forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
reklama

Pages: (43) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> მითები საქართველოს ისტორიიდან, რომლისაც გვჯერა, კრიტიკული ისტორიოგრაფიის არ არსებობა
rati nwt
The Dragons


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11217
წევრი No.: 122146
რეგისტრ.: 6-October 10

  გამოგზავნილია: 11 Jan 2017, 23:05  #49682368      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჰეროდოტე წერდა, რომ სპარსელთა არმია ძვ.წ 480 წლის სამხედრო კამპანიის დროს დაახლოებით 5,6 მილიონი იყოო. იმ დროის ისტორიკოსებს ამის შემოწმების საშუალება არ ჰქონდათ, მერე უკვე, XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში ჰანს დელბრიუკმა და სხვა ისტორიკოსებმა გადაამოწმეს, გაანალიზეს და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ თუ სპარსელებს მართლა ამხელა ლაშქარი ეყოლებოდა, ჯარი იმდროინდელი ბაღდადიდან-ბერლინამდე იქნებოდა გადაჭიმული.

გარდა ამისა, იმ დროინდელი საკომუნიკაციო საშუალებებიდან გამომდინარე, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნებოდა ამხელა ჯარის მართვა. მითები იქმნებოდა ომების მერეც, მაგ: როცა გაიმარჯვებდნენ მეტოქეზე, წერდნენ, რომ იყო იმაზე მეტი ვიდრე რეალურად, რათა საკუთარი გამარჯვება კიდევ უფრო გმირულად წარმოეჩინათ, ასევე როცა მარცხდებოდნენ, საკუთარ რაოდენობას ნაკლებს უთითებდნენ, რომ გასამართლებელი მიზეზი ჰქონოდათ და სხვა. იყო მითები, რომელსაც სპეცსამსახურები განგებ ქმნიდნენ, ეს განსაკუთრებით XIX-XXI საუკუნეების პერიოდს ეხება.

- ქართველ ისტორიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ დიდგორის ბრძოლაში მუსულმანთა კოალიციას ყავდა უზარმაზარი ლაშქარი, ზოგი წყარო 600 000-ც კი წერს...
- ამ მასშტაბის არმიები შუა საუკუნეებში უბრალოდ არ არსებობდა. თურქ-სელჩუკთა იმპერიამ მისი ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვან ბრძოლაში 1071 წელს მანაზკერთან, როდესაც ბიზანტიას ებრძოდა და ამ ბრძოლაში წყდებოდა თუ ვინ იქნებოდა ახლო აღმოსავლეთში დომინანტი სახელმწიფო, მხოლოდ 20-30 000 მეომრის გამოყვანა მოახერხეს. ზოგადად, შუა საუკუნეებში 30 000-ანი არმია ითვლებოდა გრანდიოზული მასშტაბის არმიად და სულ თითზე ჩამოსათვლელი ბრძოლებია, სადაც ამხელა რაოდენობა იყო გამოყენებული. IX-X საუკუნის ბიზანტიურ სამხედრო ტრაქტატში ეწერა, რომ 5-12 000 კაციანი არმიით შეიძლებოდა სტრატეგიული კამპანიების წარმოება. უამრავი მსგავსი მაგალითის მოყვანა შეიძლება. უფრო დიდი არმიების შეკრება უბრალოდ შეუძლებელი იყო სხვადასხვა მიზეზის გამო: სამობილიზაციო რესურსის (რომელიც შუა საუკუნეებში 1 პროცენტზე ნაკლები იყო), საკომუნიკაციო საშუალებების დაბალი დონის, მართვის შეუძლებლობის და კიდევ მრავალი და მრავალი მიზეზის გამო.

დავუშვათ, რომ მუსლიმთა კოალიცია შედგებოდა 400 000 მებრძოლისაგან, მაშინ სამარშო კოლონა იმდროინდელი გზების გათვალისწინებით გადაიჭიმებოდა დაახლოებით 400 კილომეტრზე და მოწინააღმდეგის არმიის ავანგარდი რომ დიდგორს მოუახლოვდებოდა, არიერგარდი ჯერ კიდევ არ იქნებოდა ქვეყანაში შემოსული. ეს იმდენად აბსურდულია, განხილვადაც არ ღირს. ამას დავუმატოთ ის ფაქტორიც, რომ დიდგორის ბრძოლის წინ ერთიანი სელჩუკური სახელმწიფო აღარ არსებობს, რომელმაც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ბრძოლაში მხოლოდ 20 - 30 000 მეომრის გამოყვანა შეძლო და დიდგორში საქართველოს ებრძვის ამ დაშლილი სახელმწიფოდან წარმოქმნილი რამდენიმე პოლიტიკური ერთეულის კოალიცია. თანამედროვე ქართულ ისტორიოგრაფიაში ბოლო პერიოდის კვლევების შედეგად უკვე მიიჩნევა, რომ მოწინააღმდეგის არმია დაახლოებით 30 000 კაცისაგან შედგებოდა და თუ შუა საუკუნეების მასშტაბებს გავითვალისწინებთ, ეს იყო გრანდიოზული არმია, რომლის მსგავსიც ასწლეულების მანძილზე იშვიათად იკრიბებოდა. და სწორედ ამიტომ იყო - "ძლევაი საკვირველი", ასეთი გრანდიოზული არმია დაამარცხა დავითმა, თავის მხრივ დავითის არმიის რიცხოვნობაც ამ ომისათვის თანამედროვე გათვლებით 15-18 000 კაცისაგან შედგებოდა.

ამ შემთხვევაში პრობლემას ის წარმოადგენს, რომ სამხედრო თემებთან მიმართებაში ჩვენთან ბოლო პერიოდამდე ნაკლებად ხდებოდა შუა საუკუნეების წყაროებში არსებული ფანტასტიკური მონაცემების ანალიზი, რაც ევროპაში 19-ე საუკუნის ბოლოსა და 20-ე საუკუნის დასაწყისში დაიწყო. დიდგორის ბრძოლაზე უარეს მაგალითს გეტყვით, დავითის ისტორიკოსის ცნობით, როდესაც დავით აღმაშენებელმა აიღო სამშვილდე 1110 წელს, სულთნის 100 000-იანი ჯარი შეუმჩნევლად მოვიდა. ამხელა არმია რომც არსებულიყო იმ პერიოდში შეუმჩნევლად როგორ მოვიდოდა? მეფე ტაძრეულით ნაჭარმაგევს იდგა. საღამოს თრიალეთში მათი მისვლა შეიტყო. ღამით 1500 კაცით გაემგზავრა, ცისკარზე შეებრძოლა მოწინააღმდეგეს და სძლია. დღის მიწურვისას თავზარდაცემული გაიქცა თურქთა ბანაკი; კარვებსა და ჭურჭელსაც არ მიხედესო, ისე გაიქცნენ თავიანთ ქვეყნებში. თქვენ წარმოიდგინეთ, ქართველებმა ღამე გაიგეს, მთელი ღამე აჭენეს ცხენები და ცისკარზე დაღლილები შეებნენ იმხელა ჯარს, როცა ერთ კაცზე დაახლოებით 66 ადამიანი მოდიოდა და დაამარცხეს. ეს ხომ უფრო ზღაპრის სიუჟეტს გავს, ვიდრე რეალობას?! რეალურად ამ ისტორიაში პრობლემა მოწინააღმდეგის არმიის გაბერილი მონაცემია და ამ ამბის უკრიტიკოდ მიღება, რაც თავის ისტორიულ მნიშვნელობას აკარგვინებს და ზღაპრულ სიუჟეტად აქცევს. ჩვენ სწორედ კომპლექსური კვლევები გვჭირდება, რომელიც ზღაპრული და მითოლოგიური სიუჟეტებისგან გაწმენდს ჩვენ ისტორიას, რაც საკუთარი წარსულის და საკუთარი თავის უკეთ გაანალიზების საშუალებას მოგვცემს.

- სპეცსამსახურები ახსენეთ და საქართველოს ისტორიაში, თუ ერეოდნენ და ამახინჯებდნენ ფაქტებს?
- რა თქმა უნდა. მაგალითად ავიღოთ 1918-21 წლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორია და ეს არცაა გასაკვირი, რადგან საბჭოთა ხელისუფლებამ გაანადგურა ეს რესპუბლიკა და ბუნებრივია, რომ ეცდებოდა ფაქტების დამახინჯებას. მაგ: ვრცელდებოდა ხმები, რომ თბილისს მხოლოდ იუნკრები იცავდნენ. იმ დროს, როდესაც საბჭოთა რუსეთის მეთერთმეტე არმია თბილისს მოადგა, იუნკერთა სამხედრო სკოლაში სიით მხოლოდ 183 იუნკერი ირიცხებოდა. მთლიანობაში კი თბილისს რეგულარული არმიისა და სახალხო გვარდიის 10 000-მდე ჯარისკაცი და ოფიცერი იცავდა და მათ შორის იუნკერთა სამხედრო სკოლის კურსანტი მხოლოდ 166 იყო. მთლიანად კი საომარი კამპანიის დროს რამდენიმე ათეულ ათასი ქართველი იბრძოდა ომში.

ასევე იწერებოდა, რომ ქართულ არმიას რუსული კავკასიის არმიიდან მემკვიდრეობით იარაღის უზარმაზარი მარაგი დარჩა, მაგრამ მთავრობამ არ გახსნა საწყობები და ვერ გამოიყენა სათანადოდ არსებული იარაღი, რაც შემდეგ რუსებს დარჩათ ალაფად. საარქივო მასალებიდან ირკვევა, რომ ჯერ კიდევ 1918 წლისათვის, როცა საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, სინამდვილეში იმაზე ნაკლები იარაღი და საბრძოლო მასალები დაგვრჩა რუსული არმიისაგან, ვიდრე 1921 წლის ომისათვის იყო საჭირო. ამ დარჩენილი მასალების დიდი ნაწილი კი 1918 წლიდან 1921 წლამდე ომებში დაიხარჯა. ამიტომ, ქართული დელეგაციები ევროპაში, საქართველოს იურიდიულად აღიარების შემდეგ, დიდ სახელმწიფოებთან მოლაპარაკებების დროს ნომერ პირველ საკითხად იარაღის ჩუქებას ან შესყიდვას სვამდნენ. მოხერხდა იარაღის რამდენიმე მცირე პარტიის შემოტანა, რაც საკმარისზე ბევრად ნაკლები იყო. განსაკუთრებული დეფიციტი იგრძნობოდა შაშხანების, არტილერიის, ვაზნებისა და ჭურვების მხრივ. ამ ყველაფერს ერთადერთი მიზანი ჰქონდა, რომ ჟორდანიას მთავრობა უუნაროდ ეჩვენებინათ. ამავდროულად აღნიშნულ პერიოდზე მითების გავრცელებას უნებლიედ ხელი შეუწყო დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ ემიგრაციაში წასულთა შორის არსებულმა დაპირისპირებამ, როდესაც ქვეყნის დანგრევას ყველა ერთმანეთს აბრალებდა, ამიტომ ისტორიკოსის ვალია კარგად შეისწავლოს ყველა წყარო და რომელიმე მხარის ადვოკატად არ იქცეს.

- რატომ უხარიათ ადამიანებს ამ მითების არსებობა? ხომ არაა ეს ერთგვარად პატარა ერის კომპლექსი?
- გარკვეულწილად შეიძლება ეგეც იყოს, მაგრამ მე უფრო სხვა რამეს დავაბრალებდი. ჩვენი ისტორიოგრაფია ბევრი სუბიექტური, თუ ობიექტური მიზეზის გამო ძალიან ჩამორჩა დასავლურ ისტორიოგრაფიას, შესაბამისად ერის დიდი მასის აზროვნებაც დარჩა ადრინდელ ჩარჩოებში. ზემოთ რადგანაც სამხედრო ისტორიაზე გვიხდებოდა საუბარი, ამავე თემაზე ვიტყვი, რომ სამწუხაროდ, ჩვენთან XX საუკუნის განმავლობაში სამხედრო ისტორიას ნაკლებად იკვლევდნენ, ალბათ ეს მიზანმიმართულიც იყო. მე რაც მინახავს, საბჭოთა პერიოდში ჩატარებული სამხედრო ისტორიის ყველაზე კარგი კვლევა იყო, აკაკი კლდიაშვილის მიერ ერეკლეს II-ის პერიოდის შესწავლა სამხედრო თვალსაზრისით. ეს იყო ყველაზე კარგი ნაშრომი, თუმცა ეს დისერტაცია არ გამოუციათ. ამ ფაქტითაც კარგად ჩანს, თუ რა მიდგომა იყო თუნდაც სამხედრო ისტორიისადმი საქართველოში.


http://www.ambebi.ge/sazogadoeba/188665-mi...sac-gvjera.html

თემა პოლიტიკურია, რადგან პოლიტიკური პროცესების შედეგია ქართული ისტორიოგრაფიის ასეთი სავალალო მდგომარეობა. კრიტიკული ისტორიოგრაფიის ფაქტობრივად არ არსებობა, ის რაც განვითარებულმა ქვეყნებმა საუკუნეების წინ გააკეთეს.


პოლიტიკური დაჭმა, სპეკულაცია, ეს ცუდი კაცი სამშობლოს ებრძვის და ა.შ არ გვინდა. ფაქტებით ვისაუბროთ, ისტორია არის მეცნიერება, რომელიც აუცილებლად საჭიროებს მუდმივ განახლებას და ხელახალ გააზრებას. არ არსებობს ვალდებულება, რომ ვინმეს აზრი კანონად მივიღოთ.

არავისთან, არაფერთან (მით უფრო ერთმანეთთან) ბრძოლა არ გვჭირდება. სინამდვილეში ჩვენ - საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს, ჩვენთვის გვჭირდება მეტად კრიტიკული, ზუსტი, მეცნიერული, დამოწმებული ჩვენივე ისტორიის ცოდნა. ისტორია არის მეცნიერება, რომელიც ინდივიდის იდენტობას განსაზღვრავს, უქმნის წარმოდგენას საკუთარ თავზე და დამახინჯებული, თავისმომტყუებელი ისტორია, მხოლოდ ჩვენთისაა საზიანო და არა სხვისთვის. უნდა დავინახოთ, განვასხვავოთ მითი, ლეგენდა, მხატვრული ამბავი (უქარქაშო ხმლები) ისტორიული ფაქტისგან.

განვითარებისთვის უნდა ვაღიაროთ, რომ ქართული ისტორიოგრაფია უმძიმეს დღეშია.


P.S

სტატიაში ძირითადად განხილულია სამხედრო ისტორიის მაგალითები. ეს ერთ-ერთი ნაწილია. სხვა მრავალი პრობლემა მთელ ქართულ ისტორიოგრაფიაში.

This post has been edited by rati nwt on 11 Jan 2017, 23:12
Human
Human


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 826
წევრი No.: 11220
რეგისტრ.: 5-July 05

გამოგზავნილია: 11 Jan 2017, 23:52  #49682797      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
rati nwt
შეგიძლია კიდევ დაწერო მსგავსი "უზუსტობები" საქართველოს ისტორიაში?...
მოკლედ სიის სახით...
მერე დაინტერესებული პირი ჩაეძიება...
მაოძედუნი
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1482
წევრი No.: 210281
რეგისტრ.: 16-November 15

გამოგზავნილია: 12 Jan 2017, 00:06  #49682910      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
რა თქმა უნდა. მაგალითად ავიღოთ 1918-21 წლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორია და ეს არცაა გასაკვირი, რადგან საბჭოთა ხელისუფლებამ გაანადგურა ეს რესპუბლიკა და ბუნებრივია, რომ ეცდებოდა ფაქტების დამახინჯებას. მაგ: ვრცელდებოდა ხმები, რომ თბილისს მხოლოდ იუნკრები იცავდნენ. იმ დროს, როდესაც საბჭოთა რუსეთის მეთერთმეტე არმია თბილისს მოადგა, იუნკერთა სამხედრო სკოლაში სიით მხოლოდ 183 იუნკერი ირიცხებოდა. მთლიანობაში კი თბილისს რეგულარული არმიისა და სახალხო გვარდიის 10 000-მდე ჯარისკაცი და ოფიცერი იცავდა და მათ შორის იუნკერთა სამხედრო სკოლის კურსანტი მხოლოდ 166 იყო. მთლიანად კი საომარი კამპანიის დროს რამდენიმე ათეულ ათასი ქართველი იბრძოდა ომში.

ასევე იწერებოდა, რომ ქართულ არმიას რუსული კავკასიის არმიიდან მემკვიდრეობით იარაღის უზარმაზარი მარაგი დარჩა, მაგრამ მთავრობამ არ გახსნა საწყობები და ვერ გამოიყენა სათანადოდ არსებული იარაღი, რაც შემდეგ რუსებს დარჩათ ალაფად. საარქივო მასალებიდან ირკვევა, რომ ჯერ კიდევ 1918 წლისათვის, როცა საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, სინამდვილეში იმაზე ნაკლები იარაღი და საბრძოლო მასალები დაგვრჩა რუსული არმიისაგან, ვიდრე 1921 წლის ომისათვის იყო საჭირო. ამ დარჩენილი მასალების დიდი ნაწილი კი 1918 წლიდან 1921 წლამდე ომებში დაიხარჯა. ამიტომ, ქართული დელეგაციები ევროპაში, საქართველოს იურიდიულად აღიარების შემდეგ, დიდ სახელმწიფოებთან მოლაპარაკებების დროს ნომერ პირველ საკითხად იარაღის ჩუქებას ან შესყიდვას სვამდნენ. მოხერხდა იარაღის რამდენიმე მცირე პარტიის შემოტანა, რაც საკმარისზე ბევრად ნაკლები იყო. განსაკუთრებული დეფიციტი იგრძნობოდა შაშხანების, არტილერიის, ვაზნებისა და ჭურვების მხრივ. ამ ყველაფერს ერთადერთი მიზანი ჰქონდა, რომ ჟორდანიას მთავრობა უუნაროდ ეჩვენებინათ. ამავდროულად აღნიშნულ პერიოდზე მითების გავრცელებას უნებლიედ ხელი შეუწყო დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ ემიგრაციაში წასულთა შორის არსებულმა დაპირისპირებამ, როდესაც ქვეყნის დანგრევას ყველა ერთმანეთს აბრალებდა, ამიტომ ისტორიკოსის ვალია კარგად შეისწავლოს ყველა წყარო და რომელიმე მხარის ადვოკატად არ იქცეს.


არანაირი მითი იმის შესახებ რომ თბილისს სამხედრო კურსანტები იცავდნენ მარტო არ არსებობს. აიღე ნებისმიერო დოკუმენტური ფილმი ან გადაცემა ან წიგნი. უბრალოდ მარო მაყაშვილი და იუნკერები უფრო ემოციურ დონეზეა გადმოცემულია და მიღებული. ახალგაზრდები იყვნენ.

რაც შეეხება იარაღს. იყო იარაღი. თვითმფრინავებიც იყო 9 თუ 10 ცალი. მაგრამ არც ერთი არ აფრენილა. აი რატომ არ აფრინდა ეგ გაარკვიონ.

ჟორდანიას მთავრობამ გერმანელების შემოთავაზებაზე უარი თქვა, რას თავაზობდნენ გერმანელები- დაგეხმარებით შექმნათ ორი რკინის დისციპლინირებული დივიზია , სრული ამუნიციით და შეიარაღებითო. ოფიცრებსაც დაგახმართ გაწვრთნისთვისო. უარი უთხრეს. უარი უთხრეს ინგლისელებსაც . ომის წინ არმიის დიდი ნაწილი სახლში გაუშვეს. 10 ათასი იყო მგონი სულ დარჩენილი. ომის დროს კი შეკრება ვეღარ მოასწრეს.
ხო ეხვეწებოდნენ ევროპას იარარას და არ აძლევდნენ. )))


რა ვუყოთ სომეხ მემატიანეს, რომელმაც ქართველთა არმია 55 ათას კაცად შეაფასა. თანაც ეროვნებების მიხედვით ყავს ჩამოთვლილი.

ან იმას რა ვუყოთ რომ თურქთა ლაშქარი კოალიციური იყო და სამი ნაწილისგან შედგებოდა. და ასე შემდეგ.

ისტორიის რევიზია აუცილებელია, რომ განასხვავო რეალობა და მითი, მაგრამ ძალიან ფრთხილად უნდა გააკეთო და ტანაც თავისუფალი უნდა იყო პოლიტიკური სიმპატიებისგან.


girvan_88
Ø


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16933
წევრი No.: 38875
რეგისტრ.: 25-July 07

გამოგზავნილია: 12 Jan 2017, 00:10  #49682950      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
QUOTE
რა ვუყოთ სომეხ მემატიანეს, რომელმაც ქართველთა არმია 55 ათას კაცად შეაფასა.

კაი რა
აგერ სატელიტები და მთელი სათვალთვალო კამერები გვაქვს თავის მათემატიკური გამოთვლებით და მეცნიერული დასკვნებით და მიუხედავად ამისა იმაზე ვერ ვთანხმდებით ნაცების თუ ქოცების მიტინგზე 12 000 კაცი მივიდა თუ 76 000 biggrin.gif

მიდი ეხლა და ენდე რომელიღაცა სომეხი ან ბერძენი ისტორიკოსის ნათელმხილველურ შეფასებებს, მე შენ გეტყვი და სადმე იქვე ფერდობზე იჯდა კალამმომარჯვებული და ბრძოლის მიმდინარეობას აკვირდებოდა

სულ მეცინება ხოლმე ამხელა ციფრებზე რომ მიდის ყურადღების გამახვილება, ცხადია რომ ყველაფერი გაზვიადებულია, განსაკუთრებით რაც უფრო ადრეულ საუკუნეებში მივდივართ


--------------------
teónanácatl
t-90
უტანკესი და უტონკესი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 32523
წევრი No.: 135926
რეგისტრ.: 15-September 11

გამოგზავნილია: 12 Jan 2017, 00:11  #49682961      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ასევე იწერებოდა, რომ ქართულ არმიას რუსული კავკასიის არმიიდან მემკვიდრეობით იარაღის უზარმაზარი მარაგი დარჩა, მაგრამ მთავრობამ არ გახსნა საწყობები და ვერ გამოიყენა სათანადოდ არსებული იარაღი, რაც შემდეგ რუსებს დარჩათ ალაფად. საარქივო მასალებიდან ირკვევა, რომ ჯერ კიდევ 1918 წლისათვის, როცა საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, სინამდვილეში იმაზე ნაკლები იარაღი და საბრძოლო მასალები დაგვრჩა რუსული არმიისაგან, ვიდრე 1921 წლის ომისათვის იყო საჭირო. ამ დარჩენილი მასალების დიდი ნაწილი კი 1918 წლიდან 1921 წლამდე ომებში დაიხარჯა. ამიტომ, ქართული დელეგაციები ევროპაში, საქართველოს იურიდიულად აღიარების შემდეგ, დიდ სახელმწიფოებთან მოლაპარაკებების დროს ნომერ პირველ საკითხად იარაღის ჩუქებას ან შესყიდვას სვამდნენ. მოხერხდა იარაღის რამდენიმე მცირე პარტიის შემოტანა, რაც საკმარისზე ბევრად ნაკლები იყო. განსაკუთრებული დეფიციტი იგრძნობოდა შაშხანების, არტილერიის, ვაზნებისა და ჭურვების მხრივ. ამ ყველაფერს ერთადერთი მიზანი ჰქონდა, რომ ჟორდანიას მთავრობა უუნაროდ ეჩვენებინათ. ამავდროულად აღნიშნულ პერიოდზე მითების გავრცელებას უნებლიედ ხელი შეუწყო დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ ემიგრაციაში წასულთა შორის არსებულმა დაპირისპირებამ, როდესაც ქვეყნის დანგრევას ყველა ერთმანეთს აბრალებდა, ამიტომ ისტორიკოსის ვალია კარგად შეისწავლოს ყველა წყარო და რომელიმე მხარის ადვოკატად არ იქცეს.

აეს არის ტყუილი.
გერმანია შUლენბურგის სახით საქართველოს ჰპირდებოდა 2 რკინის დივიზიის გაწვრთნას და შეჭურვას (ჯავშანმატარებლებით და გერმანული იარაღით და ტყვიაწამლით) ამაზე უარი უთხრა ჟორდანიას მთავრობამ.
დიდი ბრიტანეთი ლოიდ ჯორჯის თაოსნობის ასევე სთავაზობდა ორი დივიზიის გაწვრთნას და ტანკებით აღჭურვას, რაზეც უარი უთხრა ჟორდანიას მთავრობამ.
ასევე არის ფაქტები რომ 1921 წელს მეთერთმეტე არმიამ და მეცხრე არმიამ ბათუმის და თბილისის საწყობებიდან შეივსო მარაგი.

ესეც ხო მათეოს ურჰაეცი და კირაკოზ განძაკეცი არ არის. ან კანცლერი გოტიე.
აქ ყველაფრის ცნობებია და სტენოგრამები დეტალურად შენახული. მარა ეს არ აწყობს ხალხს.

პროსტო მემარცხენე ლებერალ სასტავს ეტყობა არ აწყობთ ეს ფაქტები. მათ კერპ ჟორდანიას არ შეეხონ.

This post has been edited by t-90 on 12 Jan 2017, 00:19


--------------------
I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.
tintoreto
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7545
წევრი No.: 134933
რეგისტრ.: 19-August 11

გამოგზავნილია: 12 Jan 2017, 00:14  #49682983      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
rati nwt
QUOTE
მითები საქართველოს ისტორიიდან, რომლისაც გვჯერა, კრიტიკული ისტორიოგრაფიის არ არსებობა

100 000 მოწამის ამბავიც ტყუილია?


--------------------
Если человека кусает вампир, он становится вампиром. Такое ощущение, что очень многих вокруг искусали бараны...
არაფერია უფრო მუდმივი,ვიდრე დროებითი უფულობა...

მსოფლიოს მართავს მხოლოდ ფული და სექსი!

ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და თბილისში შავი ჯიპი
Precursor
ერის მამა


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6543
წევრი No.: 25329
რეგისტრ.: 7-November 06

გამოგზავნილია: 12 Jan 2017, 00:18  #49683008      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
rati nwt
QUOTE
ჰეროდოტე წერდა, რომ სპარსელთა არმია ძვ.წ 480 წლის სამხედრო კამპანიის დროს დაახლოებით 5,6 მილიონი იყოო.

მე რამდენადაც მახსოვს, 600 000 იყოო, რაც ასევე გაბერილია... თავად საბერძნეთს იცავდა 40-50 000 მეომარი - სპარტას არასოდეს არ ჰყოლია 10 000 მეომარზე მეტი და არც ათენს... დანარჩენ ქალაქებს ნაკლები ჰყავდათ... საქმე კი იმაშია, რომ ყველა მოქალაქე კი იყო ვალდებული, ომში მონაწილეობა მიეღო, მაგრამ თუკი ფიზიკურად და უნარებით ვერ ქაჩავდა დადგენილ ნორმებს, მაშინ მას უნდა დაექირავებინა თავის სანაცვლოდ სხვა მეომარი, რაც ომში მონაწილეობად ჩაეთვლებოდა, რადგანაც ბერძნებს ბრძოლის ველზე მოუმზადებელი კაცი არ გაჰყავდათ...

სპარსების შემთხვევაში განსხვავებული სიტუაცია იყო - სპარსეთი იყო იმპერია და ყველა ვასალი ვალდებული იყო მთელი საბრძოლო რესურსი გამოეყვანა, რომელთაც სპარსელები მეორეხარისხოვნად, ანუ სახარჯ მასალად იყენებდნენ - ბრძოლის დასაწყისში, როცა მოწინააღმდეგე ისრების სეტყვას უშენს, ეფექტურად მებრძოლი ფროფესიონალი მეომრების დანაკარგების შესამცირებლად მოსახერხებელია მათ გარშემო მინიმუმ 10 ძალადმეომარი მაინც იდგეს, რითაც პროფესიონალის ხელჩართულ ბრძოლამდე დაჭრის ალბათობა 10-ჯერ მცირდება... ხოლო ხელჩართული ბრძოლის დაწყებისას უკვე ძირითადად პროფესიონალები ერკინებოდნენ ერთმანეთს, ხოლო პრაფანები ძირითადად ჟრიამულობდნენ... biggrin.gif მაგრამ, ასეთი ხელოვნურად გაბერილი არმიის მართვა 10-ჯერ უფრო ძნელი იყო!

ამიტომაც, თუკი იმპერია საჭირო დაფინანსებით, პიარითა და პროპაგანდით მიდიოდა ვინმეს დასაპყრობად, ცხადია, ბევრი რამ წინასწარ დაგეგმილი და მომზადებული ჰქონდა და პრაფანების ხარჯზე არმიაც ძალზედ მრავალრიცხოვანი გამოდიოდა, მაგრამ თუკი სასწრაფოდ იყო ზომა მისაღები, მაშინ მხოლოდ პროფესიონალებს ეყრდნობოდა!

გამომდინარე აქედან, არც 600 000 არ არის ბევრი და არც 10 000 არაა ცოტა!

რაც შეეხება ასეულათასიანი არმიების გადაადგილებას, დამთვლელები რატომღაც მეომრებისაგან ცოცხალ ჯაჭვს ადგენენ და ისე ითვლიან ხოლმე... biggrin.gif არადა, ყველაზე წვრილი სამხედრო მწყობრი მსვლელობისას 4 კაცზე ნაკლები არც ერთ არმიაში არ ყოფილა ცეცხლსასროლი იარაღის მასობრივად გავრცელებამდე... ანუ, კილომეტრზე თუ იყო გაჭიმული 4 000 კაცი, საბრძოლო გადაწყობაზე მათ დასჭირდებოდათ მაქსიმუმ 10 წუთი და ეს სრულიად საკმარისი იყო, თუკი მოწინააღმდეგე სადმე ახლოს არ იყო ჩასაფრებული, რადგან სხვა შემთხვევაში მტერს მინიმუმ 3-4 კილომეტრზე მაინც შეამჩნევდნენ...

ხშირად წყაროები მიუთითებენ, თუ რა დრო დასჭირდა მტრის შემოსვლას - როცა ბევრ დროს მიუთითებენ, ეს მტრის მრავალრციხოვნებას ადასტურებს.

აქვე საინტერესოა, როცა დამარცხებული თავდამსხმელი საკუთარი არმიის რაოდენობის დიდ რიცხვს მიუთითებს ხოლმე, მაგრამ კრიტიკულად განწყობილი ისტორიკოსები ასეთ ფაქტებს გვერდს უვლიან ხოლმე...

საქართველოს შემთხვევაში ყოველთვის განსხვავებული ვითარება იყო სამხედრო თვალსაზრისით, რადგანაც ქვეყანაში ერთდროულად მოქმედებდა როგორც ფეოდალური, ასევე სამხედრო დემოკრატიული ფორმაცია!

გამომდინარე აქედან, სანამ ფეოფალიზმი წამყვანი ფორმაცია გახდებოდა, მოსალოდნელი ომის დროს ქვეყანას შეეძლო დიდი ძალების მობილიზება, ხოლო მოულოდნელი თავდასმის დროს მხოლოდ მეფის ტაძრეულისა და ფეოდალური ლაშქრის იმედზე იყო, რადგანაც თავისუფალი მეომრების მობილიზებას მეტი დრო სჭირდებოდა.

თუმცა, ქართული ჯარი ვერასოდეს იქნებოდა დამპყრობელზე უფრო მრავალრიცხოვანი, რადგანაც მეორეხარისხოვანი პრაფანები ქართულ რეალობაში არ არსებობდა! (გარდა გარნისის ბრძოლისა, სადაც სწორედ მეორე ხაზის მასოვკამ გამოიწვია დიდი არეულობა და პანიკა - მადლობა მოძმე ერს!)

გარდა ამისა, რაც შეეხება ჩვენი ისტორიგრაფიის მხრიდან გაყალბებებზე, რა თქმა უნდა, ასეთ ფაქტებს ექნებოდა ადგილი, მაგრამ იგივე წყაროები ღიად ამბობენ, რომ მონღოლთა პირველ გამოჩენაზე ქართველებს 60 000 კაცი ჰყავდათ, ხოლო მონგოლებს - 22 000!

მეორეს მხრივ, მარტყოფისა და მარაბდის ბრძოლაში ირანის დანაკარგებზე თავად სპარსი თვითმხილველები წერდნენ და ისიც ფაქტია, რომ ამ ბრძოლების მერე ირანს კარგა ხნით მძიმე პერიოდი დაუდგა!


კარგია, როცა ისტორიკოსი ეჭვის თვალით უყურებს გავრცელებულ შეხედულებებს და იკვლევს, მაგრამ არის ფაქტები, რომელთა გამოკვლევას რატომღაც ყველა თავს არიდებს:

1. რა ჩემი შაშაკოლა უნდოდა ხევსურეთში რომ შეიჭრა ზაქარია მხარგრძელი? რატომ გაუშვა თამარ მეფემ ფეოდალური ჯარი საკუთარი პირადი გვარდიის წინააღემდეგ? რატომ დაარღვია თამარ მეფემ დავით აღმაშენებელის მიერ დამტკიცებული სტატუსი? რატომ არის, რომ მთელ საქართველოში ვინმეს თუ ქვა ქვაზე დაუდია, ყველაფერს თამარის სახელი ჰქვია, ხოლო ხევსურეთში თამარის სახელზე ფიჩხიც არავის დაუდევს? ზაქარია მხარგრძელის ლაშქრობის შედეგად ხომ არ დასუსტდა საქართველოს სამხედრო ძლიერება იმდენად, რომ მოგვიანებით მონღოლებს ვეღარ გაუწიეს შესაბამისი წინააღმდეგობა? და თუ ეს ყველაფერი ასე იყო, მაშინ ჩვენი წმიდანი მეფე შემთხვევით ქვეყნის მოღალატე ხომ არ გამოდის? - აი, თუ ტრაკი აქვს ისტორიკოსს, ეს საკითხი გამოიკვლიოს, და არა ის, რომ ჩვენი წინაპრები თურმე უტრაკო ბაქიები ყოფილან! და ისიც როგორმე ახსნან, თუ როგორ შეიძლება, რომ ასეთ გაგანია ადგილმდებარეობაზე მცოვრებ უტრაკო ხალხს მოეხერხებინოს არათუ სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება, არამედ საერთოდ ფიზიკურად გადარჩენა!

2. ძალიან დიდი სიბინძურეები ხდებოდა ფეოდალიზმის მომძლავრების დროს, როცა ხარბი და უნამუსო ფეოდალები საკუთარი ერის დასამონებლად გარე დამპყრობელს დაუფარავად ურიგდებოდნენ და ახლა მათი შთამომავლები დღემდე "ღირსებით გაჟღენთილები" დაიბრიქებიან, ხოლო ყველა ის გმირი, რომელიც მათი მხრიდან უნამუსოდ იყვნენ სასიკვდილოთ გაწირულნი, ისტორიოგრაფიის მიერ უიმედოდ მივიწყებულნი არიან...

ანუ, ხალხური თქმისა არ იყოს: "კარგა იყვნს ადრეკილება, თუმც კი ცოდნა ხამს სად ჰყოო!" (С) ხალხური...


--------------------
საქართველო მარადიულია! © პრეკურსორი

"ვირი გინდა ნაცებში დააბი, გინდა ქოცებში - მაინც ერთი მიშააო!"

“იარე წინ და შეჭამე ყველაფერი, რაც მოძრაობს! რაც არ მოძრაობს, ეგეც: ხეებიც, ბოძებიც… მოსახვევშიც არ მოუხვიო - მოსახვევიც შეჭამე!” (C) OKELA84
USAsucks
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3213
წევრი No.: 204583
რეგისტრ.: 4-July 15

გამოგზავნილია: 12 Jan 2017, 00:25  #49683076      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
უჰ,ვერ მორჩნენ ამ სისულელის ტკეპნას რა...

რამხელა არმიით შევიდა აპენინის ნახევარკუნძულზე ჰანიბალი?
რამდენი ჯარისკაცი დაუხოცა რომს?
რამხელა ჯარით შევიდა ატილა გალიაში?
კაი,შუა საუკუნეები არ არის?ჯალალედინს რამდენი ჯარისკაცი მოჰყვა თბილისში?
რამდენი ჯარისკაცი დაიღუპა ანატოლიის ნახევარკუნძულზე,ჯვაროსნული ლაშქრობის დროს?
მერე რო აღარ უფიქრიათ,მაგ გზით გავლაზე...


შეყძლებელი იყო კი არა,თოხი.
მაოძედუნი
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1482
წევრი No.: 210281
რეგისტრ.: 16-November 15

გამოგზავნილია: 12 Jan 2017, 00:32  #49683140      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
t-90

მეც მაგი დავწერე )))

QUOTE
ისტორიის რევიზია აუცილებელია, რომ განასხვავო რეალობა და მითი, მაგრამ ძალიან ფრთხილად უნდა გააკეთო და ტანაც თავისუფალი უნდა იყო პოლიტიკური სიმპატიებისგან.


ამაში კიდევ ჟორდანიას გაპრავება ვიგულისხმე . სულ ცდილობენ გააპრავონ .

girvan_88
QUOTE
მიდი ეხლა და ენდე რომელიღაცა სომეხი ან ბერძენი ისტორიკოსის ნათელმხილველურ შეფასებებს, მე შენ გეტყვი და სადმე იქვე ფერდობზე იჯდა კალამმომარჯვებული და ბრძოლის მიმდინარეობას აკვირდებოდა


მე არ ცვამბობ ნდობა არ ნდობაზე. ვამბობ რომ მას აქვს აღწერილი. ასევე არის საინტერესო ისტროიული წყაროები თურქების. ხოდა უნდა იკვლიო.

QUOTE
აგერ სატელიტები და მთელი სათვალთვალო კამერები გვაქვს თავის მათემატიკური გამოთვლებით და მეცნიერული დასკვნებით და მიუხედავად ამისა იმაზე ვერ ვთანხმდებით ნაცების თუ ქოცების მიტინგზე 12 000 კაცი მივიდა თუ 76 000


და რატომ ვერ თანხმდები. იმიტომ რომ ვირაცას ბევრი აწყობს რომ იყოს ვირაცას ცოტა. არადა სიმართლე ფაქტიურად ყველამ იცის, მაგრამ კიდია. ასე ჭირდება პარტიას და იდეას.

* * *
Precursor
QUOTE
კარგია, როცა ისტორიკოსი ეჭვის თვალით უყურებს გავრცელებულ შეხედულებებს და იკვლევს, მაგრამ არის ფაქტები, რომელთა გამოკვლევას რატომღაც ყველა თავს არიდებს:


კიდევ ბევრ რამეს არიდებენ თვალს.
t-90
უტანკესი და უტონკესი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 32523
წევრი No.: 135926
რეგისტრ.: 15-September 11

გამოგზავნილია: 12 Jan 2017, 01:06  #49683422      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მაოძედუნი
QUOTE

ამაში კიდევ ჟორდანიას გაპრავება ვიგულისხმე . სულ ცდილობენ გააპრავონ .

ხო ამის მიზეზს ვერ ვხვდები სიმართლე რომ ვთქვა.
ditosila
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 497
წევრი No.: 124210
რეგისტრ.: 28-November 10

გამოგზავნილია: 12 Jan 2017, 01:38  #49683660      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (t-90 @ 12 Jan 2017, 00:11 )
QUOTE
ასევე იწერებოდა, რომ ქართულ არმიას რუსული კავკასიის არმიიდან მემკვიდრეობით იარაღის უზარმაზარი მარაგი დარჩა, მაგრამ მთავრობამ არ გახსნა საწყობები და ვერ გამოიყენა სათანადოდ არსებული იარაღი, რაც შემდეგ რუსებს დარჩათ ალაფად. საარქივო მასალებიდან ირკვევა, რომ ჯერ კიდევ 1918 წლისათვის, როცა საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, სინამდვილეში იმაზე ნაკლები იარაღი და საბრძოლო მასალები დაგვრჩა რუსული არმიისაგან, ვიდრე 1921 წლის ომისათვის იყო საჭირო. ამ დარჩენილი მასალების დიდი ნაწილი კი 1918 წლიდან 1921 წლამდე ომებში დაიხარჯა. ამიტომ, ქართული დელეგაციები ევროპაში, საქართველოს იურიდიულად აღიარების შემდეგ, დიდ სახელმწიფოებთან მოლაპარაკებების დროს ნომერ პირველ საკითხად იარაღის ჩუქებას ან შესყიდვას სვამდნენ. მოხერხდა იარაღის რამდენიმე მცირე პარტიის შემოტანა, რაც საკმარისზე ბევრად ნაკლები იყო. განსაკუთრებული დეფიციტი იგრძნობოდა შაშხანების, არტილერიის, ვაზნებისა და ჭურვების მხრივ. ამ ყველაფერს ერთადერთი მიზანი ჰქონდა, რომ ჟორდანიას მთავრობა უუნაროდ ეჩვენებინათ. ამავდროულად აღნიშნულ პერიოდზე მითების გავრცელებას უნებლიედ ხელი შეუწყო დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ ემიგრაციაში წასულთა შორის არსებულმა დაპირისპირებამ, როდესაც ქვეყნის დანგრევას ყველა ერთმანეთს აბრალებდა, ამიტომ ისტორიკოსის ვალია კარგად შეისწავლოს ყველა წყარო და რომელიმე მხარის ადვოკატად არ იქცეს.

აეს არის ტყუილი.
გერმანია შUლენბურგის სახით საქართველოს ჰპირდებოდა 2 რკინის დივიზიის გაწვრთნას და შეჭურვას (ჯავშანმატარებლებით და გერმანული იარაღით და ტყვიაწამლით) ამაზე უარი უთხრა ჟორდანიას მთავრობამ.
დიდი ბრიტანეთი ლოიდ ჯორჯის თაოსნობის ასევე სთავაზობდა ორი დივიზიის გაწვრთნას და ტანკებით აღჭურვას, რაზეც უარი უთხრა ჟორდანიას მთავრობამ.
ასევე არის ფაქტები რომ 1921 წელს მეთერთმეტე არმიამ და მეცხრე არმიამ ბათუმის და თბილისის საწყობებიდან შეივსო მარაგი.

ესეც ხო მათეოს ურჰაეცი და კირაკოზ განძაკეცი არ არის. ან კანცლერი გოტიე.
აქ ყველაფრის ცნობებია და სტენოგრამები დეტალურად შენახული. მარა ეს არ აწყობს ხალხს.

პროსტო მემარცხენე ლებერალ სასტავს ეტყობა არ აწყობთ ეს ფაქტები. მათ კერპ ჟორდანიას არ შეეხონ.

გერმანია ნამდვილად გვპირდებოდა, დაიწყო კიდეც ამ მხრივ მუშაობა. გაიწერა ჯარის საორგანიზაციო-საშტატო სტრუქტურა 42 000 კაცზე, მაგრამ გერმანია იქამდე დამარცხდა მსოფლიო ომში ვიდრე ჩვენ იარაღს მოგვაწვდიდა. რაც შეეხება ლოიდ ჯორჯს ასობით დოკუმენტი არსებობს ამის ტაობაზე გინდა ქართული და გინდა ინგლისური და ფრანგული, იარაღის შემოტანაზე წარმოებულ მოლაპარაკებებზეა საუბარი. სულ რამოდენიმე მციირე პარტია შემოვიტანეთ მიუხედავად იმისა რომ ძალიან ნათლად ჩანს საარქივო დოკუმენტებში როგორ და რანაიარად ვიტხოვდით ამ იარაღს და ჩვენი დელეგაციები ევროპასი სხვას კი არაფერს აკეთებდნენ. ასევე ზუსტად აი დეტალების დონეზეა ცნობილი თუ რამდენი შაშხანა, ვაზნა, ქვემეხი და ასე შემდეგ მივიღეთ. ასე, რომ არავის გამართლების მცდელობა მხოლოდ და მხოლოდ სიმართლე.
chombe
ჟიგართმჟლეტი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 19185
წევრი No.: 65323
რეგისტრ.: 22-June 08

გამოგზავნილია: 12 Jan 2017, 01:54  #49683771      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვინ უნდა გამოასწოროს ეს სიტუაციაო...
ვინ და ვერავინ !
შანსიც არაა !
უბრალოდ თუ წარმოგიდგენიათ რა მწირი ბაზა გვაქვს წყაროებისა....
საქართველო არა თუ ღარიბია ამ მხრივ არამედ ღატაკი!
თუ წარმოგიდგენიათ რა ელდორადოა ამ მხრივ იგივე ჰევროპა...
დაჯექი და იკვლიე რაც გინდა, დაწყებული სამხედრო თუ პოლიტიკური ჰისტორიიდან დამთავრებული წარსულის საყოფაცხოვრებო საკითხებით...
მთელი ჰევროპა რომ გაჰისტორიკოსდეს, კიდევ ათწლეულები დაჭირდება იმას, რომ ყველა არსებული წყარო იქნას შესწავლილ-გაანალიზებული...
ჩვენ კი რა გვაქვს-ფშიკი, არაფერი ფაქტიურად...




პ.ს. მე როგორც პროფესიონალ ჰისტორიკოსს, სულ ერთი ფიქრი მიტრიალებდა თავში, რატომ არ აღმოჩნდა ასწლეულების მანძილზე ჩვენში ერთი, აი, სულ რაღაც ერთი ადამიანი ისეთი, ვინც მოიფიქრებდა ხელში ნახშირის (გრაფიტის) ნატეხის აღებას და რაიმის ჩახატვას - ქალაქის, სოფლის, არქიტექტურული ნაგებობის, ჯარის, ადამიანის თავის ტანისამოსიან-აღჭურვილობიანად....
რაც გვაქვს, გვიანი ხანის ჰევროპიელი მოგზაურებისა და შემდგომ რუსების მიერ გაკეთებული ჩანახატებია...
წყეული ორიენტალიზაცია...
ყოფა გვიტირა ფაქტიურად...

This post has been edited by chombe on 12 Jan 2017, 03:51


--------------------
si deus nobiscum quis contra nos !

- რატომ არ მომკალი, ჟან ვალჟან ?
- შენ მკვდარი ხარ, ჟავერ ! (© Victor Hugo)

Нам грубиянов не надо. Мы сами грубияны ! ! !
(© Остап-Сулейман-Берта-Мария-Бендер-Бей)

გასკდით გულზე, მე ცოცხალი ლეგენდა ვარ, თქვენ კი ვირტუალური მუტლები. © ზარატუსტრა
Doktor Niemand
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8355
წევრი No.: 136963
რეგისტრ.: 14-October 11

გამოგზავნილია: 12 Jan 2017, 02:09  #49683853      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ბიჯო კონსტანტიპოლი რო აიღეს 120 000 არმია ყავდათ და ისიც ბოლოს ძლისვ და ერთი წვალებით და ეხლა საქართველოზე სალაშქროდ რანაირად უნდა შეეკრიბათ 600 000, რა ექვსასი facepalm.gif
ან ვენის ალყა, იქაც 120 000 არმია ყავდათ, მთელი მაგათი იმპერია ვენის აღებაზე იყო ორიენტირებული ძალიან დიდი ხნის მანძილზე, მოხვდათ ცხვირპირში და შEეშვნენ საბოლოოდ
მარა საქართველოზე მაგხელა ციფრი გადამეტებულია რა, რა ლოგკით თორე ხო


--------------------
Немцы и Инопланетяне, Немцы и Тибет, Немцы и динозавры, Немцы и машина времени....Надо создать министерство по изучению немцев....ибо НЕМЦЫ это что то темное и таинственное....

-гендальф, а мордор ето направо или налево?
-налево

axalirevolucia
Super Mishist


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18730
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 12 Jan 2017, 03:40  #49684153      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
chombe
QUOTE
პ.ს. მე როგორც პროფესიონალ ჰისტორიკოსს, სულ ერთი ფიქრი მიტრიალებდა თავში, რატომ არ აღმოჩნდა ასწლეულების მანძილზე ჩვენში ერთი, აი, სულ რაღაც ერთი ადამიანი ისეთი, ვინც მოიფიქრებდა ხელში ნახშირის (გრაფიტის) ნატეხის აღებას და რაიმის ჩახატვას - ქალაქის, სოფლის, არქიტექტურული ნაგებობის, ჯარის, ადამიანის თავის ტანისამოსიან-აღჭურვილობიანად....
რაც გვაქვს, გვიანი ხანის ჰევროპიელი მოგზაურებისა და შემდგომ რუსების მიერ გაკეთებული ჩანახატებია...
წყეული ორიენტალიზაცია...
ყოფა გვიტირა ფაქტიურად...



ზუსტად. მაგ თემაზე
რუსეთის ომპერიამ საქართველოდან რამდენიმე ურმი ნაწერები-წიგნები გაიტანა და გააქრო.რა ენაღვლებოდა.

This post has been edited by axalirevolucia on 12 Jan 2017, 03:44


--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.

ბიძინა უნდა გაბანძდეს!
pattern
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5799
წევრი No.: 116161
რეგისტრ.: 27-May 10

გამოგზავნილია: 12 Jan 2017, 03:58  #49684169      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მითები.

ეგრე ყველა რუსს სჯერა,რომ გერმანია დამოუკიდებლად დაამარცხეს.
თან სვიატო ვერიატ.


--------------------
მოვედი. აქ ვართ.
2 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
1 წევრი: chege258
Topic Options Pages: (43) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



 
[ Script Execution time: 0.0562 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]