მოკლედ, გაიხსნა ბაშვებისთვის ძალიან სასარგებლო და საჭირო კლუბები, მკითხველთა და ტექნიკოსთა კლუბები, იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი წამოწყებები თითქმის არ არსებობს ქვეყანაში, ძალიან გამიხარდა ეს ამბავი და აქაც დავაგდებ ინფოებს და მისამართებს.
მე მგონი საინტერესო უნდა იყოს მშობლისთვის რომ ბავშვებმა შეიყვარონ კითხვა და ლოგიკური მსჯელობები, მუშაობა, რაც შეუთავსდება თამაშსაც და ბავშვისთვისაც საინტერესო იქნება, იმედია გაამართლებს ეს იდეა
ძალიან გვჭირდება დღეს მსგავსი იდეები და მსგავსი კლუბები
2012 წლის ოქტომბრიდან დაიწყო მსურველების მიღება “პატარა მკითხველთა კლუბში”.
“პატარა მკითხველთა კლუბში” სასწავლებლად ვიწვევთ სამი ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებს (5-6, 7-9, 10-12). სამივე ჯგუფისთვის შედგენილია სპეციალური პროგრამა ბავშვის ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით. თითოეულ ჯგუფში გაერთიანდება 8 ბავშვი. კლუბი იმუშავებს კვირაში ერთხელ 2 საათის განმავლობაში. კლუბის საქმიანობა დაიწყება ნოემბერში და დასრულდება ივნისში.
კლუბში ყოფნისას ბავშვები სიამოვნებით მოისმენენ და წაიკითხავენ სხვადასხვა ტიპის ლიტერატურას და ხალისით შეასრულებენ სასწავლო თამაშებსა და ინტერაქტიულ სავარჯიშოებს, რომლებიც ხელს შეუწყობს გააზრებული კითხვის უნარ-ჩვევების გამომუშავებას, ბავშვების წარმოსახვითი და შემოქმედებითი უნარის განვითარებასა და თვალსაწიერის გაფართოებას.
პატარა მკითხველები სხვადასხვა სახალისო შემოქმედებითი ხერხებით, თავიანთი წარმოდგენებისა და დამოკიდებულებების შესაბამისად, გარდასახავენ ლიტერატურულ გმირებს. ისინი თავად გახდებიან საინტერესო აღმოჩენებისა და საიდუმლოებით მოცული გამოძიების მონაწილენი, რაც გააძლიერებს ინტერესს წიგნის მიმართ და დაარწმუნებს მათ წიგნის კითხვის საჭიროებაში.
ბავშვების მიერ “პატარა მკითხველთა კლუბში” შეძენილი უნარ-ჩვევების შედეგს მშობლები ნათლად დაინახავენ. ბავშვები სიხარულით მოვლენ კლუბში და სიამოვნებით გააგრძელებენ წიგნის კითხვას სახლში.
სასწავლო მასალა:
„პატარა მკითხველთა კლუბი“ უზრუნველყოფს ბავშვებს: წიგნებით, სხვადასხვა ტიპის ლიტერატურით, ფლომასტერებით, რვეულებით, ფურცლებითა და სხვა საჭირო ნივთებით.
ფასები და პირობები:
სწავლა დაიწყება ნოემბრის პირველ შაბათ-კვირას (3-4 ნოემბერი) და დასრულდება ივნისის ბოლო შაბათ-კვირას (29-30 ივნისი)
მეცადინეობა ჩატარდება კვირაში ერთხელ - შაბათს ან კვირას;
სამუშაო საათები - 11:30 - 13:30
14:00 - 16:00
16:30 - 18:30
გაკვეთილის ხანგრძლივობა – 2 საათი;
სწავლის საფასური - ერთი თვე - 60 ლარი.
საფასურის გადახდა წარმოებს „პატარა მკითხველთა კლუბის“ ადმინისტრაციის მიერ მითითებულ ანგარიშზე.
მშობელი ვალდებულია თვის პირველ ან მეორე გაკვეთილზე ადმინისტრატორთან წარადგინოს გადახდის ქვითარი.
გაცდენილი გაკვეთილის აღდგენა არ მოხდება.
გაცდენის შემთხვევაში მოსწავლე არ თავისუფლდება გადასახადისგან.
I დონე - პროგრამა 5-6 წლის ბავშებისათვის
პროგრამის მიზნებს წარმოადგენს, რომ ბავშვებმა:
• მიიღონ სიამოვნება წიგნის კითხვის დროს;
• შეიყვარონ წიგნი;
• სხვადასხვა ტიპის ლიტერატურის (ზღაპრები, მოთხრობები, მითები, ლექსები, საბავშვო ენციკლოპედიები, პატარა სტატიები საბავშვო ჟურნალ-გაზეთებიდან, იუმორისტული, სათაგადასავლო, ფანტასტიკური, მოგზაურობის ამსახველი მოთხრობები და ა.შ.) გაცნობით ირწმუნონ, რომ კითხვა არის საინტერესო და აუცილებელი;
• შეიძინონ აქტიური მსმენელების უნარ-ჩვევები;
• ამოიცნონ ნახატებიდან შინაარსი;
• იაზროვნონ კრიტიკულად და დასვან კითხვები;
• გაეცნონ ანბანს სახალისო და ინტერაქტიული სავარჯიშოებით;
• ამოიცნონ ასოები;
• გაიმდიდრონ ლექსიკური მარაგი;
• გაიგონ, გაიაზრონ, გააანალიზონ მოსმენილი მასალა.
II დონე - პროგრამა 7-9 წლის ბავშვებისათვის
პროგრამის მიზნებს წარმოადგენს, რომ ბავშვებმა:
• იკითხონ სიამოვნებით, კარგად გაიგონ წაკითხულის შინაარსი;
• სხვადასხვა ტიპის ლიტერატურის (ზღაპრები, მოთხრობები, მითები, ლექსები, საბავშვო ენციკლოპედიები, პატარა სტატიები საბავშვო ჟურნალ-გაზეთებიდან, იუმორისტული, სათაგადასავლო, ფანტასტიკური, მოგზაურობის ამსახველი მოთხრობები და ა.შ.) გაცნობით ირწმუნონ, რომ კითხვა არის საინტერესო და აუცილებელი;
• გაიგონ სიტყვების მნიშვნელობა სხვადასხვა კონტექსტში;
• გაიმდიდრონ ლექსიკური მარაგი;
• ისწავლონ სხვადასხავა ტიპის ტექსტების გააზრებული კითხვა;
• აღიქვან და გაიგონ ტექსტი მთლიანად;
• იაზროვნონ კრიტიკულად და თავისუფლად დასვან კითხვები;
• შეძლონ ინფორმაციის ახსნა-განმარტება საკუთარ ცოდნასთან ინტეგრაციის საფუძველზე;
• დაინახონ განსხვავება რეალისტურსა და შეთხზულ ტექსტებს შორის;
• გამოხატონ საკუთარი ემოციები და განწყობა ნაწარმოებებთან და გმირებთან დაკავშირე¬ბით;
• თავისუფლად გაიგონ, გაიაზრონ და გააანალიზონ ნებისმიერი ტექსტი სასკოლო საგნებიდან;
III დონე - პროგრამა 10-12 წლის ბავშვებისათვის
პროგრამის მიზნებს წარმოადგენს, რომ ბავშვებმა:
• იკითხონ სიამოვნებით და დაძაბულობის გარეშე;
• გაიგონ ტექსტის მთავარი იდეა, ძირითადი აზრი;
• აღიქვან ნაწარმოების ან პერსონაჟის განწყობა;
• გამოიტანონ დასკვნა საკუთარი ცოდნისა და ტექსტში მოცემული ფაქტების დაკავშირების საფუძ¬ველ¬ზე;
• გაიგონ ნაწარმოებში მომხდარი ამბის, მოვლენის, აგრეთვე პერსონაჟის მდგომარეობის ან მოქმედების მოტივი;
• გაარჩიონ ერთმანეთისგან ვარაუდი და ფაქტი;
• ლოგიკურად ჩამოაყალიბონ და საკუთარი აზრი გამოთქვან წაკითხულთან დაკავშირებით;
• გამოავლინონ მხატვრულ-ლიტერატურული ჟანრების - ზღაპრის, იგავის, ლექსის, მოთხრობის, ნოველის, პოემის, რომანის, ისტორიული, სათავგადასავალო, დეტექტიური, ფანტასტიკური ჟანრის ნაწარმოებების, აგრეთვე საინფორმაციო ხასიათის (ისტორიული, საბუნებისმეტყველო, სალექსიკონო, საგაზეთო, საყოფაცხოვრებო და სხვ.) ტექსტების სპეციფიკის ცოდნა;
• გაიაზრონ ტექსტი კრიტიკულად და გამოხატონ საკუთარი ემოციები და განწყობა ნაწარმოებებთან და გმირებთან დაკავშირებით;
• თავისუფლად გაიგონ, გაიაზრონ და გააანალიზონ ნებისმიერი ტექსტი სასკოლო საგნებიდან;
,,პატარა ტექნიკოსთა კლუბში” სასწავლებლად ვიწვევთ 8-12 წლის ბავშვებს. პროგრამა შეესაბამება თანამედროვე ბავშვის მოთხოვნებსა და ინტერესებს, რაც გულისხმობს მათ უშუალო მონაწილეობას ლეგოს ახალი თაობის მოდელების აგებისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების პროცესში. ბავშვები ააგებენ, აამოქმედებენ და გამოცდიან 12 სამუშაო მოდელს. მოდელები იყოფა 4 თემად: მეცნიერება, ტექნოლოგია,ინჟინერია,მათემატიკა.
მოდელების ასაწყობად ბავშვები გამოიყენებენ ბერკეტებს, ბორბლებს, რგოლებს, მარყუჟებს, შტირებს, მარტივ ხელსაწყოებს და სხვა დეტალებს. მოდელების სამართვად ბავშვები აამოქმედებენ მარტივ კომპიუტერულ პროგრამებს, რომელთა დახმარებით მოდელები იმოძრავებენ, ილაპარაკებენ, იმღერებენ, დაუკრავენ და ა.შ. ბავშვები მოძრავ მოდელებს გამოცდიან სხვადასხვა სიტუაციებსა და გარემოში. გაეცნობიან ცვლადი სიდიდეების (სიჩქარე, დრო, მანძილი) ურთიერთკავშირს, მოძრაობის გადაცემის მექანიზმებს. მოდელების გამოცდის დროს ბავშვები შეაგროვებენ მონაცემებს და შეასრულებენ არითმეტიკულ ოპერაციებს: გაზომავენ, მიუმატებენ, გამოაკლებენ, გაყოფენ, გაამრავლებენ.
სასწავლო მასალა:
„პატარა ტექნიკოსთა კლუბი“ უზრუნველყოფს ბავშვებს ლეგოს ახალი თაობის ინვენტარით, კომპიუტერებით, გზამკვლევებით, სამუშაო ფურცლებითა და სხვა საჭირო მასალით
ფასები და პირობები:
კლუბში ბავშვები მიიღებიან სამ ნაკადად:
I ნაკადი -
სწავლის დასაწყისი ნოემბერი - სწავლის დასასრული აპრილი.
II ნაკადი
სწავლის დასაწყისი დეკემბერი - სწავლის დასასრული მაისი.
III ნაკადი
სწავლის დასაწყისი იანვარი - სწავლის დასასრული ივნისი.
მეცადინეობა ჩატარდება კვირაში ერთხელ - შაბათს ან კვირას;
სამუშაო საათები - 11:30 - 13:30
14:00 - 16:00
16:30 - 18:30
გაკვეთილის ხანგრძლივობა – 2 საათი;
სწავლის საფასური - ერთი თვე - 80 ლარი.
საფასურის გადახდა წარმოებს „პატარა მკითხველთა კლუბის“ ადმინისტრაციის მიერ მითითებულ ანგარიშზე.
მშობელი ვალდებულია თვის პირველ ან მეორე გაკვეთილზე ადმინისტრატორთან წარადგინოს გადახდის ქვითარი.
გაცდენილი გაკვეთილის აღდგენა არ მოხდება.
გაცდენის შემთხვევაში მოსწავლე არ თავისუფლდება გადასახადისგან.
პროგრამის მიზნებს წარმოადგენს, რომ ბავშვებმა:
• იმუშაონ სიამოვნებით და შემოქმედებითად;
• ააგონ მოძრავი მოდელები და მართონ ისინი მარტივი კომპიუტერული პროგრამების ამოქმედებით;
• შეასრულონ მათემატიკური ოპერაციები;
• შეიქმნან წარმოდგენა სისტემაზე, წესრიგზე, მუდმივობაზე, ცვლადზე, წონასწორობაზე;
• წამოაყენონ და შეამოწმონ ჰიპოთეზები;
• გადაჭრან პრობლემები;
• დამოუკიდებლად გამოიტანონ და დაასაბუთონ დასკვნები;
• შეიძინონ ყურადღების კონცენტრაციის, ორგანიზებისა და დროის მართვის უნარ-ჩვევები;
• შეიძინონ გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები.
საკონტაქტო ტელეფონი: 0 790 321 321
Email: mkitkhveltaklubi@gmail.com
teknikostaklubi@gmail.com
FB მბულები:
https://www.facebook.com/pataramkitkhveltaklubi/infohttp://www.facebook.com/pages/%E1%83%9E%E1...8476490?sk=info