forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (7) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> რელიგიის და სხვა ცრურწმენების განყოფილება, გადავარქვათ სახელი
Heart_of_Darkness
Crazy Member


*****
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 1347
წევრი No.: 224038
რეგისტრ.: 16-September 16

გამოგზავნილია: 14 Jul 2018, 01:57  #53092253      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამოვდივარ ინიციატივით, რომ ,,რელიგია-ფილოსფიის" განყოფილებას გადავარქვათ სახელი.
ვინაიდან განყოფილების სახელი დეტალურად უნდა აღწერდეს, იმ თემებს და საკითხებს, რომელსაც ის მოიცავს,
ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამ განყოფილებისთვის შესაფერისი იქნებოდა, მაგალითად, ,,რელიგია და სხვა ცრურწმენები" გვეწოდა.
ამ განყოფილებაში, უკვე წელიწადნახევარია ვპოსტავ,
ხან აქტიურად, ხან თავს იქით ძალა აღარაა, ამდენი ცრურწმენის კითხვით დაღლილზე,
ამ პერიოდის განმავლობაში, ჯერ არ შემხვედრია ერთი ფილოსოფიური თემაც კი.
ამიტომ ვერ ვხედავ განყოფილების დასახელებში ,,ფილოსოფიის" ადგილს.
მოდით, თანმიმდევრულები მაინც ვიყოთ და ყველაფერს ვუწოდოთ თავისი სახელი.
ფილოსოფიური აზროვნებაც ხომ იდენტიფიკაციით და სისტემატიზაციით იწყება.

ამ განყოფილებაში ფილოსოფიის ადგილი არ არის, ამიტომ განყოფილების გაყოფა თუ არ გამოდის,
დასახელებიდან მაინც ამოიღეთ.

P.s. ძვირფასო ადმინისტარაციავ, დიდი მადლობა, ამ გამოკითხვის დაფასებისთვის: გინდათ ეს განყოფილება გაიყოს?
GiGlema_
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7987
წევრი No.: 77331
რეგისტრ.: 5-December 08

გამოგზავნილია: 14 Jul 2018, 05:44  #53092491      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ცოტა მიხარია, რო ვიღაცებს ჯერ კიდევ ანაღვლებთ ასეთი საკითხები tuk.gif


--------------------
If you can’t explain it to a six year old, you don’t understand it yourself.

აქსიომები ცვივა და აქსიომები მღერიან.
Stendal
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1969
წევრი No.: 242600
რეგისტრ.: 5-May 18

გამოგზავნილია: 14 Jul 2018, 13:13  #53093697      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რატოა ცრურწმენების? ცრუ დაარქვეს ქრისტიანებმა და მუსულმანებმა საკუთარი რელიგიების აბსულუტიზმის მხარდასაჭერად, თორე ეგენი ისეთივე რწმენებია როგორც რწმენა ჯოჯოხეთის და სამოთხის არსებობის შესახებ.

განყოფილებას კიდევ ფილოსოფია და რწმენა უნდა ერქვას


--------------------
სიდიმ ეზლაზგავ აზგ ალევყ
ეხარძუ იშრიპ სერავყომ
Heart_of_Darkness
Crazy Member


*****
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 1347
წევრი No.: 224038
რეგისტრ.: 16-September 16

გამოგზავნილია: 15 Jul 2018, 22:12  #53103001      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Stendal
ცრურწმენა ქართული სიტყვაა და სტერეოტიპის სინონიმად გამოვიყენე,
რადგან თუ ამ განყოფილებაში გახსნილ თემებს გადახედავთ,
დარწმუნდებით, რომ თემების ძირითადი ნაწილი კონკრეტული იუზერების სტერეოტიპული წარდმოგენებია რელიგიებზე.
ამ განყოფილებაში, ძირითადად, სხვადასხვა რელიგიური სტერეოტიპის გარჩევას ეთმობა დრო.
ხოლო ის თემები, რაც იქ იხსნება, არანაირ კავშირში არ არის ფილოსოფიასთან,
ამას როგორც ფილოსოფიასთან დამეგობრებული ადამიანი ვწერ.
ამიტომ ჩემი თხოვნაა, რომ თუ რელიგიის და ფილოსოფიის გამიჯვნა ვერ/არ ხერხდება, ამ ფორუმზე.
ვიყოთ თანმიმდევრულები და რაც უნდა ერქვეს განყოფილებას, თემებიდან გამომდინარე, ის დავარქვათ.
ფილოსოფიას, როგორც მეცნიერებათა მშობელს, ნუ მივაყენებთ ასეთ დიდ შეურაცხყოფას.
ნუ გავუტოლებთ მას რელიგიას ან რელიგიასთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს.
Vaqueiro
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 379
წევრი No.: 241626
რეგისტრ.: 23-March 18

გამოგზავნილია: 15 Jul 2018, 22:41  #53103246      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ნებისმიერი მორწმუნესთვის სხვა რამის მორწმუნე ცრუმორწმუნეა.
მთელი რელიგია (ცრუ)რწმენაზეა დაფუძნებული. შენი ლოგიკით გამოდის მხოლოდ ცრურწმენის განყოფილება უნდა დაერქვას.
რაც ჰქვია, ჰქვია. საკმარისია.
Heart_of_Darkness
Crazy Member


*****
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 1347
წევრი No.: 224038
რეგისტრ.: 16-September 16

გამოგზავნილია: 15 Jul 2018, 23:25  #53103621      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Vaqueiro
ჩემი ,,ლოგიკით", მხოლოდ ის გამოდის, რომ იმ განყოფილების სახელში ტერმინი ,,ფილოსოფია" ზედმეტია.
დანარჩენს, თავად რელიგიით დაინტერესებული იუზერები გადაწყვეტენ.
ეს საკითხი ნაკლებად მაინტერესებს,
მე ჩემი ფილოსოფიის ბედი მაღელვებს, რომელიც ამ ფორუმზე რელიგიას არის მიწებებული.
Poppysmic
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 133
წევრი No.: 227111
რეგისტრ.: 17-December 16

გამოგზავნილია: 20 Jul 2018, 16:26  #53130651      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Heart_of_Darkness
თუ ისედაც არ საუბრობენ ფილოსოფიაზე, ცალკე იქნება განყოფილება თუ რაიმესთან ერთად რა აზრი აქვს ?!

ჩემთვის პირადად სულერთია, უმეტესობა რასაც გადაწყვეტს..


--------------------
შენგან შევიტყვე, რომ სილამაზეს - არ უწერია გადაშენება!


იმ ვარდისფერ ატმებს მოვიგონებ კვლავ...
იმგვარადვე მდევ.. იმგვარადვე მკლავ..
დათიკო
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 28781
წევრი No.: 8152
რეგისტრ.: 10-January 05

გამოგზავნილია: 20 Jul 2018, 16:52  #53130812      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Heart_of_Darkness
QUOTE
ამ პერიოდის განმავლობაში, ჯერ არ შემხვედრია ერთი ფილოსოფიური თემაც კი.

ფილოსოფიის წიგნები
იდეოლოგია
მერაბ მამარდაშვილი
ჰეგელის გონის ფილოსოფია ზანგებზე
რომელმა ფილოსოფოსმა იქონია თქვენზე
ჩვენი ნააზრევი სამყაროს შესახებ
მატერიალისტური ფილოსოფიის ბიბლიოთეკა
რა არის ცხოვრების აზრი?
მიშელ ფუკო
ემანუილ სვედენბორგი
ფილოსოფიური თემა
ეკჰარტ ტოლე / Eckhart Tolle
სიღრმისეული ცოდნა
დელიოზი ჟილ
ჰიპოთეზა
ფილოსოფია
ძველი ბერძნული ფილოსოფიური სკოლა
სოლიფსიზმი
ფილოსოფიური იგავი
ჰერმანევტიკული წრე
ფილოსოფიის ვიდეოთეკა
სუპერპოზიცია
კვანტური სამყარო და ცნობიერება
ცნობიერება
ფილოსოფიური ფრთიანი ფრაზები და ციტატები
საკუთარი თავის ძიება
მანერიზმები და ფილოსოფია, სტილი
ჟან ბოდრიიარი. ნიშნიდან სიმულაკრამდე
რას ფიქრობთ აბსურდის თეორიაზე?
ფოიერბახი
ზენონის პარადოქსები
ს ო ც ი ო პ ა თ ი ა
ჰეგელი გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხი
კაცობრიობის მომავალი....
პლატონი
დეტერმინიზმი
ალბერტ აინშტაინი
ფილოსოფიის განმარტება აქ შემოსული ბავშვებისთვის
ბუშიდოს ფილოსოფია

და ა.შ.


--------------------
შეიცანი სხვა, იქნები სწავლული; შეიცანი შენი თავი, იქნები ბრძენი [ლაო ძია]
Heart_of_Darkness
Crazy Member


*****
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 1347
წევრი No.: 224038
რეგისტრ.: 16-September 16

გამოგზავნილია: 21 Jul 2018, 00:48  #53133207      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დათიკო
აქტიური ფილოსოფიური თემა ვიგულისხმე.
biggrin.gif
დიდხანს ეძებდით?
არც კატალოგია თემების განყოფილებაში.
ბოდრიარზე სამი პოსტი, ისიც ბოლო 2015 წლით ბოლოვდება.
ფუკოზე და დელიოზზე ბოლოს 1 წლის წინ დაპოსტეს, ისიც თემებში 2-3 პოსტია სულ,
და ეს ის ავტორებია, რომელზეც მთელ მსოფლიოში აქტიური დებატები მიდის...
ჰეგელი და პლატონი ბოლოს, საერთოდ, 2014 წელს გაახსენდათ,
სხვა თემებს აღარ ჩავყვები, მგონი, ესეც საკმარისია.
თქვენ თუ არ გინდათ რეალობის შემჩნევა, რაც არ უნდა დავპოსტო მაინც აზრი არ ექნება.
სულ მცირე, ბოლო ერთი თვეა სულ რელიგიაზე
და რელიგასთან დაკავაშირებულ სტერეოტიპულ წარმოდგენებზე იხსნება თემები,
სერიოზულად რომ გინდოდეს, რამე ფილოსოფიურზე თემის გახსნა, აზრი არ აქვს,
განყოფილებას იმდენად აქვს სახელი გაფუჭებული, მაინც არავინ აგყვება, მაქსიმუმ ტროლმა დაპოსტოს.
QUOTE (დათიკო @ 20 Jul 2018, 16:52 )

QUOTE
ამ პერიოდის განმავლობაში, ჯერ არ შემხვედრია ერთი ფილოსოფიური თემაც კი.

ფილოსოფიის წიგნები
იდეოლოგია
მერაბ მამარდაშვილი
ჰეგელის გონის ფილოსოფია ზანგებზე
რომელმა ფილოსოფოსმა იქონია თქვენზე
ჩვენი ნააზრევი სამყაროს შესახებ
მატერიალისტური ფილოსოფიის ბიბლიოთეკა
რა არის ცხოვრების აზრი?
მიშელ ფუკო
ემანუილ სვედენბორგი
ფილოსოფიური თემა
ეკჰარტ ტოლე / Eckhart Tolle
სიღრმისეული ცოდნა
დელიოზი ჟილ
ჰიპოთეზა
ფილოსოფია
ძველი ბერძნული ფილოსოფიური სკოლა
სოლიფსიზმი
ფილოსოფიური იგავი
ჰერმანევტიკული წრე
ფილოსოფიის ვიდეოთეკა
სუპერპოზიცია
კვანტური სამყარო და ცნობიერება
ცნობიერება
ფილოსოფიური ფრთიანი ფრაზები და ციტატები
საკუთარი თავის ძიება
მანერიზმები და ფილოსოფია, სტილი
ჟან ბოდრიიარი. ნიშნიდან სიმულაკრამდე
რას ფიქრობთ აბსურდის თეორიაზე?
ფოიერბახი
ზენონის პარადოქსები
ს ო ც ი ო პ ა თ ი ა
ჰეგელი გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხი
კაცობრიობის მომავალი....
პლატონი
დეტერმინიზმი
ალბერტ აინშტაინი
ფილოსოფიის განმარტება აქ შემოსული ბავშვებისთვის
ბუშიდოს ფილოსოფია

და ა.შ.

თქვენ თუ ეს თემები გყოფნით იმისათვის, რომ განყი ფილოსოფიურად მიიჩნიოთ,
მე, ჩემი მცირე ჩახედულობით ფილოსოფიაში, ისღა მრჩება რომ მხრები ავიჩეჩო და პროტესტის ნიშნად,
საერთოდ აღარ შემოვიდე ამ განყოფილებაში.
როგორც უამრავი სხვა იუზერი შვება, რომელიც ცოტათი მაინც ერკვევა ფილოსოფიაში.
ამ განყოფილებას არაფერი არ აქვს საერთო ფილოსფიასთან.
ისევე როგორც 2014 წელს აქტიური თემის დაპოსტვა,
არ გამოდგება განყოფილების ფილოსოფიასთან დაკავშირდების არგუმენტად.


Poppysmic
გინდათ ეს განყოფილება გაიყოს? ამ თემას თუ ჩაყვებით, ნახავთ, რომ არაერთი საინტერესო იუზერი იყო, ვისაც ფილოსოფიაზე საუბარი სურდა,
თან რელიგიასა და ფილოსოფიას შორის, ჩემთვის და ბევრისთვის, იმდენად დიდი სხვაობაა,
რომ რაღაც პოსტმოდერნული რეალობა იქმნება.
სად რალიგია და სად ფილოსოფია.
გარდა ამისა,
მე, მაგალითად, დიდად არ მაინტერესებს რელიგია და არ მინდა, რომ most active- რელიგიაში მქონდეს.
ფილოსოფიაა ჩემი ინტერესი და ვერ ვხდები რატომ უნდა მიწევდეს ვიღაცის რელიგიური წარმოდგენების კითხვა.
ეგ იგივეა, ფეხბურთის და ჩოგბურთის განყოფლებები ერთად რომ იყოს.
სპორტის განყოფილება, რომ სპორტია, იქ არის ლამის სპორტის ყველა მიმართულება ცალ-ცალკე mad.gif facepalm.gif
m e r a
-------->


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9068
წევრი No.: 120275
რეგისტრ.: 31-August 10

გამოგზავნილია: 12 Aug 2018, 01:59  #53246831      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა

ვერაფერს შეასმენ "ღრმადმორწმუნეებს", უფრო სწორედ ღრმად ბნელებს.

მე ის მიკვირს თავიდან რომელმა კრეტინმა შეტენა ფილოსოფია რელიგიაში.

Heart_of_Darkness
Crazy Member


*****
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 1347
წევრი No.: 224038
რეგისტრ.: 16-September 16

გამოგზავნილია: 13 Sep 2018, 22:30  #53422613      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რა ვქნა უსათაუროში გადავიდე?
ფილოსოფოსთა კლუბი
უკვე იქ უკეთესი თემა გახსნეს, ვიდრე რელიგია-ფილოსოფიაში გაიხსნა ბოლო ორი თვის განმავლობაში.

ვინმემ, არგუმენტირებულად, რომ დაასაბუთოს
რატომ არის რელიგია-ფილოსოფიის ორ განსხვავებულ განყოფლებად გაყოფა რთული, არ შეიძლება?
ჯიმ"მორისონი
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1286
წევრი No.: 244415
რეგისტრ.: 27-July 18

გამოგზავნილია: 13 Sep 2018, 22:51  #53422766      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Heart_of_Darkness
გურამშენთანვარ არ იყოს
მეც შენს თანამებრძოლად მიგულე
ფილოსოფიაზე ვსწავლობდი და ძალიან მაინტრესებს ფილოსოფია,მაგრამ მაგ განყში რამე თემა რომ წავა ბაასი
შემოვარდება ის ტიპი კვანტური და ისენი ამტიკცებენო
მერე მეორე გამოვარდება ღმერით ვარო lol.gif
მერე ის ისეო მოცილქული იყო და ყოველგვარი სურვილი გეკარგება საუბრის drug.gif
დიდი სიამოვნებით
დავპოსტავდი ცალკე განყში თუ გახსნის ტიმი,მაგრამ ტიმი რიი გამხსნელია
მობილური აპლიკაცია არ გვაღირს ამდენი ხანი
facepalm.gif

Heart_of_Darkness
Crazy Member


*****
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 1347
წევრი No.: 224038
რეგისტრ.: 16-September 16

გამოგზავნილია: 13 Sep 2018, 23:04  #53422859      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (ჯიმ"მორისონი @ 13 Sep 2018, 22:51 )
მაგრამ მაგ განყში რამე თემა რომ წავა ბაასი
შემოვარდება ის ტიპი კვანტური  და ისენი ამტიკცებენო
მერე მეორე  გამოვარდება ღმერით ვარო  lol.gif 
მერე ის ისეო მოცილქული იყო და ყოველგვარი სურვილი გეკარგება საუბრის  drug.gif

კი, ზუსტად ასეა, ჩემთვისაც.
თან კორექტულობის გამო, არ მინდა ვაწყენინო რელიგიურ იუზერებს,
თან, არადა, ამ ყველაფერს არანაირი კავშირი აქვს ფილოსოფიასთან.
ჯიმ"მორისონი
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1286
წევრი No.: 244415
რეგისტრ.: 27-July 18

გამოგზავნილია: 13 Sep 2018, 23:12  #53422910      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Heart_of_Darkness
ტექნიკურად ძალიან იოლია განყოფილების გაყოფვა,უბრალოდ ტიმი ვერ ხედავს ამის საჭიროებას
ალბათ,ფიქრობს რომ მკვდარი განყი იქნება,რაც არ აწყობს...

ერთადერთ გამოსავალს ვხედავ მე პირადათ-კერძოდ უნდა შევგროვდეთ რამოდენიმე იუზერი ვისაც სურვილი გვაქვს რომ
გაიხსნას ცალკე განყი.
დავწეროთ წერილი ტიმის სახელზე,სადაც დავასაბუთებთ და დეტალურად ავხსნით თუ რატომ არის საჭირო
განყოფილებების გამიჯვნა და გავუგზავნოთ პირადში ტიმს
მე მგონი 10 იუზერი თუ მოვგროვდით ტიმიც გატყდება და გვაღირსებს განყოფილებას bis.gif
Heart_of_Darkness
Crazy Member


*****
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 1347
წევრი No.: 224038
რეგისტრ.: 16-September 16

გამოგზავნილია: 13 Sep 2018, 23:36  #53423049      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჯიმ"მორისონი
გვქონდა თემა, სადაც 196-დან 125 იუზერმა დაასახელა, რომ ემხრობა განყოფილებების გამიჯვნას.
თუმცა არსაიდან ხმა,არსაიდან ძახილი.
მოდერი დათიკო, მედგრად დგას და ფიქრობს, რომ 2010 წელს გახსნილი სამ-ოთხ პოსტიანი თემებით
ამ განყოფილებაში ფილოსოფიის სახელი და ადგილი გამართლებულია.
QUOTE
დავწეროთ წერილი ტიმის სახელზე,სადაც დავასაბუთებთ და დეტალურად ავხსნით თუ რატომ არის საჭირო
განყოფილებების გამიჯვნა და გავუგზავნოთ პირადში ტიმს

წინაზე, მგონი ტიმმა რაღაც გარანტია ითხოვა, რომ არ მოვკლავთ განყოფილებას.
საქართველოში, ისე სწრაფად იცვლება მოვლენები, მთავრობა არ გაძლევს რამის გარანტიას
ამიტომ მხოლოდ იმის გარანტია შემიძლია მივცე, რომ დღევანდელი მდგომარეობით,
რელიგია და ფილოსოფიაში პოსტვის სურვილი ბევრ ფილოსოფიით დაინტერესებულ იუზერს არ აქვს.
რაც უკვე ცუდია.
რეალურად, განყოფილებების გამიჯვნით ტიმი არც არაფერს კარგავს, მცირე დროის გარდა.
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (7) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0235 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]