#56501701 · 3 Jul 2020, 16:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ესეთი შემთხვევა გვაქვს მთელს სამეზობლოს: ჩვენი კორპუსის წინ(ახალაშენებული) არ არის დახაზული საპარგინგე ზონა.(ეგ ცალკე პრობლემა) ჩვეულებრივი ცენტრალური გზა არის, რომლის გაყოლებაზეც ყველა კორპუსს აქვს საკუთარი საპარკინგე ზონა. გზაჯვარედინის დასაწყისში არ დგას არანაირი ამკრძალავი ნიშანი. P.S. საპატრულო პოლიციას არავინ დაუჯარიმებია, გარდა დისტრიბუტორებისა, რომლებიც მეორე ზოლზე აჩერებდნენ. ახლა დაამატეს უკონტაქტო პატრულირების ნიშანი და მონდომებული თანამშრომელი დღეში 3-4 ჯარიმას უწერს, ყველას, ვინც იქ დახვდება. გამოვკითხე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები (2 სხვადასხვა), ასევე შსს-ს ერთი თანამშრომელი. მათგან ვერც ერთი მეუბნება, კანონით რატომ ვჯარიმდები. (ყველაზე ახლოს იდგა ბოლო პატრული, რომელმაც მითხრა, რომ მოძრაობის ზოლიაო).
საკითხი გასაჩივრებული მაქვს შშს-ში, მაგრამ ვიცი, რომ უარი მოვა. ვაპირებ, მივმართო სასამართლოს და იურისტებთან გასაუბრებამდე, მინდა რჩევა, თუ აქვს აზრი.
საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში 37-ე მუხლი არეგულირებს დგომა/გაჩერებას. მეორე ნაწილში წერია, რომ
2.სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ჩერდება ან დგას სავალ ნაწილზე, უნდა იმყოფებოდეს სავალი ნაწილის კიდესთან რაც შეიძლება ახლოს. მძღოლს შეუძლია გაჩერდეს ან დააყენოს სატრანსპორტო საშუალება სავალ ნაწილზე, მარჯვენა მხარეს. მე-4 ნაწილი: სატრანსპორტო საშუალებების დგომა ნებადართულია ერთ რიგად, სავალი ნაწილის კიდის პარალელურად, გარდა იმ ადგილისა, რომელიც სატრანსპორტო საშუალების სხვაგვარად დაყენების პირობებს ქმნის.
ასევე არსებობს მე-7 მუხლი, რომელიც კრძალავს დგომას კონკრეტულ ადგილებში (მთლიანად არ დავაკოპირებ), საცხოვრებელი სახლის ტროტუართან პარალელურად დგომა არაა მითითებული.
მაინტერესებს, რამე მუხლი მრჩება თუ მივმართო სასამართლოს?
--------------------
ისეთი შაბეჭდილება მრჩება, ბევრ გულშემატკივარს ერთი სული აქ ხვიჩას კარიერა წინსწრებით "გადაახვიოს" და საბოლოო ბუღალტერია დათვალოს. არადა მთელი კაიფი სწორედაც რომ პროცესშია © java83
|