vedzmaდაემთხვა?
ძლიერი ექსტრასენსი, მედიუმი, ლარჯიუმი, რავიცი... მჭირდება, რომელიც გაკეთებულ ჯადოს(თუ არსებობს) მაპოვნინებს და მომაშორებინებს.
ქუთაისში არის ერთი ეგეთი ქალი. მიწაზე, სადაც ფეხი პირველად დადგა, ოჯახში, სადაც არასდროს ყოფილა,
მიუთითა, თუ სად იქნებოდა ჯადო და მართლაც იპოვნეს რაღაც ძვლების, ძაფების და მისნაირების კონა, რომელიც დაწვეს შემდეგ.
გაგიგიათ რამე ამ ქუთაისელ ქალზე?
15 წლის რომ ვიყავი, თინეიჯერობა გამირთულდა და ოჯახს ნერვებს ვუშლიდი. ბებიაჩემმა გადაწყვიტა, თვალი ეცა და ვუშველოთო რამე.
წამიყვანეს ნახალოვკაში, დიდ რიგში ჩავდექით. შევედი. ველოდებოდი ქარიზმატულ ტიპს.
დამხვდა ხატებით გამოტენილი ოთახი და თითქოს, ცოტა უშინაარსო გამომეტყველების მსუქანი ქალი.
მაგრამ, რაც მითხრა, მართალი აღმოჩნდა. ორგანიზმში მქონდა უმნიშვნელო ცვლილებები, რომლებიც დაინახა, ეხებოდა ენდორკინოლოგიურ სისტემას.
ახლა კი მჭირდება ადამიანი, რომელიც დაინახავს ყველა ენერგიას და კერას, რომელიც ჩემი ბიოველის მეხსიერებაშია და მომიყვება ამაზე,
შეძლებისდაგვარად ამიხსნის და დამეხმარება, რომ მოვიშორო. ისიც კი ვიცი ვინ მომაჯადოვებდა, თუ აღმოვჩნდი მოჯადოებული.
ზოგადად, ჩვენ, ჩვეულებრივ მოვკდავებს, მეტ-ნაკლებად განვითარებული შეგრძნებების უნარით, ნეტავ არ შეგვიძლია ვივარჯიშოთ ამ საკითხში?
მე პირადად, ძირითადად, შეგრძნებებით და განცდებში ვიღებ ინფორმაციას, რომელიც თითქოს კანზე დადის, თუ რამე გამიგია ამ სამყაროზე, აქედან ამიღია.
რა თქმა უნდა, ყოველთვის არის გზაგასაყარი და არჩევანი, თუ როგორ ფორმირდები. მე ასეთ გასაყარზე მაღლა ამოვტივტივდი და დავაიგნორე ჩემში რაც ხდებოდა.
ახლა კი მენატრება, ძნელი კი იყო, მაწუხებდა, მაგრამ იმაში სხვანაირია ყველაფერი. მგონი ძაან გამოვზედაპირდი.ძალით ვერ ჩავყვინთავ ისევ, ვიცი.
მაგრამ იქნებ რამე შევცვალო. მენატრება ძველებურად როგორც იყო. ახლა ყველაფერი საოცრად მკაფიო, გარკვეული და მატერიალურია.
This post has been edited by ______ on 25 Sep 2017, 11:49