#55460941 · 9 Nov 2019, 08:33 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
mapshnik კითხვა ზოგადად ძალიან საჭირო და სასარგებლო ჩვევაა. წიგნის კიტხვა მხოლოდ ინფორმაციის მიღება არაა, ინფორმაციას სხვაგანაც მიიღებ. სულ არაა სავალდებულო მაინცდამაინც დაშტამპული სია წაიკითხო სხვისი შემოთავაზებული წიგნებისა (მაგ.50 წიგნი რომელიც ცხოვრების ბოლომდე უნდა მოასწრო წაიკითხო და მერე თუ მოკვდი ჯანდაბას და მსგავსი შტამპები სასაცილოცაა). მაგრამ წიგნთან მუშაობის ჩვევა მხოლოდ "პრაქტიკიდან" მოდის და საკუთარს იმუშავებს ადამიანი დროთა განმავლობაში.
კი შეიძლება სხვასთან ურთიერთობით, განსაკუთრებით ჭკვიან და საინტერესო ხალხთან საუბრით და დისკუსიით მიიღო საზრდო ტვინისთვის მაგრამ შენ თვითონ იქნები მათთვის საინტერესო? თუ კი... რა პრობლემაა შეიძლება საკუთარი ინტელექტით დასვა კითხვა, იფიქრო, მიხვიდე დასკვნემდე შეიძლება უყურო გადაცემებს თუ დოკუმენტურ ფილმებს და მიიღო ცოდნა. მაგრამ ეს არ იქნება ღრმა ცოდნა და განათლება ეს არ იქნება სხვა ადამიანის ნაფიქრი, რომელსაც შენ შეავსებ გააბათილებ დაეთანხმები თუ არა.
"ჩემზე მაღლა დგას" იმიტომ რომ ჩემზე მეტი წაიკითხა არაა სწორი მიდგომა. არავინ დგას "მაღლა" მხოლოდ წაკითხული წიგნების რაოდენობის გამო. მაგრამ უფრო მეტი წიგნი, მეტი განათლებაა, მეტი ფაქტების ცოდნაა და მათი გამოყენების საშუალება, ლოგიკური აზროვნებაა ანალიზის უნარი როგორც საკუთარი თავის დაკვირბვება ასევე სხვისი ქცევების და მოტივების ანალიზია, უკეთესი სიტყვათა მარაგია, აზრის ჩამოყალიბების და გადაცემის მანერა და კიდევ ბევრი რამეა. ანუ უხეშად რომ ვთქვათ შენი მონაცემები ინტელექტუალური + N რაოდენობა (შენთვის საინტერესო კარგი წიგნისა) ბევრად უკეთესი ვერსიაა შენივე ვიდრე შენ ამ წიგნების გარეშე.
თან ტვინს იგივენაირად სჭირდება ვარჯიში როგორც სხვა ნებისმიერ ორგანოს მეტად თუ არა. ყველა და ყველაფერი ან ვითარდება ან დეგრადირებს.
წაიკითხე ის რაც გჭირდება და გაინტერესებს და არა ის რასაც სხვა გეუბნება რომ უნდა წაიკითხო აუცილებლად "განათლებულმაადამიანმა N წიგნი როგორ არ უნდა წაიკიტხოს?!" მიდგომა გაატარე
--------------------
Роли стерв даются мне с особой легкостью. Dear God, please save me from your followers
|