ძაან დაგვიანებული მიმოხილვა -- სისრულისთვის
(( ნეტა ვინმე თუ უყურებთ ამ შეჯიბრს? ))
საქმეები გაირჩაევროპის "ჩემპიონთა თასს" ორი რაუნდის შემდეგ მაქსიმუმით - 10 ქულით -
მოწინავეობს სამი ქვეყნის თითო ჯილა: სარასენსი, ლა’ როშელი და ლენსთერიOvaluri.comxa.com/2017
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"
მისივე ფეის’ბუქის ეტლი 2016 წლის აპრილის ბოლოდან
https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი = ქვემოთაა ! ))მეორე რაუნდის 10 მატჩიდან ექვსში მასპინძელმა იმარჯვა და ოთხში სტუმარმა. პრემიის მომტანი, მეოთხე ლელო 20-დან 9 (!) გუნდმა დადო, ნუგეში ხუთმა წაგებულმა მიითვალა, ორმა ძლეულმა კი ცხრილში ერთბაშად 2 ქულაც ჩაიწერა
შესრულდა ორი ჰეთ’თრიქი - ოღონდაც, ერთსა და იმავე მატჩში. გაიცა 8 ყვითელი ბარათი, ტრიბუნალმა კი, შემოდგომის ტესტების წინ, სამი ბობოლა ინგლისელის საქმე გაარჩია:
ბურჯ ჯო მარლერს (ჰრლ) სამი კვირით აუკრძალა თამაში, 8 ნომერ ნეითან ჰიუზს (ვსპ) - ორით, ხოლო შარის’თავი კვაჭი, დილან ჰართლი (ნორ) სულაც გაამართლა, ესაო და გადაყრაზე უცაბედად (!) უთავაზა სიფათში რაბა სლიმანსო (კლრ)
ხვანჯები ამით არ დასრულებულა: ჰარლიქვინზმა იჩივლა, მარლერი ნაკრებში არ გამოუძახიათ, რის გამოც სასჯელში საკლუბო თამაშებიც უნდა ჩაეთვალოსო. ჰოდა, "ვარდებმა" ჯოს თუ მაინც უხმეს ტესტებზე, ოღრაშული დებულებით, დაგეგმილზე ადრე (!!) გაუვა ბანი
და კიდევ, "დამოუკიდებელმა ექიმმა" გაარჩია დარეტიანებული მორგან პარას (კლრ) დაბრუნების ფაქტი და რეფს - ბენ ვაით’ჰაუსს იმაზე’ღა მიუთითა, არ უნდა გეჩქარა - დიაგნოზის გამოტანამდე საჯაროდ არ უნდა გეთქვა, ტვინი შეერყაო
მოლით მიძალება (( ვიდეო’რჩეულის - ჰაი’ლაითების - სანახავად საითზე, სტატიაში დაწკაპეთ ანგარიშზე )) ევროპის ბოლო ორი წლის ფალავანმა, სარასენსმა 55’ წუთზეღა * 24:20 გატეხა უელსის ოსპრეიზი, ვისაც მოთელვაზე გამოაკლდნენ ნაკრების მარბიელნი - დენ ლიდიეთი და ჯასთინ თიპურიქი:
დენ ევანსმა ნიქ თომპქინსს სალელოე პასზე წინ რომ ჩაუკრა ხელი, ერთბაშად დაისაჯა 7’ქულიანითა და სინბინით, კაც’ნაკლულ სტუმრებს კი უელსელმავე ლიამ ვილიამსმაც დაუდო ლელო * საბოლოოდ 36:34
ლა’როშელი შინ პირველად მართავდა ევრო’ელიტის მატჩს. სტუმარი, ალსთერი, ყოჩაღად იყო მესამე მეოთხედის შუამდე, მაგრამ ამ დროს დაემტვრა ბრამბიზიდან (ავს) ნათხოვარი პლეი’მეიქერი, ქრისჩენ ლეალიაფანო და აირია - 7 წუთში სამი ლელო გაუშვა * 17:41
ლენსთერმა სტუმრად ძლია "გინეს პრო"ს ლიდერი გლაზგო: მეორე მეოთხედში ბურჯმა ქიან ჰილიმ ორჯერ დაასრულა მოლით მიძალება, მერე კი 17 ქულის მომხვეჭმა ჯონი სექსთონმაც წაიპასავა ექს’ბრამბი სქოთ ფარდ’(ის)თან * 34:18
ნიღბით მოთამაშემორ-ორი მოგება კიდევ ოთხ გუნდსა აქვს
კლერმონის 10 ნომერს, 16-კეპოსან კამი ლოპესს 23’ წუთზე მოტყდა კოჭი და ხუთი თვით გამოვიდა მწყობრიდან, მაგრამ მის ნაცვლად შესულმა შარლი კასონმა ორი ლელო გაუტანა ნორს’ჰემპთონს. ბურჯმა სლიმანიმ ჰართლი’ზე ჯავრი იყარა და თავადაც მოიხილა სინბინი; ხოლო ფრანგებმა ბონუსით იმარჯვეს * 24:7
ინგლისის პრემიერი, ექსეთერი ბოლო მეოთხედში სტუმრად, შერკინებით მოერია მონპელიეს და გამარჯვების მომტანი ჯარიმა გაუტანა * 27:24, მანამდე კი ბრამბი’ყოფილმავე, ჯესი მოგმა ყვითელი ხომ მიიღო და თავისივე გუნდელი, ბოკე რუან პინარიც შეიწირა
ტულონის ნრლ’ელმა ვარსკვლავმა, სემი რა’ნდრა’ნდრამ 62’’ წამზევე დაალელოვა ტრევიზო, მაგრამ ევროპის სამგზის ჩემპიონს მერე ისე წაუვიდა საქმე, რომ სირენის შემდეგაც აგებდა: ნიღბით მოთამაშე ირლანდიელმა იენ მაკ’ქინლიმ 7 გოლი (2გ 5ჯ) გაუტანა, ფრანგებმა კი ფრანსუა ტრენ-დიუკის ჯარიმითღა მოიგეს * 30:29
62’ წუთზეღადღეს’დღეობით ტულონს ვაილდ’ქარდიღა ერგება, რაკი სხვაობით ისევ ჩამორჩება ბასს. ამან ქარსა და წვიმაში, სტუმრად * 18:13 იმითღა ძლია უელსის ჰლანეჰლი, რომ თავის ყოფილ კლუბს 6 ჯარიმა გაუტანა რის პრისთ’ლენდმა, და ნაკრების სხვა წევრებიც - ტაულაპე ფალეტაუ, ლუქ ჩართერისი და ალედ ბრუ - ინგლისელთა მხარეს რაგბობდნენ!
აღინუსხა ორი რბევა: ლესთერის ტონგელმა ბექმა, ტელუსა ვეაინუმ სამჯერ რომ დაალელოვა კასტრი, სხვაობამ 44 ქულას უწია, მაგრამ ფრანგებმა მერე იქეთ დადეს სამი და * 29:54-ღა წააგეს; ვოსპსის ძირით ფიჯელმა მარბიელმა, ზემოთ’ხსენებულმა ჰიუზმა კი ბევრჯერ დაიფრინა ჰარლი’ქვინზის მბოჭავები * 41:10
ტიპიური, ლელო’მწირი, ევრო’რაგბი გაჩაღდა ქარიან ლიმრიქში - ანგარიში 62’ წუთზეღა გაიხსნა: ქონორ მარიმ მოგერიებაზე დაუფარა მაკსიმ მაშნოს. მერე იენ ქითლიმ ააცილა იოლი ჯარიმა, მაგრამ საიმონ ზიბოს პასით მანსთერი მეორედაც ეწია მიზანს, ხოლო რასინგს ვეღარც ფიჯელი მორკინალის, ლეონე ნაკარავას ლელომ უშველა * 7:14
ევროპის "ჩემპიონთა თასი" 2017-18მეორე რაუნდი
<< პირველი ჯგუფი
ლა’როშელ$(სფრ) 41:17 ალსთერ (ირლ)5ლ: სინზელ ვიტო გურდონ აგიონ ითონ; 5გ: ლემბ, ბალ 2, გოიო 2:2ჯ: ბალ -
2ლ: ლეალიაფანო ბოუ; 2გ: ლეალიაფანო ქუნი; ჯ: ლეალიაფანო
რეფ ოუენს (უელ) @ 22/10 მარსელ დეფლონდრ (16 ათასი)
7:0(4) 7:7(11) 7:10(16) 10:10(23) 13:10(28) /
20:10(52) 27:10(61) 34:10(65$) 41:10(67) 41:17(71)
ვოსპს$(ინგ) 41:10 ჰარლიქვინზ (ინგ)5ლ: რობსონ ვეიდ (2 5) ჯონსონ ბასეთ; 5გ: გოპერთ 4, მილერ; 2ჯ: გოპერთ -
ლ: საილი; გ ჯ: მ.სმით / სბ: ბრაუნ მარლერ
რეფ რეინალ (სფრ) @ 22/10 ქოვენთრი, რიკოჰ (12 806)
7:0(5) 14:0(9) 14:3(12) სბ(32ჰ) 21:3(34) /
სბ(50ჰ) 24:3(55) 24:10(61) 27:10(65) 34:10(69$) 41:10(73)
<< მეორე ჯგუფი
კლერმონ$(სფრ) 24:7 ნორს’ჰემპთონ (ინგ)4ლ: ლი კასონ (2 3) ფალგუ; 2გ: პარა / სბ: სლიმანი -
ლ: დეი; გ: მალინდერ / სბ: ჰართლი ბრუქს
რეფ ვაით’ჰაუს (უელ) @ 21/10 მარსელ მიშელენ (18 444)
7:0(8) სბ(30ნ) 14:0(40) /
19:0(41) 19:7(50) სბ(60ჰ) სბ(61კ) 24:7(65$)
სარასენს$(ინგ) 36:34 ოსპრეიზ$$(უელ)შ + 4ლ: ვაილზ ბრიც ლმ.ვილიამს თომპქინს; 3გ ჯ: ფარელ -
4ლ: დ.ევანს (1 2) ვოთქინს ქროს; 4გ 2ჯ: ბიგარ / სბ: ევანს
რეფ მიტრეა (იტა) @ 21/10 ლონდონ, ალიანს (9 045)
7:0(9) 7:7(12) 7:14(20) 7:17(26) 10:17(34) 17:17(40+2) /
17:20(45) 24:20(55შ+სბ) 29:20(61$) 29:27(69) 36:27(74) 36:34(79$)
<< მესამე ჯგუფი
გლაზგო (შტლ) 18:34 ლენსთერ$(ირლ)2ლ: ჰოგ სიმორ; გ 2ჯ: რასელ -
4ლ: ჰილი (1 2) სექსთონ რიდ; 4გ: სექსთონ 3, რ.ბერნ; 2ჯ: სექსთონ
რეფ გარსეზ (სფრ) @ 21/10 სქოთს’თაუნ (7 351)
0:3(3) 3:3(15) 10:3(17) 10:10(26) 10:17(40+4) /
10:24(46) 15:24(49) 18:24(64) 18:27(68) 18:34(76$)
მონპელიე$$(სფრ) 24:27 ექსეთერ (ინგ)4ლ: ტომანე პაიოგ ნანდოლო (3 4) 2გ: პაიოგ / სბ: მოგ -
3ლ: არმანდ (1 3) ვითენ; 3გ 2ჯ: სთინსონ
რეფ ლეისი (ირლ) @ 22/10 ალტრად (9 541)
5:0(7) 5:7(19) 5:10(21სბ) 10:10(25) 17:10(40+) /
17:17(44) 24:17(47$) 24:24(65) 24:27(72)
<< მეოთხე ჯგუფი
ლესთერ$(ინგ) 54:29 კასტრ$(სფრ)7ლ: მეი (1 5) ბ.იანგს ვეაინუ (3 4 6) მალუფ; 5გ: ჯჯ.ფორდ 4, ჯო.ფორდ; 3ჯ: ჯჯ.ფორდ -
4ლ: ტიულუ დ.სმით (2 3 4) 3გ ჯ: ქოქოთ / სბ: მაპა’პალანგი
რეფ ქლენზი (ირლ) @ 21/10 ველფორდ როუდ (18 304)
3:0(2) 3:3(7) 6:3(10) 9:3(15) 16:3(18) 23:3(27) 28:3(29) 35:3(36$) /
42:3(44) 47:3(47) სბ(52კ) 47:10(53) 54:10(57) 54:17(67) 54:24(74) 54:29(77$)
მანსთერ (ირლ) 14:7 რასინგ$(სფრ)2ლ: მარი ქონვეი; 2გ: ქითლი -
ლ: ნაკარავა; გ: ირიბარან
რეფ დოილ (ინგ) @ 21/10 ლიმრიქ, სომონდ პარქ (22 054)
0:0 / 7:0(62) 14:0(71) 14:7(77)
<< მეხუთე ჯგუფი
ჰლანეჰლი$(უელ) 13:18 ბას (ინგ)ლ: სთ.ევანს; გ 2ჯ: ჰაფ’პენი - 6ჯ: პრისთ’ლენდ
რეფ პუატ (სფრ) @ 20/10 პარქ’ი’სქარლეთს (11 479)
0:3(6) 3:3(9) 3:6(11) 10:6(23) 10:9(30) 10:12(37) /
10:15(56) 10:18(69) 13:18(74)
ტრევიზო$(იტა) 29:30 ტულონ (სფრ)2ლ: ვრეკს გორი; 2გ 5ჯ: მაკ’ქინლი -
2ლ: რა’ნდრა’ნდრა ტუისოვა; გ 6ჯ: ტრენ-დიუკ
რეფ ქარლი (ინგ) @ 21/10 მონიგო (5 ათასი)
0:7(2) 7:7(8) 7:10(11) 14:10(29) 14:13(37) /
17:13(42) 17:18(46) 17:21(51) 20:21(60) 20:24(63) 23:24(67) 23:27(72) 26:27(74) 29:27(79) 29:30(80+3)
ბორჯღალოსნები # წთ’ პ/ს მ ^ ოფ ბჭვ -შ -ჯმიხო ნარიაშვილი (მნპ) 1 -65 0/8 7 0 0 9/0 0 2
დუდუ ქუბრიაშვილი (მნპ) 18 +65 0/2 3 0 0 2/1 1 0
ლევან ჩილაჩავა (ტლნ) 18 +50 0/0 0 0 0 4/0 0 0
მამუკა გორგოძე (ტლნ) 19 +55 0/3 0 0 0 5/1 0 0
+ შევიდა, - შეცვალეს, ! თავიდან ბოლომდე იომა; პ/ს პასი/სოლო,
მ წინსვლა (მეტრი), ^ გაბითურება, ოფ ოფლოუდი,
ბჭვ ბოჭვა (დაიჭირა/გაუსხლტა), -შ შეცდა (ბურთი დაკარგა), -ჯ დაჯარიმდა
ად 1 რაუნდი ქ სხვ ლ მ-წ*ფ გატ:გაშ $1 ლა’როშელ (სფრ) 10 +31 9 2-0 75:44 2
2 ვოსპს (ინგ) 5 +21 5 1-1 50:29 1
3 ალსთერ (ირლ) 4 -14 4 1-1 36:50 0
4 ჰარლიქვინზ (ინგ) 1 -38 4 0-2 37:75 1
1 სარასენს (ინგ) 10 +46 13 2-0 93:47 2
2 კლერმონ (სფრ) % 9 +22 6 2-0 50:28 1
3 ოსპრეიზ (უელ) 3 -7 7 0-2 55:62 3
4 ნორს’ჰემპთონ (ინგ) 0 -61 2 0-2 20:81 0
1 ლენსთერ (ირლ) 10 +23 8 2-0 58:35 2
2 ექსეთერ (ინგ) % 8 +12 6 2-0 51:39 0
3 მონპელიე (სფრ) 3 -10 6 0-2 41:51 3
4 გლაზგო (შტლ) 0 -25 4 0-2 33:58 0
1 ლესთერ (ინგ) 6 +21 9 1-1 72:51 2
2 მანსთერ (ირლ) 6 +7 4 1-0*1 31:24 0
3 რასინგ (სფრ) 5 -3 4 1-1 29:32 1
4 კასტრ (სფრ) 3 -25 6 0-1*1 46:71 1
1 ბას (ინგ) 8 +28 2 2-0 41:13 0
2 ტულონ (სფრ) % 8 +2 4 2-0 51:49 0
3 ჰლანეჰლი (უელ) 2 -6 3 0-2 33:39 2
4 ტრევიზო (იტა) 1 -24 2 0-2 29:53 1
დებულება >>
http://www.epcrugby.com/europeanrugbychampionscup/rules.phpნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; რვაზე ნაკლებით წაგება (ნუგეში)
ანდა მეოთხე ლელოს გატანა (პრემია) - თითო (!) ბონუსი ($)
თაი’ბრეიქი = ტოლ ქულაზე: პირისპირ (^) 1) მეტი საცხრილო ქულა,2) უკეთესი სხვაობა, 3) მეტი ლელო;
ჯგუფ ეტაპზე 4) უკეთესი სხვაობა, 5) მეტი ლელო, 6) ნაკლები დისკვალიფიკაცია; 7) ყომარი
პლეი’ოფში: ხუთივე ჯგუფის ჯილა + სამი უკეთესი მეორე (%)
შემდგომი განრიგიჯგუფური რაუნდები: 8-10/12 და 15-17/12
2018 * 12-14/01 და 19-21/01
მეოთხედ’ფინალები 30/03-1/04, ნახევარ’ფინალები 20-22/04
ფინალი: შაბ 12/05 @ ბილბაო, სან’მამეს (ესპ)
@