეხლა კი მე ვაკეთებ..უბრალოდ ასე 20 ლარის ამბავში ცოტა მეტი თხევადი ბაირამიქსის სითხის ყიდვა მომიწია..


Posted by: progresi 11 Aug 2011, 09:22
დანელია
კედლის დაშპაკვლა ვიცი და ეგ თხევადი ბაირამიქსი რაა წარმოდგენა არ მაქვს

Posted by: amanati17 12 Aug 2011, 22:52
იაფი არ გამოდის, თან ვერც ვხვდები ახლა მომეწონება თუ არა, ჩემს გარშემო კი არავისთან არ მინახავს, რომ ვნახო და თუ მომეწონება, ეგ გავაკეთო. ალბათ ისევ შეღებვას ვამჯობინებ..

Posted by: nino877 16 Aug 2011, 18:47
მომეწონა ნუ ბლოსტკების გარეშე მირჩევნია
,მთავარია ხომ არ ჩამოიფხვნება?
ისე მე ცემით გავაკეტბდი ხატვაც შემიძლია და შპაკლვაც Taknatuna აბა შენს ოთახს არ მოუხდება? არ გინდა მე და შენ გავაკეთოთ რემონტი მე დაგიხატავ რასაც მეტყვი და შენ იმაიმუნე დანარჩენი მაინც საცდელი ოთახი გაქვს და

Posted by: taknatuna 16 Aug 2011, 20:29
nino877
ეგ რაღაც ადრეც ვნახე, სოსოს ვკითხავ აქ თუა , პროსტა, აქ ჯერ ცენტრალური გათბობა უნდა გაკეთდეს, კედლები გასწორდეს, + გასათხრელია და წიაშკაც დასაგებია,

Posted by: gast 19 Aug 2011, 20:27
QUOTE
თხევადი შპალერი!

ლოლ,
ეს ხომ უბრალოდ საღებავია

Posted by: Wakanosato 19 Aug 2011, 22:24
ესეიგი 12 ლარიან შპალერს ვყიდულობ 10 ცალს სულ 120 ლარი მიჯდება და ყოფნის დაახლოებით 40 კვადრტ კედელს..
ახლა
ამოცანა გვეკითხება, 40 კვადრატ კედელს რამდენი ლარის თხევადი შპალერი ეყოფა (რაოდენობა ფასები)?..

თუ იაფი გამომივა 120 ლარზე შეიძლება ვიყიდო მაგალითად აი ასეთი დაბლიდან მესამე ან მეოთხე..
http://www.radikal.ru

Posted by: SaamI 20 Aug 2011, 10:24
კარგი აი ეს არის. საღებავია, ძალიან ძვირია და საქართველოში არ მინახავს.

Posted by: Tsico_Tsico 28 Oct 2011, 16:43
Wakanosato
QUOTE
ესეიგი 12 ლარიან შპალერს ვყიდულობ 10 ცალს სულ 120 ლარი მიჯდება და ყოფნის დაახლოებით 40 კვადრტ კედელს.. ახლა ამოცანა გვეკითხება, 40 კვადრატ კედელს რამდენი ლარის თხევადი შპალერი ეყოფა (რაოდენობა ფასები)?..

როგორც გავარკვიე, კვადრატულის ფასი ხელობიანად 15 ლარია... შპალერზე იაფი ნამდვილად არაა...

Posted by: Wakanosato 29 Oct 2011, 20:19
QUOTE
როგორც გავარკვიე, კვადრატულის ფასი ხელობიანად 15 ლარია... შპალერზე იაფი ნამდვილად არაა.

უხ ძვირი ყოფილა biggrin.gif მეკიდე კაი ხანია გავაშპალიერე იმ ზემოთხსენებული 12 ლარიანი შპალერით biggrin.gif
მაგას ალბათ კაი მლესავი უნდა რომ კარგად გააბრტყელოს კედელზე user posted image

Posted by: gguudduunnaa 30 Oct 2011, 18:46
თხევადი შპალერი სოფელში მაქვს სახლში. და ძალიან კარგია, როგორც ვიცი 40 წლის რემონტი იქნება .

Posted by: SaamI 30 Oct 2011, 21:38
gguudduunnaa
QUOTE
თხევადი შპალერი სოფელში მაქვს სახლში. და ძალიან კარგია, როგორც ვიცი 40 წლის რემონტი იქნება .

biggrin.gif biggrin.gif
40 წლის წინ, თხევადი შპალიერი ნამდვილად არ არსებობდა.

Posted by: pekineli 31 Oct 2011, 00:03
SaamI
QUOTE
40 წლის წინ, თხევადი შპალიერი ნამდვილად არ არსებობდა.

ცდები smile.gif ტხევადი შპალერი ჯერ კიდევ 18 საუკუნეში არსებობდა-ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია.
მაშინ კედელზე აბრეშუმი ან გობელენი ივრებოდა-შემდგომ მოიგონეს ტექნოლოგია რომლის მიხედვითაც კურდღლის ტყავისაგან იხარშებოდა სპეციალური მასა და ის ესმებოდა კედელს და ძალიან ლამაზი და საუცხოო რაღაც გამოდიოდა თუმცა ძალიან არაგუმანური კი იყო biggrin.gif

Posted by: SaamI 31 Oct 2011, 01:34
pekineli
QUOTE
ტხევადი შპალერი ჯერ კიდევ 18 საუკუნეში არსებობდა-ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია.

თქვენ გინდათ მითხრათ რომ gguudduunnaa -ს სოფელში კურდღლის ტყავისგან დამზადებული თხევადი შპალიერი აქვს? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
მე იმ მასალას ვგულისხმობ, რომელაც ახლა ეძახიან თხევად შპალიერს, თორემ ზოგიერთი ერი, ცხენის ნაკელსაც უსვავდა კედლებზე და შინაარსობრივად ისიც თხევადი შპალიერი იყო.

Posted by: pekineli 31 Oct 2011, 10:21
SaamI
ახლა ბევრად იაფფასიანია ეგ, ადრე უფრო ძვირფასი და დახვცეწილი იყო თანაც ულამაზესი პერლამუტნი გამოდიოდა. ასე რომ ტყუილად იცინი.

იმ ფორუმელს რა აქვს არვიცი, უბრალოდ ვიცი რომ კელის სხვადასხვა ნივთიოერებით შეღებვა და "გაშპალერება" ახალი ამბავი არ არის პრინციპი ძველია. უბრალოდ ნივთიერებიბი გაბანძდა იმ შპალერის შემადგენლობაში

Posted by: Salome_L 7 Nov 2011, 21:21
15 ლარი რა ღირს , ანუ 1 კვადრატში 15 ლარს გადაიხდი თავის ხელობიან-მასალიანად და სახლი უკვე მზად გაქვს??? დავათვალიერე ფერები და მომეწონათქო ვერ ვიტყვი,

Posted by: BigCrow 7 Nov 2011, 23:05
რაამბავია, ძალიან ძვირია... მაგას ჯობია ჩვეულებრივი შპალერი გააკრა სამჯერ biggrin.gif

Posted by: nikaa 7 Nov 2011, 23:28
BigCrow
შენ რა ძალიან მუღამში შეხვედი რემონტის, ეხლა შპალერსაც აკრავ?

Posted by: BigCrow 8 Nov 2011, 02:43
nikaa
ღმერთმა დამიფაროს biggrin.gif

Posted by: Salome_L 8 Nov 2011, 21:12
ეს თხევადი შპალერი აბაზანაში რომ გავაკეთო 1 კედელზე გაძლებს ????

Posted by: Tsico_Tsico 9 Nov 2011, 13:24
Salome_L
.
QUOTE
ეს თხევადი შპალერი აბაზანაში რომ გავაკეთო 1 კედელზე გაძლებს ????


არა მგონია, თექასავითაა, ნესტიან ადგილებში მისი გაკვრა არ იქნება მიზანშეწონილი, ჩამოიყრება სავარაუდოდ..

Posted by: nia4u 16 Nov 2017, 20:05
თხევადი შპალერის ხელოსანი ხომ არ იცით ვინმე?

Posted by: WillyWonka 31 Aug 2020, 14:15
ფასები არავინ იცით?
ან მასალის
ან ხელობის
იაფი წერტილები საბითუმო ფასები და რამე

ვინმეს ხო არ გაქვთ
გამოცდილება გაგვიზიარეთ
ღირს თუ არა ღირს
ასევე მაინტერესებს ზედაპირი როგორი ხდება
პრიალა. ხორკლიანი თუ როგორი?

Posted by: liovani 5 Sep 2020, 14:28
მოგესალმებით. მეც მჭირდება თხევადი შპალერის ხელოსანი, თუ საკონტაქტო გაქვთ იქნებ მომწეროთ ?

მადლობა წინასწარ

Posted by: trendygirl.me 5 Sep 2020, 21:26
მე ვიყიდე გორგიაში საცდელად ყველაზე იაფიანი, იუტუბის ვიდეოების მიხედვით გავაკეთე და საშინელება გამომივიდა - სისქის დაცვაა მაგარი ძნელი, მაგარი "შტუკატურშიკი" უნდა იყო. სხვა მხრივ არაუშავს....

Posted by: WillyWonka 8 Sep 2020, 12:06
trendygirl.me

მადლობა ინფოსთის

სქლად რომ მოითხოვოს კედელმა შესაძლებელია?
რამე რეკომენდაცია არის სისქესთან დაკავშირებით?
კედელი არის საკმაოდ დაბრეცილი

Posted by: trendygirl.me 9 Sep 2020, 15:04
WillyWonka

სქელზე არ ესმევა, ცვივა შრეები, ანუ ამითი კედელს ვერ ამოიყვან და ვერ გაასწორებ.

Posted by: WillyWonka 9 Sep 2020, 17:08
trendygirl.me

2 სმ სისქეზე თუ წაისმება?

Posted by: PAINKILLER 9 Sep 2020, 18:04
QUOTE (WillyWonka @ 9 Sep 2020, 17:08 )
trendygirl.me

2 სმ სისქეზე თუ წაისმება?

2-სმზე წასმა აღარ ჰქვია, გალესვაა ეგ biggrin.gif

Posted by: trendygirl.me 9 Sep 2020, 23:59
WillyWonka

რავი ნიფნიფ-ნაფნაფისა არ იყოს, შპალერით თუ აპირებ კორპუსის აშენებას, მაშინ კი smile.gif

Posted by: WillyWonka 16 Sep 2020, 13:17
PAINKILLER
QUOTE
2-სმზე წასმა აღარ ჰქვია, გალესვაა ეგ


ჯანდაბას ერქვას გალესვა smile.gif)

Posted by: lexanna 8 Mar 2024, 00:18
ამის შპალერზე მიკვრა შეიძლება თუ იცით? მახსოვს მგონი ეწერა კიო

Posted by: laxxa 8 Mar 2024, 21:23
რა არ მოიგონებთ თხევადი შპალიერი მაგას ქვია კრეპი . შეგიძლია გალესილზე წაუსვა ოღონდ ჯერ პრიმერი მაგის სპეციალური უნდა , გამოიყენება იზოლაციებზე ანუ ფასადის იზოლაციაზე წასასმელად . ეკვრება იზოლაცია ილესება სპეციალური წებოთი სეტკა აუცილებელია და შემდეგ პრიმერი და კრეპი .შეგიძლია სახლში შიდა კედელზე წაუსვა მე გავაკეთე თბილისში ჩემ სახლში ბრიკორამაში ვნახე სულ 10 ვედრომდე ქონდათ არავინ ყიდულობსო .არის 1 მმ და 1.5 მმ იანები

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)