Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მშობლების კლუბი > ქალას შიდა წნევა


Posted by: VENDETA 26 Apr 2006, 01:17
ვინმეს შეუძლია მოკლედ და გასაგები ენით ამიხსნას რა არის ქალის შიდა წნევა, რა იწვევს მას ბავშვებში და რა უარყოფითი მხარეები აქვს?

Posted by: ancho 26 Apr 2006, 01:25
მე ერთადერთი ის ვიცი, რომ ძალიან დაუდევრად სვამენ მაგ დიაგნოზს. ბავშვი ერთხელ ენას გამოყოფს და უკვე მაგ დიაგნოზს უსვამენ და წამლებს უნიშნავე ტყუილად. ეგ ძალიან ხშირად ხდება. ხოდა თუ ბავშვს თავი არ ტკივა (არ ტირის უმიზეზოდ ხშირად) მაშინ ეგ დიაგნოზი საეჭვოა.
იმედია ექიმები შემოვლენ და ახსნიან დაწვრილებით, მეც მაინტერესებს.

Posted by: VENDETA 26 Apr 2006, 01:33
ancho
არაფერიც არ ტკივა და არც ტირის, უბრალოდ ძილის დროს (როცა გვერდულად წევს) ძაან აქვს თავი უკან გადაწეული.

Posted by: ancho 26 Apr 2006, 01:48

QUOTE
უბრალოდ ძილის დროს (როცა გვერდულად წევს) ძაან აქვს თავი უკან გადაწეული.

ექიმი არ ვარ, მაგრამ მარტო იმაზე დაყრდნობით, რომ თავს უკან წევს არ შეიძლება მაგ დიაგნოზის დასმა. ყველგან პირველ რიგში ის წერია, რომ დილაობით თავი უნდა ტკიოდეს და გული ერეოდეს. ეგეთია სიმპტომები.

Posted by: Plessi pike 26 Apr 2006, 17:07
QUOTE
დილაობით თავი უნდა ტკიოდეს და გული ერეოდეს. ეგეთია სიმპტომები.

yes.gif მაგრამ რატო მარტო დილაობით?
QUOTE
რა არის ქალის შიდა წნევა, რა იწვევს მას ბავშვებში და რა უარყოფითი მხარეები აქვს?

ეს არის რამდენადაც დამეჯერება წნევის მომატება ოღონდ ლოკალიზებულად ქალას არეში ანუ ტვინის ბასეინში. იქ რიგი ანგიოლოგიური კაზუსების გამო სისხლმომარაგების რაღაც ჩიხური ვარიანტია. მოკლედ თუ ზოგადი წნევა მაღალია შიდა ქალას წნევაც იმატებს, მაგრამ შეიძლება ზოგადი უკვე ნორმაში იყოს მაგრამ იმ ჩიხში დარჩეს მაღალი. გაასინჯე ოკულისტს თვალის ფსკერი და უცებ გეტყვის ან თუ შენთვის უფრო მოსახერხებელია გადაუღე ექოენცეფალოსკოპია (ეეგ-ში არ შეგეშალოს) იქ ეწერება მესამე პარკუჭის პულსაცია - თუ იქნება 30%-ზე მეტი, ესე იგი ყოფილა. თუმცა 45%-ის მაღლა ითვლება მისახედად.
QUOTE
უბრალოდ ძილის დროს (როცა გვერდულად წევს) ძაან აქვს თავი უკან გადაწეული.

ჯერ მაინც დალაპარაკებოდი პედიატრს, იქნებ კისრის კუნთების დაჭიმვა აქვს, ნუ ნივთიერებათა ცვლის გარკვეული მოშლის გამო (ვთქვათ ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა) ან სხვა პრობლემები ხომ არ ჰქონია (შეიძლება ეს დამზოგავი პოზაა )
მოკლედ, თუ აქვე გვეტყვი რამდენი წლისაა და ბოლო პერიოდში რაიმე ხომ არ აწუხებდა ამის გარდა, შეიძლება უფრო ფოკუსირებულად გირჩიოთ რამე. yes.gif

Posted by: LKLK 27 Apr 2006, 14:38
VENDETA
მე როგორც ვიცი ჩემი პედიატრისგან, რომელსაც ძალიან ვენდობი, ქალის შიდა წნევა არის უიშვიათესი და ძალიან რთული პათოლოგია. საქართველოში კი ლამის ყველა მეორე ბავშვს უსვამენ იმიტომ რომ ჩვენს ექიმებს თავის დროზე არასწორი განათლება მისცეს. ასე რომ არა მგონია ძილის მანერის გამო ბავშვს ვინმემ ეგ დიაგნოზი დაუსვას.

Posted by: VENDETA 28 Apr 2006, 09:23
LKLK
6 თვისაა და არაფერი აწუხებდა, თუ მცირე ხიხინებს არ ჩავთვლით.
შეიძლება ეგ ბავშვის წოლის მანერა იყოს? ამას იმიტომ ვფიქრობ, რომ გვერდზე წოლის დროს ტაკოც იგივენაირად აქვს გამობზეკილი smile.gif

Posted by: LKLK 28 Apr 2006, 09:40
VENDETA
ჩემსასაც მასე ძინავსsmile.gif
არა მგონია ეგ რამე პრობლემაზე მეტყველებდეს. და საერთოდ ვინ გითხრა, რომ ამის მიზეზი ქალის შიდა წნევა შეიძლება იყოს?

Posted by: VENDETA 28 Apr 2006, 10:18
LKLK
ჩემს ექიმს არ უთქვამს, მეგობრის ბავშვს ეძინა ეგრე და ჯანამ დაასკვნა ქალის შიდა წნევა აქვსო. ნუ ჯანა რამდენად სანდოა ეგ ცალკე თემაა smile.gif

Posted by: augun-446 28 Apr 2006, 11:42
გტხოვთ შეასწოროთ: ქალის არასწორია; ქალას შიგა წნება.
მარტო ერთი ნიშნით დიაგნოს ნუ დასვამთ, მიყვანეთ პედიატრთან, ნევროპათოლოგთან-თუნდაც პოლიკლინიკაში. ჩაუტარეთ გამოკვლევები, ამის შემდეგ გადაწყდება ყველაფერი.

Posted by: Plessi pike 28 Apr 2006, 16:01
QUOTE (VENDETA @ 28 Apr 2006, 08:23 )
LKLK
6 თვისაა......გვერდზე წოლის დროს...... smile.gif

spy.gif ....და როცა ზის, ფეხიფეხზე გადადებაც ხომ არ უყვარს? baby.gif
პ.ს. თუ ნი ტო ხუმრობა გამოვიდა ვწუხვარ, მაგრამ მართლა ასე მეგონა აქამდე რომ მაგ ასაკში ბავშვებს ჯერ კიდევ გულაღმა სძინავთ.
თუ ხიხინი ჰქონდა, მოასმენინე ახლაც ბრონქები (ფილტვისთვის ეგ პოზა მართლა დამზოგავია) ან მინიმუმ, დაუთვალე სუნთქვა - წუთში 17-18 არის ნორმა, თუ გახშირებული ექნა, პედიატრთან აუცილებლად.

Posted by: LKLK 29 Apr 2006, 12:18
Plessi pike
ნუ მაშინებ.

ძინავს ყველა პოზაში. მათ შორის გვერდზე თუა თავგადაწეულსაც, გულაღმაც და მუცელზეც. საერთოდ ძილის დროს უამრავჯერ იცვლის პოზას - დედას გავს. ერთ მხარეს მიდევს თავი და რომ ვიღვიძებ მეორე მხარეს ვარ.
ფეხის ფეხზე გადადება უყვარს მას მერე რაც ჯდომა ისწავლა საერთოდ. არა დიდივით კი არ გადაიდებს, კოჭებს გადააჯვარდინებს ხოლმე ერთმანეთზე. ექიმს პროფილაქტიკის მიზნით სისტემატურად ვესინჯებთ.
სუნთქვით ხშირი სუნთქვა არ აქვს - ნორმის ფარგლებშია ყველაფერი.
და რა ვიცი არაფერს ვუჩივით. კბილები ამოგვდის მგონი და გაღიზიანებულები ვართ ცოტა მეტად.
და რა ფეხის ფეხზე გადადება რამეზე მიანიშნებს????

Posted by: Plessi pike 29 Apr 2006, 17:28
LKLK
დავიბენი კაცო , ხიხინები გვქონდაო ვენდეტამ არ თქვა?
QUOTE
ნუ მაშინებ.

არაფერი არ გაქვს შესაშინებელი! შენ ეცადე საერთოდ რომ ფილტვების ან მუცლის ღრუს პრობლემები არ გამოგეპაროს (პრიორიტეტების ამბავში ვამბობ უბრალოდ), თორემ სხვა ისეთი ასაღელვებელი და სასწრაფო არაფერია, თუ ბავშვი ძუძუზეა მითუმეტეს.
რასაც შენ აღწერ, შეიძლება (და ალბათ) მანერაცაა.....თუ მაინც და მაინც ყველაფრისგან გინდა დაზღვევა (თუ მოუმატა წრიალს) მოდი, ყველაზე ელემენტარული გამორიცხე, დაუსვი შენს ექიმს კონკრეტული შეკითხვა: - "ეჭვი მეპარება რომ ბავშვის ორგანიზმი კალიუმს კარგავს" (უფრო ხშირად ასეა ხოლმე). და მოუსმინე.

თუნდაც გამართლდეს, ვფიქრობ რეჰიდრონი და ეგეთი რაღაცეები ისედაც გექნება სახლში და როგორც ჩანს მანდ არაფერია ისეთი თუნდაც კვირეების მანძილზე განვითარებული რომ ორ-სამ დღეში არ გამოსწორდეს.

Posted by: love_princess 18 Apr 2008, 18:53
QUOTE
შეიძლება ეგ ბავშვის წოლის მანერა იყოს? ამას იმიტომ ვფიქრობ, რომ გვერდზე წოლის დროს ტაკოც იგივენაირად აქვს გამობზეკილი


ეგრე საყვარლად იციან ხოლმე ძილი love.gif

P.S. მგონი, შიდა ქალის წნევის მატარებელი ვარ :| დილით მტკივა ხოლმე თავი.. გულისრევის შეგრძნებაც მაქვს ხოლმე.. ნუ, მოკლედ არ ვიცი.. ახლო მომავალში ნევროპათოლოგთან მივალ vik.gif

Posted by: muzabello 24 Apr 2008, 22:55
QUOTE
ექიმი არ ვარ, მაგრამ მარტო იმაზე დაყრდნობით, რომ თავს უკან წევს არ შეიძლება მაგ დიაგნოზის დასმა.

VENDETA
QUOTE
არაფერიც არ ტკივა და არც ტირის, უბრალოდ ძილის დროს (როცა გვერდულად წევს) ძაან აქვს თავი უკან გადაწეული.

ჩემი 6 წლის გოგონას დაბადებიდან ეგრე ძინავს, თუმცა ქალა შიდა წნევების გამო ბევრი ვირბინეთ ნევროპათოლოგებში და ბევრი წამლებიც ვაყლაპეთ, მოყოლებული ჩვილობიდან. ვერ ვიტყვი რომ ტყუილად, ტიროდა ხოლმე ხშირად და ხელში ძლივს მეჭირა , გამუდმებით უკან ქაჩავდა თავს. ენასაც გვიყოფდა ხოლმე. tongue.gif
ყველაფერმა წლამდე გაუარა, მაგრამ ეხლაც, ძილის დროს ყოველთვის თავგადაწეული სძინავს. არ ვიცი ჩვევაში გადაუვიდა თუ რატომაა ესე.
მეორე გოგო 2 თვის მყავს და რომ ვადარებ იმის პატარაობას ახლაღა ვხვდები რა ბედნიერებაა ბავშვის გაზრდა, რომელსაც არაფერი აწუხებს, გაზებიც კი.

Posted by: bell 24 Apr 2008, 23:06
muzabello
QUOTE
მეორე გოგო 2 თვის მყავს და რომ ვადარებ იმის პატარაობას ახლაღა ვხვდები რა ბედნიერებაა ბავშვის გაზრდა, რომელსაც არაფერი აწუხებს, გაზებიც კი.


უკვე 2თვისაა, აუ სურათები დადე რაა..და ჩამიკოცნე შენი ფერიები 2kiss.gif2kiss.gif რამდენი ხანია აღარ შემოსულხარ, მოგვენატრე 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: nipponcaucasus 25 May 2008, 22:01
ქალას შიდა წნევა და არტერიული წნევა დაკავშირებულია ერთმანეთთან?
(მგონი ასე არაა)
და ნორმალურად თუ დიდებს (110-70 ზე აქვთ ახალგაზრდობის ასაკში smile.gif )
პატარებს 5-6 წლის ასაკში ნორმალურად წნევა რამდენი უნდა ჰქონდეთ?
გამეცით პასუხი ვინმემ თუ შეიძლება?

Posted by: agr_bak 30 May 2008, 17:06
VENDETA
QUOTE
არაფერიც არ ტკივა და არც ტირის, უბრალოდ ძილის დროს (როცა გვერდულად წევს) ძაან აქვს თავი უკან გადაწეული.

ამით დიაგნოზის დასმა სისულელეა. ვინ გითხრა რომ აქვს, ექიმმა?

ძილის დროს კი არა მღვიძარეს შეეტყობოდა, ამას უამრავი სიმპტომი აქვს, თავს ისე ქაჩავენ უკან რომ აშკარად მიხვდები.
ენის გამოყოფას და თვალების დაქაჩვა (ეს უჟანგბადობამაც იცის)
ყიფლიბანდი ამობუსცული (ზოგჯერ პულსაციით)
თავის ტკივილი (და არა მარტო დილით)

სხვა რიგი სხვა სიმპტომები
მოკლედ ამ დიაგნოზის დასმას გამოკვლევა სჭირდება.

რაც შეეხება გადაწეული თავით და გაბზეკილი ტაკოთი ძილს ეს პატარების უმრავლესობას ახასიათებს და სულაც არ მიანიშნებს დაავადებაზე.

nipponcaucasus
QUOTE
და ნორმალურად თუ დიდებს (110-70 ზე აქვთ ახალგაზრდობის ასაკში

no.gif ნორმალური წნევა ინდივიდუალურია.

Posted by: mia-maria 11 Apr 2012, 23:13
სიმპტომები დაწერეთ რა ამ დიაგნოზის, რა უნდა ახასიათებეს ბავშვს რომ დედა მიხვდეს რომ რაღაც პრობლემაა და მიაკითხოს ექიმს.

Posted by: tako44 11 Apr 2012, 23:23
VENDETA
ვაიმე, ანალოგიურად ძინავს ჩემს შვილს, მაგრამ არანაირად არ ტირის უმიზეზოდ, საერთოდ იშვიათად ტირის ხოლმე.

Posted by: lizaveta 11 Apr 2012, 23:44
VENDETA
შიდაქალის წნევის დასადგენად პირველ რიგში ნეიროსონოსკოპია ინდა იქნეა გაკეთებული.
ჩემუ ახლობლის ბავშვს ქონდა და აი რა სიმპტომები ქონდა:
1. სულ ტიროდა, განსაკუთრებით ხელში და გარეთ მზეზე გაყვანისას.
2. თვალებს ქაჩავდა(ჩამავალი მზის სინდრომს თუ რაღაცას ეძახიანო)ისე რომ ფერადი რაც აქვს თვალს ცოთათი ჩანდა.
3. თავს ისე ქაჩავდა უკან რომ დედა ბავშვს სახით თავისკენ ვერ იჭერდა და ზურგით იყუდებდა.დედას ისე აჭერდა ბავშვი თავს რომ მკერდი სტკიოდა ხოლმე.
მეტი სიმტიმები აღარ მახსივს რა მითხრა ამ გოგომ sad.gif
პულსირებად და დაჭიმულ ყიფლიბანსზე გითხრეს უკვე.
როგორც მივხვდი თუ ბავშვს ყიფლიბანდი პატარა აქვა მაშინ უფრო აქუხება წნევა.
იმედია რამეში დაგეხმარება ეს ყველაფერი

Posted by: Suleluka 12 Apr 2012, 10:09
tako44
lizaveta
2006 წლის დროინდელი თემაა smile.gif

mia-maria
QUOTE
შიდაქალის წნევის დასადგენად პირველ რიგში ნეიროსონოსკოპია ინდა იქნეა გაკეთებული.
ჩემუ ახლობლის ბავშვს ქონდა და აი რა სიმპტომები ქონდა:
1. სულ ტიროდა, განსაკუთრებით ხელში და გარეთ მზეზე გაყვანისას.
2. თვალებს ქაჩავდა(ჩამავალი მზის სინდრომს თუ რაღაცას ეძახიანო)ისე რომ ფერადი რაც აქვს თვალს ცოთათი ჩანდა.
3. თავს ისე ქაჩავდა უკან რომ დედა ბავშვს სახით თავისკენ ვერ იჭერდა და ზურგით იყუდებდა.დედას ისე აჭერდა ბავშვი თავს რომ მკერდი სტკიოდა ხოლმე.
მეტი სიმტიმები აღარ მახსივს რა მითხრა ამ გოგომ
პულსირებად და დაჭიმულ ყიფლიბანსზე გითხრეს უკვე.
როგორც მივხვდი თუ ბავშვს ყიფლიბანდი პატარა აქვა მაშინ უფრო აქუხება წნევა.
იმედია რამეში დაგეხმარება ეს ყველაფერი

აი, დაგიწერეს.
თუმცა ჯობს ეგ კითხვა ამ თემაში დაწეროთ --> http://forum.ge/?f=97&showtopic=34356564

Posted by: lizaveta 12 Apr 2012, 10:34
Suleluka
lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif
არც დამიხედავს თატიღისთვის

Posted by: mia-maria 13 Apr 2012, 00:04
Suleluka
QUOTE
2006 წლის დროინდელი თემაა


ვიცი რომელი წლის თემაცაა და ზუსტად იმიტომ ცალკე ეს პრობლემაა განხილული იმიტომ დავპოსტე აქ.

lizaveta
დიდი მადლობა

Posted by: lizaveta 13 Apr 2012, 00:07
mia-maria
არაფერს ჩემო კარგო. იმედია ცოტა დაგეხმარე.
2006ის თემააო მე მითხრა იმიტომ რომ პირველად ვინც დაპოსტა იმას გავეცი პასუხი და smile.gif

Posted by: agr_bak 9 Jun 2012, 21:38
აფ------------------------------------

Posted by: levanimers 19 Sep 2015, 14:03
QUOTE (VENDETA @ 28 Apr 2006, 10:18 )
LKLK
ჩემს ექიმს არ უთქვამს, მეგობრის ბავშვს ეძინა ეგრე და ჯანამ დაასკვნა ქალის შიდა წნევა აქვსო. ნუ ჯანა რამდენად სანდოა ეგ ცალკე თემაა smile.gif

ნეიროსონოსკოპია ჩაუტარეთ ბავშვს და ყველაფერ გაიგებთ smile.gif ჩემს პატარას აგმოაჩნდა და ნერვოპათალოგმა მკურნალობა დაგვინიშნა.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)