უპს
ძალიან დამაგვიანდა?
ვერ მოვაღწიე კომპამდე
ძალიან ცოტა ხანი ვიყავი, თან ძაილან დაკავებული, რომ კარგად შემესწავლა იქაურობა. მაგრამ რაღაც შთაბეჭდილება შემექმნა.
სამხრეთელი ხალხია, შესაბამისად ემოციური, ხმაურიანი, თბილებიც. ზოგჯერ დაგღლიან იმ დონემდე ხმაურიანები.
"სოვოკი" ჯერაც გამჯდარია. ისეთ მაღაზიებს და ისეთ კაფე-რესტორნებს ნახავთ, რომ... აი, ძველ საბჭოთა ფილმებში რომაა ისეთებს (თუმცა, შარშანწინის მერე იქნებ გამოსწორდა რამე), შესაბამისი სერვისით.
ინგლისური იციან ისე რა. უფრო, ვინც საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობს. რუსული თუ იცი, გაგიადვილდება. ძველმა თაობამ იცის, და ისედაც, ენა ჰგავს რუსულს.
ქვეყანაში პროცენტულად ყველაზე მეტი ბოშა ცხოვრობს, რაც თვალშისაცემია.
თავად ოჰრიდში აუცილებლად უნდა ნახო ციტადელი. იქვეა ანტიკური თეატრო, საკმაოდ კარგად შენახული. და არ გაბედო თქვა ხმამაღლა, რომ ციტადელი ან თეატრი საბერძნეთს გაგონებს
- ჩაგქოლავენ. ხო, ეს მომენტი აქვთ - თვლიან, რომ ბერძნებმა წაართვეს და დღემდე ართმევენ ისტორიას და ძალიან მტკივნეულად განიცდიან ბერძნებთან მათი მსგავსების შესახებ ნებისმიერ რეპლიკებს.
ძალიან ბევრი ეკლესია-მონასტერია. თუ სწორად მახსოვს: 365 - წელიწადის დღეების მიხედვით.
ძალიან ლამაზია წმ. ნაუმის ეკლესია შემოგარენით, წმ. სოფიის. ერთიც მომეწონა, მაგრამ ვერ ვიხსენებ, მგონი წმ. კლიმენტის. ითვლება, რომ სწორედ ოჰრიდში შეიქმნა კირილიცა - სლავური ალფავიტი, რიტაც ძაილან ამაყობენ.
მაინცდამაინც ვერ იშოპინგებ. მაღაზიებში საქონელი მართალია, იაფია, მაგრამ არც თუ ხარისხიანი, და არც არჩევანია დიდი. თუმცა, ერთი რაც უნდა იყიდო, ესაა ოჰრიდის მარგალიტის სუვენირები - მართლაც ლამაზია. შეგიძლია შეევაჭრო - დიდია შანსი რომ დაგიკლონ .
აი, ეს გამახსენდა. თუ რამე დაგაინტერესებს კიდევ, და თუ ჩემი იქ ყოფნის 7-დღიანი გამოცდილება მომცემს შესაძლებლობას - აუციებლად დაგეხმარები