Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ლიტერატურა > გოდერძი ჩოხელი

Posted by: Ania 22 Feb 2006, 00:11
გოდერძი ნიკოლოზის ძე ჩოხელი (დ. 2 ოქტომბერი, 1954 — გ. 16 ნოემბერი, 2007) — ქართველი მწერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი.

გოდერძი ჩოხელი დაიბადა 1954 წლის 2 ოქტომბერს, დუშეთის რაიონის სოფელ ჩოხში. სოფლის რვაწლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ფასანაურის საშუალო სკოლაში. 1972 წელს ჩააბარა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, კინომცოდნეობის ფაკულტეტზე, 1974 წლიდან კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე, რომელიც 1979 წელს დაამთავრა. იმავე წელს მიიღეს კინოსტუდია ქართულ ფილმში" დამდგმელ რეჟისორად. 1981 წლიდან მწერალთა კავშირის წევრია, ხოლო 1980 წლიდან კინომატოგრაფისტთა კავშირის წევრი. 1997 წლიდან იბეჭდება მისი მოთხრობები ჟურნალ-გაზეთებში. 1980 წელს გამოიცა პირველი წიგნი წერილი ნაძვებს". წიგნს წლის საუკეთესო პირველი წიგნის პრემია მიენიჭა. 1981 წლიდან წიგნი რუსულ ენაზე ითარგმნა. გამოცემული აქვს ლექსებისა და მოთხრობების კრებულები: ბინდისფერი სოფელი", თევზის წერილები", შემინახე,დედაო მიწავ!", სულეთის კიდობანი", არჩევნები სასაფლაოზე". ლექსების კრებული ბედი მდევარი", მოთხრობების კრებული იტალიურ ენაზე შავი არაგვი", რომელიც ითარგმნა სხვა ენებზეც. რომანები: მგელი", და მღდვლის ცოდვა". გოდერძი ჩოხელს გადაღებული აქვს ფილმები: ნამეხარი მუხა", ადგილის დედა", 1982 წელს გერმანიაში ქ.ობერჰაუზენში,მოკლემეტრაჟიანი საერთაშორისო ფესტივალზე მიიღო გრანპრი.

http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%AB%E1%83%98_%E1%83%A9%E1%83%9D%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98

შენი სხეული ჩემს სხეულზე ურო გამძლეა, ამიტომ ჩემ ძვლებს შენ გაბარებ სიკვდილის მერე.
როცა ჩემს თვალებს ცის ნათელი დაეკარგებათ,
როცა ჩამოვლევ ჩემ წილ საწუთროს,
როცა ჩემ მუხლებს შენზე დგომა არ შეეძლებათ,
როცა ჩავქრები; სამძღორს იქით რომ გარდავხდეთ,
გაიხსენი, გაიხსენი ეგ საკინძე და მიმიღე მე.
მიმიღე და შემინახე, შენ ხომ დედასავით გულუხვი ხარ, დედაჩემის გულიც ხომ შენთან არის, დედაჩემის მუხლებიც ხომ შენს უბეში აწყვია, მეც მანდ მიმყოფე, მაგრძნობინე მაგ გულის ფეთქვა...
გაიხსენი და მძივებივით ჩაიკრიფე მაგ უბეში ჩემი ძოლმანი. მე რომ ჩამომძახებენ..
- მიწა ხარ და მიწად იქეც!
-მიწა ხარ და მიწად იქეც!
აი ეგ სიტყვები დაიჭირე, შიგ ჩემი ძვლები გამოხვია და შემინახე, რომ არ დაგკარგო. გამომალიჭისთავე, რომ შემდეგ, როცა დაგჭირდე, ადვილად გამომხსნა.
შემინახე დედაო მიწა!

ცა არის შორი

წახვედი წაგყვა ჩემი სულიდან
თმააწეწილი ფიქრების გორი,
წახვედი ახლა ისე შორი ხარ,
როგორც ცა არის ცაზედაც შორი.

რა დამრჩენია ამ საწუთროში
შენს გარდა სხვა ვინ დავიმახსოვრო,
მეპატიება, რომ სადმე შეგხვდე
და დიდხანს თვალი ვერ მოგაშორო.

წახვედი, დავრჩი აწეწილ ცაზე
მოწყურებული უწყალო ქორი,
რა ეშველება ამ დედამიწას
ცა არის შორი, შენზედაც შორი.

Posted by: mamasaxlisi 22 Feb 2006, 00:14
მაგ კაცის ერთადერთი რაც წავიკითხე ეს არის ღმერთის შვილები smile.gif მაგარია, დევი მაგარი კაცია smile.gif

Posted by: Ania 22 Feb 2006, 00:18
შენს წინ ცოდვიანი გზაა

სული უსასრულოდ ღრმაა
ღამის წყვიადივით ბნელი,
სული საწუთროზე ბრმაა
ზოგჯერ მზეზე უფრო მწველი.
შენს წინ ცოდვიანი გზაა,
არის ბოროტება, შური...
სული შეინახე წმინდად,
შენი უცოდველი სულით
გახდი სულქმნილება სრული.

ჭრელი კაცი

ასე გიცნობენ...
მტყუანი ხარ და მოძალადე.
ნუთუ ამიტომ დაიბადე ამ ქვეყანაზე?!
ჭრელი ხარ,
მაგრამ დრო-ჟამი ჩაგრეცხს,
მღვრიე მარტივით ჩაგატარებს სოფლის შარაზე.

ისევ მიწა ვარ

ია რომ სუნთქავს,
ისა ვარ,
ზღვა რომ ბობოქრობს
ისა ვარ,
სამზეოს მოვალ
მზისა ვარ,
მიწაში?-
ისევ მიწა ვარ.

Posted by: ტემპერა 22 Feb 2006, 01:19
ძირს ლეიბორიზმი!!!!!!!!!!
____________________

Posted by: Ania 22 Feb 2006, 15:46
"დედამიწაც ჩემი სულის გარშემო ბრუნავს"

Posted by: zazabichi 22 Feb 2006, 16:07
ტემპერა
QUOTE
ძირს ლეიბორიზმი!!!!!!!!!!

ერთადერთი ლეიბორისტია რომელსაც პატივს ვცემ smile.gif
ბავშვივით გულჩვილი და მიამიტი ადამიანია გოდერძი ჩოხელი რაც მისი ნაწარმოებებიდანაც ჩანს .
რა გასაკვირია რომ თავის თანარაიონელ ნათელაშვილს დაებოლებინა biggrin.gif
წლებია ზაპოი აქვს და არ ფხიზლდება ,ყველაფერზე ბავშვივით ტირის და ესეთი პიროვნების იდეოლოგიურად ლეიბორისტობის რაღაც არ მჯერა smile.gif
მახსოვს პირველად წავიკითხე მისი თევზის წერილები და კომბოსტოს ჭიის გასამართლება გაოგნებული, ვიყავი ალეგორიებით.

Posted by: ტემპერა 22 Feb 2006, 16:39
zazabichi
QUOTE
ერთადერთი ლეიბორისტია რომელსაც პატივს ვცემ

მეც!
QUOTE
წლებია ზაპოი აქვს და არ ფხიზლდება

ხოდა ზუსტად მაგან მიიყვანა თვითმკვლელობამდე..
მე ადრე ჩოხელის თემაში დავპოსტე და აქაც იგივეს გავიმეორებ,
თავის მოკვლის მერე, გადარჩენილმა გოდერძი ჩოხელმა, ძალიან სასაცილო მაგალითითი მოიყვანა თუ რატომ იკლავდა თავს.. smile.gif
თქვა რომ ფილმის გადაღება მინდა და ფილმებს არ მაღებინებენო და წიგნების გამოცემა მინდაო და არც წიგნებს მიბეჭდავენო.. მოკლედ მჩაგრავენო...
არა და 8 მხატვრული ფილმი აქვს გადაღებული და 13 წიგნი გამოცემული, რა უნდოდა ვერ მივხვდი..
13 ტომი გამსახურდის არ დაუწერია.. biggrin.gif

Posted by: zazabichi 22 Feb 2006, 16:49
QUOTE
თავის მოკვლის მერე, გადარჩენილმა გოდერძი ჩოხელმა, ძალიან სასაცილო მაგალითითი მოიყვანა თუ რატომ იკლავდა თავს..
თქვა რომ ფილმის გადაღება მინდა და ფილმებს არ მაღებინებენო და წიგნების გამოცემა მინდაო და არც წიგნებს მიბეჭდავენო.. მოკლედ მჩაგრავენო...
არა და 8 მხატვრული ფილმი აქვს გადაღებული და 13 წიგნი გამოცემული, რა უნდოდა ვერ მივხვდი..
13 ტომი გამსახურდის არ დაუწერია.. 

ასტრალშია გასული ალბათ უკვე biggrin.gif
გეთანხმები სრულიად.
ყველას უყვარდა და ყველა ეხმარებოდა პირადადაც და სახელმწიფო დონეზეც ხოდა ალბათ ერთხელაც ვერ მოიცალეს მისთვის და ..........
8 ფილმიდან კი თავისუფლად შეეძლო 3 მაინც არ გადაეღო კაკ მინიმუმ biggrin.gif
მაგის ფილმების სიძლიერე ძირითადად სცენარში და მის განსხვავებულ ხედვაშია თორემ ისე რეჟისურა მუსიკა და ოპერატორული ნამუშევარი დიდი არაფერია ჩემი აზრით.

Posted by: ტემპერა 22 Feb 2006, 17:00
zazabichi
QUOTE
8 ფილმიდან კი თავისუფლად შეეძლო 3 მაინც არ გადაეღო კაკ მინიმუმ

გეთანხმები!!
8 ფილმი აბულაზეს არ გადაუღია, და არც ელდარას, რა უნდოდა ტოო.. biggrin.gif

Posted by: zazabichi 22 Feb 2006, 17:05
ტემპერა
ისე ეს რა ქვეყანაა, ახალგაზრდა კაცს 8ფილმი აქვს გადაღებული და კიდევ უფრო მეტი წიგნი გამოცემული,თან საზოგადოებასაც უყვარს მეტნაკლებად,მაგრამ ამის მიუხედავათ შიმშილით კვდებაsad.gif

Posted by: Tiko-Tiko 22 Feb 2006, 20:10
QUOTE
თავის მოკვლის მერე, გადარჩენილმა გოდერძი ჩოხელმა, ძალიან სასაცილო მაგალითითი მოიყვანა თუ რატომ იკლავდა თავს..

ფრაზა მომეწონა biggrin.gif

მე ძალიან მომწონს პროზა.
პოეზია-ნაკლებად.
პერსონაჟები არიან სრულიად გენიალური ტიპები.განსაკუთრებით,ბერის და ჯღუნაის ამბები მახალისებს smile.gif

Posted by: ტემპერა 22 Feb 2006, 20:15
Tiko-Tiko
QUOTE
ფრაზა მომეწონა

მაგარი ვარ რაა.. biggrin.gif

Posted by: eloiza 22 Feb 2006, 20:19
ჩოხელის ბევრი მოთხრობები მაქვს წაკითხული, ცოტა მძიმეა და დეპრესიული. ყველგან სიკვდილია ნახსნები, მაგრამ მაინც კარგია. smile.gif

Posted by: Ania 22 Feb 2006, 20:52
QUOTE
თქვა რომ ფილმის გადაღება მინდა და ფილმებს არ მაღებინებენო და წიგნების გამოცემა მინდაო და არც წიგნებს მიბეჭდავენო.. მოკლედ მჩაგრავენო

რატომ უნდა იძახდეს ამას ადამიანი?!
ნიჭიერ ხალხს რატომ აგდებენ ასეთ დღეში მაგათი დედა ვატირე მე. ნერვები აღარ მყოფნის!

Posted by: SORELI 23 Feb 2006, 00:26
მე ძალიან მიყვარს, მგონი რაც დაბეჭდა ყველაფერი მაქვს წაკითხული მართლა მაგარია, მაგრამ იმ "თვითმკვლელობის" შემდეგ გული ამიცრუვდა, რაგაც სპეკულაციას გავდა ეს ყველაფერი ყოველ შემთხვევაში მე ასე მომეჩვენა.

Posted by: Solveig 23 Feb 2006, 00:36
QUOTE
ერთადერთი ლეიბორისტია

აღარაა ლეიბორისტი, რა ხანია.

გულუბრყვილო (კარგი გაგებით) ადამიანია და რა ექნა-დაუჯერა ავანტურისტ შალიკოს..მე მგონი, პირველი მწერალია, რომელმაც განსხვავებული თვალით დაინახა სიკვდილ-სიცოცხლე. არ ვიცნობ მის პოეზიას, მაგრამ პროზა ძალიან საინტერესო და ორიგინალურ აქვს. თავისებური იუმორითაცაა გაჟღენთილი. (სოფელში ლენინის ძეგლს რა მოუვა, გახსოვთ? biggrin.gif)

ერთი ნაცნობი გვყავდა, მოხუცი კაცი. მისი ფილმი რომ ნახა, ახლაც მახსოვს, რა რეაქცია ჰქოდა : ეს ვინა ყოფილა, მკვდრებს ალაპარაკებს კაცოო biggrin.gif biggrin.gif
"ადამიანთა სევდა" ყველაზე მეტად მომწონს.."ცოდვის შვილებიც" ძალიან კარგია, მაგრამ ძალიან დეპრესიული sad.gif

Posted by: zazabichi 24 Feb 2006, 01:37
ისე ერთი რამე მიკვირს ჩემო კარგო ხალხო
რატომ თვლით ნაკლად დეპრესიულობას?
მესმის რომ ოპტიმიზმი კარგი რამ არის პრაგმატული თვალსაზრისით, მაგრამ ამ სამყაროში, მითუმეტეს საქართველოში რას ვხედავთ ისეთ სანუგეშოს რომ, დიდ ან კარგ მწერლებს ჟანრი ვუკარნახოთ ჩვენ უბრალო მკითხველებმა??

This is not offtopic!!!!! smile.gif

Posted by: ჯეგე 27 Feb 2006, 02:49
ხალხო, ერთი რაღაც მაინტერესებს:

"სამოთხის გვრიტების" ჩამოწერა სად შეიძლება ინტერნეტიდან? ან თუნდაც ის ფრაგმენტი (ან სულაც მუსიკა) ხომ არ გექნებათ ვინმეს ფილმიდან, როცა გივი ბერიკაშვილი "მღერის" და თან გარმონზე "უკრავს"? ამ მუსიკაზე ვაფანატებ smile.gif

და კიდევ ერთ-ერთი ბოლო ფილმია გოდერძი ჩოხელის; სახელი აღარ მახსოვს. გივი ბერიკაშვილი თამაშობს და სიუჟეტი ხევსურეთის დაცლილ სოფელში ვითარდება. ბოლოს ბერიკაშვილის პერსონაჟი კვდება და იმავე სოფელში დარჩენილი მისი ახალგაზრდობის მიჯნური დამარხავს. აი ეს ფილმიც თუ არსებობს სადმე, იქნებ მიმასწავლოთ? ან მასში გამოყენებული მელოდიები.

Posted by: VAR 1 Jul 2007, 20:32
გოდერძი ჩოხელი დიდი ასაკის არ არის, მაგრამ მოწყენილია..... ამას წინ იავადმყოფა კიდეც და ასე მითხრა მეუფის მეტს აღარავის ვახსოვარო. რომ მოინახულებდეს ვინმე ისე გაეხარდება...... ცხოვრობს........ თუმცა თუ ვინმეს მოუნდება მონახულება პ.მ მივწერ

Posted by: Solveig 1 Jul 2007, 20:45
QUOTE
რატომ თვლით ნაკლად დეპრესიულობას?

არა, აბა საიდან მოიტანე,,რომ დეპრესიულობას ნაკლად ვთვლი?

QUOTE
საქართველოში რას ვხედავთ ისეთ სანუგეშოს რომ, დიდ ან კარგ მწერლებს ჟანრი ვუკარნახოთ ჩვენ უბრალო მკითხველებმა??

ჩოხელი ყოველთვის ეგეთი იყო...smile.gif ცხოვრება რომ არ ჭირდა, მაშინ ეხვეწებოდა თურმე რევაზ ინანიშვილი-ნუ კლავ ბიჭო ყველასო smile.gif

უბრალოდ, ძალიან დამთრგუნველად მოქმედებს ხოლმე ზოგჯერ...აბა, ცოდვის შვილებში რომაა საფინალო ეპიზოდი-ზურაბ ყიფშიძის გმირი რომ თავს მოიკლავს..არაა დეპრესიული და დამთრგუნველი? სიკვდილი მეფობს ყველგან-ქისტიც მოკლა, თავის მოიკლა..რისთვის..ხომ შეეძლო, არ მოეკლა ქისტი? თავიც არ ექნებოდა მოსაკლავი. რატომ მოკლა? ხალხის ყბაში არ ჩავვარდეო..ისე იკვრება ხოლმე წრე, რომ იქიდან გამოსავალი არ რჩება და ადამიანი მწარდედ დაფიქრდები-რა მუხანათია წუთისოფელი.

ან კიდევ-ადამიანთა სევდაში სიყვარულს რომ მარხავენ..გურამ პეტრიაშვილის გმირი რომ ღმერთს დაეძებს, ატყუებენ და უხარია-ვიპოვეო. რა ვიცი, რამდენი მოვთვალო, აბა?

Posted by: grace 2 Jul 2007, 01:42
QUOTE (VAR @ 1 Jul 2007, 20:32 )
გოდერძი ჩოხელი დიდი ასაკის არ არის, მაგრამ მოწყენილია..... ამას წინ იავადმყოფა კიდეც და ასე მითხრა მეუფის მეტს აღარავის ვახსოვარო. რომ მოინახულებდეს ვინმე ისე გაეხარდება...... ცხოვრობს........ თუმცა თუ ვინმეს მოუნდება მონახულება პ.მ მივწერ

მდას.. ეს მოწყენილი ავტორი რაღაც ახალი ცნებაა spy.gif

და კ სტაწი: ყოველთვის, როცა ჩოხელზე ლაპარაკობენ, ყველაზე მეტად მის ჯანმრთელობის და მატერიალურ მდგომარეობას ესმევა ხაზი... რატომღაც კონკრეტულად მის შემოქმედებაზე ლაპარაკს ყველა თავს არიდებს. smile.gif

პ.ს. მე არ მიყვარს ჩოხელი. პრიმიტივიზმია და მეტი არაფერი. boli.gif

Posted by: platero 2 Jul 2007, 14:19
QUOTE
პ.ს. მე არ მიყვარს ჩოხელი. პრიმიტივიზმია და მეტი არაფერი. 

ჰმ!!!!!

მდააა!

Posted by: bassbomber 2 Jul 2007, 14:30
გემოვ ნებაზე არ დაობენ!!!!!!!!!!!!!!!

Posted by: Tio 2 Jul 2007, 14:30
ჯეგე
QUOTE
ან თუნდაც ის ფრაგმენტი (ან სულაც მუსიკა) ხომ არ გექნებათ ვინმეს ფილმიდან, როცა გივი ბერიკაშვილი "მღერის" და თან გარმონზე "უკრავს"? ამ მუსიკაზე ვაფანატებ

ეგ მეც მინდა sad.gif ... მაგრამ მაქედან მხოლოდ აი რომელი მელოდია ვიპოვე.. მგონი.. მობილის ზარისთვის თუ გამოდგება user.gif ...

http://www.link.ge/file/152124/Sam-gvritebi.mp3.html

მე მიყვარს... "ეს მოწყენილი ავტორი" smile.gif ....

Posted by: karlsoni 2 Jul 2007, 14:35
Solveig
QUOTE
უბრალოდ, ძალიან დამთრგუნველად მოქმედებს ხოლმე ზოგჯერ...აბა, ცოდვის შვილებში რომაა საფინალო ეპიზოდი-ზურაბ ყიფშიძის გმირი რომ თავს მოიკლავს..არაა დეპრესიული და დამთრგუნველი? სიკვდილი მეფობს ყველგან-ქისტიც მოკლა, თავის მოიკლა..რისთვის..ხომ შეეძლო, არ მოეკლა ქისტი? თავიც არ ექნებოდა მოსაკლავი. რატომ მოკლა? ხალხის ყბაში არ ჩავვარდეო..ისე იკვრება ხოლმე წრე, რომ იქიდან გამოსავალი არ რჩება და ადამიანი მწარდედ დაფიქრდები-რა მუხანათია წუთისოფელი.

ძველია ეგ ყველაფერი, სიკვდილი წარმართულ მსოფლმხედველობაში სხვანაირადაა გამჯდარი.
წუთისოფელიც.
გოდერძიმ იცის ეგ, გრძნობს და სხვანაირად უბრალოდ ვერ დაწერს.

grace
QUOTE
მდას.. ეს მოწყენილი ავტორი რაღაც ახალი ცნებაა spy.gif

და კ სტაწი: ყოველთვის, როცა ჩოხელზე ლაპარაკობენ, ყველაზე მეტად მის ჯანმრთელობის და მატერიალურ მდგომარეობას ესმევა ხაზი... რატომღაც კონკრეტულად მის შემოქმედებაზე ლაპარაკს ყველა თავს არიდებს. smile.gif

პ.ს. მე არ მიყვარს ჩოხელი. პრიმიტივიზმია და მეტი არაფერი. boli.gif

მართალი ხარ.
ფიროსმანიც პრიმიტივიზმია.
ანუ ის არის, რაც შენთვის პრიმიტივიზმთან ასოცირდება.
უბრალოდ ბევრი რაღაც არ იცი, ბევრი რაღაც არ გესმის და იმის ბრალია.
ამიტომ ისწავლე, მიხვდები მერე ბევრს.

bassbomber
QUOTE
გემოვ ნებაზე არ დაობენ!!!!!!!!!!!!!!!

ვითომ მარტო გემოვნებაზეა საქმე?

Posted by: kartveluri enebi 2 Jul 2007, 14:41
QUOTE (ტემპერა @ 22 Feb 2006, 16:39 )
zazabichi
QUOTE
ერთადერთი ლეიბორისტია რომელსაც პატივს ვცემ

მეც!
QUOTE
წლებია ზაპოი აქვს და არ ფხიზლდება

ხოდა ზუსტად მაგან მიიყვანა თვითმკვლელობამდე..
მე ადრე ჩოხელის თემაში დავპოსტე და აქაც იგივეს გავიმეორებ,
თავის მოკვლის მერე, გადარჩენილმა გოდერძი ჩოხელმა, ძალიან სასაცილო მაგალითითი მოიყვანა თუ რატომ იკლავდა თავს.. smile.gif
თქვა რომ ფილმის გადაღება მინდა და ფილმებს არ მაღებინებენო და წიგნების გამოცემა მინდაო და არც წიგნებს მიბეჭდავენო.. მოკლედ მჩაგრავენო...
არა და 8 მხატვრული ფილმი აქვს გადაღებული და 13 წიგნი გამოცემული, რა უნდოდა ვერ მივხვდი..
13 ტომი გამსახურდის არ დაუწერია.. biggrin.gif

ვიღაცაზე მეტი რომ აქვს გადაღებული და გამოცემული, არ ნიშნავს, რომ ამოწურა თავისი შესაძლებლობები. ალბათ ახალი იდეები აქვს განუხორციელებელი და მას ჩივის.

ისე, შემოქმედი ადამიანისთვის არ უნდა იყოს ადვილი იმ პირობების ატანა, ყოველდღიური ყოფითი წვრილმანები და საერთოდ საზოგადო სიტუაცია, რაც საქართველოშია შექმნილი.

ბოლო დროს გამოცემული ლექსები ძალიან დეპრესიული აქვს. პროზა მართლა ზღაპრულია. ძალიან მიყვარს მისი "მგელი". მთის კაცია, ქალაქი მისთვის მაინც უცხოა, მთით სულდგმულობს და ისიც გამოცლილი აქვს.

რას იზამთ, ყველა ოპტიმისტი და დროისა და გარემოების გამომყენებელი ვერ იქნება. საბოლოოდ კი მის პიროვნულ თვისებებს ალბათ არანაირი მნიშვნელობა არ ექნება მომავალი თაობებისთვის, ყველაფერს მისი ნაწარმოებები იტყვიან.

Posted by: platero 2 Jul 2007, 15:00
გაგახარა ღმერთმა, გოდერძიმ იცის, რომ შენნაირი დამცველი და მხარში დამდგომი ჰყავს? გაუხარდებოდა,ღმერთმანი.

Posted by: grace 2 Jul 2007, 15:29
QUOTE (karlsoni @ 2 Jul 2007, 14:35 )
უბრალოდ ბევრი რაღაც არ იცი, ბევრი რაღაც არ გესმის და იმის ბრალია.
ამიტომ ისწავლე, მიხვდები მერე ბევრს.

როცა ფორუმზე კომუნიკაციის დამყარებას პირადი შეურაცხყოფის გარეშე ისწავლი, კამათს მერე გავაგრძელებთ. smile.gif

platero

QUOTE
გაგახარა ღმერთმა, გოდერძიმ იცის, რომ შენნაირი დამცველი და მხარში დამდგომი ჰყავს? გაუხარდებოდა,ღმერთმანი.

ამით შეურაცხყოფას რომ აყენებ მას, თუ ხვდები? smile.gif რაში სჭირდება ვინმესგან დაცვა? smile.gif ვიღაცას მოსწონს მისი შემოქმედება, ვიღაცას _ არა, მარტო გოდერძია ამ დღეში? smile.gif
და თუ "გაჭირვებული" და "დეპრესირებული" ადამიანის ასპექტში იცავ და მატერიალურ მხარდამჭერებს ეძებ, მაშინ უფრო სოციალური თემების განყოფილებაშია ამის განხილვის ადგილი smile.gif

Posted by: s1990 2 Jul 2007, 15:36
QUOTE
გოდერძი ჩოხელი, ................

ძაან კაი პროზა აქვს
წითელი მგელი წავიკითხე და მაგრა მომეწონაsmile.gif

Posted by: გალაკტიონი 2 Jul 2007, 16:53
ჩოხელის "წერილი ნაძვებს" მიყვარს ძალიან და, საერთოდ, ვთვლი, რომ მაგარი ადამიანია..

Posted by: Contralto 2 Jul 2007, 17:07
საწყალი გოძო, რომელსაც თავი გენიოსი ჰგონია... მე არ ვიგონებ, თვითონ იძახის, გენიოსი ვარო biggrin.gif ჰკითხეთ, ვინც მას პირადად იცნობს smile.gif

არ შემიძლია, არ ვთქვა: ეს პრიმიტივიზმის ის სახეა, რომელიც საშინლად ყალბია. აქ სადღაც ფიროსმანი ახსენეს smile.gif ხელები შორს, ბატონებო smile.gif შედარებაც კი არ შეიძლება. ფიროსმანი თვითნაბადი ტალანტია, მართლაც გენიოსი, თუმცა, ეს სულაც არ გამორიცხავს იმას, რომ ვიღაცას შეიძლება, არ მოსწონდეს მისი მხატვრობა.

აი, ჩოხელი კი, განზრახ პრიმიტივია. მისი "ბუნების შვილობა" ყველაზე გამაღიზიანებელი პოზაა, გაუთავებლად წუწუნი და თავის მოსაწყლება... ფილმებს ვერ იღებს თურმე, საწყალი.. რაც გადაიღო, იმან ხომ აგვაშენა და დაგვხატა biggrin.gif რომელი ერთი ვარგოდა ფილმად? "ლუკას სახარება"? თუ "სამოთხის გვრიტები"? პრიმიტიულად გაგებული ქრისტიანული მორალი, გაუთავებელი ქადაგება, სიწმინდეზე პრეტენზიები...

კაით რა... რა დროს გოდერძი ჩოხელია sad.gif წუწუნა გენიოსი მის გარდა კიდევ ბევრი გვყავს, რომელსაც, დახეთ და, თურმე წიგნებს არ უბეჭდავენ... ხალხნო, შედით ნებისმიერ წიგნის მაღაზიაში და ნახეთ: ყრია ჩოხელის წიგნები! ტონობით! ნაირ-ნაირ გამოცემებში, სქელი ყდით გინდათ, თუ თხელით biggrin.gif რას ქვია, არ უბეჭდავენ? გაუწვრილა ყველას გული წუწუნით და ახლა იმდენს ბეჭდავენ რომ მაღაზიებმა სად წაიღონ, არ იციან...

არა, მესროლეთ ქვა ან რაც გინდათ, მაგრამ მე არ მიყვარს გოდერძი ჩოხელი როგორც მწერალი (კინორეჟისორზე არაფერს ვამბობ, ჩემი აზრით, საერთოდ არ არის ყურადღების ღირსი ამ მხრივ) და მით უმეტეს მაღიზიანებს ეს გასოციალურებული ხელოვანის გოდება...

მართლა კაით რა.

მე მაპატიეთ, გავცხარდი.

პ.ს. ვინც ახლა მოდგება და დამიწყებს, ჩოხელი შემოქმედება არ გესმის, სიღრმეებს ვერ ჩასწვდი, გაუნათლებელი ხარო, მაპატიოს, მაგრამ თავს ტყუიულად შეიწუხებს. რამეფრად, ვაჟას შემოქმედებას თუ ჩავწვდი და მოვიწონე, ჩოხელსაც ვუზამდი რაიმეს, რომ ჰქონდეს ჩასაწვდომი. განათლების დონე არაფერ შუაშია.. უბრალოდ, ჩვენ ყველანი უნდა შევეგუოთ იმას, რომ ვიღაცას რაღაცა ჩვენგან განსხვავებულად ესმის. ვიღაცას მოსწონს ჩოხელი - ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს, ვინ უშლის. ვიღაცას მიაჩნია, რომ ყალბი და უნიჭოა - ხოდა, ამ მეორე კატეგორიაში ვარ მეც და ყველას ჩვენ-ჩვენი გზით გაგვიმარჯოს.

Posted by: Fe_male 2 Jul 2007, 17:31
Contralto
QUOTE
არა, მესროლეთ ქვა ან რაც გინდათ,

...არანაირად, უბრალოდ გინდა ყველასგან განსხვავდებოდე ... დაე ასე იყოს!!!........)) ლანძღე, აგინე, შეაფურთხე ვისაც გინდა, რა ჩვენი საქმეა....))

...ზემოთ თქვეს შიმშილობსო, თუ შიმშილით კვდებაო... ასე არ არის, დეპრესიაში შიმშილის გამო არ ვარდებიან... ეს ადამიანი ითხოვს ელემენტარულ ყურადღებას.....((

Posted by: anthro 2 Jul 2007, 18:13
ჩოხელის ახალი არაფერი მაქვს წაკითხული, და არც წიგნები მაქვს აქ მისი, რომ გადავიკითხო... მაგრამ ბავშვობაში ძალიან მიყვარდა, განსაკუთრებით "ადამიანთა სევდა" და მოთხრობების უმეტესობა... ფილმებიდან "ადგილის დედა" - ძალიან შთამბეჭდავ ფილმია, ამას იქიდან ვხვდები რომ ამდენი ხანია გასული და მთელი ფილმი ცხადად მახსოვს, მიუხედავად იმისა რომ ძალიან სადა და უბრალოა ... smile.gif

Contralto
QUOTE
მე არ ვიგონებ, თვითონ იძახის, გენიოსი ვარო  ჰკითხეთ, ვინც მას პირადად იცნობს

მერე რა? გენიოსების უმრავლესობა იძახოდა გენიოსი ვარო, უბრალოდ ზოგიერთი ხმამღლა არ ამბობდა -ეგ არის და ეგ... gigi.gif მე ვერ ვუწოდებ გოდერძი ჩოხელს გენიოსს, მაგრამ იქნებ სხვა უწოდებს - რა ვიცი? ყოველ შემთხვევისას იმისთვის, რომ ამას თვითონ ამბობს - არაა სასაცილოდ ასაგდები...
QUOTE
ვიღაცას მიაჩნია, რომ ყალბი და უნიჭოა - ხოდა, ამ მეორე კატეგორიაში ვარ მეც და ყველას ჩვენ-ჩვენი გზით გაგვიმარჯოს.

კი ბატონო.

Posted by: djindjidrinji 2 Jul 2007, 18:15
Fe_male
QUOTE
არანაირად, უბრალოდ გინდა ყველასგან განსხვავდებოდე

მაიცა რა გინდა თქვა, რომ სინამდვილეში არ შეილება ჩოხელი არ გევასებოდეს და ამას მხოლოდ იმიტომ ამბობს, რომ სხვანაერი გამოჩნდეს?biggrin.gif მეც არ მევასება ჩოხელი და მიმაჩნია რომ უსაზღვროდ ყალბია როგორც მწერალი და უსაზღვროდ უგემოვნო, როგორც ადამიანი (ნუ შალიკოს რომ ბირჟას გაუმაგრებ, მანდაა ნათქვამი ყველაფერი).

Posted by: kaberia 2 Jul 2007, 20:10
,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,

Posted by: grace 2 Jul 2007, 20:50
QUOTE (Fe_male @ 2 Jul 2007, 17:31 )
...ზემოთ თქვეს შიმშილობსო, თუ შიმშილით კვდებაო... ასე არ არის, დეპრესიაში შიმშილის გამო არ ვარდებიან... ეს ადამიანი ითხოვს ელემენტარულ ყურადღებას.....((

რა პრობლემაა, ყურადღების მოთხოვნის უფლება ყველას აქვს, მეც, შენც, ჩოხელსაც და ანჟელა თოდრიასაც spy.gif

მაგრამ ეს ჩოხელის შემოქმედებასთან რა კავშირშია, ცოტა არ იყოს და, ვერ ჩავწვდი spy.gif

Posted by: Fe_male 2 Jul 2007, 20:51
djindjidrinji

...მწერლობას და პოლიტიკას ერთმანეთში ნუ ავურევთ... ადამიანის შემოქმედებას პოლიტიკური მიმდინარეობის მიხედვით არ აფასებენ......)) სხვა მხრივ კი ჩოხელს დიდ პატივს ვცემ, პირადად ვიცნობ ამ ადამიანს და ვიცი, რომ პოლიტიკა და სხვა ცხოვრებისეული პრობლემები ნაკლებად აღელვეს.......)) და სინამდვილეში რ აწუხემს, მაგას ვერც მე და მით უფრო შენ ვერ გავიგებთ..........))

Posted by: zazabichi 2 Jul 2007, 23:11
ლიტ.გე-ს სარანჩებს თუ დავუჯერებთ, მათი საკუთარი თარგმანების, მოთხრობების და ლექსების გარდა ლიტერატურა არ არსებობს. biggrin.gif
არადა ჩოხელს ცვეტში აქვს კაი რაღაცეები. "კომბოსტოს ჭიის გასამართლება" და თევზის წერილები საკაიფო მოთხრობებია და სხვებიც აქვს კიდევ...
მარტო კვირის პალიტრისათვის დაწერილი გულის ამაჩუყებელი ნოველებით ნუ შევაფასებთ ეხლა biggrin.gif

djindjidrinji
QUOTE
მაიცა რა გინდა თქვა, რომ სინამდვილეში არ შეილება ჩოხელი არ გევასებოდეს და ამას მხოლოდ იმიტომ ამბობს, რომ სხვანაერი გამოჩნდეს? მეც არ მევასება ჩოხელი და მიმაჩნია რომ უსაზღვროდ ყალბია როგორც მწერალი და უსაზღვროდ უგემოვნო, როგორც ადამიანი (ნუ შალიკოს რომ ბირჟას გაუმაგრებ, მანდაა ნათქვამი ყველაფერი).

ბერლუსკონის ძმაკაცი რომ იყოს, ჩინზანოს სვამდეს და მონტეკრისტოს ეწეოდეს, სხვანაირად იფიქრებდი? biggrin.gif
პა ბალშომუ ძალიან ბევრი დიდი მწერალი იყო ზნეობრივად საეჭვო და პოლიტიკურად ანგარებიანი, მაგრამ ეს ლიტერატურას არანაირად არ აკნინებს.
ჩოხელი სულაც არ მგონია დიდი, მაგრამ თავისებური განსხვავებული ხელწერა აქვს და მის ლიტერატურას, ქართულ რეალობაში ნაღდად აქვს საკუთარი ადგილი.

Posted by: karlsoni 2 Jul 2007, 23:30
grace
QUOTE
უბრალოდ ბევრი რაღაც არ იცი, ბევრი რაღაც არ გესმის და იმის ბრალია. ამიტომ ისწავლე, მიხვდები მერე ბევრს.

QUOTE
როცა ფორუმზე კომუნიკაციის დამყარებას პირადი შეურაცხყოფის გარეშე ისწავლი, კამათს მერე გავაგრძელებთ. smile.gif

იუფ. რა არის აქ შეურაცხმყოფელი?
კაი ბატონო, ერთი-ორი სიტყვა მაინც მითხარი წარმართულ საქართველოზე და ელემენტარულად ვაჟას ნებისმიერი პოემის შესახებ მითხარი შენი შეხედულებები და გეტყვი რამდენად გესმის.

Contralto
QUOTE
არ შემიძლია, არ ვთქვა: ეს პრიმიტივიზმის ის სახეა, რომელიც საშინლად ყალბია. აქ სადღაც ფიროსმანი ახსენეს smile.gif ხელები შორს, ბატონებო smile.gif შედარებაც კი არ შეიძლება. ფიროსმანი თვითნაბადი ტალანტია, მართლაც გენიოსი, თუმცა, ეს სულაც არ გამორიცხავს იმას, რომ ვიღაცას შეიძლება, არ მოსწონდეს მისი მხატვრობა.

ხოო, საინტერესოა, არადა ვაჟაც არ მოსწონდათ თავის დროზე.
ძალიან არ მოსწონდათ, ერთი საშუალო ნიჭის მწერალი ეგონათ.
გენიოსი არ არის გოდერძი, მაგრამ კარგი მწერალი და კარგი რეჟისორია.

QUOTE
აი, ჩოხელი კი, განზრახ პრიმიტივია. მისი "ბუნების შვილობა" ყველაზე გამაღიზიანებელი პოზაა, გაუთავებლად წუწუნი და თავის მოსაწყლება... ფილმებს ვერ იღებს თურმე, საწყალი.. რაც გადაიღო, იმან ხომ აგვაშენა და დაგვხატა biggrin.gif რომელი ერთი ვარგოდა ფილმად? "ლუკას სახარება"? თუ "სამოთხის გვრიტები"?

მეორე. კარგი მოკლემეტრაჟიანი ფილმია.

QUOTE
პრიმიტიულად გაგებული ქრისტიანული მორალი, გაუთავებელი ქადაგება, სიწმინდეზე პრეტენზიები...

???
ვერ მივხვდი.

QUOTE
კაით რა... რა დროს გოდერძი ჩოხელია sad.gif წუწუნა გენიოსი მის გარდა კიდევ ბევრი გვყავს, რომელსაც, დახეთ და, თურმე წიგნებს არ უბეჭდავენ... ხალხნო, შედით ნებისმიერ წიგნის მაღაზიაში და ნახეთ: ყრია ჩოხელის წიგნები! ტონობით! ნაირ-ნაირ გამოცემებში, სქელი ყდით გინდათ, თუ თხელით biggrin.gif რას ქვია, არ უბეჭდავენ? გაუწვრილა ყველას გული წუწუნით და ახლა იმდენს ბეჭდავენ რომ მაღაზიებმა სად წაიღონ, არ იციან...

არა, მესროლეთ ქვა ან რაც გინდათ, მაგრამ მე არ მიყვარს გოდერძი ჩოხელი როგორც მწერალი (კინორეჟისორზე არაფერს ვამბობ, ჩემი აზრით, საერთოდ არ არის ყურადღების ღირსი ამ მხრივ) და მით უმეტეს მაღიზიანებს ეს გასოციალურებული ხელოვანის გოდება...

ადი, 1-2 წელი მთაში იცხოვრე და გაიგებ.

Posted by: ტემპერა 2 Jul 2007, 23:31
Contralto
გეთანხმები ყველაფერში...
აი ჩემი შარშანელი პოსტი ჩოხელის შესახებ:;

QUOTE

თავის მოკვლის მერე, გადარჩენილმა გოდერძი ჩოხელმა, ძალიან სასაცილო მაგალითითი მოიყვანა თუ რატომ იკლავდა თავს..
თქვა რომ ფილმის გადაღება მინდა და ფილმებს არ მაღებინებენო და წიგნების გამოცემა მინდაო და არც წიგნებს მიბეჭდავენო.. მოკლედ მჩაგრავენო...
არა და 8 მხატვრული ფილმი აქვს გადაღებული და 13 წიგნი გამოცემული, რა უნდოდა ვერ მივხვდი..
13 ტომი გამსახურდის არ დაუწერია..  biggrin.gif 

Posted by: Contralto 2 Jul 2007, 23:33
zazabichi
QUOTE
ლიტ.გე-ს სარანჩებს თუ დავუჯერებთ, მათი საკუთარი თარგმანების, მოთხრობების და ლექსების გარდა ლიტერატურა არ არსებობს.

კაცს რომ იმის ბოღმა მოკლავს, ერთხელ მისი შემოქმედება რომ დავუწუნე.... კაი, ბატონო, კაი, მე მაპატიეთ biggrin.gif

Posted by: ანესთეზია 2 Jul 2007, 23:34
უმისამართო წერილი

"- მე შენ მიყვარხარ!
-არა გჯერა?
-ვიცი, რაღაც დაკარგა ამ სიტყვამ მეოცე საუკუნეში, თითქოს გაიცვითა და აღარავინ აღარ იჯერებს. ხომ შენც ასე ფიქრობ და ალბათ ამიტომ ხარ ასე შორს და არ გჯერა ჩემი. მე კი... მე კი ისევ იმის თქმა მინდა რომ

მე შენ მიყვარხარ!
ყველაფერმა აზრი დაკარგა ჩემს ირგვლივ შენს გარეშე. ურთიერთობას ვეღარ ვახერხებ ვერც სულიერთან, ვერც უსულოსთან. ისინი მე გამირბიან. თითქოს დაიცალა მთელი სამყარო და დავბორიალებ უსახო სიცარიელეში. დილით რომ ვიღვიძებ, საშინელი სევდა მომყვება ხოლმე სიზმარეული ქვეყნიდან. ყოველ ღამე სიზმარში გხედავ, ისეთს, როგორიც იყავ -
დილა არის.
თოვს.
ფანჯრიდან გხედავ რომ ჩემი სახლის წინ დგეხარ და მელოდები.
თოვს.
ზეცა ნებივრობს შენს კულულებზე, თეთრი ფანტელებით გეალერსება, სახეზე გათოვს. მე შინიდან გიყურებ და კარგა ხანს გარეთ არ გამოვდივარ. ამ წუთში შენ ზეციდან მოფრენილ ანგელოზს გევხარ. დგახარ ჩემს ფანჯარასთავ და მელოდები. სახეზე გათოვს. შენ ცაში იყურები და გეჩვენება, რომ მაღლდები, ზემოთ მიფრინავ. ეს მასწავლებელმა გვასწავლა პირველ კლასში. შემოდგომაზე რომ მოვიდა თოვლი, კლასიდან გარეთ გამოგვიყვანა და დაგვაყენა.
თოვდა.
მასწავლებელმა ცაში აგვახედა. სახეზე თოვლის ფიფქები გვეფინებოდა და უცებ ყველას ნეტარების წამოძახილი აღმოგვხდა - ჩვენ ცაში ავფრინდით!
ეს რა თქმა უნდა მოგვეჩვენა. ასე იცის, როცა თოვაში მაღლა იყურები. მაგრამ მაშინ ჩვენ ეს არ ვიცოდით და რატომღაც ყველამ დაბლა დავიხედეთ, რომ გვენახა, მასწავლებელიც მოფრინავდა თუ არა.
როგორ გვეწყინა, რომ ისევ მიწაზე ვიდექით.
მერე ხშირად ვმაღლდებოდით ხოლმე თოვაში.
შენ ჩემს ფანჯარასთან დგეხარ და სახეზე გათოვს, ვიცი რომ ამ წუთში მაღლა მიფრინავ და არ გამოვდივარ სახლიდან, არ მინდა მიწაზე დაგცე.
- დაგაგვიანდა! - მეუბნება დედაჩემი.
თოვს.
მე ვერ ვბედავ გარეთ გამოსვლას.
ახლა ჩვენ მეექვსე კლასში ვართ და რა თქმა უნდა, ის მასწავლებელი აღარ გვასწავლის.
იცი რა მახსოვს?
ერთხელ დავალება მოგვცა: წიგნიდან ლამაზად უნდა გადაგვეწერა მოთხრობა. მე მთელი ღამე ვწერდი. დილით რომ გავიღვიძე, ჩემს ბიძაშვილს, ჩვენზე ერთი წლით წინ რომ სწავლობდა იმას, გამურული ტაფა დაედგა ჩემს ნაწერზე.
მეტი რა გზა მქონდა, ის გათხუპნული ნაწერი წამოვიღე. ხელის კანკალით გადავუშალე მასწავლებელს, დარწმუნებულმა, რომ ერთიანს თუ არა, ორიანს ნამდვილად დამიწერდა.
თქვენ ყველანი მე მიყურებდით შემკრთალი თვალებით.
მასწავლებელმა ხუთიანი დამიწერა.
თოვს...
შენ უცებ თავს დახრი და ფანჯრისკენ მოიხედავ. შენ ახლა ისევ მიწაზე ხარ და მე გულადად გამოვდივარ სახლიდან.
თოვს.
ჩვენ სკოლაში მივდივართ.

- მე შენ მიყვარხარ...
- დამიჯერე რა.
- ვიცი რაღაც დაკარგა ამ სიტყვამ და ალბათ ამიტომ ხარ ასე შორს ჩემგან და არა გჯერა ჩემი. მე კი...
მე კი რაც დრო გადის უფრო მიყვარხარ.
ყველაფერმა აზრი დაკარგა ჩემს ირგვლივ შენს გარეშე. ზოგჯერ მეშინია კიდეც; სიმარტოვისა მეშინია. დილით რომ ვიღვიძებ, საშინელი სევდა მომყვება ხოლმე სიზმარეული ქვეყნიდან. ყოველ ღამე სიზმარში გხედავ, ისეთს, როგორიც იყავ.

შენ არ იცი რატომ გავაცდინე მაშინ სკოლა. თავი რომ მქონდა გატეხილი, იმას გეუბნები. იქნებ არც უნდა გითხრა, მაგრამ იმიტომ ვამბობ, მაშინ რომ მოგატყუე ხიდან ჩამოვვარდი მეთქი, ტყუილი მინდა დავიბრუნო.
მერვე კლასელმა ბიჭებმა მცემეს სკოლის უკან...
მაგრამ თურმე აღარაფერი ბრუნდება უკან. მე დროში გავლილ მოვლენებზე გეუბნები. ის რაც იყო, ერთხელ იყო, განსაზღვრულ დროში და განსაზღვრულ სივრცეში.
მე მაშინ მოგატყუე.
სხვასაც რამდენ რამეს გატყუებდი. გეუბნებოდი რომ ქალაქში ვიყავი და იქ სპილოები და აქლემები ვნახე მეთქი.
ერთხელ ისიც მოგატყუე, რომ შენი სახლის უკან დევი ვნახე ღამე - შენ გჯეროდა.
რატომ გატყუებდი არ ვიცი. ალბათ ვაჟკაცად მინდოდა დამენახვებინა თავი.
ერთხელ სიზმარში გნახე, რომ ბეღურა იყავი და დაფრინავდი. ვიღაცამ ქვა გესროლა და ფრთა მოგტეხა, შენ ჭინჭრებში ჩავარდი. მოვედი, აგიყვანე. კანკალებდი. მე უბეში ჩაგისვი და ისე ვტიროდი, გულს ვიგდებინებდი. მეგონა თუ ასე ვიტირებდი არ მოკვდებოდი...
დედაჩემმა შეშინებულმა გამომაღვიძა - ეტყობა ცხადად ვტიროდი.
ბავშვობა მაინც სხვანაირი იყო. ალბათ იმიტომ, რომ იქ შენ იყავი. ბავშვები სუფთა იბადებიან, ადამიანებს მერე გვემღვრევა სული. ხოლო სამყარო არ დაბადებულა ერთხელ და სამუდამოდ, იგი მარადიულად იბადება. ყველაფერი მიიქცევა და კვლავ მოიქცევა.
მე რატომღაც მგონია, რომ ისევ მოხვალ.
იცი როგორ გელოდები.
როდესმე ისევ წავალთ სკოლაში. პირველი თოვლი რომ მოვა მასწავლებელი გარეთ გამოგვიყვანს და ცაში აგვახედებს...
სკოლის უკან ისევ მცემენ მერვეკლასელი ბიჭები და ისევ მოგატყუებ, რომ ხიდან ჩამოვვარდი.
ისევ ვნახავ დევს სენი სახლის უკან.
ისევ წავალ ქალაქში სპილოების სანახავად.
ოღონდ დამიჯერე. სადაცა ხარ და როგორცა ხარ, იქ დამიჯერე რომ - სამყარო არ დაბადებულა ერთხელ და სამუდამოდ, იგი მარადიულად იბადება...
ოღონდ დამიჯერე, რომ თუ ოდესმე კიდევ მოხვალ ამ მიწაზე, უკან გაუხსნელად არ დაგიბრუნებ შენს წერილებს და ამის გამო შენ თავს აღარ მოიკლავ...
ორონდ დამიჯერე, რომ ეს იმიტომ კი არ გავაკეთე მაშინ, რომ არ მიყვარდი, პირიქით...

მე შენ მიყვარხარ!"

cry.gif cry.gif წაიკითხეთ...

Posted by: mainc 2 Jul 2007, 23:35
ძალიანაც მომწონს ჩოხელი...

ფილმებიც და წიგნებიც..... boli.gif

პირადულებს ნუ შევეხებით...ეს მისი ცხოვრებაა.....

უამრავი შემოქმედია, რომელთა ცხოვრებაში ბევრი მანკიერებაა, მაგრამ ეს შემოქმედების მიღმაა განსახილველი... boli.gif

რაღაც ბრტყელი და უსაშველო პოსტების წერა არ მიყვარს , არც აზრი აქვს, თორემ კიდევ შეიძლებოდა ვრცლად საუბარი.....

boli.gif boli.gif

Posted by: zazabichi 3 Jul 2007, 00:03
Contralto
QUOTE
კაცს რომ იმის ბოღმა მოკლავს, ერთხელ მისი შემოქმედება რომ დავუწუნე.... კაი, ბატონო, კაი, მე მაპატიეთ 

ამას ვერ მივხვდი. უფრო კონკრეტულად თუ შეიძლება.

Posted by: Tiko-Tiko 3 Jul 2007, 00:51
ვა smile.gif
მე არ მეყალბება და რა ვიცი აბა.
პერსონის შესახებ სულ არ ვარ ინფორმირებული,მაგრამ რაც წამიკითხავს,მომწონს.
ყოველ შემთხვევაში,არ მაღიზიანებს smile.gif
საინტერესო ტიპაჟები,სხვა თუ არაფერი.

Posted by: Solveig 3 Jul 2007, 00:54
ყველაფერს ვიფიქრებდი, მაგრამ ჩოხელს თუ სიყალბეს დააბარალებდა ვინმე, ამას ვერა.

იმდენად შეიცვალა უკვე ჩვენი ცხოვრება, რომ ზოგჯერ ბუნებრივიც პოზიორობად, სიყალბედ გვეჩვენება..არადა, არაა ეგეთი ჩოხელი. დეპრესია ვის არ ჰქონია. შეიძლება აქვს იდეები და ვერ ახერხებს მათ რეალიზაციას (რეალიზაცია მაინცდამაინც იმას არ გულისხმობს, რომ ფული გქონდეს და წიგნი გამოსცე ან ფილმი გადაიღო. შეიძლება იდეა გქონდეს და გიჭირდეს ჩამოყალიბება, სხვების გულამდე მიტანა და ეს გაწუხებდეს)..გარდა ამისა, იმასაც ხედავს, რომ მისნაირი აზროვნების ადამიანი გარშემო თითქმის არავინაა და თანამოაზრე რომა რ ჰყავს, ესეც აწუხებს..მეტიც-ყალბად მიაჩნიათ..მეტი რა არის საჭირო, რომ ადამიანს დეპრესია დაეუფლოს?

მე არ მიმაჩნია, რომ ჩოხელის ყველა ნაწარმოები ერთნაირად ძლიერია, მაგალითად, არ მომწონს ის მოთხრობა, მაქსინაის რომ არწივი წაიღებს..არც თევზის წერილებზე ვგიჟდები დიდად, მაგრამ მიმაჩნია, რომ მაგ კაცს აქვს თავისი სტილი, თავისი სამყარო და ამით არავის ჰგავს.

ფილმებში კიდევ, ადამიანთა სევდა, ცოდვის შვილები და სამოთხის გვრიტები მართლა ძლიერ ნაწარმოებებად მიმაჩნია. ლუკას სახარება ჩემი აზრით, უფრო საბავშვო ფილმია.

Posted by: karlsoni 3 Jul 2007, 00:58
Solveig
2kiss.gif

303030303030
3030303030

Posted by: მოდუსი 3 Jul 2007, 01:05
Contralto
QUOTE
საწყალი გოძო, რომელსაც თავი გენიოსი ჰგონია... მე არ ვიგონებ, თვითონ იძახის, გენიოსი ვარო  ჰკითხეთ, ვინც მას პირადად იცნობს 

არ შემიძლია, არ ვთქვა: ეს პრიმიტივიზმის ის სახეა, რომელიც საშინლად ყალბია. აქ სადღაც ფიროსმანი ახსენეს  ხელები შორს, ბატონებო  შედარებაც კი არ შეიძლება. ფიროსმანი თვითნაბადი ტალანტია, მართლაც გენიოსი, თუმცა, ეს სულაც არ გამორიცხავს იმას, რომ ვიღაცას შეიძლება, არ მოსწონდეს მისი მხატვრობა.

აი, ჩოხელი კი, განზრახ პრიმიტივია. მისი "ბუნების შვილობა" ყველაზე გამაღიზიანებელი პოზაა, გაუთავებლად წუწუნი და თავის მოსაწყლება... ფილმებს ვერ იღებს თურმე, საწყალი.. რაც გადაიღო, იმან ხომ აგვაშენა და დაგვხატა  რომელი ერთი ვარგოდა ფილმად? "ლუკას სახარება"? თუ "სამოთხის გვრიტები"? პრიმიტიულად გაგებული ქრისტიანული მორალი, გაუთავებელი ქადაგება, სიწმინდეზე პრეტენზიები...

კაით რა... რა დროს გოდერძი ჩოხელია  წუწუნა გენიოსი მის გარდა კიდევ ბევრი გვყავს, რომელსაც, დახეთ და, თურმე წიგნებს არ უბეჭდავენ... ხალხნო, შედით ნებისმიერ წიგნის მაღაზიაში და ნახეთ: ყრია ჩოხელის წიგნები! ტონობით! ნაირ-ნაირ გამოცემებში, სქელი ყდით გინდათ, თუ თხელით  რას ქვია, არ უბეჭდავენ? გაუწვრილა ყველას გული წუწუნით და ახლა იმდენს ბეჭდავენ რომ მაღაზიებმა სად წაიღონ, არ იციან...

არა, მესროლეთ ქვა ან რაც გინდათ, მაგრამ მე არ მიყვარს გოდერძი ჩოხელი როგორც მწერალი (კინორეჟისორზე არაფერს ვამბობ, ჩემი აზრით, საერთოდ არ არის ყურადღების ღირსი ამ მხრივ) და მით უმეტეს მაღიზიანებს ეს გასოციალურებული ხელოვანის გოდება...

მართლა კაით რა.

მე მაპატიეთ, გავცხარდი.

პ.ს. ვინც ახლა მოდგება და დამიწყებს, ჩოხელი შემოქმედება არ გესმის, სიღრმეებს ვერ ჩასწვდი, გაუნათლებელი ხარო, მაპატიოს, მაგრამ თავს ტყუიულად შეიწუხებს. რამეფრად, ვაჟას შემოქმედებას თუ ჩავწვდი და მოვიწონე, ჩოხელსაც ვუზამდი რაიმეს, რომ ჰქონდეს ჩასაწვდომი. განათლების დონე არაფერ შუაშია.. უბრალოდ, ჩვენ ყველანი უნდა შევეგუოთ იმას, რომ ვიღაცას რაღაცა ჩვენგან განსხვავებულად ესმის. ვიღაცას მოსწონს ჩოხელი - ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს, ვინ უშლის. ვიღაცას მიაჩნია, რომ ყალბი და უნიჭოა - ხოდა, ამ მეორე კატეგორიაში ვარ მეც და ყველას ჩვენ-ჩვენი გზით გაგვიმარჯოს.

ვააა,რამდენი გიწერია.

QUOTE
მისი "ბუნების შვილობა" ყველაზე გამაღიზიანებელი პოზაა, გაუთავებლად წუწუნი და თავის მოსაწყლება...

ვაჟა-ფშაველასაც "ბუნების შვილად" მიაჩნდა თავი.აქედან შეიძლება გამოვიტანოთ შემდეგი სახის დასკვნები:
1.ვაჟა არ ვარგა.
2.ვაჟა ვარგა და გოდერძი ჩოხელი არ ვარგა.
3.არც ერთი არ ვარგა.

Posted by: djindjidrinji 3 Jul 2007, 02:35
Fe_male
ეს ყველაფერი kaberiaთი რომ დაპოსტე, მაშინაც წავიკითხე. გავიგეთ მთელმა ფორუმმა, რომ ჩოხელს იცნობ პირადად, დალშე? biggrin.gif

zazabichi
ბერლუსკონის ძმაკაცი რომ იყოს, ჩინზანოს რომ სვამდეს და მონტეკრისტოს ეწეოდეს, ვიფიქრებდი რომ კიდევ უფრო ყალბია ალბათ. ეს "გაჭივრებულ" :დაჟე ლეიბორისტებმა გადამაგდეს: იმიჯი უფრო გამართლებულია.
არ მევასება. არ მითქვამს რომ ერთი ჩვეულებრივი გრაფომანია. უფრო მეტ ხალხს მოწონს ვიდრე არ მოწონს, ეს ალბათ მეტყველებს რაღაცაზე. უბრალოდ ჩემთვის ის უზომოდ ყალბია. არ მომწონს მე მისი შემოქმედება, ვერ ვაგემოვნებ, მაქვს ამის უფლება?

Posted by: zazabichi 3 Jul 2007, 03:07
djindjidrinji
QUOTE
არ მითქვამს რომ ერთი ჩვეულებრივი გრაფომანია. უფრო მეტ ხალხს მოწონს ვიდრე არ მოწონს, ეს ალბათ მეტყველებს რაღაცაზე. უბრალოდ ჩემთვის ის უზომოდ ყალბია. არ მომწონს მე მისი შემოქმედება, ვერ ვაგემოვნებ, მაქვს ამის უფლება?

yes.gif
მევასება შენთან დისკუსია 2kiss.gif

Posted by: Contralto 3 Jul 2007, 12:23
მოდუსი
QUOTE
2.ვაჟა ვარგა და გოდერძი ჩოხელი არ ვარგა.

დასკვნა ნომერი ორი სწორია biggrin.gif

ყოველთვის ვიცოდი,რ ომ განსაკუთრებული გამჭრიახობით გამოირჩეოდი, იუმორის გრძნობაზე რომ არაფერი ვთქვათ biggrin.gif

აქ ვიღაცამ შემომძახა, ორიგინალურობას ცდილობ და მაგიტომ "არ გიყვარს:" ჩოხელიო... კარგად გადახედეთ თემას... ვერა ვარ მთლად ორიგინალური smile.gif მინიმუმ 4 ადამიანმა მაინც აღნიშნა, რომ არ უყვარს ჩოხელი... მოიცა, დავფიქრდები ცოტას და გადავწყვეტ, ხომ არ შევიყვარო biggrin.gif მე მგონი, ასე უფრო ორიგინალური ვიქნები biggrin.gif

Posted by: მოდუსი 3 Jul 2007, 12:26
Contralto
QUOTE
ყოველთვის ვიცოდი,რ ომ განსაკუთრებული გამჭრიახობით გამოირჩეოდი

ხოდა კარგად დააკვირდი
QUOTE
მისი "ბუნების შვილობა" ყველაზე გამაღიზიანებელი პოზაა, გაუთავებლად წუწუნი და თავის მოსაწყლება...

ამ წინადადებას და შემდეგ დასკვნებს.

მოკლედ,ბლაბლაბლა,რომ გიხსნა,მთელი დღე არ მეყოფა.წავედი.

Posted by: gelino86 3 Jul 2007, 18:22
კარგით რა ხალხნო?
გემოვნებაზე კამათობთ?

მოიცა მე თუ ვინმე არ მომწონს ე.ი. უვარგისია და ვისაც მოწონს ბრმაა ხო? ეს რანაირი ლოგიკაა?

მე მომწონს ჩოხელის შემოქმედება და დიდი სიამოვნებით ვკითხულობ ყოველთვის, თუმცა, Solveig დავეთანხმები, არის რაღაც მოთხრობები რომლებიც არ მომწონს...

მერე რა თუ თავის თავს გოდერძი გენიოსს უწოდებს? გალაკტიონი რა თავის თავს მეფეს არ უწოდებდა? ეს მათი პიროვნული მხარეა და მე პირადად არ მაინტერესებს... მე მხოლოდ მათი შემოქმედებით ტკბობა მირჩევია smile.gif

დეპრესია კი მართლა საშინელი რამეა და რა ზომამდე მიიყვანს ადამიანს ეს სენი ღმერთმა უწყის... და ყველა გენიოს და ნიჭიერ ადამიანს ხშირად ემართებათ სასოწარკვეთილება... და ყველას ღმერთმა უშველოს!

ვისაც არ მოგწონთ გოდერძი, თქვენი ნებაა, ამის სრული უფლება გაქვთ!
smile.gif

Posted by: Tiko-Tiko 3 Jul 2007, 18:34
djindjidrinji

2kiss.gif

ეს ყველაფერში ჯოგურობა რა უბედურებაა რა sad.gif
ეს ოხერი ფასეულობები ყველას იდენტური ხო ვერ გვექნება.
ანუ - 'რაღაც' არის საყოველთაო შეხედულებით 'კარგი' და უნდა მოწონდეს გინდა თუ არა ყველას,ან რაღაც 'ცუდი' და უნდა ეზიზღებოდეს გინდა თუ არა,ყველას.
ერთი სიტყვით,მიდრეკილება სტანდარტული აზროვნებისადმი.თუ სტანდარტიზაცია.

ის,რომ ჩემს მეგობარს ან ნაცნობს მოსწონს ან არ მოსწონს არაჟანი,მე სულაც არ მავალდებულებს,შესაბამისად მომწონდეს ან არ მომწონდეს არაჟანი biggrin.gif
ან ჩოხელი,ან ტრომბონი smile.gif

დაიკიდეთ რა,ბავშვებო smile.gif

Posted by: Festina Lente 6 Jul 2007, 03:10
QUOTE
სტრალშია გასული ალბათ უკვე 

,,თევზის წერილებს" რომ ვკითხულობდი, ზუსტად მაგაზე ვფიქრობდი, ასეთი სიუჟეტი ჩვეულებრივ, ობიექტურ რეალობაში მყოფ ადამიანს თავში არ მოუვიდოდამეთქი.
ჩემს უსაყვარლეს მწერალთა რიცხვშია გოდერზი ჩოხელი და, აქ ნებას მივცემ თავს, ვიყო სუბიექტური და ვთქვა , რომ ვინც პრიმიტივიზმს აბრალებს ამ ძალიან ღრმად მოაზროვნე ადამიანს, ან ძალიან ცუდად იცნობენ მის შემოქმედებას, ან აწუხებს ,,ჰეროსტრატეს კომპლექსი", დიდებული დაამხოს საკუთარი მწირი არსებობის
დასამკვიდრებლად sad.gif
გოდერზი ჩოხელის გმირები ცალი ფეხით მიწაზე დგანან, ცალი ფეხით მაღლა, ზეციერთან. მათ აქვთ მთის და საერთოდ ბუნებასთან ახლოს მყოფი ადამიანების სიბრძნე და ცოტაოდენი სიგიჟე. მათი სიკვდილთან და სიცოცხლესთან დამოკიდებულებაც საკმაოდ კადნიერია... და ძალიან პატარაა მათთვის ზღვარი სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის...
საოცარია მათი მსჯავრი: სააქაო ცხოვრების ცოდვებისათვის სააქაო ჯოჯოხეთი არსებობს, თან სულ ახლოს, იქვე, გაღმა...(,,სამანს იქით გადასახლებულნი")
ადამიანად ყოფნას თევზად ყოფნა სჯობს, თუ უკეთ მოუწოდებს კაცთმოყვარეობისაკენ...
სამუკა ხბოს ენას მოაჭრის,როცა ეს ხბო ცოლთან ალერსისას ბღავის და ორთქლდადენილ ენას დადებს მაგიდაზე...
(საოცარი სიუჟეტები საოცარი პერსონაჟებით)
თქვენი არ ვიცი და, მე კითხვისას ტანში მაჟრიალებდა. smile.gif
დიდი მადლობა თემის ავტორს.
P. S. გოდერძი ჩოხელი არაჩვეულებრივ მწერალთან ერთად არაჩვეულებრივი რეჟისორიცაა smile.gif

Posted by: zuzu33a 6 Jul 2007, 03:25
Ania
QUOTE
რატომ უნდა იძახდეს ამას ადამიანი?!
ნიჭიერ ხალხს რატომ აგდებენ ასეთ დღეში მაგათი დედა ვატირე მე. ნერვები აღარ მყოფნის!

ძალიან მიყვარს გოდერძი ჩოხელი და ნამდვილად დიდი სირცხვილია რომ უჭირს, მაგრამ ფილმებს და წიგნებს მართლა აკეთებინებენ, მარტო მე 4 ფილმი მაქ ნანახი და წიგნი ერთი 5 წაკითხული

Posted by: ninno 12 Jul 2007, 20:30
თეთრ ღრუბლებში ქეიფობდა თეთრი მთვარე,
ხმელ ტაბლაზე ვარსკვლავები მიეწვია.

Posted by: BEKO 12 Jul 2007, 23:11
ამ კაცს, გოდერძი ჩოხელს თავის დროზე გენიოსი ეძახა ყველამ.
თვითონაც დაიჯერა, რომ გენიოსია. რამდენჯერ უთქვამს ტელევიზიით, ჩემზე ამბობდნენ, აი, ახალი ვაჟა ჩამოვიდა მთიდანო.
მართლა სჯერა ამისი.
ჰოდა, იქცევა ისე, როგორც ნამდვილ, ხალხის მიერ დაუფასებელ გენიოსს შეჰფერის.
არადა, რეალურად, საშუალო დონის ჩტივას წერს, ქართველი პაულო კოელიოა. ოღონდ, კოელიოსგან განსხვავებით, ფული ვერ იშოვა ამ გენიოსობით. ადამიანურად მეცოდება, როგორ არა, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ მეცოდება, ვერ ვიტყვი, კარგი მწერალია- მეთქი.

karlsoni

რა შუაშია მთა?
ჩოხელი თავისი ბუნებით სულაც არაა მთიელი. მთიელი კაცები მე სხვანაირები ვიცი და ნუ შემეკამათები ახლა. ჩოხელს მშვენივრად ვიცნობ.

Posted by: DeSToN BusTeR 12 Jul 2007, 23:32
drug.gif drug.gif რაც ვიცი ისიც საკმარისია ამ ადამიანზე წარმოდგენა რომ შეგექმნას კაცს..

რაც შეეხება გენიოსობას.. ერთ-ერთ ფორუმზე გამსახურდიას "ამპარტავნობის" შესახებ წერდა ვიხაც, ძალიან ცუდი მწერალი უნდა იყო, თავი გენიოსი თუ არ გგონია.
თვით მწერლობა, უკვე ხაზგასმით აღნიშნავს იმას, რომ ადამიანი თავის თავში დარწმუნებულია, ადამიანს საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს და ადამიანი საკმაოდ ამპარტავანი არის, რა თქმა უნდა კარგი გაგებით.. და არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენოვინმეს, მაგრამ იმ მწერლის, იმ რეჟისორის და ნებისმიერი საზოგადო მოღვაწის გაგება მოვსტხან, ვისაც თავის თავზე "დიდი" წარმოდგენა არა აქვს!!!!

გამგები გაიგებს. ვინც არა და, პო ბოლშომუ ლიჩნა მნე biggrin.gif ტყვილატ არ გამაკომენტოტ

თუ სიკვდილის სიახლოვე როგორ ასხვაფერებს
მომაკვდავი გედის ჰანგთა ვარდებს და ჩანჩქერებს,
თუ როგორ ვგრძნობ, რომ სულისთვის, ამ ზღვამ რომ აღზარდა,
სიკვდილის გზა არ რა არის, ვარდისფერ გზის გარდა;
რომ ამ გზაზე ზღაპარია მგოსანთ სითამამე,
რომ არასდროს არ ყოფილა ასე ჩუმი ღამე,
რომ, აჩრდილნო, მე თქვენს ახლო სიკვდილს ვეგებები,
რომ მეფე ვარ და მგოსანი და სიმღერით ვკვდები
რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი
ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!!

beko
ჩვენს გენიოსებს ეგ არ უნდა სწყინდეთ, რადგან სწორედ მათი გაჭვირვება არის, მათი შეუდარებელი გენიოსობის მშობელი givi.gif მსგავზ იდიოტობას მხოლოდ ჩემნაირი გაურკვეველი ხლე თუ დასწერზ yes.gif მაგრამ რატომღაც მსჯერა ამის.. ქართველ ხალხს თავში ავარდნა გვჩვევია

Posted by: ninno 13 Jul 2007, 00:04
თოვლი

საოცარია,
გუშინ სულმთლად ყვითელმა მთებმა,
დაიძინეს და
ერთ ღამეში გაჭაღარავდნენ.

Posted by: mestumre 13 Jul 2007, 00:30
საინტერესოა ის ვისაც ჩოხელის შემოქმედება არ მოსწონს და სიყალბედ მიაჩნია თვითონ რას ქმნის?

Posted by: BEKO 13 Jul 2007, 00:31
mestumre
QUOTE
საინტერესოა ის ვისაც ჩოხელის შემოქმედება არ მოსწონს და სიყალბედ მიაჩნია თვითონ რას ქმნის?

ამ ტიპის შეკითხვა ძალიან კარგად ახასიათებს ავტორს.

Posted by: matilda123 13 Jul 2007, 00:36
მეც მიყვარს ჩოხელის შემოქმედება, თან უზომოდ... რა მნიშვნელობა აქვს-რომ ლეიბორისტია, რომ ყოფაზე წუწუნებს, რომ "ზაპოი" აქვს, რომ სუციდის მცდელობა ჰქონდა ... მერე რა... ისიც ხომ ადამიანია თავისი ნაკლით და ღირსებებით... მთავარია წერს გულშიჩამწვდომად(ჩემთვის და ბევრისთვის კიდევ)...
შემოქმედი ყველას არც უნდა მოსწონდეს, მას ისევე სჭირდება კრიტიკა, როგორც ქება. ..
ბავშვობაში წავიკითხე "მგელი" და "ადამიანთა სევდა", დღემდე მახსოვს ის შთაბეჭდილება...
შეიძლება მართლა პრიმიტიულად წერს, მაგრამ განსხვავებული სტილი აქვს და უზომოდ საინტერესო თხრობა...
კიდევ ერთი, როცა ჩოხელს ვკითხულობდი, რაღაც განსხვავებულ , ორიგინალურ პიროვნებად წარმომედგინა. მახსოვს ჩემი იმედგაცრუება, როცა რეალში პირველად ვნახე ჩოხელი- დაბალი, უგემოვნოდ ჩაცმული კაცი, უაზრო ვარცხნილობით..
მაგრამ ამით მის რომანებს და მოთხრობებს არაფერი დაკლებიათ, პირიქით მე დავასკვენი კიდევ ერთხელ. რომ გარეგნობით არ უნდა იმსჯელო ადამიანებზე (მართალია ეს ცოტა ძნელია, მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა!!!)

Posted by: ნაიადა 13 Jul 2007, 01:33
QUOTE
შემოქმედი ყველას არც უნდა მოსწონდეს, მას ისევე სჭირდება კრიტიკა, როგორც ქება. ..
ბავშვობაში წავიკითხე "მგელი" და "ადამიანთა სევდა", დღემდე მახსოვს ის შთაბეჭდილება...
შეიძლება მართლა პრიმიტიულად წერს, მაგრამ განსხვავებული სტილი აქვს და უზომოდ საინტერესო თხრობა...

ჩვენი (ქართველების) დიდი ნაკლი ისაა, რომ ცოცხალი ადამიანისთვის, მწერალია ის თუ არამწერალი, ვერ ვიმეტებთ უბრალო, ადამიანურ სითბოს;
სიტყვა რაა, კეთილი სიტყვაც კი გვენანება ერთმანეთისთვის;
ხელოვანი ხალხი ამას მეტად მტკივნეულად განიცდის,

მათთვის ბევრი სხვაც, არაპირადული, უფრო დამთრგუნველია, ვიდრე სხვებისათვის;(სამშობლოს რეგრესი, უსაშველო გაჭირვება ირგვლივ და ა.შ.)

დავიწყების, მივიწყების ფაქტს მათთვის ენით უთქმელი ტკივილი მოაქვს;

ამიტომ ჩემთვის ახსნადია ჩოხელის თვითმკვლელობის მცდელობა.

არადა, ხომ იცის, რომ ყველას თუ არა, უმრავლესობას უყვარს მისი შემოქმედება?

პს. პოეტმა ტაბუ მებურიშვილმა აკი მოიკლა კიდევაც თავი.

Posted by: djindjidrinji 13 Jul 2007, 01:55
ჩოხელი და მისიმა იქით იყოს და გამაგებინეთ, ეს თვითმკვლელობის მცდელობა რამე კორელაციაშია წერის ნიჭთან? თავი თუ არ მოიკალი ცხოვრებაში ერთხელ მაინც დონით ვერ ქაჩავ თუ რაშია საქმე? რახან ჩოხელი თავს იკლავდა, აწი ყველას უნდა შეუყვარდეს, არიქა, მეორედ არ მოიკლასო? biggrin.gif რა სისულელეებს ლაპარაკობთ ხოლმე...

P.S. როცა ადამიანს მართლა უნდა თავის მოკვლა და არა ჩვენებითი გამოსვლა, როგორც წესი კვდება ხოლმე.

Posted by: ninno 13 Jul 2007, 02:04
QUOTE
როცა ადამიანს მართლა უნდა თავის მოკვლა და არა ჩვენებითი გამოსვლა, როგორც წესი კვდება ხოლმე.

რამდენიმე წლის წინ ჩემი ერთი მეზობელი რო თავს იკლავდა და მერე ძლივს გადაარჩინეს, ჩვენებითი გამოსვლა ქონდა ვითომ იმასაც? spy.gif

Posted by: djindjidrinji 13 Jul 2007, 02:12
ninno

გააჩნია როგორ იკლავდა შენი მეზობელი თავს, თუ 10 წნევის დამწევი და მერე 10 წნევის ამწევი დალია, ჩვენებითი გამოსვლა იყო ნაღდად biggrin.gif

თემას გადავუხვევთ ნენა, თორე თვითმკვლელობაზე დიდი ხანი შეილება ლაპარაკი...

რამდენიმე წლის წინ ჩემმა მეზობელმა თავის მოკვლა რომ გადაწყვიტა გადმოხტა აივნიდან და ყველაფერი "კარგად" დამთავრდა.

Posted by: grace 13 Jul 2007, 03:02
mestumre
QUOTE
საინტერესოა ის ვისაც ჩოხელის შემოქმედება არ მოსწონს და სიყალბედ მიაჩნია თვითონ რას ქმნის?

თვითონ არ ქმნის სიყალბეს smile.gif

კიდევ გაინტერესებს რამე?

Posted by: perfectstranger 13 Jul 2007, 03:48
ჩოხელის და დუმბაძის შემოქმედებას შორის პარალელები გავავლოთ , ბავშვებო . მარა პარალელურად ღვინოს ნუ მივეტანებით. ნურც არაყს . თორემ მადა დაგვეკარგება.smile.gif

Posted by: karlsoni 13 Jul 2007, 10:26
BEKO
QUOTE
რა შუაშია მთა? ჩოხელი თავისი ბუნებით სულაც არაა მთიელი. მთიელი კაცები მე სხვანაირები ვიცი და ნუ შემეკამათები ახლა. ჩოხელს მშვენივრად ვიცნობ.

როგორ არა, აზროვნებაა იქაური. მოთხრობების, ფილმების.

Posted by: Solveig 13 Jul 2007, 12:17
QUOTE
როცა ჩოხელს ვკითხულობდი, რაღაც განსხვავებულ , ორიგინალურ პიროვნებად წარმომედგინა. მახსოვს ჩემი იმედგაცრუება, როცა რეალში პირველად ვნახე ჩოხელი- დაბალი, უგემოვნოდ ჩაცმული კაცი, უაზრო ვარცხნილობით..

მე აკაკი ბაქრაძეზე მქონდა იგივე რეაქცია, მაგრამ ჩემი შეხედულება მასზე, როგორც პუბლიცისტზე და მოღვაწეზე არ შეცვლილა smile.gif

QUOTE
თვითმკვლელობის მცდელობა რამე კორელაციაშია წერის ნიჭთან? თავი თუ არ მოიკალი ცხოვრებაში ერთხელ მაინც დონით ვერ ქაჩავ თუ რაშია საქმე? რახან ჩოხელი თავს იკლავდა, აწი ყველას უნდა შეუყვარდეს, არიქა, მეორედ არ მოიკლასო?

მაგაში არაა საქმე...რა ვიცი, პირადად მე ვერანაირ განსხვავებას ვერ ვხედავ ჩოხელის აზრებში თვითმკვლელობის მცდელობამდე და მის შემდეგ..
ისე, საკმაოდ მძიმედ იყო დაჭრილი და დროზე რომა რ გაეკეთებინათ ოპერაცია, ვერც ეგ გადარჩებოდა..

თუმცა, ზოგს იმის თქმაც არ გაუჭირდება-განგებ დაირტყა დანა მსუბუქად, რომ არ მომკვდარიყო და შოუ გაეთამაშებინაო.

როგორც წესიო..მაგაზე სულ იმ რუსი საეკლესიო მოღვაწის სიტყვები მახსენდება: "ჩვეულებისამებრ, გაუპატიურებისას დაორსულება არ ხდებაო".

თანამედროვე მედიცინა იძლევა მძიმედ დაშავებული ადამიანის გადარჩენის საშუალებას, საბედნიეროდ..

Posted by: ნაიადა 13 Jul 2007, 12:18
QUOTE
რახან ჩოხელი თავს იკლავდა, აწი ყველას უნდა შეუყვარდეს, არიქა, მეორედ არ მოიკლასო?

არა, არ უნდა შეუყვარდეს, არაა სავალდებულო, მაგრამ არც მკვახე სიტყვებია სავალდებულო;
ანუ გარშემომყოფებს შეუძლიათ თვითმკვლელობამდე არ მიიყვანონ ვინმე;
ამისათვის ბევრი არაფერია საჭირო: ორიოდე თბილი სიტყვა, ორიოდე მარცვალი ყურადღებისა;

ასე რომ, მართლა:
QUOTE
სისულელეებს ლაპარაკობთ ხოლმე...
wink.gif smile.gif

Posted by: Mari-ami 13 Jul 2007, 13:52
რა საჭიროა ამდენი აგრესია, ამ თემით წესით ლიტერატურის მოყვარული და აქედან გამომდინარე განათლებული ადამიანები უნდა ინტერესდებოდნენ, გამოთქმული აგრესიუი რეპლიკებით კი სულ სხვანაირი შთაბეჭდილება ქჩება,შეიძლება უარწოფითი აზრი გამოთქვა, მაგრამ ალბათ არა ამ ფორმით,კრიტიკასაც თავის კულტურა აქვს

Posted by: აღასპერი 13 Jul 2007, 17:04
eek.gif სად ვიყავი აქამდე.

ჩოხელი და სიყალბე? ხშირად მსნენია. ეს ანტისიმპატია, ჩემი აზრით, მის პოლიტიკურ მოღვაწეობას უკავშირდება ხშირად.

სხვისი არ ვიცი და მე ვერ ვხედავ სიყალბეს მის შემოქმედებაში. სხვა საკითხია მომწონს თუ არა.

ჰოი, კუზიანო დედამიწავ,
ჰბრუნავ და გვაბრუნებ ყველას.
ჰოი, კუზიანო დედამიწავ,
მე შენგან მოველი შველას.

ჰოი, კუზიანო დედამიწავ,
ხევსურის შუბლივით ჩაკეჭნილო,
არაგველების მოზარე ვარ,
სათხოვარს უნდა ჩაგეტირო.

ოღონდ ნუ იქნება:
მთიულეთი - ნამთიულარი,
ხევსურეთი - ნახევსურალი,
ფხოვი - ნაფხოვარი,
ხევი - ნახევარი...
კაცის ნასახლარს ნუ მანახვებ და
ნუ გახდება საქართველო
ნახევრის - ნახევარი.
და შენ, კუზიანო დედამიწავ,
რამდენიც გენებოს, იტრიალე!

Posted by: VAR 13 Jul 2007, 19:52
grace

ცუდ საქმეს ემსახურება და თქვენ უნდა ჩაკლათ რომ სხვები გადაარჩინოთ?

თუმცა მესმის: საქმეში დანდობა არ არის...... ორშაბათი მძიმე დღეა....... ალტო კი არა კონტრალტო...... რაც უფრო "შიგნიდან" არის უკეთესია......

მისი ნაწარმოებები თუ არ მოგწონთ ეს იმის უფლებას არ გაძლევთ, რომ შეურაცხყოფა მიაყენოთ ადამიანს თუმცა "კოკასა შიგან რაც სდგას იგივე გადმოსდინდებისოოო" (ხალხი)

Posted by: ნაიადა 14 Jul 2007, 16:43
აღასპერი
მართლაც უძლიერესი ლექსია.

რაც შეეხება გარეგნობას, აინშტეინი დებილს ჰგავდა გარეგნულად;
ჩვენი ნიკო მუსხელიშვილიც ვერ დაიტრაბახებდა მზეჭაბუკობას; კუტუზოვი სულაც ცალთვალა იყო, ბარათაშვილი, ბაირონი მკელობლები იყვნენ..............

სხეული მიწაა
ხოლო ,,ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი..........."(დიდოსტატის მარჯვენა)

Posted by: katharizo 16 Nov 2007, 13:14
QUOTE
წლებია ზაპოი აქვს და არ ფხიზლდება

ხოდა ზუსტად მაგან მიიყვანა თვითმკვლელობამდე..
მე ადრე ჩოხელის თემაში დავპოსტე და აქაც იგივეს გავიმეორებ,
თავის მოკვლის მერე, გადარჩენილმა გოდერძი ჩოხელმა, ძალიან სასაცილო მაგალითითი მოიყვანა თუ რატომ იკლავდა თავს..
თქვა რომ ფილმის გადაღება მინდა და ფილმებს არ მაღებინებენო და წიგნების გამოცემა მინდაო და არც წიგნებს მიბეჭდავენო.. მოკლედ მჩაგრავენო...
არა და 8 მხატვრული ფილმი აქვს გადაღებული და 13 წიგნი გამოცემული, რა უნდოდა ვერ მივხვდი..
13 ტომი გამსახურდის არ დაუწერია..

ეს თემა ახლა ვნახე, და ალბათ ამის დამწერს აღარც ახსოვს თავისი ნაწერი.

ძალიან ადვილია სხვაზე საუბარი. არ არის საჭირო ფილოლოგობა და რეჟისორობა, რომ მიხვდეს ადამიანი გოდერძის გულწრფელობას მის წიგნებში თუ ფილმებში. რაღა უნდაო. აღარაფერი აღარ უნდა, სამწუხაროდ. პირადად ვიცნობდი, და არ მახსოვს საკუთარ პირად გასაჭირზე ეთქვას რამე, ან ეწუწუნოს, რამე მაკლიაო... იშვიათია ადამიანი, რომელსაც მხოლოდ საკუთარი სამშობლოსი სტკივა.

Posted by: Matasi 16 Nov 2007, 14:25
გოდერძი ჩოხელი გარდაიცვალა...

sad.gif

Posted by: kartveluri enebi 16 Nov 2007, 14:28
QUOTE (Matasi @ 16 Nov 2007, 14:25 )
გოდერძი ჩოხელი გარდაიცვალა...

sad.gif

( სთქვი და აასრულე, გოდერძი ჩოხელო...)
გოდერძი ჩოხელი

კლდეებში დაასრულე სიცოცხლე შენი...
კლდეებს დაუტოვე ძვალი და რბილი,
კლდეებს უზიარე სიცოცხლის წილი,
კლდეებზე იპოვე ძილი!
სთქვი და აასრულე, სთქვი და აასრულე,
რაც მოსახდენია, ჰქენი!
არავის ტირილი არ გინდა ამქვეყნად,
გლოვაა ეს წუთისოფელი.
ლამაზი ისაა, კლდე რომ გაგიხსენებს:
_ იყო გოდერძი ჩოხელი!
ლამაზი ისაა, კლდეს რომ შეერევი,
სუნთქვას რომ გაატან ნიავს,
ქვიშას გაერევი, ბოღმას მოერევი,
კლდეს სისხლით შეღებავ, მზიანს.
კლდეებში შენს ძვალ-რბილს
რომ ვერვინ იპოვის,
კუბო რომ არავის მიაქვს,
შავ მიწას სათხრელად რომ არვის გაუხდი...
სიკვდილიც, სიკვდილსა ჰქვია.
_ შენ უკვე გიჟი ხარ, გოდერძი ჩოხელო!
_ ჩემზე სულელი ხარ, შენ, წუთისოფელო!

Posted by: achi-anchabeli 16 Nov 2007, 15:05
QUOTE
გოდერძი ჩოხელი გარდაიცვალა...

ძალიან სამწუხაროა sad.gif მის მიერ გადაღებული "სამოთხის გვრიტები" გენიალური კინო-ნაწარმოებია. მე მგონი ეს კაცი იმ სევდამ მოკლა, რაზეც მთელი ცხოვრება წერდა და ლაპარაკობდა

Posted by: sevaida 16 Nov 2007, 15:25
QUOTE
მე ძალიან მიყვარს, მგონი რაც დაბეჭდა ყველაფერი მაქვს წაკითხული მართლა მაგარია, მაგრამ იმ "თვითმკვლელობის" შემდეგ გული ამიცრუვდა, რაგაც სპეკულაციას გავდა ეს ყველაფერი ყოველ შემთხვევაში მე ასე მომეჩვენა.

რა სასტიკები ვართ ადამიანები.. sad.gif

Posted by: kartveluri enebi 16 Nov 2007, 15:31
თოვლიან ტყეში მწიფე ძახველი
გოდერძი ჩოხელი

როგორც ზამთარში
თოვლიან ტყეს მწიფე ძახველი,
ისე შემომრჩა სულში ბავშვობა.
გაძარცულია ირგვლივ ტყეები,
თოვლიან ფერდობს მიუყვება უკვე ბილიკი.
აქ ჩამოივლის ალბათ სიბერეც
და ჩემს ბავშვობას,
როგორც ძახველს მშიერი ყვავი
დააცხრება და
უცებ
გა-
კენ-

ს.

Posted by: ჩიტუციო 16 Nov 2007, 15:45
QUOTE (Matasi @ 16 Nov 2007, 14:25 )
გოდერძი ჩოხელი გარდაიცვალა...

sad.gif

როდის??? eek.gif

Posted by: Katerina-B 16 Nov 2007, 15:46
QUOTE (gorjestan @ 16 Nov 2007, 15:25 )
QUOTE
მე ძალიან მიყვარს, მგონი რაც დაბეჭდა ყველაფერი მაქვს წაკითხული მართლა მაგარია, მაგრამ იმ "თვითმკვლელობის" შემდეგ გული ამიცრუვდა, რაგაც სპეკულაციას გავდა ეს ყველაფერი ყოველ შემთხვევაში მე ასე მომეჩვენა.

რა სასტიკები ვართ ადამიანები.. sad.gif

მართლაც რომ სასტიკები ვართ, ამას როგორ ამბობ - ("მაგრამ იმ "თვითმკვლელობის" შემდეგ გული ამიცრუვდა, რაგაც სპეკულაციას გავდა ")

ადამიანი რომელიც მონასტერში თავს იკლავ ძნელი წარმოსადგენია თუ რა საშინელ სასოარკვეთილებაშია, და იმის თქმა რომ ეს სპეკულაცია იყო არ არის სამართლიანი გამოთქმა ამ ადამიანის მიმართ............ ადამიანი რომელსაც სიკვდილის ფასად დაუჯდა თავისი საქმე, რომელმაც ფაქტიურად შეწირა ცხოვრება, რომელსაც ბოლო პერიოდში არ უფასებდნენ გენიალურ ქმნილებებს და ამან მიიყვანა იმ საშინელ ტრაგედიამდე, რომელსაც მონასტერში თვითმკვლელობა ქვია......

ბერებმა რომ აღმოაჩინეს ასეთ მდგომარეობაში ისე ცუდად გახდნენ და ისე განიცადეს, რომ როგორც ბერებმა თქვეს : ''ისე ვლოცულობდით მისთვის, როცა ეს ადამიანი საკაცეთი გადაგვყადაო, რომ ვგრძნობდით როგორ მიდიოდა ეს ლოცვა პირდაპირ ღმერთთანო" (მაპატიეთ თუ ზუსტად ვერ გადმოვეცი მამაოების ნათქვამი)
ამიტომ ცოტა სამართლიანები ვიყოთ ხალხნო და დავაფასოთ ასეთი ხალხი,

Posted by: Nok 16 Nov 2007, 15:49
ჩიტუციო
დღეს. user.gif

ინტერპრეს-ის ქართულ საიტზე წერია... მაგრამ მიზეზი არ ვიცი... თავის მოკვლა სცადა ვითომ ისევ? sad.gif

2007-11-16 14:30
გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მწერალი და რეჟისორი გოდერძი ჩოხელი

http://www.interpressnews.ge/

Posted by: sevaida 16 Nov 2007, 15:52
QUOTE
თავის მოკვლა სცადა ვითომ ისევ?

არა, თუ სწორად ვიცი, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გარდაიცვალა sad.gif sad.gif

Posted by: lost_for_words 16 Nov 2007, 15:54
QUOTE
თავის მოკვლა სცადა ვითომ ისევ?

no.gif გულის უკმარისობით sad.gif

Posted by: kartveluri enebi 16 Nov 2007, 15:59
QUOTE (lost_for_words @ 16 Nov 2007, 15:54 )
QUOTE
თავის მოკვლა სცადა ვითომ ისევ?

no.gif გულის უკმარისობით sad.gif

გაზაფხულზე ჩაფიძის კლინიკაში იწვა დიდხანს. გული.

Posted by: elpi 16 Nov 2007, 15:59
-ცას ვარსკვლავებით იცი რა აწერია?
-რა?
-მე მოვდიოდი დასაბამიდან და ჩემი სული ყვავილივით მომქონდა შენთვის...
გოდერძი ჩოხელი

Posted by: kartveluri enebi 16 Nov 2007, 16:03
სადღაც აქვეა სიკვდილი,
როგორ ახლოა მიწა,
არყოფნის გემებს მივკივი
არარაობის ზღვიდან;
ალბათ ხარობდა დედაი,
როცა პატარას მზრდიდა!

Posted by: ghiblii 16 Nov 2007, 16:11
ეს კაციც ხო შევიწირეთ

დღეს ალბათ არაააააქტუალურია მარა სინამდვილეში ძალიან ცუდი ამბავია

Posted by: Makulatura 16 Nov 2007, 16:16
ვახ ამ წამს მოვისმინე ეგ ინფორმაცია! sad.gif

უნიკალური პიროვნება იყო ცხონებული!

ღმერთმა გაანათოს მისი სული

Posted by: shvelieti 16 Nov 2007, 16:54
"ადამიანად არყოფნის სევდა დაიწყო მისთვის" ...გენიალური ადამიანი იყო.პირველად გუდამაყრის ხეობაში რომ მოვხვდი მაშინ მივხვდი რატომ იყო ასეთი მარტივი და განუმეორებელი.ჩემი აზრით, მის "ცოდვის შვილებს"(სამწუხაროდ, ბევრს ნანახიც არ აქვს) ხუთ საუკეთესო ქართულ კინოფილმში დავასახელებდი და "ადამიანთა სევდა" ერთ-ერთი გენიალური ქართული რომანია.გული ჩამწყდა, ძალიან დიდი პიროვნება დავკარგეთ

Posted by: love_princess 16 Nov 2007, 16:55
ღმერთმა აცხონოს მისი სულიsad.gif კარგი მწერალი იყო...

Posted by: zicke 16 Nov 2007, 17:00
....................................

sad.gif

Posted by: fiamifero 16 Nov 2007, 17:07
shvelieti
როდის იყავი გუდამაყარში? spy.gif

Posted by: UZUL 16 Nov 2007, 17:08
"ღმერთო ... ღმერთო! რა შორსა ხარ..... "

Posted by: katharizo 16 Nov 2007, 17:16
ბურსაჭირი ულამაზესია.
მთაზე ნასახლარები და ქვემოთ უფსკრულში არაგვი.
გოდერძის ოჯახის ნასახლარიც იქაა...

Posted by: agentivar 16 Nov 2007, 17:19
"ნუღარ მოიგონებ აქაობას,
აქ შენნაირებს არ იხდენენ..."

-რა არის სიცოცხლე?
-სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა.
-სიკვდილი?
-სიკვდილიც სევდა არის, ადამიანად არყოფნის სევდა.

Posted by: ნიკუშა_მარქსი 16 Nov 2007, 17:36
დღეს ერთ-ერთი და თუ არა ერთადერთი პროზაიკოსი მოუკვდა ქართულ საზოგადოებას....
მე არ მომწონდა მისი რელიგიური სტილი მაგრამ ის მაინც ორიგინალური და ლამაზად მწერალი იყო, საქართველო კიდევ ერთი საინტერესო ადამიანით ნაკლული დარჩა.....

Posted by: the_lizard_king 16 Nov 2007, 18:13
ძალიან მიყვარს მისი რამდენიმე მოთხრობა... ფილმ ''სამოთხის გვრიტებზე' აღარაფერს ვიტყვი.

ისე ბოლო ბოლო რითი გარდაიცვალა? რა დიაგნოზი ჰქონდა თუ იცით?

Posted by: Gode 16 Nov 2007, 18:26
თითოოროლა პატივსაცემი პირევნებაღა დაგვრჩა და ისინიც ასე ნელ-ნელა გვეცლებიან ხელიდან...
მქონდა ბედნიერება მესაუბრა ერთხელ ამ არაჩვეულებრივ ადამიანთან, საოცარი პიროვნება იყო...

ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული...

Posted by: kartveli gogo 16 Nov 2007, 18:33
ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული. უდიდესი სიყვარულით და სითბოთი აღვსილი სიტყვები, მის ყველა ნაწარმოებში....
მე , მისი შემოქმედების გარდა, უბრალოება მხიბლავდა,ასე მგონია საკუთარ გენიალურობას ვერ ხვდებოდა....

Posted by: camomle 16 Nov 2007, 19:00
user posted image

Posted by: levan_abashidze 16 Nov 2007, 19:10
ამათ ხელში თითქოსდა ისე გაუბრალოვდა ყველაფერი.... გოდერძი ჩოხელი მისი მოთხრობები თუ კინო-ფილმი არასოდეს წაიშლება ქართული ცნობიერბიდან.. .თუმცა რა მიიღო მან? მხოლოდ გაძაღლებული ყოფა.... ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული....

,, ნუღარ მოიგონებ აქაობას,
აქ შენნაირებს არ იხდენენ"....მართლაც, რომ ეგრეა...

Posted by: Moreira 16 Nov 2007, 19:11
ჩამწყდა გული sad.gif
ბანკში ანგარიშიც ყოფილა გახსნილი და არავინ ეხმარებოდა თურმე ნორმალურად. ბოლოს ჩემი მეგობარი იყო მასთან, მან უკეთ იცის .. 53 კილო იყო ამ დღეებში. მთელი დღე ჩამაშხამდა..

ghiblii
QUOTE
ეს კაციც ხო შევიწირეთ

ნამდვილად!

Posted by: Mkvdari_Mgeli 16 Nov 2007, 19:29
ნათელე ხსოუნაჰ
-----------------------------------

Posted by: BadbadGirl 16 Nov 2007, 19:33
ძალიან შემეცოდა sad.gif sad.gif
------------------------------------

Posted by: სექსტეტი 16 Nov 2007, 19:52
ჟალ'.

რამდენადაც მეცოდებოდა და გული შემტკიოდა მაგ კაცზე, იმდენად არ მიყვარდა მისი შემოქმედება.

საწკალი.

Posted by: KAM_M_MILA 16 Nov 2007, 20:00
მივუსამძიმრებ ოჯახს და სრულიად საქართველოს...
დასანანია ასე ადრეული სიკვდილი.

Posted by: ტემპერა 16 Nov 2007, 20:06
ვახ საწყალი. ძალიან დამენანა...
ღმერთმა აცხოვნოს..

Posted by: Desert Eagle 16 Nov 2007, 21:03
ძალიან დამწყდა გული,
sad.gif
ღმერთმა გაანათლოს მისი სული

Posted by: Марита 16 Nov 2007, 21:10
ძლიან შემეცოდა.

კარგი კაცი იყო, მაგრამ ამ სამყაროსთვის იყო ცოდო.

ვერ მოახერხა ადაპტირება.

Posted by: Atheous_Morti 16 Nov 2007, 21:17
ადრე იყო სიუჟეტი რო თავის მოკვლას აპირებდა.
არავის აღარ ვჭირდები არც მე და არჩ ჩემნაირი ხალხიო.
რო მივიდნენ მერე და რო დაეხმარნენ.

ესე უსკდებათ გულები კარგ ხალხს ამ ქვეყანაში...

sad.gif

Posted by: Int3lig3nt 16 Nov 2007, 21:19
sad.gif
საწყალი, რას ჰგავს იმ ფოტოში, ჩამომხმარია sad.gif.

Posted by: muzabello 16 Nov 2007, 21:23
QUOTE
საწყალი, რას ჰგავს იმ ფოტოში, ჩამომხმარია

მის მზერაში სევდაც კი მკვდარია. sad.gif

Posted by: მოდუსი 16 Nov 2007, 21:28
ღმერთმა აცხონოს მისი სული...

-----------------------

Posted by: sevaida 16 Nov 2007, 21:32
ახლა გვეცოდება ეს ადამიანი, თორემ აბა თემის დასაწყისს გადახედეთ, რაებს წერდნენ, თვითმკვლელობის დადგმასაც კი აბრალებდნენ..

საშინელებაა რა sad.gif

Posted by: fiesta_eterna 16 Nov 2007, 21:41
საშინლად მეტკინა გული და ყელთან ბურთივით დამეკიდა რაღაცა.... ღმერთმა გაანათლოს მისი სული. sad.gif

Posted by: მაწო 16 Nov 2007, 21:44
____:( ____
სამწუხაროა

შემინახე, დედაო მიწავ!

შენი სხეული ჩემს სხეულზე უფრო გამძლეა, ამიტომ ჩემს ძვლებს შენ გაბარებ სიკვდილის მერე.
როცა ჩემს თვალებს ცის ნათელი დაეკარგებათ,
როცა ჩამოვლევ ჩემს წილ საწუთროს,
როცა ჩემს მუხლებს შენზე დგომა არ შეეძლება,
როცა ჩავქრები, სამძღორს იქით რომ გარდავხდები...
გაიხსენი, გაიხსენი ეგ საკინძე და მიმიღე; მიმიღე და შემინახე, შენ ხომ დედასავით გულუხვი ხარ, დედაჩემის გულიც ხომ შენთან არის, დედაჩემის მუხლებიც ხომ შენს უბეში აწყვია. მეც მანდ მამყოფე, მაგრძნობინე მაგ გულის ფეთქვა.
გაისხენი და მძივებივით ჩაიკრიფე მაგ უბეში ჩემი ძოლმანი.
ვინ დამაყენა შენს ბეჭებზედ, ვინ მომცა სახე, ვინ გამიმაგრა ეს მუხლები, ძვალი ძვალზე ვინ შემომადგა.
ვინ მოახვია ჩემს ძვლებს ეგ ხორცი.
ვის სამსხვერპლოზე ვანთივარ სულით.
რად ახვევია ჩემს არსებას ეს საწუთრო ნისლივით მღვრიე.
ეს ყოველივე რატომ ხდება ან რაც არ ხდება, რატომ არ ხდება. სულს ვინ მიწეწავს, ვისი გონით გონივრობს გონი.
ვისი ხელია, მიწას რომ თხრის და თავისივე ძვლებს ასამარებს.
მე მესმის შენი იდუმალი ამოძახილი:
_ გაჩუმდიო! _ რომ ამომძახი.
_ ღმერთის ნებაა!
იყო ნება ღვთისა და არარისგან იქმნა რაობა.
იყო ნება ღვთისა და რაობა იქცა არარაობად.
შეეთვისა და განეთვისა:
ცეცხლი ჰაერს, ჰაერი წყალს, წყალი მიწას...
იშვა ყოველი სახიერი ღვთის არსებაში...
დავიბადე!
აჰა, მოვედი ზენაარო შენს საუფლოში:
_ სად ვინა ხართ, გამოიხედეთ!
მე არავინ შემეხმიანა და ვიდრე გონების თვალს აღმიხელდი, ვტკბებოდი შენით.
ჩემი სხეული შენით აღივსო და მეც ისევე დამემართა, როგორც უცხო ადგილზე მოხვედრილ დამშეულ მგზავრს ემართება _ რომ მოისვენებს, ხორცს განიძღებს, მერეღა ძიობს მისი სული გულუხვ მასპინძელს.
მე შენ გეძებდი.
გეძებდი მანამ, სანამ შენ თვითონ არ ჩამოწვდი ჩემს გულ-გონებას:
_ ყველაფერი ღვთის წილია და ყველაფერში ღმერთი სულდგმულობს.
შენც ხომ ღვთის წილი ხარ, დედამიწავ!
შენი სხეული ჩემს სხეულზე უფრო გამძლეა, ამიტომ ჩემს ძვლებს შენ გაბარებ სიკვდილის მერე.
მე სანთელს ვგავარ, შენს ბეჭებზე ორი ფერის ტაბლაზე ვიწვი: დღისით და ღამით.
უფლის განგებით სავსე არის ორივე ტაბლა:
ღამე სიზმრებით, ხოლო დღისით სახიერი ცხადი ხილვებით.
ჩამოდგა ჩემი დღის ტაბლაზე ჩაქრობის ჟამი.
ღამის ტაბლაზე მოსალხენად მიდის უფალი.
მე ვიღვენთები და შემოქმედს წყვდიადს ვუნათებ, რომ დღის ტაბლიდან სახიერი სიზმრეულში გადაიტანოს...
და სული ჩემი ჰგავს ქარბორბალას, ტრიალებს ჩემში და რაც მოაქვს, მიაქვს ისევე.
.
შენი სხეული ჩემს სხეულზე უფრო გამძლეა, ამიტომ ჩემს ძვლებს შენ გაბარებ სიკვდილის მერე.
როცა ჩემს თვალებს ცის ნათელი დაეკარგებათ,
როცა ჩამოვლევ ჩემს წილ საწუთროს,
როცა ჩემს მუხლებს შენზე დგომა არ შეეძლებათ,
როცა ჩავქრები, სამძღორს იქით რომ გარდავხდები,
გაისხენი, გაისხენი ეგ საკინძე და მიმიღე მე.
მიმიღე და შემინახე, შენ ხომ დედასავით გულუხვი ხარ, დედაჩემის გულიც ხომ შენთან არის, დედაჩემის მუხლებიც ხომ შენს უბეში აწყვია. მეც მანდ მამყოფე, მაგრძნობინე მაგ გულის ფეთქვა...
გაიხსენი და მძივებივით ჩაიკრიფე მაგ უბეში ჩემი ძოლმანი.
მე რომ ჩამომძახებენ:
_ მიწა ხარ და მიწად იქეც!
_ მიწა ხარ და მიწად იქეც!
აი, ეგ სიტყვები დაიჭირე, შიგ ჩემი ძვლები გამოხვიე და შემინახე, რომ არ დაგეკარგო. გამომალიჭისთავე, რომ შემდეგ, როცა დაგჭირდე, ადვილად გამომხსნა.
შემინახე, დედაო მიწავ!

გოდერძი ჩოხელი

Posted by: agr_bak 16 Nov 2007, 21:49
ეს თემა ახლა ვნახე პირველად და გოდერძი ჩოხელის სიკვდილზე მეტად იმაზე დამწყდა გული , რომ ამდენი ღვარძლიანი ადამიანი ცხოვრობს ამ ქვეყნად.

დეპრესია რატომ ჰქონდა? სწორედ იმიტომ რომ ასეთ გარემოში ცხოვრობდა. გადახედეთ ამ თემის პირველ ნაწილს და მერე გაიაზრეთ როგორი დეპრესია შეიძლება ჰქონდეს ალალ , წესიერ და კეთილშობილ ადამიანს რომელსაც თავისი ქვეყანა უყვარს, რომელიც აქაური ზოგიერთი არშემდგარი ადამიანისგან განსხვავებით სილამაზეზე, ერთგულებაზე, წესიერებაზე წერს და გარშემო ამდენი ნაგავი ახვევია.

მაპატიეთ ცოტა უხეში პოსტია მაგრამ ეს სწორედ ის მომენტია როდესაც მცხვენია ხოლმე რომ ქართველი ვარ. ( გინდა გოდერძი ჩოხელის თემა იყოს ეს და გინდა ჭიჭიკო ბენდელიანის, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ურალოდ ასეთი ღვარძლი საიდან დაგროვდა. ამდენი შური და სიბოროტე. კარგით გახარებას გადავეჩვიეთ ადამიანები. სხვა თუ კარგია უნდა გვძულდეს, დავჩაგროთ რომ ამით საკუთარი სიცუდე დავმალოთ?

ტფუი!

ღმერთმა ნათელში ამყოფოს გოდერძი ჩოხელის სული. სუფთა ადამიანი დააკლდა ქვეყანას

Posted by: sevaida 16 Nov 2007, 21:54
QUOTE
დეპრესია რატომ ჰქონდა? სწორედ იმიტომ რომ ასეთ გარემოში ცხოვრობდა. გადახედეთ ამ თემის პირველ ნაწილს და მერე გაიაზრეთ როგორი დეპრესია შეიძლება ჰქონდეს ალალ , წესიერ და კეთილშობილ ადამიანს რომელსაც თავისი ქვეყანა უყვარს, რომელიც აქაური ზოგიერთი არშემდგარი ადამიანისგან განსხვავებით სილამაზეზე, ერთგულებაზე, წესიერებაზე წერს და გარშემო ამდენი ნაგავი ახვევია.

მართალი ხარ, სწორედ ამ კეთილშობილების და პატიოსნების გამო დაატეხეს ამდენი ღვარძლი ბოღმა და ამ უწესიერესმა ადამიანმაც პირველ რიგში სწორედ ეგ ვერ აიტანა და არა მატერიალური გაჭირვება და რაღაც სხვა..

Posted by: radiology 16 Nov 2007, 21:59
მაგრა მეწყინა,ეხლა გავიგე....
ბოლოს დაახლოებით ერთი თვის წინ ვნახე რესპუბლიკურ საავადმყოფოში,ძალიან ცუდად გამოიყურებოდა....
ეტყობოდა რო ფსიქიურადაც ვერ იყო კარგად..... cry.gif

Posted by: mtvareuli 16 Nov 2007, 22:05
cry.gif

ადამიანად ყოფნის სევდა ადამიანად არყოფნის სევდად შეეცვალა.... mo.gif

Posted by: inspeqtori 16 Nov 2007, 22:09
სიტყვები უკვე ზედმეტია................ sad.gif

Posted by: michael_ 16 Nov 2007, 22:16
QUOTE
სიტყვები უკვე ზედმეტია................

yes.gif

sad.gif

Posted by: sexi-bicola 16 Nov 2007, 23:52
აუუუ რ ამოუვიდა ეხლა გავიგე რო მოკვდა

რატო მოკვდა

ხოდა სად ცხოვრობს არ ივით სადაა პანაშვიდი 20 რო ასაფლავებენ ეგ კი გავიგე

აუუუუუუ ეს სურათზე გოდერძია????????????????????? eek.gif eek.gif

6 წელია ვამბობ ქუჩაში რო შემხვდება ვეტყვი რო ძაან მიყვარს დაჯე ვმეცადინოებდი როგრო მეთქვა....

Posted by: Nan 16 Nov 2007, 23:59
ვანომ მითხრა ახლა, რომ გარდაიცვალა და მოვძებნე ფორუმზე თემა, რომ მეთქვა, რამდენად გულსატკენია ეს ამბავი. მეც წავიდოდი და მივუსამძიმრებდი მის ოჯახს, რომ შემეძლოს და რომ არ შემიძლია, აქ შემოვედი.

მაგრამ პირველ გვერდზე პოსტები რომ ვნახე.....არა, აზრი არ აქვს კომენტარს. ერთი სიცილაკი საკმარისია puke.gif

Posted by: პერწკლი 17 Nov 2007, 00:01
QUOTE (Atheous_Morti @ 16 Nov 2007, 21:17 )
თავის მოკვლას აპირებდა.
არავის აღარ ვჭირდები არც მე და არჩ ჩემნაირი ხალხიო.

cry.gif cry.gif cry.gif
..............................................

Posted by: sexi-bicola 17 Nov 2007, 00:03
აუ ხალხო ხო არ იცით პანაშვიდი სად იმართება????????

ვა რა გული მტკივა როგრო მიყვარდამდევებზე როცა ლაპარაკობდა

Posted by: EDENA 17 Nov 2007, 00:08
მთელ საქართველოს დასწყვიტა გული!!! sad.gif sad.gif

Posted by: kartveluri enebi 17 Nov 2007, 01:01
QUOTE (sexi-bicola @ 17 Nov 2007, 00:03 )
აუ ხალხო ხო არ იცით პანაშვიდი სად იმართება????????

ვა რა გული მტკივა როგრო მიყვარდამდევებზე როცა ლაპარაკობდა

დიღმის მასივში ცხოვრობენ.

ზუსტ მისამართს katharizo დაწერს ალბათ ხვალ.

sad.gif

Posted by: Gegecha 17 Nov 2007, 01:05
................................... sad.gif sad.gif

Posted by: Nicola Conte 17 Nov 2007, 01:24
ძალიან კარგი პიროვნება იყო და ამასთან ერთად ჭეშმარიტი ხელოვანი! სამწუხარო პაქტია sad.gif

Posted by: Annabel Lee 17 Nov 2007, 02:28
მისი გარდაცვალების ამბავი რომ გავიგე, საკუთარი თავიც დავიდანაშაულე, თუმცა, ბოლომდე კი ვერ გავიაზრე, რისთვის.
მათ, ვისაც მართლა გვიყვარს იგი, ხომ შეგვეძლო რაღაცნაირად დავხმარებოდით, გაგვემხნევებინა. მაგრამ ამაოდ!

Posted by: Opizar 17 Nov 2007, 02:31
საწყალი ((...

Posted by: სემირამიდა 17 Nov 2007, 02:48
აუ ისე ჩამწყდა გულში რაღაც არც მოველოდი , როგორ დამენანააა : (((((((((((

ალბათ დღევანდელ საქართველოში არც ერთი ცნობადი სახის (ხელოვანის) გარდაცვალებას ასე არ განვიცდიდი sad.gifsad.gifsad.gif
* * *
kartveluri enebi
QUOTE
დიღმის მასივში ცხოვრობენ.

I კვ. კორ. 13

ალბათ პანაშვიდები იქ იქნება?

Posted by: Doloress 17 Nov 2007, 02:57
cry.gif cry.gif cry.gif

ძალიან მიყვარდა..

Posted by: აღასპერი 17 Nov 2007, 03:02
რა საშინელი სურათი დევს : (

ჯალ : ((

Posted by: kaiser Soze 17 Nov 2007, 04:41
ჩვენი სირცხვილია ეგრე არ უნდა გარდაცვლილიყო...
ჩვენი კარგის მოვლა უნდა ვიცოდეთ
სიკვდილის მერე მაინც დავაფასოთ...

Posted by: SeNioRiTa* 17 Nov 2007, 05:28
ღმერთმა სულ ნათელში ამყოფოს sad.gif sad.gif sad.gif

Posted by: alex- 17 Nov 2007, 11:41
ღმერთმა აცხონოს მისი სული...
კარგი კაცი იყო.

Posted by: Misha_2007 17 Nov 2007, 11:48
ღმერთმა ნათელში ამყოფოს, ძალიან შემეცოდა. ნამდვილად კარგი მწერალი და რეჟისორი იყო, რაც მთავარია ქვეყნის დიდი პატრიოტი იყო.

Posted by: unknown lady 17 Nov 2007, 11:51
sad.gif cry.gif cry.gif cry.gif cry.gif cry.gif

==================================================================================================================

Posted by: katharizo 17 Nov 2007, 11:52
მთელი დღე მეტირებოდა,
ლამის გულზე გავსკდი, სამსახურიდანაც გვიანამდე ვერ გამოვედი. ამ თემას ვათვალიერებდი და მის ლექსებს ბკითხულობდი დღისით. ბევრი რამ გამახსენდა.

გოდერძის 147-ე სკოლაში მოუწყვეს შეხვედრა რამდენიმე წლის წინ. მახსოვს ის ბავშვები, ვინც ამ საღამოში მონაწილეობდნენ და როგორი სიხარულით უყურებდა იმ სიყვარულს, რაც ბავშვებში იყო და რაც მართლა ხალასი იყო, რასაც ვერ მოირგებ სახეზე ნიღაბივით, რადგან გულიდან უნდა მოდიოდეს.
ვუყურებდი და ვფიქრობდი, თითქოს ბავშვად იქცა, თავის ბავშვობაში წავიდა თითქოს.

შარშან კი, როცა ცუდად იყო და საავადმყოფოში იწვა, ამ სკოლის ბავშვებმა, ალბათ შეეშინდათ, რამე არ მოუვიდესო, სასწრაფოდ დაუწერეს წერილები, ზოგმა დახატა კიდეც და ერთად შეგროვილი გაუგზავნეს მასწავლებლის ხელით. მახსოვს მათთან სტუმრად ვიყავით, ეს ნახატები და ნაწერები მივუტანეთ. ხომ ძალიან ცუდად იყო, უკვე სახლში ჰყავდათ გადაყვანილი, მაგრამ ყველა წაიკითხა, არცერთი ისე არ დატოვა, რომ არ ენახა. გაუხარდა. მახსოვს, მაშინვე გვითხრა, ახლა ჩემი ოთხ თუ ხუთტომეული უნდა გამოიცეს და იმის ბოლო ტომში აუცილებლად შევატანინებ ამ წერილებსო.

ჩვენ ვერ ვხვდებით, ხელოვანისათვის ყურადღება რამდენად საჭიროა. ამას მხოლოდ მათი გარდაცვალების მერე ვაღიარებთ ხოლმე.

Posted by: მროველი 17 Nov 2007, 11:59
ეხლა შეგეცოდათ არა?
ეხლა მოგადგათ არა ცრემლი თვალზე?
მაპატიეთ, მაგრამ უმეტესობა ფარისევლები და ნაბიჭვრები ხართ yes.gif

გოდერძიმ კი გაასწრო
ამ ხალხთან ყოფნას ისევ ზემოთ, ჰადესის მინდვრების სიმწვანე სჯობს
ღმერთმა გაანათლოს მისი სული

Posted by: katharizo 17 Nov 2007, 12:07
მროველი
QUOTE
ეხლა შეგეცოდათ არა?
ეხლა მოგადგათ არა ცრემლი თვალზე?
მაპატიეთ, მაგრამ უმეტესობა ფარისევლები და ნაბიჭვრები ხართ

ზოგადად ლაპარაკი იმითაა ცუდი, რომ შიგ ბევრი დაუმსახურებლად ილანძღება ხოლმე.
ყველა ემოცია, ტირილიც და სიცილიც, რაც ბუნებრივია, არც დასაცინია და არც საქილიკო. და არც ამ ემოციების გამოხატვის შეზღუდვაა კარგი საქციელი, მროველ. მერე, ერთი შემთხვევისა არ იყოს, არ მიმითითო, ჩემს ნიკს შეხედე, ცინიკოსი მიწერიაო. ამოფრენილი სიტყვა უკან აღარ ბრუნდება ხოლმე.

ისე, ამ ფორუმზე ადამიანებს ბევრი ბოღმა აქვთ და ეკრანსმიღმა ადვილია მისი ამორწყევა.

Posted by: მროველი 17 Nov 2007, 13:06
katharizo
ნაღდად ვერ მივხვდი რისი თქმა გსურს
თუ რამე ისე ვერ არის, როგორც შენ გაგიხარდება, შეგიძლია PM-ში მომმართო
არ ღირს ამ თემის გაოფება no.gif

Posted by: kartveluri enebi 17 Nov 2007, 13:38
QUOTE (katharizo @ 17 Nov 2007, 12:07 )
მროველი
QUOTE
ეხლა შეგეცოდათ არა?
ეხლა მოგადგათ არა ცრემლი თვალზე?
მაპატიეთ, მაგრამ უმეტესობა ფარისევლები და ნაბიჭვრები ხართ

ზოგადად ლაპარაკი იმითაა ცუდი, რომ შიგ ბევრი დაუმსახურებლად ილანძღება ხოლმე.
ყველა ემოცია, ტირილიც და სიცილიც, რაც ბუნებრივია, არც დასაცინია და არც საქილიკო. და არც ამ ემოციების გამოხატვის შეზღუდვაა კარგი საქციელი, მროველ. მერე, ერთი შემთხვევისა არ იყოს, არ მიმითითო, ჩემს ნიკს შეხედე, ცინიკოსი მიწერიაო. ამოფრენილი სიტყვა უკან აღარ ბრუნდება ხოლმე.

ისე, ამ ფორუმზე ადამიანებს ბევრი ბოღმა აქვთ და ეკრანსმიღმა ადვილია მისი ამორწყევა.

katharizo, შენზე არ უნდა მიგეღო. აქ საკმარისზე მეტი ხალხია, ვინც წინა გვერდები ააჭრელა თვითმკვლელობის დადგმის ბრალდებით.

შენ ხომ იცი, რომ გულწრფელი იყავი და ხარ.

ყველამ თავის გულში ჩაიხედოს და სხვის დადანაშაულებას შეეშვას.

შეიძლება არც მატერიალურად შეგეძლოს დახმარება, არც თბილი სიტყვა გემეტებოდეს, მაგრამ შეეცადო, ღვარძლი მაინც არ ამოანთხიო და იქით არ დაადანაშაულო გაჭირვებული ადამიანი.

არც მე დამავიწყდება ბურსაჭირიდან(/ბურსაჭილიდან) დანახული გოდერძის ნასახლარი.

ღმერთმა აცხონოს. ახლა იწყება (გრძელდება) მისი ცხოვრება მის გმირებში.

kaiser Soze
ჩვენი სირცხვილია ეგრე არ უნდა გარდაცვლილიყო...
ჩვენი კარგის მოვლა უნდა ვიცოდეთ
სიკვდილის მერე მაინც დავაფასოთ...

სამწუხაროდ, მხოლოდ სიკვდილის მერე ვიცით მოვლა და დაფასება.

Posted by: irmisa2005 17 Nov 2007, 13:57
QUOTE
სამწუხაროდ, მხოლოდ სიკვდილის მერე ვიცით მოვლა და დაფასება.
არც ეგ არ ვიცით, მაგრამ ,,უმჯობესი იქნებოდა უფრო გაწონასწორებული და ძლიერი ყოფილიყო,,,,თორემჩვენს ანუ ადამიანების იმედზე,,,ეჰ.

პრინციპში ეგ კაცი მიისწრაფოდა სიკვდილისკენ,მთელი მაგისი შემოქმედება ჰადესით და თანატოსით არის სავსე,..რაღაცნაირი სიკვდილის აპოლოგეტი უფროა ვიდე სიცოცხლის.. უყვრდა კიდეც სიკვდილი..იქ წავიდა რაც უყვრდა და სადაც მიისწრაფოდა, მაგისი არჩევანი იყო,,, მოკლედ გამგები გაიგებს.როგორც განიცდიდა ისე წერდა, ნამდვილად ვერ იტყვი რომ სიყალბეა,

ანუ მინდა გადავხედო მი ს შემოქმედებას მაგრამ მეშინია რაიმე დეპრესიის ან დიდი სევდის მსგავსი არ მოვიდეს,, ეს ეხლა აარ მჭირდება,,და მერე ვნახოთ,

გული მწყდება ერთხელ ფორუმზე ითქვა წავიდეთ და ვანახოთ,მოვეფეროთ ჩოხელსო თითქოს დავინტერესდიტ და მოვიფიქრეთ მაგრამ ვერ მოვახერხეთ..,მაგრამ კიდევ ბევრ რამეზე და ვინმეზე მწყდება გული. როგორც იტყვიან სე ლა ვი

Posted by: sexi-bicola 17 Nov 2007, 19:35
ხალხნო ნარდად ეგ მისამრთია?

იყავით ვინმე?

არავის არ ავადგე

Posted by: Tsadamiani 17 Nov 2007, 22:29
კიდევ ერთი ძალიან ძალიან მაგარი ადამიანი და შემოქმედი

sad.gif

გული ჩამწყდა

Posted by: lemon tree 17 Nov 2007, 23:02
ღმერათის ნებაა ყველაფერი

http://bin.ge/file/105345/18-Track-18.mp3.html

გული მწყდება...

Posted by: IDIOTKA 17 Nov 2007, 23:03
მაგრად შემეცოდა sad.gif sad.gifsad.gifsad.gifsad.gif................

Posted by: ნევროსტიკი 18 Nov 2007, 01:26
QUOTE
mestumre

QUOTE
საინტერესოა ის ვისაც ჩოხელის შემოქმედება არ მოსწონს და სიყალბედ მიაჩნია თვითონ რას ქმნის?

თვითონ არ ქმნის სიყალბეს

კიდევ გაინტერესებს რამე?

lol.gif

რამხელა ამბიციები აქვს ამ ხალხს lol.gif

keh.gif

___________

ძალიან შემეცოდა, ნათელში იყოს sad.gif

Posted by: Fall_For_You 18 Nov 2007, 03:05
არ ვიცი რა დავწერო cry.gif

უბრალოდ გუშინ ვიტირე user.gif

უკანასკნელი დიდი პოეტი დაეღუპა საქართველოს...

ეს ერთი ადამიანი იყო დარჩენილი ნორმალური პოეტი და ისიც დაიღუპა cry.gif
მართლაც დიდი ადამიანი იყო...
ვაჟას ტრადიციების გამგრძელებელი...

ვერაფერს ვამბობ უბრალოდ
ჩემზე ძალიან იმოქმედა ამ ამბავმა

Posted by: gvadalahara 18 Nov 2007, 12:40
ნახეთ ჩოხელის პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმები "ბაკურხეველი ხევსური", "მეკვლე" "ადგილის დედა", ეს არის კარგი და ნამდვილი კინო, მერე უფრო გასაგები გახდება, რატომ თვლიან ჩოხელის ფილმებს საავტორო კინოდ.

Posted by: maldini 18 Nov 2007, 16:57
მე მგონი ქაშვეთის ეკლესიიდანაა გამოსვენება....

Posted by: katharizo 19 Nov 2007, 11:28
დღეს ქაშვეთის ეკლესიაში გადაასვენებენ, როგორც მე ვიცი, 5-დან 6-მდე საღამოს.

Posted by: love_princess 19 Nov 2007, 14:45
ახლა მოვედი პანაშვიდიდანsad.gif( საცოდავი... აცხონოს ღმერთმა მისი სული...

Posted by: Bivrili 19 Nov 2007, 15:44
რა გატირებს?
რაღაც გამახსენდა.
მაინც?
აი ახლა ორმა კაცმა ჩამოიარა და რატომღაც გამახსენდა, რომ ამ კაცებმა ოდესრაც ზუსტად ასე ჩამოიარეს.
მერე რა გატირებს?
ხშირად მემართება ასეთი რაღაცეები. ხშირად ვაკეთებ რაღაცას და რატომღაც მგონია, რომ როდესღაც ეს უკვე იყო.
ეგ მეც მემართება, რა არის მანდ სატირალი.
რა და მეშინია, როდესმე კიდევ ასე რომ განმეორდეს ჩემი ცხოვრება.
გინდა შენზე მოთხრობა დავწერო?
არ მინდა.
რატომ?
შენს მოთხრობაში ყოველთვის კვდებიან.
მერე შენ ამისა გეშინია?!
შენ არ გეშინია?!
რისი უნდა მეშინოდეს?
დასასრულის.
დასასრული არ არსებობს.
როგორ თუ არ არსებობს?!
ისე, რაიმეს დასასრულში ყოველთვის დასაწყისი დგას.
მაშ, რატომ ხარ ნაღვლიანი, როცა შენი მოთხრობის გმირები კვდებიან?
რა ვიცი, მაინც მეცოდებიან.
თუ გეცოდებიან, მაშინ რატომღა ჰკლავ?
კვდებიან და რა ვქნა. წესით არ უნდა ვნაღვლობდე.
რატომ?
იმიტომ , რომ ყოველი არსი თვითონ ეძებს დასასრულს, ესაა მიზანი, მაგრამ ხომ გითხარ, დასასრული არ არსებობს-მეთქი.
მაშ რატომ ტირიან ადამიანები?
ეშინიათ და იმიტომ.
რისი ეშინიათ?
დასაწყისის. ვისაც არ ეშინია , ის არც ტირის.
მაგრამ სხვა როცა ტირის სხვის სიკვდილს?
თავის თავი ჰყავს მის ადგილას წარმოდგენილი. მკვდარი არ ტირის, იმიტომ, რომ ს ი კ ვ დ ი ლ ი უკვე დ ა ს ა წ ყ ი ს ი ა.
იქნებ მაგიტომ არ ტირიან?
მაშ, რატომ?
შეიძლება სხვა მხრიდან ვართ მოსული და რაკი ვეღარ წავედით, აქ უნდა დავიმარხოთ იმიტომ ვტირით.
მოსული?
ჰო, შეიძლება ციდან მოვფრინდით, აქ რაკეტა მოგვეშალა და ვეღარ წავედით. ტირილითაც იმიტომ ვტირით, აქ რომ ვრჩებით.
ეგ რამ გაფიქრებინა?
ე კ ლ ე ს ი ე ბ მ ა. ხედავ როგორ არის ზოგი აშენებული, ცაში გასაფრენად გამზადებულ რაკეტს ჰგავს, ჩვენ შიგნით შევდივართ და ვლოცულობთ. რატომ? იქნებ ისევ ცაში ამაღლება გვინდა და, რომ არაფერი გამოდის და მიწას ვაბარებთ ერთიმეორეს, ვტირით.
მაგრამ რატომ არ განმეორდა?
რა?
შენ რომ თქვი, შენში რაღაცეები მეორდება, რატომ არ განმეორდა ციდან აქ მოსვლა?
შეიძლება ოდესმე ისიც განმეორდეს.
და თუ განმეორდა მაინც იტირებ?
არ ვიცი, მე საერთოდ არ ვიცი რატომ ტირის ადამიანი?
იმიტომ რომ თავისუფლება უნდა.
მერე აღარ იტირებს?
არა. თავისუფალ კაცს დასაწყისისა არ ეშინია.
დაწერე რა!
რა?
მოთხრობა დაწერე ჩემზე.
შენც რომ შემომაკვდე ბოლოს?
არა, იცი როგორ დაწერე?
ვიცხოვრე დედამიწაზე, დიდხანს ვიცხოვრე, დაახლოვებით ას წელს.
მერე?
ამ ასი წლის მანძილზე ხშირად ისეთ რაღაცეებს ვაკეთებდი, რაც ოდესღაც გაკეთებული მქონდა.
მერე?
ერთ დღეს ციდან ოქროსფერი ხომალდი მოფრინდა, მე გამახსენდა, რომ ამ ხომალდს უნდა წავყვე, ჩავჯექი და წავედი ცაში.
დაწერ?.................................................................................

დავწერე.

cry.gif cry.gif cry.gif ეს მისი შემოქმედებაა, უბრალდ წაიკითხეთ .............აქ არაა საუბარი ვის პარტიაში იყო იგი, არც ის ჩანს სადმე, რომ თურმე მას წუწუნი ყვარებია და ვინმეს თავს აბეზრდებდა ოდესმე.................
აქ უბრალოდ ჩოხელის საქართველოა და ვინც ამ საქართველოს შეიცნობს , მის შემოქმედიბასაც იგრძნობს, ვინც ვერ , ის უბრალოდ გვერდს აუვლის.....................
ნუთუ ასე ძნელია ასეთი სიმარტივის აღქმა?...................ეს ხომ შენ ხარ და მისი საქართველო.................. cry.gif

Posted by: mazuna 19 Nov 2007, 18:26

გოდერძის ჰქონდა საოცრად სევდიანი და წყლიანი თვალები...ის როცა იღიმებოდა კიდევ უფრო ეკვეთებოდა თვალებში სევდა...მას საოცარი, სავდიანი ღიმილი ჰქონდა...დღეს ვუყურებდი დიდხანს იმ იმედით რომ ამ საოცარ თვალებს კიდევ ვნახავდი...მაგრამ...არ იყო ღიმილი,არ იყო წყლიანი თვალების კიაფი...სამაგიეროდ იყო ს ე ვ დ ა . . . გოდერძისეული დუმილი,დარდი,ტკივილი და სევდა...იყო უამრავი წყლიანი თვალები და მის მკერდზე დამხობილი მისი ლამაზი ცოლი ნინო...

Posted by: love_princess 19 Nov 2007, 18:37
კედელზე გვირილების ვენოკი ეკიდა,
კუბოს თავზე დაყურებდა...
სანთელი უსიცოცხლოდ იწვოდა,
გარედან ზარების რეკვა ისმოდა...
ოთახში მკვდარი დადიოდა,
ვერაფერს გრძნობდა, ისე სციოდა...
სული ზეცაში დაჰქროდა უმისამართოდ...
დღეს წყდებოდა თუ სად იქნებოდა მისი ახალი ბინა...
გულებში წვიმდა!

...უცებ...
...კარზე კაკუნი გაისმა...
მკვდარი ფიქრობდა:
"ალბათ, მომაკითხეს!
მე წავალ და აღარ დავბრუნდები...
ღმერთო, არ მომკლა!"

სული კი უსასრულოდ დაფრინავდა,
ზეცაში ნავარდობდა...

* * *
ეს დავწერე, როდესაც პანაშვიდიდან დავბრუნდი... გული ჩამწყვიტაsad.gif

Posted by: eloiza 19 Nov 2007, 23:00
love_princess
საიდანაა გამოსვენება და რომელ საათზე ხომ არ იცი????

არავინ იცით????

Posted by: katharizo 19 Nov 2007, 23:21
ქაშვეთის ეკლესიიდან ხვალ, საათი არ ვიცი

Posted by: Bivrili 25 Nov 2007, 14:14
იქნებ მითხრათ სად ვნახო გოდერძის "თევზის წერილები"?..............ან ვისაც აქვს იქნებ გამომიგზავნოთ რა გთხოვთ................
* * *
იქნებ მითხრათ სად ვნახო გოდერძის "თევზის წერილები"?..............ან ვისაც აქვს იქნებ გამომიგზავნოთ რა გთხოვთ................

Posted by: ginny 25 Nov 2007, 22:15
პრეზენტაცია მქონდა გოდერძი ჩოხელზე ამ ოთხშაბათს, ორი კვირის წინ ვიყავი ჩაწერილი და ინტერვიუს გაკეთებას ვაპირებდი sad.gif და პარასკევს რა გავიგე.. ეჰ...
რა არის სიცოცხლე?
ადამიანად ყოფნის სევდა...
სიკვდილი?
ადამიანად არყოფნის სევდა...

Posted by: love_princess 26 Nov 2007, 13:11
ginny

გეთანხმებიsad.gif ძAლიან სამწუხაროა, რომ ვერ მოასწარი ინტერვიუს აღება... თუმცა ბოლო ხანებში ისე ცუდად გრძნობდა თავს, ცოცხალიც რომ ყოფილიყო, ვერ დაგელაპარაკებოდაsad.gif

Posted by: mainc 26 Nov 2007, 16:12
თოვლი

საოცარია,
გუშინ სულმთლად ყვითელმა მთებმა,
დაიძინეს და
ერთ ღამეში გაჭაღარავდნენ

love.gif

user.gif

Posted by: Fe_male 26 Nov 2007, 16:45
სანამ ცოცხალი ხარ ყველას ფეხებზე კიდიხარ და რო მოკვდები მერე ახსენდებათ რომ არსებობდი........(( cry.gif

Posted by: Einherjar 26 Nov 2007, 18:11

ბოლოს მაგრად ცუდად იყო ... ტეხავს

Posted by: vip_ 26 Nov 2007, 20:09
QUOTE (Einherjar @ 26 Nov 2007, 17:11 )
ბოლოს მაგრად ცუდად იყო ... ტეხავს

ხო ძალიან ცუდად იყო

user posted image

გოდერძი ჩოხელის ბოლო ფოტო

Posted by: Moreira 26 Nov 2007, 20:12
" ადამიანებს ისე აღარ ვუყურებ, როგორც ამ სამი წლის წინათ ვუყურებდი. ახლა ყველა ადამიანი მოთხრობა მგონია, იმწუთშივე წარმოვიდგენ, რომ მოთხრობა ხარ და სათაურს გამოგიძებნი..
.... დედამიწა არის მზითა და მთვარით განათებული დიდი წიგნი, სადაც უამრავი ცოცხალი მოთხრობა დადის..
ოო, იცი, რა დიდებულია ეს წიგნი! "

Posted by: Bivrili 26 Nov 2007, 20:17
QUOTE
იქნებ მითხრათ სად ვნახო გოდერძის "თევზის წერილები"?..............

გთხოოოვთ..................და კიდევ "მგელი "....................

Posted by: mainc 26 Nov 2007, 20:39
გული მომიკვდა ამ ფოტოზე

: (

Posted by: Bivrili 26 Nov 2007, 20:40
მგელი ვიპოვე................თევზის წერილები ვერა................ sad.gif

Posted by: eloiza 26 Nov 2007, 21:18
( სთქვი და აასრულე, გოდერძი ჩოხელო...)
გოდერძი ჩოხელი

კლდეებში დაასრულე სიცოცხლე შენი...
კლდეებს დაუტოვე ძვალი და რბილი,
კლდეებს უზიარე სიცოცხლის წილი,
კლდეებზე იპოვე ძილი!
სთქვი და აასრულე, სთქვი და აასრულე,
რაც მოსახდენია, ჰქენი!
არავის ტირილი არ გინდა ამქვეყნად,
გლოვაა ეს წუთისოფელი.
ლამაზი ისაა, კლდე რომ გაგიხსენებს:
_ იყო გოდერძი ჩოხელი!
ლამაზი ისაა, კლდეს რომ შეერევი,
სუნთქვას რომ გაატან ნიავს,
ქვიშას გაერევი, ბოღმას მოერევი,
კლდეს სისხლით შეღებავ, მზიანს.
კლდეებში შენს ძვალ-რბილს
რომ ვერვინ იპოვის,
კუბო რომ არავის მიაქვს,
შავ მიწას სათხრელად რომ არვის გაუხდი...
სიკვდილიც, სიკვდილსა ჰქვია.
_ შენ უკვე გიჟი ხარ, გოდერძი ჩოხელო!
_ ჩემზე სულელი ხარ, შენ, წუთისოფელო!

პ.ს. ცნობისთვის სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში დაკრძალეს.
თუ მოვაბავთ თავს და ერთხელ შევიკრიბებით მის საფლავთან კარგი იქნება მქონი

Posted by: ginny 26 Nov 2007, 23:00
QUOTE
სანამ ცოცხალი ხარ ყველას ფეხებზე კიდიხარ და რო მოკვდები მერე ახსენდებათ რომ არსებობდი........(( cry.gif

მაგაზე ყველაზე მეტად ვიყავი გულდაწყვეტილი sad.gif sad.gif sad.gif

"ადამიანთა სევდა" უმაგრესი ნაწარმოებია...

Posted by: Bivrili 27 Nov 2007, 12:55
eloiza
QUOTE
თუ მოვაბავთ თავს და ერთხელ შევიკრიბებით მის საფლავთან კარგი იქნება მქონი

აუცილებლად რა ..............

ამ შაბათ-კვირას არა და მომავალ კვირას იქნებ წავიდეთ..................

Posted by: homo homini 27 Nov 2007, 13:01
ფოტოზე გამაჟრიალა,
ადამიანი გამქრალია, აღარ არის, ლანდია რა....

გოდერძი უფრო ადრე მოკვდა ვიდრე მოკვდებოდა.

Posted by: achi-anchabeli 27 Nov 2007, 15:06
QUOTE
ძირს ლეიბორიზმი!!!!!!!!!!

QUOTE
წლებია ზაპოი აქვს და არ ფხიზლდება

ეუF...

Posted by: ჭიჭე კვაჯ 27 Nov 2007, 18:29
ვუერთდები მწუხარებას. ძალიან დასანანია, ის უფრო დასანანია, რომ ცუდ დროს მოუწია წასვლა, მაგრამ რა ვიცით smile.gif რა ვიცით

Posted by: Ania 27 Nov 2007, 19:19
იმ იმედით, რომ ახლა კარგადა...

.
.
.
.
.
.
.
.

Posted by: katharizo 7 Dec 2007, 16:39
vip_

გოდერძისთან ერთად რომ არის გადაღებული ფოტოზე, იმ ადამიანს როგორ შეიძლება დავუკავშირდე? flickr-ზე მისი ფოტოები ვნახე და კომენტარიც დავტოვე. იქნებ შემეხმიანოს. თუ ვინმე იცნობთ,

Posted by: pataputina 7 Dec 2007, 16:47
რამდენიმე დღის წინ ვიყავი სამთავროს დედათა მონასტერში
სადაც დაკრძალეს გოდერძი ჩოხელი
smile.gif
დედების და თითოეული ჩვენგანის ლოცვა მისი სულისათვის ახლა ყველაზე სასურველია
თან, როგორც ვიცი,
სიკვდილის წინ უთქვამს, მხოლოდ იმას ვითხოვ, თუ ვინმეს ოდესმე ჩემი შემოქმედებიდან რამე მოსწონებია, ჩემი სულისთვის ილოცოსო
ასე რომ...........

და...მმმ
თუ იცით ადამიანთა სევდა ნეტში, სადმე დევს?

smile.gif

Posted by: vip_ 7 Dec 2007, 17:41
katharizo

მე ვარ ის ადამიანი და მეილიც მოწერეთ და PM-ც

Posted by: sevaida 7 Dec 2007, 17:47
გენიალურია ~ადამიანთა სევდა~

მე გოდერძი რაღაცნაირად მაგონებს ალექსანდრე ყაზბეგს, ორივე მთიდან, ორივე ტრაგიკოსი, მსგავსი ბიოგრაფიული დეტალები,, sad.gif

Posted by: katharizo 7 Dec 2007, 18:32
vip_
QUOTE
katharizo

მე ვარ ის ადამიანი და მეილიც მოწერეთ და PM-ც

დიდი მადლობა.

Posted by: აღასპერი 8 Dec 2007, 02:44
http://publish.dlf.ge/goderdzichoxeli/

Posted by: BAUSHKE_ 8 Dec 2007, 02:46
რა ლამაზია ეს ისევ მიწა ვარ...
გმადლობ აღასპერ, პოეზიის ხასიათზედ ვიყავ.

Posted by: ჩაკრულო 8 Dec 2007, 15:28
ეეეეჰ...
არაფრის თქმა არ შეილება რაა...

დედათა მონასტრის ეკლესიაში რომ დაასვენეს და მონაზვნებმა იგალობეს კინაღამ სისხლი გამეყინა...

ღმერთმა შენდობა მისცეს!

Posted by: Makulatura 8 Dec 2007, 15:33
ღმერთმა გაანათოს ბატონი გოდერძის სული sad.gif
გამაჟრიალა და გამაშეშა ეს ამბავი რო გავიგე. რამდენჯერ მოსულა ჩვენთან და თავისი ლამაზი სიტყვით ლამაზი ამბები მოუყოლია cry.gif

ვაჟკაცი კაცი იყო და ვაჟკაცურად დატოვა ეს ქვეყანა!

დიდება გოდერძი ჩოხელს!

user posted image

Posted by: gvangvali 10 Dec 2007, 00:16
QUOTE
"დედამიწაც ჩემი სულის გარშემო ბრუნავს"

+1

Posted by: anaana_ana 12 Dec 2007, 22:45
ერთ მოთხრობას წაიკითხავ,მეორეს,მესამეზე უნდა იტირო თორე ვეგარ შეძლებ წაკითხვას.
სხვანაირად წერდა.სხვანაირად კარგად..

Posted by: jijeikei 30 Apr 2008, 20:48
ახლა ძალიან გვიანაა, ორი წელი გასულა, რაც გითქვამთ და დაგიტოვებიათ გოდერძი ჩოხელზე. მართლა სამწუხაროა, თუ ის ლეიბორისტია ვინმესთვის მაინც... რატომ? ხომ იცით სუიციდი სერიოზული რამაა, ამის ფონზე ლეიბორისტობა იყო თუ სხვა რამ ჩვეულებრივი აგონია იყო, სხვა არაფერი. ზუსტად ვიცი. თუ დაინტერესდებით იმასაც გეტყვით თვითონ რას ამბობდა ამაზე...

Posted by: BoOoOo 30 Apr 2008, 23:24
უმისამართო წერილი

"- მე შენ მიყვარხარ!
-არა გჯერა?
-ვიცი, რაღაც დაკარგა ამ სიტყვამ მეოცე საუკუნეში,
თითქოს გაიცვითა და აღარავინ აღარ იჯერებს.
ხომ შენც ასე ფიქრობ და ალბათ ამიტომ ხარ ასე შორს და არ გჯერა ჩემი.
მე კი... მე კი ისევ იმის თქმა მინდა რომ

მე შენ მიყვარხარ!
ყველაფერმა აზრი დაკარგა ჩემს ირგვლივ შენს გარეშე.
ურთიერთობას ვეღარ ვახერხებ ვერც სულიერთან, ვერც უსულოსთან.
ისინი მე გამირბიან.
თითქოს დაიცალა მთელი სამყარო და დავბორიალებ უსახო სიცარიელეში. დილით რომ ვიღვიძებ, საშინელი სევდა მომყვება ხოლმე სიზმარეული ქვეყნიდან.
ყოველ ღამე სიზმარში გხედავ, ისეთს, როგორიც იყავ -
დილა არის.
თოვს.
ფანჯრიდან გხედავ რომ ჩემი სახლის წინ დგეხარ და მელოდები.
თოვს.
ზეცა ნებივრობს შენს კულულებზე, თეთრი ფანტელებით გეალერსება, სახეზე გათოვს.
მე შინიდან გიყურებ და კარგა ხანს გარეთ არ გამოვდივარ.
ამ წუთში შენ ზეციდან მოფრენილ ანგელოზს გევხარ.
დგახარ ჩემს ფანჯარასთავ და მელოდები.
სახეზე გათოვს. შენ ცაში იყურები და გეჩვენება, რომ მაღლდები, ზემოთ მიფრინავ.
ეს მასწავლებელმა გვასწავლა პირველ კლასში. შემოდგომაზე რომ მოვიდა თოვლი, კლასიდან გარეთ გამოგვიყვანა და დაგვაყენა.
თოვდა.
მასწავლებელმა ცაში აგვახედა.
სახეზე თოვლის ფიფქები გვეფინებოდა და უცებ ყველას ნეტარების წამოძახილი აღმოგვხდა - ჩვენ ცაში ავფრინდით!
ეს რა თქმა უნდა მოგვეჩვენა.
ასე იცის, როცა თოვაში მაღლა იყურები.
მაგრამ მაშინ ჩვენ ეს არ ვიცოდით და რატომღაც ყველამ დაბლა დავიხედეთ, რომ გვენახა, მასწავლებელიც მოფრინავდა თუ არა.
როგორ გვეწყინა, რომ ისევ მიწაზე ვიდექით.
მერე ხშირად ვმაღლდებოდით ხოლმე თოვაში.
შენ ჩემს ფანჯარასთან დგეხარ და სახეზე გათოვს, ვიცი რომ ამ წუთში მაღლა მიფრინავ და არ გამოვდივარ სახლიდან, არ მინდა მიწაზე დაგცე.
- დაგაგვიანდა! - მეუბნება დედაჩემი.
თოვს.
მე ვერ ვბედავ გარეთ გამოსვლას.
ახლა ჩვენ მეექვსე კლასში ვართ და რა თქმა უნდა, ის მასწავლებელი აღარ გვასწავლის.
იცი რა მახსოვს?
ერთხელ დავალება მოგვცა: წიგნიდან ლამაზად უნდა გადაგვეწერა მოთხრობა. მე მთელი ღამე ვწერდი.
დილით რომ გავიღვიძე, ჩემს ბიძაშვილს, ჩვენზე ერთი წლით წინ რომ სწავლობდა იმას, გამურული ტაფა დაედგა ჩემს ნაწერზე.
მეტი რა გზა მქონდა, ის გათხუპნული ნაწერი წამოვიღე.
ხელის კანკალით გადავუშალე მასწავლებელს, დარწმუნებულმა, რომ ერთიანს თუ არა, ორიანს ნამდვილად დამიწერდა.
თქვენ ყველანი მე მიყურებდით შემკრთალი თვალებით.
მასწავლებელმა ხუთიანი დამიწერა.
თოვს...
შენ უცებ თავს დახრი და ფანჯრისკენ მოიხედავ.
შენ ახლა ისევ მიწაზე ხარ და მე გულადად გამოვდივარ სახლიდან.
თოვს.
ჩვენ სკოლაში მივდივართ.

- მე შენ მიყვარხარ...
- დამიჯერე რა.
- ვიცი რაღაც დაკარგა ამ სიტყვამ და ალბათ ამიტომ ხარ ასე შორს ჩემგან და არა გჯერა ჩემი. მე კი...
მე კი რაც დრო გადის უფრო მიყვარხარ.
ყველაფერმა აზრი დაკარგა ჩემს ირგვლივ შენს გარეშე.
ზოგჯერ მეშინია კიდეც; სიმარტოვისა მეშინია.
დილით რომ ვიღვიძებ, საშინელი სევდა მომყვება ხოლმე სიზმარეული ქვეყნიდან. ყოველ ღამე სიზმარში გხედავ, ისეთს, როგორიც იყავ.

შენ არ იცი რატომ გავაცდინე მაშინ სკოლა.
თავი რომ მქონდა გატეხილი, იმას გეუბნები. იქნებ არც უნდა გითხრა, მაგრამ იმიტომ ვამბობ, მაშინ რომ მოგატყუე ხიდან ჩამოვვარდი მეთქი, ტყუილი მინდა დავიბრუნო.
მერვე კლასელმა ბიჭებმა მცემეს სკოლის უკან...
მაგრამ თურმე აღარაფერი ბრუნდება უკან.
მე დროში გავლილ მოვლენებზე გეუბნები. ის რაც იყო, ერთხელ იყო, განსაზღვრულ დროში და განსაზღვრულ სივრცეში.
მე მაშინ მოგატყუე.
სხვასაც რამდენ რამეს გატყუებდი.
გეუბნებოდი რომ ქალაქში ვიყავი და იქ სპილოები და აქლემები ვნახე მეთქი.
ერთხელ ისიც მოგატყუე, რომ შენი სახლის უკან დევი ვნახე ღამე - შენ გჯეროდა.
რატომ გატყუებდი არ ვიცი. ალბათ ვაჟკაცად მინდოდა დამენახვებინა თავი.
ერთხელ სიზმარში გნახე, რომ ბეღურა იყავი და დაფრინავდი.
ვიღაცამ ქვა გესროლა და ფრთა მოგტეხა, შენ ჭინჭრებში ჩავარდი. მოვედი, აგიყვანე. კანკალებდი.
მე უბეში ჩაგისვი და ისე ვტიროდი, გულს ვიგდებინებდი.
მეგონა თუ ასე ვიტირებდი არ მოკვდებოდი...
დედაჩემმა შეშინებულმა გამომაღვიძა - ეტყობა ცხადად ვტიროდი.
ბავშვობა მაინც სხვანაირი იყო. ალბათ იმიტომ, რომ იქ შენ იყავი. ბავშვები სუფთა იბადებიან, ადამიანებს მერე გვემღვრევა სული.
ხოლო სამყარო არ დაბადებულა ერთხელ და სამუდამოდ, იგი მარადიულად იბადება. ყველაფერი მიიქცევა და კვლავ მოიქცევა.
მე რატომღაც მგონია, რომ ისევ მოხვალ.
იცი როგორ გელოდები.
როდესმე ისევ წავალთ სკოლაში. პირველი თოვლი რომ მოვა მასწავლებელი გარეთ გამოგვიყვანს და ცაში აგვახედებს...
სკოლის უკან ისევ მცემენ მერვეკლასელი ბიჭები და ისევ მოგატყუებ, რომ ხიდან ჩამოვვარდი.
ისევ ვნახავ დევს სენი სახლის უკან.
ისევ წავალ ქალაქში სპილოების სანახავად.
ოღონდ დამიჯერე. სადაცა ხარ და როგორცა ხარ, იქ დამიჯერე რომ - სამყარო არ დაბადებულა ერთხელ და სამუდამოდ, იგი მარადიულად იბადება...
ოღონდ დამიჯერე, რომ თუ ოდესმე კიდევ მოხვალ ამ მიწაზე, უკან გაუხსნელად არ დაგიბრუნებ შენს წერილებს და ამის გამო შენ თავს აღარ მოიკლავ...
ორონდ დამიჯერე, რომ ეს იმიტომ კი არ გავაკეთე მაშინ, რომ არ მიყვარდი, პირიქით...

მე შენ მიყვარხარ!"

sad.gif

Posted by: enagrdzeli 8 May 2008, 16:26
ლამაზი ქალის ნაწნავი
საფლავში არ ჩაშლილიყო,
ათასი წელი ეცოცხლა,
ყვავილად ამოშლილიყო,
ნეტავი იმის მამხვევი
ვაჟი მანახვა, ვინ იყო!

Posted by: mixasa 29 May 2008, 00:02
საცოდაობა არ არის ეს ადამიანი მიწაში იწვეს და მავანნი ზემოდან დადიოდნენ
რა დავკაგეთ თუ ვხვდებით მაინც, .

Posted by: enagrdzeli 29 May 2008, 01:15
ჩემო იმედის მთვარეო

მთვარეო, მთვარის ნალეო,
მთაზე გადმოდექ, მალეო,
სხივი მოჰფინე ქვეყანას,
სინათლით გაგვახარეო.
ამოდი, მტერი დაგვიფრთხე,
გულს დარდი გადაგვყარეო,
დააფრთხე, თავზე აგვყარე
პირგაშაული ღამეო;
მთვარეო, მთვარის ნალეო,
ჩემო იმედის მთვარეო!

Posted by: jin-jer 29 May 2008, 01:39
ჩემი ქონება

წუთისოფელო,
რად წამართვი,
მე რომ ლამაზი ყვავილი მქონდა.
წუთისოფელო,
რად წამართვი,
მე რომ ლამაზი მამული მქონდა.
წუთისოფელო,
რად ჩამიქრე,
მე სიყვარულის ცეცხლი რომ მქონდა.
რატომ გამძარცვე
ყველაფრისგან,
მე ხომ რაც მქონდა, ღვთისათვის მქონდა.
ამ ქვეყანაზე,
ნუთუ მართლა
სულ შენი იყო ყველაფერი,
მე კი მარტო სულ-ხორცი მქონდა?!

Posted by: enagrdzeli 29 May 2008, 03:07
ღმერთო, ითოვლე, ითოვლე

ეს ღამე თოვლში ნებივრობს,
თოვლს დაუფარავს მთა-ველი,
აღარც კი დარჩათ ჭიუხებს
მწვანე სულ ერთი მტკაველი.
ერთი ობოლი ხარ-ჯიხვი
მონადირისგან დაჭრილი,
დაბორიალობს კლდე-ღრეში,
ვერ უპოვია ადგილი,
რომ სული გადაარჩინოს
თავისიცა და მრავლისაც...
ვინც მოვა დედამიწაზე,
მიუხედავად სწავლისა _
წავა და ჯიხვებს დათოფავს,
წესს არ დაგიდევს ხვალისას.
ერთია! ერთხელ ნადირობს!
ტირილს არ უსმენს დალისას:
_ კაცნო, ნუ სჩადით ცოდვასა,
გწამდეთ ღვთის ძალა სამისა:
სულისა _ სულიწმიდისა,
მამა ღვთისა და ძისაო,
ნუ იზამთ ისეთ საქმესა,
არდაწერილსა ღვთისაო;
ნუ ამოჰბუგავთ ბუნებას,
`ტყე შეუნახეთ შვილსაო~,
ერთხელ ხართ, ერთხელ
მოჰკვდებით,
ძვლებს ჩაჰყრით მიწის ძირსაო.
სული იკითხეთ, საუფლო,
ნუ სძიობთ ძვირის-ძვირსაო,
ნუ ჩამოაგდებთ მთვარესა,
ნუ ესვრით შვილთაშვილსაო...
ეს ღამე თოვლში ნებივრობს,
თოვლს დაუფარავს მთა-ველი,
არა ჩანს დედამიწაზე
კაცთ ნაკვალევი, მტკაველი.
_ კაცმა რა გიყო, ბუნებავ,
გასწყვიტე შვილით, წილითა?
_ თვითონ ქმნა, რაც არ იქმოდა,
ამოსწყდა ძირის-ძირითა...
.თოვლი თოვს, თოვლი ბობოქრობს,
ყელებ შაკრულა მთებისა,
ვის მოსწყენია სიცოცხლე,
გზას ის ვინ დაადგებისა...
ქვეყნად აღარ ჩანს სიცოცხლე,
ვინც ამ გზებს დაადგებისა;
.ცაო, ითოვლე, ითოვლე,
სანამ ძალა გაქვს შვებისა,
სანამდის შენი სიწმინდე,
შავ მიწას ეფინებისა,
სანამ უხდება სითეთრე
სამარეების წყებასა,
სანამ არ გამოაცოცხლებ
კაცთ გულის გაქვავებასა.
ითოვე, ისე ითოვე,
ცაო, შენს გახარებასა,
იქნება აღდგეს კაცის ძე,
ხარობდეს შენს არსებასა!
ისევ იბრუნოს მიწამა
ღვთივჩანაბერი სულითა,
იბრუნოს, ისე იბრუნოს,
თვითონ ტკბებოდეს ბრუნვითა,
ხარობდეს აღმონაცენი
კაცთ შრომის ჭირნახულითა,
თოვდეს, ბარდნიდეს, ცა ქუხდეს
ლამაზი სალამურითა;
ერთად გალობდეს ბუნება,
ძღებოდეს ღმერთის პურითა,
გული ვერ მოკლას მტრის ხელმა,
გული გულობდეს გულითა,
ცაზე ეფინოს ვარსკვლავნი,
დაწყობილობით სრულითა,
კაცი და ია ცოცხლობდნენ
მაღალი ღმერთის რჯულითა,
ეშმაკნი გადაიკარგნენ,
თავიანთ მოდგმის კრულვითა,
ცა დარჩეს ღმერთს სამსახუროდ:
თავისი სამსახურითა!

Posted by: Marietta 3 Jun 2008, 00:31
ახლახანს მოვრჩი მასზე წერას.
ჩოხელჩასუნთქული ვარ.

"ჩვენთან რა გინდა,შვილო ჩემო,ჩვენთან შენნაირებს ვერ იხდენენ"..

Posted by: Moreira 3 Jun 2008, 00:35
Marietta
გეხვეწები, იქნებ ატვირთო ან აქ დადო ეგ ნაწერი.. ცოდვაა, რომ არ დადო.. მართლა 2kiss.gif
მიდი, რა 2kiss.gif

Posted by: Marietta 3 Jun 2008, 00:38
Moreira

ნუ სულელობ. შანსი არაა 2kiss.gif

"რა ეშველება ამ დედამიწას"..

Posted by: Moreira 3 Jun 2008, 00:44
Marietta
აი, რომ ჩააბარებ მე ავტვირთავ და დავდებ
vik.gif საავტორო უფლებების დაურღვევლად
ან მსურველებს დავუგზავნი პმებში
ვოტ

Posted by: Marietta 3 Jun 2008, 00:48
Moreira

არ შემარცხვინო user.gif შენ გიყვარვარ და იმიტომ მოგწონს 2kiss.gif

QUOTE
"დედამიწაც ჩემი სულის გარშემო ბრუნავს"

love.gif

Posted by: Tarnum 4 Jun 2008, 00:07
Marietta

ძალაინ მაგარი ჩანახატია : ) 2kiss.gif

Posted by: Marietta 4 Jun 2008, 00:33
Tarnum

ჩანახატამდე ბევრი აკლია. ფანტაზია+მოგონება უფრო. არც მაქვს მაგის ამბიცია.

შენ კიდევ ბოლომდე გაიღიმე.

____

სევდებზე გამოკითხვების კითხვა მომენატრა. სხვა არავის არ ექნება თან,ვიცი. ერთი ყუთი მინდა იმიტომ,რომ ტვინში ვეღარ მეტევა "სევდები". თბილისში უნდა ვიარო და ვაწერინო. მერე მაინც შეეცოდებათ დედამიწა.

მე მიყვარხარ,დედამიწავ love.gif ჩემო გაკუზიანებულო,მაგრამ ულამაზესო,ჩემოოო love.gif

Posted by: solci 24 Jun 2008, 18:22
mixasa
აბა? ჩვენ კიდევ კარგად ვერ ვაცნობიერებთ რა დავკარგეთ ქართველებმა...

Posted by: anaana_ana 24 Jun 2008, 20:39
QUOTE
ჩვენ კიდევ კარგად ვერ ვაცნობიერებთ

როგორ მინდოდა ერთხელ მაინც მენახა,უბრალოდ დამენახა..მარტო ეს ვიცით შორიდან და რამდენი რამე

Posted by: Marietta 25 Jun 2008, 00:09
anaana_ana

QUOTE
როგორ მინდოდა ერთხელ მაინც მენახა,უბრალოდ დამენახა..

უცებ თავი უბედნიერესად ვიგრძენი .

Posted by: anaana_ana 25 Jun 2008, 00:25
Marietta
შენ გინახავს? რამდენი მიფიქრია და არარეალური გამოდიოდა,არ შეიძლებოდა

Posted by: Marietta 25 Jun 2008, 10:17
anaana_ana

ჰოო,ვნახე. სიკვდილამდე 8 დღით ადრე.
ვნახე ყვითელი თვალებით,
ნოემბრის სუსხით,
მისი სახლით
და ჩემთვის ძალიან დასამახსოვრებელი კითხვით.

Posted by: jijeikei 26 Jun 2008, 18:21
Marietta
კითხვა მან დაგისვათ? თუ თქვენ დაგრჩათ უპასუხო კითხვა...

Posted by: Marietta 26 Jun 2008, 19:04
jijeikei

მან დამისვა.
ძალიან ჩვეული
ძალიან ჩვენებური,ხალხური
ჩემი ცხოვრების კითხვა.

ვერ ვუპასუხე.

Posted by: mainc 9 Sep 2008, 01:07
fig.gif

http://bin.ge/file/200755/choxeli.doc.html

Posted by: vip_ 10 Sep 2008, 23:11
გოდერძი ჩოხელის დაბადების დღეს - 2 ოქტომბერს, გუდამაყარში, გოდერძი ჩოხელის მშობლიურ სოფელ ჩოხში გაიმართება დღეობა, რომელიც ტრადიციული გახდება

Posted by: ბობო 11 Sep 2008, 15:08
http://armuri.blogspot.com/search?q=%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%AB%E1%83%98+%E1%83%A9%E1%83%9D%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98

Posted by: Marietta 19 Sep 2008, 11:48
vip_
დაბადების დღის აღნიშვნა შეიძლება?
მე ვიცოდი,რომ მხოლოდ გარდაცვალების დღე შეიძლება. .
გამიხარდა,ძალიან

Posted by: iza 19 Sep 2008, 14:47
QUOTE
თავის მოკვლის მერე, გადარჩენილმა გოდერძი ჩოხელმა, ძალიან სასაცილო მაგალითითი მოიყვანა თუ რატომ იკლავდა თავს..
თქვა რომ ფილმის გადაღება მინდა და ფილმებს არ მაღებინებენო და წიგნების გამოცემა მინდაო და არც წიგნებს მიბეჭდავენო.. მოკლედ მჩაგრავენო...
არა და 8 მხატვრული ფილმი აქვს გადაღებული და 13 წიგნი გამოცემული, რა უნდოდა ვერ მივხვდი..
13 ტომი გამსახურდის არ დაუწერია..

ზუსტად მაგან მოკლა გოდერძი ჩოხელი. ეგ იყო უჭკვიანესი ადამიანი, რომელიც არასოდეს კმაყოფილდებოდა მიღწეულით. ეგ სულაც არ არის სასაცილო მიზეზი. შემოქმედი ადამიანისათვის შემოქმედებითი უძრაობის ხანა სიკვდილის ტოლფასია.

Posted by: jijeikei 27 Sep 2008, 21:10
vip_
QUOTE
გოდერძი ჩოხელის დაბადების დღეს - 2 ოქტომბერს, გუდამაყარში, გოდერძი ჩოხელის მშობლიურ სოფელ ჩოხში გაიმართება დღეობა, რომელიც ტრადიციული გახდება

ზუსტად ვიცი, რომ წელს ჩოხში 4 ოქტომბერს ტარდება გოდერძის ხსოვნის დღე. წამყვანები ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული იქნებიანო...

Posted by: vip_ 28 Sep 2008, 19:14
jijeikei

კი 4-ში გადაიტანეს, შაბათს

Posted by: Iasamnisferi 2 Oct 2008, 00:21
[b]vip_
jijeikei
მართალია yes.gif
ოთხშია
და მივდივარ
love.gif

ჩვენს გვერდით ცოცხალი კლასიკოსი ცხოვრობდა
გუდამაყრელი, რომელმაც თავისი კუთხის მცხოვრებთა
პრობლემები, შეხედულებები განაზოგადა და ჩვეულებრივი, უბრალო
სიტყვებით თითოეულ ჩვენთაგანთან მოიტანა
მას უზარმაზარი სიყვარული შეეძლო
და ამ სიყვარულით შეძლო ჩვენი გულები გაეთბო
სისუფთავე ესწავლებინა, ესწავლებინა ოცნება, თანადგომა, ქვეყნისა და უფლის სიყვარული, თავისი მოთხრობებით, ფილმებით, ლექსებით საოცარი სურნელი დაგვიტოვა არა მარტო თავისი კუთხისა, არამედ მთელი საქართველოსი...
ერთი საოცარი ლექსი აქვს:

გაზაფხულზე რომ გათბება მიწა
რომ ამოვა ენძელა და ია
საქართველოვ შენს ყველაფერს ვფიცავ,
ლექსს დაგიწერ ცისფერპეპლებიანს..

მენატრება მისი მშვიდი ხმა: ვა, თაკო მოხვედი?
cry.gif

Posted by: jijeikei 2 Oct 2008, 09:04
დღეს გოდერძის დაბადების დღეა...
4 ოქტომბერს სევხვდებით ჩოხში

Posted by: iza 2 Oct 2008, 09:50
დღეს გოდერძი ჩოხელის დაბადების დღეა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული და დაუმკვიდროს მარადიული სასუფეველი. ძალიან მენატრება და მაკლია უზომოდ.

Posted by: ქეთო 2 Oct 2008, 11:08
QUOTE
"ადამიანთა სევდა"

გაქვთ ვინმეს?

...............

Posted by: Ketevano 2 Oct 2008, 11:12
სოფტ ვერსიას გულისხმობ? წიგნს თუ გინდა გათხოვებ wink.gif კი არადა, ვაბშე გაჩუქებ yes.gif

Posted by: iza 2 Oct 2008, 11:15
მეც მინდა ეგ წიგნიიიიიი. თან ძაააააალიიააააან. იყიდება სადმე ნეტა? თუ ვინმემ იცით მითხარით რა არ დაიზეროთ. გეხვეწებით.

Posted by: Ketevano 2 Oct 2008, 11:18
QUOTE
იყიდება სადმე ნეტა?

ჰმ ... წიგნის მაღაზიებში აღარ იყიდება?

Posted by: ქეთო 2 Oct 2008, 11:20
Ketevano
QUOTE
სოფტ ვერსიას გულისხმობ? წიგნს თუ გინდა გათხოვებ  კი არადა, ვაბშე გაჩუქებ 

user.gif

Posted by: Elke111 2 Oct 2008, 11:28
სამი დღის წინ სრულიან შემთხვევით ხელთ ჩამივარდა გოდერძი ჩოხელის ლექსების კრებული - "მე" და მე,
გუშინ გვიანობამდე ვკითხულობდი, არ დავიძინე ვიდრე არ დავამთავრე წიგნის კითხვა, საოცარი ენერგია მოდიოდა მისი ლექსებიდან,
აქამდე მისი შემოქმედებით არ დავინტერესებულვარ, და საერთოდ პოეზიამ ბოლო რამდენიმე თვეა რაც გამიტაცა.
მის პოეზიაში დავინახე ვაჟა-ფშაველა, როგორც ბუნების მგოსანი,
და ასევე ტერენტი გრანელისეული განწყობა - სევდიანი და პესიმისტური,
დედის სიკვდილით გამოწვეული დარდი და მწუხარება ძალიან ბევრ ლექსში იგრძნობა.

და დღეს დილით, სრულიათ შემთხვევით "იმედის" თუ "კურიერის" დღის გადაცემაში ვიგებ, რომ გოდერძი ჩოხელს დღეს იუბილე აქვს,

მაშინვე ინტერნეტში დავიწყე ფორუმის ძებნა, სადაც გოდერძი ჩოხელის შესახებ თემა იქნებოდა გახსნილი.

მინდა მთელი გულით მივულოცო მას დაბადების დღე, იგი ნამდვილად ღირსეული ადამიანი იყო თავისი ცხოვრების მანძილზე,
ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს

ვინაც ვერ ისვენებს

"როგორც მზის სხივებში
თოვლის ფანტელები,
ისე დაჰფარჰატებთ
სული სამარეებს.
ხედავ, ლოდის ძირში
როგორ ჩუმად ვწევარ,
ვისაც თქვენ იცნობდით,
იმას აღარ ვგავარ.
იას რომ უყურებ,
ეგ მე ვარ, ძვირფასო,
მიწა მომწყინდა და
გარეთ გამოვედი."

Posted by: iza 2 Oct 2008, 11:33
QUOTE
მინდა მთელი გულით მივულოცო მას დაბადების დღე, იგი ნამდვილად ღირსეული ადამიანი იყო თავისი ცხოვრების მანძილზე,
ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს

Elke111
2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: maklay 2 Oct 2008, 11:36
ხომ არაფერი გაგიგიათ, ჩოხში წასვლის ორგანიზების შესახებ?

Posted by: jijeikei 2 Oct 2008, 16:35
iza
პეკინზე ვნახე ლიტერატურულ კაფეში

Posted by: iza 2 Oct 2008, 16:38
jijeikei
2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: vasasi 2 Oct 2008, 16:41
მიყვარს ეს კაცი თავისი შემოქმედებით..

მარტოსული იყო...

იმიტომ რომ გენიოსი იყო..

იმიტომ, რომ ვერავინ უგებდა...
იმიტომ, რომ გოდერძი ჩოხელისნაირი ადამიანები იშვიათად იბადებიან..

იმიტომ, რომ მას უნდა გავფრთხილებოდით ყველა...

გენიოსი ვერასოდეს იცხოვრებს ობივატელებთან და თუ ვერ გასცდა მათ, მთელი ცხოვრება უბედური იქნება...

Posted by: iza 2 Oct 2008, 16:49
QUOTE
მიყვარს ეს კაცი თავისი შემოქმედებით..

მარტოსული იყო...

იმიტომ რომ გენიოსი იყო..

იმიტომ, რომ ვერავინ უგებდა...
იმიტომ, რომ გოდერძი ჩოხელისნაირი ადამიანები იშვიათად იბადებიან..

იმიტომ, რომ მას უნდა გავფრთხილებოდით ყველა...
სამწუხაროდ, ასეა

გენიოსი ვერასოდეს იცხოვრებს ობივატელებთან და თუ ვერ გასცდა მათ, მთელი ცხოვრება უბედური იქნება...

Posted by: ladylike 2 Oct 2008, 18:32
ქეთო

http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=375

Posted by: Iasamnisferi 2 Oct 2008, 19:43
maklay
შაბათს 10 საათზე დიღმის მასივიდან (მგონი მაიაკოვსკის ძეგლიდან) გადის ავტობუსები

ერთი სული მაქვს როდის მოვა შაბათი
http://smiles.myweb.ge

Posted by: Nnino 2 Oct 2008, 21:00
99-ის 4 ივლისს გორში წმინდა ნინოს გზაზე მლოცველებმა ჩამოიტანეს გოდერძი ჩოხელის ფილმი "ლუკას სახარება". დარბაზში შუქი სანამ აინთებოდა, ნახევარი მაყურებელი გაიხვეტა, თავისი დაოსებული სახეებისა შერცხვათ. პირადად მე ცხვირსახოცი მქონდა პირში ბოლომდე ჩატენილი, ხმით რომ არ მებღავლა. მერე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა მტკვარზე. ბატონი გოდერძი იქვე იდგა. მივედი, გამოველაპარაკე, ავტოგრაფი ვთხოვე... დამლოცა, წმინდა ნინოს ნათელი მიგიძღვოდეს ცხოვრების გზაზეო... ახლა "იოანეს სახარების" ყდის ქვეშ მიდევს და მიხარია... ასე მგონია, წმინდა ნინო ბატონი გოდერძის ხათრით მაინც დამიფარავს (ჩემი ცოდვების პატრონს)...

მიყვარს ეგ კაცი... ყველა ხმელეთზე გარჩენილ თევზს უყვარს.

Posted by: Iasamnisferi 2 Oct 2008, 22:31
Nnino
cry.gif
2kiss.gif
მე სულ პირველად რო ვნახე, ჩოხის წმინდა გიორგი გფარავდესო ესე მითხრა
მერე სულ სხვანაირად ვსაუბრობდით
sad.gif
არ მჯერა
no.gif

Posted by: მაწო 2 Oct 2008, 22:44
http://www.lib.ge/body_text.php?418 წავიდა და აქაც არის smile.gif

- - -
გოდერძი ჩოხელის საკუთარი ავტო ბიოგრაფია
დავიბადე 1954 წლის 2 ოქტომბერს დუშეთის რაიონის სოფელ ჩოხში; უფრო სწორად, ჩოხში არა.

ჩოხი ითვლებოდა წმინდა ადგილად. ჩოხის წმინდა გიორგის სალოცავი არის იქ და არ შეიძლება მშობიარობა (არც ადრე შეიძლებოდა, რა თქმა უნდა).

ამიტომ დედაჩემი წავიდა ზევით მთაში თავის დედ–მამასთან, სოფელ ბურსაჭირში, მაგრამ იქამდე ვერ მივაღწიე და გზაში გავჩნდი, გზაზე დავიბადე. შემოდგომა იყო, ციოდა. დედაჩემს მდინარის გაღმა სახლი დაუნახია და იქ მისულა. ეს მწყემსების სახლი ყოფილა, მაგრამ არც იმათ შეუშვიათ.სახლშიც არ შეიძლებოდა მშობიარეს შესვლა. გომურში შესულა და ის ღამე იქ გაგვიტარებია...

ორმოცი დღე დავრჩენილვარ ბურსაჭირში და მერე დამაბრუნეს ჩოხში.

ჩოხში დავამთავრე რვა წლიანი სკოლა.

პირველად ფილმი ჩოხში ვნახე, მეოთხე კლასში და იქიდან გადავწყვიტე, რომ კინოსთვის დამეკავშირებინა ჩემი ბედი. შემდეგი ორი წელი ფასანაურში ვსწავლობდი, საშუალო სკოლაში.

შემდეგ ჩავაბარე შოთა რუსთავერლის სახელობის თბილისის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, კინომცოდნეობის ფაკულტეტზე, მაგრამ გადავედი კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე,რომელი­­ც მოგვიანებით შეიქმნა.

ჩემი პირველი საკურსო ფილმი იყო "ნამეხარი მუხა". მეორე საკურსო ფილმი იყო "ადგილის დედა", რომელმაც მიიღო გრან–პრი ქ.ობერჰაუზენში, მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე. პრიზის მისაღებად არ წავსულვარ. არც ვიცოდი, ჩემი ფილმი ფესტივალზე თუ იყო გაგზავნილი.

ინსტიტუტი დავამთავრე 1979 წელს და იმავე წელს მიმიღეს დამდგმელ რეჟისორად "ქართულ ფილმში".

მწერლობა დავიწყე 1977 წელს. საკურსო ფილმებისთვის ვწერდი სცენარებს და შემდეგ დამიბეჭდეს, როგორც მოთხრობები. რედაქციაში რამდენიმე სცენარი დამიწუნეს და სხვა დაგვიწერეო, მეუბნებოდნენ. თურმე, თავიდანვე მოსწონებიათ და იმიტომ მაწერინებდნენ. პირველი გამოხმაურება ბატონებმა – ნოდარ წულეისკირმა და ნიკო კეცხოველმა დამიწერეს.

მერე, ჩოხელები ისეთი ჯიუტები ვართ...

ჩოხელი ქვაზე შედგა და აღარ ჩამოდიოდა. ეხვეწნენ, ჩამოდი, გაცივდებიო, მაგრამ არ ჩამოვიდა. ბოლოს მართლა გაცივდა და მოკვდა...

ჰოდა, მეც დღემდე ჯიუტად ვწერ...

ჩემი პირველი წიგნი 1980 წელს დაიბეჭდა გამომცემლობა "მერანში" - "წერილი ნაძვებს". ჩემი პედაგოგი იყო ქალბატონი ლანა ღოღობერიძე და აღფრთოვანებული იყო ჩემი სცენარებით და მოთხრობებით. მაწერინებდა და მაწერინებდა...

სადებიუტო ფილმი იყო "ბაკურხეველი ხევსური".

1982 წელს მოვიყვანე ცოლი – ნინო. მყავს ორი შვილი – ლუკა და ნიკოლოზი. ჩოხში მამა მყავს. დედა აღარ მყავს. მამა 78 წლისაა. მყავს ერთი და,–ელისო, გათხოვილია სოფელ ჭართალში. სკოლის მასწავლებელია.

Posted by: Iasamnisferi 2 Oct 2008, 23:39
მაწო
QUOTE
ახაიდუ
ახაიდა დურხანი....

love.gif
"აისერიო მისერიო მისერ
ეს ნიშნავს, კაცს ისე არ აფასებენ, როგორც უნდა აფასებდნენო" © გოდერძი ჩოხელი, ადამიანთა სევდა love.gif

Posted by: Iasamnisferi 4 Oct 2008, 23:44
ქალქური ჭუჭყის სუნი შეერია გუდამაყარს..
და ეს არ იყო ის რასაც ველოდი
ეს არ იყო ის, რაც უნდა ყოფილიყო და რაც გოდერძი ჩოხელს ეკადრებოდა
გულდასაწყვეტია. . .

მაგრამ მე ერთი ნათელი წერტილი მაინც ვიპოვე და ოცნება ავიხდინე

გუდამაყარი, ჩოხი და ის სკოლა ვნახე, სადაც "ლუკას სახარებაა" გადაღებული
: )

Posted by: შევარდენი1906 5 Oct 2008, 10:15
Iasamnisferi
მოყევი რა რა არ მოგეწონა..
არადა გული გამისკდა რომ ვერ წავედი..

Posted by: pataputina 5 Oct 2008, 11:14
დები გოგოჭურები.................. tan.gif tan.gif tan.gif

კი არა და
ცოტა გაწელილი იყო
და
ცოტა თავმოუბმელი

მაგრამ
მთლიანობაში მშუუუენიერი დღე იყო
თავის
შფერადებულმთებთოვლიანკლდეებით

tan.gif

Posted by: Iasamnisferi 5 Oct 2008, 23:28
შევარდენი1906
QUOTE
მოყევი რა რა არ მოგეწონა..

pataputina
QUOTE
ცოტა გაწელილი იყო
და
ცოტა თავმოუბმელი

ესეც, და
კიდევ ის არ მომეწონა რომ გოდერძისი თითქმის არაფერი წაუკითხავთ
მარტო ერთი ლექსი და ნაწყვეტი მოთხრობიდან

pataputina
QUOTE
დები გოგოჭურები..................

tan.gif tan.gif

შევარდენი1906
QUOTE
არადა გული გამისკდა რომ ვერ წავედი..

ხო მამაჩემსაც ეგრე გაუსკდა გული, მაგრამ დავამშვიდე keh.gif

pataputina
QUOTE
მთლიანობაში მშუუუენიერი დღე იყო

შენ რო ჩვენთან ერთად მჯდარიყავი ავტობუსში, მერე ნახავდი. . givi.gif

Posted by: queen4 6 Oct 2008, 12:08
მიყვარს love.gif
თბილი მოთხრობები აქვს love.gif

სამწუხაროა, მაგრამ მისი ლექსები არ წამიკითხავს და უნდა წავიკითხო user.gif

Posted by: Hano 21 Apr 2009, 01:18
QUOTE (Iasamnisferi @ 2 Oct 2008, 23:39 )

"აისერიო მისერიო მისერ
ეს ნიშნავს, კაცს ისე არ აფასებენ, როგორც უნდა აფასებდნენო" © გოდერძი ჩოხელი, ადამიანთა სევდა ”

ააა
მიყვარს..
დიდი ხანია არაა რაც დავიწყე ”ადამინთა სევდა”
და ვერ ვწყდები წიგნს..

Posted by: NIII_ 21 Apr 2009, 02:05
QUOTE
ცასწავალა

love.gif
ძველი სკაიპის აიდისმაგვარი იყო biggrin.gif

Posted by: Iasamnisferi 21 Apr 2009, 10:44
Hano
QUOTE
ააა
მიყვარს..
დიდი ხანია არაა რაც დავიწყე ”ადამინთა სევდა”
და ვერ ვწყდები წიგნს..

მეც მასე ვიყავი
მაგას რომ ვკითხულობდი
აუცილებლად წაიკითხე
სხვა მოთხრობები და ლექსებიც 2kiss.gif
ძალიან ისიამოვნებ yes.gif

Posted by: prima76 6 Jun 2009, 21:48
აქ ზოგიერთის მიერ, გოდერძის მიმართ გადმონთხეული ბოღმა და აგრესიაცკი ისევ და ისევ მისი აღიარებაა keh.gif

Posted by: Barklai 6 Jun 2009, 22:39
QUOTE
ცასწავალა

ძალიან კარგია "ცასწავალა"
up.gif

განძი

ჩამოგეშლება კაცური სახე..
მიწა ხარ,
მიწის იღბალი ხარ,
ხარ მიწის მტვერი
და მხოლოდ სულის სიწმინდეში რაც შეინახე
ის არის შენი.

Posted by: frida_kahlo 7 Jun 2009, 00:05
grace
QUOTE
პ.ს. მე არ მიყვარს ჩოხელი. პრიმიტივიზმია და მეტი არაფერი. 

პრიმიტივიზმი კი არა ეს ის რეალობაა რომელშიც გაიზარდა იგრძნო და შეეცადა გადმოეტანა ქაღალდზე და ფირზე და კარგადაც გამოუვიდა

Posted by: tamo92 8 Jun 2009, 19:08
ამ დღეებში გოდერძი ჩოხელზე ვაწყობთ ღია გაკვეთილს ანანურში, რომელიმე ლექსი უნდა ავირჩიო და მისი ანალიზი განვიხილო, რომელს მირჩევდით? smile.gif

Posted by: Barklai 8 Jun 2009, 19:22
tamo1992

კუზიანო დედამიწავ....

Posted by: tamo92 8 Jun 2009, 19:31
Barklai
მადლობ 2kiss.gif

_____________
_____________
* * *
არაგვს

სად დაგიჩოქო, არაგვო,
რომელ ტალღაზე გემთხვიო,
თუ მუხლის ჩოქით ამოგყვე,
სათავეს გადავეხვიო.
შენი ნაპირის ლოდები
მინდა, ჩავიწყო გულშია,
თუ სათავემდე ვერ მოვე,
დაგხვდები ანანურშია,
ჭრელ ღილად დაგეკერები
მაგ მოლივლივე სულშია.

ახსნა

ტოროლა მიდის წკრიალით,
როგორ უხდება ზეცას,
ველზე ქრის გრილი ნიავი,
შროშანებს წელში კეცავს.
ირგვლივ მზის სუნი ტრიალებს,
ქვასაც უხარის, ხესაც,
როგორც მიყვარდი აქამდის,
ისე მიყვარხარ დღესაც!
სოფელი გადახიზნულა...
მთელი თვე ისე გასულა,
წყაროსთვის, წყაროს
წყალისთვის,
არც გამარჯვება უთქვამთ და
არც ვინმე მასთან მისულა _
სოფელი სხვაგან წასულა,
სოფელი გადახიზნულა.

ესენი ავარჩიე smile.gif

Posted by: leva1990 9 Jun 2009, 17:32
გოდერძი ჩოხელი არაჩვეულებრივი პიროვნება იყო, მისი სახით საქართველომ ბევრი დაკარგა!!!

Posted by: Barklai 9 Jun 2009, 18:40
tamo1992

ორივე ძალიან მომწონს, წარმატებები 2kiss.gif

Posted by: leva1990 9 Jun 2009, 22:08
კლდეებში დაასრულე სიცოცხლე შენი...
კლდეებს დაუტოვე ძვალი და რბილი,
კლდეებს უზიარე სიცოცხლის წილი,
კლდეებზე იპოვე ძილი!
სთქვი და აასრულე, სთქვი და აასრულე,
რაც მოსახდენია, ჰქენი!
არავის ტირილი არ გინდა ამქვეყნად,
გლოვაა ეს წუთისოფელი.
ლამაზი ისაა, კლდე რომ გაგიხსენებს:
_ იყო გოდერძი ჩოხელი!
ლამაზი ისაა, კლდეს რომ შეერევი,
სუნთქვას რომ გაატან ნიავს,
ქვიშას გაერევი, ბოღმას მოერევი,
კლდეს სისხლით შეღებავ, მზიანს.
კლდეებში შენს ძვალ-რბილს
რომ ვერვინ იპოვის,
კუბო რომ არავის მიაქვს,
შავ მიწას სათხრელად რომ არვის გაუხდი...
სიკვდილიც, სიკვდილსა ჰქვია.
_ შენ უკვე გიჟი ხარ, გოდერძი ჩოხელო!
_ ჩემზე სულელი ხარ, შენ, წუთისოფელო!

Posted by: Anchxli 22 Jun 2009, 19:33
წაკითხული მაქვს მოთხრობების კრებული ''თევზის წერილები'' და ''მგელი'', იმდენად შემიყვარდა ეს მწერალი. დასაფლავებაზეც კი მივედი sad.gif

Posted by: Dunkan 9 Jul 2009, 23:18
გოდერძის "თევზის წერილები" მაჩუქა სტუდენტობის დროის შეყვარებულმა, შიდა ყდაზე გოდერძის ავტოგრაფით. სიგიჟემდე მიყვარდა წიგნიც და ქალიც, ერთიც დავკარგე და მეორეც sad.gif

Posted by: badzudzu 12 Jul 2009, 12:31
უფლის გზა

მარადიული რა არის,
მიწა თუ ზეცის თავანი?
ნეტავ იმქვეყნად გრძელდება
კაცის თავგადასავალი?
ბევრი მოსულა ამ სოფლად,
აღზევებულა მრავალი,
მოკლეა წუთისოფელი,
წამით წამამდე სავალი.
სიცოცხლეს გაგვყრის სიკვდილი,
არ იშოვება წამალი,
მხოლოდ ცოცხალთთვის ანათებს
ცაზე მზე ამომავალი.
ვინც რა უნდა თქვას, ქვეყანა
ჩემთვის სამარის კარია,
რაც უნდა ბევრი ვეცადო,
დადგება ჩემი ჟამია,
კაცს თავის ავლადიდება
საიქიოში თან მიაქვს.
მარადიული რა არის,
მიწა თუ ზეცის თავანი?
ბევრი მინახავს მოსული,
წასული _ უფრო მრავალი,
ერთი გზა გვიდევს სიცოცხლით,
საიქიოსკენ სავალი,
ყველა იმ გზაზე მივდივართ,
მათხოვარიც და მთავარიც,
სუყველას ზურგზე ჰკიდია
თავის თავგადასავალი,
მარადიული ამქვეყნად
მარტო უფალის გზა არის.

* * * * * * * * * * * * * * * * * * * * * *
ვარდი და ქალი

ვარდი დააჭკნო საზამთრო
ნიავის ჩამოქროლამა,
ლამაზი ქალი დააჭკნო
გულს სევდის შამოწოლამა,
გვერდზე კაიყმის არყოლამ,
ბეჩავ ქმარასთან წოლამა,
უდროოდ ჩამოათეთრა
ზამთრის ფიფქების თოვამა,
როგორც მიმინომ, წაიღო
სიკვდილის ჩამოქროლამა,
უღვთო, უგულო სოფელმა,
ყოფნა-არყოფნის ბრძოლამა.

Posted by: Mescaline 12 Jul 2009, 13:57
დაახლოვებით 6 წლის წინ
ფული არ მქონდა საერთოდ
უმუშევარი ვიყავი
და თავისუფლების მოედანზე მოვიპარე ჩოხელის წიგნი
თევზის წერილები
ჩოხელის ავტოგრაFით
უდიდესი სიამოვნება განვიცადე კითხვისას, მახსოვს სახლამდე ვერ მოვითმინე და მეტროში დავიწყე კითხვა
დიდი ადამიანი იყო
ვერ მოვეფერეთ
როგორც გვჩვევია, სამწუხაროდ sad.gif

Posted by: ragacmindodametkva 13 Jul 2009, 03:11
გოდერძი ჩოხელი

ცხრა შეკითხვა სიყვარულის შესახებ

1

- უკაცრავად. თქვენი სახელი?
- გოჩა.
- გვარი?
- ჩიფიკაშვილი.
- რამდენი წლისა ხარ, გოჩა?
- თექვსმეტის.
- შეყვარებული თუ გყავს?
- შეყვარებული?
- ჰო, რა იყო, რაზე გეცინება?
- რავი აბაა!
- რა ჰქვია?
- ვის?
- შენს შეყვარებულს.
- არ ვიცი.
- როგორ, სახელი არ იცი?
- არა, მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი და ისიც შორიდან.
- როგორ ფიქრობ, რა არის სიყვარული?
- რავი აბაა! მე მგონი მარადიული მონატრებაა. . .

2

- მართა პირველი.
- ოჰო! რა ლამაზი სახელი და გვარი გაქვთ!
- მართლაა!
- ძალიან მომწონს.
- უი, დიდი მადლობა.
- მართა, შეიძლება სიყვარულის შესახებ რამდენიმე კითხვა მოგცეთ, ხომ არ გაბრაზდებით?
- უი, როგორ გეკადრებათ, პირიქით, მე ძალიან მიყვარს ამ თემაზე საუბარი.
- რახან ასეა, მაშინ გულახდილად მითხარით, გიყვართ ვინმე? გიყვართ ვინმე?
- არა, მე გათხოვილი ვარ!

3

- თქვენი სახელი?
- ჩემი?!
- დიახ.
- კოლა, ნიკოლოზი, ისე ნიკიფორეს მეძახიან.
- თქვენ რომელი გირჩევნიათ?
- მეე, ნიკო.
- რა გვარი ბრძანდებით?
- ჩუქურთმიშვილი, ნიკიფორე ჩუქურთმიშვილი.
- ცოლ-შვილი გყავთ?
- პირველი ცოლისგან ერთი ბიჭი, ახლა ჯარშია, წერილს ველოდები, მეორისაგან ქალ-ბიჭნი, უმცროსი მერვეშია, უფროსი მეათეში, გოგო სჯობია სწავლითა, ბიჭი ყალთაბანდობს, არა უშავრა კია. . . ბიჭი ეგეთი სჯობია, გამაიჯეკება ყველა საქმეშია, მეც ეგრე არ ვიყავი, რო? მესამე ცოლი კიდევ უშვილო გამამადგა, მაგრამ რას იზამ, ვერ გააგდებ და ვერაფერი, ისეთი ძმები ჰყავ, რომა კაცი მჭამლები.

- რას იტყვით, რა არის სიყვარული?

- არ გაგიგონიაა, შიში შაიქმს სიყვარულსაო, ასპროცენტიანი ეგრეა; რა ვქნა უშვილო გამამადგა, მაგრამ ისეთი ძმები ჰყვა რო პირდაპირ კაციმჭამლები, მიყორს მა რა ვქნა, თავზეით რო ძალა აღარ არის, რას იზამ?

- შვილების სიყვარულზე რას იტყვით?
- აი, იმათ ენაცვალოთ მამა, აგრეე!
- ხომ ნახულობ?
- არა, ალიმენტ უგზავნი.

4

- რომელ კლასში ხარ ლადო?
- მეოთხეებში გადავდივარ.
- რა ნიშნები გყავს?
- რავიიი!
- შენმა კლასელმა გოგომ მითხრა ორებს ღებულობსო, მართლა?
- ორებს კი არა, ისაა.
- მაშ, რა ნიშნები გყავს?
- ხუთები, ოთხები და ალაგ-ალაგ სამები.
- რა გვარი ხარ?
- წიკლაური.
- შეყვარებული ხომ გყავს?
- შეყვარებული არა, ისაა!
- მე რომ მითხრეს ჰყავსო?
- არაფერიც.
- შენი კლასელია?
- ვინა?
- ის გოგო, შენ რომ გიყვარს.
- არავინაც არ მიყვარს.
- მე რომ მითხრეს?
- რა გითხრეს?
- ლადოს ის გოგო უყვარს, კლასში მის უკან რომ ზისო.
- უკან კი არა, წინ ზის – წამოსცდა ლადოს და სირცხვილისაგან აწითლებულმა თავი დახარა.

5

- მე რა უნდა გითხრათ სიყვარულზე, ეგ ასაკი უკვე გავიარე.
- რა ასაკი.
- აი, კაცს რომ ჰგონია, სიყვარული მართლა რომ არსებობს.
- თქვენ გინდათ თქვათ რომ. . .
- დიახ, დიახ, ადრეც მეგონა, რომ არსებობდა, მაგრამ თურმე ეს ყველაფერი ბავშვობის ილუზიები იყო.
- მერე როგორ მიხვდით, რომ არ არსებობს?
- სულ უბრალოდ. სკოლა რომ დავამთავრეთ, დავშორდით. მე ინსტიტუტში გავაგრძელე სწავლა, ის ჯარში წავიდა.
- მერე?
- მერე ჩემს თანაკურსელზე გავთხოვდი.
- რატომ, არ გიყვარდათ?
- ჰმ, შენ რა ჩემი ქმარივით ლაპარაკობ?
- მაინც?
- გიყვარს, არ გიყვარს, გიყვარვარ, არ გიყვარვარ, რა შუაშია აქ სიტყვები, მთავარია ელემენტარული გაგება, ხომ?
- მაინც რაში გამოიხატება ეს ელემენტარული გაგება?

- მე მგონი ბევრ რამეში, თუნდაც იმაში, რომ არ უნდა მთხოვდეს ანგარიშებს, სად ვიყავი, რატომ დავიგვიანე, ეს ხომ წვრილმანია, არა?
- გააჩნია, რა შემთხვევაში.
- ხომ გითხარი?
- რა მითხარით?
- ჩემი ყოფილი ქმარივით ლაპარაკობთ-მეთქი.
- შერიგებას არ აპირებთ?
- ვისთან, იმასთან?!
- უკაცრავად.
- არაფერზე.
- და კიდევ ერთი კითხვა: ის ბიჭი რომ შეგხვდეს და ძველი სიყვარულის გაახლება შემოგთავაზოთ, რას იზამთ?
- ვისზე ამბობთ?
- თქვენს თანაკლასელზე, მე მგონი აქამდე ამოვიდოდა ჯარიდან.
- ააა, გოჩაზე ამბობთ? ის შემხვდა კიდეც, რომ გაიგო ქმართან გაცილებული ვიყავი, ასეო, ისეო, უშენოდ არ შემიძლიაო.
- მერე რა უთხარით?
- ვიფიქრებ მეთქი. იმ დღეს იანვრის ოცდაცხრა რიცხვი იყო, დავთქვით, თებერვლის ოცდაცხრაში შევხვედროდით ერთმანეთს და მაშინ ვეტყოდი ჩემს პასუხს. მისამართი განგებ არ მივეცი, იმან ძველი მისამართი იცოდა, ჩვენ კი საცხოვრებლად სხვაგან გადავედით. მოკლედ თუკი ვინმე საერთო ნაცნობი გვყავდა და ჩემი ახალი მისამართი იცოდა, ყველა გავაფრთხილე, არ ეთქვათ მისთვის ჩემი ახალი მისამართი.
- რატომ?
- იმიტომ, რომ მაინტერესებდა, ადრე მართლა მიყვარდა თუ არა. თუ მართლა მიყვარდა, ხომ ვერ გავძლებდი და თებერვლის ოცდაცხრაში დათქმულ ადგილზე შევხვდებოდი. არ მინდოდა შევხვედროდი მანმადე, გაიგე? ჩემს თავს ვამოწმებდი.
- მერე რა გაარკვიეთ?
- თებერვალი ოცდაცხრით კი არა ოცდარვით იყო.
- და ვეღარ შეხვდით?
- მე ოცდარვაშიც მივედი და პირველ მარტსაც.
- არ მოვიდა?
- ამას წინათ ისევ შემთხვევით შემხვდა და იცი, რა მითხრა? მაპატიე, ოცდაცხრა თებერვალს ისეთი საქმე მქონდა ვერაფრით ვერ მოვახერხე მოსვლაო. მაშინ მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ბავშვობა იყო.
- და აღარ გჯერათ?
- არავითარ შემთხვევაში.
- და მაინც როგორ სიყვარულს ისურვებდით?
- რაღა თქმა უნდა, ურთიერთგაგება რომ იყოს, ისეთს.

6

- ბებოო?
- რაო, შვილო?
- სიყვარული რა არის?
- სიყვარული არა ხაარ, მა რა ხარ ბებო გენაცვალოს! სიყვარული არა ხაარ, მა რა ხარ ბებო გენაცვალოს!

7

- ჩემი სახელია აპოლონი.
- გვარი?
- მღებრიშვილი.
- სად მუშაობთ?
- იქ.
- სად იქ?
- ნუ, რა საჭიროა?
- შემთხვევა რო იყოს, სიყვარულის გულისათვის თუ დასთმობდით სიცოცხლეს?
- ვინა? მეეე ქალის გულისათვის, კაცო?! სიყვარული რაღა არის, რომ მისი გულისათვის სიცოცხლე გაწიროს კაცმა.

8

- ეხლანდელები ქაა?! ეხლანდელები აღარც სირცხვილს დაგიდევენ და აღარც ნამუსსა, გვიყვარსო! აეტუზებიან ერთმანეთსა და ჰპროშნიან. ზედაც არ გიყურებენ, გინდა ყოფილხარ იქა გინდა არა, გვიყვარსო! მერეე ქაა?! ეხლანდელი ცოლ-ქმარი რო დადიან, ეგრე დავდიოდით ჩვენა? ჩვენ კი არ გვიყვარდა ერთმანეთი?! თუ მაგათ სწავლა რომ აქ, სხვანაირი სიყვარული იციან? ჩემ ქმარს რო დავინახავდი, იგრე შამაზრიალებდა ტანში, როგორც რო რა? მაგრამა რას შავიმჩნევდი, სახელი რა არის, სახელითაც ვერ მივმართავდი ხალხშია, მრცხვენოდა. ისრე წავიდა შავ მიწაშია, მე იმისთვი თვალი არ გამიყრია თვალშია. ახლანდელები? ლამის არის, თვალებით დაჭამონ ერთმანეთი.

არა, ქაა! მე მაგნაირი სიყვარული არ მწამს.
არ მწამს და მამკალ, აჰა!

9

მეცხრე და ბოლო კითხვა, თუმცა ბოლო რატომ? განა წინა პასუხებიდან რამე გაირკვა? სიყვარულის რაობისათვის ხომ იმდენივე კითხვა შეიძლება დაისვას, რამდენი ადამიანიც არის ქვეყანაზე. ალბათ ყველა პასუხი მართალი იქნება შეკითხვაზე, თუ რა არის სიყვარული. მართალი იქნება იმიტომ, რომ ყველა თავისებურად ხედავს მას, მაგრამ საბოლოოდ მაინც გაურკვეველი დარჩება, რადგან თვითონ ცვალებადი და გაურკვეველი ბუნებისაა სიყვარული.

ასე არ არის, მკითხველო?

სცადეთ, ყველამ საკუთარი პასუხი გასცეთ ამ შეკითხვას:

- მაინც რა არის სიყვარული, როგორი ბუნებისაა იგი და ისურვებდით თუ არა არსებობას მის გარეშე?

ამით მარადიულად გაგრძელდება ჩვენი მოთხრობა, რომელიც ვერასოდეს ცასწვდება მის ბუნებას.

და თუ ვინმე მაინც ჯიუტად შემოგიბრუნებთ კითხვას:

- დამიმტკიცეთ, რომ არსებობს სიყვარული.

ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს: ! სიყვარული ისეთ ბუნებისაა, დამტკიცებას არ საჭიროებს, იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს

love.gif love.gif "თევზის წერილები" "მგელი"

მიყვარს ჩოხელი, თავის ლეიბორიზმით, ნიჭიერებით თუ უცნაურობებით, რატომღაც პროზა უფრო მიზიდავს მისი smile.gif smile.gif

Posted by: HELPme_ 6 Sep 2009, 19:56
ჟურნალისტის დღიურში ჩოხელზე ომ იყო ეპორტაჯი სად ვუყურო????? დევს სადმე?? sad.gif help.gif help.gif

ცასწავალა

ვუძღვნი პატარა უფლისწულის ხსოვნას

მეტნაკლებად ყველას აქვს ცაში წასვლის სურვილი. პოეტები ვარსკვლავებს უმღერიან, ხეები ზეცას შეჰღაღადებენ, დამშეული მგლებიც ცას შეჰყმუიან. ყველას აქვს ზეცაში ამაღლების სურვილი. იმათ შორის პატარა ცისფერთვალება ჩიტსაც, რომელსაც ცასწავალას ეძახიან.

ცასწავალა ღობემძვრალაზე ოდნავ დიდი თუ იქნება, ძალიან პატარა ფრთები აქვს, ძალიან პატარა ნისკარტი. ცასწავალა აყვავებულ მთის ფერდობზე გავიცანი.

ზაფხულობით ჯერ თეთრად გადაიპენტება ხოლმე გუდამაყრის მთები, - ეს თეთრი ყვავილებია, გუდამაყრელები კანკეშას ეძახიან. მერე ლურჯი ყვავილებიც ამოვა და ფარდაგს დაემსგავსება სათიბები.

ცხვარს ვედექი. ირგვლივ გაყუჩებული იყო ყოველივე. გახურებული მზე ზეცის სილურჯეში ლივლივებდა და ისეთი ლურჯი ცა იყო, თვალს ვერ მოსწყვეტდი. თეთრად აყვავებულ კანკეშებში გულაღმა ვიწექი და ცაში წასვლაზე ვოცნებობდი. უცებ, ჩემს ქვემოთ, ერთი პატარა ჭრელი ჩიტი ამოფრინდა და ცაში აიჭრა, თან წკრიალა ხმით იძახდა: ცასწავალ! ცასწავალ!

სიჩუმეში ისე დაირხა მისი ხმა, ყველა მას შესცქეროდა: გუთნისჩიტები, ბოლოცეცხლები, ჩხიკვები, კლდის ქიმზე შემომჯდარი ორბებიც კი და ყვავილებიც კი შეიშმუშნენ.

ცასწავალამ ერთხანს იფრინა ასე და უცებ ისევ დაბლა დაეშვა. მოდიოდა და ახალა იმას იძახდა: ვტყუი! ვტყუი! ვტყუი!

ჩამოვიდა და ბალახებში გაუჩინდარდა. მერე რამდენჯერმე კიდევ აფრინდა ცაში გაგულისებული ძახილით: - ცასწავალ! ცასწავალ! ცასწავალ! - რაღაც ზღვარს მიაღწევდა, ღონე გამოელეოდა და ისევ ქვემოთ დაეშვებოდა: - ვტყუი! ვტყუი! ვტყუი! - ამით თითქოს თავს იმართლებდა. თავის უღონობას მალავდა, რათა სხვებს არ გაეგოთ, რომ ცაში წასვლა არ შეეძლო.

ჯერ უთმინეს ფრთოსნებმა ეს ტყუილი. მერე კი, ეტყობა, საწყენად მიიღეს, ჩემს იქით, კანკეშიან გორზე, იწყეს შეკრება. მოვიდა ყველა ჯურის ფრინველი. ეტყობა, რაღაც თავისებური უმავთულო ტელეფონები აქვთ, თორემ როგორ გააგებინეს ასე უცებ ერთმანეთს: მოდიოდნენ და მოდიოდნენ, ათასნაირად ჩაცმულები. გორზე ტევა აღარ იყო. როცა ყველანი შეიკრიბნენ, რაღაც ითათბირეს და გაისუსნენ.

ბალახებიდან ისევ ამოფრინდა ცასწავალა და ცაში აიჭრა: ცასწავალ! ცასწავალ! ცასწავალ! - ყვიროდა ის, მერე მიაღწია რაღაც ზღვარს და ქვემოთ დაეშვა: - ვტყუი! ვტყუი! ვტყუი! - ის-ის იყო, ბალახებში უნდა ჩამალულიყო, რომ გორზე შეკრებილ ფრინველებს ორი მიმინო გამოეყო, ეცნენ ცასწავალას და გაკოჭეს, აღარ აცალეს დამალვა. მიმინოებმა ცასწავალა გორზე შეკრებილ ფრთოსნებს მიჰგვარეს. იმათ ამოირჩიეს მოსამართლე და დაიწყო სასამართლო.

მე, ჩუმად, ახლოს მივიწიე, რომ კარგად დამენახა, რა მოხდებოდა.

მოსამართლე ყვავმა თავისი ადგილი დაიკავა და დაიწყო:

- მოქალაქე ცასწავალა, თქვენ ბრალად გედებათ აქ შეკრებილი საზოგადოების მოტყუება. მითხარით, ვინა გყავთ ცაში?

- არავინ, - თქვა სევდიანად ცასწავალამ.

- ვაა! - აღმოხდა ყვავს, - როგორ თუ არავინ, მაშ ვისთან მიდიოდი?

- ისე, ცაში მინდოდა წასვლა.

- ვისთან, ვინ დაგპატიჟათ, რა მიზეზით?

- არა, არავის დავუპატიჟნივარ, მაგრამ...

- „მაგრამ“ აქ გამორიცხულია, მოქალაქე ცასწავალა, თქვენ შეურაცხყოფას აყენებთ აქ დამსწრე საზოგადოებას. განა შეიძლება ამდენი ტყუილი? მეტი საქმე არა გაქვს, რომ მთელი დღე გვატყუებ, ცასწავალ, ცასწავალ! და მერე ურცხვად იმეორებ, ვტყუი, ვტყუი! - ვინ არის შენი მოსატყუებელი. უფროსებისა მაინც არა გრცხვენია? სახლში ვინა გყავს?

- არავინ.

- ობოლი ხარ?

- დიახ... - თქვა საბრალო ცასწავალამ და თავი მუხლებში ჩამალა.

- საზოგადოების მოტყუებისათვის ცასწავალას მიესაჯოს ერთი დღე-ღამით თავისუფლების აღკვეთა, კანკეშის ღეროზე მიბმით, - გამოიტანა მოსამართლემ განაჩენი, შემდეგ გაგრიხეს გრძელი მარსლები, ცასწავალა ფრთებითა და ფეხებით კენკეშის ღეროზე მიაბეს და საკრებულო ნება-ნება დაიშალა. ყველაზე ბოლოს მოლაღული შემორჩა, მივიდა ცასწავალასთან, კარგახანს იდგა დაფიქრებული, მერე ცას ახედა, ამოიოხრა და მოწყენილი გაფრინდა.

- გამაგრდი, ცასწავალა! - ჩამოსძახა კანკეშაზე მიბმულ ცასწავალას.

ჩამოვარდა სიჩუმე. საწყალმა ცასწავალამ ამაოდ სცადა მარსლების გაწყვეტა. მე ჯერ დავაპირე ამეშვა, მაგრამ მერე ვიფიქრე, ვაითუ, ფრთოსნებმა მათი განაჩენის დარღვევა შეურაცხყოფად მიიღონ და ცასწავალას რაიმე დაუშაონ-მეთქი, ისევ გაცლა ვამჯობინე, ცხვარი ქვემოთ გავრეკე, დავტოვე ცასწავალა მარტოკა, მიწისა და ზეცის ამარა. მთელი ღამე არ მეძინა, მეშინოდა, მელიას არ მიეგნო დაბმული ცასწავალასთვის.

დილით ადრე გავირეკე მთისაკენ ცხვარი, იმ ადგილას რომ მივედი, ჯერ ვერ დავინახე ცასწავალა, მერე კინაღამ ზედ შევდექი, ფოთლები ეფარა ზედ და ეძინა. ეტყობა, მოლაღულმა დააფარა, რომ მელიას ვერ დაენახა. მართლაც, რამდენიმე წუთში საიდანღაც მოფრინდა მოლაღული და ფოთლები მიმალ-მომალა, რომ ფრთოსნებს არ ენახათ.

შუადღემდე დაბმული იყო ცასწავალა. შუადღისას ისევ შეიკრიბნენ ფრთოსნები და ახსნეს, ჯერ უგონოდ დაეცა, ეტყობა ფრთები ეტკინა. მოლაღულმა ნისკარტით წყაროს წყალი მოარბენინა და მოასულიერა ცასწავალა.

- გაგვითავისუფლებიხარ, ცასწავალავ, ოღონდ ერთი პირობით: მეტი აღარ მოიტყუო, - უთხრა ყვავმა.

- არა, აღარ მოვიტყუებ, - პირობა მისცა ცასწავალამ.

წავიდ-წამოვიდნენ ფრთოსნები და ახლომახლო აყვავებულ ბალახებში ჩასხდნენ.

ცაზე მსუბუქად მოცურავდა ყვითელი მზე. ლურჯი, ძალიან ლურჯი ცა თითქოს თავის სიღრმეში სანავარდოდ იხმობდა ყველას.

ცასწავალა კარგა ხანს იჯდა დაფიქრებული. მერე, ეტყობა, მოსწყინდა ასე ყოფნა, ფრთები გაშალა და ცაში აიჭრა:

- ცასწავალ! ცასწავალ! ცასწავალ! - იძახდა ცასწავალა და ისე მაღლა წავიდა, ოდნავღა ჩანდა, გასცდა იმ ზღვარს, სადამდისაც ადრე მიდიოდა ხოლმე - უკანასკნელ ძალ-ღონეს იკრებდა და ერთი სურვილით შეპყრობილი, მიწაზე დარჩენილ ფრთოსნებს ჩამოსძახოდა: ცასწავალ! ცასწავალ! ცასწავალ!

ყველანი მას შეჰყურებდნენ.

ის წერტილივით ჩანდა.

უკანასკნელი ამოსუნთქვისთვისღა ეყო ღონე და გული გაუსკდა.

უკან მსუბუქად და მდუმარედ ეშვებოდა. მერე ასევე მსუბუქად დაეცა თავის საყვარელ ბალახებში.

საწყალი ცასწავალა ფრთოსნებმა იმ გორაკზე დაასაფლავეს, სადაც გუშინ სასამართლო მოუწყვეს. ყვავმა გრძელი სიტყვა წარმოთქვა. მოლაღულმა ბევრი იტირა, სხვებიც ვიშვიშებდნენ, თავს აქეთ-იქით აქნევდნენ. მერე დაიშალნენ და დარჩა გორზე პატარა სასაფლაო. ეს ოდნავ ცისკენ ამოწეული მიწა ზემოთ დარჩენილთ თითქოს იმას მიანიშნებდა, რომ მის ქვეშ ზეცაში წასვლის სურვილით შეპყრობილი ცასწავალა იწვა, და ვინც კი ნახავდა, გული სწყდებოდა: ეს სურვილი ხომ მეტ-ნაკლებად

Posted by: шапокляк 9 Sep 2009, 22:40
"მგელი " მომეწონ ყველაზე ძალიან.

Posted by: S A F O 9 Sep 2009, 23:15
უმაგრესი ადამიანი და დიდი შემოქმედი, რა ვიცი სიტყვები არ მყოფნის.

ძალიან მწყდება გული, რომ ისე ვერ ვაფასებდით როგორც შეეფერებოდა. მაგის შემოქმედების აღიარებას არ ვგულისხმობ. მეტი ყურადღება , თუნდაც ფინანსური ხელშეწყობა მაინც უნდა ქონოდა.

დოკუმენტური ფილმის გადაღება მინდა ძალიან, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერ ვახერხებ, იმედი მაქვს სამომავლოდ მაინც გამომივა. cry.gif

Posted by: Miss tata 11 Sep 2009, 09:20
S A F O
QUOTE
დოკუმენტური ფილმის გადაღება მინდა ძალიან, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერ ვახერხებ, იმედი მაქვს სამომავლოდ მაინც გამომივა. 

სიამოვნევებით ვნახავდი boli.gif

Posted by: iza 13 Sep 2009, 13:09
მეც მინდა ჟურნალისტის დღიურში გასული რეპორტაჟი გოდერძი ჩოხელზეეეე

Posted by: S A F O 15 Sep 2009, 00:18
ხალხო რა მაინტერესებს, მითხრეს რომ გოდერძი ჩოხელზე უკვე არის დოკუმენტური ფილმი გადაღებულიო. ვინმემ იცით რამე ამის შესახებ?? თუ იცით იქნებ ზუსტად მითხრათ ვინ გადაიღო და როდის??

Miss tata

თუ გამომივიდა აუცილებლად დაგპატიჟებ

Posted by: Sestrichka 17 Sep 2009, 17:28
თოვლი
გოდერძი ჩოხელი

საოცარია,
გუშინ სულმთლად ყვითელმა მთებმა,
დაიძინეს და
ერთ ღამეში გაჭაღარავდნენ.

(თეთრ ღრუბლებში ...)
გოდერძი ჩოხელი

თეთრ ღრუბლებში ქეიფობდა თეთრი მთვარე
ხმელ ტაბლაზე ვარსკვლავები მიეწვია.

love.gif

Posted by: vip_ 3 Oct 2009, 09:58
2 ოქტომბერს გოდერძი ჩოხელს 55 წელი შეუსრულდებოდა sad.gif
ეს ლექსი მან თავის დაბადების დღეზე 2002 წელს დაწერა

http://www.paata.ge
http://www.paata.ge

Posted by: GIO-INTER 18 Dec 2009, 20:45
ბატონებო, ოდერძი ჩოხელის შემოქმედებას საერთოდ არ ვიცნობ და რამე კარგი დიდი რომანი აქვს? (დაახლოებით 500 გვერდი)

Posted by: leva1990 22 Dec 2009, 15:40
თოვლი

საოცარია,
გუშინ სულმთლად ყვითელმა მთებმა,
დაიძინეს და
ერთ ღამეში გაჭაღარავდნენ

* * *
მაგარი კაცი იყო გოდერძი ჩოხელი. როდესაც მცხეთაში ვხვდები, ყოველთვის მივდივარ მის საფლავზე.

Posted by: corpse clown 22 Dec 2009, 19:43
ვგიჟდები ამ ადამიანზე <3 ^^

Posted by: leva1990 22 Dec 2009, 23:36
როგორც ზამთარში
თოვლიან ტყეს მწიფე ძახველი,
ისე შემომრჩა სულში ბავშვობა.
გაძარცულია ირგვლივ ტყეები,
თოვლიან ფერდობს მიუყვება უკვე ბილიკი.
აქ ჩამოივლის ალბათ სიბერეც
და ჩემს ბავშვობას,
როგორც ძახველს მშიერი ყვავი
დააცხრება და
უცებ
გა-
კენ-

ს.

Posted by: leva1990 25 Dec 2009, 19:12
QUOTE
გზავნილია: 2 Jul 2007, 17:07#6029539 ბარათი · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
საწყალი გოძო, რომელსაც თავი გენიოსი ჰგონია... მე არ ვიგონებ, თვითონ იძახის, გენიოსი ვაროჰკითხეთ, ვინც მას პირადად იცნობს

არ შემიძლია, არ ვთქვა: ეს პრიმიტივიზმის ის სახეა, რომელიც საშინლად ყალბია. აქ სადღაც ფიროსმანი ახსენესხელები შორს, ბატონებოშედარებაც კი არ შეიძლება. ფიროსმანი თვითნაბადი ტალანტია, მართლაც გენიოსი, თუმცა, ეს სულაც არ გამორიცხავს იმას, რომ ვიღაცას შეიძლება, არ მოსწონდეს მისი მხატვრობა.

აი, ჩოხელი კი, განზრახ პრიმიტივია. მისი "ბუნების შვილობა" ყველაზე გამაღიზიანებელი პოზაა, გაუთავებლად წუწუნი და თავის მოსაწ###ბა... ფილმებს ვერ იღებს თურმე, საწყალი.. რაც გადაიღო, იმან ხომ აგვაშენა და დაგვხატარომელი ერთი ვარგოდა ფილმად? "ლუკას სახარება"? თუ "სამოთხის გვრიტები"? პრიმიტიულად გაგებული ქრისტიანული მორალი, გაუთავებელი ქადაგება, სიწმინდეზე პრეტენზიები...

კაით რა... რა დროს გოდერძი ჩოხელიაწუწუნა გენიოსი მის გარდა კიდევ ბევრი გვყავს, რომელსაც, დახეთ და, თურმე წიგნებს არ უბეჭდავენ... ხალხნო, შედით ნებისმიერ წიგნის მაღაზიაში და ნახეთ: ყრია ჩოხელის წიგნები! ტონობით! ნაირ-ნაირ გამოცემებში, სქელი ყდით გინდათ, თუ თხელითრას ქვია, არ უბეჭდავენ? გაუწვრილა ყველას გული წუწუნით და ახლა იმდენს ბეჭდავენ რომ მაღაზიებმა სად წაიღონ, არ იციან...

არა, მესროლეთ ქვა ან რაც გინდათ, მაგრამ მე არ მიყვარს გოდერძი ჩოხელი როგორც მწერალი (კინორეჟისორზე არაფერს ვამბობ, ჩემი აზრით, საერთოდ არ არის ყურადღების ღირსი ამ მხრივ) და მით უმეტეს მაღიზიანებს ეს გასოციალურებული ხელოვანის გოდება...

მართლა კაით რა.

მე მაპატიეთ, გავცხარდი.

პ.ს. ვინც ახლა მოდგება და დამიწყებს, ჩოხელი შემოქმედება არ გესმის, სიღრმეებს ვერ ჩასწვდი, გაუნათლებელი ხარო, მაპატიოს, მაგრამ თავს ტყუიულად შეიწუხებს. რამეფრად, ვაჟას შემოქმედებას თუ ჩავწვდი და მოვიწონე, ჩოხელსაც ვუზამდი რაიმეს, რომ ჰქონდეს ჩასაწვდომი. განათლების დონე არაფერ შუაშია.. უბრალოდ, ჩვენ ყველანი უნდა შევეგუოთ იმას, რომ ვიღაცას რაღაცა ჩვენგან განსხვავებულად ესმის. ვიღაცას მოსწონს ჩოხელი - ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს, ვინ უშლის. ვიღაცას მიაჩნია, რომ ყალბი და უნიჭოა - ხოდა, ამ მეორე კატეგორიაში ვარ მეც და ყველას ჩვენ-ჩვენი გზით გაგვიმარჯოს.

აბა ამის დამწერს რა უნდა ელაპარაკო...

Posted by: Niako 27 Dec 2009, 02:13
QUOTE (leva1990 @ 25 Dec 2009, 15:12 )

შენ, რატომ გგონია ,რომ ვაჟას შემოქმედებას ჩასწვდი ,,რამეფრად,, ?და ეხლა ჩოხელის შემოქმედბაზე გადახვედი.შენ ადი მთაში, სცადე არ გინდა რომ ადგილზე ჩასწვდე ჩოხელის შემოქმედებას.დარწმუნებული ვარ უცებ ჩასწვდები.,მოგეხმარებიან.არა ბიჭო ნიჭიერები თქვენი ძალად მწერლები არიან.პატრონი არ გყავს?. გრცხვენოდეს .

Posted by: leva1990 30 Dec 2009, 12:45
ჩემო იმედის მთვარეო

მთვარეო, მთვარის ნალეო,
მთაზე გადმოდექ, მალეო,
სხივი მოჰფინე ქვეყანას,
სინათლით გაგვახარეო.
ამოდი, მტერი დაგვიფრთხე,
გულს დარდი გადაგვყარეო,
დააფრთხე, თავზე აგვყარე
პირგაშაული ღამეო;
მთვარეო, მთვარის ნალეო,
ჩემო იმედის მთვარეო!

Posted by: Selfish_kid 30 Dec 2009, 13:41
"9 შეკითხვა სიყვარულის შესახებ"

მარტო ეს ვიცი და სხვა მოთხრობები სად ვნახო? user.gif

ლექსები არ მინდა ...

Posted by: Miss tata 30 Dec 2009, 13:52
Selfish_kid
წიგნი არის მოთხრობების კრებული თითქმის ყველა წიგნის მაღაზიაში იყიდება..
"ადამიანთა სევდა" წაიკითხე აუცილებლააად...

Posted by: Selfish_kid 30 Dec 2009, 14:02
Miss tata
QUOTE
"ადამიანთა სევდა" წაიკითხე აუცილებლააად...

გმადლობ, ვკითხულობ უკვე biggrin.gif 2kiss.gif

Posted by: leva1990 30 Dec 2009, 15:53
ეხ რა კაცი დავკარგეთ რა

QUOTE
"ადამიანთა სევდა"

ეს ყველამ უნდა წაიკითხოს

Posted by: Memory Card 8 Jan 2010, 12:19
უძლიერესია ჩოხელი..
მე წითელი მგელიც მომეწონა (ადამიანთა სევდაზე არაფერს ვამბობ,ჩემი კომენტარი ზედმეტია), მოთხრობები აქვს საოცარი..

"- რა არის სიცოცხლე?
-ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა.
- რა არის სიკვდილი?
-ადამიანად არყოფნის ტკბილი სევდა."

Posted by: chokheli 13 Jan 2010, 23:15
მის ყველა ნაწამოებას ჩაწვდომა უნდა. ზერელედ მის ნაწარმოების დედააზრს ვერ გაიგებთ. ხოლო მისი მკველობის მცდელობა ის არ იყო რაც მან ტელევიზიით თქვა.. ის ფილმებიც უმრავლესობა გუდამაყარში აქვს გადაღებული სადაც იქაური ხალხი ირებდა მონაცილეობას.. მის ფილმებში მსახიობები მხოლოდ მისი მეგობრები თუ შეგხვდებიან. რომლებიც ფულის გარეშე იღებდნენ მონაწილეობა. დანარჩენი ხალხი კი თავისი თანასოფლელები არიან. დედამისიც მონაწილეობს ერტ მის ფილმში და არა მარტო დედამისი თავისი მთელი ოჯახი ყავს გამოყვანილი.მას იმდენი საშვალება არ ჰქონდა რომ მსახიობები დაექირავებინა.. ასევე მას თანამედროვე პოეტები და მსახიობები, მეორე ვაჟა ფშაველას ეძახიან.... სხვათაშორის რომ იცოდეტ,, 7 ნოემბრის შემდეგ მალევე გარდაიცვალაა.. მიტინგები რო ტარდებოდა. იმ 7 ნოემბრის ამბებს გადაყვაა, ნერვიულობაზე გულმა დაარტყა.. მას ძალიან უყვარდა საქართველო ........
* * *
QUOTE
ჟურნალისტის დღიურში ჩოხელზე ომ იყო ეპორტაჯი სად ვუყურო????? დევს სადმე??

მე მაქვს ეგ ვიდეო.. ტელეფონიტ გადავიღე როცა ეტერში გადიოდა
* * *
QUOTE
მაგრამ მე ერთი ნათელი წერტილი მაინც ვიპოვე და ოცნება ავიხდინე

გუდამაყარი, ჩოხი და ის სკოლა ვნახე, სადაც "ლუკას სახარებაა" გადაღებული

საბედნიეროდ მე ყოველ ზაფხულს მაქვს მაგის ბედნიერება biggrin.gif.. მამაჩემის ბიძაშვილია და მის ოჯახს ვიცნობ wink.gif wink.gif თანასოფლელები ვიყავით ;( ;(

Posted by: xatatula 15 Jan 2010, 00:35
QUOTE
გზავნილია: 2 Jul 2007, 17:07#6029539 ბარათი · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
საწყალი გოძო, რომელსაც თავი გენიოსი ჰგონია... მე არ ვიგონებ, თვითონ იძახის, გენიოსი ვაროჰკითხეთ, ვინც მას პირადად იცნობს

არ შემიძლია, არ ვთქვა: ეს პრიმიტივიზმის ის სახეა, რომელიც საშინლად ყალბია. აქ სადღაც ფიროსმანი ახსენესხელები შორს, ბატონებოშედარებაც კი არ შეიძლება. ფიროსმანი თვითნაბადი ტალანტია, მართლაც გენიოსი, თუმცა, ეს სულაც არ გამორიცხავს იმას, რომ ვიღაცას შეიძლება, არ მოსწონდეს მისი მხატვრობა.

აი, ჩოხელი კი, განზრახ პრიმიტივია. მისი "ბუნების შვილობა" ყველაზე გამაღიზიანებელი პოზაა, გაუთავებლად წუწუნი და თავის მოსაწ###ბა... ფილმებს ვერ იღებს თურმე, საწყალი.. რაც გადაიღო, იმან ხომ აგვაშენა და დაგვხატარომელი ერთი ვარგოდა ფილმად? "ლუკას სახარება"? თუ "სამოთხის გვრიტები"? პრიმიტიულად გაგებული ქრისტიანული მორალი, გაუთავებელი ქადაგება, სიწმინდეზე პრეტენზიები...

კაით რა... რა დროს გოდერძი ჩოხელიაწუწუნა გენიოსი მის გარდა კიდევ ბევრი გვყავს, რომელსაც, დახეთ და, თურმე წიგნებს არ უბეჭდავენ... ხალხნო, შედით ნებისმიერ წიგნის მაღაზიაში და ნახეთ: ყრია ჩოხელის წიგნები! ტონობით! ნაირ-ნაირ გამოცემებში, სქელი ყდით გინდათ, თუ თხელითრას ქვია, არ უბეჭდავენ? გაუწვრილა ყველას გული წუწუნით და ახლა იმდენს ბეჭდავენ რომ მაღაზიებმა სად წაიღონ, არ იციან...

არა, მესროლეთ ქვა ან რაც გინდათ, მაგრამ მე არ მიყვარს გოდერძი ჩოხელი როგორც მწერალი (კინორეჟისორზე არაფერს ვამბობ, ჩემი აზრით, საერთოდ არ არის ყურადღების ღირსი ამ მხრივ) და მით უმეტეს მაღიზიანებს ეს გასოციალურებული ხელოვანის გოდება...

მართლა კაით რა.

მე მაპატიეთ, გავცხარდი.

პ.ს. ვინც ახლა მოდგება და დამიწყებს, ჩოხელი შემოქმედება არ გესმის, სიღრმეებს ვერ ჩასწვდი, გაუნათლებელი ხარო, მაპატიოს, მაგრამ თავს ტყუიულად შეიწუხებს. რამეფრად, ვაჟას შემოქმედებას თუ ჩავწვდი და მოვიწონე, ჩოხელსაც ვუზამდი რაიმეს, რომ ჰქონდეს ჩასაწვდომი. განათლების დონე არაფერ შუაშია.. უბრალოდ, ჩვენ ყველანი უნდა შევეგუოთ იმას, რომ ვიღაცას რაღაცა ჩვენგან განსხვავებულად ესმის. ვიღაცას მოსწონს ჩოხელი - ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს, ვინ უშლის. ვიღაცას მიაჩნია, რომ ყალბი და უნიჭოა - ხოდა, ამ მეორე კატეგორიაში ვარ მეც და ყველას ჩვენ-ჩვენი გზით გაგვიმარჯოს.

ეს ვინ დაწერა?
cry.gif

ვერაფერს ვიტყვი, რატომღაც მგონია რომ ვაჟასაც ვერ ჩაწვდი შენ, უბრალოდ იძახი იმისთვის რომ ვაჟა ყველას უყვარს...

რაღაც სხვანაირად მიყვარს ჩოხელი ყველაფერს მასთან ვაკავშირებდი ბავშვობიდან, ცასწავალა წავიკითხე პირველად და მას მერე ჩემია....

Posted by: GIO-INTER 15 Jan 2010, 20:03
ადამიანთა ევდა რომანია? და რამხელაა?

უნდა ნელ-ნელა დავიწყო ჩოხელის კითხვა და მაინტერესებს.

Posted by: xatatula 16 Jan 2010, 00:46
GIO-INTER
რომანია კიი...არც ისე დიდია, ახლა არ მახსოვს ზუსტად...ერთ წიგნშია ადამიანთა სევდა და მოთხრობები....
თუმცა სიდიდეს რა მნიშვნელობა აქვს, შიგნით რა წერია ისაა მთავარი.

Posted by: iraro 16 Jan 2010, 18:33

,,ადამიანთა სევდა" რომ წავიკითხე ღრმად ფილოსოფიურად აღვიქვი smile.gif თუმცა, მოგვიანებით, როდესაც ფილმი ვნახე, რომელიც თვითონ გოდერძი ჩოხელმა გადაიღო, მივხვდი, რომ შეიძლება სულაც არ იყო ასე... თუმცა მაინც ძალიან მომწონს... სევდების შეგროვების იდეა smile.gif ადამიანად ყოფნისა და ადამიანად არყოფნის სევდების დაკავშირება სიცოცხლესთან და სიკვდილთან. და ძალიან კარგია მისი მოთხრობებიც...

Posted by: PEDRO 16 Jan 2010, 19:17
მეც გოდერძის პროზა უფრო მომწონს, ვიდრე ფილმები.

Posted by: leva1990 18 Jan 2010, 18:27
წერილი გაზეთ "კვირის პალიტრას" პროექტისათვის "გზავნილი მომავალში"
"კვირის პალიტრის" საუკუნის პროექტი "გზავნილი მომავალში" გრძელდება. 2010 წლის ადრესატები მიიღებენ საუკუნის დასაწყისში სიყვარულითა და სასოებით დაწერილ ბარათებს. ამჯერად "პალიტრა-რჩეულიდან" გთავაზობთ 10 წლის წინ საგანგებოდ ამ პროექტისთვის დაწერილ გოდერძი ჩოხელის გზავნილს, რომელიც დღეს ჩვენთან აღარ არის, მაგრამ მისი ეს გზავნილი მარადიულად დარჩება სრულიად საქართველოს მეხსიერებაში.

აი, მიილია ორიათასი წელი და სადაცაა მესამე ათასწლეულში შევაბიჯებთ ქართველები, ურთიერთწაკიდებულნი, მტერგახარებულნი, ფუძეჩაბნელებულნი, შეშინებულნი და ათრთოლებულნი შევდივართ მესამე ათასწლეულში. - რა იმედით?

- ღმერთის იმედით, დაილოცოს მისი სამართალი, ღმერთი ხომ ყოველთვის მოგვხედავდა ხოლმე გაჭირვებაში მყოფ ქართველებს და როცა არსაიდან იმედი აღარ იყო, მაშინ მოგვივლენდა დიდ მამულიშვილებს გადასარჩენად. ჯერჯერობით კი სატანა მძლავრობს და ტაშფანდურა აქვთ გამართული ღვთისმშობლის წილკურთხეულ საქართველოში ეშმაკის ტარტაროზებს.

ასე ვხვდებით მესამე ათასწლეულის დადგომას და უფრო უარესად.

კაცი ყოველთვის ვერ ამბობს იმას, რასაც განიცდის და ალბათ დღევანდელი ქართველებიც ბევრ რამეს დაუმალავენ მომავალ თაობებს. დაუმალავენ თუნდაც სირცხვილის გამო - რას იტყვიან ჩვენი შვილები, როცა მომავლიდან გამოგვხედავენ?

განა შეიძლება ადამიანებმა ასეთ დღეში ჩააგდონ თავისი სამშობლო!!!

ეს ჩვენ ვართ, ჩვენი მომავლების "დიდი" წინაპრები, ყველაფერს რომ ვუჭამთ, ყველაფერს რომ ვუყიდით: მიწას, წყალს, ტყეებს, ადათ-წესებს, რწმენას, ეროვნებას, წარსულს, მომავალს...

მეშინია. ქუჩაშიც მეშინია, სახლშიც, დღეც, ღამეც. რაღაცა მაკრთობს, რაღაცა მაელდებს.

ეს არ არის სიკვდილის შიში. ეს უფრო ჩემი და ჩემნაირი ქართველების უმწეობის, უმაქნისობის შიშია. სიკვდილისა კი ნამდვილად არ მეშინია. თითქოს იმისი ცელის შრიალსაც კი ვგრძნობ ჩემს ახლომახლო და ეს ხმა ოდნავადაც არ მაკრთობს, იმედიც კი მაქვს: მოვრჩები ამ სატანჯველს და წავალ იქ, სადაც ჩემი წინაპრები არიან, იმათთან კი რისიღა უნდა მეშინოდეს?!

თან იმედი მაქვს, რომ ოცდახუთი წლის მერე, ორიათასოცდახუთი წლის გაზაფხულზე მოვა ჩემი შვილიშვილი ჩემს საფლავზე, იების კონას მომიტანს და თვალებგაცისკროვნებული მეტყვის: - აი, პაპა, მოგიტანე შენი საყვარელი იები!

ჩემი შვილიშვილი საქართველოს ბედნიერებით იქნება ბედნიერი. არ ექნება უსუსურობის განცდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველია და ვერ წარმოიდგენს, როგორ მტკიოდა გული, როცა მესამე ათასწლეულის პირველ ახალწელს უსიხარულოდ, ანდა მოჩვენებითი სიხარულით ვხვდებოდით ქართველები. როცა ერთმანეთს ვკლავდით, ვძარცვავდით. მას არ ეცოდინება, როგორ მტკიოდა გული, როცა ერთხელ მამამისმა, სამი-ოთხი წლის რომ იყო, როგორ მთხოვა: - მამიკო, შენთან ერთად წამოვალ რა მეც ქუჩაში!

მე შევყოყმანდი. ის ფიქრს მიმიხვდა და დამაიმედა: - ნუ გეშინია, ჯიხურებთან არ გეწუწუნები, "ჟუვაჩკა" მიყიდე-მეთქი, ოღონდ წამიყვანე, შენთან ერთად მინდა სიარული.

რა თქმა უნდა, ჩემს შვილიშვილს ის არ ეცოდინება, და ვერ გაიგებს, რატომ არ უნდა მეყიდა მამამისისთვის "ჟუვაჩკა", ანდა რატომ იდგნენ ქუჩაში ჯიხურები. მას არ ეცოდინება, როგორ ვიდექი საათობით, დღედაღამ პურის რიგში და რამდენჯერ ჩემ წინ გათავდა, არ შემხვდა ის ტალახივით პური, სახლში მისულს კი შვილის მომლოდინე თვალები შემომეფეთა და მერე, როცა დასაძინებლად დავწექით, ყურში წამჩურჩულა:

- მე სულაც არ მშია, მამიკო!

ჩემს შვილიშვილს არ ეცოდინება, რომ როცა მამამისი პატარა იყო და ფეხბურთის სკოლაში დადიოდა, ქალაქის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში, თურმე ჩემგან მიცემულ გზის ფულს ინახავდა, თვითონ ფეხით დადიოდა, რომ ბურთის საყიდელი ფული შეეგროვებინა; მე კი ხანდახან გაჭირვებას ვერ ვუძლებდი და დავთვრებოდი ხოლმე, უკანასკნელი მათხოვარივით დავეგდებოდი ქუჩაში, თითქოს ამით ჩემს უსუსურობაზე ჯავრს ვიყრიდი, სინამდვილეში კი მარტო ახლობლებსა და ოჯახს ვუკლავდი გულს. ერთხელ, ის ნაგროვები ფული ფეხით რომ დადიოდა და გზის ფულს ბურთისთვის ინახავდა, სასმელში დავუხარჯე.

იმედი მაქვს, ჩემს შვილიშვილს საქართველოს უახლოეს ისტორიას სიმართლით ასწავლიან და ის და მისი ტოლები ალბათ ბევრ რამეს გვაპატიებენ. გვაპატიებენ, როგორ დავუკარგეთ საქართველოს ულამაზესი კუთხეები და მერე ბრძნულად გავიძახოდით: - ჩვენ არა! ჩვენ არა! ჩვენმა მომავალმა თაობამ უნდა დაიბრუნოს, რაც დავკარგეთო.

გვაპატიებენ, ჩვენი შვილიშვილები, ბევრ რამეს გვაპატიებენ. ყვავილებსაც მოგვიტანენ და საფლავის ქვაზე დაგვიწყობენ; აი, მე ხომ ახლავე ვხედავ, როგორ მოაქვს ოცდახუთი წლის მერე ჩემს შვილიშვილს იების კონა. ღმერთო, მაპატიე, რატომღაც სურვილი მაქვს, რომ ოცდახუთი წლის მერე, ჩემს საფლავზე მოსულ შვილიშვილს უხაროდეს, რომ მე პაპამისი ვარ, მე, რომელიც ასეთ საქართველოს ვუტოვებ მას?!!

ის კი იებით მოდის ჩემს საფლავზე და მეუბნება:

- აი, პაპა, მოგიტანე შენი საყვარელი იები!

იქნებ, ჰგონია რომ მაგარი ვიყავი? ეს არის სიმაგრე?

ვხედავ და ვერაფერს ვამბობ.

მესმის, რაც ხდება და ყრუ ვარ, თითქოს არაფერი არ მესმოდეს.

მეშინია. შიში განაგებს ჩემს არსებობას, საქართველოს კი დაახლოებით ასე გამგებლობენ:

- ეს ქალაქი ვისია?
- ჩემ და ჩემი ძმისია!
- კიდევ, კიდევ ვისია?
- ჩემი შვილებისია!
- კიდევ, კიდევ ვისია?
- ჩემი ძმიშვილისია!
- კიდევ, კიდევ ვისია?
- ჩემი მძახლებისია!
- კიდევ, კიდევ ვისია?
- ჩემი კლანებისია!
- საქართველო ვისია?
- ალაგ-ალაგ სხვისია,

დანარჩენი, ბიძიაჩემ და ჩემი ძმისია მეტი არავისია ჩვენ გვეკუთვნის ნისიად!

ეს მართალი კი არ გეგონოთ, ეს "ქალაქობანას" თამაშია, ასე თამაშობენ ზოგიერთი "მოქალაქეები" საქართველოში ორიათას წელს და თამაშ-თამაშით ეგებებიან მესამე ათასწლეულს.

ვხედავ და მესმის, ცელის შრიალით, როგორ მიახლოვდება სიკვდილი. მეშინია.

სიკვდილისა კი არა, იმისი მეშინია, ვაითუ ისე წავიდე ამ ქვეყნიდან, ჩემს შვილიშვილს ისე გავუპარტახო საქართველო, იის ძირ-თესლიც კი გავუწყვიტო და ორიათასოცდახუთ წელს, სხვა ქვეყანაში საყიდელი გავუხადო იების თაიგული.

მეშინია და თან იმედს ვიტოვებ, რადგან აქედან ვხედავ როგორი გაღიმებული და ბედნიერი მოდის ჩემს საფლავთან ჩემი შვილიშვილი. საფლავზე ახალდამშრალ მზორეში მოკრეფილ იების კონას დადებს და მეუბნება: - აი, პაპა, მოგიტანე შენი საყვარელი იები!

ღმერთო, ნუ მომიშლი ამ იმედს!

Posted by: xatatula 18 Jan 2010, 23:03
leva1990
არ მქონდა ეს წაკითხული.....
როგორ შეიძლება ეს კაცი არ გიყვარდეს!

Posted by: leva1990 19 Jan 2010, 00:44
QUOTE
როგორ შეიძლება ეს კაცი არ გიყვარდეს!

მართალი ხარ!

Posted by: iohan 21 Jan 2010, 15:56
- ალბათ,ბევრსა დარდობ დედაშენის სიკვდილის გამო-[უთხრეს ნოდარს ქალებმა]
- არა,არა ვდარდობ-[თქვა ნოდარმა]
- რატომ?
- რატომ უნდა ვიდარდო.მოკვდა,მერე რა...სიკვდილამდე ხომ ცოცხალი იყო.მე ვიცი,რომ თქვენ გაშინებთ სიკვდილი,მაგრამ ტყუილად გეშინიათ.
- კი არ გვეშინია...
- მაშ?
- გვეჯავრება.
- რატომ გეჯავრებათ?
- იმიტომ,რომ რა სახარბიელო ის არის.
- მე კი გეტყვით,რომ ძალიან საყვარელია.
- საყვარელია?
- საყვარელია იმიტომ,რომ დიდი სიკეთე მოაქვს ადამიანებისთვის.ხოლო ის,რასაც სიკეთე მოაქვს,ყოველთვის საყვარელია.თვითონ სიყვარული სიცოცხლისა და სიკვდილის ერთიანობა არის.ჩვენ გვეჯავრება სიკვდილი,იმიტომ,რომ ცოცხლები ვართ და გვეშინია დასასრულის...მთელი ჩვენი მოქმედება,ჩვენი ცხოვრება ცდაა,როგორმე დავივიწყოთ დასასრული-სიკვდილი,მაგრამ იმას კი არ ვფიქრობთ,რა იქნებოდა,ეს რომ არ იყოს...ჩვენ სიცოცხლე იმიტომ გვიყვარს,რომ შევეჩვიეთ.სიკვდილი არ გვიყვარს იმიტომ,რომ იძულებულს გვხდის,გადავეჩვიოთ.იცი,სიცოცჼbr />?ლე გალობს და უნდა გითხრა,რომ არანაკლებ გალობს სიკვდილი.მიედინება ეს სიკეთე და ვერც კი ვხვდებით,როგორ გვაყვარებს ერთიმეორეს;როგორ გვაყვარებს სილამაზეს;სიცოცხლეს და თვით სიყვარულს როგორ გვაყვარებს.........

Posted by: აფრედერიკme 21 Jan 2010, 18:10
ერთი სიამოვნებაა მისი მოთხრობების კითხვა

Posted by: pretty 21 Jan 2010, 22:48
QUOTE
QUOTE გზავნილია: 2 Jul 2007, 17:07#6029539 ბარათი · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა საწყალი გოძო, რომელსაც თავი გენიოსი ჰგონია... მე არ ვიგონებ, თვითონ იძახის, გენიოსი ვაროჰკითხეთ, ვინც მას პირადად იცნობს

არ შემიძლია, არ ვთქვა: ეს პრიმიტივიზმის ის სახეა, რომელიც საშინლად ყალბია. აქ სადღაც ფიროსმანი ახსენესხელები შორს, ბატონებოშედარებაც კი არ შეიძლება. ფიროსმანი თვითნაბადი ტალანტია, მართლაც გენიოსი, თუმცა, ეს სულაც არ გამორიცხავს იმას, რომ ვიღაცას შეიძლება, არ მოსწონდეს მისი მხატვრობა.

აი, ჩოხელი კი, განზრახ პრიმიტივია. მისი "ბუნების შვილობა" ყველაზე გამაღიზიანებელი პოზაა, გაუთავებლად წუწუნი და თავის მოსაწ###ბა... ფილმებს ვერ იღებს თურმე, საწყალი.. რაც გადაიღო, იმან ხომ აგვაშენა და დაგვხატარომელი ერთი ვარგოდა ფილმად? "ლუკას სახარება"? თუ "სამოთხის გვრიტები"? პრიმიტიულად გაგებული ქრისტიანული მორალი, გაუთავებელი ქადაგება, სიწმინდეზე პრეტენზიები...

კაით რა... რა დროს გოდერძი ჩოხელიაწუწუნა გენიოსი მის გარდა კიდევ ბევრი გვყავს, რომელსაც, დახეთ და, თურმე წიგნებს არ უბეჭდავენ... ხალხნო, შედით ნებისმიერ წიგნის მაღაზიაში და ნახეთ: ყრია ჩოხელის წიგნები! ტონობით! ნაირ-ნაირ გამოცემებში, სქელი ყდით გინდათ, თუ თხელითრას ქვია, არ უბეჭდავენ? გაუწვრილა ყველას გული წუწუნით და ახლა იმდენს ბეჭდავენ რომ მაღაზიებმა სად წაიღონ, არ იციან...

არა, მესროლეთ ქვა ან რაც გინდათ, მაგრამ მე არ მიყვარს გოდერძი ჩოხელი როგორც მწერალი (კინორეჟისორზე არაფერს ვამბობ, ჩემი აზრით, საერთოდ არ არის ყურადღების ღირსი ამ მხრივ) და მით უმეტეს მაღიზიანებს ეს გასოციალურებული ხელოვანის გოდება...

მართლა კაით რა.

მე მაპატიეთ, გავცხარდი.

პ.ს. ვინც ახლა მოდგება და დამიწყებს, ჩოხელი შემოქმედება არ გესმის, სიღრმეებს ვერ ჩასწვდი, გაუნათლებელი ხარო, მაპატიოს, მაგრამ თავს ტყუიულად შეიწუხებს. რამეფრად, ვაჟას შემოქმედებას თუ ჩავწვდი და მოვიწონე, ჩოხელსაც ვუზამდი რაიმეს, რომ ჰქონდეს ჩასაწვდომი. განათლების დონე არაფერ შუაშია.. უბრალოდ, ჩვენ ყველანი უნდა შევეგუოთ იმას, რომ ვიღაცას რაღაცა ჩვენგან განსხვავებულად ესმის. ვიღაცას მოსწონს ჩოხელი - ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს, ვინ უშლის. ვიღაცას მიაჩნია, რომ ყალბი და უნიჭოა - ხოდა, ამ მეორე კატეგორიაში ვარ მეც და ყველას ჩვენ-ჩვენი გზით გაგვიმარჯოს.

ეს ვინ დაწერა? cry.gif

ვერაფერს ვიტყვი, რატომღაც მგონია რომ ვაჟასაც ვერ ჩაწვდი შენ, უბრალოდ იძახი იმისთვის რომ ვაჟა ყველას უყვარს...

რაღაც სხვანაირად მიყვარს ჩოხელი ყველაფერს მასთან ვაკავშირებდი ბავშვობიდან, ცასწავალა წავიკითხე პირველად და მას მერე ჩემია....

--------------------

პრივიტივიზმი ახასიათებს ნამდვილად. ეს დასკვნა გამომაქვს ''თევზის წერილებისა'' და ''მგელის'' წაკითხვის შედეგად biggrin.gif არანაირი ჩაწვდომა არ სჭირდება, სათქმელს პირდაპირ და მარტივად ამბობს, საკმაოდ პრიმიტიულადაც შეიძლება ითქვას : ))) თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ არის კარგი მწერალი.
მისი მოთხრობები ერთი ამოსუნთქვით იკითხება up.gif

Posted by: leva1990 24 Jan 2010, 12:08
არაგვს

სად დაგიჩოქო, არაგვო,
რომელ ტალღაზე გემთხვიო,
თუ მუხლის ჩოქით ამოგყვე,
სათავეს გადავეხვიო.
შენი ნაპირის ლოდები
მინდა, ჩავიწყო გულშია,
თუ სათავემდე ვერ მოვე,
დაგხვდები ანანურშია,
ჭრელ ღილად დაგეკერები
მაგ მოლივლივე სულშია.

Posted by: leva1990 29 Jan 2010, 19:44
ჩემო იმედის მთვარეო

მთვარეო, მთვარის ნალეო,
მთაზე გადმოდექ, მალეო,
სხივი მოჰფინე ქვეყანას,
სინათლით გაგვახარეო.
ამოდი, მტერი დაგვიფრთხე,
გულს დარდი გადაგვყარეო,
დააფრთხე, თავზე აგვყარე
პირგაშაული ღამეო;
მთვარეო, მთვარის ნალეო,
ჩემო იმედის მთვარეო!

Posted by: KetiKeti 29 Jan 2010, 19:58
QUOTE (Memory Card @ 8 Jan 2010, 12:19 )
უძლიერესია ჩოხელი..
მე წითელი მგელიც მომეწონა (ადამიანთა სევდაზე არაფერს ვამბობ,ჩემი კომენტარი ზედმეტია), მოთხრობები აქვს საოცარი..

"- რა არის სიცოცხლე?
-ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა.
- რა არის სიკვდილი?
-ადამიანად არყოფნის ტკბილი სევდა."

+ "წერტილი და მძიმე", "წერილი ნაძვებს"...
კარგი მოთხრობებია, ძალიან მომწონს რაც კი დაუწერია ამ კაცს...

Posted by: leva1990 29 Jan 2010, 20:01
შენს წინ ცოდვიანი გზაა

სული უსასრულოდ ღრმაა
ღამის წყვიადივით ბნელი,
სული საწუთროზე ბრმაა
ზოგჯერ მზეზე უფრო მწველი.
შენს წინ ცოდვიანი გზაა,
არის ბოროტება, შური...
სული შეინახე წმინდად,
შენი უცოდველი სულით
გახდი სულქმნილება სრული.

Posted by: JAN VALJAN 31 Jan 2010, 20:56
უმრავლესობა ბუმბერაზი მწერალი თვითმკვლელობით ან თვითმკვლელობის მცდელობით ამთავრებდა სიცოცხლეს

Posted by: leva1990 4 Feb 2010, 01:36
ლამაზი ქალის ნაწნავი
საფლავში არ ჩაშლილიყო,
ათასი წელი ეცოცხლა,
ყვავილად ამოშლილიყო,
ნეტავი იმის მამხვევი
ვაჟი მანახვა, ვინ იყო!

Posted by: Sephora 4 Feb 2010, 01:42
QUOTE (leva1990 @ 29 Jan 2010, 20:01 )
შენს წინ ცოდვიანი გზაა

სული უსასრულოდ ღრმაა
ღამის წყვიადივით ბნელი,
სული საწუთროზე ბრმაა
ზოგჯერ მზეზე უფრო მწველი.
შენს წინ ცოდვიანი გზაა,
არის ბოროტება, შური...
სული შეინახე წმინდად,
შენი უცოდველი სულით
გახდი სულქმნილება სრული.

სული უსასრულოდ ღრმაა
ღამის წყვიადივით ბნელი,
სული საწუთროზე ბრმაა
ზოგჯერ მზეზე უფრო მწველი.
შენს წინ ცოდვიანი გზაა,
არის ბოროტება, შური...
სული შეინახე წმინდად,
შენი უცოდველი სულით
გახდი სულქმნილება სრული.

არაჩვეულებრივია

Posted by: leoworld 9 Feb 2010, 14:10
გოდერძი ჩოხელის ბოლო ინტერვიუ. ვიდეო. http://www.facebook.com/pages/goderdzi-chokheli-Goderdzi-Chokheli/273226638044?ref=mf

Posted by: leva1990 11 Feb 2010, 00:27
ულამაზესი სულის პატრონი იყო გოდერძი ჩოხელი...

Posted by: Utopian 11 Feb 2010, 02:16
სიყვარულთან ერთად, თუ სიყვარულის გარდა ამ ქვეყანაზე არსებობს ბედისწერა, რომელიც ყველაფერს თუ არა, თითქმის ყველაფერს განაგებს ადამიანის ამქვეყნიურ შარაგზაზე, ზოგისთვის რომ მართლაც შარაგზა არის და ზოგისთვის კი მიხვეულ-მოხვეული ეკლიანი ბილიკი. სიყვარული კი ისე ღვთიური გრძნობაა, გინდა შარაგზაზე იდგე და გინდა მიხვეულ-მოხვეულ ეკლიან ბილიკზე, ამ გრძნობას უიღბლოს ვერ უწოდებ, იმიტომ რომ სიყვარულია!!!

თუ ვინმეს გულით ელოდები, არ შეიძლება რომ არ მოვიდეს, მაგრამ დახვდები კი აქ...

დიდ დიყვარულს გაძლება უნდა, გარკვევა და სწორი გზა უნდა, ხოლო თუ ამას ვერ გავუძელით, აი მაშინ შეიძლება დავასრულოთ სულყველაფერი...

პეპელა რაღაცით ბავშვობას ჰგავს, მოფრინდება და უცებ გაფრინდება.

თუმცა, ამბობენ, ყვავი სამას წელიწადს ცოცხლობსო, მაგრამ განიცდის კი იმდენს, რასაც პეპელა სამ დღეში.

სიყვარული ისეთი ბუნებისაა, დამტკიცებას არ საჭიროებს, იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს!

... თვითონ სიკვდილია უდიდესი სიყვარული, რადგან სიცოცხლესა და მას შორის მარადიული სიყვარულის ვარდი ყვავილობს.

იცით, ყოველწელიწადს იმდენი ყვავილი ამოდის დედამიწაზე, რამდენი ადამიანიც არის იმ წელიწადს შეყვარებული. ყვავილთა შორის კი ისეთივე განსხვავება, როგორც ერთიმეორისაგან ამათუიმ ადამიანის გულში ჩაჭრილი სიყვარული.
ზოგჯერ ყვავილივით მოსწყვეტენ ხოლმე ადამიანები სიყვარულს, რამოდენიმე ხანს გზად გაიყოლებენ, მერე კი სადღაც მოისვრიან სხვათა ფეხქვეშ გასათელავად.

იღბალი ზეციდან მოდის.
სიყვარულიც ზეცის სუნთქვაა, იღბლიანიც და უიღბლოც.
ზეცის სუნთქვას კი რა შეაჩერებს.

არ ვიცი რისა მეშინია - სიკვდილისა თუ სიყვარულისა...
არა! არა! სიკვდილისა არ მეშინია. ალბათ სიყვარულისა მეშინია; თუმცა რას გაიგებ, იქნებ სიყვარულისა იმიტომ მეშინია, რომ შეიძლება სიკვდილს დაატარებდეს თან...

როცა დსახვრეტად მიჰყავდათ, მაშინაც კი დაკარგული სიყვარულის დაბრუნებაზე ფიქრობდა...

ამქვეყანაზე მოუსვლელობაა უბედურება, თორემ რაკიღა მოვედით, ნუღარაფრისა გეშინიათ. ისეთს რას წაგართმევთ გამჩენი, რაც თვითონ არ მოუცია...

გოდერძი ჩოხელი /რატომ ტირის ადამიანი?!/

- ცას ვარსკვლავებით იცი რა აწერია?
- რა?
- მე მოვდიოდი დასაბამიდან და ჩემი სული ყვავილივით მომქონდა შენთვის ...

"მივხვდი რომ ეს ქვეყანა დროებითი საყუდარია სულისა. გნსაწმენდელია , სადაც საკუთარ ლეშზე უნდა აღზევდე არ უნდა ემონო ხორცს, თორემ როცა გაეყრები , მონად ყოფილს უიმისობა გაგიჭირდება. ხორცი იგივეა რაც წიგნისთვის ქაღალდი, ხოლო ეს სული ჭეშმარიტი უნდა იყოს რომ მარად იცოცხლოს , თორემ მოვა მსაჯული და წიგნს სანაგვეში გადააგდებს."

"ეცადეთ , სიცოცხელშივე მოიპოვოთ თქვენი სულის გარდაცვალება, მარად მუდამ თქვენი მორჩილი ჩრჩილი"

Posted by: leva1990 12 Feb 2010, 15:05
თოვლი
გოდერძი ჩოხელი

საოცარია,
გუშინ სულმთლად ყვითელმა მთებმა,
დაიძინეს და
ერთ ღამეში გაჭაღარავდნენ.

Posted by: leva1990 15 Feb 2010, 11:52
ჰოი, კუზიანო დედამიწავ,
ჰბრუნავ და გვაბრუნებ ყველას.
ჰოი, კუზიანო დედამიწავ,
მე შენგან მოველი შველას.

ჰოი, კუზიანო დედამიწავ,
ხევსურის შუბლივით ჩაკეჭნილო,
არაგველების მოზარე ვარ,
სათხოვარს უნდა ჩაგეტირო.

ოღონდ ნუ იქნება:
მთიულეთი - ნამთიულარი,
ხევსურეთი - ნახევსურალი,
ფხოვი - ნაფხოვარი,
ხევი - ნახევარი...
კაცის ნასახლარს ნუ მანახვებ და
ნუ გახდება საქართველო
ნახევრის - ნახევარი.
და შენ, კუზიანო დედამიწავ,
რამდენიც გენებოს, იტრიალე!

Posted by: BELLA-DONNA 18 Feb 2010, 02:12
QUOTE
მე ძალიან მიყვარს, მგონი რაც დაბეჭდა ყველაფერი მაქვს წაკითხული მართლა მაგარია, მაგრამ იმ "თვითმკვლელობის" შემდეგ გული ამიცრუვდა, რაგაც სპეკულაციას გავდა ეს ყველაფერი ყოველ შემთხვევაში მე ასე მომეჩვენა.

როდინდელი პოსტია მაგრამ არ შემიძლია ამას არ ვუპასუხო: რას ნიშნავს სპეკულაცია? როგორ შეიზლება ჩოხელს სპეკულაცია დააბრალო?!!!

Posted by: leva1990 19 Feb 2010, 17:56
მთვარეო, მთვარის ნალეო,
მთაზე გადმოდექ, მალეო,
სხივი მოჰფინე ქვეყანას,
სინათლით გაგვახარეო.
ამოდი, მტერი დაგვიფრთხე,
გულს დარდი გადაგვყარეო,
დააფრთხე, თავზე აგვყარე
პირგაშაული ღამეო;
მთვარეო, მთვარის ნალეო,
ჩემო იმედის მთვარეო!

Posted by: KetiKeti 20 Feb 2010, 23:00
- ვიღაცამ მითხრა, უკვდავების წყარო არისო...
- მერე სად მიგაქვს?
- ერთი თვეა ვასხამ დედიკოს საფლავზე და...
- შენ არ დალიე?
- არა ჯერ არა
- რატომ?
- იქნებ დედიკო არ გააცოცხლოს, მე რომ დავლიო აღარ მოვკვდები და ჩემ დედიკოს ვეღარასოდეს ვერ შევხვდები...

* * *
სიცოცხლე რა არის?
-სიცოცხლე სევდა არის ადამიანად ყოფნის სევდა...
-და სიკვდილი რა არის?
-სიკვდილიც სევდა არის ადამიანად არყოფნის სევდა...

Posted by: makuna123 23 Feb 2010, 15:06
KetiKeti
რა მაგარია! და რა სევდიანი sad.gif

Posted by: leva1990 23 Feb 2010, 16:06
QUOTE
- ვიღაცამ მითხრა, უკვდავების წყარო არისო...
- მერე სად მიგაქვს?
- ერთი თვეა ვასხამ დედიკოს საფლავზე და...
- შენ არ დალიე?
- არა ჯერ არა
- რატომ?
- იქნებ დედიკო არ გააცოცხლოს, მე რომ დავლიო აღარ მოვკვდები და ჩემ დედიკოს ვეღარასოდეს ვერ შევხვდები...

მაგარია!!!

Posted by: KetiKeti 24 Feb 2010, 00:25
makuna123
leva1990
smile.gif

- იცი ხშირად რა ვნატრობ?
- რას?
- მე რომ ისეთი დიდი ვიყო, რომ ღმერთმა თავის ძალა მომცეს, რას ვიზამდი იცი?
- რას?
- ავიყვანდი, ხელისგულზე დავისვამდი დედამიწას
- რატომ?
- ამდენს რომ ბრუნავს, ცოტას მაინც დავასვენებდი...

***
საოცარია,
გუშინ სულმთლად ყვითელმა მთებმა,
დაიძინეს და
ერთ ღამეში გაჭაღარავდნენ.

***
თეთრ ღრუბლებში ქეიფობდა თეთრი მთვარე
ხმელ ტაბლაზე ვარსკვლავები მიეწვია.

წინა პოსტები ვერ გადავიკითხე და იმედია არ გავიმეორე...

Posted by: makuna123 24 Feb 2010, 11:38
KetiKeti
უნდა წავიკითხო აუცილებლად

Posted by: leva1990 24 Feb 2010, 16:57
QUOTE
- იცი ხშირად რა ვნატრობ?
- რას?
- მე რომ ისეთი დიდი ვიყო, რომ ღმერთმა თავის ძალა მომცეს, რას ვიზამდი იცი?
- რას?
- ავიყვანდი, ხელისგულზე დავისვამდი დედამიწას
- რატომ?
- ამდენს რომ ბრუნავს, ცოტას მაინც დავასვენებდი...

მაგარი იყო, არის და იქნება გოდერძი ჩოხელი!!!

Posted by: KetiKeti 25 Feb 2010, 00:48
******
ბალახში ნამი ჰკიდია
ნამში სამყარო ჩანს,
სამყარო მშვიდზე მშვიდია,
ნამს კი მზის სხივი სვავს.
ერთ წამში შრება სამყარო
რჩება ბალახის ღერი,
ზემოდან სიმღერ-სიმღერით
კაცი მოჰყვება ცელით.
აღარც ბალახი, არც ნამი
მარტო გამშრალი მტვერი,
ასე მოკლეა სიცოცხლეც
ერთი შეხედვით გრძელი.

***********
მიწამ დააბარა იას:
წადი შვილო,
ქვეყანას თვალი გაუხარე,
სურნელება აფრქვიე,
სიყვარული გაუღვიძე ვაჟსა და ქალს,
სინაზე აჩვენე ხალხს,
თორე,
უფრო გამხეცდებიან და
ვაი ისევ ჩვენი ბრალი.
და
ამოვიდა ია.

***
მე რომ ვიყო გაზაფხულის დილა
და უბეში მთის ნიავი მეჯდეს,
მოვიდოდი სუყველასთან ფრთხილად
და იმ ნიავს მოგისვავდით გვერდზე.

მე რომ ვიყო შემოდგომის ქარი,
აქეთ- იქით რომ ატოკებს ხეებს,
ვიქნებოდი, ვიქნებოდი წყნარი,
რომ მეფიქრა სიყვარულით თქვენზე.

მე რომ ვიყო შავ სიკვდილის ცელი
სუყვალას რომ განურჩევლად ცელავს,
გავლღვებოდი რომ არ ვიყო მჭრელი,
ჩაგივლიდით, ჩაგივლიდით ყველას.

და იცოდეთ, შევასრულებ ნატვრას,
მე გავხდები გაზაფხულის დილა...

ცას პირი მოსტყდა და მთელი ზაფხული გადაუღებლად წვიმდა...

Posted by: leva1990 25 Feb 2010, 00:55
დედის ჩიქილა

ცას პირი მოსტყდა და მთელი ზაფხული გადაუღებლად წვიმდა. თიბათვის დამდეგს მოქუფრული სახე მოიწმინდა ცამ და როგორც მოსარჩენად გამზადებული ნაჭრილობევი შეიკრავს ხოლმე პირს, ისე შეიკრა, შეწყვიტა წვიმა. მთელ ზაფხულს ნასვენებმა მზემ გამოანათა და ნაწვიმარ ყამირებში ისე წამოწია სათიბმა ბალახმა, ხალხი გაოცებას ვეღარ ფარავდა.
ზუსტად ზეგარდობა დღეს ჩამოჰყვა თბილისიდან მანქანით ჩამოსულ თანასოფლელებს კვირია. გამხდარი მოეჩვენა ლელას შვილი, "კიდევ ხო აღარაფერს ავადობო, შვილო", შეშინებული შეეკითხა და კვირიას რატომღაც მოეჩვენა, რომ მხრები და მუხლები ერთნაირად უკანკალებდა დედამისს. ერთი კი გაიფიქრა, ახლავე ხელში ავიყვან და ისე შემოვატარებ სოფელს, მაგრამ დედის სიბრალულმა რატომღაც ისევ გაუცოცხლა სადღაც გადაკარგულში მიმალული ნერვი და თავისდაუნებურად დედის შეკითხვას მკვახედ უპასუხა:
- გამხდარი კი არა და, ახლა ისა ვარ!
ყოველთვის ასე ემართებოდა ხოლმე, როცა დედის უმწეობას დაინახავდა. უნდოდა მოჰფერებოდა, მაგრამ რატომღაც ბრაზდებოდა და მერე დიდხანს მოსდიოდა თავის თავზე ბრაზი, რა ჩემი უკუღმართობაღა ეჭირვებაო მოხუცს. ლელას არ შეუმჩნევია წყენა: - ნამგზავრს მოგშივდებოდაო, შვილო, - ტაფა შემოდგა ცეცხლზე.
თანასოფლელებსაც გამხდარი მოეჩვენათ კვირია. ნამგლის სალეს ქვასავით გაულევნიაო ქალაქს შუღლიანთ კვირია, - ახალ ამბავს ამბობდნენ წყაროზე მიმავალი დიაცები. ლელას კი გულს უკეთებდნენ: - ქალაქის ფერი დაჰკრავს, თორო კაი ჯანად არისო, ქალო!

*
აქაურ ხალხს ჯერ ისევ ჰყავდა თავის კერპები. სათიბზე ისე როგორ გავიდოდნენ, თუ ამინდის ღვთაებას - ელიას მსხვერპლს არ შესწირავდნენ; ელიასობას ეძახდნენ ამას.
დაკლეს ციკანი და დააგორეს მაღალი მთიდან. მთის შუა ფერდზე სამანი იყო ჩარჭობილი, იმ სამანთან გამწკრივდა ხალხი. ელიასათვის დაგორებული ციკანი დაიჭირეს და "სამთიბლო სახმთო ქნეს". იმ დღის მერე ელიასაგან უფლება ეძლეოდათ სათიბზე გასვლისა.
წმინდა ბალახი მოსულიყო ყამირებში. წმინდა, სულ წმინდა. ერთი დიყის ფეხიც კი აღარ იბადებოდა არსად. ცაზე მზე ჩახჩახებდა და ისე ირეკლებოდა გაპრიალებული ცელისპირებიდან მზის სხივები, თითქოს თითოეულ ცელს თავისი პატარა მზე ჰქონდა გადანახული და ახლა იმ დიდ მზეს აჩვენებდნენ - ჩვენცა გვაქვსო მზე.
ეს ყამირები იყო სოფლის განაპირას. შორიდან რომ შეგეხედათ, მთის კალთას დაუძახებდით. ერთ მხარეს სათიბისა აქაურ მცხოვრებთ საკარმიდამო მიწებად ჰქონდათ მიზომილი და რაკი აქ ძირითადად მესაქონლეობას მისდევდნენ, ზაფხულობით სათიბად იცავდნენ და საზამთროდ თივას ამზადებდნენ. მთის კალთის მეორე მხარეს კი შარშან კოლმეურნეობის ახალმა თავჯდომარემ ჩამოართვა ხალხს და დააკანონა: ყველას უნდა თავისთვის ადრინდელი სანაწილო მიწა ძველებურად უნდა გაეთიბა და ნახევარი კოლმეურნეობისათვის ჩაებარებინა. ამან, ცოტა არ იყოს, ხალხის მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ჯერ ერთი, უკმაყოფილონი იყვნენ, იმიტომ, რომ ადრე კოლმეურნეობის მარტო საერთო სათიბი მთებიდან აბარებდნენ თივას, ყამირები კი ისევ თავიანთ საკუთრებად მიაჩნდათ, როგორც თავისი სული, და როგორღაც ვერ ურიგდებოდნენ ახალ კანონს. უკმაყოფილების მეორე მიზეზი კი, თუმცა ხმამაღლა არავინ ამბობდა, მაგრამ სადღაც მაინც გულში ჰქონდათ ჩარჩენილი, მარტო სანდრუას წამოსცდა ერთხელ ბრიგადირთან ჩხუბში და ეგ იყო და ეგ, მერე აღარავის უთქვამს, - მაშინაც არ ვაპირებდი თქმას, - ამბობდა სანდრუაი.
გამოჰკიდებია ბრიგადირი:
- შენაო, ციხეში ამოგალპობო, კაპიტალისტი ხარ, თუ მამაშენის მამულები გგონია, რო არ აბარებო თივას!
- არ ჩავაბარებო.
- სხვები თუ აბარებენ, შენ რა, წითელი კოჭი ხარო, თუ... წინაი ხარიო.
- წითელი კოჭიცა ვარ და წინაი ხარიცაო, გულზე რო გასკდე. მაინც არ ჩაგაბარებთო.
- რა უფლებითაო, რა უფლებითაო, - ასტყდა და სულ ამას გაიძახოდა ბრიგადირი.
მერე კი უთქვამს:
- იმ უფლებითაო, რო, თქვე კაი ხალხო, თქვენ რა უფლებით გვაწერთ ერთი თვის ჩაუბარებლობაში ორმოც მანეთსაო.
- ეგე ღირს თივა და მაშ რამდენი დაგაწეროთო!
- ოთხი მანეთი და თორმეტი კაპიკიო, - უთქვამს.
- ოთხი მანეთი, თივა არის, განა ნივრის მწნილიაო!
არ ვაპირებდი თქმასაო და ნივრის მწნილი რომ მიხსენა, მაინც ვუთხარი.
- თქვე კაი ხალხო, თქვენაო, ჩვენ რო თივას გაბარებთ, ოთხ მანეთსა და თორმეტ კაპიკს გვაძლევთო თივაში და რომ არ ჩაგაბაროთ, ორმოც მანეთს გვაწერთო. აბა დაიანგარიშეთ, ოჯახში თითოეულ სულს ოც-ოც თივას რომ გვაწერთო, ორჯერ ორმოცი რამდენიაო!
ჯერ კი ანგარიში დაუწყია ბრიგადირს, მაგრამ აღარ დაუცდია სანდრუას.
- ეგ კიდევ რაო, კაცო, განა გამქცევები ხო არა ვართ, ჯანდაბას ჩვენი თავიო, მაგრამ იქნებ ამ წელს არ დგებაო მაგოდენა თივა მთაში, იქნებ ბალახი არ მოდისო, კაცო!...
გამტკნარებულიღა იყო ბრიგადირი. ოთხი მანეთი თორმეტი კაპიკიო... ორმოცი მანეთიო. ეგაო ძველი თავჯდომარის ბრალიაო, იმას ძველ ფულზე დაუჯარიმებიხართო, ჩვენ ახალზე გადაგვიხადეთო. ეგეთი წასულა, როგორც ლურჯი რკინა.
მერე იძახოდა სანდრუაი: - არ ვაპირებდი თქმასაო; იმის მერე ხმა აღარავის ამოუღია. ისე კი, სადღაც გულში ექნებოდათ ჩარჩენილი. განა კი ვინმე ამტყუნებდა სანდრუას:
- გაბრაზებული იტყოდა, მაშ რა იქნებოდაო! - იძახოდნენ.

*
კვირაი შუადღემდე ეხმარებოდა დედას. მერე ისევ ძველებურად დაუწყია გულსა წიწკნა. უნდოდა გაენებებინა თავი თიბვისათვის, მაგრამ დედა შეეცოდა, შეეშინდებოდაო. მერე სათიბში ცელიან მოხუცს რომ ჰკიდა თვალი, უფრო მაგრა დაეწვა გული. საიდანღაც ისევ იმ მიმალულმა სიბრალულის ნერვმა იჩინა თავი და ბოღმამორეულმა შორს გასტყორცნა ცელი. სწიწკნიდა გული.
- რა დაგემართა, შვილო, - მკვდრისფერი დაედო ლელას.
ამან უფრო გააბრაზა. იფიქრა, ვაწყენინებ რამესო და ხმა არ გაუცია, ისე გაშორდა სათიბს. არ გამოჰკიდებია მოხუცი, იცოდა შვილის ხასიათი.
იმ დღეს სულ ასე იყო. გული ვერ უძლებდა სახლში. ამოვიდოდა სათიბში, ერთ- ორ ნამსხვრევს ჩამოავლებდა და გამოიქცეოდა. სწიწკნიდა გული, თითქოს ხმაც კი ესმოდა. დედის დანახვაზე უფრო უორკეცდებოდა ტკივილი. ვერაფრით აეხსნა, რატომ ემართებოდა ასე. სულ რაღაცას ბუზღუნებდა, სულ რაღაცაზე იშლიდა ნერვებს. ეხვეწებოდა ლელა: არ მინდა შენი სათიბი, როგორც იქნება, ისე გავთიბავო და უფრო სწიწკნიდა გული.
ხალხმა უცებ გათიბა ყამირები. თივები ააგეს და ახლა მთაში წავიდნენ სათიბად. დედა- შვილიღა დარჩა ყამირში. სიცხე იყო. თივის ხალებს მაინც დავჭრიო, გული დაუღონდა კვირიას. მეზობელს წალდი გამოართვა და ტყეში წავიდა. ოცდაათი ხალა მოსჭრა. მამულებში რომ გადმოიტანა, დედამისს გაეცინა: - მაგდენი თივა რომ დაგვიდგეს, რაღა გვიჭირსო, დედა გენაცვალოს!
ქვემოდან სამხარათ ქეთომ ამოიარა და მეზობელთან იმას გაატანა კვირიამ წალდი.
სულ გაშიშვლდა ცაზე მზე, ისე დააცხუნა, კალიებმა ქვითინი დაიწყეს. ვეღარა და ვეღარ შესძლო კვირიამ თიბვა. მამულებში ტყემლის ხე იდგა. იმ ტყემლისა ჩრდილს შეაფარა თავი. ცას ახედა და იმის სიმტკნარემ რატომღაც წუხანდელი ღამე გაახსენა. მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს, მთელი ღამე მხრებს იტკივებდა დედამისი; კვნესოდა... ვითომ ჩუმად, კვირიას მალვით, მაგრამ მერე ჩაეძინა და სიზმარშიც მხარს იტკივებდა დედა.
შეშინებული გამორბოდა ნათიბში ლელა.
- რა დაგემართა, დედი!
- გველია იქ, გველი.
- სად არის, ნუ გეშინია.
- ვთიბავდი და ფეხებზე გადამიარა.
- წავიდოდა, რამ შეგაშინა.
- არა, ნამხრევში შეძვრა და დაიმალა.
- წავალ, ვნახავ, ჩემი ნახვა უნდა ალბათ, არა თქვა, კვირია ჩამოვიდესო?
- არ წახვიდე, გიკბენს, არ წახვიდე!
კვირია ნათიბში ჩავიდა, ცელი აიღო და ნამხრევში გველს დაუწყო ძებნა. იქვე ახლოს იპოვა დამალული, მოთიბულ ბალახებში შემძვრალიყო და დახვეულიყო. რომ გადახადა, თავი წამოსწია. მზეს ეს არ მოეწონა და დააცხუნა. გველმა დაისისინა და კვირიასაკენ კი არ წამოვიდა, მეორე ნამხრევში დააპირა დამალვა. კვირიამ იფიქრა, გავუშვებო, მაგრამ შეშინებული დედა გაახსენდა, წამოეწია და ცელის ყუით მოკლა, ცელის პირით აიღო და შორს გაიტანა. მერე რატომღაც გული დაწყდა, რატომ მოვკალიო. იმ დღეს იმ ყამირს ვეღარ გაეკარა სათიბად ლელა, თივები უნდა ავაგოო, მოიმიზეზა.
წინა დღეს გათიბული მოხვეტეს და საგულებელში გაიტანეს ტვირთი. ცხელოდა.
სამხარათ ქეთომ გამოიარა და კვირიას დაუწყო ლოცვა:
- შენამც გახეირებს ღმერთი, ჩემო კვირიავ!
- რატომ ვითომ, რა დავიმსახურე!
- წალდი რომ მომახელვინე.
- რა წალდი, ქალო, ის წალდი სვიმონიანთ გამოვართვი, არ მიგიცია?
- გუშინ ვეღარაფერი გითხარ, ჩემო კვირიავ, რომ დავინახე, მაშინვე ვიცან. შარშან დამეკარგა, გუშინ ვეღარ გითხარი, ვიფიქრე, არ გამატანს-მეთქი. ჩემი წალდი იყო. შენამც იხეირე!
- რა ვუთხრა ეხლა იმათ, ქალო!
- რას ეტყვი, განა იმათი იყო.
- ბოჩოლებს რატო არ აბამ...
- გამამექცევიან ხოლმე დილითა და ვეღარ ვიჭერ.
- დააბოდე, ქალო, სუ მოგვითელეს სათიბი, ცელის პირით ვეღარ გამომაქვს შორეული ბალახი, - შეეხვეწა ლელა.
- ამ სიცხეში არც თავად ჩამოდიან, როცა აიგრილებს, მაშინ აწყალებენ სათიბს.
- აბა, ვკითხავ სამუკასა და თუ მითხრა, დააბიო, დავაბამ, უიმისოდ კი ვერა, ეწყინება სამუკასა.
უცებ მამულში ერთმანეთზე კუდებით გადაბმული სოფლის ბოჩოლები მოცვივდნენ ბზიკაობით. უკან მარტიაი მოსდევდა კივილით. მხარზე ცელი ჰქონდა გადებული და მორბოდა. მოვიდა და დაჰკივლა სამხარათ ქეთოს:
- რატო არ აბამთ ბოჩოლებსა. მეორედაც თუ ვნახე ყამირებშია, სუ თავებს დავაჭრი ცელითა.
- სამუკაი ძალიან უშარდებაკე იმას, ვინც მე მაწყენინებს, - თავი გამოიდო სამხარათ ქეთომ.
- ცივ წყალს კი არ დალევსკეა, ვინ მიგდია სამუკაი!
- სამუკამ სუყველაფერი იცის. შენ იცი, რა თქო სამუკამა?
- რას იტყოდა, ერთ რუსულ სიტყვას სადმე გაიგონებდა და იმას იტყოდა, სხო კი რა უნდა ეთქო!
- სამუკამ ისე თქო, რომ მფრინავი თეფშები დადიან ცაში, ჰო, შენ იცოდია აბა ეგა?
- მე კიდევ იცი რა ვიცი?
- რა იცი!
- ის, რაც სამუკამ არ იცის.
- რა იცი, რა!
- ისაო, რო ჩინელებს გვირაბები გამოუთხრიათ და ეხლა თურმე ჩვენი სახლებისძირ სხედან და ყურს გვიგდებენ, რას ვიტყვით, ჩემმა დედაკაცმა დილას ორმოს თხრა დაიწყო ოთახში. აბა, იცოდა სამუკამ ეგა?
- ალბათ არ იცოდა, უი ჩემ თოლებსა, წუხელ ისეთს რამეს ვლაპარაკობდით მე და სამუკაი, ვინ იცის, სუ გაიგონა იმ ჩინელმა.
- კიდევ იცი, რა ვიცი?!
- რა, ჩემო მარტიავ!
- თუ არ დააბამთ ამ ბოჩოლებსა, სუ თავებს დავჭრი.
- წავალ და ვკითხავ სამუკასა. - კაბის ბოლოს ქნევით წავიდა სამხარათ ქეთო სახლში.
- ძალუავ, ეხლა წავა და მართლა ამოსთხრის სახლში ორმოსა. მაგან მართლა დაიჯერა, - ეუბნებოდა მარტია ლელას და ისე გულიანად ხარხარებდა, რომ მიწაზე ყირაობდა და ბოჩოლებზე ნაკლებად აღარც ის სთელავდა სათიბს.
- უბედურებო, კი ჩი... ჩინელებო, ამოგითხრით სამხარათ ქალი.
მერე ცელი აიღო, კუდებით გადაბმული ბოჩოლეები წინ გაიყარა და წავიდა.
- ზემოთ, თივასთან, შენი დაჭრილი ხალები დავაწყვე და აღარ არის, კვირიავ, მოუპარნია ვიღაცას.
- რამდენი იყო, დედი!
- ათი.
- მე ვიცნობ ჩემ დაჭრილ ხალებს, თავებზე ჯვრები გავუკეთე. წავალ, ერთი ვნახავ, ვის თივებს ეწყობა ძირს.
კვირიამ თუნგი წაიღო და თან თივისძირებს სინჯავდა, თან წყაროსკენ მიდიოდა ზემოთ.
წყაროსთან ათი თივა იდგა. ათივეს მისი მოჭრილი ხალები ეწყო.
სვიმონიანთ მართაი დაინახა და ჰკითხა, ვისი თივებიაო ესენი.
- სამხარათ ქეთომ ააგო, იმათია.
- თქვენ რომ წალდი გამოგართვით, მართლა იმათი იყო?
- იმათი შავი ქვა იყო, შვილო. ქეთოს ხელში რომ ჩავარდეს და მაშინვე ის იცის, ჩემია, მე დამეკარგაო. ჩემი უბედური კაცის მოტანილი იყო, - ჩამოცრემლა მართამ.
კვირიამ ხალა გამოაძრო თივას, მერე მოკლული გველი ამოიტანა და ხალის მაგიერ ის დაუდო.
თავის დედას დაუმალა ეს ამბავი. მარტო ის უთხრა, ჩვენი ხალა ვიცან და გამოვაძრეო.
- აღარ უნდა გამოგეძრო, შვილო!
- რატო?
- დაღონდებიან მერე, ძნელია აგებული თივის დახალვა.
- დავხალე ისევ.
- რაით?
- გველით. გველი დავუდე ხალად.
- რატო ჰქენ, შვილო, ეგე, - შეწუხდა ლელა...
ცხელოდა. იმ დღესაც გააქცია სათიბიდან კვირია სიბრალულის ნერვმა.
გული უღონავდა ლელას. ავიდა და გამოაცალა გველი ქეთოს თივას. ეშინოდა კი, ძალიან ეშინოდა, ერთნაირად კანკალებდა შიშით.

*
თიბვაში დაილია ერთი თვე. იმდენი თიბა ლელამ, მზემ მთლიანად გაუხუნა შავი ჩიქილა. გახდა მოხუცი. თიბათვესავით დაილია თვითონაც. შვილის დასანახად არაფერს იმჩნევდა. მარტო ერთხელ წამოსცდა ჩუმად:
- ჭალა გავცვითეო სიარულით.
მაგათი სახლიდან სათიბი ხუთ კილომეტრზე იყო და ყოველ დღე ადიოდა და ჩადიოდა ლელა ამ ჭალაზე.
ისე თქვა, ჭალა გავცვითეო, კვირიას ერთნაირად შეეცოდა ღორღიანი ჭალა და ჯაფით ჩამომხმარი დედა. გულმა გასწიწკნა მწარედ.
- თავმჯდომარე ხომ არსად შეგვხვედრია, შვილო?
- შემხვდა გუშინ.
- ხო არაფერი გითხრა?
- გასთიბეთო, - მკითხა.
- წაღებაზე თქვა რამე?
- არა, ბრიგადირი ჯღუნაი იყო და იმას უთხარი.
- რაო?
- ჩობოლაურთას ადი ხვალეო. ხალხი გააფრთხილე, ზეგისათვის შინ იყვნენ, მანქანებს ამოვიყვან და თივას წამოვიღებო. ჯღუნამა:
- ვერ ავალო.
- როგორ არ ახვალო, ხალხი ღამ-ღამობით თივებს იპარავს და სახლში მიაქვსო, გააფრთხილე თივის ძირები ხომ ეტყობა მამულებში, თითო თივის ძირზე ორ თივას დავაწერ, თუ კიდევ წაიღებენო.
ჯღუნამა:
- არ მამაკვლევინო, კაცო! ჯერ სანდრუამ დამაყვედრა ის ოთხი მანეთი და თორმეტი კაპიკი, ახლა აქილევსი რასმე წამოაყრანტალებსო.
- ხალხი გააფრთხილე არავინ მეცემინოსო.
- რო შავეხვეწო, იქნებ აღარ წაგვართვას თავჯდომარემ თივები. ოცი თივა ავაგე, გასაფრენად გამზადებულ ანგელოზებსა ჰგვანან. ტატიაი გაკვირვებული იყო - რა ლამაზი თივები აგიგიაო; ვეტყვი, შავეხვეწები, ხუთ თივაზე მეტს ნუ გამოგვართმევ - მეთქი, ავადმყოფმა ბალღმა გამითიბა-მეთქი.
- როგორ გაგხუნებია ჩიქილა, დედი. დაგხევია კიდეც. ამოვალ თბილისიდან და ამოგიტან ახალს.
- თხუთმეტი თივა რო დაგრჩეს, იქნებ სამი ძროხა გავკვებო როგორმე. კარგი თივებია, თუ ქეთოს ბოჩოლებმა არ გააწყალეს.
- ჭალაზე მაგრა შენი ჩიქილა გაცვეთილა, დედი!
- ვეტყვი, ყოველდღე ბურსაჭირიდან ჩამოვდიოდი-მეთქი სათიბად. რა მალე გავიდა ზაფხული.
- შენი ჩიქილა და ეს მიწა ერთნაირად გაუხუნებია შემოდგომას, დედი!
- თბილისიდან მალე ამოდი, შვილო!

*
ქალაქში აიტეხეს გოგოებმა:
- მთაში წაგვიყვანე, კვირიავ!...
წაიყვანა.
შემოდგომა იყო, ფერი ჰქონდა დაკარგული მიწას. სანამ კვირიას სოფლამდე მოვიდოდნენ, ჩამოშლილი გზა შეხვდათ, ავტობუსიდან ჩამოვიდნენ და იარეს ფეხით. თანასოფლელი დედაკაცი დაემგზავრა გზაზე. მთელი გზა ენა არ გაუჩერებია, ხან ვის სჭორავდა, ხან ვის... მერე ის ოთხი მანეთი და თორმეტი კაპიკიც გაიხსენა. ზოგს რა ბედი აქვს, რა ვარსკვლავზე დაიბადაო. ტლიკინებდა:
- მოუტყუვებია მარტიას, ჩინელებს შენი სახლის ქვეშ გვირაბი აქვსო გაყვანილი. ამდგარა და სამხარათ ქეთოსაც დაუწყია სახლში ორმოს თხრა. ზოგს რა ბედი აქვს, რა ვარსკვლავზე დაიბადება. ერთი ქოთანი ოქრო მოუხელნია იმ ნათხარ ორმოში.
თორელათ პირდაპირ ხალხმრავლობა იყო. საქონელს იღებდა დამამზადებელი. ცხელოდა. აუარება ხარ-ძროხა ირეოდა ერთმანეთში. საცოდავად ბღაოდა სიცხისაგან შაწუხებული საქონელი.
იგვიანებდა დამამზადებელი. წესად ჰქონდა, მთელი დღე დააყენებდა ხოლმე ხალხს და საღამოთი დაიწყებდა მიღებას. ხალხი ლოდინით ისე იყო შეწუხებული, რომ იხვეწებოდნენ, ოღონდ ჩაებარებინათ და თუნდაც "ჯანდაკში" მიეღო. ერთმანეთს აღარ აცდიდნენ და ძალით შეჰყრდნენ საქონელს სასწორზე. რაღაცნაირი შემზარავი სურათი იყო. შავი არაგვი ჩამოდიოდა დამზადების იქით. ერთი სული ჰქონდა კვირიას, დროზე გასცლოდა ამ ადგილს.
გზაზე მომავალი დედა შენიშნა შორიდან. ამოდიოდა ლელა და ოთხი ძროხა მოჰყვებოდა უკან.
ამხანაგ გოგოებს გააცნო დედა. ჩიქილა აღარ ეხურა ლელას. გაუკვირდა, რამოდენა ჭაღარა გამორევიაო თმებში.
რამდენიმე ნაბიჯით გაჰყვა დედას.
- რამდენი ვეხვეწე და მაინც წამოიღესო, - ჩამოცრემლა ქალმა.
- ბრიგადირმა რაო?
- დადიოდა და სუ იმას იძახოდა: ოთხი მანეთი და თორმეტი კაპიკიო, ეგაო, ძველი თავჯდომარის ამბავი იყოო. ავადობა არ გამაგონოთო. ხომ გაგიკეთებიათ თივებიო, წაუღებლობა არ იქნებაო. შენ ნუ წამოხვალ, შვილო, შავეხვეწები დამამზადებელს, ნუ მომატყუებ-მეთქი, ხელზე გაზრდილი საქონელია, რა ვიცი, პირველში როგორ არ მიიღებს.
მოდიოდა ლელა და მოჰყვებოდნენ ძროხები. ზოგი აქედან ულოკავდა ხელს, ზოგი იქედან.
კარგა გზა გაევლოთ სტუმარ გოგოებს. გზისპირზე ლოდისქვეშ ამოდებული გახუნებული ჩიქილა შეამჩნია კვირაიმ. დედის ჩიქილა იცნო. შერცხვენოდა მოხუცს ამ ჩიქილით სტუმრების შეხვედრა.
გაახსენდა კვირაის თავისი სიტყვა:
- ამოვალ თბილისიდან და ამოგიტან ახალს.
უკვე შორს მიდიოდა ლელა. საქონელი მისდევდა უკან.
დედის ჩიქილა ცივ მიწაზე გაშალა და რატომღაც ვეღარ გაარჩია, რომელი უფრო გახუნებული იყო, შემოდგომის მიწა თუ...
გული ამოუჯდა და გაშლილ ჩიქილაზე დაემხო პირქვე. იგრძნო, რომ ძალიან მძიმე იყო მიწა. არა, ლელა აღარ ჩანდა, მაგრამ რატომღაც მოეჩვენა, რომ შორეულ გზაზე მიდიოდა, გვერდზე შვილებივით გაზრდილი საქონელი მოჰყვებოდა და ხელებს ულოკავდნენ. მერე, ვითომ დამამზადებელს ეხვეწებოდა: - ხელზე მყვანანო გაზრდილნი. სწონიდა დამამზადებელ საქონელს და სხვებთან ერთად ამწყვდევდა შემოღობილში. ლელას შვილისაკენ მიეჩქარებოდა, მაგრამ ღობეს აწყდებოდნენ ძროხები და გამოჰბღაოდნენ... ღაპაღუპით მოსდიოდა ლელას ცრემლები და ეხლაღა, დედის გახუნებულ ჩიქილაზე დამხობილმაღა, იგრძნო კვირიამ, რომ თურმე დედამისის ცრემლები ამძიმებდნენ მიწას.
შემოდგომა იყო, გადახუნებული მიწა თეთრი ჩიქილის დახურვას აპირებდა.

Posted by: leva1990 28 Feb 2010, 20:01
საქართველოსთვის!

გაიტანეთ და
შიშველ კარჩხაზე ჩამოჰკიდეთ
ჩემი სხეული,
თუ არ გამოვდექ საქართველოსთვის.
მერე დამწვით და
ეს სხეული, ფერფლად ქცეული
ქარს გაატანეთ საქართველოსთვის.
გაიტანეთ და
შიშველ კარჩხაზე ჩამოჰკიდეთ
ჩემი სხეული
საქართველოსთვის!
საქართველოსთვის!

Posted by: KetiKeti 28 Feb 2010, 23:52
სიკვდილი ბრმაა, მაინც გვხედავს...
ჩვენ თვალხილულნი ერთურთს ვერ ვამჩნევთ...

Posted by: Miss tata 1 Mar 2010, 00:03
ვისაც კი ერთხელ მაინც, ზაფხულში ბურსაჭირის ფერდობი უნახავს, იმას თავისუფლად შეუძლია თქვას, რომ სამოთხე ნახა. შუა ფერდობზე მდინარე მოჰქუხს, მდინარის იქით- აქეთ ათასნაირი ყვავილებით მოქარგული კალთებია გადაშლილი და რაც უფრო ზემოთ და ზემოთ აუყვები ამ ფერდობებს, თეთრად გადაპენტილ დეკიანებში შეხვალ. ფერდობსა და ფერდობს შორის მოქცულ ტაფობებში პატარა, ლურჯად მოლივლივე ტბებია ჩამდგარი. ფერდობის ერთ მხარეს თითქმის ცაზე წვერით მიბჯენილი ჭიუხია წამოყუდებული. იგი არ ავლენს სიცოცხლის არავითარ ნიშანწყალს, როცა მის გარშემო ყველაფერი ყვავის, ყველაფერი ცოცხლობს: ყვავილები, წყაროები, ყორნები, რომლებიც მოკამკამე ლურჯი ცის ფონზე შავად დაფრენენ და არწივები, სააქაოს მეფე-მბრძანებლები. ქვემოთ ლოდებში მჩქეფარე მდინარე, რომელიც დროდადრო ლოდებს ადგილს უცვლის, თითქოს ეუბნება: უქმად ნუ ჰგდიხართ, იმოძრავეთ, სააქაოში ხართ, სააქაოს სიცოცხლე უხდებაო და ლოდებიც უჯერებენ, გადაგორდებიან და გაჩერდებიან. მარტო ეს ჭიუხი დგას უმოძრაოდ, თითქოს სიცოცხლესთან ამას არავითარი კავშირი არა აქვს. თითქოს ეს მხოლოდ იმიტომ დგას, რომ მიგვანიშნოს:

- აქ დედამიწაა!

- იქ ცაა!

მერე?

მერე და ვინ გაყო ცა და დედამიწა?

- იმან, ვინაც სიცოცხლე და სიკვდილი გაყო, - ამბობს ჭიუხი. კი არ ამბობს, თავისი დგომით, თავისი უმოძრაობით მიგვანიშნებს ამას.

ჭიუხის ქვემოთ, კლდეში გაჭრილი უღელტეხილია.

ქვენამთის გადასასვლელი.

აი, სწორედ ამ უღელტეხილზე გადადიან მგზავრები, გადადიოდნენ უძველესი დროიდან, გადადიან ახლა და ალბათ სანამ ეს ჭიუხი აქ იდგება, სანამ ეს უღელტეხილი იქნება, სანამ ბურსაჭირის ფერდობზე ყვავილებს გაზაფხულობით აყვავება არ მოსწყინდებათ, ივლიან მგზავრები, გადაივლიან და გადმოივლიან ქვენამთის გადასასვლელს.

ზაფხულია და ყვავის ბურსაჭირის ფერდობი.

გალობს სიცოცხლე.

ირგვლივ ყველაფერი ზეიმობს.

მხოლოდ...

მხოლოდ გადმოსასვლელის ქვემოთ, პატარა გორაზე ერთი ლოდის ქვეშ, მიწაში მყოფი კაცის ძვლები არიან სევდიანად.

ეს საფლავი ერთადერთია ამ არემარეში, უპატრონო, მიტოვებული და მიუსაფარი. არავინ იცის, ვისია ეს ძვლები, რა ერქვა ამათ პატრონს. ერთადერთი ისაა ცნობილი, რომ მგზავრი ყოფილა, ქვენამთის უღელტეხილიდან გადმოვარდნილა და მკვდარი სამადლოდ მიუბარებიათ მიწისათვის. ეს ლოდი დაუდვიათ ზემოდან. ეს არის ერთადერთი საფლავის ლოდი ამ არემარეში. ლოდის ერთ კუთხეში მიწა გამოთხრილა და შიგნიდან ძვლები იმზირებიან გარეთ. იმზირებიან სევდიანად, გულის მომკვლელად, თითქოს რაღაცას ევედრებიან გარეთ მყოფთ, რაღაცას სთხოვენ.

ვინ იყო ამათი პატრონი?

სად მიდიოდა?

სად დაიბადა და რატომ ჩაჰბარდა აქაურ მიწას?

იქნებ ჰყავდა დები, ძმები, უხაროდათ ერთმანეთთან ახლოს ყოფნა, ერთმა დედამ შობა ისინი... რა თქმა უნდა, ახლა აღარც ისინი არიან ცოცხლები. იქნებ მათი ძვლები ერთურთის გვერდით განისვენებენ. მარტო ეს ძმა აღარ მიუვიდათ სახლში და ელოდნენ. იქნებ თავისი და- ძმების ძვლებთან ახლოს ყოფნას ითხოვენ ეს სევდიანი ძვლები. ანდა, იქნება, ბედმა ამათი პატრონის და- ძმებიც სხვადასხვა მხარეს მიმოფანტა და აღარც მათი ძვლებია მიწაში გვერდიგვერდ ჩასვენებული, თავის დედასთან ახლოს, რომელმაც შვა ისინი.

რას გაიგებ წუთისოფლისას, ბრუნავს, ბრუნავს და ჩვენც გვატრიალებს.

თანაც ყვავის.

ყვავის და ლამაზია.
ისეთივე ლამაზი, როგორც ბურსაჭირის ფერდობი, ათასნაირი ყვავილებით მოჩითულ- მოქარგული, სიცოცხლით სავსე და მხიარული.

მხიარული და მოზეიმე.

მოზეიმე, რადგან გარშემო სიცოცხლე ფეთქავს.

მხოლოდ ძვლები, აქაურ ლოდებს შორის ერთადერთ ლოდს ქვემოდან გამომზირალი ძვლები არიან სევდიანად, რაც კაცს გულს გიკლავს, მაგრამ რჩება იმედი, იმედი იმისა, რომ ღმერთი მაღალია და ამ ძვლების პატრონისა და მისი და- ძმების სულებს ერთად შეჰყრის იმ ქვეყანაზე. იქ დაუხვდებათ მშობელი დედა და გაიხარებს. გაიხარებს, როგორც ხარობს და ლაღობს სამოთხესავით მშვენიერი ბურსაჭირის ფერდობი.

Posted by: KetiKeti 1 Mar 2010, 20:15
ცეცხლში აწამებენ ქეთევან დედოფალს,
რკინით დაუშანთეს მკლავი,
გარს შემოწყობილი ურჯულო თათრები
სთხოვენ, მიატოვოს ჯვარი.
მას კი ერთადერთი დიდი სურვილი აქვს:
უფალს არ გაშორდეს თავით,
სული ხორცს ეყრება, ის მაინც ლოცულობს...
- ამინ, დედოფალო, ამინ!

* * *
მე რომ ვიყო გაზაფხულის დილა
და უბეში მთის ნიავი მეჯდეს,
მოვიდოდი სუყველასთან ფრთხილად
და იმ ნიავს მოგისვამდით გვერდზე.
მე რომ ვიყო შემოდგომის ქარი,
აქეთ-იქით რომ ატოკებს ხეებს,
ვიქნებოდი, ვიქნებოდი წყნარი,
რომ მეფიქრა სიყვარულით თქვენზე.
მე რომ ვიყო შავ სიკვდილის ცელი,
სუყველას რომ განურჩევლად სცელავს,
გავლღვებოდი, რომ არ ვიყო მჭრელი,
ჩაგივლიდით, ჩაგივლიდით ყველას.
და იცოდეთ, შევასრულებ ნატვრას,
მე გავხდები გაზაფხულის დილა.
და იცოდეთ, შევასრულებ ნატვრას,
მე გავხდები გაზაფხულის დილა.

Posted by: leva1990 2 Mar 2010, 01:04
ცასწავალა

ვუძღვნი პატარა უფლისწულის ხსოვნას

მეტნაკლებად ყველას აქვს ცაში წასვლის სურვილი. პოეტები ვარსკვლავებს უმღერიან, ხეები ზეცას შეჰღაღადებენ, დამშეული მგლებიც ცას შეჰყმუიან. ყველას აქვს ზეცაში ამაღლების სურვილი. იმათ შორის პატარა ცისფერთვალება ჩიტსაც, რომელსაც ცასწავალას ეძახიან.

ცასწავალა ღობემძვრალაზე ოდნავ დიდი თუ იქნება, ძალიან პატარა ფრთები აქვს, ძალიან პატარა ნისკარტი. ცასწავალა აყვავებულ მთის ფერდობზე გავიცანი.

ზაფხულობით ჯერ თეთრად გადაიპენტება ხოლმე გუდამაყრის მთები, - ეს თეთრი ყვავილებია, გუდამაყრელები კანკეშას ეძახიან. მერე ლურჯი ყვავილებიც ამოვა და ფარდაგს დაემსგავსება სათიბები.

ცხვარს ვედექი. ირგვლივ გაყუჩებული იყო ყოველივე. გახურებული მზე ზეცის სილურჯეში ლივლივებდა და ისეთი ლურჯი ცა იყო, თვალს ვერ მოსწყვეტდი. თეთრად აყვავებულ კანკეშებში გულაღმა ვიწექი და ცაში წასვლაზე ვოცნებობდი. უცებ, ჩემს ქვემოთ, ერთი პატარა ჭრელი ჩიტი ამოფრინდა და ცაში აიჭრა, თან წკრიალა ხმით იძახდა: ცასწავალ! ცასწავალ!

სიჩუმეში ისე დაირხა მისი ხმა, ყველა მას შესცქეროდა: გუთნისჩიტები, ბოლოცეცხლები, ჩხიკვები, კლდის ქიმზე შემომჯდარი ორბებიც კი და ყვავილებიც კი შეიშმუშნენ.

ცასწავალამ ერთხანს იფრინა ასე და უცებ ისევ დაბლა დაეშვა. მოდიოდა და ახალა იმას იძახდა: ვტყუი! ვტყუი! ვტყუი!

ჩამოვიდა და ბალახებში გაუჩინდარდა. მერე რამდენჯერმე კიდევ აფრინდა ცაში გაგულისებული ძახილით: - ცასწავალ! ცასწავალ! ცასწავალ! - რაღაც ზღვარს მიაღწევდა, ღონე გამოელეოდა და ისევ ქვემოთ დაეშვებოდა: - ვტყუი! ვტყუი! ვტყუი! - ამით თითქოს თავს იმართლებდა. თავის უღონობას მალავდა, რათა სხვებს არ გაეგოთ, რომ ცაში წასვლა არ შეეძლო.

ჯერ უთმინეს ფრთოსნებმა ეს ტყუილი. მერე კი, ეტყობა, საწყენად მიიღეს, ჩემს იქით, კანკეშიან გორზე, იწყეს შეკრება. მოვიდა ყველა ჯურის ფრინველი. ეტყობა, რაღაც თავისებური უმავთულო ტელეფონები აქვთ, თორემ როგორ გააგებინეს ასე უცებ ერთმანეთს: მოდიოდნენ და მოდიოდნენ, ათასნაირად ჩაცმულები. გორზე ტევა აღარ იყო. როცა ყველანი შეიკრიბნენ, რაღაც ითათბირეს და გაისუსნენ.

ბალახებიდან ისევ ამოფრინდა ცასწავალა და ცაში აიჭრა: ცასწავალ! ცასწავალ! ცასწავალ! - ყვიროდა ის, მერე მიაღწია რაღაც ზღვარს და ქვემოთ დაეშვა: - ვტყუი! ვტყუი! ვტყუი! - ის-ის იყო, ბალახებში უნდა ჩამალულიყო, რომ გორზე შეკრებილ ფრინველებს ორი მიმინო გამოეყო, ეცნენ ცასწავალას და გაკოჭეს, აღარ აცალეს დამალვა. მიმინოებმა ცასწავალა გორზე შეკრებილ ფრთოსნებს მიჰგვარეს. იმათ ამოირჩიეს მოსამართლე და დაიწყო სასამართლო.

მე, ჩუმად, ახლოს მივიწიე, რომ კარგად დამენახა, რა მოხდებოდა.

მოსამართლე ყვავმა თავისი ადგილი დაიკავა და დაიწყო:

- მოქალაქე ცასწავალა, თქვენ ბრალად გედებათ აქ შეკრებილი საზოგადოების მოტყუება. მითხარით, ვინა გყავთ ცაში?

- არავინ, - თქვა სევდიანად ცასწავალამ.

- ვაა! - აღმოხდა ყვავს, - როგორ თუ არავინ, მაშ ვისთან მიდიოდი?

- ისე, ცაში მინდოდა წასვლა.

- ვისთან, ვინ დაგპატიჟათ, რა მიზეზით?

- არა, არავის დავუპატიჟნივარ, მაგრამ...

- „მაგრამ“ აქ გამორიცხულია, მოქალაქე ცასწავალა, თქვენ შეურაცხყოფას აყენებთ აქ დამსწრე საზოგადოებას. განა შეიძლება ამდენი ტყუილი? მეტი საქმე არა გაქვს, რომ მთელი დღე გვატყუებ, ცასწავალ, ცასწავალ! და მერე ურცხვად იმეორებ, ვტყუი, ვტყუი! - ვინ არის შენი მოსატყუებელი. უფროსებისა მაინც არა გრცხვენია? სახლში ვინა გყავს?

- არავინ.

- ობოლი ხარ?

- დიახ... - თქვა საბრალო ცასწავალამ და თავი მუხლებში ჩამალა.

- საზოგადოების მოტყუებისათვის ცასწავალას მიესაჯოს ერთი დღე-ღამით თავისუფლების აღკვეთა, კანკეშის ღეროზე მიბმით, - გამოიტანა მოსამართლემ განაჩენი, შემდეგ გაგრიხეს გრძელი მარსლები, ცასწავალა ფრთებითა და ფეხებით კენკეშის ღეროზე მიაბეს და საკრებულო ნება-ნება დაიშალა. ყველაზე ბოლოს მოლაღული შემორჩა, მივიდა ცასწავალასთან, კარგახანს იდგა დაფიქრებული, მერე ცას ახედა, ამოიოხრა და მოწყენილი გაფრინდა.

- გამაგრდი, ცასწავალა! - ჩამოსძახა კანკეშაზე მიბმულ ცასწავალას.

ჩამოვარდა სიჩუმე. საწყალმა ცასწავალამ ამაოდ სცადა მარსლების გაწყვეტა. მე ჯერ დავაპირე ამეშვა, მაგრამ მერე ვიფიქრე, ვაითუ, ფრთოსნებმა მათი განაჩენის დარღვევა შეურაცხყოფად მიიღონ და ცასწავალას რაიმე დაუშაონ-მეთქი, ისევ გაცლა ვამჯობინე, ცხვარი ქვემოთ გავრეკე, დავტოვე ცასწავალა მარტოკა, მიწისა და ზეცის ამარა. მთელი ღამე არ მეძინა, მეშინოდა, მელიას არ მიეგნო დაბმული ცასწავალასთვის.

დილით ადრე გავირეკე მთისაკენ ცხვარი, იმ ადგილას რომ მივედი, ჯერ ვერ დავინახე ცასწავალა, მერე კინაღამ ზედ შევდექი, ფოთლები ეფარა ზედ და ეძინა. ეტყობა, მოლაღულმა დააფარა, რომ მელიას ვერ დაენახა. მართლაც, რამდენიმე წუთში საიდანღაც მოფრინდა მოლაღული და ფოთლები მიმალ-მომალა, რომ ფრთოსნებს არ ენახათ.

შუადღემდე დაბმული იყო ცასწავალა. შუადღისას ისევ შეიკრიბნენ ფრთოსნები და ახსნეს, ჯერ უგონოდ დაეცა, ეტყობა ფრთები ეტკინა. მოლაღულმა ნისკარტით წყაროს წყალი მოარბენინა და მოასულიერა ცასწავალა.

- გაგვითავისუფლებიხარ, ცასწავალავ, ოღონდ ერთი პირობით: მეტი აღარ მოიტყუო, - უთხრა ყვავმა.

- არა, აღარ მოვიტყუებ, - პირობა მისცა ცასწავალამ.

წავიდ-წამოვიდნენ ფრთოსნები და ახლომახლო აყვავებულ ბალახებში ჩასხდნენ.

ცაზე მსუბუქად მოცურავდა ყვითელი მზე. ლურჯი, ძალიან ლურჯი ცა თითქოს თავის სიღრმეში სანავარდოდ იხმობდა ყველას.

ცასწავალა კარგა ხანს იჯდა დაფიქრებული. მერე, ეტყობა, მოსწყინდა ასე ყოფნა, ფრთები გაშალა და ცაში აიჭრა:

- ცასწავალ! ცასწავალ! ცასწავალ! - იძახდა ცასწავალა და ისე მაღლა წავიდა, ოდნავღა ჩანდა, გასცდა იმ ზღვარს, სადამდისაც ადრე მიდიოდა ხოლმე - უკანასკნელ ძალ-ღონეს იკრებდა და ერთი სურვილით შეპყრობილი, მიწაზე დარჩენილ ფრთოსნებს ჩამოსძახოდა: ცასწავალ! ცასწავალ! ცასწავალ!

ყველანი მას შეჰყურებდნენ.

ის წერტილივით ჩანდა.

უკანასკნელი ამოსუნთქვისთვისღა ეყო ღონე და გული გაუსკდა.

უკან მსუბუქად და მდუმარედ ეშვებოდა. მერე ასევე მსუბუქად დაეცა თავის საყვარელ ბალახებში.

საწყალი ცასწავალა ფრთოსნებმა იმ გორაკზე დაასაფლავეს, სადაც გუშინ სასამართლო მოუწყვეს. ყვავმა გრძელი სიტყვა წარმოთქვა. მოლაღულმა ბევრი იტირა, სხვებიც ვიშვიშებდნენ, თავს აქეთ-იქით აქნევდნენ. მერე დაიშალნენ და დარჩა გორზე პატარა სასაფლაო. ეს ოდნავ ცისკენ ამოწეული მიწა ზემოთ დარჩენილთ თითქოს იმას მიანიშნებდა, რომ მის ქვეშ ზეცაში წასვლის სურვილით შეპყრობილი ცასწავალა იწვა, და ვინც კი ნახავდა, გული სწყდებოდა: ეს სურვილი ხომ მეტ-ნაკლებად ყველას გვაქვს, ზოგი ვამჟღავნებთ, ზოგი გულში ვიმარხავთ სამუდამოდ.

Posted by: leva1990 3 Mar 2010, 15:44

საქორწილო მტრედი

შავი არაგვის ხეობაში მარტო შუღლიათ გაგილას ჰყავს მტრედი. ადრე კი, როცა გუდამაყარში მამულები იხვნებოდა და პურის ყანები ითესებოდა, გარეული მტრედები ბევრი იცოდა. გუნდ- გუნდად დაფრინავდნენ შემოდგომით, მკის დროს. სწორედ მაშინ დაიჭირა ძნის ხუთულაზე შემომჯდარი ცისფერი მტრედი გაგილამ და სახლში წაიყვანა. მტრედის გულს ბაგაბუგი გაუდიოდა გაგილაის უბეში და შეშფოთებული ღუღუნებდა.
გაგილაი უწილ- უკერძო კაცია, არც ცოლ- შვილი ჰყავს, არც ვინმე ისეთი ნათესავი, რომ იმის მარტოობაზე გული შესტკიოდეს. მარჯვენა ფეხით კოჭლობს და წელში ოდნავ მოხრილია, სიარულის დროს მიწას დასჩერებია. ღარიბია, მარტო ცხოვრების უღლის ტარება უჭირს, სამადლოდ თუ ვინმე გამოუცხობს პურს. ზაფხულში თავს უმეტესად მხალეულით ირჩენს.
მტრედი სახლში მოიყვანა და უბიდან ამოსვა. მერე საცერი დააფარა ზემოდან. მეზობლის ყანაში პურის თავთავები მოწყვიტა და მტრედს დაუყარა.
პირველ დღეებში გაუჭირდა მტრედს გაგილაის ჩამობნელებულ სახლში გაძლება. ერთთავად ტრიალებდა საცრის ქვეშ და შეშფოთებული ღუღუნებდა. პურის მარცვლებს იშვიათად შეკენკავდა, თანაც უხალისოდ. წყალს კი სვამდა.
გაგილაი გვერდიდან არ შორდებოდა, რომ მტრედს სიმარტოვე არ ეგრძნო. ელაპარკებოდა კიდეც ცხოვრების შესახებ, სიმარტოვისა და გაჭირვების შესახებ. მტრედი მის ხმას მიეჩვია და განაბული ყურს უგდებდა ხოლმე.
- იცი რა, რომ გითხრა, ბედნიერი კაცი ვარ- მეთქი, არ დამიჯერებ. რა მეტყობა მე საამისო, არაფერი. არ ვიცი, რატომღაც უბედურად არ ვთვლი თავს, აქამდე სულ რაღაცის იმედი მქონდა. ახლაც იმედი მაქვს, არ ვიცი კი, რის იმედი მაგრამ მაქვს, რაღაცა დიდის მოლოდინი მაქვს!... რა კარგია, რომ ჩემთან ხარ. არ ვიცი, ისე მიხარია შენი აქ ყოფნა, ვერ აგიწერ. აქამდე კი სულ მარტო ვიყავი ამ კედლებში.
მტრედი ყურს უგდებდა გაგილას.
მერე ისე შეეჩვივნენ ერთიმეორეს, დილით რომ გაუშვებდა, საღამოთი ისევ სახლში ბრუნდებოდა ხოლმე და გაგილაის მარჯვენა მხარზე, ან მუხლისთავზე ჩამოჯდებოდა.
იმ ხანებში ხალხმა ხვნა- თესვას თავი გაანება და გარეული მტრედებიც გაფრინდნენ. მას მერე აღარ გამოჩენილან.
მარტო გაგილაის ცისფერი მტრედიღა შემორჩა გუდამაყარს.
გაგილას ახლა მტრედი აჭმევდა პურს. თუ ვინმეს ქორწილი იყო, წავიდოდა იმ სოფელში გაგილაი, საქორწილო დარბაზში ნეფე- დედოფალის თავზე მტრედს შეაფრენდა და დაიძახებდა:
- იხარეთ! იბედნიერეთ!
მტრედი ნეფე- დედოფლის თავზე, სადმე თავხეზე შემოჯდებოდა და ახალყოილთ დაჰღუღუნებდა. გაგილას კი ან მეჯვარე აჩუქებდა ფულს, ან ეჯიფი, ან ოჯახის უფროსი. უფრო კი მეჯვარეები აჯილდოვებდნენ ამ სამსახურისათვის.
გაგილაი ჩქარადვე გამობრუნდებოდა ქორწილიდან და აბა მტრედსაც თან ხომ არ წამოიყვანდა. ფრინველი ისე იყო გაწვრთნილი, გაგილაის წასვლის მერე ცოტა ხან კიდევ იღუღუნებდა, მერე, ყველას რომ დაავიწყდებოდა მისი აქ ყოფნა, სახლისაკენ გაფრინდებოდა.
გაგილაი ყოველთვის მოუთმენლად მიელოდა მტრედს. უიმისოდ არც პურს ჭამდა. არც იძინებდა. ყოველთვის, როცა ქორწილში მიატოვებდა და თვითონ კი სახლში წამოვიდოდა, რაღაცნაირი ტკივილით ევსებოდა გული.
"უსინდისო ვარ, ფულზე ვცვლი და სხვებს ვუტოვებ", - ფიქრობდა ის.
შიოჟაურთას ქორწილი იყო. კალო ბანით იყო გადახურული და მაყრიონი იქ ისხდა. კედლებზე ირმიანი ფარდაგი ეკიდა. ირმები წყალს სვამდნენ და მათ უკან კი ხესამოფარებული მონადირე თოფს უმიზნებდა. ერთ ირემს თავი მაღლა ჰქონდა აწეული და შეშფოთებული იყურებოდა, ეტყობოდა, რომ საფრთხეს გრძნობდა.
- იხარეთ! იბედნიერეთ! - გაისმა გაგილაის ხმა და ნეფე- დედოფალის თავზე იმისმა ცისფერმა მტრედმა შეიფრთხიალა ღუღუნით. ოჯახის უფროსმა ფული აჩუქა გაგილას.
მტრედი გულთაბოძის კიდეზე ჩამოჯდა.
გაგილაი წავიდა.
მტრედი ღუღუნებდა.
უცებ მეჯვარე წამოდგა და მტრედი დაიჭირა... თითქოს ფარდაგზე გამოხატულ მონადირეს ესროლოს ირმებისათვის თოფი, ისეთი შეშფოთების ძახილი აღმოხდა ხალხს:
- რა ჰქენ!
ნეფის მეჯვარემ მტრედს თავი წააგლიჯა...
- ეგ მამაძაღლი, მატყუარა არის. გაწვრთნილი ჰყავს, წავიდა და იცოდა, რომ ეს მტრედიც თან გაჰყვებოდა. დადის და ფულს აკეთებს. - თქვა მეჯვარემ.
ხალხი გაშრა მწუხარებისაგან.
ნეფე იყო ცისფერთვალება. დედოფალი კი მტრედს ჰგავდა. მაყრები ჰგავდნენ შავ გუგულებს, შეშფოთებულ გუგულებს.
სიჩუმე ჩამოვარდა.
- წადი! - უბრძანა მეჯვარეს ცისფერთვალება ნეფემ. სიჩუმეში მეხივით გაიჟღრიალა მისმა ხმამ.
მეჯვარეს არ ესიამოვნა, მტრედის გულისათვის რომ დაითხოვეს. გავიდა კალოდან და სიბნელეს შეერია.
ქორწილი გაგრძელდა... მუსიკოსებმა საცეკვაო დაუკრეს.
მეზობელ სოფელში დიდხანს ელოდა სახლის ბანზე ჩამომჯდარი გაგილაი მტრედს. მერე სახლში შევიდა და დაწვა. არ მიეკარა ძილი. რაღაცნაირი მქისე მოწყენილობა რეკდა ჩაბნელებულ სახლში და გაგილამ თავის სიცოცხლეში პირველად იგრძნო, რომ უბედურია, რომ ბედნიერება ფულზე გაყიდა.
შეეშინდა.
ისევ გარეთ გამოვიდა. ცას შეხედა.
მტრედისფერ ცაზე წითელ- ყვითლად ყვაოდნენ ვარსკვლავები. ცა გალობდა. მთვარე მოცურავდა აყვავებულ ზეცის გალობაში. ახლა იგი ძალიან ჰგავდა საქორწილო მტრედს.
ქვემოთ კი, სადღაც, შავი არაგვის ბნელ ხეობაში, მიწური სახლის ბანზე, წელში მოხრილი კაცი, შეშინებული უყურებდა ზეცას და მის არსებაში ერთსა და იმავეს იმეორებდა მისივე სული:
- ცაო! ცაო! მაღალო ცაო! მოჭიკჭიკე ვარსკვლავნო; იცოდე, ცაო, ამ მიწაზე ისევ მარტო ვარ, - ერთი გაფრენა დამრჩა შენამდე...
მერე მოხუცს შეეშინდა, მართლა არ გაჰფრენოდა ცაში სული და ისევ თავის ბნელ ოთახში მიიმალა.

Posted by: KetiKeti 6 Mar 2010, 09:19
წერტილი და მძიმე

ამ დედამიწაზე ყველაფერს თავისი სახელი ჰქვია. მოვალთ ადამიანები, დაგვარქმევენ ახლობლები სახელებს, გივლიათ ამ სახელით იმდენ ხანს, რამდენი ხანიც გვიწერია ამ ცის ქვეშ ყოფნა და წავალთ... მივებარებით საცხონებლად შემოქმედს ჩვენსას „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, აწ და მარადის, უკუნითი უკინისამდე...”

იქით რა არის არავინ იცის, აქეთ კი მარტო სახელი გვრჩება. სახელს ალამაზებს ადამიანი და ადამიანს ალამაზებს სახელიო. ო, ღმერთო! რამდენი სახელი მახსოვს: ბატატური, ბეჟია, სება, ხვთისო, აშაქელი, ნინო, გუჯა და რამდენი კიდევ სხვა, ვინც მინახია მოარული ამ მიწაზე და აღარ არის, ჩავლილი აქვთ საწუთროს შარა. თითქოს იმათი სახეებიც დამავიწყდა.

ერთხელ, მახსოვს, სოფლის ორღობეში მოდიოდა სიჯანათ ნინო. წვიმდა, ტალახი მუხლებამდე იყო. სიჯანათ ქალს პატარა გოგო მოეკიდა ზურგზე და ისედაც სიბერისგან წელში ორად მოხრილი, ძლივს მოდიოდა. სიჯანათ ქალი ჩვენს დერეფანში შემოეფარა, სული მოითქვა და იქვე მსხდომი მეზობლების გასაგონად ჩაილაპარაკა: „მე რა კარგს რასმე გამოვრჩი ამ წუთისოფელს, ამ ქალსაც რო ჩემი სახელი დაარქვეს!“ ეს თქვა, ისევ წვიმას შეერია და თვალს მიეფარა.

რამდენს, რამდენს ცხოვრებაზე გამწარებულს წაჰყოლია სახელის სევდა...

რამდენს მიუმატებია სახელისთვის სახელი..

რამდენი დარჩენილა უსახელოდ..

რამდენი ეძებს სახელს...

და კიდევ რამდენი ჰკარგავს...

და კიდევ და კიდევ... მახსოვს და აღარც მახსოვს, და იმათ შორის ვინც მახსოვს, ყველაზე ნათლად გამოკრთიან ხოლმე წერტილი და მძიმე; ეს ორი პატარა გოგო, რომელთაც არცკი ვიცი რა ერქვათ ნამდვილი სახელები, ალბათ ორივეს ბებიის სახელს დაარქმევდნენ, მაგრამ არ ვიცი მასწავლებელს, არ ვიცი იმათ თანაკლასელებს, ერთისათვის წერტილი შეურქმევიათ, მეორესათვის მძიმე;

ცხოვრობენ მთის ერთ პატარა, მიტოვებულ სოფელში. სოფლიდან ზამთრობით ორ ადგილას ამოდის კვამლი. ორი სახლიდან გამოკრთის შუქი. სამყაროს სამი იმედის ძაფით უკავშირდება ეს პატარა სოფელი - კვამლით, რომელიც მძიმე-მძიმედ მიიზლაზნება ცისკენ; ღამ-ღამობით ფანჯრებიდან გამომკრთალი შუქით და ორი პატარა გოგოთი, რომლებიც ყოველ დილით, უთენია გამოდიან ხოლმე სოფლიდან და ზურგზე ჩანთა მოკიდებულები ქვემოთ ჩამორბიან. აქედან ძალიან შორს არის სკოლა. ჭალაზე რომ ჩამოვლენ, იქ ავტობუსი მოდის, აქედან ავტობუსს მიჰყვებიან, ეს ავტობუსი ერთადერთია, რომელიც ამ მივიწყებულ ხეობას სამყაროსთნ აკავშირებს. ავტობუსმა თბილისში უნდა მოასწროს ჩასვლა, ამოსვლა და ჩასვლა, ამიტომ დილაობით მოწაფეები რიჟრაჟზე გამოეფინებიან ხოლმე გზის პირებზე და სკოლამდე მიჰყვებიან.

რამდენჯერაც ამ ავტობუსით მომიხდებოდა მგზავრობა, იმდენჯერ ასეთ სურათს ვხედავდი:

დილაა. თოვლიან ფერდობზე მოცურავენ ჩანთაზე დამსხდარნი, წერტილი და მძიმე. წინ - წერტილი, უკან - მძიმე. ერთ ადგილას წერტილი თოვლში ჩაიფლო და მძიმე ექაჩება ამოსაყვანად. ავტობუსი ჩერდება, მთელი მგზავრები წერტილსა და მძიმეს ველოდებით. მძიმე, როგორც იქნა, ამოაძრობს თოვლში ჩაფლულ წერტილს და გამორბიან, ავტობუსშიც ჯერ წერტილი ამოდის, მერე მძიმე, სკოლასთანაც ასეთივე თანმიმდევრობით ჩადიან.

თოვს. სოფლისაკენ მიდიან აღმა, წინ - წერტილი, უკან - მძიმე.

წვიმს. წინ წერტილი მიდის, უკან - მძიმე. მძიმეს ქოლგა უჭირავს და ორივეს აფარია ის ქოლგა.

ცალ-ცალკე არასოდეს მინახია წერტილი და მძიმე. თურმე მასწავლებელიც ჯერ წერტილს გაიძახებდა ხოლმე დაფასთან და მერე - მძიმეს. მგონი, შერიგებულნი არიან ზედმეტ სახელებს. ერთხელ განგებ ვკითხე, რა გქვიათ-მეთქი და, რა თქმა უნდა, წერტილმა მიპასუხა:

- მე წერტილი მქვია, ამას - მძიმე.

- მერე რა, დაგვიძახონ რა, მერვე კლასში ერთს კვადრატულ ფესვს ეძახიან, ის ბრაზდება.

- თქვენ არ ბრაზდებით?

- არა, რად უნდა გავბრაზდეთ, კარგია წერტილი და მძიმე, - მითხრა წერტილმა და ორივეს ისეთი სიკეთით გაუბრწყინდა სახე, გავჩუმდი, არაფერი ვაწყენინო-მეთქი.
იმის მერე, რამდენიმე ავტობუსი გამოიცვალა ამ გზამ. ის პატარა, მთის ფერდობზე დაკიდებული, თითქმის მიტოვებული სოფელი კი დიდხანს იყო სამყაროზე იმედის სამი ძაფით გამოკიდებული - ცისკენ ზანტად ამავალი კვამლით, ღამ-ღამობით ფანჯრებიდან გამომკრთალი შუქით და სკოლისაკენ მიმავალი წერტილი და მძიმით.

გავიდა დრო.

გაიზარდნენ.

გათხოვდნენ.

ჯერ წერტილი, მერე მძიმე.

წერტილის ქმარი მაღალია და ძახილის ნიშნავს ჰგავს. მძმეს ქმარი მოუსვენარია, ერთ ადგილზე ვერ ჩერდება.

ახლაც ჩანს ხოლმე: მამის სალხში სტუმრად მიდის წერტილი, აღმართში მას უკან მიჰყვებიან პატარა წერტილები.

ხანდახან მძიმესაც ვხედავ, აღმა სოფლისაკენ მიმავალს, ოღონდ მძიმეს ქმარი მოუსვენარია და სულ წინ გარბის. რა ვიცი რატომ, არ ჩანან პატარა მძიმეები, შეიძლება ჯერ არ გაჩენილან, შეიძლება მამასავით მოუსვენრები არიან და კარგა ხანია ავლილი აქვთ პაპასკენ მიმავალი აღმართი.

რა იქნება მერე, რა შესცვლის ამ სურათებს, არავინ იცის. ალბათ მოვა დრო და შეწყდება კვამლი, ღამღამობით ფანჯრებში აღარ გამოკრთება სინათლე და ეს პატარა წერტილ-მძიმეებიც შეწყვეტენ ამ გზაზე აღმა-დაღმა სიარულს...

ღმერთო, მაღალო, შეიწყნარე ამ მიწაზე ყოველი სახელი ჩვენი, უადგილოდ ნუ დასვამ წერტილს და ნუ მოგვივლენ განსაცდელს მძიმეს, რათა ვადიდოთ სახელი შენი.

Posted by: leva1990 7 Mar 2010, 20:02
კრწანისი

_ ერეკლე გაჰყავთ ბრძოლიდან! _
ტირის წითელი ყაყაჩო.
_ ერეკლე გაჰყავთ ბრძოლიდან! _
ტირის კრწანისის ველი.
და ბრძოლის ველზე სისხლსა ღვრის
სამასი საკვირველი.
_ შემიშვით! _ ტირის ბებერი,
ქართლის ბებერი მგელი.
_ ერეკლე გაჰყავთ ბრძოლიდან! _
ჭიხვინებს თათრის ცხენი...
და ბრძოლის ველზე აგდია
სამასი საკვირველი.

Posted by: marikuna479 9 Mar 2010, 21:21
"არაფერი თან არ მიმაქვს,
სხვას რა წაუღია,
სამარეში ვინ გაგატანს
წუთისოფელს მზიანს"

........

"მხოლოდ ცოცხალთთვის ანათებს
ცაზე მზე ამომავალი.."

........

თოვლი

საოცარია,
გუშინ სულ მთლად ყვითელმა მთებმა
დაიძინეს და
ერთ ღამეში გაჭაღარავდნენ..

.........

"შემოგეყრება გზაზე და სულში
ღიად დარჩენილ ფანჯრებს ჩაგიმტვრევს.
სიკვდილი ბრმაა,
მაინცა გვხედავს...
ჩვენ თვალხილულნი ერთურთს ვერ ვამჩნევთ"

.........

"უცხონი გავხდით ერთურთისათვის,
თუმც კი, კაცი კაცს სცნობს რომელიმე?!"

.........

იმედი, წარწერილი საფლავის ქვაზე

იქნება, ის ქვეყანა სჯობს
ამ ქვეყანასა წყეულსა,
თორემ ერთს მაინც ვნახავდით
იქიდან გამოქცეულსა" : )

(ზოგი ნაწყვეტები მაქვს ამოწერილი და უსათაუროდ იმიტომა არის)

Posted by: leva1990 9 Mar 2010, 21:32
QUOTE
იქნება, ის ქვეყანა სჯობს
ამ ქვეყანასა წყეულსა,
თორემ ერთს მაინც ვნახავდით
იქიდან გამოქცეულსა

მაგარია!!!

Posted by: marikuna479 10 Mar 2010, 21:35
QUOTE
იმიტომა არის

რა მშვენივრად დამიწერია rolleyes.gif
................

ნუ შეშინდები

სწორედ იქ უნდა გჯეროდეს
სადაც არ გჯერა ღმერთისა,
სწორედ იქ უნდა ელოდე
სადაც არ ელი ღმერთის ხმას.

სწორედ იქ უნდა გამაგრდე
სადაც გატეხეს სიმართლე,
სიბნელეს უნდა მოჰფინო
შენი სულიდან სინათლე.

სწორედ იქ უნდა ეწამო
სადაც სამშობლოს გულს კლავენ,
ნუ შეშინდები, ყორნები
შენს ძვალ-რბილს თუ გამოხრავენ.

დალიე შხამის ფიალა
მამულისათვის ტკბილადა
და დაეკერე სამშობლოს
"გულს მარგალიტის ღილადა!"

Posted by: leva1990 10 Mar 2010, 22:11

შემინახე, დედაო მიწავ!

შენი სხეული ჩემს სხეულზე უფრო გამძლეა, ამიტომ ჩემს ძვლებს შენ გაბარებ სიკვდილის მერე.
როცა ჩემს თვალებს ცის ნათელი დაეკარგებათ,
როცა ჩამოვლევ ჩემს წილ საწუთროს,
როცა ჩემს მუხლებს შენზე დგომა არ შეეძლება,
როცა ჩავქრები, სამძღორს იქით რომ გარდავხდები...
გაიხსენი, გაიხსენი ეგ საკინძე და მიმიღე; მიმიღე და შემინახე, შენ ხომ დედასავით გულუხვი ხარ, დედაჩემის გულიც ხომ შენთან არის, დედაჩემის მუხლებიც ხომ შენს უბეში აწყვია. მეც მანდ მამყოფე, მაგრძნობინე მაგ გულის ფეთქვა.
გაისხენი და მძივებივით ჩაიკრიფე მაგ უბეში ჩემი ძოლმანი.
ვინ დამაყენა შენს ბეჭებზედ, ვინ მომცა სახე, ვინ გამიმაგრა ეს მუხლები, ძვალი ძვალზე ვინ შემომადგა.
ვინ მოახვია ჩემს ძვლებს ეგ ხორცი.
ვის სამსხვერპლოზე ვანთივარ სულით.
რად ახვევია ჩემს არსებას ეს საწუთრო ნისლივით მღვრიე.
ეს ყოველივე რატომ ხდება ან რაც არ ხდება, რატომ არ ხდება. სულს ვინ მიწეწავს, ვისი გონით გონივრობს გონი.
ვისი ხელია, მიწას რომ თხრის და თავისივე ძვლებს ასამარებს.
მე მესმის შენი იდუმალი ამოძახილი:
_ გაჩუმდიო! _ რომ ამომძახი.
_ ღმერთის ნებაა!
იყო ნება ღვთისა და არარისგან იქმნა რაობა.
იყო ნება ღვთისა და რაობა იქცა არარაობად.
შეეთვისა და განეთვისა:
ცეცხლი ჰაერს, ჰაერი წყალს, წყალი მიწას...
იშვა ყოველი სახიერი ღვთის არსებაში...
დავიბადე!
აჰა, მოვედი ზენაარო შენს საუფლოში:
_ სად ვინა ხართ, გამოიხედეთ!
მე არავინ შემეხმიანა და ვიდრე გონების თვალს აღმიხელდი, ვტკბებოდი შენით.
ჩემი სხეული შენით აღივსო და მეც ისევე დამემართა, როგორც უცხო ადგილზე მოხვედრილ დამშეულ მგზავრს ემართება _ რომ მოისვენებს, ხორცს განიძღებს, მერეღა ძიობს მისი სული გულუხვ მასპინძელს.
მე შენ გეძებდი.
გეძებდი მანამ, სანამ შენ თვითონ არ ჩამოწვდი ჩემს გულ-გონებას:
_ ყველაფერი ღვთის წილია და ყველაფერში ღმერთი სულდგმულობს.
შენც ხომ ღვთის წილი ხარ, დედამიწავ!
შენი სხეული ჩემს სხეულზე უფრო გამძლეა, ამიტომ ჩემს ძვლებს შენ გაბარებ სიკვდილის მერე.
მე სანთელს ვგავარ, შენს ბეჭებზე ორი ფერის ტაბლაზე ვიწვი: დღისით და ღამით.
უფლის განგებით სავსე არის ორივე ტაბლა:
ღამე სიზმრებით, ხოლო დღისით სახიერი ცხადი ხილვებით.
ჩამოდგა ჩემი დღის ტაბლაზე ჩაქრობის ჟამი.
ღამის ტაბლაზე მოსალხენად მიდის უფალი.
მე ვიღვენთები და შემოქმედს წყვდიადს ვუნათებ, რომ დღის ტაბლიდან სახიერი სიზმრეულში გადაიტანოს...
და სული ჩემი ჰგავს ქარბორბალას, ტრიალებს ჩემში და რაც მოაქვს, მიაქვს ისევე.
.
შენი სხეული ჩემს სხეულზე უფრო გამძლეა, ამიტომ ჩემს ძვლებს შენ გაბარებ სიკვდილის მერე.
როცა ჩემს თვალებს ცის ნათელი დაეკარგებათ,
როცა ჩამოვლევ ჩემს წილ საწუთროს,
როცა ჩემს მუხლებს შენზე დგომა არ შეეძლებათ,
როცა ჩავქრები, სამძღორს იქით რომ გარდავხდები,
გაისხენი, გაისხენი ეგ საკინძე და მიმიღე მე.
მიმიღე და შემინახე, შენ ხომ დედასავით გულუხვი ხარ, დედაჩემის გულიც ხომ შენთან არის, დედაჩემის მუხლებიც ხომ შენს უბეში აწყვია. მეც მანდ მამყოფე, მაგრძნობინე მაგ გულის ფეთქვა...
გაიხსენი და მძივებივით ჩაიკრიფე მაგ უბეში ჩემი ძოლმანი.
მე რომ ჩამომძახებენ:
_ მიწა ხარ და მიწად იქეც!
_ მიწა ხარ და მიწად იქეც!
აი, ეგ სიტყვები დაიჭირე, შიგ ჩემი ძვლები გამოხვიე და შემინახე, რომ არ დაგეკარგო. გამომალიჭისთავე, რომ შემდეგ, როცა დაგჭირდე, ადვილად გამომხსნა.
შემინახე, დედაო მიწავ!

Posted by: BELLA-DONNA 10 Mar 2010, 22:55

[b]leva1990[/b
უძლიერესიააააააააააააა!!!

Posted by: Utopian 10 Mar 2010, 23:06
მარტო ვარ, მარტო დავდივარ,
მარტოდ ვაწუხებ საწუთროს,
ხან დარდი ამეწეწება,
ხან ვეძებ სულის სამყუდროს.
როცა ვარ შაწუხებული
ვხედავ, უფალი არ მკუთვნობს,
დავდივარ დაფიქრებული,
ჟამს ჟამიანს და ჟამს უდროს,
ხან ხთიშვილებთან ვსაუბრობ,
ხანაც მაცილი მერევა,
ასეთ დროს ხელად მყოფს ვგავარ,
გული გონებას ერევა;
ვეღარ ვგებულობ, ვინა ვარ,
ამ ჟამის ვარ, თუ მერე ვარ,
რად არ ჩამაქრობს უფალი,
ალბათ მამა, - შვილს მერევა...
არ გამყრის სააქაოსა,
უნდა მასმიოს ფიალა,
მანამდის, სანამ არ მიგრძნობს,
ჩემში ხვთის არა ყრია რა...
მინდობილი ვარ მაცილებს
განა ერთსა და ცოტასა,
მოხარული ვარ იმათთან:
ლხინსა, ქეიფსა, ყოფასა.
ღვთის რჯული დამვიწყებია,
აღარ დაგიდევთ შობასა,
ბნელს ვეფარები, არ დავდევ
საუფლო ნათელყოფასა.
მტერს დავემოყვრე ურჯულოს,
აღარ მადარდებს მამული,
გულს ნუ მთხოვ, გავხდი უგულო,
სულით ვარ, სულმოწამლული.
მოვწყდი წინაპართ საფლავებს,
ხავსმოდებულებს, ძველებსა,
ჩემს მამიდებს და დეიდებს,
იმათ გულ-ბროლის ყელებსა;
ჩემს ბატარიებს ბიძებსა,
ომებში ნასახელებსა,
ჩემს პაპებსა და ბებოებს,
იმათ ძვლებს ძველთა-ძველებსა,
სულმუდამ ჩემ შავ არაგვსა,
ჟამით-ჟამს მოსიმღერესა,
კრწანისის ომში ალალად
ჩაჩეხილ არაგველებსა...
ყველას ერთიან ვფიცავარ,
ყვავილებს ყელმოღერეთა,
ვარსკვლავებს, ცაში მგალობელთ,
ზეცას მიბჯენილ სერებსა,
გორზე გადმომდგარ მთვარესა,
მთის ყინულიან ყელებსა,
თუ აღარ გინდათ ქართველებს
ყვავილად მოსხმა ველებსა,
ღვთის მადლმა, ვერას დაგაკლებთ,
რა ძალგვიძს ჩემსა ფერებსა;
რაც დავიყბედე, ვერ ვიზამ,
განა ეგეთად მზრდიდნენა,
მონად დავუდგე მაცილებს,
შინაურებს და ფლიდებსა.
რას ვაქნევ იმათ ქეიფსა,
იმათ ლხინსა და ყოფასა,
რჯული არ დამავიწყდება:
ვფიცავ იესოს შობასა.
ბნელს ნუ მანახვებთ, ვესწრაფვი,
საუფლო ნათელყოფასა!
არ დავემოყვრო ურჯულოს,
შორს, კუდიანთა არული,
გულს მასვენია სამშობლოს
ღრუბელი ფერ-მეწამული.
ვკოცნი წინაპართ საფლავებს
ხავსმოდებულებს, ძველებსა,
ჩემს მამიდებს და დეიდებს,
იმათ გულ-ბროლის ყელებსა;
ჩემს ბატარიებს ბიძებსა,
ომებში ნასახელებსა,
ჩემს პაპებსა და ბებოებს,
იმათ ძვლებს ძველთა-ძველებსა.
სულმუდამ ჩემ შავ არაგვსა,
ჟამით-ჟამს მოსიმღერესა,
კრწანისის ომში ალალად
ჩაჩეხილ არაგველებსა...
ყველას ერთიან ვფიცავარ,
ჩემთა სალოცავთ წყებასა;
აღდგომას, ამაღლებასა,
შობას და ნათლისღებასა...
მწამდა,
ახლაც მწამს,
ვიწამებ,
ქართველთა გამარჯვებასა!

Posted by: leva1990 10 Mar 2010, 23:11
Utopian

მრთლა მაგარი ლექსია!!!

Posted by: Utopian 12 Mar 2010, 03:21
უმისამართო წერილი

"- მე შენ მიყვარხარ!
-არა გჯერა?
-ვიცი, რაღაც დაკარგა ამ სიტყვამ მეოცე საუკუნეში, თითქოს გაიცვითა და აღარავინ აღარ იჯერებს. ხომ შენც ასე ფიქრობ და ალბათ ამიტომ ხარ ასე შორს და არ გჯერა ჩემი. მე კი... მე კი ისევ იმის თქმა მინდა რომ

მე შენ მიყვარხარ!
ყველაფერმა აზრი დაკარგა ჩემს ირგვლივ შენს გარეშე. ურთიერთობას ვეღარ ვახერხებ ვერც სულიერთან, ვერც უსულოსთან. ისინი მე გამირბიან. თითქოს დაიცალა მთელი სამყარო და დავბორიალებ უსახო სიცარიელეში. დილით რომ ვიღვიძებ, საშინელი სევდა მომყვება ხოლმე სიზმარეული ქვეყნიდან. ყოველ ღამე სიზმარში გხედავ, ისეთს, როგორიც იყავ -
დილა არის.
თოვს.
ფანჯრიდან გხედავ რომ ჩემი სახლის წინ დგეხარ და მელოდები.
თოვს.
ზეცა ნებივრობს შენს კულულებზე, თეთრი ფანტელებით გეალერსება, სახეზე გათოვს. მე შინიდან გიყურებ და კარგა ხანს გარეთ არ გამოვდივარ. ამ წუთში შენ ზეციდან მოფრენილ ანგელოზს გევხარ. დგახარ ჩემს ფანჯარასთავ და მელოდები. სახეზე გათოვს. შენ ცაში იყურები და გეჩვენება, რომ მაღლდები, ზემოთ მიფრინავ. ეს მასწავლებელმა გვასწავლა პირველ კლასში. შემოდგომაზე რომ მოვიდა თოვლი, კლასიდან გარეთ გამოგვიყვანა და დაგვაყენა.
თოვდა.
მასწავლებელმა ცაში აგვახედა. სახეზე თოვლის ფიფქები გვეფინებოდა და უცებ ყველას ნეტარების წამოძახილი აღმოგვხდა - ჩვენ ცაში ავფრინდით!
ეს რა თქმა უნდა მოგვეჩვენა. ასე იცის, როცა თოვაში მაღლა იყურები. მაგრამ მაშინ ჩვენ ეს არ ვიცოდით და რატომღაც ყველამ დაბლა დავიხედეთ, რომ გვენახა, მასწავლებელიც მოფრინავდა თუ არა.
როგორ გვეწყინა, რომ ისევ მიწაზე ვიდექით.
მერე ხშირად ვმაღლდებოდით ხოლმე თოვაში.
შენ ჩემს ფანჯარასთან დგეხარ და სახეზე გათოვს, ვიცი რომ ამ წუთში მაღლა მიფრინავ და არ გამოვდივარ სახლიდან, არ მინდა მიწაზე დაგცე.
- დაგაგვიანდა! - მეუბნება დედაჩემი.
თოვს.
მე ვერ ვბედავ გარეთ გამოსვლას.
ახლა ჩვენ მეექვსე კლასში ვართ და რა თქმა უნდა, ის მასწავლებელი აღარ გვასწავლის.
იცი რა მახსოვს?
ერთხელ დავალება მოგვცა: წიგნიდან ლამაზად უნდა გადაგვეწერა მოთხრობა. მე მთელი ღამე ვწერდი. დილით რომ გავიღვიძე, ჩემს ბიძაშვილს, ჩვენზე ერთი წლით წინ რომ სწავლობდა იმას, გამურული ტაფა დაედგა ჩემს ნაწერზე.
მეტი რა გზა მქონდა, ის გათხუპნული ნაწერი წამოვიღე. ხელის კანკალით გადავუშალე მასწავლებელს, დარწმუნებულმა, რომ ერთიანს თუ არა, ორიანს ნამდვილად დამიწერდა.
თქვენ ყველანი მე მიყურებდით შემკრთალი თვალებით.
მასწავლებელმა ხუთიანი დამიწერა.
თოვს...
შენ უცებ თავს დახრი და ფანჯრისკენ მოიხედავ. შენ ახლა ისევ მიწაზე ხარ და მე გულადად გამოვდივარ სახლიდან.
თოვს.
ჩვენ სკოლაში მივდივართ.

- მე შენ მიყვარხარ...
- დამიჯერე რა.
- ვიცი რაღაც დაკარგა ამ სიტყვამ და ალბათ ამიტომ ხარ ასე შორს ჩემგან და არა გჯერა ჩემი. მე კი...
მე კი რაც დრო გადის უფრო მიყვარხარ.
ყველაფერმა აზრი დაკარგა ჩემს ირგვლივ შენს გარეშე. ზოგჯერ მეშინია კიდეც; სიმარტოვისა მეშინია. დილით რომ ვიღვიძებ, საშინელი სევდა მომყვება ხოლმე სიზმარეული ქვეყნიდან. ყოველ ღამე სიზმარში გხედავ, ისეთს, როგორიც იყავ.

შენ არ იცი რატომ გავაცდინე მაშინ სკოლა. თავი რომ მქონდა გატეხილი, იმას გეუბნები. იქნებ არც უნდა გითხრა, მაგრამ იმიტომ ვამბობ, მაშინ რომ მოგატყუე ხიდან ჩამოვვარდი მეთქი, ტყუილი მინდა დავიბრუნო.
მერვე კლასელმა ბიჭებმა მცემეს სკოლის უკან...
მაგრამ თურმე აღარაფერი ბრუნდება უკან. მე დროში გავლილ მოვლენებზე გეუბნები. ის რაც იყო, ერთხელ იყო, განსაზღვრულ დროში და განსაზღვრულ სივრცეში.
მე მაშინ მოგატყუე.
სხვასაც რამდენ რამეს გატყუებდი. გეუბნებოდი რომ ქალაქში ვიყავი და იქ სპილოები და აქლემები ვნახე მეთქი.
ერთხელ ისიც მოგატყუე, რომ შენი სახლის უკან დევი ვნახე ღამე - შენ გჯეროდა.
რატომ გატყუებდი არ ვიცი. ალბათ ვაჟკაცად მინდოდა დამენახვებინა თავი.
ერთხელ სიზმარში გნახე, რომ ბეღურა იყავი და დაფრინავდი. ვიღაცამ ქვა გესროლა და ფრთა მოგტეხა, შენ ჭინჭრებში ჩავარდი. მოვედი, აგიყვანე. კანკალებდი. მე უბეში ჩაგისვი და ისე ვტიროდი, გულს ვიგდებინებდი. მეგონა თუ ასე ვიტირებდი არ მოკვდებოდი...
დედაჩემმა შეშინებულმა გამომაღვიძა - ეტყობა ცხადად ვტიროდი.
ბავშვობა მაინც სხვანაირი იყო. ალბათ იმიტომ, რომ იქ შენ იყავი. ბავშვები სუფთა იბადებიან, ადამიანებს მერე გვემღვრევა სული. ხოლო სამყარო არ დაბადებულა ერთხელ და სამუდამოდ, იგი მარადიულად იბადება. ყველაფერი მიიქცევა და კვლავ მოიქცევა.
მე რატომღაც მგონია, რომ ისევ მოხვალ.
იცი როგორ გელოდები.
როდესმე ისევ წავალთ სკოლაში. პირველი თოვლი რომ მოვა მასწავლებელი გარეთ გამოგვიყვანს და ცაში აგვახედებს...
სკოლის უკან ისევ მცემენ მერვეკლასელი ბიჭები და ისევ მოგატყუებ, რომ ხიდან ჩამოვვარდი.
ისევ ვნახავ დევს სენი სახლის უკან.
ისევ წავალ ქალაქში სპილოების სანახავად.
ოღონდ დამიჯერე. სადაცა ხარ და როგორცა ხარ, იქ დამიჯერე რომ - სამყარო არ დაბადებულა ერთხელ და სამუდამოდ, იგი მარადიულად იბადება...
ოღონდ დამიჯერე, რომ თუ ოდესმე კიდევ მოხვალ ამ მიწაზე, უკან გაუხსნელად არ დაგიბრუნებ შენს წერილებს და ამის გამო შენ თავს აღარ მოიკლავ...
ოღონდ დამიჯერე, რომ ეს იმიტომ კი არ გავაკეთე მაშინ, რომ არ მიყვარდი, პირიქით...

მე შენ მიყვარხარ!"

Posted by: leva1990 12 Mar 2010, 12:05
თერგი

თერგი ნაპირებს ჩაჰყურებს:
_ ჩავალ, თუ ჩავიჩეხები?
კლდეზე ფრინავენ ტალღები
როგორც დაჭრილი ვეფხვები.
სამშობლოს დარდი თან მიმაქვს,
ჯავრს არვის დავესესხები,
მტრისაკე მივალ მუქარით,
უფსკრულებს ჩავეხეთქები,
ჩვენს მტერთან ომი მწადია,
სამშობლოს დარდით ვერ ვძღები.

Posted by: leva1990 16 Mar 2010, 22:43

საღამოობით ხინკალზე
არაყს დალევენ ფშავლები,
ფშავლები ფშავლის ქალები
ლამაზები და ალვები.
ღამე წაწალთან წვებიან
ღამეც იქნება უძილო
ვინც მათ ეს საქმე დაუგმოთ
ის გადაშენდეს უძიროდ

Posted by: Utopian 17 Mar 2010, 01:45
ნუ შეგაშინებს დრო-ჟამი
ჩემი სამშობლოს მიწავ,
ნურც ჩვენი დაბეჩავება,
მშობელს რო ვეღარ ვიცავთ;
იმედი გქონდეს ხვალისა,
შენს სალოცავებს ვფიცავ -
დაიზრდებიან ბალღები,
ალგეთს ლეკვები მგლისა!

Posted by: leva1990 17 Mar 2010, 17:12
QUOTE
ნუ შეგაშინებს დრო-ჟამი
ჩემი სამშობლოს მიწავ,
ნურც ჩვენი დაბეჩავება,
მშობელს რო ვეღარ ვიცავთ;
იმედი გქონდეს ხვალისა,
შენს სალოცავებს ვფიცავ -
დაიზრდებიან ბალღები,
ალგეთს ლეკვები მგლისა!

მაგარია......

Posted by: Utopian 18 Mar 2010, 16:40
სანამ ცოცხალი ხარ, არ მოკვდები და თუ მოკვდი მერე აბა რისიღა უნდა გეშინოდეს. სიკვდილს იქით ხომ კიდევ უფრო დიდი სიცოცხლეა...

ამქვეყნად მწერალზე ადრე არავინ ჭკნება, თუ მას არ უსმენენ. მეც მინდა ისეთი მწერალი ვიყო, თუნდაც ერთ ადამიანს მაინც არ დავუჭკნე საქართველოში.

კაცის ნასახლარს ნუ მანახვებ და ნუ გახდება საქართველო ნახევრის - ნახევარი. და შენ, კუზიანო დედამიწავ, რამდენიც გენებოს, იტრიალე!

სიზმარში ვნახე,
როგორც ცხადში,
საიქიოში შავი ცხენი მიმაჭენებდა;
გალაღებული სახე მქონდა,
გულით ვხარობდი,
მივიჩქაროდი ძველ ქართველებთან.
სიზმარში ვნახე,
როგორც ცხადში,
საიქიოში
წინ სამასივე არაგველი შემომეგება!
აქამდის სად ხარ?
მკითხეს ერთხმად
და
უცებ შევკრთი,
გამომეღვიძა...
მდუმარებით შემომხედეს
ქართლის ქედებმა;
იცრიცებოდა გარიჟრაჟი,
ასე მეგონა:
ჩამოლეული საქართველო
სადაცაა ხერხემალში გადატყდებოდა.
თვალი დავხუჭე
და გუმანით
საიქიოს კარებს შევძახე:
- ჰეი, გამოდით, ქართველებო!
საქართველოს უჭირს ძალიან,
გამოგვეშველეთ
დიდ ომებში ნასახელებნო,
გამოგვეშველეთ,
არაგველებოო!

Posted by: RAO RAO ? 18 Mar 2010, 18:11
+ + +
ჩვენთან რა გინდოდა, ჩემო შვილო

ჩვენთან შენნაირებს ვერ იხდენენ,

აგრემც შენს სიყმეს შემოვევლე,

მიწაში როგორღა მოისვენებ.

შავად ჩაგეშლება ასოობა.

თვალებს გველები წაგიღებენ.

ნუღარ მოიგონებ აქაობას,

აქ შენნაირებს არ იხდენენ,

არა, ჩემო შვილო, არ გვიწყინო,

წადი, ჩემ შვილებთან დაისვენე....

+ + +
გოდერძი ჩოხელი

Posted by: leva1990 18 Mar 2010, 18:33
მგელი
გამოღმა სოფელი ჩოხია, გაღმით საკიდობნაის ხევი. შუაში შავი არაგვი მოდის.

ხეობა ვიწროა, გაღმიდან რომ მგელმა დაიყმუვლოს, გამოღმა სოფელში კაცს გული აუფორიაქდება, იმიტომ რომ მგელს ცივი და გამყინავი ხმა აქვს.

ხოდა ყმუის მგელი. სამი დღეა განუწყვეტლივ ყმუის.

მთასა და მთას შორის შავი არაგვი მოდის.

- უნდა წავიდე - იძახის გამიხარდა.

-სად? - ეკითხება ცოლი.

- მგელთან.

- გადაირიე კაცო?!

- კი არ გადავირიე, მგელს რაღაცა უჭირს და შველას ითხოვს - ამბობს გამიხარდა და თან ტანსაცმელს იცვამს.

- მგელსაც შეუჭამიხართ შენც და შენი ტანსაცმელიც! - ეუბნება ცოლი.

გამიხარდას თოფი არ მიაქვს.

ის გუმანით ხვდება, რომ მგელს რაღაცა უჭირს. გადაივლის არაგვს, აივლის საკიდობნიაის მთას და მიაგნებს მგელს.

დიდი წფლის ძირში მწოლიარე მგელი გამიხარდას დანახვაზე შეკრთება.

გამიხარდა მგელს უყურებს. სიკეთე კრთება მისი თვალებიდან.

მგელი ფეხს გამოუწვდის და თითქოს ტირისო, ისე შეჰყმუვლებს.

გამიხარდა სულ ახლოს მივა მასთან და გამოწვდილ ფეხთან ჩაიჩოქებს.

დიდი ეკალი აქვს მგელს ფეხში შერჭობილი.

გამიხარდამ ეკალი ამოაძრო...

მერე?

გამიხარდას ცოლი დერეფანში იდგა და უყურებდა როგორ გაბრუნდა მათი სახლის დერეფნიდან მგელი.

- ქალო! - გამოსძახა სახლიდან გამიხარდამ ცოლს.

ქალი სახლში შევიდა.

- დამისხი! - თქვა გამიხარდამ და როცა ცოლმა ხარის ყანწში ჟიპიტაური დაუსხა, გამიხარდამ თქვა:

- ყველას გაუმარჯოს, ვისაც უჭირს ამ ქვეყანაზე!

- აუუუ! - თითქოს გამიხარდას უდასტურებსო, მხოლოდ ერთხელ მოისმა სადღაც შორიდან მგლის ყმუილი.

ეგ იყო და ეგ: ეს მოთხრობაც აქ მთავრდება. მე კი რატომღაც მინდოდა სიკეთის ყმუილი მოგესმინათ აქედან ყველას.

Posted by: leva1990 22 Mar 2010, 13:45

ბედისწერის ცხენი

თოკს აბია ბედისწერის ცხენი,
მაგრად არის ჩარჭობილი პალო,
ზოგჯერ წყენით, ზოგჯერ აღმაფრენით
სადღაც მივალთ, რაღაცაზე ვწვალობთ.
თოკს ვერ გაწყვეტს ბედისწერის ცხენი,
პალოს მაღლა არ გაუშვებს მიწა,
ვერა ვხვდებით, რაგინდ ბევრი შევძლოთ,
ვერასოდეს ვერ მივაღწევთ მიზანს.
თოკს აბია ბედისწერის ცხენი,
ტრიალებს და გვატრიალებს ჩვენც,
ცა არ მოჩანს მაღლა ასაფრენი,
თოკი იჭერს ბედისწერის ცხენს.
ბედისწერა ხარხარებს და ხარობს,
კარგად იცის, ვინა ვართ და რა ვართ,
ერთხელ უნდა მიწა ამოთხარონ,
თოკის ბოლო სამარისკენ გვწევს.
და ერთხელაც, გაილევა თოკი,
ბედის ცხენით გაფრინდება სული,
გასრულდება დღენი ჩვენი ყოფის
და დადგება მარტოობა სრული.

Posted by: leva1990 28 Mar 2010, 11:58
წითელა

წითელა აენთო გუდამაყარში. ერთიმეორის მიყოლებით გაუყენა გაზაფხულის ყვავილებივით ახლადშეღერებული ყმაწვილები საიქიოსკენ მიმავალ გზას.
- არ იტიროთ! არ იტიროთ! თორემ წითელა უფრო გაბრაზდება და ვინც სახლში დაგრჩათ, იმათაც მუსრს გაავლებს. იმღერეთ, წითელას სიმღერა და მხიარულება უყვარს - არიგებდა ხალხს ას წელს კარგა ხანს გადაცილებული, წელში მოხრილი მოხუცი ქალი, რომელსაც ზედმეტ სახელად მათუსალას ეძახდნენ.
დადიოდა სოფელ-სოფელ მათუსალა, მიიბჯენდა თავის ხელებივით დაკოჟრილ შინდის ჯოხს და თვითონაც მღეროდა, წითელას ამხიარულებდა, რომ მეტად აღარ გამძვინვარებულიყო და მშვიდობით გასცლოდა გუდამაყრის ხეობას.
შეშინებული ხალხი ცრემლის ჩამოგორებასაც კი ვეღარ ბედავდა თვალებიდან, ისე დაეშინებინა წითელას. არც მაშინ ტიროდნენ, როცა მორიგ ყმაწვილს ამოართმევდა სიცხისაგან გათანგული სხეულიდან სულს წითელა და არც მაშინ, როცა მიწას აბარებდნენ გაციებულ სხეულს, ეშინოდათ, წითელას ტირილის გამო უფრო შური არ ეძია.
- იმღერეთ! იმღერეთ! - იძახდა მათუსალა და ჭირისუფლებიც მღეროდნენ.
ეს სიმღერა არ ჰგავდა სიმღერას, არც ტირილს ჰგავდა, ისევე, როგორც მათუსალას დროგადასული ბაგეებიდან ამომავალი სიმღერა არ ჰგავდა სიმღერას, ეს უფრო ვედრებას ჰგავდა და მაინც, სიმღერა იყო, წითელას დასაშოშმინებლად ნამღერი სიმღერა.
მღეროდა მთელი გუდამაყარი, დღისით და ღამით სახლებიდან სიმღერის ხმა გამოდიოდა და ცაში აზიდულ მთის კალთებს მაღლა მიუყვებოდა, მთის მწვერვალებზე ჩამომხობილი ვარსკვლავიანი ზეცა ირეკლავდა ამ სიმღერას, ისევ ხეობაში აბრუნებდა და ამ დროს ბნელით მოცული გუდამაყარი ჰგავდა შავებში ჩაცმულ მათუსალას.
- იმღერეთ! იმღერეთ! - კარიდან-კარზე თავის დაკოჟრილ ჯოხს უკაკუნებდა ხალხს მათუსალა. წითელა არ ნელდებოდა, უფრო მძვინვარებდა, საკირესავით ღუდღუდებდა და მოლზე ამოსულ ყვავილებივით კრეფდა მთელ ხეობაში ყმაწვილთა სულებს.
ლოგინში იწვოდა სიცხით გათანგული ხუთი წლის გუგუა. გვერდით დედა, ბებია და მეზობლები ესხდნენ და უმღეროდნენ. ბერდია, გუგუას მამა, კართან ატუზულიყო და სიმღერას ვერ ბედავდა.
- იმღერე, რა ხმა ჩაგწყვეტია! - შეუტია მათუსალამ. ბერდიამ ლოგინში მბორგავ შვილს შეხედა და ამოახველა. არ გამოუვიდა სიმღერა. ისევ გაჩუმდა და მუდარით შეხედა მათუსალას, რომელიც ჯოხით სჩხვერდა, იმღერეო.
ოთახში გუგუას ტყუპისცალი მართა შემოვიდა და გულში ჩახუტებული ყვავილები შემოიტანა.
- ლოგინთან მიუტანე, ლოგინთან, წითელას წითელ- ყვითელი ფერები უყვარს, - ბრძანა მათუსალამ. მართამ აქეთ- იქით შემოუწყო ყვავილები გუგუას. გუგუამ თვალები გაახილა, თავის ტყუპისცალს შეხედა, თითქოს გაუღიმა და მერე ისევ დახუჭა თვალები.
გუგუას ბებიამ სიმღერა შეწყვიტა, შეშფოთებული თვალებით მიაჩერდა შვილიშვილს, რომელიც აღარ სუნთქავდა და წითელასგან გავარვარებული მისი სხეული თანდათან ცივდებოდა.
გუგუას დედამ ტირილი დაიწყო. ბებიაც აჰყვა, მართაც.
- ხმა, კრინტი! რა გატირებთ? ამ ქალას რაღას ერჩით?! გინდათ უფრო გააბრაზოთ წითელა და ამასაც ხელი დარიოს? - შეუტია მათ მათუსალამ და იმათაც შეწყვიტეს ტირილი.
ბერდია კედელსმიყრდნობილი კანკალებდა.
- იმღერე! - ჯოხისწვერით წასჩხვირა გვერდში მათუსალამ, რა მოგივიდა? ღმერთმა თავის ნაშობი თვითონვე წაიყვანა, დამბადებელს არა აწყენინო- რა. ერთხელ ნაშობს, ერთხელ წაიყვანს, იმღერე! ისევ უშნო ხავილი ამოუშვა ბერდიამ.
- იმღერეთ! იმღერეთ! - იძახდა მათუსალა და თითქოს მისი არაამქვეყნიური ხმის წყალობით, სწრაფად ცივდებოდა ლოგინში გუგუა, ისე სწრაფად, რომ როცა ბებიამ ვეღარ მოითმინა და შვილიშვილს შუბლზე აკოცა, მოეჩვენა, იანვრის ყინულს კოცნიდა. სიმღერით დაასაფლავეს გუგუა.
- ამ სახლში ტირილი არ გავიგონო, წითელა არ გააბრაზოთ და ამ ქალას ავი არა მოუწიოთ - რა! - გააფრთხილა მისი დედ- მამა მათუსალამ და ჯოხზე დაყრდნობილი, სიმღერით წავიდა მეზობელი სახლისაკენ.
მართამ მოსვენება დაკარგა. სულ იქით მიუწევდა გული, სადაც მისი ტყუპისცალი იწვა მიწაში. კრეფდა მინდვრის ყვავილებს და გულზე აფენდა ამობურცულ საფლავს.
მოენატრა ძმა, ისე მოენატრა, რომ ამ ქვეყანაზე აღარ უნდოდა ყოფნა. ერთხელ სიმღერით მიმავალ მათუსალას დაეწია და ჰკითხა:
- საიქიოს გზა საით არის, ბებო?
- რა? - სიმღერა შეწყვიტა მათუსალამ.
- საიქიო საით არის?
- ჰოო! - თქვა მათუსალამ და მართას გამჭოლი მზერით შეხედა.
- მერედა შენ რაისთვის კითხულობ საიქიოს გზას?
- ჩემი ძმა მომენატრა და ნახვა მინდა.
- ჯერ რა დროის შენი საიქიოა ქალშავავ, ღმერთს არა აწყენინო - რა, იმის განგებას ვერც ვერავინ გადასულა და ვერც ვერავინ გადაუვა; თავის დროზე ყველა იქ მივალთ, აქ არავინ არ დარჩენილა, მოეშვი ავ ფიქრებს და იმღერე, რო წითელას გული გავუთბოთ.
- ბებო, გეხვეწები, თუ იცი საით არის საიქიო, მიმასწავლე გზა, ნუ დამიმალავ - შეეხვეწა მართა.
მათუსალა ჩაფიქრდა.
- ხმელეთი რო გათავდება, ცის ნაპირი რო გათავდება, საიქიო იქ არის. საიქიოს გზა ისე ვიწროა, ხორციელი ვერ ივლის.
- მა რა ვქნა? - შეწუხდა მართა.
- რა ქნა და იმღერე! - შეუტია მათუსალამ და თავისი უცნაური სიმღერა წამოიწყო.
მწვერვალის ზემოთ ცის ნაპირი ჩანდა.
"ნამდვილად იქიდან იწყება საიქიოს გზა", იფიქრა მართამ და მთის ფერდობს შეუყვა. საღამო ხანს მიაღწია კიდეც მწვერვალს, მაგრამ შედგა თუ არა ზედ, უცებ ელდანაცემმა უკან დაიწია, შორს კიდევ ჩანდა ასეთივე მთა და ასეთივე ცის ნაპირი, სადაც ირიბად ირეკლებოდა ჩამავალი მზის სხივები.
გვიან დაბრუნდა შინ მართა და იმ ღამეს თითქმის არ ეძინა; გადაწყვიტა იმ მეორე მთისა და ცის ნაპირის ნახვა. დილაადრიან წამოხტა და იქით წავიდა, იქედან კიდევ სხვა მთა და სხვა ცის ნაპირი გამოჩნდა შორს.
- ვიყავი, მაგრამ არ თავდება - უთხრა მართამ წყენით მათუსალას.
- რა არ თავდება?
- არც ხმელეთი თავდება და არც ცის ნაპირი.
- არც გათავდება - ჩაიჩიფჩიფა მათუსალამ.
- მაშ საიქიო?!
- საიქიოს ბჭეთა ძიება შენი საქმე არ არის.
- მაშ როგორ ვნახო ჩემი ძმა?
- სუყველაფერს თავის დრო და ჟამი აქვს; დრო მოვა და ნახავ.
- როდისღა? როდისღა? - ატირდა მართა.
- ნუ ტირიხარ, იმღერე! - გაუწყრა მათუსალა. მართამ ტირილი შეწყვიტა და ცრემლების წმენდით გუგუას საფლავისაკენ წავიდა. ახლადმოკრეფილი ყვავილებით შეამკო სამარის ამობურცული მიწა.
მართას გამო წუხდნენ მშობლები და მათუსალას რჩევით მღეროდნენ, რომ უჭმელობით დასუსტებული გოგოსთვის წითელას არ დაერია ხელი.
ერთ საღამოსაც მთლად სახეაწითლებული დაბრუნდა ტყუპისცალის საფლავზე მყოფი მართა. ძლივს მოლასლასებდა სახლისაკენ.
ბებიამ ლოგინში ჩააწვინა და შეშინებულმა სახლის აივნიდან მათუსალას გასძახა:
- მათუსალაა! მათუსალაა!
- ჰაუუ! - საიდანღაც გაეხმიანა მათუსელა.
- გვიშველე, ქალო!
მათუსალა სიმღერით მოადგა სახლს.
სიცხისაგან იწვოდა მართა. მხიარულობდნენ მისი მშობლები.
შუაღამისას ჩაეძინა.
ჩაეძინა ბებიასაც.
ჩაეძინა სიმღერით დაღლილ მშობლებსაც.
მათუსალა იქ აღარ იყო.
უცებ მართამ თვალი გაახილა და იხილა, რომ ოთახში გუგუას ლანდი შემოვიდა.
- გუგუავ! - წამოიჩურჩულა მართამ.
გუგუა დასთან მივიდა, ხელი ჩასჭიდა და უთხრა:
- წამო!
მართამ იგრძნო, როგორ ამოვიდა მისი სული სხეულიდან და მსუბუქად გაჰყვა ძმას.
ანგელოზები ამოუდგნენ და-ძმას აქეთ-იქით და მიაცილებდნენ სინათლით გაკაშკაშებულ გვირაბებში და ბოლოს, ასევე სწრაფად სამოთხეში აღმოჩდნენ.
ლამაზად ბიბინებდა ათასნაირი ყვავილებით მორთული ხასხასა მდელო. იქა-აქა ლამაზი, თეთრი სახლები იდგა. უცნაური შუქით განათებულ ტაძართან ანგელოსთა გუნდი გალობდა.
არაამქვეყნიური შვება და სიამე იგრძნო მართამ.
შემოეხვივნენ იქ მყოფი თავის მეგობარი გოგო-ბიჭები, რომელნიც წითელამ წაიყვანა.
ტაძრის სიღრმიდან გადმოსული შუქი დიდი სიხარულით ავსებდა მართას და ლამაზ მდელოზე მეგობრებთან მხიარულობდა, ენითაუწერელ ნეტარებას განიცდიდა.
უცებ ერთი ჭაღარა კაცი მოეახლა მათ და გუგუას უთხრა:
- გუგუავ, დროა, წაიყვანე უკან.
გუგუამ მართას ხელი ჩასჭიდა.
- წამო.
- სად?
- დედასთან და მამასთან.
- არ მინდა იქ, მე აქ მინდა, მე შენთან მინდა ყოფნა, - შეევედრა მართა.
- არ შეიძლება.
- რატომ.
- ჯერ შენი დრო არ არის აქ.
- მაშ როდის იქნება.
- ჯერ შენ მიწაზე დიდხანს უნდა იცოცხლო შვილო, - უთხრა იმ ჭაღარა კაცმა.
- არ მინდა მიწაზე, მე აქ მინდა, არ მინდა მეც მათუსალასავით ვიყო იქ, - ატირდა მართა.
- წადი ახლა და ორჯერ კიდევ გამოვაგზავნი გუგუას რომ აქ მოგიყვანოს, სამჯერ მეტის უფლება არა გაქვს. ანგელოზები აქა- იქ ამოუდგნენ და- ძმას და უკან დააბრუნეს.
მართას სული სხეულში ჩაბრუნდა და წამოიკვნესა. მის კვნესაზე ბებიას გაეღვიძა და იმ წუთას სიმღერა მორთო.
თენდებოდა.
ცის კიდურზე იცრიცებოდა ცისკრის ვარსკვლავი.
სანამ მართა წითელას ებრძოდა, მანამდე ორჯერ კიდევ მოვიდა გუგუა და ანგელოზების თანხლებით საიქიოს წაიყვანა მართა.
მესამედ ჭაღარა კაცს შეეხვეწა მართა, ცოტა ხანს კიდევ დაეტოვებინა იქ, რომ გული ეჯერა მეგობრებთან და ძმასთან ყოფნით. ჭაღარა კაცმა ნება დართო.
- ახლა კი დროა! - თქვა რამდენიმე ხანში ჭაღარა კაცმა. გუგუამ მართას ხელი ჩასჭიდა. ანგელოზები აქეთ- იქით ამოუდგნენ.
ცისკიდურზე უკვე გაცრეცილიყო ცისკრის ვარსკვლავი. მართას სახლიდან ბებიისა და დედამისის გულსაკლავი ტირილი ისმოდა. წელში მოხრილი მათუსალა სიმღერით მილასლასებდა მათი სახლისაკენ.
სულმა დაინახა რომ მისი სხეული უძრავად იწვა ლოგინზე და დედა და ბებია გულზე დასტიროდნენ. მამა კედელზე იყო მხრით მიყრდნობილი და იმასაც ცრემლები ჩამოსდიოდა.
- რა გატირებთ, იმღერეთ, ღმერთის ნაბოძები, ღმერთმა წაიყვანა, იმღერეთ, სოფელს რას ერჩით! - უწყრებოდა მათ მართას უსულო სხეულთან ჯოხზე დაყრდნობილი მათუსალა.
მართას დედა მუდარით შეჰყურებდა მას და თითქოს ეუბნებოდა მზერით:
- მატირე, ცოტა ხანს მაინც მატირე შვილი, ქალო, ღმერთი აღარ გწამს?!
- იმღერეთ! - ჯოხი ჩაარტყა ოთახის იატაკს მათუსალამ და ამ დროს მართას სული სხეულში ჩაბრუნდა.
- ვაი! - წამოიკვნესა მართამ და თანდათან გაუვარდისფრდა სახე.
- ცოცხალია! ცოცხალი! - დაიძახა ბებიამ.
მართამ თვალები გაახილა.
- ცოცხალი ხარ შვილო?! - გადაეხვია მკერდზე დედა. კედელზე მიყრდნობილი მამა შვილისაკენ წამობარბაცდა.
- ხო გეუბნებოდით, იმღერეთ - მეთქი! - თქვა მათუსალამ და სიმღერა წამოიწყო. მას დანარჩენებიც აჰყვნენ.
მართამ კართან მდგარ გუგუას მოჰკრა თვალი და გაუღიმა. ძმამაც გაუღიმა და ხელით დაემშვიდობა. მართამაც დაუქნია ხელი. იქ მყოფთ კარისკენ გაიხედეს, ვინ მოვიდაო, მაგრამ მათ ვერ დაინახეს გუგუა, რომელიც დას ემშვიდობებოდა, მერე კარში გავიდა და მართას მზერაშიც გაუჩინარდა.
- იმღერეთ, იმღერეთ! - იძახდა მათუსალა.
მართა ლოგინიდან წამოდგა სრულიად ჯანმრთელი.
- მოულბა გული, მოულბა, წითელას გული მოულბა! - ყვირილით გავარდა გარეთ მათუსალა და სოფელს გასძახა:
- იმღერეთ, ხალხო, იმღერეთ! წითელას გული მოულბა ჩვენზე.
მღეროდა მთელი სოფელი.
მღეროდა მთელი გუდამაყარი და მართას მოეჩვენა რომ ეს სიმღერა იკარგებოდა იქ, სადაც ხმელეთი და ცის ნაპირი მთავრდებოდა.
გაკვირვებული მზერით შეხედა მართამ მათუსალას.
- იმღერე ქალშავავ! - შეუტია მართას მათუსალამ და მართამაც წამოიწყო ლაღი, არაამქვეყნიური ნეტარებით სავსე სიმღერა.
ნელ-ნელა, ფეხაკრეფით მიიპარებოდა გუდამაყრის ხეობიდან წითელა.

Posted by: leva1990 31 Mar 2010, 15:43
სად გაგონილა

მეც მქონდა ჩემი მამული,
რისთვის წამართვი, მტერო?
რატომ მაჩუმებ, ნუ იტყვი:
`იხარე, ჩემო ჭერო!~
სად გაგონილა, ცის კიდეს
არწივს მისდევდეს წერო,
ვაჰ, ქვეყნის დაბეჩავებავ,
ფუჭად ჩავლილო დღენო.

Posted by: leva1990 2 Apr 2010, 18:48

სურვილი?!

ისეთი ძილით მინდა მეძინოს,
რომ დამესიზმროს, იმქვეყნად რაა _
ქარი თუ წვიმა?
ყინვა თუ სითბო?
თუ არაფერი, რაც კაცს გააჩნდა
ამ ქვეყანაზე,
ძვალ-ხორცის მეტი?
ვაიმე,
მტკივა!
ეს რა ვთქვი, ღმერთო?!

Posted by: Solveig 3 Apr 2010, 00:56
გოდერძი ჩოხელის ადრეული ნაწარმოებები უკეთესი იყო.
მოგვიანებით ძალიან გადავარდა რელიგია-მისტიკაში.

Posted by: leva1990 3 Apr 2010, 11:22
იმედის მამა-პაპანი

ცა დამესიზმრა გახსნილი,
სანთლებით განათებული,
ვარდ-ყვავილებით შემკული
და ყოვლგნით მირონცხებული.
ცა დამესიზმრა მთრთოლვარე,
ჟივჟივა ვარკვლავთ კრებულით...
ცა დამესიზმრა გახსნილი,
შიგ იდგა ღმერთის ტაძარი!
და
უცებ შევკრთი,
რად შევკრთი?!
გული ვის გიძევთ მაგარი _
ღმერთთან სულ ახლოს დავლანდე
ქართველთა მამა-პაპანი!

Posted by: leva1990 6 Apr 2010, 16:05
ამ მიწის ბედი ჩემი ბედია,
მის ბეჭზე ბეჭით ვთიბავ ბალახებს,
მე თუნდა არ ვთქვა, მთები გეტყვიან,
რაც მაწუხებს და რაიც მალაღებს.
ამ ცის ქვეშ ვცხოვრობ უმისამართოდ,
ცა არის ჩემი ჭერხო და ბანი,
საწუთრო ჩემზე ისე ბალახობს,
როგორც უღელში ნაბამი ხარი.
დავალაჯუნებ დედამიწაზე,
ბრუნავს მიწა და მეც მატრიალებს,
სადღაც მივდივარ, გზა მიდევს შორი,
წვეთი-წვეთ ვტოვებ უკან მზიანეთს.
ამ მიწის ბედი ჩემი ბედია,
ამ მიწის ბეჭზე დამწერეს ჯვარი.

Posted by: leva1990 9 Apr 2010, 23:48
ნინოს

მოვა თოვლი და სხვაგან წაიღებს
ამ მიწის დარდს და მიწის საფიქრალს,
რისთვის მოვედით? ე, რას გაიგებ _
მოვა თოვლი და სხვაგან წაგვიყვანს,
მოვა თოვლი და ისე სხვაგვარად,
ისე სხვაგვარად შემიყვარდები,
მოვა ზამთარი, შენ სანახავად
ზეციდან მოვა თეთრი ვარდებით.
მოვა თოვლი და თრთოლვით, სინაზით
მიწაზე თეთრად დაეფინება
და სანამ მოვა _ ო, ნურაფერი,
ო, ნურაფერი ნუ გეწყინება.

Posted by: Utopian 11 Apr 2010, 01:04
წახვედი, წაგყვა ჩემი სულიდან
თმააწეწილი ფიქრების გორი,
წახვედი, ახლა ისე შორი ხარ,
როგორც ცა არის ცაზედაც შორი.
რა დამრჩენია ამ საწუთროში,
შენ გარდა სხვა ვინ დავიმახსოვრო,
მეპატიება, რომ სადმე შეგხვდე
და დიდხანს თვალი ვერ მოგაშორო.
წახვედი, დავრჩი აწეწილ ცაზე
მოწყურებული უწყალო ქორი,
რა ეშველება ამ დედამიწას,
ცა არის შორი, შენზედაც შორი.

Posted by: seagull jonathan 11 Apr 2010, 03:44
დავიღალე, ამ ბნელ მღვიმეში ყოფნით დავიღალე. /გ. ჩოხელი/ იჰ! sad.gif

Posted by: leva1990 11 Apr 2010, 20:33
_ ერეკლე გაჰყავთ ბრძოლიდან! _
ტირის წითელი ყაყაჩო.
_ ერეკლე გაჰყავთ ბრძოლიდან! _
ტირის კრწანისის ველი.
და ბრძოლის ველზე სისხლსა ღვრის
სამასი საკვირველი.
_ შემიშვით! _ ტირის ბებერი,
ქართლის ბებერი მგელი.
_ ერეკლე გაჰყავთ ბრძოლიდან! _
ჭიხვინებს თათრის ცხენი...
და ბრძოლის ველზე აგდია
სამასი საკვირველი.

Posted by: leva1990 13 Apr 2010, 19:43
ვარდი დააზრო საზამთრო
ნიავის ჩამოქროლამა,
ლამაზი ქალი დააჭკნო
გულს სევდის შამოწოლამა,
გვერდზე კაიყმის არყოლამ,
ბეჩავ ქმარასთან წოლამა,
უდროოდ ჩამოათეთრა
ზამთრის ფიფქების თოვამა,
როგორც მიმინომ, წაიღო
სიკვდილის ჩამოქროლამა,
უღვთო, უგულო სოფელმა,
ყოფნა-არყოფნის ბრძოლამა.

Posted by: leva1990 18 Apr 2010, 19:49
წუთისოფელო,
რად წამართვი,
მე რომ ლამაზი ყვავილი მქონდა.
წუთისოფელო,
რად წამართვი,
მე რომ ლამაზი მამული მქონდა.
წუთისოფელო,
რად ჩამიქრე,
მე სიყვარულის ცეცხლი რომ მქონდა.
რატომ გამძარცვე
ყველაფრისგან,
მე ხომ რაც მქონდა, ღვთისათვის მქონდა.
ამ ქვეყანაზე,
ნუთუ მართლა
სულ შენი იყო ყველაფერი,
მე კი მარტო სულ-ხორცი მქონდა?!

Posted by: Utopian 19 Apr 2010, 00:50
შენს სულში მუდამ იქნება შიში - არყოფნის შიში

Posted by: leva1990 19 Apr 2010, 14:13
ნიკოლოზი

უცნაურია დროის მსვლელობა. რაც ერთ დროს კანონად და დოგმად ითვლება, რამდენიმე ხანში მთლიანად კარგავს თავის ძალას და სასაცილოც კია, თუმცა ყოველი მონაკვეთი ისტორიისა თავის დროზე ამტკიცებს თავის სიმართლეს და ერთადერთობას, თანაც ცდილობს თვითდამკვიდრებას.

ყაზბეგში, ერთ-ერთი ფილმის გადაღებისასა, გადამღები ჯგუფის შემოქმედებით კოლექტივს ერთიმეორეში ჩხუბი მოუვიდა.

რეჟისორი ამტკიცებდა, რომ გადასაღები სცენის დროს ხევისბერს უნდა გამოებრძანებინა თამარ მეფის ან რომელიმე ქართველი ერისკაცის სურათი.

მხატვარი სხვა აზრისა იყო. მას საჭიროდ მიაჩნდა, რომ ამ შემთხვევაში ქრისტეს, წმინდა გიორგის ან რომელიმე მთის სალოცავის ხატი უნდა გამოებრძანებინა ხევისბერს.

სცენარის ავტორი საბრძოლო დროშას მოითხოვდა (თუმცა მთლად ავტორი არ იყო, ავტორად ითვლებოდა).

რომ ვერ შეთანხმდნენ, გაიკითხეს ხალხში და იმათ უკვე აღარაფერი იცოდნენ ძველი დროის შესახებ. ბოლოს ხალხმა ერთი ბებერი მოხევე გაიხსენა, სახელად ახალა.

ახალა ას წელს გადაცილებული იყო. კარგა ხანი იყო, რაც ლოგინად ჩავარდნილს მზის სინათლე აღარ ენახა. თვალადაც აკლდა ახალას, სმენაც ღალატობდა.

- ახლავე! - ჩასძახა მეზობელმა მოხევემ.

- რაი? - ამოიჩიფჩიფა ახალამ.

- ძველი დრო გახსოვს?

- აბაიმე, რად არ მეხსომება?! - გაიკვირვა ახალამ.

- აემეების ერთი რაიმ აინტერესებს ძრიალ, - კინოს ხალხზე მიუთითა მოხევემ ახალას.

- რაი? - იკითხა ახალამ.

- თაოდ გეტყვიან...

ახალაი მოემზადა, ხელი მიიდო ყურთან.

- სკითღეღა, - თქვა მოხევემ.

- მოკვეთის დროს ხევისბერი რო დაარისხებდა, ის თუ გახსოვს? - ჩაჰყვირა რეჟისორმა ახალას.

- ჰაი, ჰაი, რო მახსოვს, - დაიჩიფჩიფა ახალამ.

- დარისხების დროს ეკლესიიდან რამე ხატს გამოაბრძანებდა ხოლმე ხევისბერი? - ჩაჰკითხა რეჟისორმა.

- ჰაი, ჰაი, რო ხატსა! - თქვა ახალამ და პირჯვარი გადაიწერა.

- მერე და ვინ იყო იმ ხატზე გამოსახული?

- როგორ თუ ვინა? - გაიკვირვა ახალამ.

- თამარ მეფე თუ დავით აღმაშენებელი?

- ეეე, შენ რას კარნახობ, თვითონ თქვას, - გაბრაზდა მხატვარი.

- იტყვის, როგორ არ იტყვის, - თქვა იქ მყოფმა ახალგაზრდა მოხევემ და ახალას ჩასძახა:

- თქვი, ძიავ, თქვი.

- რაი ვთქო? - დაავიწყდა ახალას.

- ხატზე ვინ ეხატა?

- როგორ თუ ვინა? - ისევ გაიკვირვა ახალამ.

- ძიავ, ვინ ეხატაო, ვინაო?

- ნიკოლოზი, - თქვა ახალამ.

- ვინაა! - ახლა რეჟისორმა ჰკითხა.

- ნიკოლოზი! - ისევ გაიმეორა ახალამ.

მერე დუმილი ჩამოვარდა.

ახალაი გაკვირვებით ათვალიერებდა „ახალ ხალხს“, რომელთაც ძლივს ხედავდა.

ისე კი, დიდი სურვილი ჰქონდა დაენახა, რა ხალხი იყო, რომელთაც არ იცოდნენ, რომ ხატზე ნიკოლოზი ეხატა.

რომ ვერ გაარჩია მის გარშემო მყოფნი, ეტყობა, თავი სიზმარში ეგონა და ხელი ჩაიქნია.

მერე კედლისაკენ გადაბრუნდა.

ვერ გაიგებდი, ვის ან რას შეაქცია ზურგი.

Posted by: leva1990 21 Apr 2010, 14:18
შემინახე, დედაო მიწავ!

შენი სხეული ჩემს სხეულზე უფრო გამძლეა, ამიტომ ჩემს ძვლებს შენ გაბარებ სიკვდილის მერე.
როცა ჩემს თვალებს ცის ნათელი დაეკარგებათ,
როცა ჩამოვლევ ჩემს წილ საწუთროს,
როცა ჩემს მუხლებს შენზე დგომა არ შეეძლება,
როცა ჩავქრები, სამძღორს იქით რომ გარდავხდები...
გაიხსენი, გაიხსენი ეგ საკინძე და მიმიღე; მიმიღე და შემინახე, შენ ხომ დედასავით გულუხვი ხარ, დედაჩემის გულიც ხომ შენთან არის, დედაჩემის მუხლებიც ხომ შენს უბეში აწყვია. მეც მანდ მამყოფე, მაგრძნობინე მაგ გულის ფეთქვა.
გაისხენი და მძივებივით ჩაიკრიფე მაგ უბეში ჩემი ძოლმანი.
ვინ დამაყენა შენს ბეჭებზედ, ვინ მომცა სახე, ვინ გამიმაგრა ეს მუხლები, ძვალი ძვალზე ვინ შემომადგა.
ვინ მოახვია ჩემს ძვლებს ეგ ხორცი.
ვის სამსხვერპლოზე ვანთივარ სულით.
რად ახვევია ჩემს არსებას ეს საწუთრო ნისლივით მღვრიე.
ეს ყოველივე რატომ ხდება ან რაც არ ხდება, რატომ არ ხდება. სულს ვინ მიწეწავს, ვისი გონით გონივრობს გონი.
ვისი ხელია, მიწას რომ თხრის და თავისივე ძვლებს ასამარებს.
მე მესმის შენი იდუმალი ამოძახილი:
_ გაჩუმდიო! _ რომ ამომძახი.
_ ღმერთის ნებაა!
იყო ნება ღვთისა და არარისგან იქმნა რაობა.
იყო ნება ღვთისა და რაობა იქცა არარაობად.
შეეთვისა და განეთვისა:
ცეცხლი ჰაერს, ჰაერი წყალს, წყალი მიწას...
იშვა ყოველი სახიერი ღვთის არსებაში...
დავიბადე!
აჰა, მოვედი ზენაარო შენს საუფლოში:
_ სად ვინა ხართ, გამოიხედეთ!
მე არავინ შემეხმიანა და ვიდრე გონების თვალს აღმიხელდი, ვტკბებოდი შენით.
ჩემი სხეული შენით აღივსო და მეც ისევე დამემართა, როგორც უცხო ადგილზე მოხვედრილ დამშეულ მგზავრს ემართება _ რომ მოისვენებს, ხორცს განიძღებს, მერეღა ძიობს მისი სული გულუხვ მასპინძელს.
მე შენ გეძებდი.
გეძებდი მანამ, სანამ შენ თვითონ არ ჩამოწვდი ჩემს გულ-გონებას:
_ ყველაფერი ღვთის წილია და ყველაფერში ღმერთი სულდგმულობს.
შენც ხომ ღვთის წილი ხარ, დედამიწავ!
შენი სხეული ჩემს სხეულზე უფრო გამძლეა, ამიტომ ჩემს ძვლებს შენ გაბარებ სიკვდილის მერე.
მე სანთელს ვგავარ, შენს ბეჭებზე ორი ფერის ტაბლაზე ვიწვი: დღისით და ღამით.
უფლის განგებით სავსე არის ორივე ტაბლა:
ღამე სიზმრებით, ხოლო დღისით სახიერი ცხადი ხილვებით.
ჩამოდგა ჩემი დღის ტაბლაზე ჩაქრობის ჟამი.
ღამის ტაბლაზე მოსალხენად მიდის უფალი.
მე ვიღვენთები და შემოქმედს წყვდიადს ვუნათებ, რომ დღის ტაბლიდან სახიერი სიზმრეულში გადაიტანოს...
და სული ჩემი ჰგავს ქარბორბალას, ტრიალებს ჩემში და რაც მოაქვს, მიაქვს ისევე.
.
შენი სხეული ჩემს სხეულზე უფრო გამძლეა, ამიტომ ჩემს ძვლებს შენ გაბარებ სიკვდილის მერე.
როცა ჩემს თვალებს ცის ნათელი დაეკარგებათ,
როცა ჩამოვლევ ჩემს წილ საწუთროს,
როცა ჩემს მუხლებს შენზე დგომა არ შეეძლებათ,
როცა ჩავქრები, სამძღორს იქით რომ გარდავხდები,
გაისხენი, გაისხენი ეგ საკინძე და მიმიღე მე.
მიმიღე და შემინახე, შენ ხომ დედასავით გულუხვი ხარ, დედაჩემის გულიც ხომ შენთან არის, დედაჩემის მუხლებიც ხომ შენს უბეში აწყვია. მეც მანდ მამყოფე, მაგრძნობინე მაგ გულის ფეთქვა...
გაიხსენი და მძივებივით ჩაიკრიფე მაგ უბეში ჩემი ძოლმანი.
მე რომ ჩამომძახებენ:
_ მიწა ხარ და მიწად იქეც!
_ მიწა ხარ და მიწად იქეც!
აი, ეგ სიტყვები დაიჭირე, შიგ ჩემი ძვლები გამოხვიე და შემინახე, რომ არ დაგეკარგო. გამომალიჭისთავე, რომ შემდეგ, როცა დაგჭირდე, ადვილად გამომხსნა.
შემინახე, დედაო მიწავ!

Posted by: xatatula 21 Apr 2010, 21:31
დარდი № 167.6
ქიმბარი
_ რა გადარდებს?
_ დასაწყისი სად არის, ის არ ვიცი.
_ რისი დასაწყისი?
_ აი, ყველაფერი იმისა, რასაც ვხედავთ და არ ვხედავთ.
_ ეე, შენც მოიგონე დარდი, რაღა!
_ რა, არ მოგწონს?
_ არა, ისე საინტერესო დარდია, მაგრამ რა ჩვენი საქმეა, სად არის დასაწყისი..
_ მაშ თუ იცი, დასასრული სად არის?
_ დასასრული სიკვდილია.
_ სცდები, ტყუილია.
_ რატოა ტყუილი.
_ სიკვდილიც დასაწყისია, მაგრამ მთავარი არა, მთავარი დასაწყისი სხვა რამეა.
_ ღმერთი?
_ შეიძლება ღმერთი, მგრამ, სად არის?
_ ეგ გადარდებს?
_ ჰო, ვიცი, რომ დასასრული და დასაწყისი ერთად არიან, რომ დასასრულში დგას დასაწყისი, მაგრამ როგორ, რანაირად, სად არიან?
_ მეტი არაფერი გადარდებს?
_ მეტი რაღა უნდა მადარდებდეს..
_ გალილეი რომ ბოძზეა მიბმული, არ გადარდებს?
_ არა.
_ რატომ?
_ რა ჩემი საქმეა, გალილეიმ დაიმსახურა და მიაბეს, შენ რატომ არ ახსენი?
_ არც ჩემი საქმეა.
_ ამხსენით, თორემ დედას გიტირებთ მეოცე ოთახში! _ იყვირა გალილეიმ, მაგრამ კაციშვილმა ყური არ უგდო, მარტო ქათმებმა ატეხეს წიოკი.
* * *
სული
(ფილოსოფოსის რვეულიდან)
_ გვარი და სახელი.
_ მარტია ბუბუნაური.
_ როგორია სული?
_ სული ნამგალსა ჰგავს, ჩაჟანგება იცის ადვილად. სულს ეკიდება შენი წარსული. ხანდახან სულიც ისე უნდა გააფხავო, როგორც მახვილს აფხავებენ ქასურით. თორემ ხორცმა ხანდახან ჟანგივით იცის, მოეკიდება და ჩააჩლუნგებს სულსა. ესე ყოფილა, კაცი რომ ხანში მიდის, იმისი ჯანი და ასოობა მიწისკენ იწევს, მიწა ეძახის, ე მაშინ ტკბება სული.

Posted by: L_e_L_a 22 Apr 2010, 01:31
გოდერძი ჩოხელის 9 შეკითხვა სიყვარულის შესახებ სად შეიძლება ვნახო???

Posted by: Utopian 22 Apr 2010, 01:59
L_e_L_a

1
- უკაცრავად. თქვენი სახელი?
- გოჩა.
- გვარი?
- ჩიფიკაშვილი.
- რამდენი წლისა ხარ, გოჩა?
- თექვსმეტის.
- შეყვარებული თუ გყავს?
- შეყვარებული?
- ჰო, რა იყო, რაზე გეცინება?
- რავი აბაა!
- რა ჰქვია?
- ვის?
- შენს შეყვარებულს.
- არ ვიცი.
- როგორ, სახელი არ იცი?
- არა, მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი და ისიც შორიდან.
- როგორ ფიქრობ, რა არის სიყვარული?
- რავი აბაა! მე მგონი მარადიული მონატრებაა. . .

2
- მართა პირველი.
- ოჰო! რა ლამაზი სახელი და გვარი გაქვთ!
- მართლაა!
- ძალიან მომწონს.
- უი, დიდი მადლობა.
- მართა, შეიძლება სიყვარულის შესახებ რამდენიმე კითხვა მოგცეთ, ხომ არ გაბრაზდებით?
- უი, როგორ გეკადრებათ, პირიქით, მე ძალიან მიყვარს ამ თემაზე საუბარი.
- რახან ასეა, მაშინ გულახდილად მითხარით, გიყვართ ვინმე?
- არა, მე გათხოვილი ვარ!

3
- თქვენი სახელი?
- ჩემი?!
- დიახ.
- კოლა, ნიკოლოზი, ისე ნიკიფორეს მეძახიან.
- თქვენ რომელი გირჩევნიათ?
- მეე, ნიკო.
- რა გვარი ბრძანდებით?
- ჩუქურთმიშვილი, ნიკიფორე ჩუქურთმიშვილი.
- ცოლ-შვილი გყავთ?
- პირველი ცოლისგან ერთი ბიჭი, ახლა ჯარშია, წერილს ველოდები, მეორისაგან ქალ-ბიჭნი, უმცროსი მერვეშია, უფროსი მეათეში, გოგო სჯობია სწავლითა, ბიჭი ყალთაბანდობს, არა უშავრა კია. . . ბიჭი ეგეთი სჯობია, გამაიჯეკება ყველა საქმეშია, მეც ეგრე არ ვიყავი, რო? მესამე ცოლი კიდევ უშვილო გამამადგა, მაგრამ რას იზამ, ვერ გააგდებ და ვერაფერი, ისეთი ძმები ჰყავ, რომა კაცი მჭამლები.
- რას იტყვით, რა არის სიყვარული?
- არ გაგიგონიაა, შიში შაიქმს სიყვარულსაო, ასპროცენტიანი ეგრეა; რა ვქნა უშვილო გამამადგა, მაგრამ ისეთი ძმები ჰყვა რო პირდაპირ კაციმჭამლები, მიყორს მა რა ვქნა, თავზეით რო ძალა აღარ არის, რას იზამ?
- შვილების სიყვარულზე რას იტყვით?
- აი, იმათ ენაცვალოთ მამა, აგრეე!
- ხომ ნახულობ?
- არა, ალიმენტ უგზავნი.

4
- რომელ კლასში ხარ ლადო?
- მეოთხეებში გადავდივარ.
- რა ნიშნები გყავს?
- რავიიი!
- შენმა კლასელმა გოგომ მითხრა ორებს ღებულობსო, მართლა?
- ორებს კი არა, ისაა.
- მაშ, რა ნიშნები გყავს?
- ხუთები, ოთხები და ალაგ-ალაგ სამები.
- რა გვარი ხარ?
- წიკლაური.
- შეყვარებული ხომ გყავს?
- შეყვარებული არა, ისაა!
- მე რომ მითხრეს ჰყავსო?
- არაფერიც.
- შენი კლასელია?
- ვინა?
- ის გოგო, შენ რომ გიყვარს.
- არავინაც არ მიყვარს.
- მე რომ მითხრეს?
- რა გითხრეს?
- ლადოს ის გოგო უყვარს, კლასში მის უკან რომ ზისო.
- უკან კი არა, წინ ზის – წამოსცდა ლადოს და სირცხვილისაგან აწითლებულმა თავი დახარა.

5
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
- მე რა უნდა გითხრათ სიყვარულზე, ეგ ასაკი უკვე გავიარე.
- რა ასაკი.
- აი, კაცს რომ ჰგონია, სიყვარული მართლა რომ არსებობს.
- თქვენ გინდათ თქვათ რომ. . .
- დიახ, დიახ, ადრეც მეგონა, რომ არსებობდა, მაგრამ თურმე ეს ყველაფერი ბავშვობის ილუზიები იყო.
- მერე როგორ მიხვდით, რომ არ არსებობს?
- სულ უბრალოდ. სკოლა რომ დავამთავრეთ, დავშორდით. მე ინსტიტუტში გავაგრძელე სწავლა, ის ჯარში წავიდა.
- მერე?
- მერე ჩემს თანაკურსელზე გავთხოვდი.
- რატომ, არ გიყვარდათ?
- ჰმ, შენ რა ჩემი ქმარივით ლაპარაკობ?
- მაინც?
- გიყვარს, არ გიყვარს, გიყვარვარ, არ გიყვარვარ, რა შუაშია აქ სიტყვები, მთავარია ელემენტარული გაგება, ხომ?
- მაინც რაში გამოიხატება ეს ელემენტარული გაგება?
- მე მგონი ბევრ რამეში, თუნდაც იმაში, რომ არ უნდა მთხოვდეს ანგარიშებს, სად ვიყავი, რატომ დავიგვიანე, ეს ხომ წვრილმანია, არა?
- გააჩნია, რა შემთხვევაში.
- ხომ გითხარი?
- რა მითხარით?
- ჩემი ყოფილი ქმარივით ლაპარაკობთ-მეთქი.
- შერიგებას არ აპირებთ?
- ვისთან, იმასთან?!
- უკაცრავად.
- არაფერზე.
- და კიდევ ერთი კითხვა: ის ბიჭი რომ შეგხვდეს და ძველი სიყვარულის გაახლება შემოგთავაზოთ, რას იზამთ?
- ვისზე ამბობთ?
- თქვენს თანაკლასელზე, მე მგონი აქამდე ცამოვიდოდა ჯარიდან.
- ააა, გოჩაზე ამბობთ? ის შემხვდა კიდეც, რომ გაიგო ქმართან გაცილებული ვიყავი, ასეო, ისეო, უშენოდ არ შემიძლიაო.
- მერე რა უთხარით?
- ვიფიქრებ მეთქი. იმ დღეს იანვრის ოცდაცხრა რიცხვი იყო, დავთქვით, თებერვლის ოცდაცხრაში შევხვედროდით ერთმანეთს და მაშინ ვეტყოდი ჩემს პასუხს. მისამართი განგებ არ მივეცი, იმან ძველი მისამართი იცოდა, ჩვენ კი საცხოვრებლად სხვაგან გადავედით. მოკლედ თუკი ვინმე საერთო ნაცნობი გვყავდა და ჩემი ახალი მისამართი იცოდა, ყველა გავაფრთხილე, არ ეთქვათ მისთვის ჩემი ახალი მისამართი.
- რატომ?
- იმიტომ, რომ მაინტერესებდა, ადრე მართლა მიყვარდა თუ არა. თუ მართლა მიყვარდა, ხომ ვერ გავძლებდი და თებერვლის ოცდაცხრაში დათქმულ ადგილზე შევხვდებოდი. არ მინდოდა შევხვედროდი მანმადე, გაიგე? ჩემს თავს ვამოწმებდი.
- მერე რა გაარკვიეთ?
- თებერვალი ოცდაცხრით კი არა ოცდარვით იყო.
- და ვეღარ შეხვდით?
- მე ოცდარვაშიც მივედი და პირველ მარტსაც.
- არ მოვიდა?
- ამას წინათ ისევ შემთხვევით შემხვდა და იცი, რა მითხრა? მაპატიე, ოცდაცხრა თებერვალს ისეთი საქმე მქონდა ვერაფრით ვერ მოვახერხე მოსვლაო. მაშინ მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ბავშვობა იყო.
- და აღარ გჯერათ?
- არავითარ შემთხვევაში.
- და მაინც როგორ სიყვარულს ისურვებდით?
- რაღა თქმა უნდა, ურთიერთგაგება რომ იყოს, ისეთს.

6
- ბებოო?
- რაო, შვილო?
- სიყვარული რა არის?
- სიყვარული არა ხაარ, მა რა ხარ ბებო გენაცვალოს!

7
- ჩემი სახელია აპოლონი.
- გვარი?
- მღებრიშვილი.
- სად მუშაობთ?
- იქ.
- სად იქ?
- ნუ, რა საჭიროა?
- შემთხვევა რო იყოს, სიყვარულის გულისათვის თუ დასთმობდით სიცოცხლეს?
- ვინა? მეეე ქალის გულისათვის, კაცო?! სიყვარული რაღა არის, რომ მისი გულისათვის სიცოცხლე გაწიროს კაცმა.

8
- ეხლანდელები ქაა?! ეხლანდელები აღარც სირცხვილს დაგიდევენ და აღარც ნამუსსა, გვიყვარსო! აეტუზებიან ერთმანეთსა და ჰპროშნიან. ზედაც არ გიყურებენ, გინდა ყოფილხარ იქა გინდა არა, გვიყვარსო! მერეე ქაა?! ეხლანდელი ცოლ-ქმარი რო დადიან, ეგრე დავდიოდით ჩვენა? ჩვენ კი არ გვიყვარდა ერთმანეთი?! თუ მაგათ სწავლა რომ აქ, სხვანაირი სიყვარული იციან? ჩემ ქმარს რო დავინახავდი, იგრე შამაზრიალებდა ტანში, როგორც რო რა? მაგრამა რას შავიმჩნევდი, სახელი რა არის, სახელითაც ვერ მივმართავდი ხალხშია, მრცხვენოდა. ისრე წავიდა შავ მიწაშია, მე იმისთვი თვალი არ გამიყრია თვალშია. ახლანდელები? ლამის არის, თვალებით დაჭამონ ერთმანეთი.
არა, ქაა! მე მაგნაირი სიყვარული არ მწამს.
არ მწამს და მამკალ, აჰა!

9
მეცხრე და ბოლო კითხვა, თუმცა ბოლო რატომ? განა წინა პასუხებიდან რამე გაირკვა? სიყვარულის რაობისათვის ხომ იმდენივე კითხვა შეიძლება დაისვას, რამდენი ადამიანიც არის ქვეყანაზე. ალბათ ყველა პასუხი მართალი იქნება შეკითხვაზე, თუ რა არის სიყვარული. მართალი იქნება იმიტომ, რომ ყველა თავისებურად ხედავს მას, მაგრამ საბოლოოდ მაინც გაურკვეველი დარჩება, რადგან თვითონ ცვალებადი და გაურკვეველი ბუნებისაა სიყვარული.
ასე არ არის, მკითხველო?
სცადეთ, ყველამ საკუთარი პასუხი გასცეთ ამ შეკითხვას:
- მაინც რა არის სიყვარული, როგორი ბუნებისაა იგი და ისურვებდით თუ არა არსებობას მის გარეშე?
ამით მარადიულად გაგრძელდება ჩვენი მოთხრობა, რომელიც ვერასოდეს ცასწვდება მის ბუნებას.
და თუ ვინმე მაინც ჯიუტად შემოგიბრუნებთ კითხვას:
- დამიმტკიცეთ, რომ არსებობს სიყვარული.
ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს: სიყვარული ისეთ ბუნებისაა, დამტკიცებას არ საჭიროებს, იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს!

Posted by: Selfish_kid 22 Apr 2010, 02:06
Utopian

ამ მოთხრობით შემიყვარდა ჩოხელი love.gif

QUOTE
- შეყვარებული ხომ გყავს?
- შეყვარებული არა, ისაა!
- მე რომ მითხრეს ჰყავსო?
- არაფერიც.
- შენი კლასელია?
- ვინა?
- ის გოგო, შენ რომ გიყვარს.
- არავინაც არ მიყვარს.
- მე რომ მითხრეს?
- რა გითხრეს?
- ლადოს ის გოგო უყვარს, კლასში მის უკან რომ ზისო.
- უკან კი არა, წინ ზის – წამოსცდა ლადოს და სირცხვილისაგან აწითლებულმა თავი დახარა.

lol.gif

QUOTE
- რახან ასეა, მაშინ გულახდილად მითხარით, გიყვართ ვინმე?
- არა, მე გათხოვილი ვარ!

ამაზე მეტირება cry.gif

Posted by: Utopian 22 Apr 2010, 02:30
Selfish_kid 2kiss.gif

რატომღაც, სურვილი მაქვს, ეს მოთხრობა იმათთვის დავწერო, ვინც პირველი მოვა სხვა პლანეტიდან ჩვენს დედამიწაზე.
არ ვიცი, იქნებ არც მოხვიდეთ არასდროს, მე კი რატომღაც მგონია, რომ მოხვალთ, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენ გელოდებით, ხოლო თუ ვინმეს გულით ელოდები, არ შეიძლება რომ არ მოვიდეს...
დაგხვდებით კი ჩვენ აქ...
იცით როგორ გელოდებით! მოლოდინი კი ასე მძიმეა...
მაგრამ თუ არ დაგხვდით, თუ არაფერი არ დაგხვდათ, ნუ იფიქრებთ, რომ გვიცხოვრია ამ დედამიწაზე... ამას იმიტომ ვწერ, რომ ჩვენ ადამიანებს, ისე გვიყვარს ერთმანეთი, შეიძლება ამ სიყვარულით ყველაფერი მოვიმოქმედოთ, დიდ სიყვარულს კი გაძლება უნდა, გარკვევა და სწორი გზა უნდა, ხოლო თუ ამა ვერ გავუძელით, აი მაშინ შეიძლება დავასრულოთ ყველაფერი...
მაშინ შეიძლება მართლა აქ აღარ დაგხვდეთ. და თუ ეს მოხდა, ნუ იფიქრებთ, რომ ადამიანები ბოროტები ვიყავით. ამას არ იფიქრებთ, როცა დედამიწიდან მთვარეს შეხედავთ, დილით მზის ამოსვლას შეეგებებით, შუაღამისას ვარსკვალვების წკრიალს დაუგდებთ ყურს, თქვენ თვითონ მიხვდებით, რომ ადამიანები მხოლოდ სიკეთეს ვიცნობდით. არასოდეს არ მოგვიკლავს ერთმანეთი, არასოდეს არ გვიცრუვნია, არაფერი მოგვიპარავს, არც ცილი დაგვიწამებია ვინმესთვის.
სანადიროდ მხოლოდ იმიტომ მივდივართ, რომ წიფლის ხეებს შორის ლამაზად ყელმოღერებული შვლის ნუკრი გვენახა.
ობოლ-ქვრივი გვენანებოდა.
არაფერი, არაფერი ცოდვა არ გვიქნია, ადამიანებს ერთმანეთზე ამოგვდიოდა მზე და მთვარე........

ამ დღემაც ასე ჩაიარა
უხმოდ, უბრალოდ.
სულში დატოვა ღრმა იარა, გაქრა უკვალოდ.
ვერ შეველიე საწუთროზე
დღითი-დღე ჩივილს,
წლები მიდიან
ემატება ტკივილი ტკივილს.
გულში გამიქრა სიხარული
გაქრა მზის სხივიც,
სულის სიღრმეში
ბინდისფერი ყორანი ყივის.
უფალო, მიხსენ,
კვლავ ამინთე გულში სანთელი
და
სულს მომფინე
შორეული სივრცის ნათელი.

Posted by: leva1990 23 Apr 2010, 18:00
მეც მქონდა ჩემი მამული,
რისთვის წამართვი, მტერო?
რატომ მაჩუმებ, ნუ იტყვი:
`იხარე, ჩემო ჭერო!~
სად გაგონილა, ცის კიდეს
არწივს მისდევდეს წერო,
ვაჰ, ქვეყნის დაბეჩავებავ,
ფუჭად ჩავლილო დღენო.

Posted by: L_e_L_a 23 Apr 2010, 18:28
Utopian

გაიხარრეეეეეე.....

Posted by: leva1990 26 Apr 2010, 19:58
საღამოობით ხინკალზე
არაყს დალევენ ფშავლები,
ფშავლები ფშავლის ქალები
ლამაზები და ალვები.
ღამე წაწალთან წვებიან
ღამეც იქნება უძილო
ვინც მათ ეს საქმე დაუგმოთ
ის გადაშენდეს უძიროდ

Posted by: vip_ 26 Apr 2010, 22:32
დღეს იყო გოდერძი ჩოხელის ძალიან კაი საღამო ქარავანში

Posted by: naastasia 28 Apr 2010, 17:31
,,ქარავანში'' გოდერძისთვის ისეთი შეუფერებელი საღამო იყო, მეგონა მესამედ მოიკლავდა თავს sad.gif

პათეტიკურად ლექსების მკითხველებით და მაგიდებზე დანთებული სანთლებით aba.gif aba.gif

sad.gif sad.gif

ყველაფერს აუფასურებენ ხოლმე პოპულისტები sad.gif

Posted by: leva1990 28 Apr 2010, 17:46
QUOTE
დღეს იყო გოდერძი ჩოხელის ძალიან კაი საღამო ქარავანში

რო მცოდნიყო მეც წამოვიდოდი.

QUOTE
,ქარავანში'' გოდერძისთვის ისეთი შეუფერებელი საღამო იყო, მეგონა მესამედ მოიკლავდა თავს

ცუდია...

Posted by: Iasamnisferi 28 Apr 2010, 23:11
naastasia
QUOTE
მეგონა მესამედ მოიკლავდა თავს

თავის მოკვლაზე ნუ ვილაპარაკებთ, იმიტომ რომ ერთხელ სცადა და ისიც გადარჩა
როდესაც მოკვდა, თვითონ კი არა, ჩვენ მოვკალით

QUOTE
პათეტიკურად ლექსების მკითხველებით

არც ერთი ჩემი მეგობარი არ არის პათეიკურად მკითხველი smile.gif
როგორც გრძნობდნენ ისე კითხულობდნენ

QUOTE
მაგიდებზე დანთებული სანთლებით

სანთლები მეუფემ დაანთო smile.gif

QUOTE
ყველაფერს აუფასურებენ ხოლმე პოპულისტები

იქ პოპულისტი არავინ მოსულა, ყველა სიყვარულით მოვიდა და გოდერძის ვერანაირი ძალა ვერც გააუფასურებს, ვერც დააკნინებს და ვერც ამ თანამედროვეობაში ათითხნის smile.gif
მიდი და შენ გაამდიდრე smile.gif

მართალია, თვითონ ასე არასდროს არავის უპასუხებდა, როგორც მე ახლა..
მაგრამ, არ შემეძლო..

ვაახ კაცოო love.gif

http://www.radikal.ru

Posted by: naastasia 29 Apr 2010, 00:17
QUOTE (Iasamnisferi @ 28 Apr 2010, 23:11 )
თავის მოკვლაზე ნუ ვილაპარაკებთ, იმიტომ რომ ერთხელ სცადა და ისიც გადარჩა
როდესაც მოკვდა, თვითონ კი არა, ჩვენ მოვკალით

ზუსტად მაგიტომ მეგონა რომ მესამედ მოიკლავდა თავს.

არ შეიძლება ადამიანს, რომელიც მარტოობამ, დაუფასებლობამ და არარეალიზებულობამ მოკლა, საღამოებზე უხსნან მეგობრებმა, რომ ძალიან უყვარდათ.

ის, რომ სიცოცხლეში სათანადოდ არავინ დაუფასებიათ, არ მითხრათ, არ არის კარგი არგუმენტი
user.gif user.gif

Posted by: Iasamnisferi 29 Apr 2010, 01:09
naastasia

QUOTE
მარტოობამ

ყველა მარტოა smile.gif

QUOTE
დაუფასებლობამ

ეს მეგობრების ბრალი არაა smile.gif

QUOTE
საღამოებზე უხსნან მეგობრებმა, რომ ძალიან უყვარდათ

შენ რა იცი სიცოცხლეში ვინ რას უხსნიდა? smile.gif

QUOTE
ის, რომ სიცოცხლეში სათანადოდ არავინ დაუფასებიათ, არ მითხრათ, არ არის კარგი არგუმენტი

ეს ზოგადად ქართული რეალობაა და მარტო გოდერძი ჩოხელის მიმართ არ ყოფილა დაუფასებლობა საქართველოში
დღეს რაც შეუძლიათ მის მეგობრებს, აკეთებენ.. სიცოცხლეშიც ძალიან ბევრი საღამო იმართებოდა მისი და ძალიან ბევრიც სცემდა და სცემს პატივს.. ამ კაცს ცოტა სხვა რამ სჭირდებოდა.. მეგობრები და სიყვარული ნამდვილად არ აკლდა smile.gif

ნუ მომაყოლებ იმ დეტალებს, რაც არ არის მოსაყოლი და რაღაც-რაღაცეები როცა არ ვიცით, ცოტა ჩუუუ smile.gif

Posted by: naastasia 29 Apr 2010, 01:40
QUOTE (Iasamnisferi @ 29 Apr 2010, 01:09 )
ცოტა ჩუუუ smile.gif [/b]

ეგ პათეტიკურად ლექსების წამკითხავ მეგობრებს და მე ამ კომენტარით ვამთავრებ ამ თემაზე პოსტვას, იმიტომ რომ გოდერძის თემას ყაყანი და საქმის გარჩევა არ უნდა. უბრალოდ, მეორედ ვიყავი მის საპატივსაცემოდ გამართულ ღონისძიებაზე და მეორედ დავრჩი იმედგაცრუებული.

ორი წლის წინ გუდამაყარში და ორი თუ რამდენიღაცა დღის წინ ქარავანში.

ხოოდა, რატომ გინდათ ხოლმე რომ ყოველთვის ყველამ რამე კარგი თქვას ვერ გავიგე. არ შეიძლება მოსიმინოთ სხვისი აზრიც და გაითვალისწინოთ?

მაგალითად ნაკლებად მთვრალი ადამიანებს მიცეთ მიკროფონი ხელში, ან დარბაზში თუ ვინმეს ძინავს, ( და იქ რამდენიმეს გემრიელად ეძინა ), თქვათ, რომ ეგრე არ იქცევიან?

მოკლედ, თქვენ იცით რა...

Posted by: leva1990 29 Apr 2010, 14:21
QUOTE
გოდერძის ვერანაირი ძალა ვერც გააუფასურებს, ვერც დააკნინებს და ვერც ამ თანამედროვეობაში ათითხნის

yes.gif yes.gif

Posted by: ფრენოლოგი 3 May 2010, 21:46
http://frenologi.blogspot.com/2010/05/blog-post.html

love.gif

ცაზე მსუბუქად მოცურავდა ყვითელი მზე. ლურჯი, ძალიან ლურჯი ცა თითქოს თავის სიღრმეში სანავარდოდ იხმობდა ყველას.

ცასწავალა კარგა ხანს იჯდა დაფიქრებული. მერე, ეტყობა, მოსწყინდა ასე ყოფნა, ფრთები გაშალა და ცაში აიჭრა:

- ცასწავალ! ცასწავალ! ცასწავალ! - იძახდა ცასწავალა და ისე მაღლა წავიდა, ოდნავღა ჩანდა, გასცდა იმ ზღვარს, სადამდისაც ადრე მიდიოდა ხოლმე - უკანასკნელ ძალ-ღონეს იკრებდა და ერთი სურვილით შეპყრობილი, მიწაზე დარჩენილ ფრთოსნებს ჩამოსძახოდა: ცასწავალ! ცასწავალ! ცასწავალ!

ყველანი მას შეჰყურებდნენ.

ის წერტილივით ჩანდა.

უკანასკნელი ამოსუნთქვისთვისღა ეყო ღონე და გული გაუსკდა.

უკან მსუბუქად და მდუმარედ ეშვებოდა. მერე ასევე მსუბუქად დაეცა თავის საყვარელ ბალახებში.

Posted by: davita1985 4 May 2010, 22:05
რა კარგი კაცი დავკარგეთ გოდერძი ჩოხელის სახით. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული.

Posted by: leva1990 5 May 2010, 13:52
არაგვს

სად დაგიჩოქო, არაგვო,
რომელ ტალღაზე გემთხვიო,
თუ მუხლის ჩოქით ამოგყვე,
სათავეს გადავეხვიო.
შენი ნაპირის ლოდები
მინდა, ჩავიწყო გულშია,
თუ სათავემდე ვერ მოვე,
დაგხვდები ანანურშია,
ჭრელ ღილად დაგეკერები
მაგ მოლივლივე სულშია.

Posted by: Utopian 7 May 2010, 20:24
სიცოცხლის სიმღერა

გული სიკეთით მოვქარგე,
სული მაქვს ვარდთა მთოველი,
სიყვარულს მეპირებიან
გრძნობები დაუცხრომელი.
მიხარის თქვენთან სიცოცხლე
ყოფნაც მალაღებს თქვენთანა,
ღვთის სადიდებელს ვმღერივარ
მოყვარესთან და მტერთანა.
ლაღი ვარ, ისე ლაღი ვარ
გულ-მკერდზე ვკოცნი ქვეყანას,
მიხარის, ღიმილიანი
ჩოქვით მივდივარ ღმერთთანა

Posted by: vip_ 30 May 2010, 23:32
http://www.paata.ge
http://www.paata.ge

Posted by: lonely_girl 3 Aug 2010, 18:13
უბრალოდ გენიალური ადამიანი იყო smile.gif არ ღირს მისი მივიწყება ასე smile.gif არანორმალურად მიყვარს ეს მწერალი ბავშვის ცრემლივით სუფთა ნაწარმოებებს ქმნიდა cry.gif ძალიან მწყდება გული რომ ჩვენთან აღარაა....
ჩვენთან რა გინდოდა, ჩემო შვილო
ჩვენთან შენნაირებს ვერ იხდენენ,
აგრემც შენს სიყმეს შემოვევლე,
მიწაში როგორღა მოისვენებ,
შავად ჩაგეშლება ასოობა.
თვალებს გველები წაგიღებენ.
ნუღარ მოიგონებ აქაობას,
აქ შენნაირებს არ იხდენენ,
არა, ჩემო შვილო, არ გვიწყინო,
წადი, ჩემ შვილებთან დაისვენე....

Posted by: Irisi 12 Nov 2010, 00:38
ყოველთვის მიყვარდა და ამის წაკითხვის მერე კიდევ მეტად:

მღვრიემდე გაგვიმარჯოს...

"აყაყანებულ ქორწილის სუფრაზე შუახნის მოხევემ სუფრის თამადას ერთი სადღეგრძელოს თქმის უფლება სთხოვა და თანხმობა მიიღო. თამადა ფეხზე წამოდგა, ჩანგალი თეფშზე დააწკრიალა, რომ ხალხის ყურადღება მიეპყრო და გამოაცხადა:

- ხალხო, ჩვენ მოხევეს სადღეგრძელოს თქმა სურს, თუ შეიძლება მოვუსმინოთ!

მოხევის გაგონებაზე ახმაურებული მექორწილენი უცებ გაჩუმდნენ და ყველამ იქეთ გაიხედა, სადაც მოხევე წამოდგა და განსხვავებული სასმისი მოითხოვა.

რატომღაც ყველა მოელოდა, რომ მოხევე ხევის მთებივით მაღალი და მხარბეჭიანი იქნებოდა. მათ წინ კი შუახანს მიღწეული, გამხდარი, დაბალი ტანის კაცი იდგა. თუმცა სიგამხდრე და სიდაბლე სიჩიავის შთაბეჭდილებას არ უტოვებდა მოხევეს. პირიქით, ამ ხალხში იგი გამოირჩეოდა კიდეც თავისი დგომით, მზერით, რომელიც მისი მკვირცხლი თვალებიდან გამოკრთოდა, და დაძარღვული სხეულით. იგი ღვედივით მოქნილი ჩანდა და სასმისის მოლოდინში მთის ფოცხვერივით იყო გაყურსული.

კახური ღვინით გავსებული ჯიხვის რქა მოართვეს მოხევეს, რომელმაც ყანწი ჩამოართვა მომწოდებელს და ორივე ხელით მაგრად ჩაბღუჯა. სიტყვის თქმამდე რამდენიმე წამს უფრო დაიძარღვა და გაიყურსა, როგორც ავაზა გაიყურსება ხოლმე ნადირობის ჟამს. თითქოს სადღეგრძელოს თქმისათვის კი არა, ნახტომისათვის ემზადებოდა მოხევე.

ხალხიც უფრო გაისუსა. ისინი მოხევისაგან მოელოდნენ, რაღაც დიდ მჭერმეტყველებას, სადღეგრძელოს, რომელიც სავსე იქნებოდა მთის ყვავილებივით ლამაზი სიტყვებით. მოხევემ კი სულ რამდენიმე სიტყვით წარმოთქვა სადღეგრძელო:

- ხალხნოო! მოდი, მღვრიემდე გაგვიმარჯვას! - თქვა ეს და ყანწის მოყუდება დააპირა.

- თუ შეიძლება, ვერ გავიგეთ?! - მიმართა თამადამ და მოხევემ ყანწი ტუჩებიდან მოიშორა.

- იქნებ გაგვიმარტოთ, რა სადღეგრძელო თქვით, ვერაფერი ვერ გავიგეთ, - ზრდილობიანად, მაგრამ აშკარად დამცინავად მიმართა თამადამ. მოხევემ იმწუთას იგრძნო თამადის დამცინავი ტონი და ხალხს მიმართა:

- ხალხნო, ვერც თქვენ გაიგეთ?

- ვერა, ვერა, ვერ გავიგეთ! - წამოიძახეს აქეთ-იქიდან.

- კარგით, მაშინ გრძლად გეტყვით, რაღა იქნება, - თქვა მოხევემ, ერთ ხანს ისევ გაისუსა და დაიწყო:

- ღმერთის მადლმა და ქვეყნის მადლმა, აი, ამ პურ-ღვინის მადლმა, გული არ მეცინის, ძრიალ მიყორს ჩვენი სამშობლო. იმისი მთაც და იმისი ბარიც. მთა ბარით არის და ბარი - მთით, როგორც კაცი - კაცით. ძრიალ მიყორს ჩვენი ბუნება, მაგრამ ერთ რამეჩი უნდა გამაგიტყდეთ: ხანდახან ვნადირობ, ჯიხვებსა ვხოცავ. ეს იცოდა მთელმა ხევმაც და კაკებეს რომ ეძახდნენ, იმათაც. მაგზავნილიც მყვანდნენ სათვალთვალოდ კაცები, მაგრამ ეგრე იოლად მთაჩი ნადირს ვინ დაუდგება და თერგჩი კიდევ - კალმახსა. ეგრე ვიყავ მეცა. სახლში თოფს როგორ მოვიტანდი და ნანადირევს კიდავ დღისითა. ვფხიზლობდი, ისე ვხოცდიკე ჯიხვებსა.

ერთხელაც, დილაადრიან, მაშინაი მაადგა ჩემს სახლსა. დამიძახეს. გამოვე გარეთა.

- სანადიროდ უნდა შახვიდე, - მეუბნება ბრძანების კილოთი ერთ-ერთი. მივხვდი, ვინც იყვნენ.

- რაი სანადიროდ, ან თოფი სადა მაქვს, ან ნადირობისა რა გამეგება?! - გავიკვირვე ყასიდად.

- აი თოფი და ნადირობა რო იცი, იმიტომ მოცედით შენთან. სასწრაფო საქმეა, თვითმფრინავი გველოდება თბილისში, რამდენიმე საათში ჯიხვი უნდა ჩამოგვიტანო მთებიდან და სხვა ქვეყანაში უნდა გავგზავნოთ თვითმფრინავით დიდი კაცის დაბადების დღეზე.

მაშინ კომუნისტები რო იყვნენ და აღარ ვიცი, რომელ ქვეყანაჩი აგზავნიდნენ ჯიხვს, მგონი ტიტოს, ან თუ არ ვცდები, ჩაუშესკუს რო ეძახოდნენ, მგონი, ერთ-ერთის დაბადების დღეზე. ეს იმიტომ გამიმხილეს, რომ მე გამეგო, რამდენად სერიოზულ საქმეზე იყვნენ ჩემთან მოსულნი, დავნდობოდი და რაც შეიძლება ჩქარა ჩამამეტანა მთებიდან ჯიხვი.

შავბრუნდი შინა, უცებ გავემზადე. ან რაი გამზადება მინდოდა, წრიაპები ავიღე და გამოვე. ჩავსხედით მაშინაჩი, ჩავედით დარიალას, გავაჩერებინე ხდის ხეობის ასასვლელში, ავიღე იმათ მატანილი თოფი და შაუყევ აღმართსა. ზურგითა ვგრძნობ, რო დურბინდით შამამცქერიან მაშინაიდან. უფრო ავუჩქარე ფეხსა, თან თოფს ვათოლიერებ გზადაგზა. ჩემ სიცოცხლეჩი ესეთი თოფი არ მინახავს, არა მჭერია ხელჩია. სამიზნის ზემოთ დურბინდი ჰქონდა, რო გავხედე, ეგრე გამოჩნდა შიგ ხდის მწვერვალები, როგორც ხელისგულზე - თითები. ერთ ალაგას ჯიხვები შევამჩნიე და იქით ავუყევ აღმართსა. ვჩქარობ, რაკი თავს ვიდევ ეს საქმე, ხალხი არ მინდა გავაწბილო. ჯიხვებმა დამინახეს და დაფრთხნენ, ჭიუხის კანჭახებს აუყვნენ აღმა. გული ამოვარდნასა მაქვს, ისე შავრბივარ. მამწყურდა წყალი, პირი მიშრება. უცებ, ჩემს წინ, კლდეში წვეთ-წვეთად მომავალი სისველე დავინახე. კლდიდან გამომავალი წყლის წვეთები ხელისგულჩი ჩავიგუბე და დავეწაფე. დამიამდა სიგრილით გული. ჩემი ხელისგულიდან კლდეზე ჩამდინარე წყლის წვეთებს თოლი გავაყოლე ქვემოთ და რას ვხედავ? ის წყლის წვეთები სხვა წვეთებს ერთვიან, მრავლდებიან, ნაკადულს ქმნიან და ბროლივით მიიმსხვრევიან კლდეზე. გზადაგზა კიდევ ასეთივე ნაკადულები უერთდებიან და ხდის ხეობაში იყრებიან ერთადა. მყინვარის შუბლივით თეთრი და სუფთა მიდის ქვემოთ ხდის წყალი. მიდის, ისიც ბროლივით მიიმსხვრევა. თოფზე დატანებული დურბინდით ჩავცქირე ამ წყალსა და ელდა მეცა - დავინახე, თითქოს პირველად მენახოს, როგორ უერთდება ეს სუფთა და კამკამა წყალი მღვრიე თერგსა. ერევა და ცოტა ხანს თეთრ ზოლად მისდევს, არ უნდა ამღვრევა, სისუფთავე სწადია, მაგრამ მეტი გზა არა აქვს, ისიც თერგივით იმღვრევა მალედვე.

გული დამწყდა.

ჩამოვჯექ.

რაი ვქნა, არ ვიცი. შამნანდნენ ჯიხვები სასიკვდილოდ. ჩავცქირე დურბინდით და დავინახე მაშინაი.

ავდექი და ხელცარიელი წამოვე ქვემოთა. ჩავაბარე თავის თოფი. მონუსხული მზერით შამამყურებდნენ.

- თუ არ შეგეძლო, გეთქვა და სხვას ვეტყოდით, - მეუბნება ერთ-ერთი.

- უთხარით მერე, მონადირეების მეტი რაია.

- ეხლა რაღა დროსია, დაგვაგვიანდა, - ჩაიბუზღუნა ისრივ იმ კაცმა, ჩასხდნენ მაშინაჩი და წავიდნენ. მე იქვე დამტოვეს, დარიალასა. არც წავყებოდი, ხდის წყალთა ყოფნა მერჩია. ჩავყევი ბროლივით თეთრ ნაკადულსა, მივე იმ ადგილას, სადაც მღვრიე თერგს უერთდებოდა, ჩავიჩოქე და წყალს იმ ადგილას ვაკოცე თეთრ ყელჩი, რომლის იქითაც მღვრიე იწყებოდა. ჩემი ბალღობა გამახსენდა და ტირილი მამინდა. ბალღები სუფთა იბადებიან, ადამიანებს მერე გვემღვრევა სული. თანდათან ცოდვებით მღვრიე ცხოვრებას ვუერთდებით და იმადა. იმ ხდის წყალივით მეტი გზა არა გვაქვს. პეშვით შავსვი სუფთა წყალი და წამოვე. იმ დღის მერე ვსვამ ამ სადღეგრძელოს, რაიც იმ გაგებაჩი გამაიხატება, რომ მანამ სული სუფთა გვაქვს, გული სუფთა გვაქვს, სუფთა საქმეებს ვაკეთებთ და ისე არ ავიმღვრევით, რო ვეღარ ვგებულობთ, საით მივდივართ, რატო და რისთვის მივდივართ, მანამდე გაგვიმარჯვას. მღვრიემდე გაგვიმარჯვას! - თქვა მოხევემ და ჯიხვის რქა მოიყუდა.

ერთ წუთს სიჩუმე ჩამოვარდა.

მერე მთელი ხალხი ფეხდაფეხ წამოდგა, დიდიან პატარიანად და თითქმის ერთხმად დაიძახეს:

- მღვრიემდე გაგვიმარჯოს!

იმწუთას ყველამ თვალნათლივ დაინახა, როგორ უერთდებოდა ბროლივით თეთრი ხდის წყალი მღვრიე თერგს და ცდილობდა, არ ამღვრეულიყო.

ეტყობა, უმეტესობას თავის ბავშვობა გაახსენდა და იმ თეთრად მომდინარე ნაკადულს შეადარეს იგი.

მოხევე დიდხანს არ დარჩენილა, რდგან აქეთ-იქიდან თხოვნით შეაწუხეს, კიდევ ეთქვა რაიმე სადღეგრძელო. ეს თამადის შეურაცხყოფად ჩათვალა და წასვლა ამჯობინა.

- მაპატიეთ, უნდა დაგტოვოთ, მთაჩი მეჩქარება, აუცილებლივ უნდა წავიდე, - თქვა მოხევემ, ნეფე-პატარძალს პირჯვარი გადასწერა, თვითონაც პირჯვარი გადაიწერა და საქორწილო დარბაზიდან გავიდა.

იმწუთას ნეფე-პატარძალი ხდის ბროლივით თეთრ ნაკადულს ჰგავდა."

აი, ასე...

Posted by: perpetua2 12 Nov 2010, 12:34
QUOTE
გული სიკეთით მოვქარგე,
სული მაქვს ვარდთა მთოველი,
სიყვარულს მეპირებიან
გრძნობები დაუცხრომელი.
მიხარის თქვენთან სიცოცხლე
ყოფნაც მალაღებს თქვენთანა,
ღვთის სადიდებელს ვმღერივარ
მოყვარესთან და მტერთანა.
ლაღი ვარ, ისე ლაღი ვარ
გულ-მკერდზე ვკოცნი ქვეყანას,
მიხარის, ღიმილიანი
ჩოქვით მივდივარ ღმერთთანა

რა კარგი ლექსია love.gif

Posted by: davita1985 12 Nov 2010, 20:15

არაგვს

სად დაგიჩოქო, არაგვო,
რომელ ტალღაზე გემთხვიო,
თუ მუხლის ჩოქით ამოგყვე,
სათავეს გადავეხვიო.
შენი ნაპირის ლოდები
მინდა, ჩავიწყო გულშია,
თუ სათავემდე ვერ მოვე,
დაგხვდები ანანურშია,
ჭრელ ღილად დაგეკერები
მაგ მოლივლივე სულში

Posted by: ფრენოლოგი 13 Nov 2010, 22:57
წახვედი წაგყვა ჩემი სულიდან
თმააწეწილი ფიქრების გორი,
წახვედი, ახლა ისე შორი ხარ,
როგორც ცა არის ცაზედაც შორი.

რა დამრჩენია ამ საწუთროში
შენს გარდა სხვა ვინ დავიმახსოვრო,
მეპატიება, რომ სადმე შეგხვდე
და დიდხანს თვალი ვერ მოგაშორო.

წახვედი, დავრჩი აწეწილ ცაზე
მოწყურებული უწყალო ქორი,
რა ეშველება ამ დედამიწას
ცა არის შორი, შენზედაც შორი.

რა ლამაზია

Posted by: davita1985 14 Nov 2010, 19:19
]ისეთი ძილით მინდა მეძინოს,
რომ დამესიზმროს, იმქვეყნად რაა _
ქარი თუ წვიმა?
ყინვა თუ სითბო?
თუ არაფერი, რაც კაცს გააჩნდა
ამ ქვეყანაზე,
ძვალ-ხორცის მეტი?
ვაიმე,
მტკივა!
ეს რა ვთქვი, ღმერთო?!

Posted by: minusculeee 15 Nov 2010, 01:17
....................................................................................................

Posted by: narmonana 15 Nov 2010, 09:28
ერეკლე გაჰყავთ ბრძოლიდან
ტირის წითელი ყაყაჩო
ერეკლე გაჰყავთ ბრძოლიდან
ტირის კრწანისის ველი
და ბრძოლის ველზე სისხლსა ღვრის
სამასი საკვირველი
შემიშვით ტირის ბებერი,
ბებერი ქართლის მგელი
ერეკლე გქყავთ ბრძოლიდან
ჭიხვინებს თათრის ცხენი
და ბრძოლის ველზე აგდია
სამასი საკვირველი

Posted by: Le fou 18 Nov 2010, 15:59
არ ვიცი რისა მეშინია - სიკვდილისა თუ სიყვარულისა...
არა! არა! სიკვდილისა არ მეშინია. ალბათ სიყვარულისა მეშინია; თუმცა რას გაიგებ, იქნებ სიყვარულისა იმიტომ მეშინია, რომ შეიძლება სიკვდილს დაატარებდეს თან..

http://img130.imageshack.us/i/njna.jpg/

love.gif

Posted by: davita1985 18 Nov 2010, 16:14
ცა დამესიზმრა გახსნილი,
სანთლებით განათებული,
ვარდ-ყვავილებით შემკული
და ყოვლგნით მირონცხებული.
ცა დამესიზმრა მთრთოლვარე,
ჟივჟივა ვარკვლავთ კრებულით...
ცა დამესიზმრა გახსნილი,
შიგ იდგა ღმერთის ტაძარი!
და
უცებ შევკრთი,
რად შევკრთი?!
გული ვის გიძევთ მაგარი _
ღმერთთან სულ ახლოს დავლანდე
ქართველთა მამა-პაპანი!

Posted by: senobioliosa 20 Nov 2010, 18:09
როგორც მწერალი სუსტია .

Posted by: Le fou 20 Nov 2010, 18:54
senobioliosa
QUOTE
როგორც მწერალი სუსტია .

user.gif user.gif

Posted by: senobioliosa 20 Nov 2010, 20:02
QUOTE (Le fou @ 20 Nov 2010, 18:54 )
senobioliosa
QUOTE
როგორც მწერალი სუსტია .

user.gif user.gif

ლექსები სულ რამდენიმე მაქვს მისი წაკითხული და ეგრე იმიტო დავწერე... რა იყო? user.gif

Posted by: ვივიანა 20 Nov 2010, 22:04
პირველად ეს წავიკითხხეე.. მიყვარს უზომოდ sad.gif

მგელი

გამოღმა სოფელი ჩოხია, გაღმით საკიდობნაის ხევი. შუაში შავი არაგვი მოდის.

ხეობა ვიწროა, გაღმიდან რომ მგელმა დაიყმუვლოს, გამოღმა სოფელში კაცს გული აუფორიაქდება, იმიტომ რომ მგელს ცივი და გამყინავი ხმა აქვს.

ხოდა ყმუის მგელი. სამი დღეა განუწყვეტლივ ყმუის.

მთასა და მთას შორის შავი არაგვი მოდის.

- უნდა წავიდე - იძახის გამიხარდა.

-სად? - ეკითხება ცოლი.

- მგელთან.

- გადაირიე კაცო?!

- კი არ გადავირიე, მგელს რაღაცა უჭირს და შველას ითხოვს - ამბობს გამიხარდა და თან ტანსაცმელს იცვამს.

- მგელსაც შეუჭამიხართ შენც და შენი ტანსაცმელიც! - ეუბნება ცოლი.

გამიხარდას თოფი არ მიაქვს.

ის გუმანით ხვდება, რომ მგელს რაღაცა უჭირს. გადაივლის არაგვს, აივლის საკიდობნიაის მთას და მიაგნებს მგელს.

დიდი წფლის ძირში მწოლიარე მგელი გამიხარდას დანახვაზე შეკრთება.

გამიხარდა მგელს უყურებს. სიკეთე კრთება მისი თვალებიდან.

მგელი ფეხს გამოუწვდის და თითქოს ტირისო, ისე შეჰყმუვლებს.

გამიხარდა სულ ახლოს მივა მასთან და გამოწვდილ ფეხთან ჩაიჩოქებს.

დიდი ეკალი აქვს მგელს ფეხში შერჭობილი.

გამიხარდამ ეკალი ამოაძრო...

მერე?

გამიხარდას ცოლი დერეფანში იდგა და უყურებდა როგორ გაბრუნდა მათი სახლის დერეფნიდან მგელი.

- ქალო! - გამოსძახა სახლიდან გამიხარდამ ცოლს.

ქალი სახლში შევიდა.

- დამისხი! - თქვა გამიხარდამ და როცა ცოლმა ხარის ყანწში ჟიპიტაური დაუსხა, გამიხარდამ თქვა:

- ყველას გაუმარჯოს, ვისაც უჭირს ამ ქვეყანაზე!

- აუუუ! - თითქოს გამიხარდას უდასტურებსო, მხოლოდ ერთხელ მოისმა სადღაც შორიდან მგლის ყმუილი.

ეგ იყო და ეგ: ეს მოთხრობაც აქ მთავრდება. მე კი რატომღაც მინდოდა სიკეთის ყმუილი მოგესმინათ აქედან ყველას.

Posted by: Le fou 21 Nov 2010, 00:14
senobioliosa
QUOTE
რა იყო?

ვერ მივხვდი როგორი კომენტარი უნდა გამეკეთებინა და სმაილი დავსვი user.gif

Posted by: Laurie_Anderson 14 Dec 2010, 14:43

: )

Posted by: ელენ 15 Dec 2010, 19:12
ჩოხელის ერთადერთი ნაწარმოები რომელიც ძალიან მიყვარს - "მართაა" love.gif

Posted by: ვივიანა 15 Dec 2010, 22:49
ელენ
ვაიმე ძაან მაგარია მართლააა... ვგიჟდებიიი... ))

Posted by: lankaaa 2 Feb 2011, 00:59
ახლა ვნახე ეს თემა და შემოგიერთდებით დიდი სიამოვნებით smile.gif ჩოხელი მეც ძალიან მიყვარს, ვცდილობ არ გამოვტოვო არც ერთი საღამო, რომელიც მაგას ეძღვნება. უმეტესობას გეცოდინებათ, მაგრამ ვინც არ იცის, ფეისბუქზე არის გოდერძის თემა, სადაც დევს არა მხოლოდ მისი ნაწარმოები, არამედ ჩატარებული საღამოს ვიდეოებიც
http://http://www.facebook.com/pages/goderdzi-chokheli-Goderdzi-Chokheli/273226638044?ref=ts

Posted by: merciamercia 2 Feb 2011, 21:00
ეხლა ვკითხულობ ჩოხელის ''მღვდლის ცოდვას'',მომწონს smile.gif

Posted by: Ania 2 Feb 2011, 21:09
QUOTE
როგორც მწერალი სუსტია .

ისევე როგორც დუმბაძე არა? biggrin.gif

Posted by: Cat Power 2 Feb 2011, 21:22
QUOTE
1 - უკაცრავად. თქვენი სახელი? - გოჩა. - გვარი? - ჩიფიკაშვილი. - რამდენი წლისა ხარ, გოჩა? - თექვსმეტის. - შეყვარებული თუ გყავს? - შეყვარებული? - ჰო, რა იყო, რაზე გეცინება? - რავი აბაა! - რა ჰქვია? - ვის? - შენს შეყვარებულს. - არ ვიცი. - როგორ, სახელი არ იცი? - არა, მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი და ისიც შორიდან. - როგორ ფიქრობ, რა არის სიყვარული? - რავი აბაა! მე მგონი მარადიული მონატრებაა. . .

2 - მართა პირველი. - ოჰო! რა ლამაზი სახელი და გვარი გაქვთ! - მართლაა! - ძალიან მომწონს. - უი, დიდი მადლობა. - მართა, შეიძლება სიყვარულის შესახებ რამდენიმე კითხვა მოგცეთ, ხომ არ გაბრაზდებით? - უი, როგორ გეკადრებათ, პირიქით, მე ძალიან მიყვარს ამ თემაზე საუბარი. - რახან ასეა, მაშინ გულახდილად მითხარით, გიყვართ ვინმე? - არა, მე გათხოვილი ვარ!

3 - თქვენი სახელი? - ჩემი?! - დიახ. - კოლა, ნიკოლოზი, ისე ნიკიფორეს მეძახიან. - თქვენ რომელი გირჩევნიათ? - მეე, ნიკო. - რა გვარი ბრძანდებით? - ჩუქურთმიშვილი, ნიკიფორე ჩუქურთმიშვილი. - ცოლ-შვილი გყავთ? - პირველი ცოლისგან ერთი ბიჭი, ახლა ჯარშია, წერილს ველოდები, მეორისაგან ქალ-ბიჭნი, უმცროსი მერვეშია, უფროსი მეათეში, გოგო სჯობია სწავლითა, ბიჭი ყალთაბანდობს, არა უშავრა კია. . . ბიჭი ეგეთი სჯობია, გამაიჯეკება ყველა საქმეშია, მეც ეგრე არ ვიყავი, რო? მესამე ცოლი კიდევ უშვილო გამამადგა, მაგრამ რას იზამ, ვერ გააგდებ და ვერაფერი, ისეთი ძმები ჰყავ, რომა კაცი მჭამლები. - რას იტყვით, რა არის სიყვარული? - არ გაგიგონიაა, შიში შაიქმს სიყვარულსაო, ასპროცენტიანი ეგრეა; რა ვქნა უშვილო გამამადგა, მაგრამ ისეთი ძმები ჰყვა რო პირდაპირ კაციმჭამლები, მიყორს მა რა ვქნა, თავზეით რო ძალა აღარ არის, რას იზამ? - შვილების სიყვარულზე რას იტყვით? - აი, იმათ ენაცვალოთ მამა, აგრეე! - ხომ ნახულობ? - არა, ალიმენტ უგზავნი.

4 - რომელ კლასში ხარ ლადო? - მეოთხეებში გადავდივარ. - რა ნიშნები გყავს? - რავიიი! - შენმა კლასელმა გოგომ მითხრა ორებს ღებულობსო, მართლა? - ორებს კი არა, ისაა. - მაშ, რა ნიშნები გყავს? - ხუთები, ოთხები და ალაგ-ალაგ სამები. - რა გვარი ხარ? - წიკლაური. - შეყვარებული ხომ გყავს? - შეყვარებული არა, ისაა! - მე რომ მითხრეს ჰყავსო? - არაფერიც. - შენი კლასელია? - ვინა? - ის გოგო, შენ რომ გიყვარს. - არავინაც არ მიყვარს. - მე რომ მითხრეს? - რა გითხრეს? - ლადოს ის გოგო უყვარს, კლასში მის უკან რომ ზისო. - უკან კი არა, წინ ზის – წამოსცდა ლადოს და სირცხვილისაგან აწითლებულმა თავი დახარა.

5 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . - მე რა უნდა გითხრათ სიყვარულზე, ეგ ასაკი უკვე გავიარე. - რა ასაკი. - აი, კაცს რომ ჰგონია, სიყვარული მართლა რომ არსებობს. - თქვენ გინდათ თქვათ რომ. . . - დიახ, დიახ, ადრეც მეგონა, რომ არსებობდა, მაგრამ თურმე ეს ყველაფერი ბავშვობის ილუზიები იყო. - მერე როგორ მიხვდით, რომ არ არსებობს? - სულ უბრალოდ. სკოლა რომ დავამთავრეთ, დავშორდით. მე ინსტიტუტში გავაგრძელე სწავლა, ის ჯარში წავიდა. - მერე? - მერე ჩემს თანაკურსელზე გავთხოვდი. - რატომ, არ გიყვარდათ? - ჰმ, შენ რა ჩემი ქმარივით ლაპარაკობ? - მაინც? - გიყვარს, არ გიყვარს, გიყვარვარ, არ გიყვარვარ, რა შუაშია აქ სიტყვები, მთავარია ელემენტარული გაგება, ხომ? - მაინც რაში გამოიხატება ეს ელემენტარული გაგება? - მე მგონი ბევრ რამეში, თუნდაც იმაში, რომ არ უნდა მთხოვდეს ანგარიშებს, სად ვიყავი, რატომ დავიგვიანე, ეს ხომ წვრილმანია, არა? - გააჩნია, რა შემთხვევაში. - ხომ გითხარი? - რა მითხარით? - ჩემი ყოფილი ქმარივით ლაპარაკობთ-მეთქი. - შერიგებას არ აპირებთ? - ვისთან, იმასთან?! - უკაცრავად. - არაფერზე. - და კიდევ ერთი კითხვა: ის ბიჭი რომ შეგხვდეს და ძველი სიყვარულის გაახლება შემოგთავაზოთ, რას იზამთ? - ვისზე ამბობთ? - თქვენს თანაკლასელზე, მე მგონი აქამდე ცამოვიდოდა ჯარიდან. - ააა, გოჩაზე ამბობთ? ის შემხვდა კიდეც, რომ გაიგო ქმართან გაცილებული ვიყავი, ასეო, ისეო, უშენოდ არ შემიძლიაო. - მერე რა უთხარით? - ვიფიქრებ მეთქი. იმ დღეს იანვრის ოცდაცხრა რიცხვი იყო, დავთქვით, თებერვლის ოცდაცხრაში შევხვედროდით ერთმანეთს და მაშინ ვეტყოდი ჩემს პასუხს. მისამართი განგებ არ მივეცი, იმან ძველი მისამართი იცოდა, ჩვენ კი საცხოვრებლად სხვაგან გადავედით. მოკლედ თუკი ვინმე საერთო ნაცნობი გვყავდა და ჩემი ახალი მისამართი იცოდა, ყველა გავაფრთხილე, არ ეთქვათ მისთვის ჩემი ახალი მისამართი. - რატომ? - იმიტომ, რომ მაინტერესებდა, ადრე მართლა მიყვარდა თუ არა. თუ მართლა მიყვარდა, ხომ ვერ გავძლებდი და თებერვლის ოცდაცხრაში დათქმულ ადგილზე შევხვდებოდი. არ მინდოდა შევხვედროდი მანმადე, გაიგე? ჩემს თავს ვამოწმებდი. - მერე რა გაარკვიეთ? - თებერვალი ოცდაცხრით კი არა ოცდარვით იყო. - და ვეღარ შეხვდით? - მე ოცდარვაშიც მივედი და პირველ მარტსაც. - არ მოვიდა? - ამას წინათ ისევ შემთხვევით შემხვდა და იცი, რა მითხრა? მაპატიე, ოცდაცხრა თებერვალს ისეთი საქმე მქონდა ვერაფრით ვერ მოვახერხე მოსვლაო. მაშინ მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ბავშვობა იყო. - და აღარ გჯერათ? - არავითარ შემთხვევაში. - და მაინც როგორ სიყვარულს ისურვებდით? - რაღა თქმა უნდა, ურთიერთგაგება რომ იყოს, ისეთს.

6 - ბებოო? - რაო, შვილო? - სიყვარული რა არის? - სიყვარული არა ხაარ, მა რა ხარ ბებო გენაცვალოს!

7 - ჩემი სახელია აპოლონი. - გვარი? - მღებრიშვილი. - სად მუშაობთ? - იქ. - სად იქ? - ნუ, რა საჭიროა? - შემთხვევა რო იყოს, სიყვარულის გულისათვის თუ დასთმობდით სიცოცხლეს? - ვინა? მეეე ქალის გულისათვის, კაცო?! სიყვარული რაღა არის, რომ მისი გულისათვის სიცოცხლე გაწიროს კაცმა.

8 - ეხლანდელები ქაა?! ეხლანდელები აღარც სირცხვილს დაგიდევენ და აღარც ნამუსსა, გვიყვარსო! აეტუზებიან ერთმანეთსა და ჰპროშნიან. ზედაც არ გიყურებენ, გინდა ყოფილხარ იქა გინდა არა, გვიყვარსო! მერეე ქაა?! ეხლანდელი ცოლ-ქმარი რო დადიან, ეგრე დავდიოდით ჩვენა? ჩვენ კი არ გვიყვარდა ერთმანეთი?! თუ მაგათ სწავლა რომ აქ, სხვანაირი სიყვარული იციან? ჩემ ქმარს რო დავინახავდი, იგრე შამაზრიალებდა ტანში, როგორც რო რა? მაგრამა რას შავიმჩნევდი, სახელი რა არის, სახელითაც ვერ მივმართავდი ხალხშია, მრცხვენოდა. ისრე წავიდა შავ მიწაშია, მე იმისთვი თვალი არ გამიყრია თვალშია. ახლანდელები? ლამის არის, თვალებით დაჭამონ ერთმანეთი. არა, ქაა! მე მაგნაირი სიყვარული არ მწამს. არ მწამს და მამკალ, აჰა!

9 მეცხრე და ბოლო კითხვა, თუმცა ბოლო რატომ? განა წინა პასუხებიდან რამე გაირკვა? სიყვარულის რაობისათვის ხომ იმდენივე კითხვა შეიძლება დაისვას, რამდენი ადამიანიც არის ქვეყანაზე. ალბათ ყველა პასუხი მართალი იქნება შეკითხვაზე, თუ რა არის სიყვარული. მართალი იქნება იმიტომ, რომ ყველა თავისებურად ხედავს მას, მაგრამ საბოლოოდ მაინც გაურკვეველი დარჩება, რადგან თვითონ ცვალებადი და გაურკვეველი ბუნებისაა სიყვარული. ასე არ არის, მკითხველო? სცადეთ, ყველამ საკუთარი პასუხი გასცეთ ამ შეკითხვას: - მაინც რა არის სიყვარული, როგორი ბუნებისაა იგი და ისურვებდით თუ არა არსებობას მის გარეშე? ამით მარადიულად გაგრძელდება ჩვენი მოთხრობა, რომელიც ვერასოდეს ცასწვდება მის ბუნებას. და თუ ვინმე მაინც ჯიუტად შემოგიბრუნებთ კითხვას: - დამიმტკიცეთ, რომ არსებობს სიყვარული. ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს: სიყვარული ისეთ ბუნებისაა, დამტკიცებას არ საჭიროებს, იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს!

ეს მომწონს ძალიან up.gif

Posted by: Iasamnisferi 3 Feb 2011, 22:33
senobioliosa
user.gif

sa.gif

ელენ
QUOTE
ჩოხელის ერთადერთი ნაწარმოები რომელიც ძალიან მიყვარს - "მართაა"

ერთადერთი არა, იმიტომ რომ ყველა მიყვარს, მაგრამ ერთ-ერთი კი love.gif

Posted by: MliVi 3 Feb 2011, 22:51
***
იებს რაღას ერჩოდი,
შუაზამთარში რომ წამოჰყარე
მიწის ქვეშაგებიდან და
ანგელოზებამდე ფეხქვეშ გაიფინე?
იებთან რაღა გინდოდა?
ან დედაშენს რაღას მიეტირებოდი,
ცალ ფეხზე რომ გიჟივით ჩაეჭიდე და
საშენო სული აქეთ დაუტყვევე,
ცალი ფეხით სამარეში ჩამდგარს?..
მზე ვიღასი ცრემლიდან გადმოვა ხვალე?
ან სიკვდილი თავის ფერს როდისღა დაიბრუნებს,
შენი სიცოცხლენაყლაპი?..
ღრუბელი მქვია, მაგრამ რაღა ღრუბელი ვარ,
ამოხვედი და შენ უფრო გიხდება ღრუბლობა.
ბალახი ვარ, მაგრამ
ისეთს რას ვიბალახებ,
შენ როგორც მიწიდან იღიმი...
ძნელი იყო ამ წუთისოფლის სტუმრობა?
სავსე სუფრასთან მიგირქვა, მაგრამ
არც კი ჩამოგაჯინა...
მოვიდა შავი არაგვიც და
გაიშლის ცოტახნით თმას,
მგელი მოჰყვება მოზარედ.
ლექსებს ტოტებქვეშ შეიკეცავს და
მზის სხივით შეიკრავს
შენი მიდამოს მოცხარი...
შემოგხვდნენ უკვე ჩვენები,
ჩაგაცვეს უსიტყვო სინათლე?
ვარსკვლავებს საით შეუბერავ სულს რომ
ცოტა მეც დავიმტვერო,
ღამეში ვაჩინო გულთეთრა შვილები?..
ვისი ბაღებით მოხვალ გაზაფხულზე,
მღვრიე სიმღერებად ვის აუტირდები?
გინდოდა, შვილების ქორწილში დევი დაგესვა თამადად,
ნურავის გაუკვირდება!
დღესაც, განა ვტირი, ქორწილია,
ხანდახან თავდაყირაც ხოა სამყარო!
მიწა შენი ჩოხაა და ქამარ-ხანჯალია,
შენი დარდებია მაყარი!
ქორწილია, მაგრამ არ დამტოვო,
ქორწილია, მაგრამ ჩემკენ მაინც გქონდეს თვალ-ყური,
გასახეთქი გული ჩიტივით დამაქვს,
შენამდე ამდის ალმური...

ეს ლექსი ნინო სადღობელაშვილმა მიუძღვნა გოდერძი ჩოხელს..... love.gif love.gif

Posted by: ელენ 4 Feb 2011, 00:07
Iasamnisferi
QUOTE
ერთადერთი არა, იმიტომ რომ ყველა მიყვარს, მაგრამ ერთ-ერთი კი

ჰოო.. mo.gif

მე მაგას გამოვარჩევდი.. ძალიან ღრმა ბავშვობაში წავიკითხე, მერეც ხშირად გადავხედავდი ხოლმე.. იქიდან მოყოლებული ჩამრჩა ეს ნაწარმოები გონებაში.. user.gif

Posted by: lankaaa 4 Feb 2011, 00:51
QUOTE
ჩამრჩა ეს ნაწარმოები გონებაში..

საქართველოს გადმოსახედიც უძლიერესია

Posted by: lankaaa 14 May 2011, 22:48
‎19 მაისს, ხუთშაბათს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, 18 საათზე, გაიხსნება გოდერძი ჩოხელის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა "რატომ ტირის ადამიანი". დასწრება თავისუფალია.

Posted by: Le fou 9 Jul 2011, 13:48
QUOTE
როგორც მწერალი სუსტია .

ისევე როგორც დუმბაძე არა?

დუმბაძე რა თქმა უნდა სუსტია gigi.gif

აი ჩოხელის სისუსტის რა მოგახსენოთ...))

Posted by: natiko22 23 Jul 2011, 00:50
არაფერი წამიკითხავს გოდერძი ჩოხელის და რას მირჩევთ,რა შევიძინო თავდაპირველად?

Posted by: ფალკონე 23 Jul 2011, 01:18
natiko22

თუ
ჯერ არაფერი წაგიკითხავს
აჰა
ლიბ.გეზე
წაიკითხე
http://www.lib.ge/body_text.php?418
ცასწავალა
http://www.lib.ge/body_text.php?414
აღდგომა...

ხოდა რა ვიცი მერე ..გადაწყვეტ user.gif

QUOTE
როგორც მწერალი სუსტია .

ისევე როგორც დუმბაძე არა?

<333XXXXXX&&&&&::******************
YveLaazzzZee DaaXvEwIIlaad moGaDaaVeee naROodeeHHH :X

Posted by: lankaaa 23 Jul 2011, 11:29
QUOTE
არაფერი წამიკითხავს გოდერძი ჩოხელის და რას მირჩევთ,რა შევიძინო თავდაპირველად?

ანგელოზთღამეობა, დედის ჩიქილა, საქართველოს გადმოსახედი

Posted by: Le fou 23 Jul 2011, 11:32
QUOTE
არაფერი წამიკითხავს გოდერძი ჩოხელის და რას მირჩევთ,რა შევიძინო თავდაპირველად?

ადამიანთა სევდა smile.gif ))))

Posted by: natiko22 23 Jul 2011, 12:12
QUOTE
თუ
ჯერ არაფერი წაგიკითხავს
აჰა
ლიბ.გეზე
წაიკითხე
http://www.lib.ge/body_text.php?418
ცასწავალა
http://www.lib.ge/body_text.php?414
აღდგომა...

ხოდა რა ვიცი მერე ..გადაწყვეტ

\

QUOTE
ანგელოზთღამეობა, დედის ჩიქილა, საქართველოს გადმოსახედი

QUOTE
ადამიანთა სევდა  ))))

როგორც ჩAნს ბევრი რამე დამაკლდა მისი შემოქმედება,რომ არ წამიკითხავს. ქართულ პროზაში,რომ არის შესული გოდერძი ჩოხელის მოთხრობები,ვფიქრობ ეგ ხომ არ ვიყიდო smile.gif

Posted by: Bruno Dumont 24 Jul 2011, 17:41
ბრატსი...
რომანი რო არის წითელი მგელი,თუ რაღაც ეგრე რო ქვია,ბიჭი თბილისში სწავლობს,მერე გუდამაყარში ბრუნდება,გზად მგლებს რო ნახავს,კაი ხალხს გაიცნობს და ამბავი...
მაგაზე ფილმია გადაღებული,გოდერძიმ გადაიღო ,და მიმილინკეთ რა,თუ შეიძლება,

Posted by: xatatula 26 Jul 2011, 11:28
Bruno Dumont
მაგაზე ფილმი თუ იყო არ გამიგია, თუ მართლა არის და იშოვი, აქაც დაწერე გთხოვ smile.gif

Posted by: schuldinera 26 Jul 2011, 11:32
რა ცუდა როდესაც ადამიანს ცოცხალს არ აფასებენ .....

თვითმკვლელობის სურვილი რატომ უნდა გაჩენოდა ესეთ გონიერ და მორეწმუნე ადამიანს sad.gif
სამშობლო ტკიოდა მაგ ადამიანს
ღმერთმა გაანათლოს

Posted by: Scoorp 9 Aug 2011, 12:22
გოდერძის მამა გარდაიცვალა რამდენიმე დღის უკან (

Posted by: Loreley 5 Oct 2011, 19:08
გოდერძი ჩოხელის მოგონებები გამოვიდა, მეგობრის მიერ ჩაწერილი
http://parnasi.ge/?BookID=5414

Posted by: mtis_yoili 5 Oct 2011, 19:17
ჰოი, კუზიანო დედამიწავ,
ჰბრუნავ და გვაბრუნებ ყველას.
ჰოი, კუზიანო დედამიწავ,
მე შენგან მოველი შველას.
ჰოი, კუზიანო დედამიწავ,
ხევსურის შუბლივით ჩაკეჭნილო,
არაგველების მოზარე ვარ,
სათხოვარს უნდა ჩაგეტირო.
ოღონდ ნუ იქნება:
მთიულეთი _ ნამთიულარი,
ხევსურეთი _ ნახევსურალი,
ფხოვი _ ნაფხოვარი,
ხევი _ ნახევარი...
კაცის ნასახლარს ნუ მანახვებ და
ნუ გახდება საქართველო
ნახევრის _ ნახევარი.
და შენ, კუზიანო დედამიწავ,
რამდენიც გენებოს, იტრიალე!
love.gif love.gif love.gif love.gif
* * *
QUOTE
სამშობლო ტკიოდა მაგ ადამიანს

გეთანხმები, მართლაც ასე იყო user.gif

საქართველოსთვის!

გაიტანეთ და
შიშველ კარჩხაზე ჩამოჰკიდეთ
ჩემი სხეული,
თუ არ გამოვდექ საქართველოსთვის.
მერე დამწვით და
ეს სხეული, ფერფლად ქცეული
ქარს გაატანეთ საქართველოსთვის.
გაიტანეთ და
შიშველ კარჩხაზე ჩამოჰკიდეთ
ჩემი სხეული
საქართველოსთვის!
საქართველოსთვის!

***
ამომიტანეთ,
რომ მოვკვდები,
საჯიხვეზე ამომიტანეთ,
აქედან კარგად ჩანს საქართველო...
აქ ნისლი დიდხანს არ ჩერდება,
აქ ნისლი ქარში იწეწება,
ამომიტანეთ,
აქედან გული ამაყად იხედება;
კლდედ რომ ვიდგები
დედაჩემი აღარ დაბერდება.
ამომიტანეთ,
რომ მოვკვდები,
საჯიხვეზე ამომიტანეთ,
აქედან კარგად ჩანს საქართველო...

Posted by: ფრენოლოგი 14 Dec 2011, 23:20
‎26 დეკემბერს, 18:00 საათზე, საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, გაიმართება გოდერძი ჩოხელზე შექმნილი ფილმის "ცასწავალა", ჩვენება/პრემიერა. დასწრება თავისუფალია.

Posted by: S A F O 15 Dec 2011, 01:03
ფრენოლოგი
QUOTE
26 დეკემბერს, 18:00 საათზე, საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, გაიმართება გოდერძი ჩოხელზე შექმნილი ფილმის "ცასწავალა", ჩვენება/პრემიერა. დასწრება თავისუფალია.

ხომ არ იცით ვისი გაკეთებულია ფილმი?

Posted by: ფრენოლოგი 15 Dec 2011, 01:22
S A F O
QUOTE
ხომ არ იცით ვისი გაკეთებულია ფილმი?

no.gif

Posted by: Slon-he 15 Dec 2011, 05:14
პატარაობისას, ცრემლების გარეშე ვერ ვკითხულობდი ))))

Posted by: lankaaa 18 Dec 2011, 01:18
QUOTE
ხომ არ იცით ვისი გაკეთებულია ფილმი?

ახალგაზრდა რეჟისორის, მარიამ ადამაშვილის ფილმი გოდერძი ჩოხელის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე.

Posted by: leva1990 10 Jan 2012, 09:25
თეთრ ღრუბლებში ქეიფობდა თეთრი მთვარე
ხმელ ტაბლაზე ვარსკვლავები მიეწვია..

Posted by: mtis_yoili 10 Jan 2012, 17:44
QUOTE
თეთრ ღრუბლებში ქეიფობდა თეთრი მთვარე
ხმელ ტაბლაზე ვარსკვლავები მიეწვია..

love.gif love.gif love.gif

Posted by: seeman 10 Jan 2012, 21:43
გარსია ხევსურული სახელია

არხოტი!

მთის საუფლოში არსად ისეთი მიუდგომელი საცხოვრისი არ არის, როგორიც არხოტია.

სოფლები:

ჭიმღა.

ამღა.

ახიელა.

კვირიწმინდა.

მოწამეთა.

გვარები:

ჯაბუშანურები.

წიკლაურები.

ოჩიაურები.

ნაროზაულები.

ცისკარაულები.

ბალიაურები.

თეთრაულები.

გაბურები.

ჭიუხები.

მთები.

ქვემოთ ღორღიანი ჭალა.

ჭალაზე მდინარე - ასა.

და ეს ყველაფერი ერთად - არხოტი.

და არხოტიონები სხვებს რომ ეძახიან ხევსურებს, თუმცა თვითონაც იმათი მოდგმისანი არიან.

ვინ იცის როდის დაემკვიდრნენ აქ.

ხნავენ.

სთესავენ.

მკიან.

ხდიან არაყს.

ადუღებენ სვიან ლუდს.

ღრეობენ.

მღერიან.

ლექსობენ.

ზამთრის გრძელ ღამეებში სხედან ხევსურის ქალები და ფარდაგებს ჰქსოვენ. გრძელი ზამთრით გულგაწყალებულებს გაზაფხული ენატრებათ და ფარდაგებზე ნაირ-ნაირ ყვავილებს ჰქარგავენ.

გაზაფხული ფეთქავს ხევსურულ ხალიჩებზე.

აქ უთქვამს ჯაბუშანურების წინაპარს:

”იარებოდა დედაი,

ტირილით თვალცრემლიანი”...

აქ ბევრის საკარგყმო დალეულა.

აქაურებს სწამთ იმ ქვეყნიური ცხოვრება. ქრისტიანებიც არიან და კერპთაყვანისმცემლებიც.

მიცვალებულის სულს დოღს უმართავენ. საფლავზე აცეკვებენ დაწურვილ ცხენებს.

დასაბამიდან თვითონ ჭედავენ ხმალ-ხანჯლებს.

მტრიანიც არიან და მოკეთის მიმყოლნიც.

მღერიან საკარგყმოს.

ქისტის ურიცხვი ლაშქარი შემორტყმია გარშემო არხოტს.

გაჭირდა თურმე ბრძოლა.

გადმომდგარა მაშინ ციხის ქონგურებზე თმებგაწეწილი ხევსური დედაკაცი და უკივლნია არხოტიონათვის:

- ქალ-ბალღიანად გაწყდითავ არხოტიონებო, ოღონდ მტერს არ დაანებოთ არხოტი!

მაშინ ეს სიტყვა მზესავით ჩაღვრია არხოტიონებს ძარღვებში.

მდინარე ასა სისხლისფერი გახდა...

თევზი დაიხოცა შიგ...

არხოტიონებმა გამარჯვების აღსანიშნავად სოფლის გორზე საერთო ქავის კარი ააშენეს, სადაც ურიცხვი მტრის მარჯვენა ჩამოხმა მერე.

***

არ უხოცია მტერი გარსია ოჩიაურს. არ ჩამოუკიდია ქავის კარზე ქისტის მარჯვენა.

არ გასდევნებია ხარ-ჯიხვებს ჭიუხებში.

გარსია ოჩიაურმა თავისი სიცოცხლე ცეკვაში გალია.

ცეკვავდა ბალღობაში.

ცეკვავდა არხოტის ბუნებით მთვრალი.

არხოტის მაღალი ცა უყვარდა.

დილით მთის წვერზე ეგებებოდა მზის ამოსვლას.

მზე ამოდიოდა.

ცეკვავდა გარსია ოჩიაური მთის წვერზე.

იმან არ იცოდა რა იყო დაღლა.

ეჩვენებოდა, რომ მასთან ერთად არხოტის მთებიც ცეკვავდნენ.

მთებს ეჯიბრებოდა.

ცოლი რომ მოიყვანა, მაშინაც ცეკვავდა.

შვილი რომ დაებადა, ცეკვავდა.

ოცდაათ წელს რომ გადააბიჯა, მაშინაც.

ვერაფრით ვერ გაძღა არხოტის სილამაზით.

- ერთი არხოტის მიწაზე ცეკვით გამაძღო და მომკლა თუნდაც! - ამბობდა გარსია და ცეკვავდა.

გაზაფხულზე პირველი ყვავილი რომ ამოვიდოდა, ეცეკვებოდა.

ტყე რომ გირჩს გამოისხამდა, ეცეკვებოდა.

მდინარე ასას ეცეკვებოდა.

- ასა! - გაჰკიოდა გარსია.

- ასა! - ხმას აძლევდა მდინარე.

გუგული რომ მოფრინდებოდა, იმასაც ეცეკვებოდა გარსია. არხოტის უძირო ციდან თოვლის პირველი ფიფქი რომ ჩამოვარდებოდა - იმასაც.

ამ ქვეყანაზე ყველაფრის მოსვლას ცეკვით ეგებებოდა.

არხოტი უყვარდა უზომოდ.

ერთი წუთითაც არ უფიქრია არხოტიდან სადმე წასვლა.

არ უხოცია მტერი გარსია ოჩიაურს.

არ ჩამოუკიდია ქავის კარზე ქისტის მარჯვენა.

არაფერი არ მოუკლავს.

დღეს გარსია ოჩიაურის საკარგყმოს სვამენ ხევსურულ სოფლებში აქა-იქ შემორჩენილი ხევსურები.

***

მთავრობის კაცები ამოვიდნენ არხოტში.

გადასახლება.

ამ სიტყვამ დალულა გარსია ოჩიაურის ძვალ-რბილი.

- კი მაგრამ, ჩვენ აღარ გვეკითხებიან გვინდა თუ არ გვინდა?!

- სად გვასახლებენ, რატომ?

- მლაშეში.

- მერე და, რითი სჯობია მლაშე არხოტს?!

- თუ ეხლა იქ არ წამოხვალთ, მერე მაინც ჩაგასახლებენ და შეიძლება უარესი ადგილი შეგხვდეთო.

ბევრი იფიქრეს ხევსურებმა.

დასხდნენ საფიხვნოში და ბჭობდნენ.

ერთ კვირაში უნდა მომზადებულიყვნენ წასასვლელად.

- კი მაგრამ, რაით სჯობია ”მლაშე”, არხოტს.

- ვერ გაერკვია გარსიას.

არც სხვებმა იცოდნენ, რაით სჯობდა არხოტს ”მლაშე”.

უარეს ადგილზე დასახლებას, მლაშე არჩიეს სოფლის თავკაცებმა.

დაიწყეს მზადება.

შეკრეს ბარგი.

შეაგროვეს საქონელი.

გამოკეტეს საბძლები.

და ბოლო ღამეს დასხდნენ საფიხვნოში.

ხმას არავინ იღებდა.

გარსია ოჩიაურის შვილებმაც გაამზადეს ბარგი.

ისინიც საფიხვნოში დასხდნენ.

ისხდნენ და მიწას ჩაჰყურებდნენ ხევსურები.

ხვალე უნდა წასულიყვნენ აქედან.

გარსია ადგა და მაღლა ბანზე ავიდა.

მზე ჩადიოდა არხოტის მთებში.

ამ წუთში არხოტის მთების უსაზღვრო სიყვარული იგრძნო გარსია ოჩიაურმა.

ხვალე გადაასახლებენ.

დღეს უნდა იცეკვოს გარსია ოჩიაურმა.

შეიძლება ვეღარასოდეს ამოვიდეს აქ.

მზე ჩადის.

და ცეკვავს გარსია.

ღამდება.

ცეკვავს.

ამოდის მთვარე.

ხევსურები ბანს შემორტყმიან და უხმოდ მისჩერებიან გარსიას.

- ასა! - კივის ის.

- ასა! - ბანს აძლევს მდინარე.

ფეხებზე ქალამნები აცვდება. მაინც ცეკვავს.

მერე წინდებიც ცვდება.

ცეკვავს.

ფეხის გულებიდან სისხლი მოსდის.

ჯერ წვეთ-წვეთად...

მერე თქრიალით.

ტკივილს არ იმჩნევს გარსია.

უნდა გაძღეს არხოტის მთებში ცეკვით.

სხვა დროს შეიძლება ვეღარც ამოვიდეს აქ.

სისხლი და მიწა ერთმანეთში ირევა.

გარსია ვერ გრძნობს, რომ სისხლმა ბანი აატალახა.

ის ვეღარაფერს ვეღარ გრძნობს, ერთი სურვილით არის შეპყრობილი:

უნდა გაძღეს არხოტის მთებში ცეკვით.

ილევა ღამე.

თანდათან სისხლად იცლება მოხუცი.

მაინც ცეკვავს.

ხევსურები უხმოდ უყურებენ.

ვერავინ ვერ ბედავს ახლოს მისვლას, რომ გააჩერონ.

თენდება თანდათან.

მტრედისფრად გალობენ არხოტის მთები.

ცეკვავს გარსია ოჩიაური.

- ასა! - ერთხელაც გასძახებს მთებს და მზის სხივებს შეაშრება იმისი სული.

ერთი წამით ხელგაშლილი დგას.

მერე გულაღმა დაეცემა არხოტის მიწაზე.

ხევსურებმა ამოსულ კაცებს სთხოვეს, რომ ერთი კვირა დაეცალებინათ.

დაასაფლავეს გარსია და იმის სულის მოსახსენებლად გამართეს დოღი.

არავის ჩამოვარდნია ცრემლი.

ცხენების ჭენებაში მოიკლეს ბოღმა.

თითქოს ცხენებიც გრძნობდნენ, რომ ეს იმათი ბოლო დოღი იყო, ცხელი საფეთქლები ჭიუხებიდან მონაბერი ნიავისათვის მიეშვირათ და გარსია ოჩიაურის საფლავისაკენ გარბოდნენ, რომ იქ საბოლოოდ შეეყენებინათ ყალყზე თავიანთ პატრონებს.

.

Posted by: mtis_yoili 10 Jan 2012, 22:06
seeman
ვაი ესეც როგორ მიყვაარს //... (თვალებაციმციმებულსიყვარულიანსულგულმაგარი სმაილიკი)

Posted by: Selfish_kid 10 Jan 2012, 22:47
QUOTE (Cat Power @ 2 Feb 2011, 21:22 )
QUOTE
1 - უკაცრავად. თქვენი სახელი? - გოჩა. - გვარი? - ჩიფიკაშვილი. - რამდენი წლისა ხარ, გოჩა? - თექვსმეტის. - შეყვარებული თუ გყავს? - შეყვარებული? - ჰო, რა იყო, რაზე გეცინება? - რავი აბაა! - რა ჰქვია? - ვის? - შენს შეყვარებულს. - არ ვიცი. - როგორ, სახელი არ იცი? - არა, მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი და ისიც შორიდან. - როგორ ფიქრობ, რა არის სიყვარული? - რავი აბაა! მე მგონი მარადიული მონატრებაა. . .

2 - მართა პირველი. - ოჰო! რა ლამაზი სახელი და გვარი გაქვთ! - მართლაა! - ძალიან მომწონს. - უი, დიდი მადლობა. - მართა, შეიძლება სიყვარულის შესახებ რამდენიმე კითხვა მოგცეთ, ხომ არ გაბრაზდებით? - უი, როგორ გეკადრებათ, პირიქით, მე ძალიან მიყვარს ამ თემაზე საუბარი. - რახან ასეა, მაშინ გულახდილად მითხარით, გიყვართ ვინმე? - არა, მე გათხოვილი ვარ!

3 - თქვენი სახელი? - ჩემი?! - დიახ. - კოლა, ნიკოლოზი, ისე ნიკიფორეს მეძახიან. - თქვენ რომელი გირჩევნიათ? - მეე, ნიკო. - რა გვარი ბრძანდებით? - ჩუქურთმიშვილი, ნიკიფორე ჩუქურთმიშვილი. - ცოლ-შვილი გყავთ? - პირველი ცოლისგან ერთი ბიჭი, ახლა ჯარშია, წერილს ველოდები, მეორისაგან ქალ-ბიჭნი, უმცროსი მერვეშია, უფროსი მეათეში, გოგო სჯობია სწავლითა, ბიჭი ყალთაბანდობს, არა უშავრა კია. . . ბიჭი ეგეთი სჯობია, გამაიჯეკება ყველა საქმეშია, მეც ეგრე არ ვიყავი, რო? მესამე ცოლი კიდევ უშვილო გამამადგა, მაგრამ რას იზამ, ვერ გააგდებ და ვერაფერი, ისეთი ძმები ჰყავ, რომა კაცი მჭამლები. - რას იტყვით, რა არის სიყვარული? - არ გაგიგონიაა, შიში შაიქმს სიყვარულსაო, ასპროცენტიანი ეგრეა; რა ვქნა უშვილო გამამადგა, მაგრამ ისეთი ძმები ჰყვა რო პირდაპირ კაციმჭამლები, მიყორს მა რა ვქნა, თავზეით რო ძალა აღარ არის, რას იზამ? - შვილების სიყვარულზე რას იტყვით? - აი, იმათ ენაცვალოთ მამა, აგრეე! - ხომ ნახულობ? - არა, ალიმენტ უგზავნი.

4 - რომელ კლასში ხარ ლადო? - მეოთხეებში გადავდივარ. - რა ნიშნები გყავს? - რავიიი! - შენმა კლასელმა გოგომ მითხრა ორებს ღებულობსო, მართლა? - ორებს კი არა, ისაა. - მაშ, რა ნიშნები გყავს? - ხუთები, ოთხები და ალაგ-ალაგ სამები. - რა გვარი ხარ? - წიკლაური. - შეყვარებული ხომ გყავს? - შეყვარებული არა, ისაა! - მე რომ მითხრეს ჰყავსო? - არაფერიც. - შენი კლასელია? - ვინა? - ის გოგო, შენ რომ გიყვარს. - არავინაც არ მიყვარს. - მე რომ მითხრეს? - რა გითხრეს? - ლადოს ის გოგო უყვარს, კლასში მის უკან რომ ზისო. - უკან კი არა, წინ ზის – წამოსცდა ლადოს და სირცხვილისაგან აწითლებულმა თავი დახარა.

5 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . - მე რა უნდა გითხრათ სიყვარულზე, ეგ ასაკი უკვე გავიარე. - რა ასაკი. - აი, კაცს რომ ჰგონია, სიყვარული მართლა რომ არსებობს. - თქვენ გინდათ თქვათ რომ. . . - დიახ, დიახ, ადრეც მეგონა, რომ არსებობდა, მაგრამ თურმე ეს ყველაფერი ბავშვობის ილუზიები იყო. - მერე როგორ მიხვდით, რომ არ არსებობს? - სულ უბრალოდ. სკოლა რომ დავამთავრეთ, დავშორდით. მე ინსტიტუტში გავაგრძელე სწავლა, ის ჯარში წავიდა. - მერე? - მერე ჩემს თანაკურსელზე გავთხოვდი. - რატომ, არ გიყვარდათ? - ჰმ, შენ რა ჩემი ქმარივით ლაპარაკობ? - მაინც? - გიყვარს, არ გიყვარს, გიყვარვარ, არ გიყვარვარ, რა შუაშია აქ სიტყვები, მთავარია ელემენტარული გაგება, ხომ? - მაინც რაში გამოიხატება ეს ელემენტარული გაგება? - მე მგონი ბევრ რამეში, თუნდაც იმაში, რომ არ უნდა მთხოვდეს ანგარიშებს, სად ვიყავი, რატომ დავიგვიანე, ეს ხომ წვრილმანია, არა? - გააჩნია, რა შემთხვევაში. - ხომ გითხარი? - რა მითხარით? - ჩემი ყოფილი ქმარივით ლაპარაკობთ-მეთქი. - შერიგებას არ აპირებთ? - ვისთან, იმასთან?! - უკაცრავად. - არაფერზე. - და კიდევ ერთი კითხვა: ის ბიჭი რომ შეგხვდეს და ძველი სიყვარულის გაახლება შემოგთავაზოთ, რას იზამთ? - ვისზე ამბობთ? - თქვენს თანაკლასელზე, მე მგონი აქამდე ცამოვიდოდა ჯარიდან. - ააა, გოჩაზე ამბობთ? ის შემხვდა კიდეც, რომ გაიგო ქმართან გაცილებული ვიყავი, ასეო, ისეო, უშენოდ არ შემიძლიაო. - მერე რა უთხარით? - ვიფიქრებ მეთქი. იმ დღეს იანვრის ოცდაცხრა რიცხვი იყო, დავთქვით, თებერვლის ოცდაცხრაში შევხვედროდით ერთმანეთს და მაშინ ვეტყოდი ჩემს პასუხს. მისამართი განგებ არ მივეცი, იმან ძველი მისამართი იცოდა, ჩვენ კი საცხოვრებლად სხვაგან გადავედით. მოკლედ თუკი ვინმე საერთო ნაცნობი გვყავდა და ჩემი ახალი მისამართი იცოდა, ყველა გავაფრთხილე, არ ეთქვათ მისთვის ჩემი ახალი მისამართი. - რატომ? - იმიტომ, რომ მაინტერესებდა, ადრე მართლა მიყვარდა თუ არა. თუ მართლა მიყვარდა, ხომ ვერ გავძლებდი და თებერვლის ოცდაცხრაში დათქმულ ადგილზე შევხვდებოდი. არ მინდოდა შევხვედროდი მანმადე, გაიგე? ჩემს თავს ვამოწმებდი. - მერე რა გაარკვიეთ? - თებერვალი ოცდაცხრით კი არა ოცდარვით იყო. - და ვეღარ შეხვდით? - მე ოცდარვაშიც მივედი და პირველ მარტსაც. - არ მოვიდა? - ამას წინათ ისევ შემთხვევით შემხვდა და იცი, რა მითხრა? მაპატიე, ოცდაცხრა თებერვალს ისეთი საქმე მქონდა ვერაფრით ვერ მოვახერხე მოსვლაო. მაშინ მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ბავშვობა იყო. - და აღარ გჯერათ? - არავითარ შემთხვევაში. - და მაინც როგორ სიყვარულს ისურვებდით? - რაღა თქმა უნდა, ურთიერთგაგება რომ იყოს, ისეთს.

6 - ბებოო? - რაო, შვილო? - სიყვარული რა არის? - სიყვარული არა ხაარ, მა რა ხარ ბებო გენაცვალოს!

7 - ჩემი სახელია აპოლონი. - გვარი? - მღებრიშვილი. - სად მუშაობთ? - იქ. - სად იქ? - ნუ, რა საჭიროა? - შემთხვევა რო იყოს, სიყვარულის გულისათვის თუ დასთმობდით სიცოცხლეს? - ვინა? მეეე ქალის გულისათვის, კაცო?! სიყვარული რაღა არის, რომ მისი გულისათვის სიცოცხლე გაწიროს კაცმა.

8 - ეხლანდელები ქაა?! ეხლანდელები აღარც სირცხვილს დაგიდევენ და აღარც ნამუსსა, გვიყვარსო! აეტუზებიან ერთმანეთსა და ჰპროშნიან. ზედაც არ გიყურებენ, გინდა ყოფილხარ იქა გინდა არა, გვიყვარსო! მერეე ქაა?! ეხლანდელი ცოლ-ქმარი რო დადიან, ეგრე დავდიოდით ჩვენა? ჩვენ კი არ გვიყვარდა ერთმანეთი?! თუ მაგათ სწავლა რომ აქ, სხვანაირი სიყვარული იციან? ჩემ ქმარს რო დავინახავდი, იგრე შამაზრიალებდა ტანში, როგორც რო რა? მაგრამა რას შავიმჩნევდი, სახელი რა არის, სახელითაც ვერ მივმართავდი ხალხშია, მრცხვენოდა. ისრე წავიდა შავ მიწაშია, მე იმისთვი თვალი არ გამიყრია თვალშია. ახლანდელები? ლამის არის, თვალებით დაჭამონ ერთმანეთი. არა, ქაა! მე მაგნაირი სიყვარული არ მწამს. არ მწამს და მამკალ, აჰა!

9 მეცხრე და ბოლო კითხვა, თუმცა ბოლო რატომ? განა წინა პასუხებიდან რამე გაირკვა? სიყვარულის რაობისათვის ხომ იმდენივე კითხვა შეიძლება დაისვას, რამდენი ადამიანიც არის ქვეყანაზე. ალბათ ყველა პასუხი მართალი იქნება შეკითხვაზე, თუ რა არის სიყვარული. მართალი იქნება იმიტომ, რომ ყველა თავისებურად ხედავს მას, მაგრამ საბოლოოდ მაინც გაურკვეველი დარჩება, რადგან თვითონ ცვალებადი და გაურკვეველი ბუნებისაა სიყვარული. ასე არ არის, მკითხველო? სცადეთ, ყველამ საკუთარი პასუხი გასცეთ ამ შეკითხვას: - მაინც რა არის სიყვარული, როგორი ბუნებისაა იგი და ისურვებდით თუ არა არსებობას მის გარეშე? ამით მარადიულად გაგრძელდება ჩვენი მოთხრობა, რომელიც ვერასოდეს ცასწვდება მის ბუნებას. და თუ ვინმე მაინც ჯიუტად შემოგიბრუნებთ კითხვას: - დამიმტკიცეთ, რომ არსებობს სიყვარული. ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს: სიყვარული ისეთ ბუნებისაა, დამტკიცებას არ საჭიროებს, იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს!

ეს მომწონს ძალიან up.gif

მე ამით გავიცანი ჩოხელი

და იმის მერე ... მიყვარს უბრალოდ love.gif

QUOTE
გიყვართ ვინმე? - არა, მე გათხოვილი ვარ!

:|

Posted by: spliyvi1 4 Feb 2012, 00:06
თოკს აბია ბედისწერის ცხენი,
მაგრად არის ჩარჭობილი პალო,
ზოგჯერ წყენით, ზოგჯერ აღმაფრენით
სადღაც მივალთ, რაღაცაზე ვწვალობთ.
თოკს ვერ გაწყვეტს ბედისწერის ცხენი,
პალოს მაღლა არ გაუშვებს მიწა,
ვერა ვხვდებით, რაგინდ ბევრი შევძლოთ,
ვერასოდეს ვერ მივაღწევთ მიზანს.
თოკს აბია ბედისწერის ცხენი,
ტრიალებს და გვატრიალებს ჩვენც,
ცა არ მოჩანს მაღლა ასაფრენი,
თოკი იჭერს ბედისწერის ცხენს.
ბედისწერა ხარხარებს და ხარობს,
კარგად იცის, ვინა ვართ და რა ვართ,
ერთხელ უნდა მიწა ამოთხარონ,
თოკის ბოლო სამარისკენ გვწევს.
და ერთხელაც, გაილევა თოკი,
ბედის ცხენით გაფრინდება სული,
გასრულდება დღენი ჩვენი ყოფის
და დადგება მარტოობა სრული.

Posted by: S A F O 4 Feb 2012, 01:03
lankaaa
QUOTE
ახალგაზრდა რეჟისორის, მარიამ ადამაშვილის ფილმი გოდერძი ჩოხელის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე.

ყოჩაღ. მეც ვაპირებდი ადრე და ვეღარ მოვაბი თავი . sad.gif.

ფილმის ნახვა სად შეიძლება ხომ არ იცით?.

Posted by: leva1990 4 Feb 2012, 12:12
QUOTE
ფილმის ნახვა სად შეიძლება ხომ არ იცით?.

გოდერძი ჩოხელის ფეისბუქის გვერდზე არ არის ატვირთული???

Posted by: spliyvi1 11 Feb 2012, 22:58
გაზაფხულზე რომ გათბება მიწა,
რომ ამოვა ენძელა და ია,
საქართველოვ, შენს ყველაფერს ვფიცავ,
ლექსს დაგიწერ ცისფერ პეპლებიანს.
ანანურთან არაგვის წყალს დავლევ,
გამარჯვებას ვეტყვი ცისფერ კალმახს,
ციხისძირთან შემეყრება გველი,
ის მაჩუქებს უკვდავების ალმასს.

მერე წავალ, ბილიკებზე ვივლი,
მსურს ვეფერო დეკასა და ღვიას,
ნელა-ნელა მყინვარწვერზეც ავალ,
რომ იქიდან გადმოგხედო მთლიანს.

Posted by: lankaaa 11 Feb 2012, 23:09
QUOTE
ფილმის ნახვა სად შეიძლება ხომ არ იცით?.

არ ვიცი. მე ფილმის ჩვენებას დავესწარი ანდრია პირველწოდებულის სასწავლებელში
QUOTE
გოდერძი ჩოხელის ფეისბუქის გვერდზე არ არის ატვირთული???

არა, დიდია. იქნებ საიტებზე იდოს სადმე

Posted by: zani_tanha 13 Feb 2012, 22:17
გუდამაყრელი მინდია
ყოფნა-არყოფნის, სიკვდილ-სიცოცხლის, სიკეთე-ბოროტების მარადიული სამანი უდევს გულთაბოძად გოდერძი ჩოხელის შემოქმედებით მემკვიდრეობას.
დღეს გოდერძი ჩოხელზე, გუდამაყრელ მინდიაზე, წარსულ დროში გვიხდება საუბარი. ”ორ კითხვის ნიშანს”-სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის ჭიდილი სიკვდილის გამარჯვებით დამთავრდა, მაგრამ რატომ გამარჯვებით!? ,,კაცი სანამ ცოცხალია, არ მოკვდება, ხოლო თუ მოკვდება, აბა რასიღა უნდა ეშინოდეს, სიკვდილს იქით ხომ უფრო დიდი სიცოცხლეა.”
გოდერძი ჩოხელის მოთხრობებისა თუ რომანების გმირები გუდამაყრელები არიან. ავტორის სიტყვითვე, ,,გუდამაყრის ხეობა დიდი წიგნია, მთები ყდებად აქვს ამ წიგნს და შიგნით უამრავი მოთხრობა სწერია. მზე და მთვარე მანათობლად მყვანან, ვზივარ ჩემთვის, გადაშლილი მაქვს ეს უცნაური წიგნი და ვკითხულობ”. ჩვენ კი გულდასმით ვუსმენთ მწერლის მიერ მონათხრობ უცნაურ თავგადასავლებს ნაძვად, ირმად, თევზად ქცეული ადამიანებისას და თითქოს გვჯერა კიდეც, რომ ჩვენს ყოფაშიც შემოაბიჯებს მხარზე ნაძვამოსული ადამიანი.
გოდერძი ჩოხელის გმირები თავიანთი გულუბრყვილობითა და მიამიტობით გვხიბლავენ,გულუბრყვილოა ბათულა ჩოხელისა და შუღლიანთ მახარას შორის ყვავის გამო ამტყდარი დავა...
გუდამაყრის ბინადრები არიან დევგარეული და ბიბღაი, რომელთა ლიტერატურული პროტოტიპებია ჩირიკი და ჩიკოტელა. დევგარეულის, მეტისმეტად კეთილი და უბოროტო ქმნილების, ანტიპოდია ბიბღაი, ეს ნაცარქექიასავით ტანჩია, მაგრამ ცუღლუტი და მოხერხებული კაცი, რომელიც მუდამ კრიჭაში უდგას დევგარეულ დევ-კაცს. მათ შორის არსებული ,,უბოროტო” ქიშპობა სავალალოდ მთავრდება, დევგარეული ეწირება ბიბღაის ხრიკებს, თუმცა ბიბღაი მეტოქის გარეშე უფერულად და უღიმღამოდ აგრძელებს წუთისოფელს.
ჩოხელის გმირები ნიღაბს ვერ ირგებენ დ ვერც პირფერობას იტანენ. ისინი ზედმეტად გულუბრყვილონი და ახალშობილივით უსუსურნი არიან. არადა, თუკი თამაშს შესთავაზებენ, იმდენად ირგებენ როლს, რომ უჭირთ ხოლმე რეალობაში დაბრუნება .მთავარი როლის შემსრულებელი ხეჩო ირმად ყოფნამ იმდენად გაიტაცა, რომ ლამის ირმად იქცა.
ლუკმა-პურისათვის, დღიური საზრდოსათვის მშრომელ გამიხარდაის ადამიანთა უსამართლობამ და დაუნდობლობამ ათქმევინა უარი ცოლ-შვილზე, ადამიანად ყოფნაზე და თევზობა ირჩია, მაგრამ თევზთა შორისაც არსებობენ მჩაგვრელნი და ჩაგრულნი და ვერც ეს თავშესაფარი გამოადგა უსაფრთხო გამიხარდასთვის, მგლური ყოფნის მორიგი მსხვერპლისათვის, რომლის უბედურებამ კიდევ ერთხელ შეკრა და გააერთიანა გათითოკაცებული სოფელი.
ადამიანის მეტამორფოზა სხვადასხვა მიზეზითაა განპირობებული. მხარზე ნაძვამოსული ბერი გრძნობს, რომ ფესვები მიწაში უდგას; გრძნობს, რომ ყველასგან გამორჩეულია. გაოცებული თვითმხილვენი კითხვებით ავსებენ დაუჯერებელ ანაქრონიზმს-ნაძვკაცას: ,,თუ მიწაზე დაიბადე, რატო შენც ჩვენსავით ფერს არ იცვლი, შენიანებს სიარული არ შეუძლიათ, შენ კი დადიხარ, სადაც მოგესურვება, იქ დგები, თან არც ჩვენნაირი ფოთლები გაქვსო.”
მიწაში ფესვგართხმულმა, ნაძვად ქცეულმა ბერმა სიცოცხლე ადამიანისა განვო და მოიპოვა სიცოცხლე მარადმწვანე, უჭკნობი ხისა და ეს ადამიანისთვის დაუჯერებელი მოვლენა სულაც არ არის მოულოდნელი მწერლისათვის, რამეთუ ,,ყველაფერი ღვთის წილია და ყველაფერში ღმერთი სულდგმულობს.”
ბერის მიერ მოპოვებული ხელახალი სიცოცხლე გოდერძი ჩოხელის იდუმალი ნატვრაა, რომელიც მისსავე სიტყვებით ხდება საცნაური:
,,როცა ჩემს თვალებს ცის ნათელი დაეკარგებათ,
როცა ჩამოვლევ ჩემ წილ საწუთროს,
როცა ჩემ მუხლებს შენზე დგომა არ შეეძლებათ,
როცა ჩავქრები, სამძღროს იქით რომ გადავხდები,
გაიხსენი, გაიხსენი ეს საკინძე და მიმიღე,
მიმიღე და შემინახე...დედაო მიწავ!”
გოდერძი ჩოხელი, განგებისაგან გამორჩეული უნარით დაჯილდოვებული მწერალი, ებაასება გუდამაყრის წარმტაც ხეობას; ბუმბერაზ მთებს, რომლებიც წყლის დასალევად ჩამოდიან ხოლმე არაგვზე; ამეტყველებს უტყვ არსებებს, რომელთაც ადამიანებივით ძალუძთ სიყვარული, თუმცა ზოგჯერ ადამიანებსაც აჭარბებენ თავიანთი ,,ადამიანურობით’’. მწარია მექობაურის ცოლზე გულშევარდნილი დათვი თავის უცნაურ სიყვარულს ველური ყვავილების თაიგულში აქსოვს. შუღლიანთ გიგოლასთან შეკედლებული ღვთის ქათამი კი მარტოობას უქარვებს და ლუკმა-პურს აჭმევს პატრონს, რომელმაც ბედნიერება ფულზე მიყიდა უმადურ ადამიანეთს.
ადამიანეთი მართლდაც რომ უნდოა, მაგრამ დედაბუნებაა ზედმიწევნით სამართლიანი და ადამიანის მიერ ჩადენილ ავკაცობას ცოდვა-მადლის ცოცხით გვის და ალაგებს. ტყის ქათმის დედური ინსტიქტი უფრო გამძლე აღმოჩნდა გულქვა ადამიანის სულმოკლეობაზე, რომელმაც ბუდიდან აართვა კვერცხები უღონო ფრინველს.
,,რატომ ეჯავრებათ ძაღლებს მგლები და უფრო ერთგულნი არიან ადამიანის, ვიდრე ადამიანები ერთმანეთის მიმართ’’, განა კი იმსახურებენ ადამიანები ამ ერთგულებას? რა თქმა უნდა, იმსახურებენ, რამეთუ სიკეთე ბოროტების გარეშე ისეთივე უფერულია, როგორც კუშტი ღამე მთვარის გარეშე. ამქვეყნად კეთილი და ბოროტი გვერდიგვერდ თანაარსებობენ. კითხვაზე: -,,ბოროტება უნდა იყვეს თუ არაო’’,-გუდამაყრელი მრავალსაუკუნოვან გამოცდილებაზე დაყრდნობით პასუხობს: ,,მაშ, როგორ? სიკეთეს უმისოდ ფასი აღარ ექნებოდაო.’’
ჩოხელის ნაწერებში გამუდმებულ ჭიდილში არიან სიკვდილი და სიცოცხლე. უთანასწორო ბრძოლა ხშირად მთავრდება კეთილზე ბოროტის მეუფებით, სიცოცხლეზე სიკვდილით გამარჯვებით, მაგრამ ეს ერთგვარი ხერხია მწერლისა იმისათვის, რომ სიკვდილის გამარჯვების ჩვენებით მკითხველს უფრო მოაწყუროს და შეაყვაროს სიცოცხლის მარად მდინარი წყარო.
Nნაწილიანი ჩაჩაი სიკეთის მსახურებამ დარდების შემგროვებლად აქცია. დადიოდა კარდაკარ ჩაჩაი და ადამიანთა დარდებს იწერდა და აგროვებდა, მერე კი დარდებით დახუნძლული ხალთა ღმერთთან ,,წაიღო’’. დარდების შემგროვებელი მწერლის ბავშობაში მართლა დადიოდა თურმე სოფელ-სოფელ და ადმიანებს სადარდებელს ეკითხებოდა თურმე. მწერალი გულდაწყვეტით დასძენს: ,,ახლა აღარც გუდამაყარში დადის დარდების შემგროვებელი, აქ ხომ არც ადრე დადიოდა ...დავდივართ დარდით სავსეები.”
ცოდვა-მადლის ჭიდილის, სიკეთისა და ბოროტების შერკინების ასახვის მხატვრულ მცდელობას წარმოადგენს მოთხრობა ,,სამანს იქით დასახლებულნი. ”საფიხვნოში მჯდარი თემის კაცნი საწყაოთი ზომავენ ადამიანურ ქმედებებს, მსჯავრიც გამოაქვთ და ცოდვილებს სამანს იქით ასახლებენ. ჩვენს თვალწინ გაიელვებს მთელი გალერეა შემცოდეთა: შვილის მკვლელი მაშვნია, სულმოკლე დედა ზითანდარი, მექალთანე შიო, ქურდი გიგოლა, ზარმაცი ბიბღია, თემის კაცზე გამიჯნურებული გულქანი და მათი ისტორიები გვამცნობენ, თუ როგორ მრავლდება საკაცეთში ცოდვა.
გოდერძი ჩოხელის მთელი შემოქმედება და ამქვეყნად არსებობა სიკეთის მსახურებად შეიძლება მივიჩნიოთ. ანდერძივით ჟღერს სიტყვები ბუნების ენის მცოდნე მწერლისა: ,,ეცადენით სიკეთეს ემსახუროთ სიკვდილამდე და სამანს აქეთ იცხოვროთ და დაიმარხოთ”…

/მ. ს./

Posted by: spliyvi1 15 Feb 2012, 22:57
სად მიხვალ, ჩემო იმედო,
მარტოს რად მტოვებ,
რას ჩქარობ?
ხომ არ გაჩერდა ჩემს წილად
სხვისთვის მბრუნავი სამყარო?
ხომ არ მიგებენ ლოგინად
შავ მიწას, ცივ სამარისას?
დამმარხვენ, არ მაღირსებენ
სხივებს მზისას და მთვარისას.
დაბრუნდი, ჩემო იმედო,
დღე გამითენე ხვალისა,
ჯავრს ნუ გამატან იმქვეყნად
სამშობლოს მომავალისას.

Posted by: leva1990 18 Feb 2012, 10:54
გული სიკეთით მოვქარგე,
სული მაქვს ვარდთა მთოველი,
სიყვარულს მეპირებიან
გრძნობები დაუცხრომელი.
მიხარის თქვენთან სიცოცხლე
ყოფნაც მალაღებს თქვენთანა,
ღვთის სადიდებელს ვმღერივარ
მოყვარესთან და მტერთანა.
ლაღი ვარ, ისე ლაღი ვარ
გულ-მკერდზე ვკოცნი ქვეყანას,
მიხარის, ღიმილიანი
ჩოქვით მივდივარ ღმერთთანა

Posted by: spliyvi1 19 Feb 2012, 16:02
სიყვარულის ახსნასავით

მინიატურა
–ცას ,ვარსკვლავებით იცი, რა აწერია?
–რა?
–მე მოვდიოდი დასაბამიდან და ჩემი სული ყვავილივით მომქონდა შენთვის!

Posted by: leva1990 19 Feb 2012, 17:53
ერეკლე გაჰყავთ ბრძოლიდან
ტირის წითელი ყაყაჩო
ერეკლე გაჰყავთ ბრძოლიდან
ტირის კრწანისის ველი
და ბრძოლის ველზე სისხლსა ღვრის
სამასი საკვირველი
შემიშვით ტირის ბებერი,
ბებერი ქართლის მგელი
ერეკლე გქყავთ ბრძოლიდან
ჭიხვინებს თათრის ცხენი
და ბრძოლის ველზე აგდია
სამასი საკვირველი

Posted by: spliyvi1 22 Feb 2012, 00:29
გოდერძი ჩოხელი
კლდეებში დაასრულე სიცოცხლე შენი...
კლდეებს დაუტოვე ძვალი და რბილი,
კლდეებს უზიარე სიცოცხლის წილი,
კლდეებზე იპოვე ძილი!
სთქვი და აასრულე, სთქვი და აასრულე,
რაც მოსახდენია, ჰქენი!
არავის ტირილი არ გინდა ამქვეყნად,
გლოვაა ეს წუთისოფელი.
ლამაზი ისაა, კლდე რომ გაგიხსენებს:
_ იყო გოდერძი ჩოხელი!
ლამაზი ისაა, კლდეს რომ შეერევი,
სუნთქვას რომ გაატან ნიავს,
ქვიშას გაერევი, ბოღმას მოერევი,
კლდეს სისხლით შეღებავ, მზიანს.
კლდეებში შენს ძვალ-რბილს
რომ ვერვინ იპოვის,
კუბო რომ არავის მიაქვს,
შავ მიწას სათხრელად რომ არვის გაუხდი...
სიკვდილიც, სიკვდილსა ჰქვია.
_ შენ უკვე გიჟი ხარ, გოდერძი ჩოხელო!
_ ჩემზე სულელი ხარ, შენ, წუთისოფელო!

Posted by: leva1990 4 Mar 2012, 18:58
ჩოხელის ზღაპრებში დავფლანგე ხილვები,
კანკეშა, შუფხაი, მწორი და მძახველი,
ჯიხვების არვეი, ხარლაღი ირმები,
მათი მყვირალობა, ბოძალის მსახველი.

დედი, მომიხარშე დუცისგან მურაბა,
ან დიყი მომართვი შაქარში ნახული,
სახლის გულთაბოძთან დამიდგი ყულაბა,
გოდერძის ზღაპრებში ნასწავლი ქართულის.

სართავის ძაფებით მჩხვლეტარე წინდებით,
მაგრად გამიხურე ბანტის ძმრით ფეხები
შუბლი გამიგრილე საბუხრე ფიქრებით
თხის ქონით დამზილე, ნუღარ შემეხები.

იქნებ გუდამაყრის ქათქათა ზამთარმა
მთოვარის ვერცხლი რომ ელვარედ ედება,
სასტიკმა, ლამაზმა, ლოდინში გამხდარმა,
დამინდოს დამდნარი თიბათვის ქედებად.

ისე დავიღალე დედილო შიშებით,
დევების ჩახოცვით, სამართლის მტკიცებით,
თუ ლაჩრად არ ჩამთვლი, აწი აქ ვიქნები
ბრძენ ნაცარქექიას მდუმარე კითხვებით.

სად ნახა ნეტავი ნიკალამ ჟირაფი,
რატომ აგვიშენა ვახტანგმა თბილისი?
რად სურდა ამირანს იმედის კიაფით,
გაეღვიძებინა ჯვარმცმელთა სინდისი.

რას ნიშნავს ბერძნისთვის კოლხეთში ქურდობა?
და სინამდვილეში რა არის საწმისი?
რატომ დააბრალეს მედეას მკვლელობა,
მითარგმნე პრომეთე, აღთქმა თუ საწყისი?

როდის ამიჩეხეს ეს ცნობიერება,
რეებით მტენიან, როგორ მაბრუებენ,
შენ თუ არ მიშველი მე რა მეშველება,
იმდენად მჩაგრავენ, იმდენს მატყუებენ.

პატარა ბიჭისთვის სასირცხვო იარებს,
მამას ვერ ვანახებ, გასკდება ეს გული.
ტკივილს შურისგება ვეღარ დამიამებს,
და უღირსებისგან გამძვრება ეს სული.

ამიტომ დამმალე ჩრდილებში კალთისა,
მომსვლელებს უთხარი რომ ვეღარ ვვარგივარ,
ნურც ქებას, ნურც აუგს, ნუ მასმენ ხალხისას,
ნურც მას, რომ ცუდი ვარ, ნურც მას, რომ კარგი ვარ.

იქნებ გუდამაყრის ქათქათა ზამთარმა
მინდოს გამდინარე თიბათვის ქედებად...

ლევან ვასაძე

Posted by: Dorian 6 Mar 2012, 10:30
ვინმეს ხომ არა გაქვთ ლინკი გოდერძი ჩოხელის ნაწარმოების - "წითელი მგელი" ?
ძალიან მინდა კიდევ ერთხელ წავიკითხო.

Posted by: likako1305 8 Mar 2012, 15:11
QUOTE
ნიჭიერ ხალხს რატომ აგდებენ ასეთ დღეში მაგათი დედა ვატირე მე. ნერვები აღარ მყოფნის!

არა მგონია ეს ყოფილიტოს გოდერძი ჩოხელის თვითმკვლელობის მიზეზი, მაგრამ როგორ არ გახმაურდა მიკვირს.

Posted by: leva1990 8 Mar 2012, 16:03
QUOTE
არა მგონია ეს ყოფილიტოს გოდერძი ჩოხელის თვითმკვლელობის მიზეზი, მაგრამ როგორ არ გახმაურდა მიკვირს.

თვითმკვლელობის მცდელობის........

Posted by: lankaaa 8 Mar 2012, 17:06
ლელა ჯიყაშვილს, გოდერძის მეგობარს, წიგნი აქვს დაწერილი გოდერძიზე - გუდამაყრელი იები - გოდერძის მოგონებები. ჩოხელის ყველა მოყვარულს გირჩევთ წაიკითხოთ, ბევრი ახალი გავიგე მაგ წიგნიდან გოდერძის ცხოვრებაზე

Posted by: leva1990 8 Mar 2012, 19:32
QUOTE
ლელა ჯიყაშვილს, გოდერძის მეგობარს, წიგნი აქვს დაწერილი გოდერძიზე - გუდამაყრელი იები - გოდერძის მოგონებები. ჩოხელის ყველა მოყვარულს გირჩევთ წაიკითხოთ, ბევრი ახალი გავიგე მაგ წიგნიდან გოდერძის ცხოვრებაზე

სად შეიძლება შევიძინოთ ეგ წიგნი???

Posted by: spliyvi1 8 Mar 2012, 22:13
მიყვარხარ, ძლიერ მიყვარხარ

მიყვარხარ, სამი დღის მთვარევ,
მთიულ ქალაის ტანითა,
ბეჭედში ჩასაგებელო,
წელწვრილო, ლამაზ გავითა,
სამოთხეს თუ არ ანათებ,
მე ის სამოთხეც არ მინდა.

Posted by: lankaaa 9 Mar 2012, 01:10
leva1990
QUOTE
სად შეიძლება შევიძინოთ ეგ წიგნი???

მე პირადად თავისუფლების მიწისქვეშაში ვიყიდე, მაგრამ წიგნების მაღაზიაშიც შემხვდა მერე

Posted by: leva1990 9 Mar 2012, 10:09
QUOTE
მე პირადად თავისუფლების მიწისქვეშაში ვიყიდე, მაგრამ წიგნების მაღაზიაშიც შემხვდა მერე

ვნახავ წიგნების მაღაზიაში იმედია ექნებათ....

Posted by: spliyvi1 13 Mar 2012, 22:08
ამ დედამიწაზე ყველაფერს თავისი სახელი ჰქვია. მოვალთ ადამიანები, დაგვარქმევენ ახლობლები სახელებს, გივლიათ ამ სახელით იმდენ ხანს, რამდენი ხანიც გვიწერია ამ ცის ქვეშ ყოფნა და წავალთ... მივებარებით საცხონებლად შემოქმედს ჩვენსას „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, აწ და მარადის, უკუნითი უკინისამდე...”

იქით რა არის არავინ იცის, აქეთ კი მარტო სახელი გვრჩება. სახელს ალამაზებს ადამიანი და ადამიანს ალამაზებს სახელიო. ო, ღმერთო! რამდენი სახელი მახსოვს: ბატატური, ბეჟია, სება, ხვთისო, აშაქელი, ნინო, გუჯა და რამდენი კიდევ სხვა, ვინც მინახია მოარული ამ მიწაზე და აღარ არის, ჩავლილი აქვთ საწუთროს შარა. თითქოს იმათი სახეებიც დამავიწყდა.

ერთხელ, მახსოვს, სოფლის ორღობეში მოდიოდა სიჯანათ ნინო. წვიმდა, ტალახი მუხლებამდე იყო. სიჯანათ ქალს პატარა გოგო მოეკიდა ზურგზე და ისედაც სიბერისგან წელში ორად მოხრილი, ძლივს მოდიოდა. სიჯანათ ქალი ჩვენს დერეფანში შემოეფარა, სული მოითქვა და იქვე მსხდომი მეზობლების გასაგონად ჩაილაპარაკა: „მე რა კარგს რასმე გამოვრჩი ამ წუთისოფელს, ამ ქალსაც რო ჩემი სახელი დაარქვეს!“ ეს თქვა, ისევ წვიმას შეერია და თვალს მიეფარა.

რამდენს, რამდენს ცხოვრებაზე გამწარებულს წაჰყოლია სახელის სევდა...

რამდენს მიუმატებია სახელისთვის სახელი..

რამდენი დარჩენილა უსახელოდ..

რამდენი ეძებს სახელს...

და კიდევ რამდენი ჰკარგავს...

და კიდევ და კიდევ... მახსოვს და აღარც მახსოვს, და იმათ შორის ვინც მახსოვს, ყველაზე ნათლად გამოკრთიან ხოლმე წერტილი და მძიმე; ეს ორი პატარა გოგო, რომელთაც არცკი ვიცი რა ერქვათ ნამდვილი სახელები, ალბათ ორივეს ბებიის სახელს დაარქმევდნენ, მაგრამ არ ვიცი მასწავლებელს, არ ვიცი იმათ თანაკლასელებს, ერთისათვის წერტილი შეურქმევიათ, მეორესათვის მძიმე;

ცხოვრობენ მთის ერთ პატარა, მიტოვებულ სოფელში. სოფლიდან ზამთრობით ორ ადგილას ამოდის კვამლი. ორი სახლიდან გამოკრთის შუქი. სამყაროს სამი იმედის ძაფით უკავშირდება ეს პატარა სოფელი - კვამლით, რომელიც მძიმე-მძიმედ მიიზლაზნება ცისკენ; ღამ-ღამობით ფანჯრებიდან გამომკრთალი შუქით და ორი პატარა გოგოთი, რომლებიც ყოველ დილით, უთენია გამოდიან ხოლმე სოფლიდან და ზურგზე ჩანთა მოკიდებულები ქვემოთ ჩამორბიან. აქედან ძალიან შორს არის სკოლა. ჭალაზე რომ ჩამოვლენ, იქ ავტობუსი მოდის, აქედან ავტობუსს მიჰყვებიან, ეს ავტობუსი ერთადერთია, რომელიც ამ მივიწყებულ ხეობას სამყაროსთნ აკავშირებს. ავტობუსმა თბილისში უნდა მოასწროს ჩასვლა, ამოსვლა და ჩასვლა, ამიტომ დილაობით მოწაფეები რიჟრაჟზე გამოეფინებიან ხოლმე გზის პირებზე და სკოლამდე მიჰყვებიან.
რამდენჯერაც ამ ავტობუსით მომიხდებოდა მგზავრობა, იმდენჯერ ასეთ სურათს ვხედავდი:

დილაა. თოვლიან ფერდობზე მოცურავენ ჩანთაზე დამსხდარნი, წერტილი და მძიმე. წინ - წერტილი, უკან - მძიმე. ერთ ადგილას წერტილი თოვლში ჩაიფლო და მძიმე ექაჩება ამოსაყვანად. ავტობუსი ჩერდება, მთელი მგზავრები წერტილსა და მძიმეს ველოდებით. მძიმე, როგორც იქნა, ამოაძრობს თოვლში ჩაფლულ წერტილს და გამორბიან, ავტობუსშიც ჯერ წერტილი ამოდის, მერე მძიმე, სკოლასთანაც ასეთივე თანმიმდევრობით ჩადიან.

თოვს. სოფლისაკენ მიდიან აღმა, წინ - წერტილი, უკან - მძიმე.

წვიმს. წინ წერტილი მიდის, უკან - მძიმე. მძიმეს ქოლგა უჭირავს და ორივეს აფარია ის ქოლგა.
ცალ-ცალკე არასოდეს მინახია წერტილი და მძიმე. თურმე მასწავლებელიც ჯერ წერტილს გაიძახებდა ხოლმე დაფასთან და მერე - მძიმეს. მგონი, შერიგებულნი არიან ზედმეტ სახელებს. ერთხელ განგებ ვკითხე, რა გქვიათ-მეთქი და, რა თქმა უნდა, წერტილმა მიპასუხა:

- მე წერტილი მქვია, ამას - მძიმე.

- მერე რა, დაგვიძახონ რა, მერვე კლასში ერთს კვადრატულ ფესვს ეძახიან, ის ბრაზდება.

- თქვენ არ ბრაზდებით?

- არა, რად უნდა გავბრაზდეთ, კარგია წერტილი და მძიმე, - მითხრა წერტილმა და ორივეს ისეთი სიკეთით გაუბრწყინდა სახე, გავჩუმდი, არაფერი ვაწყენინო-მეთქი.

იმის მერე, რამდენიმე ავტობუსი გამოიცვალა ამ გზამ. ის პატარა, მთის ფერდობზე დაკიდებული, თითქმის მიტოვებული სოფელი კი დიდხანს იყო სამყაროზე იმედის სამი ძაფით გამოკიდებული - ცისკენ ზანტად ამავალი კვამლით, ღამ-ღამობით ფანჯრებიდან გამომკრთალი შუქით და სკოლისაკენ მიმავალი წერტილი და მძიმით.

გავიდა დრო.

გაიზარდნენ.

გათხოვდნენ.

ჯერ წერტილი, მერე მძიმე.

წერტილის ქმარი მაღალია და ძახილის ნიშნავს ჰგავს. მძიმეს ქმარი მოუსვენარია, ერთ ადგილზე ვერ ჩერდება.

ახლაც ჩანს ხოლმე: მამის სალხში სტუმრად მიდის წერტილი, აღმართში მას უკან მიჰყვებიან პატარა წერტილები.

ხანდახან მძიმესაც ვხედავ, აღმა სოფლისაკენ მიმავალს, ოღონდ მძიმეს ქმარი მოუსვენარია და სულ წინ გარბის. რა ვიცი რატომ, არ ჩანან პატარა მძიმეები, შეიძლება ჯერ არ გაჩენილან, შეიძლება მამასავით მოუსვენრები არიან და კარგა ხანია ავლილი აქვთ პაპასკენ მიმავალი აღმართი.

რა იქნება მერე, რა შესცვლის ამ სურათებს, არავინ იცის. ალბათ მოვა დრო და შეწყდება კვამლი, ღამღამობით ფანჯრებში აღარ გამოკრთება სინათლე და ეს პატარა წერტილ-მძიმეებიც შეწყვეტენ ამ გზაზე აღმა-დაღმა სიარულს...

ღმერთო, მაღალო, შეიწყნარე ამ მიწაზე ყოველი სახელი ჩვენი, უადგილოდ ნუ დასვამ წერტილს და ნუ მოგვივლენ განსაცდელს მძიმეს, რათა ვადიდოთ სახელი შენი.

Posted by: mtis_yoili 24 Mar 2012, 13:21

აღმართი

თორღვა თამნიაური ბალღობიდანვე გამოირჩეოდა დანარჩენი თანასოფლელებისგან. როგორც კი ენა მოიდგა და ლაპარაკი ისწავლა, იქიდან მოყოლებული ყველაფერზე ყურადღებას ამახვილებდა.
-აი, ის ქვა ვინ მოიტანა?- კითხულობდა თორღვა.
-პაპაშენმა,- ეტყოდნენ თორღვას.
-როდის მოიტანა?
-წინათ.
-საიდან მოიტანა?
-ბუსარჭილიდან.
-რატომ მოიტანა?
-სჭირდებოდა და იმიტომ.
-რაში სჭირდებოდა?
-სახლისთვის.
-სახლი რად უნდოდა?
მანამდე კითხულობდა თორღვა, სანამ არ გაუბრაზდებოდნენ, ან თავს აარიდებდნენ იმის გაუთავებელ შეკითხვებს.
ყველაფრის გაგება უნდოდა თორღვას, აქედან იქამდე- შორეულ წარსულამდე კითხულობდა, რატომ და რისთვისაო. თუ მოწმენდილ ცაზე მთვარე ამოვიდოდა, მთელი ღამე შეეძლო განუწყვეტლივ ეოცნება იმაზე, თუ საიდან მოვიდა მთვარე, რატომ მოვიდა, ან სად წავა...
თავდაპირველად აკმაყოფილებდა მშობლებისა და თანასოფლელების პასუხი. სჯეროდა, როცა დედა შეკითხვაზე ასეთ პასუხს აძლევდა:
-მთვარეს რა ახატია?
-ხელია,- ეტყოდა დედა.
-ვისი ხელია?
მთვარეს თავის დედა გაუბრაზებია და დედამისს ცომიანი ხელი გაურტყამს. იმის მერე აქვს ეგ ლაქა.
თორღვას სჯეროდა. ისიც სჯეროდა როცა მამა ეტყოდა მთვარეს კაცი და ძაღლი ახატიაო.
-რაისთვის?- კითხულობდა თორღვა.
-იმისთვის რომ ჰყარაულობენ, მთვარე არავინ მოიტაცოს.
თოღვას ისიც სჯეროდა, როცა მეზობელი ეტყოდა:
-მთვარეს ძროხა ახატია, ძროხას ქალი სწველის.
-რატომ სწველის?
-იმიტომ რომ მთვარეს აჭამოს, როცა მოშივდება.
ასე ივსებოდა ბალღობიდან თორღვას სამყარო. ერთ დღეს თორღვამ იკითხა:
-ვინ გააჩინა ადამიანი?
-ღმერთმა,- უთხრეს თორღვას.
-სად არის ღმერთი?
-ცაში.
-როგორ გააჩინა ადამიანი?..
-რატომ?..
-რისთვის?..
-როდის?..
და აღარ დასრულდა თორღვას კითხვები. ვეღარ დააკმაყოფილეს მისი ცნობისმოყვარეობა. მერე თავის თავში დაიწყო პასუხის ძებნა და გულჩათხრობილი გახდა. იშვიათად თუღა იკითხავდა რამეს.
გუდამაყარში ახლაც კლავენ ხატში პირველ ხბოებს.
-რისთვის?- იკითხა თორღვამ.
-იმიტომ, რომ დანარჩენები გაზარდოს ღმერთმა,- უთხრა მამამ.
-ვინ მოიგონა პირველე ხბოების დაკვლა?
-აბრამმა.
-რატომ?
-მანამდე ბალღებს კლავდნენ.
-რატომ?
-ღმერთი აძლევს ადამიანს სიცოცხლეს და ადამიანებისაგანაც მოითხოვს გულუხვობას. არ უნდა დაგენენოს იმისთვის არაფერი, თუნდ შვილი.
-რაში სჭირდება.
-ადამიანს სცდის რწმენეში.
თორღვას აღარაფერი უთქვამს. თავმოჭრილ ხბოს დააშტერდა და მერე იქაურობას გაეცალა უხმოდ.

* * * * * * *
თორღვასთან სიყვარულმა გაშალა თავისი ჭრელი ხალიჩა.
თექვსმეტი წლისა არხოტელი მზექალა ჩაუვარდა გულში.
ახოობას ნახა ხაში და იმის მერე აღარ მოასვენა ჩალასფერ თმებზე ფიქრმა.
აღარ მოეკიდა იმ ღამეს ძილი. ადგა, გარეთ გამოვიდა. სახლთან ცხენმა დაიფრუტუნა. ახსნა თორღვამ ცხენი და მოახტა უბელოს.
მთვარიანი ღამე იყო. ღორღიან გზაზე ძგრიალი გაუდიოდა ნალებს. შეუსვენებლივ გადაიარა ქვენამთა და ჯუთიდან გადავიდა არხიტში. მზექალას სიფლის თავს შეაჩერა ცხენი და არ ჩამომხდარა, იდგა და სოფელს ჩაჰყურებდა. მთვარის შუქზე გრძლად ეფინა ფერდობს კოშკების ლანდები.
კარგა ხანს იდგა ასე. მერე მოაბრუნა ცხენი და გათენებამდე თავის სოფელში იყო. ცხენი იქვე დააბა და დაწვა.
იმ დღის მერე ყოველ ღამ მიდიოდა არხოტში. სოფლის თავს შეაყენებდა ცხენს და იდგა უხმოდ. მერე ისევ უკან ბრუნდებოდა.
მერე მამა მოუკვდა და ოჯახი მას დააწვა შესანახად.
ახლა უკვე აღარ მიდიოდა არხოტში.
მთლად ჩაიხვია გული.
ერთი წლის მერე მთვარიან ღამეს, გიჯივით გამოვარდა სახლიდან, ცხენს მოახტა და არხოტისაკენ გააჭენა.
ისევ სოფლის თავს შეაყენა ცხენი. ჩამოხტა, აღვირი უზანგზე გამოაბა და საძოვარზე მიუშვა ცხენი. თვითონ სოფელსი ჩავიდა. უხმაუროდ გაიარა ორღობეები და მზექალას სახლთან შედგა.
მსუბუქად აიარა ქვის კიბე და ჭერხოში შევიდა.
მთვარის შუქზე კარგად ჩანდნენ აქა-იქ მიწოლილი ხევსურები. თორღვა იმათ შორის ლანდინით დადიოდა. მერე უცებ ადგილზე გაქვავდა: მისკენ თმებგაშლილი მზექალა წამოვიდა ზემოთავიდან. ქალიშვილი თორღვასთან მივიდა, შეხედა და მერე წინ გამოუძღვა ფეხაკრეფით.
თორღვამ, გასასვლელში რომ მივიდა, მძინარე ხევსურებს მოხედა და გარეთ გავიდა.
მზექალა ისევ წინ მიდიოდა. ავიდა და თორღვას ცხენთან გაჩერდა. სანამ ცხენზე შესხდებოდნენ, მანამდე ერთხელ კიდევ შეხედეს თვალებში ერთიმეორეს და მერე ლურჯას მიანდვეს ღამე და გზა.
გამთენიისას მივიდნენ ტნოხში.
ერთმანეთს ეყრებოდა დღე-ღამე. სულ სხვანაირი დღე ჩამოდგა. თორღვას წუთისოფელში, იმ დილით მზეც სხვანაირი სიხალისით ამოვიდა. ხმაურით ამოდიოდა. ახლაღა შეამჩნია თორღვამ, რომ მზის ამოსვლის სიჩუმეში, სამყაროს დიდი ხმაურია ჩაგუბებული. ყურს თუ მიუგდებ, გაიგონებ ამ ხმაურს; ოღონდ ყოველთვის არა. უსაზღვროდ ბეფნიერი, ან უსაზღვროდ მწუხარე უნდა იყო.
თორღვა ბედნჯიერი იყო. რატომღაც გაიფიქრა, რომ დღეს, მხოლოდ მისთვის ამოდიოდა ეს მზე და იმიტომ ხმაურობდა ასე.
მზექალს მარჯვენა ბეჭზე მთვარე ჰქონდა გამოსახული. რომ გაიხდიდა, ღამე ისე ანათებდა, ოთახში მკრთალი სინათლე დგებოდა. ჩამოიშლიდა ხოლმე ჩალისფერ თმებს და რაღაც ღვთიური შუქით გაბრწყინებული კეთილად უღიმოდა თორღვას.
-არავის უთხრა, რომ ნაწილი მაქვს,- გააფრთხილა მზექალმა.
თორღვას გაგონილი ჰქონდა, რომ ადამიანებს დაჰყვება ხოლმე რაიმე ასეთი ნაწილი, ზოგს მთვარე, ზოგს მზე, ვარსკვლავი ან ჯვარი, იცოდა, რომ პატრონები საიდუმლოდ ინახავენ ამას. ასეთ ადამიანებს ნაწლიანები ჰქვიათ და როცა კვდებიან გველები ეტანებიან, რომ ნაწილი მოსტაცონ. ასეთ ადამიანს ნეკა თითზე უკბენს ხოლმე სიკვდილის მერე ახლობელი, რომ ის ნაწილი მათგვარში ვინმეზე გადავიდეს შემდეგში.
თორღვამ იცოდა ყველაფერი და ჩუმად იყო, არაფერს ეკითხებოდა ცოლს.
პირველი ბიჭი ეყოლათ. იმ დღეს ხმაურით ამოვიდა მზე, მამუკაი დაარქვეს.
ზუსტად ერთი თვის თავზე გარდაიცვალა მამუკაი.
იმის მერე კიდევ ეყოლათ ბიჭი და ისაც ზუსტად ერთი წლის თავზე გამოეცალათ ხელიდან.
მერე მესამე... სამჯერვე ისე მოეჩვენა თორღვას, რომ მზე იმსხვრეოდა ცაზე.
მეოთხე ისევ ბიჭი ეყოლა და ბაღათერაი დაარქვა. უცნაური შიში ჰქონდა მზექალს და თორღვას თვალებში ჩამდგარი, ზრდიდნენ ბაღათერას და წინასწარ სევდას ჰგვრიდა ის დღე, როცა ბაღათერას ერთი წელი შეუსრულდებოდა.
სადღა არ დადიოდნენ ექიმებთან. ვერავინ გაიგო, რატომ უკვდებოდათ შვილები.
ბაღათერა რომ ექვსი თვისა შესრულდა, თორღვაი შიშმა აიტანა. აღარ სცილდებოდა ბალღს ისე შეუყვარდა, ერთი წუთიც ვერ სძლებდა უმისოდ.
მერე უკანასკნელ ღონეს მიმართა და მკითხავთან წავიდა. მკითხავი გუდამაყრის დასაწყისში ცხოვრობს, მოხუცი ქალია, გველის დას ეძახიან, თავზე ყოველთვის თეთრი აბრეშუმის ფოჩებიანი ჩიქილა ახურავს.
-ძველი წესი უნდა აასრულო,- უთხრა მკითხავმა თორღვას.
-რა ძველი წესი?
-ღმერთი შენგან მსხვერპლის შეწირვას თხოულობს. პირველი ბალღი უნდა დაგეკლა და დანარჩენები აღარ დაგეხოცებოდნენ. ახლა რაც გყავს, ის უნდა დაკლა ერთი წლის თავზე, თუ გინდა მომდევნო გადაგირჩეს ცოცხალი.
თორღვა გამტკნარებული წამოვიდა სახლში. იმის მერე დაიწყო მისი წამება. გრძნობდა, როგორ ემსხვრეოდა სული:
-მოკალი... გადაარჩინე... მოკალი... გადაარჩინე...- იმეორებდა ვიღაც უჩინარი თორღვას არსებაში.
იმის მერე უფრო შეუყვარდა ბალღი და გვერდიდან აღარ სცილდებოდა. მზექალასაც გაანდო თავის ტანჯვა. არც ის იტანჯებოდა თორღვაზე ნაკლებად. ეცოდებოდა ბაღათერია, თან შვილი... და ერთ დღეს თვითონვე განუცხადა თორღვას:
-იქნებ შემდეგი მაინც მართლა გაგვეზარდოს...
თორღვამ კინაღამ დაახრჩო ამის თქმაზე. მერე შეენანა მზექალა, მიხვდა, ქალს ამის თქმა ყველაზე მეტად უჭირდა, ადგა და გარეთ გამოვიდა. ზემოთ მთაზე სალოცავი ნიში იყო. ნიშს შეჰყურებდა თორღვაი. მერე გვიან შებრუნდა სახლში. ბალღს მშვიდად ეძინა აკვანში.

* * * * * * *
გათენდა, არც გაუგია თორღვას მზის ამოსვლა. ის ბალღს დაჰყურებდა წუხელს აქეთ. წელიწადი სრულდებოდა დღეს.
-მსხვერპლს როცა სწირავდნენ, დედები არ ესწრებოდნენ,- თქვა თორღვამ მზექალას გასაგონად.
მზექალმა თბილად შეუხვია პატარა ბაღათერაი.
სანთელი ჩამოახვია თორღვამ. ხანჯალი გალესა. მერე რამდენიმე მეზობელი მოვიდა. ისინი ჩუმად დადგნენ შემოსასვლელ კართან.
თორღვამ ბალღი აიყვანა და აღმართს აუყვა. უკან რამდენიმე კაცი მიჰყვებოდა ჩუმად. დროდადრო ერთმანეთს რაღაცას წაუჩურჩულებდნენ, ან ჩაახველებდნენ რაღაცის ნიშნად.
დაცხა, მზემ თანდათან ამოიწია ცაზე.
აღმა მიმავალი გზა თანდათან ძნელი სასიარულო სავალი გახდა. თორღვას უნდოდა უსაშველოდ გაგრძელებულიყო ეს გზა. ბალღს საწოვარი ცაუდო პირში, რომ არ ეტირა.
როგორც იყო მიაღწიეს მთის წვერს და ნიშთან მუხლი მოიყარეს.
თორღვამ ბალღი სიპის სარეცელზე დააწვინა და გამოხსნა სახვევებიდან. კაცები გახევებულნი იდგნენ და ქუდმოხდილნი უყურებდნენ. ბალღი საწოვარით იტყუებდა თავს. თორღვამ მთლად გააშიშვლა. მზე ხარბად დაეწაფა ჩვილის თეთრ სხეულს.
თორღვამ სანთლები აანთო. კაცები ადგილზე აკანკალდნენ. თორღვამ მათ შეხედა. კარგა ხანს უყურა, იმათ მზერა აარიდეს.
-წადით!- დაითხოვა ისინი თორღვამ. კაცები ჩურჩულით და ხველებ-ხველებით დაუყვნენ დაღმართს.
ყველაზე მეტად ხანჯლის ამოწევა გაუჭირდა ქარქაშიდან...
იქვე დამარხა და ჩამოჯდა. მზე ჩადიოდა. თორღვას ბოღმა გაეჩხირა ყელში და კინაღამ დაიხრჩო. მოეჩვენა, რომ ვეღარც მზე ჩაეტია ჩასავალში და გაიჭედა, ხრიალი დაიწყო სამყარომ, კინაღამ დაიხრჩო ისიც...
გვიან ღამით დაბრუნდა მთიდან.

* * * * * * *
ნინოს რომ ერთი წელი შეუსრულდა, მთელი სოფელი თორღვაის სახლთან მოგროვდა. თორღვაი და მზექალა გამტკნარებულები ისხდნენ აკვანთან.
გოგონას მშვიდად ეძინა.
-გადავრჩით,- თქვა ერთხელ მზექალმა. მაშინ უკვე თორმეტი წლისა ხდებოდა ნინო. მასაც დედასავით მთვარე ეხატა მარჯვენა ბეჭზე. თმებიც ჩალისფერი ჰქონდა.
თორღვაის სიცოცხლეს იმედი დაუბრუნდა. მის გარშემო თავიანთი სახე დაიბრუნეს საგნებმა. ახმაურდა სამყარო. ის რაც აქამდე არარაობის ნიღაბს ატარებდა, ყოფიერების ბეჭდით დაიბეჭდა თორღვაის მზერაში. მზე ყოველდღე ხმაურით ამოდიოდა და დაკარგულ სიხარულს ნაწილ-ნაწილ უბრუნებდა თორღვას. ეს გაგრძელდა მანამდე, სანამ ერთ დღეს მთიდან დაბრუნებულმა ნინომ პირდაპირ არ ჰკითხა მამას:
-მამავ, იმ მთაზე, ნიშთან, ვისი საფლავია?
თორღვას ხმა არ ამოუღია. გაშრა.
-რატომ მოკალი?- იკითხა ისევ ნინომ.
თორღვაი ერთიანად აკანკალდა.
-იმიტომ, რომ მე გავზრდილიყავი? ტყუილია... ტყუილია...- ორჯერ გაიმეორა ნინომ.
იმ დღის მერე ყოველღამე მიდიოდა ხოლმე ნინო მთის წვერზე. თორღვას მეტი აღარ შეეძლო.
კვირა დღეს თოფის ხმამ დაიარა მთელი ხეობა. მერე ყველაფერი ჩაწყნარდა. თორღვაი იმ დღეს სახლში არ იყო. შუადღისას მობრუნდა სოფელში. კაციშვილს ვერ მოჰკრა თვალი. გაიხედა: მთაზე შავად მიდიოდა ხალხი. მიდიოდნენ კი არა, მირბოდნენ.
სახლის კართან მზექალას თავსაფარი ეგდო...
მუხლები მოეკვეთა. თვალებში დედამიწა დაუტრიალდა...
მერე აღმართს აუყვა აღმა. ცხელოდა. ის ვეღარაფერს ვეღარ გრძნობდა. იმის გარშემო ისევ არარაობის ნიღბები აიფარეს საგნებმა.
თანდათან ეკვეთებოდა მუხლები.ის გაახსენდა, ბალღი რომ მოჰყავდა ამ აღმართზე ხელში აყვანილი. ახლაც საოცრად გრძელი მოეჩვენა ეს აღმართი და ინატრა ნეტავი უსასრულოდ გაგრძელდეს, ის მთის წვერი, ცაში აიწიოს და იქამდე ვეღარავინ ააღწიოსო. მუხლები აუკანკალდა და მტვერში პირქვე ჩაემხო.
გრძნობაზე რომ მოვიდა, თავი არ აუწევია, ისე მიხვდა, რომ უხმოდ წავიდა ხალხი ქვევით და ”ისიც” წაიღეს. მის წინ ბალახებს ცვარი ეკიდა და მზის სხივებზე ელვარებდა. ”აქამდე როგორ ვერ გაუშვრია მზეს”- გაუკვირდა თორღვას და საკუთარი თავი იმ წამში შეათვალიერა. ცვარში მრგვლად ჩანდა თორღვაის თავი. შორიდან მზექალას ჩუმი ქვითინი ჩაეღვარა ყურში და წამოიწია.
ხალხი შავად მიდიოდა ქვემოთ.
აღარ იცოდა, საით წასულიყო. მის სულში ვიღაცეები აუჯანყდნენ ერთიმეორეს. ერთი ქვემოთ, ხალხისკენ ეწეოდა თორღვაის არსებობას, მეორე ზემოთ, მთის წვერისაკენ.
”წადი, წაჰყევ ხალხს”- აქეზებდა ერთი.
”რა გინდა იქ, არარაობისმეტს ვერაფერს ნახავ”- ეუბნებოდა მეორე ხმა.
”წადი, გააგრძელე შენი დარჩენილი წუთისოფელი...”
”მთაზე ადი და შენც იქ დაასრულე ყველაფერი, სადაც ნინომ დაასრულა...”
”წადი ქვემოთ...”
”მთაზე მეთქი...”
”წადი...”
”არ წახვიდე...”
ხან ზემოთ გადადგა ნაბიჯი, ხან ქვემოთ, მზე საშინელი ხრიალით ჩადიოდა ჩასავალში...
ლასლასით აედევნა სოფლისაკენ მიმავალ ხალხს თორღვაი. სხეული ეკვეთებოდა, მაგრამ სული მაინც სოფლისაკენ მიითრევდა.

Posted by: davita1985 30 Apr 2012, 10:29

გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს

11:15 28.04.2012
[მანანა ნოზაძე]

გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება გოდერძი ჩოხელისთვის წარმოუდგენელი იყო, რადგან ყველამ კარგად იცის, რას ნიშნავდა გოდერძისთვის სამშობლო, თუმცა ეკონომიკური მდგომარეობის გამო ჩოხელების ოჯახმა გამოსავლის ძიება დაიწყო და, რასაც ნინო მელაშვილი აქამდე ვერ იფიქრებდა, ახლა მას წარმოუდგენლად აღარ ეჩვენება.

ნინო მელაშვილის თქმით, მისი ოჯახი პატივისცემასა და ყურადღებას უბრალო ხალხისგან უფრო გრძნობს. მიუხედავად იმისა, რომ გოდერძი ჩოხელის ვაჟებს საკმაოდ კარგი განათლება აქვთ მიღებული, მათი დასაქმება პრობლემატური გახდა. ნინო მელაშვილთან საუბარი გოდერძი ჩოხელის მშობლიურ სოფელ ჩოხში სკოლის შენობის დანგრევის თემით დავიწყეთ, სადაც ცნობილი მწერლის სახლ-მუზეუმი უნდა განთავსებულიყო.

უყურადღებოდ მიტოვებულმა შენობამ ზამთარში დიდთოვლობას ვერ გაუძლო და ჩაინგრა. მართალია, შენობაში სკოლა ექვსი წელია, აღარ ფუნქციონირებდა (იქაურ ოთხ სოფელში მხოლოდ ერთი მეათეკლასელი ბავშვი შემორჩა, დანარჩენებმა ჩოხი მიატოვეს), მაგრამ ერთეულებად შემორჩენილ ადგილობრივებს იმედი ჰქონდათ, რომ სკოლის ტერიტორიაზე გოდერძი ჩოხელის სახლ-მუზეუმი აშენდებოდა და ხელისუფლება ამაში მაინც დაუდგებოდათ მხარში. თუმცა, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ვლადიმერ ბადაგაძის განმარტებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტში გოდერძი ჩოხელის სახლ-მუზეუმის გასაკეთებლად თანხა ამ ეტაპზე გათვალისწინებული არ არის.

ნინო მელაშვილი-ჩოხელი: სკოლის შენობის ჩამონგრევის შესახებ მეც ტელევიზიით შევიტყვე. ახლა იქ თითქმის აღარავინ ცხოვრობს, დიდი ხანია, ხეობა დაცლილია. უშუალოდ ჩოხშიც არავინ შემორჩა, მგონი, მხოლოდ ერთი მოსახლე დარჩა. დუშეთის გამგეობის ინიციატივით, ჩვენთვის უნდა გადმოეცათ სკოლის ტერიტორია, თავისი შენობით. უკვე რამდენი წელია, ეს შენობა მწყობრიდანაა გამოსული, აღარ ფუნქციონირებს სკოლა, ბავშვები აღარ არიან, მოსახლეობა არ არის და, ცხადია, დაინგრეოდა სკოლა. მუზეუმი მანდ ვერ განთავსდებოდა, რადგან შენობა ისედაც დანგრევის პირას იყო და კედელი გადაწოლილი იყო.

მაინცდამაინც ამორტიზებული შენობა რატომ უნდა გადმოეცათ? სხვა შენობა ვერ დაგითმეს?

- სხვა სახლებს პატრონები ჰყავთ. გოდერძის მანდ არ ჰქონდა სახლი, ზემო ჩოხიდან იყო და მოგვიანებით ქვემო ჩოხში, ბიძის სახლში ცხოვრობდა, დედასთან ერთად. ჩვენ სახლი აღარ გვაქვს ჩოხში. ზემო ჩოხში საერთოდ აღარ არის სახლები. დიდი ხანია, იქიდან ქვემოთ იყვნენ ჩამოსულები, რადგან მთაზე ვეღარ ცხოვრობდნენ. გოდერძის ბავშვობაში, უკვე 60-იან წლებში ჩამოვიდნენ ქვემო ჩოხში. ბიძამისის სახლს პატრონი ჰყავს და ახლა სხვის სახლში ხომ ვერ შევალთ?! ჩვენ იქ მისასვლელი და დასარჩენიც აღარ გვაქვს. ასე რომ, განათლების სამინისტროს ბალანსზე არსებული სკოლა გადაეცა ეკონომიკის სამინისტროს, მერე მათ გადასცეს გამგეობას და გამგეობას ჩვენთვის უნდა ეჩუქებინა. ამას დრო სჭირდებოდა. კარგი იქნება, თუ ახლა დაგვეხმარება ჩვენი ხელისუფლება, ასევე, - დუშეთის გამგეობა და მცხეთა-მთიანეთის ადმინისტრაცია, რადგან ძველი სკოლის ტერიტორიაზე ახალი შენობა უნდა აშენებულიყო, სადაც გოდერძის სახლ-მუზეუმი განთავსდებოდა. იქ სხვა ადგილი არ არის. მოგეხსენებათ, იმ ტერიტორიაზე მთა და ხეობაა, მდინარე მოდის. ამდენად, ეს იყო ყველაზე კარგი ადგილი. სხვათაშორის, თვითონ კულტურის სამინისტრიდან წამოვიდა ეს ინიციატივა. ახლა გვპირდებიან, დაგეხმარებით და სახლ-მუზეუმს გაგიკეთებთო, მაგრამ არ ვიცი, მეც მოვისმინე, რომ ბიუჯეტში თანხა არ არის გათვალისწინებული. ალბათ, ბიუჯეტში ჯერ ვერც გაითვალისწინებდნენ, რადგან ჯერ შენობა უნდა დამტკიცებულიყო და გადმოგვცემოდა, მერე უნდა დანგრეულიყო.

რომელიმე ბიზნესმენისთვის რომ ეთხოვათ მწერლებს, ინტელიგენციის წარმომადგენლებს დახმარება…

- სხვათაშორის, დუშეთის გამგებელი გახლდათ ზურაბ ოტიაშვილი, ახლა, მე მგონი, საბაჟოს უფროსია ყაზბეგში, ის გვიჭერდა მხარს, მისგან და კულტურის სამსახურიდან მოდიოდა ეს ინიციატივა. კარგი იქნება, თუ სახლ-მუზეუმს ახლა მაინც გააკეთებენ, საარჩევნო წელია და ჩაეთვლებათ.

ხალხი ჩოხში ასვლის სურვილს გამოთქვამს, 2 ოქტომბერს გოდერძის დაბადების დღეა, რამდენჯერმე ავედით. თუმცა, შარშან ეს ღონისძიება არ ჩატარებულა, კონფერენცია ტარდებოდა და ორივესთვის ვეღარ გამოიყო ფული. ძალიან ბევრს უნდა ასვლა - სტუდენტებს, ხელოვნების, საზოგადო მოღვაწეებს, მწერლებს, ბევრ ჩვენს ახლობელ ადამიანს, ვისაც გოდერძი უყვარდა. ამიტომ აქამდე ქვემო ჩოხში სკოლის შენობაში ვიკრიბებოდით. ეტყობა, აქედან წამოვიდა ეს იდეა, რომ ეს ტერიტორია ჩვენთვის გადმოეცათ. შეიძლება, იქ სცენაც გაკეთდეს, შემოიღობოს ის ადგილი, რომ საქონელი არ შევიდეს, თანამედროვე ტიპის მუზეუმი გაკეთდეს, სადაც შეიძლება ფირის გაშვება, გოდერძის ფილმების, ჩანაწერების, ხმის მოსმენა. იქ იქნება ფოტოები, თვალსაჩინოება, შენახული გვაქვს ავეჯი, რომელიც ჩოხში ჰქონდათ. მისი დანატოვარი ნივთებიც გვაქვს ფასანაურში, რაც ამ მუზეუმისთვის გამოდგება. სტუდენტები, პედაგოგები გვეკითხებიან, სად წავიდეთ, სად წავიყვანოთ ბავშვები, რომ გოდერძი ჩოხელს პატივი მივაგოთო? მაგრამ ვერაფერს ვეუბნები. დასახმარებლად არავისთვის მიგვიმართვს, მართალი გითხრათ, იმედი არ გვაქვს. ისევ სახელმწიფო თუ დაგვეხმარება, რადგან გოდერძი ცუდად რომ იყო, არცერთი ბიზნესმენი არ ამოგვიდგა მხარში, ეს კარგად ვიცი.

სახელმწიფოსგან ყურადღებას გრძნობთ? ჩვენს მოხელეებს შემორჩათ კი მწერლებისადმი პატივისცემა?

- უფრო ხალხისგან მოდის სიყვარული, მოსწავლეები მოდიან, საღამოებს აწყობენ. ქართული ლიტერატურის პედაგოგები კარგ საქმეს აკეთებენ, თავიანთი ინიციატივით, ასწავლიან გოდერძის ნაწარმოებებს. დუშეთის გამგეობისა და კულტურის სამინისტროსგანაც მოდის მხარდაჭერა. ისინი ატარებენ გოდერძის საღამოებს, ჩვენ მარტო ვერ ჩავალთ და ვერ მოვაწყობთ გოდერძის ხსოვნის დღეს ჩოხში. თუმცა, კიდევ სხვა პრობლემაცაა - ხეობა დაცლილია, გზა საერთოდ არ არის. წარმოიდგინეთ, 17 კილომეტრია ჩოხამდე, ესაა პატარა და ულამაზესი ხეობა, საიდანაც ალპური ზონა იწყება, გზას კი არაფრით დაადგა საშველი. ამის გამო დაიცალა ხეობა. არადა, ადრე მესაქონლეობა იყო ძალიან განვითარებული.

ჩოხში მოსახლეობის დაბრუნების პერსპექტივა არ არის?

- რამდენიმე წელია, გვეუბნებიან, რომ გზის გაკეთება შეტანილია პროექტში და გზა აღდგება, ნაწილს მაინც გააკეთებენ, მაგრამ არაფერი ჩანს. თუ გზა არ იქნა, იქ ასვლა შეუძლებელია. ძალიან ცოტა ხალხი ადის ზაფხულობით. წარმოიდგინეთ, ზოგიერთ ადგილობრივ მოსახლეს თბილისში ჩამოჰყავს ძროხები, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, და მერე ისევ აჰყავთ მთაში. წლეულს გოდერძის მამაც გარდაიცვალა, ჩოხში მარტო ის იყო ხოლმე, ახლა გოდერძის დედინაცვალი, შესანიშნავი ქალბატონი ნუნუ, აიყვანს საქონელს და ზემო ჩოხში, ალბათ, მარტო ის იქნება. რა თქმა უნდა, ჩოხისკენ ადის გზა, ამას წინათ, ჩვენი ვაჟი - ლუკაც იყო ასული, მაგრამ ცუდი გზაა, მსუბუქი მანქანით რთულია და მხოლოდ ჯიპი მიუდგება.

გოდერძი ჩოხელის შვილების -ლუკასა და ნიკას მიმართ ყურადღებას თუ იჩენს ხელისუფლება?

- მართალი გითხრათ, ყურადღებას არ იჩენენ. ძალიან ცუდად ვგრძნობთ თავს, მე არ ვიცი, რაღაც თუ არ შეიცვალა, საერთოდ არასდროს რომ არ გვიფიქრია, არც გოდერძის, არც მე, ახლა ვფიქრობ, იქნებ, მთელი ოჯახი წავიდეთ სადმე. სხვა გამოსავალი არ გვაქვს, არც ერთი არ ვმუშაობთ. ლუკას საკმაოდ კარგი განათლება აქვს მიღებული, ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში დიპლომატიის ფაკულტეტი დაასრულა, შემდეგ „ჯიპა“ დაასრულა, საერთაშორისო პოლიტიკის ანალიზის განხრით, მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში, მაგრამ შემცირებაში მოჰყვა. ნიკას ტურიზმის მენეჯმენტის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული, მაგრამ ვერ ვპოულობთ ჩვენს ადგილს. ბიზნესს ვერ ვაწარმოებთ, ამას თანხა სჭირდება და ჩვენ არ გვაქვს ამის შესაძლებლობა.

გოდერძი ცუდად რომ იყო, და საავადმყოფოში იწვა, შევარდნაძის მთავრობამ რამდენჯერმე გადაგვიხადა თანხა, მაგრამ იმ დროსაც ვინმესთან მისვლა და თხოვნა არ მიცდია. იმდენად მაქვს გული გატეხილი, ასე მგონია, აზრი არ აქვს, ვიღაცას რამე ვთხოვო. უცხოეთში გამგზავრებაზე გვქონდა საუბარი ოჯახში, გვინდოდა, გამოსავალი გვეპოვა. მე მგონი, ძალიან ბევრი ინტელიგენტის ოჯახია ასეთ მდგომარეობაში. ხალხს უკვირს ხოლმე, გოდერძის წიგნები ხომ გამოდის და რატომ გვიჭირს, მაგრამ, როცა არ მუშაობ და სტაბილური შემოსავალი არ გაქვს, წელიწადში ორჯერ საკმაოდ პატარა ჰონორარის აღება არაფერს ნიშნავს.

ბიძინა ივანიშვილის ფონდის დახმარება ისევ ძალაშია?

- დიახ, არ ვიცი, ბიძინა ივანიშვილის დახმარება რომ არა, რა გვეშველებოდა. გაჭირვების წლებშიც კი არ გვიფიქრია საქართველოდან წასვლაზე. ახლა ამის შესახებ უკვე სერიოზულად ვსაუბრობთ.

იმის გასარკვევად, თუ რატომ ჭიანურდება გოდერძი ჩოხელის ოჯახისთვის სახლ-მუზეუმის ტერიტორიის გადაცემა, Presage.tv კულტურის სამინისტროს მუზეუმების დეპარტამენტის თანამშრომელს ბესო მაცაბერიძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, კულტურის სამინისტრო გოდერძი ჩოხელის სახლ-მუზეუმის გაკეთებას არ აპირებს და, ალბათ, ეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის პრეროგატოვაა.

დუშეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის კულტურის მთავარ სპეციალისტის მაია თურმანაულის თქმით, სოფელ ჩოხში ყოფილი სკოლის ტერიტორიას, სადაც თავად გოდერძი ჩოხელი სწავლობდა, მის ოჯახს დაახლოებით ერთ თვეში გადასცემენ. ამჯერად კი იურიდიული პროცედურების მოგვარებით არიან დაკავებულნი. რაც შეეხება თანხებს, რაც ამ ტერიტორიაზე გოდერძი ჩოხელის სახლ-მუზეუმის ასაშენებლადაა საჭირო, მაია თურმანაული აცხადებს, რომ ეს უკვე მეორე ეტაპია და დუშეთის მუნიციპალიტეტს რისი საშუალებაც ექნება, სახლ-მუზეუმის ასაშენებლად იმ რაოდენობის თანხას გაიღებს.

„ჩვენთვის გოდერძი ჩოხელი ძალიან ძვირფასია, ის აქაური იყო და ყველაფერს გავაკეთებთ მისი სახელის უკვდავსაყოფად. დღესაც დუშეთში გოდერძი ჩოხელის სპექტაკლის ჩვენება ეწყობა, რომლის დადგმაც დუშეთის სახალხო თეატრმა განახორციელა. მოგვიანებით გოდერძი ჩოხელის საღამო მოეწყობა თბილისში და ამ სპექტაკლს თბილისელებსაც წარვუდგენთ. რაც შეეხება ყოფილ სკოლის შენობას, ის ავარიული იყო და ბოლო დროს საქონლის სადგომად იქცა. ამიტომ იმ ტერიტორიაზე ღონისძებების ჩატარება რომ დავიწყეთ, სტუმრების მოგვერიდა და შენობას „ტენტი“ შემოვაკარით,“- აღნიშნა მაია თირმანაულმა

Posted by: marimari 2 May 2012, 11:37
ძალიან სამწუხაროა., თუმცა არ მიკვირს

Posted by: Just_smile 21 Jun 2012, 16:45
გოდერძი ჩოხელის ,,მღვდლის ცოდვა'' ხომ არ გაქვთ ვინმეს რომ მათხოვოთ? sad.gif
გპირდებით როგორსაც მათხოვებთ ისეთივე ს დაგიბრუნებთ უკან, საკუთარ თავზე მეტად გავუფრთხილდები და ვეცდები რაც შეიძLება მალე დაგიბრუნოთ sad.gif

Posted by: მაწო- 7 Jul 2012, 22:29
http://pix.ge/

Posted by: svansky 10 Jul 2012, 00:32
აისერიო , მისერიო , მისერ ! ! !

Posted by: Onise_ok 10 Jul 2012, 00:52
სასწორია ზოდიაქოთი და რა გასაკვირია რომ გულჩათხრობილი და სევდიანი მოთხრობები აქვს biggrin.gif user.gif

Posted by: iverieli 19 Nov 2012, 14:39
5 წელი გასულა ამ გენიოსის გარდაცვალებიდან. ეს 1990 წლის გაზეთიდანაა

http://pix.ge/

Posted by: alexandra91 5 Dec 2012, 23:39
მენანებიან, მაგრამ წესი მაქვს ეგეთი. ისე არაფერზე ვწერ, თუ არ მიყვარს, ხოლო რაც მიყვარს, იმას სიკვდილის მომენტში წარმოვიდგენ ხოლმე და მერე ვნანობ, რომ მოვკალი. ჰოდა, ეს სინანული მაიძულებს სიცოცხლეზე ფიქრს. გუდამაყრელები კი მოდიან და მეჩხუბებიან.
    ადამიანთა სევდა

    Posted by: Charlotte Casiraghi 6 Dec 2012, 17:18
    svansky
    QUOTE
    აისერიო , მისერიო , მისერ ! ! !

    smile.gif

    Posted by: Scoorp 7 Dec 2012, 11:46
    QUOTE (Onise_ok @ 10 Jul 2012, 00:52 )
    სასწორია ზოდიაქოთი და რა გასაკვირია რომ გულჩათხრობილი და სევდიანი მოთხრობები აქვს biggrin.gif user.gif

    გულჩათხრობილობა და სევდიანობა სასწორს არ ახასიათებს))
    სხვა ნიშნის გავლენაა ეგ ყველაფერი..
    თუმცა ის რომ სიყვარული იგრძნობა მის ყველა ნაწერში სასწორის დამსახურებაა.. და კიდევ ბევრი რამე)

    Posted by: ბოტოქსი 7 Dec 2012, 13:12
    "ცასწავალა"-მ მატირა. მახსოვს.

    Posted by: alexandra91 8 Dec 2012, 21:08
    წაგასლეკთ თავებს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ..........

    Posted by: anthro 11 Dec 2012, 14:35
    ხალხო, იქნებ სადმე ნეტში დევს "ადამიანთა სევდა" და მე ვერ ვპოულობ? მინდა გადავიკითხო...

    წიგნს ვერ ვყიდულობ, არა ვარ საქართველოში.. მაგრამ არც ის ვიცი წიგნად სად იშოვება მანდ, ახალ ტომეულებში ჯერ არ არისო შეტანილი.

    Posted by: lankaaa 11 Dec 2012, 14:44
    anthro
    http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0001/000153/Adamianta%20sevda.pdf

    Posted by: anthro 11 Dec 2012, 15:46
    lankaaa
    ვერ ვხსნი, თითქოს ცარიელია:-(

    Posted by: Sunny_Sunday 12 Dec 2012, 17:09
    როგორ უნდა ამოუვიდეს კაცს ნაძვი? ამის მერე შეიძლება ყველაფერი იწამო და არაფერი არ იწამო.

    <3

    Posted by: lankaaa 12 Dec 2012, 17:35
    ნინო ზედელაშვილის წიგნის „ნაწილიანის“ (მოგონებები გოდერძი ჩოხელის შესახებ) პრეზენტაცია
    15 დეკემბერს, 17.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნინო ზედელაშვილის წიგნის „ნაწილიანის“ (მოგონებები გოდერძი ჩოხელის შესახებ) პრეზენტაცია გაიმართება.
    წიგნში შესულია მწერლების, მსახიობების, ოჯახის წევრების, მეგობრების მიერ მოთხრობილი საინტერესო და უცნობი ეპიზოდები გოდერძი ჩოხელის ცხოვრების და შემოქმედების შესახებ, გამოუქვეყნებელი ფოტოები.
    „ნაწილიანის“ პრეზენტაციის დროს გამოცხადდება ლიტერატურული კონკურსი „ცასწავალა“, ხოლო თსუ-ს თეატრალური დასის მიერ ნაჩვენები იქნება ლიტერატურული კომპოზიცია გოდერძი ჩოხელის ნაწარმოებების მიხედვით.
    ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან ცნობილი ქართველი რეჟისორები, მსახიობები და ხელოვნებათმცოდნეები, რომლებთანაც თანამშრომლობა და მეგობრობა აკავშირებდა გოდერძი ჩოხელს, მათ შორის ლანა ღოღობერიძე, გივი ბერიკაშვილი, კახი კავსაძე, გურამ ფირცხალავა და სხვანი, რომელთა მოგონებებიც შეტანილია წიგნში.
    წიგნი გამოსცა გამომცემლობამ „საუნჯე“. ღონისძიების თანაორგანიზატორია თსუ კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი.
    ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
    მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, მეორე სართული, სააქტო დარბაზი

    Posted by: alexandra91 28 Dec 2012, 17:37
    გიჟებს ვერაფერი გავუგეთ. არც ფილოსოფია აქვთ საჩვენოდ, არც კაკლის ხეები უდგათ. ვამჯობინეთ თავი ავარიდოთ. biggrin.gif

    Posted by: S A F O 11 Jan 2013, 19:35
    ხალხო გოდერძის ოჯახზე რაიმე სიახლე ხომ არ არის ? ბოლოს არჩევნების წინ გავიგე რომ საზღვარგარეთ აპირედბნენ წასვლას დ ოჯახს უკიდურესად უჭირდა და ახლა მაინც მიაქციონ ყურადღება.

    Posted by: orovela87 30 Jan 2013, 11:34
    რამდენი ვეძებე ამ მწერლის შესახებ თემა და ძლივს არ ვიპოვე smile.gif

    Posted by: Berti Vusteri 9 Mar 2013, 22:22
    გუთნის ჩიტს მოჰქონდა მათთან რაღაც ამოუცნობი სიხარული.მოჰქონდა სითბო,იმ ქვეყნების სითბო სადაც მას გამოეზამთრა.მოჰქონდა იმედი,რომ ქვეყანა დიდია,რომ სხვაგანაც არის ხალხი,მათაც ულხინთ,ან უჭირთ,ან ფიქრობენ,უყვართ,განიცდიან,ხოლო როცა აქ გულისგამაწყალებელი თოვლი და ყინვაა,გზის შესაკეთებლად ბეგარაზე გასული მთიელები რომ ლამის არის გააკურჩხოს სიცივემ,სადღაც,რომელიღაც ქვეყანაში ისე თბილა,რომ ეს ჩვენი გუთნის ჩიტები,ხის ჩრდილში სხედან.სიცივეში თუნდაც გუთნის ჩიტას გაიხსენებდნენ აქაურები და თბებოდნენ.თბებოდნენ იმ იმედითაც რომ კიდევ მოვა გაზაფხული,მოფრინდებიან გუთნის ჩიტები,ზამთარი კი წარმავალია,წარმავალია და გაძლება უნდა.
    მთელი დღე უკან დასდევდნენ ნახნავში მოფუსფუს ჭრელ ჩიტს და მეათასედ ეკიტხებოდნენ:
    -გუთნის ჩიტა,მოხვე მშვიდობით!
    გუთნის ჩიტა!
    გუთნის ჩიტა!
    ინდოეთი როგორია?

    "მღვდლის ცოდვა"

    Posted by: mikheili91 2 Oct 2013, 10:37
    დღეს 59 წლის გახდებოდა

    2007 წლის თემას გადავხედე გარდაცვალების და მეორედ ჩამწყდა გული

    100 წელი უნდა ეცოცხლა
    sad.gif

    Posted by: S A F O 2 Oct 2013, 13:10
    mikheili91

    +

    QUOTE
    თემას გადავხედე გარდაცვალების და მეორედ ჩამწყდა გული

    sad.gif

    Posted by: Ronnie James Dio 3 Oct 2013, 12:42
    უკვე ასჯერ წაკითხულს ასმეერთეჯერ რომ ვკითხულობ, მაინც ისეთივე შეგრძნება მეუფლება როგორც პირველი წაკითხვისას. თბილი და ზედმეტად ადამიანური აქვს ყველაფერი .

    Posted by: აბულაბას 15 Oct 2013, 13:45
    იუბილე რომ იყო შევიძინე წიგნი. საკმაოდ მოზრდილი წიგნია.
    მგონი ყველაფერი შესულია რაც კი დაუწერია. smile.gif

    Posted by: narmonana 15 Oct 2013, 14:03
    როგორ მომწონს ის მOთხრობა შვილიშვილის სურათისათვის რომ აბრუნდება უკან სოფელში.რამხელა სითბო დევს, მომაკვდავი ქათამიც კი შეეცოდა,იქ მარტო დასატოვებლად და წამოიყვანა.

    გუშIნწინ ვუყურე კიდევ ერთხელ ადამიანთა სევდას.მთელი ფილმი ჩოხელების საყვარლობებზე მეცინებოდა და ბოლოს გალილეო რომ ყვირის ვის მარხავთო,ვეღარ შევიკავე ცრემლები......

    Posted by: MaverickAbnormal 23 Oct 2013, 10:03
    სანთელი შალის გულზე არ აინთება და კაცი კიდევ ძაღლის გულით ვერ იკაცებს...

    Posted by: S A F O 23 Oct 2013, 12:22
    QUOTE
    უკვე ასჯერ წაკითხულს ასმეერთეჯერ რომ ვკითხულობ, მაინც ისეთივე შეგრძნება მეუფლება როგორც პირველი წაკითხვისას. თბილი და ზედმეტად ადამიანური აქვს ყველაფერი .

    +

    love.gif sad.gif

    Posted by: MaverickAbnormal 31 Oct 2013, 15:17
    თუ მკვდარი მნახოთ, ყორნებო,
    ერთსა გთხოვთ, თქვენი ჭირიმეთ:
    როგორც არ უნდა გშიოდეთ,
    როგორც არ უნდა გიჭირდეთ,
    თვალები არ ამომთხაროთ,
    ეს ვაჟკაცობა იტვირთეთ.
    რა ვიცი, იქნებ, თვალები
    სამარეშიაც დამჭირდეს,
    უთვალოდ მნახოს დედამა,
    ცხარე ცრემლებით ატირდეს.

    Posted by: biso 31 Oct 2013, 15:21
    სადღაც აქვეა სიკვდილი,
    როგორ ახლოა მიწა,
    არყოფნის გემებს მივკივი
    არარაობის ზღვიდან;
    ალბათ ხარობდა დედაი,
    როცა პატარას მზრდიდა!

    Posted by: MaverickAbnormal 31 Oct 2013, 15:54
    აქედან კარგად ჩანს საქართველო

    ამომიტანეთ,
    რომ მოვკვდები ,
    საჯიხვეზე ამომიტანეთ...
    აქედან კარგად ჩანს საქართველო...
    აქ ნისლი დიდხანს არ ჩერდება,
    აქ ნისლი ქარში იწეწება,
    ამომიტანეთ,
    აქედან გული ამაყად იხედება;
    კლდედ რომ ვიდგები
    დედაჩემი აღარ დაბერდება.
    ამომიტანეთ,
    რომ მოვკვდები,
    საჯიხვეზე ამომიტანეთ ,
    აქედან კარგად ჩანს საქართველო....

    Posted by: Lamorac 1 Nov 2013, 17:51
    ხალხნო ხო არ იცით, გოდერძი ჩოხელის მოთხრობების კრებული რომ გამოვიდა, დიდი წიგნია , ,,ბინდისფერი ხეობიდან ცამდე" , რატომ არ არის შესული ადამიანთა სევდა? ისე ადამიანთა სევდა მოთხრობების კრებულია თვითონ, და რამდენიმე მისი შემადგენელი მოთხრობა კი ვნახე ამ წიგნში, მაგრამ სხვას ვერ მივაგენი.

    Posted by: jadgschloss 16 Nov 2013, 20:55
    დღეს 6 წელი გავიდა გოდერძი ჩოხელის გარდაცვალებიდან smile.gif
    მრცხვენია, რომ თავის დროზე 50 ათასი ლარი თუ დოლარი ვერ გამოიძებნა ქვეყანაში მის გადასარჩენად sad.gif

    Posted by: levani---1 16 Nov 2013, 22:25
    QUOTE
    მრცხვენია, რომ თავის დროზე 50 ათასი ლარი თუ დოლარი ვერ გამოიძებნა ქვეყანაში მის გადასარჩენად

    Posted by: mtis_yoili 29 Nov 2013, 21:30

    "გავატარე ყველაფერი რაც კი ქართული ტკივილი იყო გულში და გული მაქვს ცუდად" - გოდერძი ჩოხელი love.gif

    Posted by: Anuushki 17 Mar 2014, 23:36
    გამარჯობა,

    გოდერძი ჩოხელს აქვს ასეთი მოთხრობა "კესანე ბორბალოს მთაზე" , სადაც ფშავში არსებულ ტრადიციაზე საუბრობს(წაწლობაზე). აქამდე არაფერი მსმენია და მაინტერესებს მართლა იყო თუ არა ეს ტრადიცია ფშავში, ან თუ იყო როდის. smile.gif

    Posted by: Lamorac 20 Mar 2014, 22:13
    მეგობრებო, ბინდისფერი ხეობიდან ცამდე, ეს კრებული რომ გამოვიდა, შარშან იყო პრეზენტაცია, ყველა მოთხრობაა შესული, დაჟე ისეთებიც, როემლიც აქამდე არ იყო ცნობილი, მაგრამ ვერ ვიპოვე ადამიანთა სევდა ვერსად, მხოლოდ ადამიანთა სევდის 1 მოთხრობა იყო, მეტი არაფერი, თუ უბრალოდ ვერ ვნახე?

    Posted by: Guluuu 27 Mar 2014, 01:15
    QUOTE (Anuushki @ 17 Mar 2014, 23:36 )
    გამარჯობა,

    გოდერძი ჩოხელს აქვს ასეთი მოთხრობა "კესანე ბორბალოს მთაზე" , სადაც ფშავში არსებულ ტრადიციაზე საუბრობს(წაწლობაზე). აქამდე არაფერი მსმენია და მაინტერესებს მართლა იყო თუ არა ეს ტრადიცია ფშავში, ან თუ იყო როდის. smile.gif

    ფშაველთა შორის გავრცელებული სექსუალური ხასიათის ჩვეულებაა. წაწლობას ნადობ-ნაძმობასაც უწოდებდნენ ხოლმე. წაწლობა იწყება ფშაველი ქალ-ვაჟის სქესობრივი სიმწიფის პერიოდიდან (თოთხმეტი წლიდან). რაც უფრო მეტი წაწალი ჰყავდა ყმაწვილ ქალსა თუ ვაჟს, მით უფრო პატივცემული იყო იგი. თუ ქალიშვილს ან ვაჟიშვილს არ ყავდა წაწლები, მაშინ ის ფშავში „უხეიროდ“ ითვლებოდა. მიღებული იყო, რომ ახალგაზრდა ისე უნდა მოქცეულიყო, რომ მიეზიდა წაწლები. წაწლობა ნიშნავს ნათესავ და უცხო ქალ-ვაჟს შორის სქესობრივი ურთიერთობების წეს-ჩვეულებას ფშავში. ეს ჩვეულება დაცულია ხატის სჯულითა და წესებით.წაწლობა დაშვებულია როგორც ნათესავთა, ასევე - უცხო პირთა შორის. მიუხედავად ამისა, ფშავში ნათესავთა შორის წაწლობას ერიდებიან. საქმეს ისაა, რომ წაწლობის წეს-ჩვეულების მიხედვით, სქესობრივი ურთიერთობები ქალ-ვაჟს შორის შეზღუდულია ხვევნა-კოცნით და წელს ზევით ალერსით. წაწლის ორსულობა დიდ სირცხვილად ითვლებოდა. წაწლების მხრიდან წესის დარღვევა მათი თემიდან განდევნით ისჯებოდა. ეს წესი განსაკუთრებით მკაცრად მოქმედებდა ნათესავ წაწალთა შორის, რომლებიც სისხლის აღრევის გამო არა თუ თემიდან განდევნით, არამედ სიკვდილითაც შეეძლოთ დაესაჯათ. ამდენად, როგორც ვხედავთ, ნათესავთა შორის დასაშვებია წაწლობა, მაგრამ ქორწინება მიუღებელია. ერთი თემის წაწლებს ხატისგან აკრძალური ჰქონდათ შეუღლება, შესაძლებელი იყო სხვადასხვა თემის წაწლების შეუღლება. წაწლობა, ცხადია, ურთიერთმოწონებაზე და ლტოლვაზე იყო დაფუძნებული. ქალიშვილი და ვაჟიშვილი ურთიერთმოწონების შემთხვევაში ერთმანეთს ნადობ-ნაძმობას უცხადებდნენ და ამის შემდეგ მიმართავდნენ წაწლობის წესის შესრულებას ანუ ერთად წოლას. ფშავში მიღებულია, რომ დანიშნულ ადგილას ქალიშვილთან ვაჟი მივიდეს. ეს ადგილი თავდაპირველად სახლიდან მოშორებით მდებარეობს (ტყეში ნაბდის ქვეშ, საბძელში, ბოსელში და ა.შ.). გარკვეული სიახლოვის დამყარების შემდეგ ვაჟი მიდის ქალიშვილის სახლში ისე, რომ მისმა მშობლებმა არ გაიგონ. თუ მშობლები მაინც შეამჩნევენ თავიანთი ქალიშვილის წაწალის სტუმრობას, წესისამებრ ისე მოიქცევიან, რომ ვითომ არაფერი გაუგიათ. წაწლობა, ჩვეულებრივ, ღამე მიმდინარეობს და მამლის ყივილამდე გრძელდება.

    Posted by: crocodile 12 May 2014, 20:08
    რაც ხელთ მომხვდა, ყველაფერი წავიკითხე
    ადრე
    ადრეული მოთხრობები უფრო კარგი იყო
    გოდერძი ჩოხელი, ეთერი თათარაიძე და მსგავსი - დესერტივითაა, ცოტა - კარგია, ბევრი - მოსაწყენი.

    ხოდა ახლა რაშია საქმე
    მაქციებზე ვკითხულობ რასაც ვნახავ და გამახსენდა - ჩოხელს უნდა ჰქონდეს მოთხრობა
    მაქციაზე, თუ უბრალოდ, ფრაგმენტია ერთ-ერთ მოთხრობაში - ვერ ვიხსენებ, ვერც ნეტ-ში ვნახე რამე
    დამეხმარეთ ვინმე
    სულ არაფერია ქართულ მაქციებზე ვიკიპედიაში.

    Posted by: ratomac aRa 15 Aug 2014, 20:41
    მარადიული რა არის,
    მიწა თუ ზეცის თავანი?
    ნეტავ იმქვეყნად გრძელდება
    კაცის თავგადასავალი?
    ბევრი მოსულა ამ სოფლად,
    აღზევებულა მრავალი,
    მოკლეა წუთისოფელი,
    წამით წამამდე სავალი.
    სიცოცხლეს გაგვყრის სიკვდილი,
    არ იშოვება წამალი,
    მხოლოდ ცოცხალთთვის ანათებს
    ცაზე მზე ამომავალი.
    ვინც რა უნდა თქვას, ქვეყანა
    ჩემთვის სამარის კარია,
    რაც უნდა ბევრი ვეცადო,
    დადგება ჩემი ჟამია,
    კაცს თავის ავლადიდება
    საიქიოში თან მიაქვს.
    მარადიული რა არის,
    მიწა თუ ზეცის თავანი?
    ბევრი მინახავს მოსული,
    წასული _ უფრო მრავალი,
    ერთი გზა გვიდევს სიცოცხლით,
    საიქიოსკენ სავალი,
    ყველა იმ გზაზე მივდივართ,
    მათხოვარიც და მთავარიც,
    სუყველას ზურგზე ჰკიდია
    თავის თავგადასავალი,
    მარადიული ამქვეყნად
    მარტო უფალის გზა არის.

    Posted by: Bobgure 16 Aug 2014, 00:15
    მთის კაცი. სევდითა და სიყვარულით სავსე გოდერძი.

    საოცარი ნიჭის მქონე პოეტი, მწერალი, რეჟისორი და საერთოდ ყველაზე მთავარი, ადამიანი.

    ჯერ მარტო "ცოდვის შვილები" რა საოცარი ფილმი და სცენარია..

    Posted by: Kaifistka 26 Aug 2014, 21:12
    QUOTE (jadgschloss @ 16 Nov 2013, 18:55 )
    დღეს 6 წელი გავიდა გოდერძი ჩოხელის გარდაცვალებიდან smile.gif
    მრცხვენია, რომ თავის დროზე 50 ათასი ლარი თუ დოლარი ვერ გამოიძებნა ქვეყანაში მის გადასარჩენად sad.gif

    sad.gif

    მე არვიცოდი თანხა რომ ჭირდებოდა.
    მაშინ პატარა ვიყავი.

    აი გამორჩეული მწერალია. ქართველობას და ქართველად ყოფნას შეგაყვარებს რომ არ გიყვარდეს.
    და არამარტო ამას. რამდენ მის მოთხრობაზე მიტირია.
    საოცარია მართლა.

    Posted by: narmonana 26 Aug 2014, 21:25
    მე ხუჭუჭულა მიყვარს

    https://www.facebook.com/note.php?note_id=367520361523

    მეტირება სულ
    » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

    Posted by: sarangi 9 Sep 2014, 15:12
    QUOTE
    გოდერძი ჩოხელი, ეთერი თათარაიძე და მსგავსი - დესერტივითაა, ცოტა - კარგია, ბევრი - მოსაწყენი.

    გოდერძი ჩოხელი ნაღდად არაა დესერტვივით, ბევრად უფრო ღრმაა

    Posted by: незабудка 14 Sep 2014, 03:06
    love.gif

    დღისა და ღამის გასაყართან მაბრუნებს ბედი
    და ქედზე მძიმე უღელი მადგას,
    წაჭერილი მაქვს აპეურები:
    თეთრი და შავი
    ორი ფერის გამძლე ბაწარი.
    უნდა ვიბრუნო, ვიტრიალო და როგორც ხარმა
    ქვამარილივით გაცრეცილი დღეები ვლოკო.
    არ გამომხსნიან ამ უღლიდან სანამ ჩემს ქედზე
    არ გაილევა, არ გაწყდება დღის აპეური,
    შემხსნიან მერე შავ ბაწარსაც
    და მოწყურებულს შორს წამიყვანენ,
    დავიწყების მდინარეზე წყლის დასალევად...
    დღისა და ღამის გასაყარში ღამის მეხრეს გამაყოლებენ,
    თვალს გამაყოლებს შემოქმედი და ჩვეული სიდინჯით იტყვის:
    ღვინია ხარმა თავის კალო გალეწა .

    Posted by: незабудка 2 Oct 2014, 00:19
    დღეს გოდერძის 60 წლის იუბილეა.... user.gif

    <3

    Posted by: Bloomy 2 Oct 2014, 00:25
    ერთხელ სიზმარში გნახე, რომ ბეღურა იყავი და დაფრინავდი. ვიღაცამ ქვა გესროლა და ფრთა მოგტეხა, შენ ჭინჭრებში ჩავარდი. მოვედი, აგიყვანე. კანკალებდი. მე უბეში ჩაგისვი, რომ გამთბარიყავი. თან ვტიროდი, ისე ვტიროდი, გულს ვიგდებინებდი. მეგონა თუ ასე ვიტირებდი, არ მოკვდებოდი…
    : (

    <3

    Posted by: незабудка 2 Oct 2014, 00:27
    „ამქვეყნად მწერალზე ადრე არავინ ჭკნება, თუ მას არ უსმენენ. მეც მინდა ისეთი მწერალი ვიყო, თუნდაც ერთ ადამიანს მაინც არ დავუჭკნე საქართველოში.“

    Posted by: Menestrel 2 Oct 2014, 18:53
    QUOTE (незабудка @ 2 Oct 2014, 00:19 )
    დღეს გოდერძის 60 წლის იუბილეა.... user.gif

    <3

    "გულში გავატარე ყველაფერი, რაც კი ქართული ტკივილი იყო, და გული მაქვს ცუდად..." - მაგ ვიდეოში ამბობს.
    ბოლო ვიდეოა და ბოლო ჩაწერილი სიტყვები.

    მართლა ასე იყო და მართლა სხვანაირი გული ჰქონდა.

    ჩვენ კიდე ვერ მოვუარეთ, ვერ მოვუფრთხილდით, გული ბევრჯერ ვატკინეთ...

    "აქ შენნაირებს ვერ იხდენენო" - ოცდახუთი წლისამ თქვა და წინასწარმეტყველებასავით გამოუვიდა.

    Posted by: Bobgure 4 Oct 2014, 20:44
    თუ მკვდარი მნახოთ, ყორნებო,
    ერთსა გთხოვთ, თქვენი ჭირიმეთ:
    როგორც არ უნდა გშიოდეთ,
    როგორც არ უნდა გიჭირდეთ,
    თვალები არ ამომთხაროთ,
    ეს ვაჟკაცობა იტვირთეთ.
    რა ვიცი, იქნებ, თვალები
    სამარეშიაც დამჭირდეს,
    უთვალოდ მნახოს დედამა,
    ცხარე ცრემლებით ატირდეს.

    Posted by: NO-EL 4 Oct 2014, 22:40
    ,, სულს არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული"

    love.gif

    Posted by: Caravan 4 Oct 2014, 23:55
    ძალიან სხვა და სხვაგან იყო...

    Posted by: marimari 5 Oct 2014, 21:37
    QUOTE
    ძალიან სხვა და სხვაგან იყო...

    კი... ყველა მისი ნაწარმოები კარგია, მაგრამ ''ადამიანთა სევდა''' love.gif love.gif love.gif love.gif love.gif love.gif love.gif love.gif

    Posted by: მენდეს Masieli 6 Oct 2014, 16:23
    კაი კაცი იყო გოდერძა..
    "სულეთის კიდობანის" მელა და სადგისიbiggrin.gif:D.....უკვდავი ალეგორიაა ...smile.gif

    Posted by: Bobgure 2 Mar 2015, 00:29

    გენიალური ფილმია.

    Posted by: martin_iden_ 10 Mar 2015, 21:10
    მღვდლის ცოდვა და წითელი მგელი მაქვს წაკითხული თანაც რამოდენიმეჯერ ,ძალიან კარგი წიგნია.

    Posted by: ratomac aRa 11 Apr 2015, 20:09
    ჩემი უკანასკნელი სათხოვარი ეს იქნება :
    თუკი თქვენს სულს ოდნავი სინათლე მაინც შერჩენია, დაწერეთ ისეთი წიგნი, რომელიც მთელ ქვეყანას შემოივლის, ადამიანებს სინათლეს მოჰფენს, ერთმანეთს შეაყვარებს და სიკეთით ატარებს.
    დაწერეთ ისეთი წიგნი, როგორიც ბავშვის ტირილია.
    მაშინ თქვენ ჭეშმარიტად დიდი მწერალი იქნებით. ეცადეთ, სიცოცხლეშივე მოიპოვოთ თქვენი სულის გარდაცვალება.
    მარად თქვენი მონამორჩილი, ჩრჩილი.

    Posted by: Forget-me-not 12 Apr 2015, 17:54

    ...

    Posted by: ratomac aRa 20 Apr 2015, 14:33
    ნადირობა ოზანოს მთაში

    Posted by: მოიისფრო 20 Apr 2015, 23:12
    ცასწავალა

    ვუძღვნი პატარა უფლისწულის ხსოვნას

    მეტნაკლებად ყველას აქვს ცაში წასვლის სურვილი. პოეტები ვარსკვლავებს უმღერიან, ხეები ზეცას შეჰღაღადებენ, დამშეული მგლებიც ცას შეჰყმუიან. ყველას აქვს ზეცაში ამაღლების სურვილი. იმათ შორის პატარა ცისფერთვალება ჩიტსაც, რომელსაც ცასწავალას ეძახიან.

    ცასწავალა ღობემძვრალაზე ოდნავ დიდი თუ იქნება, ძალიან პატარა ფრთები აქვს, ძალიან პატარა ნისკარტი. ცასწავალა აყვავებულ მთის ფერდობზე გავიცანი.

    ზაფხულობით ჯერ თეთრად გადაიპენტება ხოლმე გუდამაყრის მთები, - ეს თეთრი ყვავილებია, გუდამაყრელები კანკეშას ეძახიან.

    მერე ლურჯი ყვავილებიც ამოვა და ფარდაგს დაემსგავსება სათიბები.

    ცხვარს ვედექი. ირგვლივ გაყუჩებული იყო ყოველივე. გახურებული მზე ზეცის სილურჯეში ლივლივებდა და ისეთი ლურჯი ცა იყო, თვალს ვერ მოსწყვეტდი. თეთრად აყვავებულ კანკეშებში გულაღმა ვიწექი და ცაში წასვლაზე ვოცნებობდი. უცებ, ჩემს ქვემოთ, ერთი პატარა ჭრელი ჩიტი ამოფრინდა და ცაში აიჭრა, თან წკრიალა ხმით იძახდა: ცასწავალ! ცასწავალ!

    სიჩუმეში ისე დაირხა მისი ხმა, ყველა მას შესცქეროდა: გუთნისჩიტები, ბოლოცეცხლები, ჩხიკვები, კლდის ქიმზე შემომჯდარი ორბებიც კი და ყვავილებიც კი შეიშმუშნენ.

    ცასწავალამ ერთხანს იფრინა ასე და უცებ ისევ დაბლა დაეშვა. მოდიოდა და ახალა იმას იძახდა: ვტყუი! ვტყუი! ვტყუი!

    ჩამოვიდა და ბალახებში გაუჩინდარდა. მერე რამდენჯერმე კიდევ აფრინდა ცაში გაგულისებული ძახილით: - ცასწავალ! ცასწავალ! ცასწავალ! - რაღაც ზღვარს მიაღწევდა, ღონე გამოელეოდა და ისევ ქვემოთ დაეშვებოდა: - ვტყუი! ვტყუი! ვტყუი! - ამით თითქოს თავს იმართლებდა.

    თავის უღონობას მალავდა, რათა სხვებს არ გაეგოთ, რომ ცაში წასვლა არ შეეძლო.

    ჯერ უთმინეს ფრთოსნებმა ეს ტყუილი. მერე კი, ეტყობა, საწყენად მიიღეს, ჩემს იქით, კანკეშიან გორზე, იწყეს შეკრება. მოვიდა ყველა ჯურის ფრინველი. ეტყობა, რაღაც თავისებური უმავთულო ტელეფონები აქვთ, თორემ როგორ გააგებინეს ასე უცებ ერთმანეთს: მოდიოდნენ და მოდიოდნენ, ათასნაირად ჩაცმულები. გორზე ტევა აღარ იყო. როცა ყველანი შეიკრიბნენ, რაღაც ითათბირეს და გაისუსნენ.

    ბალახებიდან ისევ ამოფრინდა ცასწავალა და ცაში აიჭრა: ცასწავალ! ცასწავალ! ცასწავალ! - ყვიროდა ის, მერე მიაღწია რაღაც ზღვარს და ქვემოთ დაეშვა: - ვტყუი! ვტყუი! ვტყუი! - ის-ის იყო, ბალახებში უნდა ჩამალულიყო, რომ გორზე შეკრებილ ფრინველებს ორი მიმინო გამოეყო, ეცნენ ცასწავალას და გაკოჭეს, აღარ აცალეს დამალვა. მიმინოებმა ცასწავალა გორზე შეკრებილ ფრთოსნებს მიჰგვარეს.

    იმათ ამოირჩიეს მოსამართლე და დაიწყო სასამართლო.

    მე, ჩუმად, ახლოს მივიწიე, რომ კარგად დამენახა, რა მოხდებოდა.

    მოსამართლე ყვავმა თავისი ადგილი დაიკავა და დაიწყო:

    - მოქალაქე ცასწავალა, თქვენ ბრალად გედებათ აქ შეკრებილი საზოგადოების მოტყუება. მითხარით, ვინა გყავთ ცაში?

    - არავინ, - თქვა სევდიანად ცასწავალამ.

    - ვაა! - აღმოხდა ყვავს, - როგორ თუ არავინ, მაშ ვისთან მიდიოდი?

    - ისე, ცაში მინდოდა წასვლა.

    - ვისთან, ვინ დაგპატიჟათ, რა მიზეზით?

    - არა, არავის დავუპატიჟნივარ, მაგრამ...

    - „მაგრამ“ აქ გამორიცხულია, მოქალაქე ცასწავალა, თქვენ შეურაცხყოფას აყენებთ აქ დამსწრე საზოგადოებას. განა შეიძლება ამდენი ტყუილი? მეტი საქმე არა გაქვს, რომ მთელი დღე გვატყუებ, ცასწავალ, ცასწავალ! და მერე ურცხვად იმეორებ, ვტყუი, ვტყუი! - ვინ არის შენი მოსატყუებელი. უფროსებისა მაინც არა გრცხვენია? სახლში ვინა გყავს?

    - არავინ.

    - ობოლი ხარ?

    - დიახ... - თქვა საბრალო ცასწავალამ და თავი მუხლებში ჩამალა.

    - საზოგადოების მოტყუებისათვის ცასწავალას მიესაჯოს ერთი დღე-ღამით თავისუფლების აღკვეთა, კანკეშის ღეროზე მიბმით, - გამოიტანა მოსამართლემ განაჩენი, შემდეგ გაგრიხეს გრძელი მარსლები, ცასწავალა ფრთებითა და ფეხებით კენკეშის ღეროზე მიაბეს და საკრებულო ნება-ნება დაიშალა. ყველაზე ბოლოს მოლაღული შემორჩა, მივიდა ცასწავალასთან, კარგახანს იდგა დაფიქრებული, მერე ცას ახედა, ამოიოხრა და მოწყენილი გაფრინდა.

    - გამაგრდი, ცასწავალა! - ჩამოსძახა კანკეშაზე მიბმულ ცასწავალას.

    ჩამოვარდა სიჩუმე. საწყალმა ცასწავალამ ამაოდ სცადა მარსლების გაწყვეტა.

    მე ჯერ დავაპირე ამეშვა, მაგრამ მერე ვიფიქრე, ვაითუ, ფრთოსნებმა მათი განაჩენის დარღვევა შეურაცხყოფად მიიღონ და ცასწავალას რაიმე დაუშაონ-მეთქი, ისევ გაცლა ვამჯობინე, ცხვარი ქვემოთ გავრეკე, დავტოვე ცასწავალა მარტოკა, მიწისა და ზეცის ამარა. მთელი ღამე არ მეძინა, მეშინოდა, მელიას არ მიეგნო დაბმული ცასწავალასთვის.

    დილით ადრე გავირეკე მთისაკენ ცხვარი, იმ ადგილას რომ მივედი, ჯერ ვერ დავინახე ცასწავალა, მერე კინაღამ ზედ შევდექი, ფოთლები ეფარა ზედ და ეძინა. ეტყობა, მოლაღულმა დააფარა, რომ მელიას ვერ დაენახა. მართლაც, რამდენიმე წუთში საიდანღაც მოფრინდა მოლაღული და ფოთლები მიმალ-მომალა, რომ ფრთოსნებს არ ენახათ.

    შუადღემდე დაბმული იყო ცასწავალა. შუადღისას ისევ შეიკრიბნენ ფრთოსნები და ახსნეს, ჯერ უგონოდ დაეცა, ეტყობა ფრთები ეტკინა. მოლაღულმა ნისკარტით წყაროს წყალი მოარბენინა და მოასულიერა ცასწავალა.

    - გაგვითავისუფლებიხარ, ცასწავალავ, ოღონდ ერთი პირობით: მეტი აღარ მოიტყუო, - უთხრა ყვავმა.

    - არა, აღარ მოვიტყუებ, - პირობა მისცა ცასწავალამ.

    წავიდ-წამოვიდნენ ფრთოსნები და ახლომახლო აყვავებულ ბალახებში ჩასხდნენ.

    ცაზე მსუბუქად მოცურავდა ყვითელი მზე. ლურჯი, ძალიან ლურჯი ცა თითქოს თავის სიღრმეში სანავარდოდ იხმობდა ყველას.

    ცასწავალა კარგა ხანს იჯდა დაფიქრებული.

    მერე, ეტყობა, მოსწყინდა ასე ყოფნა, ფრთები გაშალა და ცაში აიჭრა:

    - ცასწავალ! ცასწავალ! ცასწავალ! - იძახდა ცასწავალა და ისე მაღლა წავიდა, ოდნავღა ჩანდა, გასცდა იმ ზღვარს, სადამდისაც ადრე მიდიოდა ხოლმე - უკანასკნელ ძალ-ღონეს იკრებდა და ერთი სურვილით შეპყრობილი, მიწაზე დარჩენილ ფრთოსნებს ჩამოსძახოდა: ცასწავალ! ცასწავალ! ცასწავალ!

    ყველანი მას შეჰყურებდნენ.

    ის წერტილივით ჩანდა.

    უკანასკნელი ამოსუნთქვისთვისღა ეყო ღონე და გული გაუსკდა.

    უკან მსუბუქად და მდუმარედ ეშვებოდა. მერე ასევე მსუბუქად დაეცა თავის საყვარელ ბალახებში.

    საწყალი ცასწავალა ფრთოსნებმა იმ გორაკზე დაასაფლავეს, სადაც გუშინ სასამართლო მოუწყვეს. ყვავმა გრძელი სიტყვა წარმოთქვა. მოლაღულმა ბევრი იტირა, სხვებიც ვიშვიშებდნენ, თავს აქეთ-იქით აქნევდნენ. მერე დაიშალნენ და დარჩა გორზე პატარა სასაფლაო.

    ეს ოდნავ ცისკენ ამოწეული მიწა ზემოთ დარჩენილთ თითქოს იმას მიანიშნებდა, რომ მის ქვეშ ზეცაში წასვლის სურვილით შეპყრობილი ცასწავალა იწვა, და ვინც კი ნახავდა, გული სწყდებოდა: ეს სურვილი ხომ მეტ-ნაკლებად ყველას გვაქვს, ზოგი ვამჟღავნებთ, ზოგი გულში ვიმარხავთ სამუდამოდ...

    Posted by: niki117 20 Apr 2015, 23:20
    მოიისფრო
    ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითე

    Posted by: მოიისფრო 20 Apr 2015, 23:34
    niki117

    ეჭვი არ მეპარება wink.gif up.gif

    Posted by: ratomac aRa 25 Apr 2015, 23:59
    user posted image

    იაკობ ტრიპოლსკი ბიძამისი ყოფილა (დედის მამიდაშვილი)

    user posted image

    ჯღუნა biggrin.gif

    user posted image

    Posted by: davita1985 18 Sep 2015, 16:58
    ბალახზე ნამი ჰკიდია
    ნამში სამყარო ჩანს,
    სამყარო მშვიდზე მშვიდია
    ნამს კი მზის სხივი სვამს.
    ერთ წამში შრება სამყარო
    რჩება ბალახის ღერი,
    ზემოდან სიმღერ-სიმღერით
    კაცი მოჰყვება ცელით.
    აღარც ბალაზი, არც ნამი
    მარტო გამშრალი მტვერი,
    ასე მოკლეა სიცოცხლეც
    ერთი შეხედვით გრძელი.
    გოდერძი ჩოხელი heart ემოცია

    Posted by: davita1985 25 Sep 2015, 13:10
    კლდეებში დაასრულე სიცოცხლე შენი...
    კლდეებს დაუტოვე ძვალი და რბილი,
    კლდეებს უზიარე სიცოცხლის წილი,
    კლდეებზე იპოვე ძილი!
    სთქვი და აასრულე, სთქვი და აასრულე,
    რაც მოსახდენია, ჰქენი!
    არავის ტირილი არ გინდა ამქვეყნად,
    გლოვაა ეს წუთისოფელი.
    ლამაზი ისაა, კლდე რომ გაგიხსენებს:
    _ იყო გოდერძი ჩოხელი!
    ლამაზი ისაა, კლდეს რომ შეერევი,
    სუნთქვას რომ გაატან ნიავს,
    ქვიშას გაერევი, ბოღმას მოერევი,
    კლდეს სისხლით შეღებავ, მზიანს.
    კლდეებში შენს ძვალ-რბილს
    რომ ვერვინ იპოვის,
    კუბო რომ არავის მიაქვს,
    შავ მიწას სათხრელად რომ არვის გაუხდი...
    სიკვდილიც, სიკვდილსა ჰქვია.
    _ შენ უკვე გიჟი ხარ, გოდერძი ჩოხელო!
    _ ჩემზე სულელი ხარ, შენ, წუთისოფელო!.

    Posted by: Forget-me-not 31 Jan 2016, 03:50
    QUOTE
    ერთხელ სიზმარში გნახე, რომ ბეღურა იყავი და დაფრინავდი.
    ვიღაცამ ქვა გესროლა და ფრთა მოგტეხა, შენ ჭინჭრებში ჩავარდი. მოვედი, აგიყვანე. კანკალებდი.
    მე უბეში ჩაგისვი და ისე ვტიროდი, გულს ვიგდებინებდი.
    მეგონა თუ ასე ვიტირებდი არ მოკვდებოდი...
    დედაჩემმა შეშინებულმა გამომაღვიძა - ეტყობა ცხადად ვტიროდი.
    ბავშვობა მაინც სხვანაირი იყო. ალბათ იმიტომ, რომ იქ შენ იყავი. ბავშვები სუფთა იბადებიან, ადამიანებს მერე გვემღვრევა სული.
    ხოლო სამყარო არ დაბადებულა ერთხელ და სამუდამოდ, იგი მარადიულად იბადება. ყველაფერი მიიქცევა და კვლავ მოიქცევა.
    მე რატომღაც მგონია, რომ ისევ მოხვალ.
    იცი როგორ გელოდები.

    ახლა მე ვზივარ და ვიგდებინებ გულს... cry.gif არასდროს მბეზრდება. <3
    * * *
    "თქვენი მეუღლე რას საქმიანობს?
    -ნინო? ნინო ჩემს დარდებს უძლებს."

    Posted by: ratomac aRa 3 Mar 2016, 19:08

    კინომცოდნეობაზე სწავლობდა და ეგონა სარეჟისოროზე იყო )

    * * *
    Forget-me-not

    Posted by: ratomac aRa 2 Nov 2016, 14:03
    https://we.tl/1CshuYEcLT

    ჩრჩილის აღსარება

    https://www.wetransfer.com/downloads/975764733ccf2e3fb3aa647b30897af320161102095807/95f478

    თევზის წერილები

    Posted by: Krusty_the_Clown 3 Nov 2016, 22:35
    QUOTE
    გოდერძი ჩოხელი

    მიყვარს ეს კაციlove.gif

    Posted by: ratomac aRa 5 Nov 2016, 23:44
    https://we.tl/IpP7ofWNQO

    ნადირობა ოზანოს მთაში

    Posted by: GunsN 10 Apr 2017, 22:16
    მოიისფრო
    რა კარგი იყო love.gif

    ცხრა შეკითხვა სიყვარულის შესახებ
    1

    – უკაცრავად. თქვენი სახელი?

    – გოჩა.

    – გვარი?

    – ჩიფიკაშვილი.

    – რამდენი წლისა ხარ, გოჩა?

    – თექვსმეტის.

    – შეყვარებული თუ გყავს?

    – შეყვარებული?

    – ჰო, რა იყო, რაზე გეცინება?

    – რავი აბაა!

    – რა ჰქვია?

    – ვის?

    – შენს შეყვარებულს.

    – არ ვიცი.

    – როგორ, სახელი არ იცი?

    – არა, მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი და ისიც შორიდან.

    – როგორ ფიქრობ, რა არის სიყვარული?

    – რავი აბაა! მე მგონი მარადიული მონატრებაა. . .

    2

    – მართა პირველი.

    – ოჰო! რა ლამაზი სახელი და გვარი გაქვთ!

    – მართლაა!

    – ძალიან მომწონს.

    – უი, დიდი მადლობა.

    – მართა, შეიძლება სიყვარულის შესახებ რამდენიმე კითხვა მოგცეთ, ხომ არ გაბრაზდებით?

    – უი, როგორ გეკადრებათ, პირიქით, მე ძალიან მიყვარს ამ თემაზე საუბარი.

    – რახან ასეა, მაშინ გულახდილად მითხარით, გიყვართ ვინმე?

    – არა, მე გათხოვილი ვარ!

    3

    – თქვენი სახელი?

    – ჩემი?!

    – დიახ.

    – კოლა, ნიკოლოზი, ისე ნიკიფორეს მეძახიან.

    – თქვენ რომელი გირჩევნიათ?

    – მეე, ნიკო.

    – რა გვარი ბრძანდებით?

    – ჩუქურთმიშვილი, ნიკიფორე ჩუქურთმიშვილი.

    – ცოლ-შვილი გყავთ?

    – პირველი ცოლისგან ერთი ბიჭი, ახლა ჯარშია, წერილს ველოდები, მეორისაგან ქალ-ბიჭნი, უმცროსი მერვეშია, უფროსი მეათეში, გოგო სჯობია სწავლითა, ბიჭი ყალთაბანდობს, არა უშავრა კია. . . ბიჭი ეგეთი სჯობია, გამაიჯეკება ყველა საქმეშია, მეც ეგრე არ ვიყავი, რო? მესამე ცოლი კიდევ უშვილო გამამადგა, მაგრამ რას იზამ, ვერ გააგდებ და ვერაფერი, ისეთი ძმები ჰყავ, რომა კაცი მჭამლები.

    – რას იტყვით, რა არის სიყვარული?

    – არ გაგიგონიაა, შიში შაიქმს სიყვარულსაო, ასპროცენტიანი ეგრეა; რა ვქნა უშვილო გამამადგა, მაგრამ ისეთი ძმები ჰყვა რო პირდაპირ კაციმჭამლები, მიყორს მა რა ვქნა, თავზეით რო ძალა აღარ არის, რას იზამ?

    – შვილების სიყვარულზე რას იტყვით?

    – აი, იმათ ენაცვალოთ მამა, აგრეე!

    – ხომ ნახულობ?

    – არა, ალიმენტ უგზავნი.

    4

    – რომელ კლასში ხარ ლადო?

    – მეოთხეებში გადავდივარ.

    – რა ნიშნები გყავს?

    – რავიიი!

    – შენმა კლასელმა გოგომ მითხრა ორებს ღებულობსო, მართლა?

    – ორებს კი არა, ისაა.

    – მაშ, რა ნიშნები გყავს?

    – ხუთები, ოთხები და ალაგ-ალაგ სამები.

    – რა გვარი ხარ?

    – წიკლაური.

    – შეყვარებული ხომ გყავს?

    – შეყვარებული არა, ისაა!

    – მე რომ მითხრეს ჰყავსო?

    – არაფერიც.

    – შენი კლასელია?

    – ვინა?

    – ის გოგო, შენ რომ გიყვარს.

    – არავინაც არ მიყვარს.

    – მე რომ მითხრეს?

    – რა გითხრეს?

    – ლადოს ის გოგო უყვარს, კლასში მის უკან რომ ზისო.

    – უკან კი არა, წინ ზის – წამოსცდა ლადოს და სირცხვილისაგან აწითლებულმა თავი დახარა.

    5

    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

    – მე რა უნდა გითხრათ სიყვარულზე, ეგ ასაკი უკვე გავიარე.

    – რა ასაკი.

    – აი, კაცს რომ ჰგონია, სიყვარული მართლა რომ არსებობს.

    – თქვენ გინდათ თქვათ რომ. . .

    – დიახ, დიახ, ადრეც მეგონა, რომ არსებობდა, მაგრამ თურმე ეს ყველაფერი ბავშვობის ილუზიები იყო.

    – მერე როგორ მიხვდით, რომ არ არსებობს?

    – სულ უბრალოდ. სკოლა რომ დავამთავრეთ, დავშორდით. მე ინსტიტუტში გავაგრძელე სწავლა, ის ჯარში წავიდა.

    – მერე?

    – მერე ჩემს თანაკურსელზე გავთხოვდი.

    – რატომ, არ გიყვარდათ?

    – ჰმ, შენ რა ჩემი ქმარივით ლაპარაკობ?

    – მაინც?

    – გიყვარს, არ გიყვარს, გიყვარვარ, არ გიყვარვარ, რა შუაშია აქ სიტყვები, მთავარია ელემენტარული გაგება, ხომ?

    – მაინც რაში გამოიხატება ეს ელემენტარული გაგება?

    – მე მგონი ბევრ რამეში, თუნდაც იმაში, რომ არ უნდა მთხოვდეს ანგარიშებს, სად ვიყავი, რატომ დავიგვიანე, ეს ხომ წვრილმანია, არა?

    – გააჩნია, რა შემთხვევაში.

    – ხომ გითხარი?

    – რა მითხარით?

    – ჩემი ყოფილი ქმარივით ლაპარაკობთ-მეთქი.

    – შერიგებას არ აპირებთ?

    – ვისთან, იმასთან?!

    – უკაცრავად.

    – არაფერზე.

    – და კიდევ ერთი კითხვა: ის ბიჭი რომ შეგხვდეს და ძველი სიყვარულის გაახლება შემოგთავაზოთ, რას იზამთ?

    – ვისზე ამბობთ?

    – თქვენს თანაკლასელზე, მე მგონი აქამდე ცამოვიდოდა ჯარიდან.

    – ააა, გოჩაზე ამბობთ? ის შემხვდა კიდეც, რომ გაიგო ქმართან გაცილებული ვიყავი, ასეო, ისეო, უშენოდ არ შემიძლიაო.

    – მერე რა უთხარით?

    – ვიფიქრებ მეთქი. იმ დღეს იანვრის ოცდაცხრა რიცხვი იყო, დავთქვით, თებერვლის ოცდაცხრაში შევხვედროდით ერთმანეთს და მაშინ ვეტყოდი ჩემს პასუხს. მისამართი განგებ არ მივეცი, იმან ძველი მისამართი იცოდა, ჩვენ კი საცხოვრებლად სხვაგან გადავედით. მოკლედ თუკი ვინმე საერთო ნაცნობი გვყავდა და ჩემი ახალი მისამართი იცოდა, ყველა გავაფრთხილე, არ ეთქვათ მისთვის ჩემი ახალი მისამართი.

    – რატომ?

    – იმიტომ, რომ მაინტერესებდა, ადრე მართლა მიყვარდა თუ არა. თუ მართლა მიყვარდა, ხომ ვერ გავძლებდი და თებერვლის ოცდაცხრაში დათქმულ ადგილზე შევხვდებოდი. არ მინდოდა შევხვედროდი მანმადე, გაიგე? ჩემს თავს ვამოწმებდი.

    – მერე რა გაარკვიეთ?

    – თებერვალი ოცდაცხრით კი არა ოცდარვით იყო.

    – და ვეღარ შეხვდით?

    – მე ოცდარვაშიც მივედი და პირველ მარტსაც.

    – არ მოვიდა?

    – ამას წინათ ისევ შემთხვევით შემხვდა და იცი, რა მითხრა? მაპატიე, ოცდაცხრა თებერვალს ისეთი საქმე მქონდა ვერაფრით ვერ მოვახერხე მოსვლაო. მაშინ მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ბავშვობა იყო.

    – და აღარ გჯერათ?

    – არავითარ შემთხვევაში.

    – და მაინც როგორ სიყვარულს ისურვებდით?

    – რაღა თქმა უნდა, ურთიერთგაგება რომ იყოს, ისეთს.

    6

    – ბებოო?

    – რაო, შვილო?

    – სიყვარული რა არის?

    – სიყვარული არა ხაარ, მა რა ხარ ბებო გენაცვალოს!

    7

    – ჩემი სახელია აპოლონი.

    – გვარი?

    – მღებრიშვილი.

    – სად მუშაობთ?

    – იქ.

    – სად იქ?

    – ნუ, რა საჭიროა?

    – შემთხვევა რო იყოს, სიყვარულის გულისათვის თუ დასთმობდით სიცოცხლეს?

    – ვინა? მეეე ქალის გულისათვის, კაცო?! სიყვარული რაღა არის, რომ მისი გულისათვის სიცოცხლე გაწიროს კაცმა.

    8

    – ეხლანდელები ქაა?! ეხლანდელები აღარც სირცხვილს დაგიდევენ და აღარც ნამუსსა, გვიყვარსო! აეტუზებიან ერთმანეთსა და ჰპროშნიან. ზედაც არ გიყურებენ, გინდა ყოფილხარ იქა გინდა არა, გვიყვარსო! მერეე ქაა?! ეხლანდელი ცოლ-ქმარი რო დადიან, ეგრე დავდიოდით ჩვენა? ჩვენ კი არ გვიყვარდა ერთმანეთი?! თუ მაგათ სწავლა რომ აქ, სხვანაირი სიყვარული იციან? ჩემ ქმარს რო დავინახავდი, იგრე შამაზრიალებდა ტანში, როგორც რო რა? მაგრამა რას შავიმჩნევდი, სახელი რა არის, სახელითაც ვერ მივმართავდი ხალხშია, მრცხვენოდა. ისრე წავიდა შავ მიწაშია, მე იმისთვი თვალი არ გამიყრია თვალშია. ახლანდელები? ლამის არის, თვალებით დაჭამონ ერთმანეთი.

    არა, ქაა! მე მაგნაირი სიყვარული არ მწამს.

    არ მწამს და მამკალ, აჰა!

    9

    მეცხრე და ბოლო კითხვა, თუმცა ბოლო რატომ? განა წინა პასუხებიდან რამე გაირკვა? სიყვარულის რაობისათვის ხომ იმდენივე კითხვა შეიძლება დაისვას, რამდენი ადამიანიც არის ქვეყანაზე. ალბათ ყველა პასუხი მართალი იქნება შეკითხვაზე, თუ რა არის სიყვარული. მართალი იქნება იმიტომ, რომ ყველა თავისებურად ხედავს მას, მაგრამ საბოლოოდ მაინც გაურკვეველი დარჩება, რადგან თვითონ ცვალებადი და გაურკვეველი ბუნებისაა სიყვარული.

    ასე არ არის, მკითხველო?

    სცადეთ, ყველამ საკუთარი პასუხი გასცეთ ამ შეკითხვას:

    – მაინც რა არის სიყვარული, როგორი ბუნებისაა იგი და ისურვებდით თუ არა არსებობას მის გარეშე?

    ამით მარადიულად გაგრძელდება ჩვენი მოთხრობა, რომელიც ვერასოდეს ცასწვდება მის ბუნებას.

    და თუ ვინმე მაინც ჯიუტად შემოგიბრუნებთ კითხვას:

    – დამიმტკიცეთ, რომ არსებობს სიყვარული.

    ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს: სიყვარული ისეთ ბუნებისაა, დამტკიცებას არ საჭიროებს, იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს!

    Posted by: GunsN 26 Apr 2017, 20:02

    Posted by: madridiSSta1988 7 Sep 2019, 14:42
    მეგობრებო, ვეძებ გოდერძის კრებულს "ბინდისფერი ხეობიდან ცამდე", არსად არ იშოვება, რომელ წიგნის მაღაზიაში არ ვიყავი, რომელ გამომცემლობაში არ დავრეკე, მაგრამ ამაოდ.
    თუ ვინმეს გაქვთ და გაყიდით, ხომ ღირდა 30 თუ 35 ლარი და ორმაგს გადავიხდი, ოღონდ ვინმემ მომყიდეთ, ერთი ადამიანისთვის მინდა.
    დაბადების დღეზე ვაპირებ ჩუქებას და წიგნი ახალივით უნდა იყოს ოღონდ, ისეთ მდგომარეობაში, რომ არ ეტყობოდეს ნახმარი თუა.
    ველი გამოხმაურებებს, ამ წიგნის სხვა გზით შოვნის ყოველგვარი იმედი დავკარგე და უდიდესი მადლობა მას, ვინც დამეხმარება.

    Posted by: madridiSSta1988 17 Sep 2019, 15:20
    QUOTE (madridiSSta1988 @ 7 Sep 2019, 14:42 )
    მეგობრებო, ვეძებ გოდერძის კრებულს "ბინდისფერი ხეობიდან ცამდე", არსად არ იშოვება, რომელ წიგნის მაღაზიაში არ ვიყავი, რომელ გამომცემლობაში არ დავრეკე, მაგრამ ამაოდ.
    თუ ვინმეს გაქვთ და გაყიდით, ხომ ღირდა 30 თუ 35 ლარი და ორმაგს გადავიხდი, ოღონდ ვინმემ მომყიდეთ, ერთი ადამიანისთვის მინდა.
    დაბადების დღეზე ვაპირებ ჩუქებას და წიგნი ახალივით უნდა იყოს ოღონდ, ისეთ მდგომარეობაში, რომ არ ეტყობოდეს ნახმარი თუა.
    ველი გამოხმაურებებს, ამ წიგნის სხვა გზით შოვნის ყოველგვარი იმედი დავკარგე და უდიდესი მადლობა მას, ვინც დამეხმარება.

    ვიშოვე ! bis.gif

    Posted by: Windmill 17 Sep 2019, 23:20
    გენიოსს გინდა უწერია, გინდა გადაუღია - მაინც გენიოსია... სამწუხაროა, რომ მოკვდავებს გვიჭირს მათი ცნობა, მანამ ცოცხლები არიან

    Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
    © Invision Power Services (http://www.invisionpower.com)