მე მგონია რო ჩვენ უნდა დაუბრუნდეთ ფილოსოფიის საწყისებს, ეხლანდელი ფილოსოფია მოექცა ჩიხში, ხდება ფორმების დაწვნა, რომელიღაც წყობების აწყობა, სიტყვები და სიტყვები, მარა მოვკიდებ ხელს და ვერ ვგრძნობ შეხებას, ვსინჯავ გემოს და ვერ გრძნობ მას.
საჭიროა გადავხედოთ გარემოებს განსხვავებული თვალსაზრისით, რომელიღაც განსხვავებული მიდგომით, თვისებით, და წესით, პატარა ცვილება გარდაქმნის ყველაფერს.
დაფიქრდით იმაზე თუ რომელია ფილოსოფიის დანიშნულება? გარემოთა და თავის შესწავლის და გათვითცნობიერების მეშვეობით, ჩვენ უნდა შევიცნოთ სამყარო, გავერკვეთ მასში და საკუთარ თავში, და ამით ( სხვათა გარდა ), გავიზარდოთ შეგნებულობის და თვით-შეგნებულობის დონე, და საბოლოო ჯამში გავახორციელოთ თავი
----
შეიძლება იყო მეცნიერი, ათეისტი ან მორწმუნე, ყველა შემთხვევაში, თუ არ იცი და არ გესმის, თუ რატომ და რა ხდება, ვინ ხარ და სად ხარ, არ იცი გარემოთა ფესვი, თვისება და ქმედება, მაშინ ხარ ჩაგდებული ორმოში.
საწყისიდანვე, თუ ჩვენ არ გვაქ საჭირო კოორდინატები ( ზემო და ქვემო, მარჯვენა და მარცხენა, ეს ასეთია, ის ისეთია, ეს ასეთია ამიტომ რო, ის ისეთია იმიტომ რომ, და ასე შემდეგ ), ჩვენ ვიქნებით დაკარგული თავში და გარემოში.
ფილოსოფიის მეშვეობით ჩვენ უნდა ვეცადოთ გავიგოთ სამყარო და თავი, მისი, სხვათა, და თავისი დანიშნულება და სათანადო თვისებანი.
მე მგონია ეს მიგვანიშნებს პასუხზე, როგორც ჩანს, სინამდვილე ასეთია რო, ცხოვრებაში არსებობს რომელიღაც და რამდენიმე ფუძე, წესი და თვისება ( პრინციპი ), რომელი ყოველივეს განსაზღვრავს და განაპირობებს, მათ შორის ყველა დონეს, მხარეს, და წყობას.
საკითხები ვინ ვართ ჩვენ, სად ვართ, რატომ ვართ, მერე კი როგორი ვიყავით, და როგორი უნდა გავხდეთ, არ არიან უბრალოთ ისე, და ერთ-ერთი სხვათა შორის. მათი გარკვევის გარეშე ყველაფერი იქმნება მარტო სახეობებათ ( ფორმები ), თავის და ბოლოს გარეშე
----
მე მგონია რო ისტორიულათ შეძენილი გამოცდილების და სიბრძნის მეშვეობით, ჩვენ უკვე შეგვიძლია ამ საკითხების გარკვევა.
მე მაქ ზოგი აზრი ამის თაობაზე, თუ გსურთ, თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ მათ მისამართით
https://moazrovne-81.blogspot.com/2020/06/0...e-eternity.html , მერე კი თუ ისურვებთ, თქვენ შეგიძლიათ მომწეროთ მე მისამართით giorgichikhladzefb@gmail.com , branni81@yahoo.com . მე ვიქნები მოხარული დავამყარო თქვენთან ურთიერთობა. ღრმა პატივისცემით გიორგი ჩიხლაძე