Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ბანკები > სოლვა/HELP


Posted by: Nithedark 31 Jul 2018, 00:40
მოკლედ 1 წლის წინ ავიღე სესხი 1700 ლარის ოდენობით , გამინაწილეს თვეებად , როდესაც შემეძლო ვიხდიდი ჩვეულებრივ თვიურ გადასახადს , როდესაც არ მქონდა საკმარისი თანხა ვავადებდი
2 დღეზე მეტი არ გადამიცილებია არცერთხელ.
ქონდათ 1 კვირიანი , 2 კვირიანი და 28 დღიანი გადავადება

14ში მერიცხება ხელფასი დაახლოებით +- , 3 დღის წინ გადავდე თანხა რომ გადავავადო სესხი, ვიჯექი მშვიდად და დღეს (გადახდის დღეს) მირეკავენ და მეუბნებიან გადახდის სერვისი რო არის გაუქმებული

თანხას ახლა ვერ ვიხდი ვერანაირად და უნდა გამეზარდოს პროცენტები და სავარაუდოდ გამაშავებენ ბანკებში

შეიძლება რამის გაკეთება ამ სიტუაციაში? ანუ კონტრაკტიდან დაწყებული იმით დამთავრებული რო სერვისის გაუქმების შესახებ ბოლო დღეს მაგებინებენ

თუ მაგრად კიდია სუყველას ეგ და ნორმალური სიტუაციაა?

სესხს 1 დღეს გადააცილებ 30 ჯერ დაგირეკავენ იმავე მომენტში , სერვის რო აუქმებენ 1 sms ან mail ის მოწერა ეზარებათ

Posted by: dzuku71 31 Jul 2018, 06:15
Nithedark
QUOTE
(გადახდის დღეს) მირეკავენ და მეუბნებიან გადახდის სერვისი რო არის გაუქმებული

მეც ზუსტად ასე გამიკეთეს ,მაგრამ მე გადაცილებები მქონდა და მეგონა მარტო მე დამსაჯეს

Posted by: ladusha2 31 Jul 2018, 12:21
Nithedark

მაგათი მომგონი უნდა დაკიდო ერთი ადგილით smile.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: lazyadmin 2 Aug 2018, 17:15
ჩემ ბიძაშვილს მიწერეს 1 სექტემბრიდან გიუქმდებათო და ნაცნობს კრედიტონმა აგვისტოში ბოლოჯერო

Posted by: dzuku71 8 Aug 2018, 10:47
როგორც ჩანს მოსწრებაზე არიან,რაღაც ცუდს ელოდებიან

Posted by: chele23 19 Aug 2018, 20:53
ყველაზე საზიზღრები არიან ეგენი, ყოფილი მანი მენის სასტავია. არც გამაგებინეს მე, მანი მენიდან მქონდა სესხი გაკეთებული. ვერ გადავავადე ორი კვირა, არც ტელეფონზე პასუხობდა ვინმე. მერე თვითონ დამირეკეს და ჯარიმებზე ხარო, მომახსენეს. მეთქი წინასწარ რატომ არ გამაფრთხილეთთქო. ჯერ ის რომ არ ვართ ვალდებულები გაგაფრთხილოთო და მერე მეორე სამჯერ დაგირეკეთ და გამორთული გქონდაო, ისე ურცხვად მითხრა ტყუილი კინაღამ დავიჯერე.

Posted by: dzuku71 8 Oct 2018, 19:27
chele23
QUOTE
ყველაზე საზიზღრები არიან ეგენი, ყოფილი მანი მენის სასტავია.

+1 თითქმის ყველა მიკროს ვალი მქონდა და ყველა რაღაც დათმობაზე წამოვიდა მაგათ გარდა ,ძირითადი თანხის დაფარვით სესხის დახურვაზე ყველა დამეთანხმა მაგათ გარდა ბოლო კაპიკამდე მომთხოვეს

Posted by: ladusha2 9 Oct 2018, 10:37
dzuku71

გადაუხადე ჯერიმიან პროცენტიანა?

Posted by: dzuku71 9 Oct 2018, 15:48
ladusha2
QUOTE
dzuku71

გადაუხადე ჯერიმიან პროცენტიანა?

ჯერ არა ვეჭიდავები , დამიკლეს ,მაგრამ ძაან ცოტა

Posted by: ladusha2 9 Oct 2018, 19:54
dzuku71

რამდენი გავიდა რაც არ გადაგიხდია?

Posted by: dzuku71 22 Oct 2018, 17:14
ladusha2
QUOTE
dzuku71

რამდენი გავიდა რაც არ გადაგიხდია?

გადავიხადე მაინც ბოლომდე .... მაჯობეს

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)