ჭაბურღილი - პლასმასის მილებით - 1მ / 100$, სავარაუდოდ სასურველი შედეგი მიიღწევა ათეულობით მეტრის გაბურღვის შემდეგ 50მ და ზევით, შესაბამისად საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, არ გეგონოთ წნევით ამოხეთქოს წყალმა, ნასოსის ჩაკიდება მოგიწევთ თითქმის ყველა ვარიანტში
ჭა - 1 მეტრი ჩაბეტონებით/ქვით მოპირკეთებით 130 -250 ლარი, წყალი სავარაუდოდ გამოჩნდება 4 მეტრიდან და ქვევით, ითხრება 30-36 მეტრამდე
ჭის ამოთხრის ყველაზე კარგი დრო აგვისტო, სხვა დროს შეიძლება მოტყუვდეთ, წყალი წამოვიდეს და მერე დაშრეს.
წყალი ვარგისიანობა უნდა დადგინდეს ლაბორატორიაში, წყლის სინჯის აღების შემდეგ მაქსიმუმ 2 საათში (სადღაც სპორტის სასახლესთან არის თუ არ ვცდები ლაბორატორია)
მამაპაპური წესით ჭის თხრის ყველაზე მაგარი სპეციალისტები არიან იმერლები
, მიწა ითხრება დიამეტრით 1,60 მ, წყალი როგორც წამოვა მიუხედავად სიღრმისა მაშინვე უნდა ამოშენდეს რიყის ქვით ბათქაშის გამოყენების გარეშე, ქვების ერთმანეთზე წყობით, წინააღმდეგ შემთხვევაში წყალი ჩაანგრევს 24 საათში. ქვის კედლის სისქე 0,40 მ, ჭის მუშა დიამეტრი შესაბამისად რჩება 0,80 მ. ეს მეთოდი შედარებით მარტივი და მოსახერხებელია - თხრის დიამეტრი დიდია და იოლად შეიძლება მუშაობა, თუმცა ფაქტიურად 2-ჯერ მეტი მიწის ამოღება მოგიწევთ ვიდრე სხვა შემთხვევაში...
თანამედროვე მეთოდით შეიძლება ჭის ამოთხრა ზემოდან თანდათანობით დაბეტონებით, ითხრება 1 მ და ბეტონდება სპეციალური ყალიბის გამოყენებით, მერე კიდევ ითხრება 1 მ და ა.შ. სანამ წყალი არ წამოვა. ეს მეთოდი სამუშაოდ შედარებით რთულია თხრის პატარა დიამეტრის გამო
შეიძლება ამოსაშენებლად მზა ბეტონის რგოლების გამოყენება, "წყალკანალს" აქვს ცეხი გლდანის ხიდთან თუ არ ვცდები... 0.90მ სიმაღლეში ბეტონის რგოლი დიამეტრით 0.90-1მ ადრე ჯდებოდა 80 ლარი თბილისის ფარგლებში მიტანით, ეხლა არ ვიცი რა ღირს...
ყველასთვის კარგად ცნობილ სოფელ შროშაში ასევე დაიწყეს თიხის რგოლების დამზადება ჭის ამოსაშენებლად, ისიც დაახლოებით 1მ სიმაღლის და დიამეტრის, ფასი არ ვიცი, რამდენად საიმედოა არც ეგ...
რაც მეტია მოხმარება ჭის წყლის მით უფრო სუფთაა ის, ამიტომაც ადრე ჭებს მაგალითად იმერეთში აშენებდნენ გზის პირას, საერთო მოხმარებისთვის
როგორ ავარჩიოთ ადგილი? ზუსტად ამოვა თუ არა არავინ იცის და არავის დაუჯეროთ თუ ვინმე მაგაზე გარანტიების მოცემას დაიწყებს
ეს ყველაფერი რა თქმა უნდა დამოკიდებულია იმაზე თუ სად ვთხრით, როგრი ნიადაგია, რელიეფი, საქართველს რომელ რეგიონში, გაითვალისწინეთ სხვისი გამოცდილება სანამ თხრას დაიწყებთ...
არსებობს ე.წ. ვაზით ან მავთულით ველის გაზომვის მეთოდი და არსებობს კიდევ ერთი მეთოდი: საჭიროა მეტალის ან ცინკის ფირფიტები, ან ალუმინის დიდი ჯამები, რომლებიც მაგალითად თქვენს ეზოში სადაც ჭის ამოთხრას აპირებთ სხვადასხვა ადგილას უნდა დააგდოთ საღამოს და მეორე დილით შეამოწმოთ, თუ ნამი გაიკეთა ამ ჯამმმა იმ მხრიდან საიდანაც მიწაზე იდო, სავარაუდოდ ჭის გასათხრელად კარგი ადგილია...
ყურადღება მიაქციეთ რელიეფს და ბალახს, განსაკუთრებით ბალახს ეტყობა რომ მის ქვეშ მიწაში სავარაუდოდ შეიძლება იყოს წყალი
ყველაზე იაფი მეთოდი:
აიღეთ შვებულება აგვისტოში, თუ უმუშევარი ბრძანდებით მით უკეთესი უფრო ბევრი თავისუფალი დრო გექნებათ, აიღეთ ნიჩაბი, კირკა, ლომი და ზემოთაღნიშნული რეკომენდაციების შერულების შემდეგ დაიწყეთ თხრა, თუ შემაჩნევთ რომ თხრასთან ერთად ნიადაგის ტენიანობაც მატულობს ჩათვალეთ რომ სასურველ შედეგს მიაღწევთ
დაიცავით უსაფრთხების წესები, არ გასცდეთ სიღრმეში 1,5-2 მეტრს თუ თქვენს ზევით ამოთხრილი კედლები უკვე ჩაბეტონებული ან დროებით გამაგრებული არ არის
გისურვებთ წარმატებებს...
This post has been edited by cmpt on 1 Sep 2010, 17:21