forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (44) « პირველი ... 41 42 [43] 44   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ლამაზი სიტყვები, წერილები, აზრები, ოცნებები XXVI
Re-hanna
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1020
წევრი No.: 222576
რეგისტრ.: 7-August 16

გამოგზავნილია: 12 Aug 2019, 04:28  #55100220      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
“ზაფხულის ბოლო დღეს, ბოლო მატარებელი ტოვებდა ქალაქს. მე და შენ ბაქანზე ვიდექით. მე შენს იდიოტურ ანეკდოტებზე , შენ ჩემს ბრეკეტიან კბილებზე გეცინებოდა, მშობლებმა ძალით რომ ჩამიდგეს და ამით ჩემი 32 ნაკლის გამოსწორება ერთად გადაწყვიტეს.
ჰარი, შენ მე სიცილი მასწავლე, მაგრამ არცერთხელ არ გიკოცნია ტუჩებში.
არც მაშინ, შენს ოთახში მარტო რომ დავრჩით და პირი ცხელი შოკოლადით მოვისვარე. ფილმებში მქონდა ნანახი, რომ ასეთ რაღაცეებს ვნება მოჰყვება ხოლმე.
არც მაშინ, ჰაიდ-პარკში , ლონდონურად რომ წვიმდა და პლატონურად გიყვარდი. Second hand-ში იმ საღამოსთვის ნაყიდი თხელი ყვავილებიანი კაბა ტანზე შემომეკრა. ესეც ჩემი გეგმის ნაწილი იყო. მინდოდა დაგენახა, რომ 32 ნაკლთან ერთად, ორი ახალწამოზრდილი ღირსებაც გამაჩნდა. თუმცა. შენთვის ღირსება, როგორც ნამდვილი ჯენტლმენისთვის, უფრო მაღალ მატერიებთან ასოცირდება და ბუნებრივიცაა, რომ იმ საღამოს ორი ცივილური ადამიანი ტელევიზორში „დისქავერის“ დოკუმენტურ ფილმს ვუყურებდით იმაზე, თუ როგორ გამოჰყავთ აფრიკაში ახალი ჯიშის მაიმუნი. შემდეგ, ცხოველების სიყვარულმა ჩემდამი სიყვარული გაგახსენა და უცნაურად დაიწყე:
– ფარდობითობის თეორიამ გვიჩვენა, რომ ჩვენი დრო და სივრცე გადაჯაჭვულია!..
ო, როგორ მომინდი იმ წუთში, აინშტაინ!
რკინიზგის სადგურზე, როცა გამგზავრებას წუთები აკლდა, ღრმად ჩავისუნთქე, ტუჩები ენის წვერით დავისველე, თვალები დავხუჭე და… როგორ მინდოდა ჩემოდნები ძირს დამეყარა, თმები გამეშალა, თავი უკან გადამეგდო და ჰოლივუდური ფილმის ფინალი გამეთამაშა, მაგრამ თურმე, არც შენ იყავი გრეგორი პეკი და არც მე ოდრი ჰეპბერნი.


მაიმასკო

2014 წ.


--------------------
When you conquer the enemy within you, the enemy outside you cannot conquer you.

Lasha244
რითი გამაოცებ?!


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4435
წევრი No.: 170987
რეგისტრ.: 28-July 13

გამოგზავნილია: 2 Sep 2019, 13:35  #55192520      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
და დღეებს ეკატერინ, აღარ შერჩათ სიცოცხლე ფერთა,რადგან უშენოდ თავს დამექცა ზეცის ცრემლები…


--------------------
“ისეც ხდება, ტყვიის გავარდნამდე რომ ეცემი. რომ კვდები, როცა ხედავ ვინც დაგიმიზნა.”
Lasha244
რითი გამაოცებ?!


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4435
წევრი No.: 170987
რეგისტრ.: 28-July 13

გამოგზავნილია: 5 Sep 2019, 00:49  #55204300      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ღმერთო, როგორი წუთიერი არის ცხოვრება,
შეყვარებულნი სიყვარულსაც ვერ მოასწრებენ.
მაგრამ როგორი ხანგრძლივია იგი ჩვენი ტკივილებისთვის,
როგორ არ ჰყოფნის დიდ საქმეებს ერთი ცხოვრება,
მაგრამ როგორი ხანგრძლივია იგი ჩვენი წვრილმანებისთვის.
რაც კი ვიცხოვრე, იმდენ ხანს რომ მგლებში მეცხოვრა,
ხომ ძმად ჩამთვლიდნენ,
ხომ აღარასდროს მიმტყუნებდნენ, არ გამწირავდნენ.
მე მგელს კაცს როგორ შევადარებ,
მაგრამ განა მხოლოდ იმიტომ, რომ ორივესი მეშინია და ვეკრძალები,
უფრო იმიტომ, რომ ამ არსებებს,
მეტი ასხვავებს ვიდრე არის შედარების მათის მიზეზი.
მგელი თავის ზნეს არასოდეს არ გამოიცვლის
და ის-ზნეს თვისას ვინც ერთგულებს ხომ მართალია,
და მართალი ხომ მშვენიერიც არის და სანდოც…
დამნაშავეა, თავის ზნეს მალიმალ იცვლის
და დამნაშავე მართალს აბა ვით შევადარო!
რაც ხალხში ვიცხოვრე, იმდენხანს რომ ტყეში მეცხოვრა,
ხეებს ხომ მაინც გავარჩევდი ერთმანეთისგან… ვიშრიალებდი მეც იმათთან.
დღეს გაცნობილი ახალ თვისებით ხვალე აღარ გამაკვირვებდა.
რაც ხალხში ვიცხოვრე იმდენ ხანს რომ ცაში მეცხოვრა,
ვიკიაფებდი მეც ვარსკვლავად,
მაგრამ საბრალოს მაინც მიწისკენ მექნებოდა მზირალი თვალი,
ვით მგლის ყმუილი და მარტოობის ხვეწნა-შრიალი…
რადგან: ესაა მიწა, მე აქ მცივა და აქა მცხელა,
ესაა ხალხი, ჩემი მტრები და ჩემი ძმები და რად ვებრძოლო,
ან სულმოკლედ რატომ მიყვარდეს
განა მათ არ შექმნეს პოეტად თავიანთი უხეში ხელით?!
რადგან: მე ვწერ ადამიანებზე,
საამისოდ მე ამღძრავს ჩემი ახირებული თვისება, რომ მათ ვეკუთვნოდე.
მე ვწერ ადამიანებზე, საამისოდ მე ამღძრავს მათი ახირებული თვისება – განიცადონ, ეწამონ…
და ვიღაცეებში აღმოაცენონ უნარი, რომ მათი ვნებები თანაგრძნობით აღიწეროს!

ბესიკ ხარანაული
larakroft
unfabulous


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2225
წევრი No.: 22890
რეგისტრ.: 5-September 06

გამოგზავნილია: 5 Sep 2019, 14:12  #55206030      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დაგვიზამთრდება...
ჯერ სექტემბერში მოგვწერს წერილებს ჟუჟუნა წვიმა...
ქმარს მოწყინდება ფლირტი ქალებთან
და ჩემს ჟამმოჭმულ აჩრდილთან მივა...

დაგვიზამთრდება..
და ოქტომბერში მწიფე დღეობა შემმატებს ასაკს..
გაიაზრებენ სარკეში მყოფი ჩემი თვალები,
რომ ჩემთან არ ხარ...

დაგვიზამთრდება..
დავთმობ ნოემბერს,
გულს რომ აწვალებს ქარით და წვიმით..
და აღარასდროს...
აღარასოდეს...
არ წამოვყვები
შენს სახლის ბილიკს....

This post has been edited by larakroft on 5 Sep 2019, 14:12
სერაფიტი
maggie


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4429
წევრი No.: 113021
რეგისტრ.: 17-February 10

გამოგზავნილია: 6 Sep 2019, 00:07  #55209074      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჟოზე სარამაგუ- "იესოს სახარება"

იესოსა და მარიამ მაგდალელის შეხვედრა:user posted image


--------------------
“I am not sure that I exist, actually. I am all the writers that I have read, all the people that I have met, all the women that I have loved; all the cities I have visited.”


ვინ უდარაჯებს დარაჯებს?
Lasha244
რითი გამაოცებ?!


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4435
წევრი No.: 170987
რეგისტრ.: 28-July 13

გამოგზავნილია: 7 Sep 2019, 15:43  #55215916      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image

love.gif
prokur2i
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 777
წევრი No.: 243797
რეგისტრ.: 26-June 18

გამოგზავნილია: 7 Sep 2019, 15:49  #55215934      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
პირველად რომ დაგინახე მე მეგონე ბაღის ვარდი,დედამ გშობა ეგრე ნაზი თუ ზეციდან ჩამოვარდი


--------------------
არასოდეს არავის მისცე უფლება გაიძულოს იფიქრო, რომ შენ არ იმსახურებ იმას რაც გსურს გქონდეს
Lasha244
რითი გამაოცებ?!


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4435
წევრი No.: 170987
რეგისტრ.: 28-July 13

გამოგზავნილია: 10 Sep 2019, 20:49  #55230559      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ყველაფერს,

რაც არ გვავიწყდება ვეჩვევით

და

მე არ ვიცი,

რით ვერ მივეჩვიე,

ან

რატომ არ მავიწყდება…
Anan100
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1405
წევრი No.: 242055
რეგისტრ.: 10-April 18

გამოგზავნილია: 12 Sep 2019, 18:12  #55238667      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ახტა გოჭი, დახტა გოჭი...
რომ მომყიდე ის ხის კოჭი
სულ არაფრად ვარგოდა
გუშინ ვნახე გარბოდა


ტყემ მოისხა ფოთოლი
ბაბილონის გოდოლი
ავაშენე დაინგრა
აბა დელო რანინა


ცრემლები მომადგა ძლივს ვწერ cry.gif

This post has been edited by Anan100 on 12 Sep 2019, 18:14


--------------------
ეჰეჰ ((
Lasha244
რითი გამაოცებ?!


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4435
წევრი No.: 170987
რეგისტრ.: 28-July 13

გამოგზავნილია: 13 Sep 2019, 20:40  #55243251      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
“უღალატობა შეუძლიათ მხოლოდ ღმერთებს და ველად ამოსულ, კოპლებიან წითელ ყაყაჩოს” love.gif
Lasha244
რითი გამაოცებ?!


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4435
წევრი No.: 170987
რეგისტრ.: 28-July 13

გამოგზავნილია: 15 Sep 2019, 16:38  #55249709      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
"მაგრამ ტალახიანი ცა გამოიდარებს"

გალაკტიონი
larakroft
unfabulous


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2225
წევრი No.: 22890
რეგისტრ.: 5-September 06

გამოგზავნილია: 16 Sep 2019, 21:27  #55254992      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
უღალატობა შეუძლიათ


მე შენზე ფიქრში ღამე ვათიე
ჩემო ლამაზო, ჩემო ჭკვიანო..
არაფერია თუ მიღალატებ,
ოღონდ არასდროს მაეჭვიანო...
livesx11
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1429
წევრი No.: 169394
რეგისტრ.: 26-June 13

გამოგზავნილია: 21 Sep 2019, 02:39  #55273297      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი












................................












This post has been edited by livesx11 on 21 Sep 2019, 02:41
Lasha244
რითი გამაოცებ?!


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4435
წევრი No.: 170987
რეგისტრ.: 28-July 13

გამოგზავნილია: 23 Sep 2019, 18:20  #55283756      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მიყვარს ადამიანები,რომლებსაც არ შეუძლიათ ვინმე აღარ
უყვარდეთ.
ადამიანები,რომლებსაც წვრილმანები ამშვიდებთ და წვრილმანები პანიკურად აღელვებთ.
ადამიანები,რომელთათვისაც სიყვარული სისუსტეა.
რომლებიც თავდახრილი დგანან საყვარელი ადამიანის წინაშე "წყალობის" მოლოდინში.ეს წყალობა კი ზოგჯერ ერთი სიტყვაა.
ადამიანები,რომლებსაც ეშინიათ საყვარელი ადამიანის დაკარგვის,რომელთათვისაც ის ერთი ადამიანი მთელი სამყაროა.სამყარო,რომელიც აღარ იარსებებს იმ ერთი,იმ ერთი ცალი ადამიანის გარეშე.
ის ადამიანები მიყვარს,ვისთვისაც სიყვარული თავგანწირვაა და არა მხოლოდ კომფორტული მდგომარეობა ან კარგ ხასიათზე ყოფნა საყვარელი ადამიანის გვერდით.
"არსებობს რჩეულთა კასტა და არსებობენ ყოველდღიური,სტანდარტული ადამიანები...".
Lasha244
რითი გამაოცებ?!


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4435
წევრი No.: 170987
რეგისტრ.: 28-July 13

გამოგზავნილია: 28 Sep 2019, 13:40  #55302418      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სიყვარული...
რომელსაც მე ათასი გასართობით ვცვლიდი,
რომელსაც ჯიბრით ვუპირისპირებდი ახალ-ახალ ჭეშმარიტებებს
და ძველი სიბრძნეების სალესავზე ვილესავდი სულს და გონებას.
გადაქცეულიყო თურმე იგი ამასობაში
ლაო-ძიდ,ფოლკნერად და ვარდკაჭკაჭად.
სიყვარული მე მოვითავე ჯერ კიდევ ბავშვობაში,
ჯერ კიდევ სიზმრებში,ოცნებებში, წიგნებში,
ბებერი ვარ სიყვარულისთვის.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (44) « პირველი ... 41 42 [43] 44  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0404 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]