ac1001მეორეზე დაგეხამრები იმიტომ რომ სულ რაღაც მილიონი თამაში მაქ ჩაწერილი ცხოვრებაში PS1 ზე და მინიმუმ 20 წელია ვწერ
.
ესეიგი პროგრამა
ImgBurn უფასო პატარა პროგრამაა და უპრობლემოდ წერს ყველანაირ თამაშს.
PS1 ის დისკები მინიმუმ ორ ფაილად მოდის შეიძლება ბევრი ფაილებიც იყოს ImgBurn ში CUE ფაილი უნდა აირჩიო მარტო და ყველა ფაილი ერთ პაპკაში უნდა მოაქციო.
https://cdromance.com/ ეს ძალიან კარგი საიტია ხშირად აქედან ვიწერ თამაშებს. მათ შორის არაოფიციალური თარგმანებიც იშოვნება იმ თამაშების რომლებიც ინგლისურად არასდროს გამოსულა და მუდმივად ანახლებენ სიას როგორც კი ახალი პროექტი გამოდის.
ასევე რუტრეკერზე შეიძლება ნახვა რუტრეკერზე დევს აბსოლიტურად ყველაფერი რაც კი PS1 ზე გამოსულა.
verbatim ის დისკებზე უნდა ჩაწერო სხვა დისკების წაკითხვა უჭირს PS1 ს და ევროპულ ვერსიებს უნდა მოერიდო ამერიკულები ჩაწერე იმიტომ რომ PS1 ს ეგრეთწოდებული stealth ჩიპი თუ არ აქვს ვერ გაუშვებს ზოგიერთ ევროპულ დისკებს და ისედაც ევროპული ვერსიები თამაშების ხშირად დაჭყლეტილად აჩვენებს და 17.5% ით შენელებულია.
უნდა ჩაწერო 4X ზე. თუ დისკის ჩამწერს 4X არ აქვს უნდა მოძებნო მაი მარკეტზე ძველი მოდელი რომელიც მაგ სიჩქარეზე ჩაწერს 16X ზე ჩაწერილი დისკიც კი საგრძნობლად არასაიმედოა მაშინ როცა 4X ყოველთვის იდეალურად მუშაობს.
ეს ჩემი ჩაწერილი დისკის დემონსტრაცია. იმიტომ რომ ზოგი ფიქრობს რომ ჩაწერილი დისკი არ მუშაობს ისეკარგად როგორც ოფიციალური დისკი და ან ჭედვები აქვს ვიდეოებზე ან ნელა იტვირთება რაც სიმართლე არ არის ჩაწერილი დისკი უნდა მუშაობდეს იდეალურად როგორც ქარხნული. თუ არ მუშაობს ესეიგი პრობლემაა ან დისკში ან ჩამწერში და ან თვიოთონ PS1 ში. ასევე არსებობს ასეთი მითი რომ ჩაწერილი დისკები ლაზერს აფუჭებს რაც ასევე არ არის სიმართლე.
PSP მაქვს და იშვიათად ძილის წინ ვთამაშობ ხოლმე მაგრამ ყველას ვურჩევ რომ ემულატორით ითამაშონ. არანაირ უპირატესობას PSP არ იძლევა ემულატორთან და ემულატორზე PSP ის თამაშები ძალიან კარგია მაღალი გრაფიკა ყენდება და ყველაფერი. თან თამაშები იმთავითვე LCD ეკრანისთვის იყო გაკეთებული ამიტომ არც ძველი ტელევიზორი არ უნდა.