forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · რჩეულები  · ჩატი
Pages: (16) « პირველი ... 14 15 [16]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> შაკიკი
fatdata758
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 74
წევრი No.: 194064
რეგისტრ.: 18-November 14

გამოგზავნილია: 22 Dec 2018, 22:44  #53969150      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
უკვე დიდი ხანია რაც მაწყუხებს შაკიკი და ასე ვთქვათ უმეტესწილად უკვე დაუმუღამე რა პერიოდებში ამტკივდება თავი. მაგალითად თუ ღრმად მეძინა და მთლიანობაში 12 საათზე მეტი მეძინა საშინელი თავის ტკივილით ვიღვიძებ. ან პირიქით თუ გვიან დავიძინე მაგრამ მაინც საშუალოდ შვიდი რვა საათი მეძინა მაინც მტიკვდება ოღონდ ესეთ შემთხვევაში ძაან იშვიათად. საჭმელს თუ არ შევჭამ მაშინაც ძაან მტკივდება ოღონდ აი დაუშვათ საშუალოდ ვჭამე ისე რო დავნაყრდი წესით ოთხი ხუთი საათი უნდა გავძლო ისე რო არ მომშივდეს, არც მშვდება მაგრამ თავის ტკივილები მეწყება საშინელი და შემდეგ საჭმელს რომ ვჭამ მიწყნადრება ლაითად მაგრამ მაინც. თუ მოვასწარი წამლის დალევა სანამ ტკივილის პიკს მიაღწევს რაღაც პონტში მიყუჩებს, მაგრამ თუ არ დავლიე წამალი ის დღე არავის დანახვა და მცირედი ხმაურის გაგონებაც კი არ მინდა ხოლმე პატარა მოძრაობაზეც კი ვკონცენტრირდები და რაღაც ტკივილის ახალ პრიხოდს მირტყავს. ახლა გეტყვით იმას თუ რა მშველის. ერთადერთი რემე რაც დარწმუნებული ვარ ყველას გამოგადგებათ არის ცხელი აბაზანა. რაც შეიძლება ცხელი წყლის ქვეშ იყავით. იმდენად ცხელი უნდა იყოს წყალი რომ ტკივილი გადაფაროს. სუ რამდენიმე წამი გააჩერდებით ასეთი წყლის ქვეშ და შემდეგ შედარებით თბილზე გადახვალთ. მე ეს მეთოდი ძაან მშველის.

ხოდა რატო დავწერე ამდენი იქნებ რაიმე არსებობს რაც ჩემ ცხოვრებას გაამერტივებს და სახე დაჭყანული არ ვივლი ხანდახან სამსახურში biggrin.gif.
angelgirl
♔ ANGEL GIRL ♔


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3269
წევრი No.: 135165
რეგისტრ.: 26-August 11

გამოგზავნილია: 30 Dec 2018, 22:32  #54004095      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · im
ამ საახალწლოდ აქ რომ შემოხვალ და
მოთქმას დაიწყებ ადამიანი sad.gif
მეგობრებო გამარჯობა, მირჩიეთ რ აკარგი ნევროპათოლოგი.
5 წელიწადია რაც შაკიკი მტანჯავს sad.gif
მაცლის ყველანაირ ძალას და ენერგიას.
რა მაინტერესებს იციით ვინმეს თუ გჭირთ ასე, რომ ვიტყვი რაკაია აღარ ამტკიებიათქო ზუსტად მეორე დღეს
მეწყება ტკივილი და ეს რა
ფენომენია ვინმემ ამიხსენით რა


--------------------
♔ ANGEL GIRL ♔
freeandhappy
๑♥๑๑♥๑๑♥๑๑♥๑๑♥๑


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5746
წევრი No.: 58874
რეგისტრ.: 19-April 08

გამოგზავნილია: 31 Dec 2018, 14:04  #54005964      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ორი დღის წინ ისეთი შეტევა მქონდა, არადა 1 წელია არ შეუხსენებია თავი sad.gif აურით, გულისრევა არ იყო მაგრამ აი მეგონა ვკვდებოდი ან ინსულტი მქონდა



--------------------
სინდისი და პატიოსნება ტანსაცმელს ჰგავს: რაც უფრო მეტად არის შელახული,მით უფრო დაუდევრად ეპყრობი...
МПС
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 431
წევრი No.: 247841
რეგისტრ.: 12-January 19

გამოგზავნილია: 12 Jan 2019, 09:52  #54056291      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რომელ ექიმთან მივიდე სად მივიდე აღარ შემიძლია
freeandhappy
๑♥๑๑♥๑๑♥๑๑♥๑๑♥๑


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5746
წევრი No.: 58874
რეგისტრ.: 19-April 08

გამოგზავნილია: 26 Aug 2019, 12:31  #55157336      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მეტყველების აზროვნებების მხედველობის დარღვევით თუ გქონიათ შაკიკი. მესამე დღეა მქონდა და გამოშიგნულივით ვარ

quchi
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 363
წევრი No.: 88762
რეგისტრ.: 13-April 09

გამოგზავნილია: 4 Dec 2019, 13:30  #55555128      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოკლედ მაწუხებს შაკიკის ერთ-ერთი ფორმა "კლასიკური შაკიკი", საშინელი ტკივილები მაქვს, თავიდან დაახლოებით თვეში ერთხელ მქონდა, შემდეგ მიმატა და ხშირად დავიძინებ კარგად და ვიღვიძებ ტკივილით.
ვისაც გამოგიცდიათ, კი იცით, ფაქტობრივად პარალიზებული ხარ .
რა თმა უნდა არ მშველის სტანდარტული გამაყუჩებლები საერთოდ, გინდ დამილევია გინდ არა.
ვღებულობდი გამაყუჩებლად სხვადასხვა დროს სხვადახსვა წამალს რადგან ვეჩვევი და გარკვეული დროის მერე აღარ მშველის, თავიდან დავიწყე ნარანსი,შემდეგ იმიგრანი, შემდეგ გადავედი ყველაზე რელპაქსზე რომელიც საკმაოდ ძვირი ღირს, ამჯერად ვღებულობ სუმატრიპტამს და მიგრალგინს, ანუ პერიოდულად ვანაცვლებ და საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასი აქვს.
რა თქმა უნდა მყავს ნევროპათოლოგი რომელმაც ამიხსნა, რომ განკურნება არა მაგრამ პროცესის მართვა შესაძლებელია.ვცდილობ შევეგუო და გავაგრძელო ცხოვრები შაკიკთან ერთად.
ვღებულობს სისტემატურად დილით ბეტალოკზოკს-25 მგ, საღამოთი სიბელიუმს და პერიოდულად მჭიდება ანტიდეპრესანტი და ტვინის მკვებავიც.
მე რეკომენდაციას უწევ ბატონ არჩილ საყვარელიძეს, ვთვლი, რომ რომ არა ეს კაცი ტკივილით მიწევდა ცხოვრება, რომელიც გადადიოდა ღებინებაში და მერე გადასხმები მჭირდებოდა რომ ფეხზე დავმდგარიყავი, ის რომ ამ დროს არ გინდა კონტაქი არავისთან, არ გინდა შუქის დანახვა, რომ გონება დაბინდული გაქვს და უამრავი სირთულე, ამას აღარ დავწერ ისედაც იცით.
კარგი იქნებოდა თუ დავწერდით ჩვენ გამოცდილებას და გაუზიარებდით ერთმანეთს რჩევას
ბედნიერი და ნაკლებტკივილიანი დღეები მისურვებია მეგობრებო smile.gif
justfeel
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 446
წევრი No.: 242082
რეგისტრ.: 11-April 18

გამოგზავნილია: 13 Dec 2019, 22:29  #55589302      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ღმერთოო რაებს ვკითხულობ, მეც შაკიკი მაქვს ოღონდ არაფერი მშველოდა ვისთან არ ვიარე რა მედიკამენტები არ დამინიშნეს , შაკიკმა მხედველობაც დამიქვითა ცოტა, მოკლედ ერთმა ექიმმა მითხრა შენვე უნდა გაიგო რატომ გეწყება შეტევა რაღაც არ მოგწონს არ გსიამოვნებს ან ზუსტად იმ მომენტში ხარ როცა შაკიკის შეტევა გეწყებაო ყველაფერი უნდა გაანალიზო გადაწონო რაღაცაო, ერთხელ დამეწყო და დავაფიქსირე რაზეც შემომიტია და რავი იმის მერე მშვიდად ვარ ღმერთო მადლობა რო 3 -4 დღე არ მიგრძელდება სულ რაღაც 12 საათი შეიძლება შემომიტიოს მარა უეჭველი ვცდილობ როგორმე რო შუქი ჩავაქრო ჩავაბნელო წავუძინო biggrin.gif
Spirited__Away
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 31
წევრი No.: 246250
რეგისტრ.: 26-October 18

გამოგზავნილია: 14 Dec 2019, 18:40  #55592197      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მეც კლასიკური შაკიკის დიაგნოზი დამისვეს, მაგრამ როგორც ჩანს მაინც შედარებით მარტივად მაქვს საქმე, რადგან ციტრამონიც კი მიყუჩებს ხოლმე ტკივილს, ასევე ექიმმა მეც მითხრა გამომწვევ სიტუაციებს დავკვირვებოდი და მოვრიდებოდი, ჩემს შემთხვევაში ესაა სიცივე, შიმშილის გრძნობა, ხმაური და ზედმეტი ემოციები და კიდევ ერთი რამ,რაც შაკიკის ტკივილში მერეოდა, ესაა საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დისფუნქციით გამოწვეული ტკივილი, რომელიც ისე ვრცელდებოდა თავის არეში რომ, შაკიკი მეგონა ხოლმე, რაც ყბის სახსარზე დავიწყე მკურნალობა თავის ტკივილიც შედარებით გაიშვიათდა

This post has been edited by Spirited__Away on 14 Dec 2019, 18:41
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (16) « პირველი ... 14 15 [16]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0255 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]